- https://postnauka.ru/books/41330ავტოგრაფი | „კულტურული განსხვავებები და პოლიტიკური საზღვრებიგლობალური მიგრაციის ეპოქაში“თანამედროვე სამყაროში „საზღვრის“ ცნების, მოქალაქეობის ფენომენისა დაეროვნული ცენტრიზმის შესახებ2014 წელს გამოქვეყნდა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორისვლადიმერ მალახოვის წიგნი, რომელიც მიეძღვნა „საზღვრის“ ცნებას და მისროლს თანამედროვე სამყაროში. პოსტნაუკამ უკვე გამოაქვეყნა თავი ამნაშრომიდან, ჩვენ კი ახლა გავესაუბრებით ავტორს მისი კვლევის, ეროვნულიიდენტობის ფენომენებისა და მიგრაციის პროცესების შესახებ.—რამ მოახდინა გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე დაგეწერათწიგნი ამ თემაზე?— რაც სერიოზულად მაწუხებდა, როგორც მოქალაქეს და მკვლევარს, იყოპოლიტიკური საზღვრების სტილიზაცია, როგორც კულტურულის ანცივილიზაციურის. ძალიან ხშირად, იქ, სადაც საზღვარს პოლიტიკური ხასიათიაქვს, მას განმარტავენ, როგორც თითქოს, კულტურით განპირობებულს.დღევანდელი სოციალური მეცნიერება, კერძოდ კონსტრუქტივისტულიმიმართულება სოციალურ მეცნიერებაში, გვთავაზობს სხვა გზით წასვლას,კერძოდ: ლოგიკის შეცვლას და საზღვრების ისე განხილვას, რაც კონსტატირებსგანსხვავებებს. ეს შეიძლება მთლად ცხადი არ იყოს, მაგრამ ასეა. თუ გავლილიასაზღვარი, ვთქვათ, იურიდიული, სიმბოლური, სოციალური, მაშინ ისგანსხვავებები, რომლებიც შეიძლება ძალიან არაარსებითი, უმნიშვნელო იყოსადამიანებისთვის, უცებ გახდება მნიშვნელოვანი.— რატომ ხდება ეს? ეროვნული იდენტობაა?— აი მაგალითი: ვინმესთვის აქვს მნიშვნელობა, რომ მისი მეზობელი,ვთქვათ, ებრაელია? ადამიანის ეთნიკური კუთვნილება შეიძლება 25-ე ადგილზეიყოს, როგორც მისი ინდივიდუალური იდენტურობის, ასევე მის გარშემო მყოფიყველა ადამიანისთვის. ადამიანებმა შეიძლება არ განასხვავონ ერთმანეთი ამნიშნით. მაგრამ წარმოიდგინეთ საზოგადოება, რომელშიც თქვენი ეთნიკურიკუთვნილება განაპირობებს თქვენს ხელმისაწვდომობას სოციალურ რესურსებზე.აუცილებელი არ არის ეს იყოს მესამე რაიხი, ეს შეიძლება იყოს საბჭოთაკავშირი, სადაც ებრაელებისადმი კუთვნილება შეიძლება ყოფილიყო მიზეზიიმისა, რომ თქვენ ვერ ჩააბარებდით გარკვეულ უმაღლეს სასწავლებელში. დაპირიქით, თუ თქვენ მიგაკუთვნეს, ვთქვათ, თათრებს ან ტაჯიკებს, თქვენშეგეძლოთ სწორედ ასეთ უნივერსიტეტში სწავლა. ამრიგად, თქვენი ეთნიკურიკუთვნილება შეიძლება არარელევანტური ყოფილიყო თქვენი იდენტობისსტრუქტურაში, მაგრამ ის აღმოჩნდა რელევანტური სოციალურიურთიერთობების სტრუქტურაში. განსხვავებები, რომლებიც უმნიშვნელო იყო (დაამ გაგებით არ არსებობდა), გახდა მნიშვნელოვანი და იწყებდა არსებობასსაზღვრის გაყვანის შედეგად. გამოდის, რომ განსხვავებები კი არ განსაზღვრავსსაზღვარს, არამედ პირიქით.— როგორ იქმნება ეს საზღვრები?— სხვადასხვა გზით. ეს შეიძლება იყოს იურიდიული საზღვარი, რომელსაცატარებს გარკვეული პოლიტიკური რეჟიმი, მაგალითად, აპარტეიდის რეჟიმი. დამაშინ გარკვეული ნიშნის საფუძველზე - რასობრივის თუ „ეთნიკურის“ (ეს არისძალიან რთული კატეგორია) - ხდება ადამიანთა დაჯგუფება. „რასობრივი“საზღვარი იწყებს იმის განსაზღვრას, თუ სად და ვის აქვს დასახლების უფლება,სად უნდა შევიდეს და სად არის აკრძალული შესვლა და ა.შ. ან კასტებადდაყოფის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანების მდგომარეობას1
- სოციალურ სივრცეში. თუმცა იურიდიულად კასტური დაყოფა დიდი ხანია აღარარსებობს ინდოეთში, ისინი არსებობენ როგორც სიმბოლური საზღვრები.ერთი შეხედვით, თითქოს აშკარად ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთისგანმრავალი პარამეტრით განსხვავდებიან: გენდერული, ასაკობრივი, სოციალურსტატუსური, რელიგიური. მაგრამ რომელი მათგანი გახდება მნიშვნელოვანი,რელევანტური ადამიანების ურთიერთქმედებაში და რომელი არარელევანტური- ეს განისაზღვრება არა „ობიექტური რეალობით“, არა განსხვავებებით,როგორც ასეთის, არამედ იმის მიხედვით, ხედავენ თუ არა ადამიანები ამგანსხვავებებს.— რა არის თქვენი წიგნის მთავარი თეზისი?— რამდენიმეა. ვინაიდან წიგნი შედგება ცალკეული სტატიებისგან,შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ თავ-სტატიას აქვს თავისი მთავარი თეზისი.მაგრამ არსებობს მთავარიც. ალბათ მთავარი, რისი ჩვენებაც მინდოდა, იყოესენციალისტური ლოგიკის საეჭვოობა, პრობლემატურობა.ესენციალიზმი არის მიდგომა სოციალური რეალობისადმი, რომელიცგანიხილავს ადამიანთა ერთობას, როგორც რაღაც თავისთავად ცხადს.მაგრამ ადამიანთა ერთობა უნდა იყოს აღწერილი არა როგორც ის, რაცბუნებით არის მოცემული, არამედ როგორც ის, რაც წარმოიქმნება,კონსტრუირებულია სოციალურ ურთიერთქმედებაში. მე ვამტკიცებ, რომგანსხვავებები და დაყოფა, რომელსაც ადამიანები აკეთებენ, ლოგიკურადპირველადი უნდა იყოს. მთავარია, სურვილი იყოს, საზღვრები კი ყოველთვისდაფიქსირდება.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კატეგორიები, რომლებშიც ჩვენწარმოვიდგენთ სოციალურ სამყაროს, არანაირად არ არის თვით რეალობისრაიმე სახის უნივერსალური განსაზღვრება. ეს არის რეალობის ხედვის,სტრუქტურირების, მისი გაყოფის გზები. ანუ გაყოფის (დაყოფის) კატეგორიებიერთ და იმავე დროს, არის როგორც ეპისტემოლოგიური, ასევე პოლიტიკურიინსტრუმენტი. მაგალითად, ჩვენ ადამიანებს ვყოფთ ადამიანებს შავკანიანებად,თეთრკანიანებად და ყვითელკანიანებად, ან ებრაელებად და არაებრაელებად,ან ოქსბრიჯის კურსდამთავრებულებად და ნახევრად წიგნიერებად, რომლებიცკოკნის დიალექტზე საუბრობენ. რომელ ოპტიკას ავირჩევთ, განსაზღვრავს ჩვენსხედვას. ეს, რაც ეპისტემოლოგიას ეხება. რაც შეეხება პოლიტიკურგანზომილებას, კატეგორიები არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარებასოციალური და პოლიტიკური სივრცის სტრუქტურირებაში, კლასიფიკაციაში, ანუგაყოფაში. ეს შეიძლება იყოს დინასტიის კატეგორიები, როგორც შუასაუკუნეებში, ან კონფესიის კატეგორიები, როგორც დღეს ფანატიკოსებისთვისერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოდან. ეს შეიძლება იყოს ერისკატეგორია, რომელიც ასე მყარად ჩამოყალიბდა მოდერნის, როგორც ცნებისდადგომასთან ერთად.შემდეგი თეზისი. თუ კატეგორიები არის დაყოფის ინსტრუმენტი, მაშინსაინტერესოა იმის მიკვლევა, თუ რატომ ხდება სხვადასხვა შემთხვევებშიგანსხვავებული ნიშნები აღება გაყოფის საფუძვლად. მაგალითად, შეერთებულიშტატების შემთხვევაში, დღეს ასეთი საფუძველია ენა. რასა უკვე უკანა პლანზეგადავიდა, აღარ არის სიმბოლური საზღვრების მარკერი, როგორც ეს იყო ჯერკიდევ 1960-იან წლებში. ახლა ასეთი მარკერი ენა გახდა. მე მხედველობაშიმაქვს განსხვავება „ისპენიქსა“ და ინგლისურენოვანებს შორის. ეს ძალიანმნიშვნელოვანია ამერიკული საჯარო დებატებისათვის. ბევრად უფრომნიშვნელოვანი, ვიდრე რელიგია.ევროპაში კი ასე არ არის: იქ ასეთი მარკერი რელიგიაა. ეს არისსიმბოლური დაყოფა (პოსტ) ქრისტიანულ ავტოქტონურ მოსახლეობაზე დაჩამოსულ მუსულმანებზე, უფრო სწორად, რელიგიისადმი ინდიფერენტულ2
- ევროპელებზე, ერთი მხრივ, და მორწმუნეებზე ისლამური ქვეყნებიდან, მეორემხრივ. რუსეთში, ასეთი სიმბოლური მარკერის როლს ეთნიკური წარმომავლობაასრულებს, რასაც არ უნდა გულისხმობდნენ ამაში. ეთნიკურობა შეიძლებაგაგებული იყოს როგორც ფენოტიპური მახასიათებლები (თავის ქალა, ცხვირისფორმა, თვალების ჭრილი, შავგვრემანი, ან პირიქით, კანის ღია ტონალობა დაასე შემდეგ), შეუძლიათ გაიგონ ენა, ზოგიერთი ადათ-წესები და ტრადიციები(არაყს სვამ - არაყს არ სვამ). ჩვენიანი/ არა ჩვენიანი რუსეთში განისაზღვრება„ეთნიკური“ ნიშნებით.— როგორ ყალიბდება ეს კატეგორიები გასამიჯნად? ენობრივი,რელიგიური.— ეს აის ყველაზე საინტერესოა. ეს ზუსტად ეს უნდა იყოს შესწავლილი.კონკრეტულად რა ხდება სოციალურ ურთიერთობებში, რაც იწვევს ამცვლილებებს კატეგორიზაციებში? რა არის ის კონტექსტები, რომლებშიც ესა თუის კატეგორიები იკვეთება წინ, სხვა კი უკან იხევს? შტატებშიც ხომ XX საუკუნისშუა პერიოდამდე აზროვნებდნენ რასის კატეგორიებში. გავიდა 40-50 წელი, დარასაც უკანა პლანზე გადიწია.ახლა შემდეგი საკითხი: საზღვრები მიგრაციის ეპოქაში. შემთხვევით არდავამატე ეს წიგნის სათაურში. საქმე იმაშია, რომ გლობალური მიგრაციებისფენომენი გვაიძულებს გადავხედოთ საზოგადოებათმცოდნეობის ზოგიერთძირითად ეპისტემოლოგიურ ვარაუდს, კერძოდ იმას, რასაც სოციალურითეორეტიკოსები მეთოდოლოგიურ ნაციონალიზმს უწოდებენ.— რა არის ეს?— ეს არ არის ჩვეულებრივი, იდეოლოგიური ნაციონალიზმი, არამედმეთოდოლოგიური მითითებაა. ეს არის შეხედულება სამყაროზე, რომელშიც ისაღიქმება, როგორც ბუნებრივად დაყოფილი ერებად. არა დინასტიებად, არაკონფესიებად, არც რასებად, არამედ ერებად. ეს არის ერთგვარი ოპტიკა,რომელიც გვთავაზობს სამყაროს ასე დანახვას, როგორც „ნაციონალისტურის“.ჩვენ გამოვდივართ მოცემულობიდან სახელად ერი (ან ერი- სახელმწიფო, რაცამ შემთხვევაში მეტნაკლებად ერთი და იგივეა), და ჩვენ ვუყურებთ სამყაროსთითქოსდა ამ ერი-სახელმწიფოს შიგნიდან. შედეგად, ჩვენ მიგრაციას ვუყურებთროგორც რაღაც გამოწვევას, როგორც „პრობლემას“, ხოლო მიგრანტებს,როგორც არასასურველ გადამთიელებს, საეჭვო სუბიექტებს, რომლებიც კვეთენეროვნულ საზღვრებს.ამ ოპტიკაში მიგრაციის ფენომენი ჩნდება როგორც ერთგვარი ანომალია,როგორც გარკვეული რეგიონების ეკონომიკური დეგრადაციის შედეგი.და ამით ჩვენ ვერ ვამჩნებთ მოვლენათა დიდ რაოდენობას. მაგალითად,ისეთ მოვლენას, როგორიცაა ტრანსნაციონალური საზოგადოება. ემიგრანტების- სხვა ქვეყნებიდან მოსულთა საზოგადოებებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენრომელიმე ქვეყანაში - უწოდებენ არაზუსტ სიტყვას „დიასპორა“, ისინი ქმნიანარსებობის, სოციალური პრაქტიკებისა და იდენტურობის ისეთ ფორმებს,რომლებიც არ ჯდება ჩვეულ სქემებში. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომმიგრაცია არა მხოლოდ და არა იმდენად ღარიბი და უბედური ადამიანებიარიან, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანაეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზეზების გამო.მიგრაცია მობილობაა. მიგრაცია განუყოფელია მოდერნიზაციისგან, ასევეკრეატულობისგან, რადგან ადამიანთა დიდი ნაწილი ტოვებს თავის ქვეყნებს არაიმიტომ, რომ ცუდად გრძნობენ თავს, არამედ იმიტომ, რომ არ შეუძიათსაკუთარი თავის რეალიზაცია იმ ადგილას, სადაც ისინი ცხოვრობენ. ისინი,პრინციპში, იქ ცუდად არ გრძნობენ თავს, მაგრამ მათ სხვა რამ სურთ და იმედიაქვთ, რომ ამ რაღაცას სხვა ქვეყანაში იპოვიან. ყველა სახის მენეჯერი,ბიზნესმენი, მხატვარი, მსახიობი ასევე მიგრანტები არიან. თუ ჩვენ მიგრაციას3
- შევხედავთ ნაციოცენტრისტული სათვალეებით, ჩვენ ვერ შევამჩნევთ ამფენომენებს, ჩვენ დავინახავთ მხოლოდ გამოწვევებს ჩვენი nation state-სმიმართ და დეგრადაციას განუვითარებელ (ისინი ასევე „განვითარებად“)ქვეყნებში, რომლებიც ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებენ.სინამდვილეში, გლობალური მიგრაციების ფენომენი - და მას უფროზუსტად ვუწოდოთ მოძრაობების, გადაადგილების ფენომენი - არის მოვლენა,რომელიც თან ახლავს კაცობრიობას სულ მცირე ბოლო 150 წლისგანმავლობაში. ეს ინდუსტრიული საზოგადოების ფენომენია, ინდუსტრიულიცივილიზაციის ფენომენი. და ვიმეორებ, ნაციოცენტრიზმი, ან მეთოდოლოგიურინაციონალიზმი, არის ის ოპტიკა, რომელიც ხელს უშლის მიგრაციის მოვლენისსრულად დანახვას.სხვათა შორის, მე ვნახე უბრალო მოაზროვნე ადამიანების გამოძახილები,რომლებმაც წაიკითხეს წიგნი და მეთოდოლოგიური ნაციონალიზმის ჩემსკრიტიკაში დაინახეს არსებული წესრიგის ერთგვარი შელახვა. თითქოს მემოვუწოდებ სამყაროს მოწყობის შეცვლისკენ. რა თქმა უნდა, საუბარი ამისშესახებ არ არის. მე არ ვარ გიჟი და მესმის, რომ უახლოეს პერსპექტივაშისამყაროს დაყოფა ერ-სახელმწიფოებად იქნება დომინანტური - პოლიტიკურად.მე ეჭვქვეშ ვაყენებ არა სამყაროს მოწყობას, არამედ შეხედულებისსტრუქტურას.— რა ემართება ეროვნულ საზღვრებს და ეროვნულ იდენტობებსმიგრაციის პირობებში?— ეროვნული საზღვრები არა მხოლოდ და არ იმდენად პოლიტიკური დაიურიდიულია, ანუ ისეთი, რომლებსაც იცავენ მესაზღვრეები, მებაჟეები და ასეშემდეგ, არამედ ასევე კულტურულ- ფსიქოლოგიური საზღვრებია. და აქ ჩნდებაკითხვა კუთვნილების, ჩართულობის შესახებ „ჩვენ-საზოგადოებაში“. იმისშესახებ, თუ ვინ არის ჩართული და ვინ არის გარიცხული „ჩვენ-ჯგუფიდან“, ანუერიდან. და რა არის ერი, რა არის ხალხი? არსებობს, როგორც სულ მცირე,მისი განსაზღვრის, წარმოსახვის ოთხი გზა.ხალხი, ან ერი, შეიძლება წარმოვიდგინოთ, პირველ რიგში, როგორცეთნიკური სხეული, და მეორეც, როგორც პოლიტიკური სხეული (როგორცთანამოქალაქეობა); ის შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სუვერენიტეტისწყარო, ძალაუფლების სუბიექტი, ანუ ის, რასაც აპელირებენ ბატონობისლეგიტიმაციისთვის რომელიმე სახელმწიფოში; და ბოლოს, ხალხი შეიძლებაწარმოვიდგინოთ როგორც ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიცგაერთიანებულია ვალდებულებებისა და უფლებების კავშირით. ანუ ხალხი არისwelfare state შემქმნელი და მფლობელი, საყოველთაო კეთილდღეობისსახელმწიფოს შემქმნელი და მფლობელი, ან, როგორც გერმანელები ამბობენ,Sozialstaat, სოციალური სახელმწიფოს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც თავისმოქალაქეებს აძლევს სოციალური უფლებების გარანტიას. ვინც ფლობს ამუფლებებს, ეკუთვნის ხალხს. და ვინც მოკლებულია ამ უფლებებს, არ ეკუთვნისხალხს. და ბოლოს, ხალხს მიეკუთვნება ისინი, ვინც გარკვეულ ვალდებულებებსკისრულებს თავისი თანამოქალაქეების წინაშე (მაგალითად, გადასახადები,მაგრამ არა მხოლოდ, ასევე არსებობს სხვადასხვა სახის მორალურივალდებულებები). და ვისაც არ აქვს ასეთი ვალდებულებები, არ ეკუთვნისხალხს.ახლა მოდით შევხედოთ მოქალაქეობას. მოქალაქეობა არ არის მხოლოდდა იმდენად პასპორტი. ეს არ არის მხოლოდ თქვენი კუთვნილებასახელმწიფოსადმი, რომლის იურისდიქციაში ხართ, და არა მხოლოდუფლებების ერთობლიობა. ის ასევე კუთვნილებაა - კუთვნილებავალდებულებების, ერთობლივი პრაქტიკის მეშვეობით, რომლებიც ამვალდებულებებს წარმოშობს. არსებობს ბევრი ისეთი სიტუაცია, როდესაც4
- დე იურე არ არიან მოქალაქეები, ანუ მათ არ აქვთ იმ ქვეყნისპასპორტი, სადაც ისინი ცხოვრობენ, მაგრამ ისინი არიან დე-ფაქტომოქალაქეები, რადგან ცხოვრებაში ისინი ეკუთვნიან ადამიანთა საზოგადოებასამ ქვეყანაში, რომელიც - ეროვნულია. ისინი ეკუთვნიან მას, მაგალითად,იმიტომ, რომ მათ ჰყავთ მეგობრების წრე ამ ქვეყანაში, რომ მეზობლებიაღიქვამენ მათ როგორც თავისიანებს, რომ ისინი იხდიან გადასახადებს, რომდაკავებულნი არიან მცირე ბიზნესით, და ამიტომ აქვთ ეკონომიკური დასოციალური კავშირები და ასე შემდეგ .... ანუ სახეზეა მათი ფაქტობრივიკუთვნილება „ხალხისადმი“ ამ კუთვნილების ფორმალური დაფიქსირებისგარეშე. რა თქმა უნდა, არის პირდაპირ საპირისპირო სიტუაციები:ფორმალურად ადამიანი არის მოქალაქე, ფაქტობრივად კი არა. არ იხდისგადასახადებს და არც ვალდებულებები აქვს ნაკისრი. ან იმ ქვეყანაში არცხოვრობს, რომლის პასპორტს ის ფლობს.ერთი სიტყვით, მოქალაქეობის ფენომენი ძალიან საინტერესოა. მემივმართავ მას სხვადასხვა ასპექტში, მათ შორის პოლიტიკურ-იურიდიულშიც.კერძოდ, მე ვსაუბრობ მოქალაქეობის რეჟიმებზე ევროკავშირის სხვადასხვაქვეყანაში, ასევე ნორვეგიისა და შვეიცარიის შესახებ, რომლებიც არ შედიანევროკავშირში. კერძოდ: რა შეიცვალა ამ რეჟიმებში 1980-1990-იან წლებში და2000-იანი წლების დასაწყისში, რა ხდება დღეს, რა მდგომარეობაა ეგრეთწოდებულ jus soli– სთან, მიწის უფლებასთან, ანუ მოქალაქეობის მიღებისუფლებასთან დაბადების ფაქტის მიხედვით ამ თუ სხვა ქვეყანაში მშობლებისმოქალაქეობის მიუხედავად? შემდეგ, ორმაგი მოქალაქეობის ინსტიტუტი, რადამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ 30 წლის წინ, რა დამოკიდებულებააქვთ ახლა, რა შეიცვალა მოქალაქეობის „ფილოსოფიაში“, პოლიტიკაში დამოქალაქეობის შესახებ კანონებში.ზოგადი დასკვნა, რომლის გაკეთებასაც მე ამა თუ იმ გზით ვცდილობ, არისიმის ბუნების გადახედვის აუცილებლობა, რასაც ჩვენ ეროვნულ საზოგადოებასვუწოდებთ.ვფიქრობ, რომ სულ უფრო მეტ ძალას იკრებს იმის გაგება, თუ რა არისეროვნული საზოგადოება - ეს არ არის წარმოშობის ან თუნდაც კულტურისსაზოგადოება, ეს არის მოქალაქეთა საზოგადოება, რომლებიც იზიარებენგარკვეულ პოლიტიკურ ღირებულებებს. ამავე დროს, თავად მოქალაქეებიშეიძლება ძალიან განსხვავდებოდნენ კულტურული და საიდენტიფიკაციოთვალსაზრისით. მაგალითად, ერთდროულად შეიძლება იყვნენ ბრიტანელებიდა მუსულმანები, რუსები და თათრები და ა.შ.და აქ ჩვენ მივდივართ პრობლემურ საკითხთან, რომელიც მოთავსებულია"მულტიკულტურალიზმის" რუბრიკაში. ამ თემაზე სტატიებში ვცდილობგავაქარწყლო აქ დაგროვილი გაუგებრობები. მაგალითად, იდეა, თითქოსყველგან ევროპაში შეუბუშბევა გადასვკა კულტურული მრავალფეროვნებიდანკულტურულად ჰომოგენური საზოგადოების იდეალზე. სინამდვილეში არავინცდილობს სიტუაციის უკან დაბრუნებას, პირობით 1950 წელს, როდესაცევროპაში „სამხრეთელების“ მასობრივი შემოდინება ჯერ არ დაწყებულა.„მულტიკულტურალიზმიდან“ ამ გაგებით - მოსახლეობის კულტურულიმრავალფეროვნების თვალსაზრისით - არავინ ამბობს უარს. (ალბათ, მხოლოდულტრამემარჯვენე რადიკალები). საუბარი ეხება პოლიტიკის გადახედვას ამმრავალფეროვნებასთან მიმართებაში. მაგრამ აქაც ყველაფერი გაცილებითრთულია, ვიდრე ბევრს ჰგონია
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised