пятница, 1 октября 2021 г.

ინტელექტი, როგორც ძალაუფლების იარაღი


ინტელექტი, როგორც ძალაუფლების იარაღი

შეიძლება ჭკვიანი ადამიანი იყოს სასტიკი?

 https://knife.media/domination/

მე გავიზარდე ინგლისში XX საუკუნის მეორე ნახევარში. იმ დროს სამყარო აღფრთოვანებული იყო ინტელექტის კონცეფციით. გონებრივ შესაძლებლობებზე ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ მათ შესახებ და ამუშავებდნენ მათი გაზომვის ახალ მიდგომებს. ათეულობით ათასმა 11 წლის მოზარდმა, და მათ შორის მეც, მტვრიან მუხის მერხებზე IQ ტესტი ჩავაბარეთ. ტესტის შედეგმა განსაზღვრა ჩვენი მომავალი: გავაგრძელოთ განათლების მიღება უნივერსიტეტში, თუ მივიღოთ დაბალი კვალიფიკაციის სპეციალობა, გამოგვადგება თუ არა ტექნიკური ან ჰუმანიტარული უნარები და მრავალი სხვა.

უკვე მაშინ იდეა იმის შესახებ, რომ ინტელექტის გაზომვა შეიძლება ისევე, როგორც არტერიული წნევის, მოძველებული იყო. მაგრამ კიდევ უფრო ძველი იყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინტელექტს შეუძლია განსაზღვროს ადამიანების მდგომარეობა ცხოვრებაში. ეს მოსაზრება წითელ ზოლად გადის დასავლური აზროვნების მთელ ისტორიაში: პლატონის ფილოსოფიიდან დაწყებული თანამედროვე პოლიტიკოსების რწმენით დამთავრებული.

თავად განმარტება „ჭკვიანი“ ან „მაღალი დონის ინტელექტის მქონე ადამიანი“ არ ეკუთვნის ადამიანის  გონებრივი შესაძლებლობების შეფასებას. იგი უფრო მეტად მეტყველებს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მის წინაშე იხსნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინტელექტი პოლიტიკური ცნებაა.

თავისი ისტორიის განმავლობაში დასავლური სამყარო ინტელექტის დონის შესაბამისად განსაზღვრავდა, თუ რა შეუძლია გააკეთოს ადამიანმა საზოგადოებისთვის. მაგალითად, გონებრივი შესაძლებლობების ტრადიციულად მაღალ დონეს ჩვენ ვანიჭებთ ექიმებს, ინჟინრებს, ქვეყნის პირველ პირებს. და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ინტელექტის დონე გვაძლევს უფლებას განვკარგოთ სხვა ადამიანების ბედი. ჩვენ ვიყავით კოლონიზატორები, ადამიანები მიგვყავდა მონებად, ვაჭრიდით სასქესო ორგანოებს და ვანადგურებდით მათ, ვისაც ნაკლებად გონივრულად და განვითარებულად მივიჩნევდით.

ინტელექტისადმი ჩვენი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებით. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით ამ სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს და, როგორც ჩანს, საოცარი სამეცნიერო მიღწევების პირას ვიმყოფებით. თუ ხელოვნური ინტელექტის თემაზე ინტერნეტ-მემების და ხუმრობების რაოდენობით ვიმსჯელებთ, ჩვენ ერთდროულად აღფრთოვანებული ვართ იმით, რაც ხდება, და ამავე დროს საკმაოდ შეშინებული. იმისთვის, რომ გავიგოთ, რა გვაშინებს კონკრეტულად და რატომ არ ვართ გულგრილი გონებრივი შესაძლებლობების თემის მიმართ, აუცილებელია მისი განხილვა ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით და თვალი მივადევნოთ, თუ როგორ გადააქცია ფილოსოფიურმა აზროვნებამ ინტელექტი დაუსრულებელი მონაპოვარის გამართლების ინსტრუმენტად.


პლატონი

პირველმა აზროვნების შესახებ მსჯელობა პლატონმა დაიწყო. თავის ნაშრომებში იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აზროვნების პროცესს და ამტკიცებს, რომ გაუაზრებელი ცხოვრება არაფრად არ ღირს. უნდა გვახსოვდეს, რომ პლატონი ცხოვრობდა იმ სამყაროში, სადაც მითი და მისტიკური ცნობიერება წარმოადგენდა ბუნებრივ გარემოს ადამიანის გონებისთვის. ამიტომ, პლატონის განცხადება იმის შესახებ, რომ ადამიანს შეუძლია სამყაროს შემეცნება აზროვნების საშუალებით, ან, როგორც ახლა იტყოდნენ, ინტელექტის დამოყენების გზით, იმ დროისთვის იყო ძალიან თამამი და მიმზიდველი.

თავის ნაშრომში „სახელმწიფო“ ის აცხადებს, რომ მხოლოდ ფილოსოფოსს შეუძლია მართოს სახელმწიფო, რადგან მხოლოდ მას შეუძლია მოვლენების სწორად განსაზღვრა, და ამით პლატონმა საფუძველი ჩაუყარა ინტელექტუალური მერიტოკრატიის იდეას - მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ ყველაზე ჭკვიანებს შეუძლიათ სხვა ადამიანების  მართვა.

იდეა იმ დროისთვის რევოლუციური იყო: თუმცა ათენში უკვე ტარდებოდა ექსპერიმენტები დემოკრატიასთან, როგორც მართვის ფორმასთან.  მხოლოდ მოთხოვნები მმართველთა მიმართ ძალიან ბუნდოვანი იყო: საკმარისი იყო, რომ ის მამრობითი სქესის მოქალაქე ყოფილიყო. მისი გონებრივი შესაძლებლობების შესახებ საუბარიც არ ყოფილა. სხვა რეგიონებში მთავრობაში ადგილები ნაწილდებოდა ან ელიტარული კლასებისადმი (არისტოკრატია) კუთვნილების, ან ღვთიური განგების (თეოკრატიის) დანიშვნის მიხედვით, ან უბრალოდ ძალაუფლების დონის (ტირანია) მიხედვით.

არისტოტელე

 პლატონის ნოვატორული იდეა წარმატებით განვითარდა ეპოქის უდიდესი გონების ნაყოფიერ ნიადაგზე, და მისი მოწაფე არისტოტელე გამონაკლისი არ ყოფილა. არისტოტელე განსხვავდებოდა მასწავლებლისგან სამყაროზე უფრო პრაქტიკული და სისტემატური შეხედულებებით, ამიტომ „სულის რაციონალური ელემენტი“ მან გამოიყენა ბუნებრივი სოციალური იერარქიის კონცეფციის შესაქმნელად. თავის „პოლიტიკაში“ იგი აცხადებს: „ბატონობა და მორჩილება არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ სასარგებლოცაა, და დაბადებიდანვე ზოგი არსება განსხვავდება [იმ გაგებით, რომ ზოგ მათგანს დანიშნულება აქვს] მორჩილების, ზოგი კი ბატონობისკენ სწრაფვით“. აქედან გამომდინარე, განათლებული მამაკაცები საკმაოდ ბუნებრივად დომინირებენ ქალებზე, მამაკაცებზე და მონებზე, რომლებიც ფიზიკურად შრომობენ. ამ იერარქიაში დაბლა მხოლოდ ცხოველები იმყოფებიან, რომლებიც იმდენად არიან მოკლებული გონივრულობას, რომ მათ უბრალოდ აუცილებლად სჭირდებათ ბინმემ მართოს.

როგორც ჩანს, უკვე დასავლური აზრის გარიჟრაჟზე, ინტელექტი ასოცირებული იყო განათლებულ ევროპელ მამაკაცთან. ამ კლასისადმი მიკუთვნება საკმარისი ხდება ძალაუფლების  გასამართლებლად ქალებზე, დაბალ კლასებზე, ბარბაროსულ ცივილიზაციებზე და ცხოველებზე.

ჩვენ ვერც კი შევამჩნიეთ, თუ როგორ გადავედით პლატონის იდეიდან რაციონალური ელემენტის პირველადობის შესახებ არისტოტელურეს კონცეფციაზე, რაც გულისხმობს მოაზროვნე მამაკაცთა სრულიად ბუნებრივ ძალაუფლებას.

ინტელექტუალური უსამართლობის ეს მატარებელი დღემდე საწვავზე მუშაობს, რომელიც 2000 წლით ადრე ორმა წვერიანმა მამაკაცმა მოიმარაგა. თანამედროვე ავსტრალიელი ფილოსოფოსი ვალ პლამვუდი ამტკიცებს, რომ ბერძნული ფილოსოფიის ორი გიგანტი, შეიარაღებული რიგი საეჭვო დუალიზმით, მაინც ახერხებს გავლენა მოახდინოს  ჩვენს შეხედულებაზე გონებაზე. დაფიქრდით: ისეთი კატეგორიები, როგორიცაა „ჭკვიანი/სულელი“ ან „რაციონალური/ემოციური“, უხილავად უკავშირდება ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა „მამაკაცური/ქალური“, „ცივილიზებული/პრიმიტიული“, „ადამიანური/ცხოველური“. ეს ორმაგი კატეგორიები შეფასებითი ხასიათისაა და იწვევს მნიშვნელობის გაფართოებას „დომინირება/დამორჩილებამდე“ ან „ბატონ/მონამდე“. იმის გამო, რომ დომინირების ურთიერთობას ჩვენ აღვიქვამთ ჭკვიანი ადამიანის უფლებით როგორც სრულიად ბუნებრივს, მადლობა უნდა გადავუხადოთ არისტოტელეს.

დეკარტი

 დასავლურმა ფილოსოფიამ თავის პიკს დიდი დუალისტის რენე დეკარტის შრომებასთან ერთად მიაღწია. თუ არისტოტელე აღიარებდა ცხოველების უფლებას მინიმუმალურ და პრიმიტიულ, მაგრამ მაინც გონებრივ საქმიანობაზეა, დეკარტმა სრულად უარყო ეს უფლება. ცნობიერება, დეკარტის მიხედვით, არის ადამიანის განსაკუთრებული უპირატესობა. დეკარტის ფილოსოფია ასახავდა ქრისტიანული იდეოლოგიის ათასწლეულს, რომელმაც გონება გახადა სულის, ღვთაებრივი ნაპერწკალის საკუთრებად, რომელიც მემკვიდრეობით მიიღეს მხოლოდ იმ იღბლიანებმა, ვინც ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნენ. დეკარტმა უარყო რაციონალურობა ბუნებრივში და ნებისმიერ ღირებულებაში და შედეგად აამუშავა პლანეტაზე სიცოცხლის სხვა სახეობების დაუფიქრებელი ჩახშობის ბორბალი .

კანტი

მოსაზრება, რომ გონება განსაზღვრავს ადამიანს,  განმანათლებლობის ხანაშიც არსებობდა. იმანუელ კანტი, ალბათ ანტიკური დროიდან მორალის ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი, თვლიდა, რომ მორალური ნება ახასიათებს მხოლოდ მოაზროვნე არსებებს, „პირებს“ და „საგნებს თავის თავში“. მისი აზრით, არამოაზროვნე არსებებს აქვთ „მხოლოდ შეფარდებითი ღირებულება, როგორც საშუალება და ამიტომ მათ უწოდებენ საგნებს“. მათ შეიძლება ყველაფერი  გავაკეთოთ, რაც  მოგვესურვება.

კანტის აზრით, გონიერ არსებას აქვს ღირსება, ხოლო არაგონივრულს, არამოაზროვნეს, ამის უნარი არ აქვს. რასაკვირველია, მისი მსჯელობის ჯაჭვი  გაცილებით უფრო რთულია, მაგრამ, არსებითად, ის იმავე დასკვნამდე მიდის, რაც არისტოტელე: ბუნებრივად არსებობენ ბატონები და მონები და ისინი განსხვავდებიან  ინტელექტის დონით.

ასეთი დასკვნები მოგვიანებით გარდაიქმნა კოლონიური პოლიტიკის ქვაკუთხედად. ლოგიკა ასეთია: არა თეთრკანიანი ადამიანები არიან ნაკლებად ჭკვიანნი; მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი თავი და თავიანთი ტერიტორიები.

და ეს არ არის მხოლოდ გამართლებული ნაბიჯი, არამედ ნებისმიერი თეთრი ადამიანის მორალური მოვალეობა - შევიდეს მათ ქვეყანაში და გაანადგუროს მათი კულტურა. გარდა ამისა, ვინაიდან ადამიანს განსაზღვრავს მისი გონება, ხოლო სხვა ქვეყნების მოსახლეობა ნაკლებად გონივრულია, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მკვიდრნი ნაკლებად ადამიანურები არიან. მათთვის მიუწვდომელია მორალური მოვალეობისა და კატეგორიული იმპერატივის ცნებები, მაშასადამე, შეიძლება მათი მოკვლა და დამონება.

იგივე ლოგიკური კონსტრუქცია მშვენივრად მოქმედებდა ქალებზე, რომლებიც ითვლებოდნენ ძალიან ფუქსავატებად და სუსტებად, რომ გაეზიარებინათ გონიერი ადამიანის პრივილეგიები. ისტორიკოსის ჯოანა ბურკის თქმით, XIX საუკუნის დიდი ბრიტანეთის კანონი ნაკლებად იცავდა ქალთა უფლებებს, ვიდრე შინაურ ცხოველებისა. გასაკვირი არ არის, რომ ინტელექტის გაზომვის ტექნოლოგიები უფრო დიდი ენთუზიაზმით ვითარდებოდა, ვიდრე ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა.

გალტონი

ფრენსის გალტონი ფსიქომეტრიის, გონების გაზომვის ფსევდომეცნიერების მამა და ჩარლზ დარვინის ბიძაშვილია. მისი ნათესავის „სახეობების წარმოშობით“ შთაგონებულმა გალტონმა შექმნა კონცეფცია იმის შესახებ, რომ გონებრივი შესაძლებლობები გადაეცემა მემკვიდრეობითი გზით, და მათი გაუმჯობესება შესაძლებელია სელექციის დახმარებით. ამისათვის საკმარისია იპოვოთ საზოგადოების ყველაზე ქმედუნარიანი წევრები და დაარწმუნოთ ისინი ერთმანეთთან კავშირის ჩამოყალიბების აუცილებლობააში. ნაკლები შესაძლებლობების მქონეთა გამრავლება შეზღუდული უნდა იყოს ჩვენი სახეობების კეთილდღეობისთვის. გალტონი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული გათვლებით: მომდევნო ათწლეულებში, მხოლოდ კალიფორნიაში 20 000-ზე მეტი ქალი იქნა სტერილიზებული გალტონის ტესტების მიხედვით ცუდი შედეგების მიღების შემდეგ.

როგორც ვხედავთ, ინტელექტის გაზომვის მეცნიერება შორს არ წასულა ევგენიკისგან.

მოწინააღმდეგეები

ამრიგად, ჩვენ გავარკვიეთ, რომ ისტორიაში ყველაზე სასტიკი მოვლენები მოხდა ინტელექტუალური უპირატესობის დროშის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ადამიანის გონივრულობაზე უპირატესი უფლების კონცეფციას ყოველთვის ჰყავდა არა მხოლოდ აპოლოგეტები, არამედ მოწინააღმდეგეებიც. დევიდ იუმიდან ფრიდრიხ ნიცშემდე, ზიგმუნდ ფროიდიდან პოსტმოდერნისტების პლეადამდე, ყოველთვის იყვნენ მოაზროვნეები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი გონივრულები, როგორც გვსურს ეს გვჯეროდეს, და რომ ცნობიერების ქონა არ არის უმაღლესი სათნოება.

ინტელექტუალური უნარები ჯერ კიდევ წარმოადგენენ მხოლოდ ერთ კრიტერიუმს, თუნდაც ძალიან გავლენიანს. დიახ, სკოლაში შესვლის წერტილი შეიძლება გახდეს IQ ტესტები, მაგრამ ბევრ სფეროში გაცილებით მეტად ფასობს შემოქმედებითი ან მეწარმეობრივი უნარები.

იმის ნაცვლად, რომ განადგურდეს ინტელექტუალური უპირატესობის სისტემა, ღირს ფოკუსირება იმ სისტემებზე, რომლებიც დამატებით უპირატესობას აძლევენ კარგი წარმოშობის თეთრკანიან მამაკაცებს. გამოცდა, რომელიც მე ოდესღაც ჩავაბარე, მოწოდებული იყო გამოევლინა ნიჭიერი ბავშვები საზოგადოების ყველა ფენიდან. ირონია იმაშია, რომ მდიდარ თეთრკანიანთა ოჯახების ნიჭიერ ბავშვებს სწავლის და განვითარების ბევრად მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ და გასაკვირი არ არის, რომ ისინი ტესტებს უკეთესად აბარებდნენ. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა საზოგადოება ერთი ადამიანის სხვებზე უპირატესობაზე, და მანკიერი წრე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ჩაკეტილი.

რატომ გვეშინია ჭკვიანი რობოტების?

დავუბრუნდეთ სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვას: რატომ გვაშინებს ხელოვნური ინტელექტის გაჩენის შესაძლებლობა? ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ყველაზე ჭკვიანი ყოველთვის დომინირებს, და ჩვენ ნამდვილად არ გვსურს ბარიკადების მეორე მხარეს ყოფნა?


ხელოვნური ინტელექტი თუ ბუნებრივი სისულელე?

მე არ ვამტკიცებ, რომ ძლიერი ხელოვნური ინტელექტის შიში უსაფუძვლოა. არსებობს საკმაოდ რეალური საფრთხეები, მაგრამ მათ არაფერი აქვთ საერთო რობოტების მიერ ადამიანის ცივილიზაციის კოლონიზაციასთან.

იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, უმჯობესია ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვექცეთ საკუთარ თავს. თუკი ხელოვნური ინტელექტი ოდესმე მოახერხებს ჩვენთვის ზიანის მიყენებას, ეს ნამდვილად არ იქნება გამოწვეული ხელოვნური ინტელექტის სურვილით დაიპყროს კაცობრიობა, არამედ ჩვენი საკუთარი სისულელის გამო, რამაც მოგვცა საშუალება დაგვენერგა შეცდომები პროგრამაში. უნდა გეშინოდეს არა ხელოვნური ინტელექტის, არამედ ბუნებრივი სისულელის.

პლატონი დარწმუნებული იყო, რომ ფილოსოფოსი ნებაყოფლობით არ გახდებოდა მეფე, ვინაიდან მას აკლია ხალხის მართვის სურვილი. აღმოსავლურ აზროვნებაში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ბრძენია ის, ვინც თავს არიდებს ძალაუფლებას და არ არის მიდრეკილი  პატივმოყვარეობისკენ.

თუკი საზოგადოება დარწმუნებული იქნებოდა, რომ ყველაზე ბრძენი ადამიანი არ არის ის, ვინც მიაღწია ძალაუფლებას, არამედ ის, ვინც ცდილობს კონფლიქტების მოგვარებას, შეგვეშინდებოდა თუ არა ჭკვიანი რობოტების უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავის?


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised