воскресенье, 24 октября 2021 г.

მონათესავე სულები


მონათესავე სულები

 https://vk.com/wall-23228995_62147

 ალბათ არაერთხელ გსმენიათ, ან გითქვამთ სიტყვები ოდნავ ნაცნობი ადამიანებისთვის: „ის  ჩემი მონათესავე სულია?“ როგორც წესი, ამის მიზეზია ურთიერთ სიმპათია და გაგება, რაც, თითქოს შემთხვევით წარმოიქმნება ადამიანებს შორის. მაგრამ ეს ასეა თუ შემთხვევითობაა? რატომ აღიარებენ ადამიანები ერთმანეთს მონათესავე სულებად?

იმიტომ, რომ უბრალოდ გვანან ერთმანეთს? რას ნიშნავს ეს ცნება სინამდვილეში? ვინ არიან ეს მონათესავე სულები და რა როლს ასრულებენ ისინი ჩვენს ცხოვრებაში?

არსებობს მრავალჯერადი გარდასახვის (ან რეინკარნაციის) თეორია, რომლის მიხედვითაც მონათესავე კავშირით ერთიანდება სულების ჯგუფი ჯერ კიდევ დედამიწაზე განსახიერებამდე. და ამ ერთიანობაში შეიძლება შეხვდე მეგობრებს, მშობლებს, საყვარლებს - ყველა იმ ახლობელს, ვინც ჩვენს გვერდითაა და გვეხმარება ჩვენი მიწიერი ცხოვრების შენებაში.

როდესაც პირველად ვხვდებით მონათესავე სულებს, ჩვენ „ვიცნობთ“ ერთმანეთს, და ჩვენ შორის მოულოდნელად წარმოიქმნება ერთმანეთის მიმართ სიმპათიის გრძნობა, სიმსუბუქე და ისეთი გაგება ურთიერთობისას, როდესაც არ არის საჭირო დამატებითი დამღლელი განმარტებები. მსგავსი აზრები და გრძნობები, ერთი და იგივე გემოვნება, ცხოვრებისეული ხედვა, იუმორის გრძნობა და ჟესტებიც კი, მიმიკა და სიარული, გაგება ერთი სიტყვით ან ერთი შეხედვით - სულების ასეთი ნათესაობა ვითარდება არა მხოლოდ ერთი ცხოვრების განმავლობაში. მათი ენერგიები ვიბრირებენ იმავე სიხშირეზე. სწორედ ასეთ ადამიანებთან მიიღწევა ყველაზე ნაყოფიერი ურთიერთქმედება: მათთან თქვენ არ გჭირდებათ ნერვების ან ზედმეტი ძალის დახარჯვა თქვენი განწყობის ასახსნელად და სასურველი აზრის გადმოსაცემად.

არსებობს ორი გზა, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები მონათესავე სულებზე. ზოგს მიაჩნია, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი და ერთადერთი ჭეშმარიტად მონათესავე სული არსებობს. მათი კავშირი არის ორი ნახევრის გაერთიანება ერთ მთლიანობად ან ორ სხეულად დაყოფილი ზესულები. როდესაც ადამიანი ხვდება მას, ხვდება, რომ საბოლოოდ იპოვა ის, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა.

სხვები ამბობენ, რომ ადამიანს ბევრი მონათესავე სული ჰყავს. ეს არის სულები, რომლებიც ეხმარებიან ადამიანს გაიაროს მთელი თავისი ცხოვრებისეული გაკვეთილები და თავად გადიან მათ მასთან ერთად - ასე იქმნება კარმა. ზოგი მათგანი დაჰყვება ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე, ზოგი კი მიდის, როგორც კი დაასრულებს თავის ამოცანას. 

       არასწორი იქნება იმის თქმა, რომ პირველი თეორია სრულიად მცდარია. მართლაც, მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ხვდება ბევრ ადამიანს, რომელთაც შეიძლება ეწოდოს მონათესავე სულები. მაგრამ მათთან ახლო ურთიერთობები არ არის ერთნაირი, ეს კი ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ერთი ყველაზე იდეალური ადამიანი, ის მეორე ნახევარი, რომელსაც აუცილებლად შეხვდებით ამ თუ მომდევნო განსახიერებაში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ეს არ არის ცხოვრებაში იმედგაცრუების მიზეზი. თუ ადამიანი არ ხვდება თავის ყველაზე იდეალურ მონათესავე სულს, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მას არ სურს ეს და საერთოდ არ არის მზად ასეთი შეხვედრისთვის.

ადამიანი იზიდავს ზუსტად იმ მონათესავე სულებს, რომლებიც შეესაბამება მის განვითარების დონეს. და ისინი განსხვავდებიან მისი ასაკის მიხედვით. მაგრამ, როგორც არ უნდა განსხვავდებოდნენ მონათესავე სულები, ისინი მაინც ჩნდებიან ერთი მიზნის განსახორციელებლად: დაეხმარონ ყველა სირთულისა და შიშის, ყველა იმ დაბრკოლების გადალახვაში, რომელიც გვხვდება ერთობლივ გზაზე. მართალია, მათი დახმარება ზოგჯერ უმტკივნეულო არ არის, მაგრამ, „რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს“.

        თუ დაკავებული ხართ თვითგანვითარებით და სულიერი ზრდით, მაშინ შეხვედრის უფრო მეტი შანსი გექნებათ. ერთ რამეში შეგიძლიათ იყოთ აბსოლუტურად დარწმუნებული: თქვენი სულები უკვე დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს, რადგან ერთად იყავით არა ერთი სიცოცხლე. თქვენ გქონდათ ისეთი სერიოზული ურთიერთობა და ძლიერი გრძნობები, რომ თქვენ უკვე საუკუნეებით ხართ შეკრული ძლიერი კავშირით, რომლის მეშვეობითაც აუცილებლად იპოვით ერთმანეთს. 


როგორ მოვძებნოთ მონათესავე სული? 


         ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა იმის ფიქრი, რომ მას აქვს მხოლოდ ერთი შანსი იყოს ბედნიერი, და თუ ის ხელიდან გაუშვებს თავის იდეალს, მაშინ ის აღარ იქნება ბედნიერი. ასე ფიქრი არასწორია, რადგან ეს ნიშნავს წარსული ურთიერთობებით მიღებული გამოცდილების სარგებლის უარყოფას, ხოლო იდეალი ხშირად ილუზორულია. ასეც ხდება: გაკვეთილის მისაღებად საჭიროა რაღაც დაკარგო, მაგრამ სამაგიეროდ კი მეტს იპოვი: გააზრება და უმაღლესი დონის ახალი ურთიერთობები.

თუ ჯერ კიდევ ვერ იპოვნეთ თქვენი მეორე ნახევარი, ე.ი. არ გაქვთ გადაჭრილი ის პრობლემები, რომლებიც გაშორებთ ერთმანეთს. თუ მაინც გსურთ რომ შეხვდეთ მას, მაშინ უნდა გაუშვათ წარსული: გათავისუფლდეთ ძველ პარტნიორებთან ურთიერთობისგან და მოაგვაროთ ოჯახური პრობლემები (მაგალითად, ცუდი ურთიერთობები, მშობლების განქორწინებას შეეძლო მათი შვილის ქვეცნობიერის დაპროგრამება მარტოობასა ან უბედურ სიყვარულზე). გადალახეთ იმის დაკარგვის შიში, რაც ახლა გაქვთ, და იცოდეთ: თქვენ არასოდეს დაკარგავთ იმას, რაც ნამდვილად თქვენია.

ადამიანი ეძებს თავის მონათესავე სულს ყოველთვის და ყველგან, არ აქვს მნიშვნელობა, აცნობიერებს ამას თუ არა. მაგრამ, მაშინაც კი, თუ ისინი შეხვდებიან, მან შეიძლება არც კი იცნოს იგი, რადგან საკუთარი თავის შეცნობის გარეშე მას არ შეუძლია იცოდეს თავისი იდეალური ნახევრის ენერგეტიკა და, შესაბამისად, როგორი უნდა იყოს ის სინამდვილეში. 

სხვაგვარადაც ხდება: მონათესავე სულები პოულობენ, ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ სამუდამოდ შორდებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ურთიერთობა შეიძლება იყოს არასწორი, ისინი საჭიროა მოცემული კონკრეტული დროის და ორივე პარტნიორის სულიერი განვითარებისთვის. ერთმანეთი რომ გაანთავისუფლონ და გააგრძელონ ცხოვრება, მათ უნდა ესმოდეთ, რომელი გაკვეთილისთვის შეხვდნენ ერთმანეთს და რა სასარგებლო გამოცდილება მიიღეს მათი ურთიერთობისთვის.

იმისათვის, რომ მზად იყოთ შეხვდეთ თქვენს მონათესავე სულს, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა დაიწყოთ მოქმედება: თქვენ ვერ მიიზიდავთ თქვენს ნახევარს თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ თქვენი სურვილით. თქვენ უნდა გაერკვეთ საკუთარ თავში, გესმოდეთ, რა გსურთ სინამდვილეში და არა რა,  როგორ შეძლებს მონათესავე სული გაგხადოთ  ნამდვილად ბედნიერი.

მარტოობა და ზიზღი ეწინააღმდეგება ადამიანის ცხოვრების ცნებას: ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი თავისი რწმენით, ამიტომ ენდეთ ცხოვრებას და იყავით სრულად დარწმუნებული, რომ ის სწორ გზაზე მიგიყვანთ. და მაშინ გახსნილი იქნებით ახალი მაღალი ურთიერთობებისთვის და შეხვდებით თქვენს ჭეშმარიტად მონათესავე სულს!

ასე რომ, მონათესავე სულებს მივყავართ ამ სამყაროში, თამაშობენ ჩვენი მშობლების როლს, ისინი ასევე გვეხმარებიან ზრდაში და განვითარებაში, ასრულებენ ჩვენი მეგობრების, მასწავლებლების როლებს, ასევე მათთან ერთად ჩვენ გვიყვარს, ვსწავლობთ ცხოვრების გემოს და ვქმნით ახალი სამყაროს, როდესაც შეყვარებული ვართ. 

===

https://samopoznanie.ru/articles/rodstvennye_dushi__otnosheniya_dlinoju_v_vechnost/


                   მონათესავე სულები - უსასრულო ურთიერთობები

ბედნიერი შემთხვევა ტრიალებს სადღაც ახლოს!

ხალხის ბრბოში ან ნისლიან ბურუსში

მონათესავე სულები ეძებენ ერთმანეთს

ამ მოუსვენარ დედამიწაზე.

                                          პიოტრ დავიდოვი.

გქონიათ ოდესმე განცდა, რომ ადამიანს ათასი წელია იცნობთ, მიუხედავად იმისა, რომ პირველად შეხვდით მას?

შეგემთხვათ ოდესმე ისეთი რამ, რომ სხვა ადამიანთან საუბარში, რომელთანაც აქამდე არ გქონიათ ურთიერთობა, უცებ ხვდებით, რომ თქვენ იცით „ყველაფერი“ მის შესახებ? თქვენ ხვდებით, რას გრძნობს ის ამ მომენტში, და რას ფიქრობს.


მაშ რა არის მონათესავე სული?

 ძალიან საინტერესოდ განმარტავს მონათესავე სულების თემას მწერალი რიჩარდ უებსტერი:

„ურთიერთობები მონათესავე სულებს შორის წარმოადგენს კავშირს ორ ადამიანს შორის, რომელიც მრავალი რეინკარნაციის განმავლობაში არსებობდა, რომლის დროსაც პარტნიორები ეხმარებიან ერთმანეთს გარკვეული გაკვეთილების ათვისებასა და დავალებების შესრულებაში, რომელსაც თითოეული კონკრეტული ცხოვრება უყენებს მათ“.

მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ, ვქმნით პროექტებს, მოვლენებს, ჩვენს რეალობას. როგორც ახლა ვგეგმავთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს და სავალდებულოს, ასევე ჩვენი სულები სხვა სამყაროში გეგმავენ ამ ცხოვრებას, ქმნიან მოვლენებს, აგროვებენ გარკვეულ სულებს ერთ გუნდში სპეციალური დავალებების რეალიზაციისთვის.

ჩვენ მოვდივართ ამ ცხოვრებაში, ვიზრდებით, განვვითარდებით, ვსწავლობთ პროფესიებს, ვიღებთ გარკვეულ უნარებს. და როდესაც დადგება მნიშვნელოვანი მოვლენების მომენტი - ის პერიოდი, რომლისთვისაც ამოცანა იყო დაგეგმილი, მაშინ სრულიად განსხვავებული ადამიანები იწყებენ შეკრებას, თანამოაზრეები, ისინი, ვინც აზროვნებენ ერთ  ტალღაზე და ერთად მოქმედებენ.

„მონათესავე სული არის ის, ვინც იზიარებს ჩვენს ღრმა მისწრაფებებს, ჩვენს მიერ არჩეულ მოძრაობას. თუ ჩვენ ორნი საჰაერო ბუშტებივით ზევით ვმოძრაობთ, დიდია ალბათობა იმისა, რომ ერთმანეთში ვიპოვნეთ საჭირო ადამიანი“, - რიჩარდ ბახი.

ასეთი სულები ერთ ოჯახად გრძნობენ თავს - საუკეთესო მეგობრებად, კოლეგებად, პარტნიორებად. მაგრამ, როგორც კი დავალება შესრულდება, პროექტი ამოქმედდება ან განხორციელდება, გუნდს შეუძლია თამამად დაშლა. ამოცანა შესრულებულია, გამოცდილება მიღებულია - შედეგი სახეზეა.


ორი სულის ტანდემი

საკმაოდ ხშირად გვხვდება ორი სულის ურთიერთქმედება დედამიწაზე მათი არსებობის სხვადასხვა პერიოდში. ყოველ ჯერზე ისინი სხვადასხვა როლში, ასპექტში მოდიან, მათ შეუძლიათ შეცვლა, მოსვლა როგორც მამაკაცის, ასევე ქალის სხეულში, ან მათ შეუძლიათ ურთიერთქმედება ერთსქესიან სხეულებში.

ეს არ არის მხოლოდ დაქორწინებული წყვილები - ისინი არიან პარტნიორები, რომლებიც ასრულებენ დავალებას მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჯერ კიდევ ადრე, სადმე სხვაგან, ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთდროულად მოვიდნენ ამ სამყაროში და ურთიერთობდნენ გარკვეულ მოვლენებში, შეასრულონ ამ პერიოდში საჭირო განსაკუთრებული დავალება.

ხშირად შეიძლება მოხდეს გლობალური მოვლენები, რომლებიც ცვლის ისტორიის მიმდინარეობას, ან უბრალოდ ურთიერთქმედებას ერთ გვარში, განსახიერდება ერთ ოჯახში, მაგრამ სხვადასხვა როლში. როგორც წესი, მონათესავე სულები ბევრ ასპექტში ცდიან საკუთარ თავს, მრავალფეროვანი გაკვეთილების საშუალებით იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას. სავსებით შესაძლებელია, რომ ერთ ცხოვრებაში ისინი შეთანხმდნენ სიკვდილის შემდგომ შეხვედრაზე, და სამყარო მათ აძლევს მოხერხებულ ვარიანტს და აერთიანებს მათ შემდეგ განსახიერებაში.

„ალბათ თქვენ გექნებათ ურთიერთობა მთელი თქვენი განსახიერების განმავლობაში. შესაძლოა გახდეთ თანამოაზრეები, თანამშრომლები, თანაშემოქმედნი თქვენი დანიშნულების გზაზე. და ეს მშვენიერია ყველა მიზანშეწონილობაში!" - რიჩარდ ვებსტერი.


მეუღლეები მონათესავე სულები არიან?

სულაც არ არის აუცილებელი, მაგრამ ეს ვარიანტი არ არის იშვიათი. მონათესავე სული - ასე შეიძლება უწოდო მას, ვინც თქვენი ახლობელია, მანძილის, ცხოვრების პრინციპების, ასაკის და სხვადასხვა სახის დაბრკოლების მიუხედავად. ძალიან ხშირად, მონათესავე სულები მეუღლეები არიან, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში „ხელიხელჩაკიდებულნი“ დადიოდნენ, გადალახავდნენ დაბრკოლებებს და სწავლობდნენ ამ ცხოვრებას მთელი მისი მრავალფეროვნებით.

წყვილები ყოველთვის არ ცხოვრობენ ჰარმონიაში და არ შეუძლიათ თავიანთ კავშირს ბედნიერი უწოდონ, რადგან მონათესავე სულები, უპირველეს ყოვლისა, არიან სულები, რომლებიც სწავლობენ ერთსა და იმავე გაკვეთილს. ალბათ, უფრო ადრეც, ამ სხეულებში განსახიერებამდე, ისინი შეთანხმდნენ, რომ ეცხოვრათ გარკვეული გამოცდილებით და ესწავლათ ამ არსებობის ყველა გაკვეთილი.

ადამიანები ხშირად ეწინააღმდეგებიან იმ გარემოებებს, რომლებიც წარმოიქმნება წარსული განსახიერების გამოცდილებიდან, ხშირად მოქმედებენ ქცევის ძველი შაბლონების მიხედვით, რომლებიც ჩამოყალიბებულია დიდი ხნის წინ და, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ წარსულ ცხოვრებაში. ზოგჯერ ძნელია გააცნობიერო შენი შეცდომა და კარდინალურად შეცვალო ყველაფერი, ძნელია მიიღო ადამიანი, რომელმაც ამდენი პრობლემა მოგიტანა, ძნელია საკუთარი თავის მიღება.

„არიან ადამიანები, რომლებიც შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში იმისათვის, რომ ჩვენი გული კიდევ უფრო მეტად გადაშალონ. ისინი შემოიჭრებიან საჭირო დროს, ახალი ქარივით და თან მოაქვთ სასიკეთო, კარგი ამბები“.


რამდენი მონათსავე სული გვყავს?

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მაგრამ შეიძლება ბევრი მონათესავე სული გვყავდეს, და ეს დამოკიდებულია იმ ამოცანებზე, რომლებიც ადრე იყო დასახული. ერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ქორწინება, და თითოეულზე შეიძლება თქვას, რომ ის ცხოვრობდა მონათესავე სულთან.

თავიდან მას უყვარს ერთი და მიაჩნია, რომ ის ერთადერთია ქვეყანაზე, მაგრამ დრო გადის, გარემოებები იცვლება, გამოცდილება მუშავდება, და ადამიანებს შეუძლიათ დაშორება სრულიად სხვადასხვა მიზეზების გამო. მორჩა: ამოცანა დასრულებულია, დროა დავემშვიდობოთ ერთმანეთს.

ხშირია სასიყვარულო სამკუთხედის შემთხვევებიც, რომელიც წარმოიქმნება ერთი ცხოვრებიდან მეორეში და გადადის სხვადასხვა ურთიერთობებში. ამოცანა აშკარაა: სულებს უნდა შეეძლოთ ურთიერთქმედება და საერთო ენის პოვნა, და, რაც მთავარია, სიყვარულის მიღება მისი ყველა გამოვლინებით.

„იპოვეთ თქვენი მონათესავე სული და დარჩით „ოდნავ შეშლილი“ და ერთმანეთის მოყვარული - ყოველთვის“, - რიჩარდ უებსტერი.

მონათესავე სულების მრავალი მაგალითი არსებობს, დაწყებული მითოლოგიით, ბიბლიით, ისტორიით და ჩვენთვის უკვე ცნობილი ადამიანებით. თუ მითოლოგიით დავიწყებთ, ესენი არიან ისიდა და ოსირისი, ბიბლიიდან, რა თქმა უნდა, ადამი და ევა, აბრაამი და სარა, ისტორია წარმოგვიდგენს ანტონისა და კლეოპატრას სახელებს, ლიტერატურას - რომეოსა და ჯულიეტას და ა.შ.

თუ უფრო ცნობილ სახელებს მივმართავთ, რომელთა ზუსტი შესწავლა და მოვლენების მიმდინარეობის,  მათი ურთიერთობისა და თავად ცხოვრების თვალყურის დევნებაა შესაძლებელი, - ეს არის დედოფალი ვიქტორია და პრინცი ალბერტი, კ.ს. ლუისი და ჯოი დევიდმანი. ნაკლებად ცნობილი - კატრინ მენსფილდი და ჯონ მიდლტონ მარრი და მრავალი სხვა.

ადამიანის სული უკვდავია, ის უნიკალურია, დაჯილდოებულია თავისუფალი ნებით და თავად ირჩევს განვითარების და გაუმჯობესების გზას. სული თავად ირჩევს თავის თანამგზავრებს და მასწავლებლებს, მაგრამ როდესაც დედამიწაზე აღმოჩნდებიან, ბევრი სული ივიწყებს მთავის გადაწყვეტილებას და იწყება საინტერესო თამაში სახელწოდებით „სიცოცხლე“.

„ძვირფასი სულია ის, ვისი წყალობითაც იწყებ ცხოვრებას ნამდვილი ცხოვრებით ...“ - რიჩარდ ბახი.


===

https://www.psychologies.ru/story/rodstvennyie-dushi-tak-byivaet/

მონათესავე სულები... ასე ხდება?

საიდან ჩნდება აზრი, თითქოს ყველას აქვს იდეალური დამატება, ნაწილი, რომელიც აკლია, ვისთანაც ქმნის ის ერთ მთლიანობას? და რატომ არის ზოგი დარწმუნებული, რომ მათ უკვე ნახეს თავიანთი მეორე ნახევარი? ფსიქოლოგმა ტობი ნათანმა გამოიკვლია ალტერ ეგოს მგზნებარე ოცნება, რომელიც ერთ დღეს  მოდის ყველასთან ჩვენთან. 

ითვლება, რომ მონათესავე სული ჩვენი „მეორე ნახევარია“, ადამიანი, რომელთანაც გემოვნება და ღირებულებები ემთხვევა. ეს ის ადამიანია, ვისთანაც ჩვენ ოჯახური წყვილი შევქმენით იმ იმედით, რომ სიყვარული მარად გაგრძელდება. ჩვენი შეხედულებები ბედნიერების, სინაზის, სიამოვნების შესახებ დიდწილად ემყარება პოპულარული ფილმების ან წიგნების რომანტიკულ სიუჟეტებს. ჩვენი „ნახევრის“ ძიება იმდენად მტკიცედ არის ჩაწერილი თანამედროვე სასიყვარულო პეიზაჟში, რომ ჩვენ სულ დავივიწყეთ სულის ნათესაობის უმაღლესი წარმოშობის შესახებ. მაგრამ ეს ხომ აშკარაა: სადაც „სულია“, იქ შეუძლებელია ღვთაებრივი ყოფნის გარეშე.

„ეს იდეა წარმოიშვა ანტიკური პრაქტიკისგან, რომელიც ასახავდა ადამიანებსა და ღმერთებს შორის სექსუალურ ურთიერთობებს“, - ამბობს ეთნოფსიქოლოგი ტობი ნათანი. მას მივყავართ ანტიკურ ხანაში, როდესაც თმაგაშლილი ქალები ტრანსში დაქროდნენ ტყეებსა და მთებში ბაკქანალიების - დღესასწაულების დროს ღმერთ ბაკუსის -  მეღვინეობის და ბუნების მაცოცხლებელი ძალების მფარველის საპატივცემულოდ. ეს იდეა ეხება იმ დროში გვაბრუნებს, როდესაც ჩვენი წინაპრები მიმართავდნენ სიყვარულის ღვთაებებს იშტარის, კიბელეს, აფროდიტეს, ვენერას და ევედრებოდნენ სარეცელზე მიეყვანათ ისინი, ვისზეც ოცნებობდნენ: „გააკეთე ისე, რომ საყვარელი ადამიანი მოვიდეს ჩემთან, რომ ჩემი სურვილი ჰქონდეს“. 

მართალია, ეს ჩვეულებები მოძველებული ჩანს, მაგრამ ჩვენ მაინც გულში ვატარებთ მათ. ამას მოწმობს ბორისის ისტორია. ის ორმოცი წლის განქორწინებული მამაკაცია, შრომისმოყვარე, რომელმაც ერთხელ შემთხვევით გაიცნო ანა. და მისი ცხოვრება შეიცვალა. მათ მხოლოდ ერთი ღამე გაატარეს ერთად, მაგრამ როგორი ... დილით ადრე ანა წავიდა და შემდეგ უარი თქვა მასთან შეხვედრაზე. ბორისი კი დარწმუნებული იყო: იგი შეხვდა მონათესავე სულს, მის „მეორე ნახევარს“. მან დაკარგა ძილი და მადა, ცხოვრებამ დაკარგა აზრი. და მაშინ მან მიმართა ტობი ნათანს ერთადერთი თხოვნით: „დააბრუნე იგი! შეგიძლიათ ამის გაკეთება?“ და ის არ ხუმრობდა!

 რწმენა, რომ ჩვენ შევხვდით მონათესავე სულს, ზრდის მიზიდულობის ძალას.

ბორისთან მუშაობის დაწყებისთანავე, ფსიქოლოგმა გადაწყვიტა დაკვირვებოდა, სად მიიყვანს რწმენა იმისა, რომ ანა მისი ბედი იყო. ორი წლის შემდეგ ბორის დაქორწინდება ანაზე, მათ შეეძონებათ შვილი. მაგიაა? ალბათ. სინამდვილეში, რწმენა იმისა, რომ ჩვენ როგორც იქნა შევხვდით მონათესავე სულს, აძლიერებს მიზიდულობის ძალას. ის გვაძლევს ძალას, რომ დავიპყროთ ჩვენი რჩეულის გული, თუნდაც მას სრულიად განსხვავებული გეგმები ჰქონოდა.

ბორისი რომ ანტიკურ ხანაში დაბადებულიყო, ის იშტარს ან ვენერას მიმართავდა ... მაგრამ იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ მისი ამ საბედისწერო შეხვედრის რწმენა, მივმართოთ ებრაულ ტრადიციას. „წარმოდგენა მონათესავე სულის, ჩვენი იდეალური ორეულის, ჩვენი ნახევარის შესახებ, რომელიც გვაკლია, დაიბადა XIII–XVI საუკუნეებში კაბალისტებში, შემდეგ კი გავრცელდა სხვა კონტინენტებზე“, - ადასტურებს ტობი ნათანი. კაბალა არის იუდაიზმის ეზოთერული, მისტიკური ტრადიცია, რომელიც მოგვითხრობს სამყაროს შექმნის საიდუმლოებების შესახებ და სვამს კითხვებს ღმერთთან კავშირის დამყარების შესაძლებლობის შესახებ.

ძველი აღთქმის ღმერთი ქმნის სულებს წყვილებში. მამაკაცური საწყისის შექმნისას, ის ამავა დროს აძლევს მას ქალ-პარტნიორს. საუბარი სულაც არ ეხება მამაკაცსა და ქალს, ეს შეიძლება იყოს ორი მამაკაცი ან ორი ქალი, რადგან მამაკაცური არსი შეიძლება იყოს ქალში და პირიქით. მამაკაცური საწყიცი განიხილება, როგორც გამცემი, ქალის - როგორც მიმღები. ეს ბადებს კითხვას, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ერთხელ მაინც უსვამს საკუთარ თავს: ვინ არის ის ადამიანი, ვისთანაც შეგვიძლია შევქმნათ სრულყოფილი კავშირი, ის, ვისაც ჩვენ განუწყვეტლივ და ყველგან ვეძებთ, თუნდაც გაცნობის საიტებზე?

ხდება ისე, რომ მონათესავე სულთან შეხვედრა ემსგავსება მიწისძვრას, რომელიც ღრმად შეარყევს ჩვენს ფსიქიკას და მიგვიყვანს ზებუნებრივის საზღვრებამდე. „როდესაც ეს მამაკაცი აუდიტორიაში შემოვიდა, მე განვიცადე გულისრევის აუხსნელი განცდა: გავიფიქრე კიდეც, რომ გულის შეტევა მქონდა“, - ამბობს 49 წლის საბინა. - ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, და პირველი სიტყვებიდან განცდა დამეუფლა, რომ მას ვიცნობ. ის სულაც არ შეესაბამებოდა მამაკაცთა იმ ტიპს, როგორიც ჩვეულებრივ მომწონდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მას მთელი ცხოვრება ველოდებოდი. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ შორის არაფერი იყო სიყვარულის ჩვეული გამოვლინებების მსგავსი. ჩვენ არ გვჭირდებოდა სიტყვები, მზერა, ჟესტები ერთმანეთის გასაგებად. იქამდე, რომ მალე ფიზიკური სიახლოვეც კი უაზროდ და ცოტა სასაცილოდაც კი მოგვეჩვენა.

დაიწყო უცნაური მოვლენები: წინასწარმეტყველების გამოვლინებები, გრძნეული სიზმრები. მე ვხედავდი, როგორ ასრულებდა ის მოქმედებებს, სატელეფონო ზარმაც დაადასტურა, რომ მე სწორად მივხვდი. მე წარმოვიდგინე მისი ბინა ჯერ კიდევ იქამდე, სანამ იქ აღმოვჩნდებოდი და ა. შ. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი. მსგავსი რამ მასაც ემართებოდა. მასაც ეშინდა და ეს სავსებით გასაგებია: თქვენ ხართ ტრანსის მდგომარეობაში და ვერაფერს აკონტროლებთ.

ორმაგად სწრაფად დავიწყე ფიქრი, აზრები ერთმანეთს ცვლიდა. მრავალი წელი დამჭირდა, სანამ საკუთარ თავს გამოვუტყდებოდი: მე შევხვდი ჩემს „მონათესავე სულს“ ამ სიტყვის სულიერი გაგებით. ეს აღიარება ჩემთვის ადვილი არ იყო, რადგან მისტიკისაკენ სულაც არ ვიყავი მიდრეკილი“.

ფსიქოანალიზის თვალსაზრისით, სიამოვნების გრძნობას, რომელიც  შერეულია შფოთვასთან, აზროვნების პროცესების დაჩქარებასთან და იდეების სიმრავლესთან, ეწოდება „მანიაკალური მდგომარეობა“, მაგრამ ეს დიაგნოზი აქ არაფერს ხსნის. რაც შეეხება ტელეპათიის მოვლენებს, ისინი დედასთან პირვანდელ კავშირს მოგვაგონებს, როდესაც ჩვილი უშუალოდ „მიერთებულია“ დედის ემოციებს.

ფსიქოანალიტიკოსებისთვის „მონათესავე სული“ წარმოსახვითს ეკუთვნის: ჩვენ ვგრძნობთ ნოსტალგიას დედასთან შერწყმის გამო და მთელი ცხოვრება ქვეცნობიერად ვცდილობთ კვლავ ვიპოვოთ იგი, „გამოვიგონებთ“ სხვა ადამიანის იმ იდეალურ ფიგურას, რომელთანაც შეგვიძლია ურთიერთობა სიტყვების გარეშე, და ვინც სამუდამოდ დაგვიცავს საკუთარი არასრულყოფილების განცდისგან.

ეს წყვილები ჩვეულებრივ არ რჩებიან ერთად სიცოცხლის ბოლომდე.

მაგრამ რა მოხდება, თუ დანაკარგი, „ნახევრის“ არარსებობა, წარმოშობს ჩვენში მარტოობის განცდას ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე, რასაც ჩვენ ზოგჯერ განვიცდით? ყოველ შემთხვევაში, ტობი ნათანმა მოისმინა საბინას ისტორიის მსგავსი ათობით ამბავი: „იქ ყოველთვის არის ურთიერთობა დიდ მანძილზე, ინტუიციური ცოდნა სხვა ადამიანის მოქმედებებისა და გადაადგილების შესახებ, გრძნეული სიზმრები ... და ყველა, ვინც განიცდიდა მსგავს რამეს, იხსენებს როგორ შოკირებულნი იყვნენ ისინი“. მიუხედავად ამ ძლიერი კავშირისა, საბინას alter ego  რამდენიმე თვის შემდეგ აღმოჩნდა დედამიწის მეორე მხარეს. „ჩვეულებრი, ასეთი წყვილები არ რჩევიან ერთად სიცოცხლის ბოლომდე, - აღნიშნავს ფსიქოლოგი. - რადგან ორიდან ერთი ხშირად არ არის მზად კარდინალურად შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი“.

თუმცა, ეს უცნაურია! როგორ შეიძლება მონათესავე სულენმა  არ იცნონ ერთმანეთი, გაუშვან ხელიდან შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გვეძლევა? რაციონალისტი ჩვენში ამბობს: „ყველაფერი მარტივია, ასეთი ისტორიები წარმოსახვის ნაყოფია. ამ წყვილში ერთი ფანტაზირებს, დარწმუნებულია, რომ იგი შეხვდა თავის ნახევარს, ხოლო მეორე გაცილებით ნაკლებად არის შეყვარებული ან საერთოდ არ არის შეყვარებული“. 

კაბალა არ არის ასე ცინიკური. XIII საუკუნის კასტილიელი კაბალისტის, იოსებ ჟიკატილას თქმით, თუ ნათესაურ სულებს შორის სრული შესაბამისობა არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ორი სული მათი მიწიერი ცხოვრების ციკლის ან ცნობიერების განვითარების სხვადასხვა საფეხურზე, როგორც ჩვენს ენაზე ვიტყოდით.

უჩვეულო განცდამ, მიუხედავად მისი სიმცირისა, ღრმად შეცვალა საბინა: „მან რადიკალურად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება სიყვარულის, სამუშაოს მიმართ. მე ვიპოვე სხვა თანამგზავრი ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მასთან ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მას ცოდნოდა ჩემი ცხოვრების ამ ეპიზოდის შესახებ. და მაინც დარწმუნებული ვარ: როდესაც მონათესავე სულები ხვდებიან ერთმანეთს, სამყარო უკეთესი ხდება“. 

ეს უცნაური ისტორიები წარმოუდგენელი ან თუნდაც სრულიად გიჟური ჩანს, მაგრამ ისინი გვაძლევს საშუალებას ვიოცნებოთ, მოაქვთ უხილავი სამყაროს დაპირება, რომელიც მომაბეზრებელ ყოველდღიურობაზე მაღლა გვაყენებს. ხომ არ ვიოცნებოთ?

==




https://business.facebook.com/latest/home?asset_id=370157839794475&nav_ref=profile_plus_admin_tool

Познай себя: психоаналитическая версия 
Доклады Дэвида Тейлора и Джонатана Лира еще в пути, но задуматься над заявленными ими темами можно уже сейчас. Приносит ли психоанализ анализируемому новое знание себя? Лечит ли такое знание и как это возможно? Обладает ли оно общей значимостью и позволено ли таким образом считать психоанализ наукой? Или ответвлением философии? Как он тогда соотносится с другими науками – о душе, человеке, мозге? О знании? 
Фрейд высказал две, казалось бы, противоречащие друг другу, идеи о знании и лечении. С одной стороны, психоанализ – это лечение через познание, лечение, совпадающее с самопознанием и познанием кем-то другим, осознание бессознательного, «культурная работа» Я по освоению чуждого и жуткого в нас самих – Оно. С другой, Фрейд неоднократно предупреждал нас «не придавать знанию чрезмерного значения», в особенности, с тех пор как открыл феномены сопротивления (то есть неизбывной склонности человеческого существа заблуждаться на свой счет) и переноса (новых изданий старых отношений и восприятий). 
Если обратиться к клинической реальности: как часто мы слышим от пациентов «я все о себе знаю, но это мне не помогает»? Хорошо, если это говорит неофит, прочитавший пару статей и пытающийся, как говаривал Фрейд, накормить себя поваренной книгой. А если это пациент в долгом анализе или терапии? Пациент, снова и снова повторяющий наши не первой свежести интерпретации или свои собственные любимые истории/объяснения. Это показывает, что проблема ложного знания, мнимого знания, в его разнообразных формах покрывает огромную часть каждодневной работы психоаналитика. Не буду даже упоминать о риске всезнайства аналитика – подгонки пациента под излюбленные нами теории или метафоры.
Тема знания и его «извращений» занимала многих аналитиков после Фрейда. Бион относил его к одной из трех базовых страстей или, как он позднее стал называть их, связей: L, H и K – любви, ненависти и знания. Стоит задуматься о жизненной важности этой связи – слова «я тебя знаю» отнюдь не менее весомы для каждого из нас, чем «я тебя люблю» или «я тебя ненавижу». Истина, как повторял Бион, необходима для души и разума, как пища для тела. Ему же принадлежит ряд понятий, призванных указать на опасности ложного знания, – «обратимая перспектива» и некоторые другие. Эту линию продолжают Эдна О’Шонесси, рассуждавшая о лжеце в психоанализе, «истинное присутствие» которого заключается в продолжающейся лжи, а также Рут Ризенберг-Малкольм, Рональд Бриттон, Майкл Фельдман и другие аналитики, о работах которых тут неоднократно писалось.  
И все же, фундаментальный вопрос о знании в психоанализе остается – он будоражит и заставляет искать все новые и новые решения (а иногда – обращаться к уже известным философским ответам). Роджер Мани-Кёрл в статье об этике (которая на этой странице недавно цитировалась) с философской наивностью спрашивает: почему это знание об ужасных и постыдных вытесненных желаниях, импульсах, фантазиях должно нас вылечить? Каким образом? Да еще и, по его мнению, способно немного «подлечить» общественную мораль. И показывает – может! Ему вторит Джонатан Лир: как такое вообще возможно? Как получается, что, осознавая определяющие нас бессознательные фантазии, мы вырываемся из их круга и интегрируем в осознанную самость «ироничным» или «джазовым» образом?    
Вопросы эти кажутся отвлеченными, но на самом деле касаются самого существа ежедневной работы аналитика. И одна из проблем, как недавно напомнил Дэвид Белл, заключается в том, что сегодня психоаналитический этос «помогающего знания» наталкивается на столь же активную враждебность, какую вызывал разговор о сексуальности в викторианскую эпоху. С одного фланга его теснит постмодернистский релятивизм, мышление по пелевинскому принципу «сила ночи, сила дня – одинакова фигня» (с добавкой – «лишь бы помогало»). А с другого – бесконечно множащиеся научно-доказательно-измеряемые методы, все чаще вызывающие в памяти бионовское сравнение научного познания с шизоидной разорванностью. Заявленное Фрейдом «единство лечения и изучения», познания себя и заботы о себе, атакуется с обеих сторон.
Примечательно, что опытному клиницисту Тейлору в поиске ответа на эти непростые вопросы пригодилась книжка об эпистемологии Платона, как Лиру – труды Аристотеля и Витгенштейна. Что ж, последуем за ними.
https://bit.ly/3vATUus Регистрация на лекцию Д. Тейлора
https://bit.ly/3nqkyCs Регистрация на семинар Дж. Лира
И несколько ссылок по теме:
https://bit.ly/3jvfziU Бион и Бриттон об истине и стремлении к ней
https://bit.ly/3rJa4Qi  Айзекс об интерпретации и ее критериях 
http://bit.ly/31IAWlf О‘Шонесси о лжи 
https://bit.ly/3BaVLai О‘Шонесси, Стайнер, Гаспаров и другие о неизбежных ошибках и их ненужной идеализации

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised