понедельник, 25 октября 2021 г.

ვინ არიან მინიონები და რატომ არ უნდა აჩვენონ ისინი ბავშვებს?


ვინ არიან მინიონები და რატომ არ უნდა აჩვენონ ისინი ბავშვებს?

 https://whatisgood.ru/tv/cartoons/kto-takie-minony-i-pochemu-ix-ne-stoit-pokazyvat-detyam/


რეცენზია მულტფილმზე „მინიონები“ (2015) პროექტიდან „ასწავლე კარგი რამ“ 

2010 წლის ზაფხულის არდადეგების დროს ეკრანებზე გამოვიდა მულტფილმი „მახინჯი მე“. მასში ნორჩი მაყურებლების წინაშე წარსდგა სუპერბოროტმოქმედი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში იძულებული გახდა გამხდარიყო მშვილებელი მამა, რის გამოც ის შეიცვალა და გახდა კეთილი. მულტფილმის მთავარი ჩანაფიქრი მდგომარეობდა მთავარი ბოროტმოქმედის თანაშემწეების - „მინიონების“ (ფრანგულიდან - მსახური) ჩვენებაში.

ათასობით პატარა ყვითელმა კაცუნამ, რომლებიც გაუგებარ ენაზე საუბრობენ, მაშინვე მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. შედეგად, მულტფილმს „მახინჯი მი“ მოჰყვა გაგრძელება, მინიონები ბრენდად იქცნენ, ხოლო 2015 წლის 9 ივლისს რუსული კინოთეატრების ეკრანებზე გამოდის „მახინჯი მე“-ს სპინ–ოფი, რომელიც თავად მინიონებს ეძღვნება.

თითქოს, რა ზიანის მიყენება შეუძლიათ პატარა მხიარულ კაცუნებს? მაგრამ თუ დავფიქრდებით, „მინიონების“ ბრენდი და მათი ისტორიები სავსეა ძალიან ორაზროვანი მინიშნებებითა და მნიშვნელობებით. მოდი გავარკვიოთ ეს.


ვინ არიან მინიონები?

თუ პირველ მულტფილმებში ჯერ კიდევ არ იყო ნათელი, ვინ იყვნენ მინიონები და საიდან მოვიდნენ ისინი, ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის ტრეილერი იძლევა ამ კითხვებზე პასუხს: ლეგენდის თანახმად, მინიონები დედამიწაზე უხსოვარი დროიდან არსებობენ, დაწყებული, როგორც მინიმუმ, დინოზავრების ეპოქიდან. ვინაიდან სამეული ფილმიდან „მახინჯი მე“ ასევე მონაწილეობდა მე-17 საუკუნის მოვლენებში, ცხადი ხდება, რომ ისინი უკვდავები არიან. ამავე დროს, ისინი ცხოვრობენ მხოლოდ ერთი მიზნის გამო - ემსახურონ ბოროტმოქმედებს. ბოროტმოქმედისადმი დამორჩილების გარეშე, მინიონები დეპრესიაში ვარდებიან. ისინი პოულობენ ყველაზე ბოროტს და ემორჩილებიან მას, ერთგულად ემსახურებიან მის სიკვდილამდე, შემდეგ კი ეძებენ სხვას. მათ არ შეიძლება ეწოდოს ადამიანი, რადგან მინიონებს არ ჰყავთ ბავშვები, მოხუცები, ქალები. ახლა კი გთავაზობთ ახალი მულტფილმის ტრეილერის ნახვას.

რა აჩვენეს ტრეილერში?

ტრეილერი ძალიან მჭევრმეტყველია. გარდა იმისა, რაც ჩვენ უკვე ვიცით მინიონების შესახებ, ჩვენ ასევე სამი წუთით ადრე გვიჩვენეს: ზედიზედ რამდენიმე სიკვდილი (0: 50-1: 20); მინიონების გადაცმა დიდი ბიუსტის მქონე ქალებად, რომელიც მან აჩვენა გამვლელს (2:29); მინიონის მიერ ქალის საცურაო კოსტუმის ჩაცმა (0:36); ოჯახის ულვაშიანი მამის ხასხასა წითელ კაბაში გამოწყობა და მაკიაჟის გაკეთება (1:50); ავადმყოფის დაცინვა და საზარდულში დარტყმა (2:19); წამების მჭევრმეტყველი დემონსტრაცია და იქვე თამაში სახრჩობელასთან  (2:56); მინიონი სტინგებში (3:13) და მინიონი ჯაკუზში, სადაც ის კოცნის მას, რასაც  აღიქვამს როგორც ორ ქალს (3; 16).

მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ის კი არ არის, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი მულტფილმის მთავარი გმირები წარმოსახავენ ზოგჯერ ბიჭებს ან ზოგჯერ გოგონებს და განზრახ ემსახურებიან ბოროტებას, არამედ ის, რომ ისინი ნაჩვენები არიან როგორც დადებითი, მხიარული და სასაცილო პერსონაჟები, რომლებისგან ბავშვებს აუცილებლად მოესურვებათ მაგალითის აღება.

წინა მულტფილმებიდან უკვე ცნობილია, რომ მინიონები არა მხოლოდ ბოროტებას სჩადიან, არამედ კეთილ საქმეებსაც. მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ისინი ეხმარებოდნენ ყველა ეპოქის ბოროტმოქმედებს, მაგრამ შემთხვევით გახდნენ მიზეზი იმისა, რომ ბოროტმოქმედები ხშირად იღუპებოდნენ: მათ დაწვეს დრაკულა, დახვრიტეს ნაპოლეონი. ისინი ჩხუბობენ, შემდეგ კი დროს ატარებენ ქორწილში, მიირთმევენ ნაყინს  და მთვარის მოსაპარადაც მიდიან.

ისინი ემორჩილებოდნენ ბოროტმოქმედს და გამოხატავდნენ დიდ აღფრთოვანებას მისი ბოროტი ზრახვების მიმართ, მოგვიანებით კი იგივე აღფრთოვანება გამოხატეს სამყაროს გადარჩენის მისი გეგმების მიმართ. სცადეთ წაუკითხოთ თქვენ შვილებს ეს სია და შემდეგ დაუსვით კითხვა, რომელიც ხშირად აწუხებს ბავშვებს ფილმების და მულტფილმების ყურებისას: კარგები არიან მინიონები  თუ ცუდი, კეთილი თუ ბოროტი?

ბავშვი პასუხს ვერ გაგცემს,  ასევე გაუჭირდება ამ საკითხში გარკვევა ზრდასრულს. ამრიგად, ბავშვის ფსიქიკაში, მულტფილმი კი განკუთვნილია აუდიტორიისთვის 6+, სიკეთისა და ბოროტების ცნებები ბუნდოვანი იქნება. შეიძლება იყო მიმზიდველი და მხიარული გმირი, მაგრამ ეჩხუბო  ბანანისთვის მას, ვისაც იცნობ მრავალი წლის განმავლობაში, წაიღო ის, რაც შენ არ გეკუთვნის,  და დაეხმარო ბოროტმოქმედებს, მიუღებელია.

და კიდევ ერთი მომენტი - სიტყვა „მინიონები“, როგორც უკვე აღინიშნა, მომდინარეობს სიტყვიდან „მსახური“, და მათი უსიტყვო მორჩილება ბოროტმოქმედისადმი, რომელმაც ერთ სიტუაციაში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს მკვლელობის იარაღის შექმნაში, ხოლო, მეორე სიტუაციაში, ნაყინი დაამზადოს, მხოლოდ ადასტურებს ამ სახელს. ისინი არიან მსახურები, არსებობენ მხოლოდ იმისთვის, რომ სხვას ემსახურონ, მათ აცვიათ სამუშაო ფორმა, ისინი არ ფიქრობენ ბრძანებების დაწერაზე და მხოლოდ საღამოს აძლევენ საკუთარ თავს უფლებას აკეთონ თავიანთი საქმე, რაც ყველაზე ხშირად გამოიხატება ჩხუბში, ბოროტ ხუმრობებში და ერთმანეთის დაცინვაში. ხომ არ არის ეს სამომხმარებლო საზოგადოების ტიპიური წარმომადგენლის სახე, რომელსაც აქტიურად თავს გვახვევს დასავლეთიდან წამოსული თანამედროვე მასობრივი კულტურა? ერთნაირი არსებები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც საკუთარი აზრი, არც ცხოვრების აზრი, არც რაიმე მორალურ-ზნეობრივი თვისებები და მხოლოდ სამსახური სურთ.


დავსვათ კიდევ ერთი კითხვა: რა სქესის წარმომადგენლები არიან მინიონები?

სახელებით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი გმირები - სტიუარტი, ბობი და კევინი - აშკარად მამაკაცები არიან, უფრო მეტად მათ ასევე მამაკაცური თვისებები ახასიათებთ. ზოგჯერ მათ „შეუყვარდებათ“ კიდეც: მულტფილმში „მახინჯი მე“ მინიონ სტიუარტს შეუყვარდება ქალი. მაგრამ ავტორები ხშირად შეგნებულად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ სურვილის შემთხვევაში, მინიონები შეიძლება გოგონებიც იყვნენ.

ახალ ტრეილერში მინიონი გამოდის წყლიდან და  როდესაც დაინახავს, რომ ყველა საბანაო ტრუსებშია, თავად კი არა, შეშინებული შევარდება წყალში და იქიდან ბიუსტჰალტერში გამოვა (0:36). საზარდულის არეში დარტყმის შემდეგ (2:23), მინიონს ჯერ უკვირს, შემდეგ კი უბრალოდ იცინის, დემონსტრირებს, რომ საერთოდ არ ტკივა.

ავტორები ნათლად აჩვენებენ, რომ მინიონები არიან ორსქესიანები, სურვილის შემთხვევაში, ისინი შეიძლება იყვნენ როგორც ბიჭი, ასევე გოგო, როგორც მოესურვებათ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ასეთი მულტფილმების მთავარი სამიზნე აუდიტორია ბავშვები არიან, და მათ გონებაში სწორედ ასეთი სურათების საშუალებით იდება აზრი არა მხოლოდ გარყვნილების, არამედ იმის მიმართ ტოლერანტობის, რომ სქესის შეცვლა აბსოლუტური ნორმაა.


ქცევის მოდელები

ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ მინიონები ერთმანეთთან. იმისდა მიუხედავად, რომ მთავარი გმირები ერთმანეთს, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ათასი წლის განმავლობაში იცნობენ, მათ ურთიერთობას მეგობრულს ვერ ვუწოდებთ. ისინი გამუდმებით კამათობენ, დასცინიან ერთმანეთს, ამხანაგის ნებისმიერ შეცდომას ან წარუმატებლობას.

ამ ფრაგმენტში ჩანს, როგორ სურს ერთს მეორეზე დარტყმა, შემდეგ ერთი დასცინის მეორეს, შემდეგ ისინი ჩხუბობენ, მაგრამ სცენის ფინალში, როდესაც ერთს იტაცებს უცნობი ბოროტება, მეორე კი ათავისუფლებს მას და გესლიანი ღიმილით  აცილებს  უცნობლობაში.

როგორ მოიქცევა ბავშვი ასეთი სცენის ნახვის შემდეგ? რას ისწავლის იგი? აშკარად არ ისწავლის მეგობრობას, ზრუნვას ან ურთიერთდახმარებას. იმისდა მიუხედავად, რომ ამ ყვითელ პერსონაჟებს შეუძლიათ გარკვეულ სიტუაციებში გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა, მაგალითად, როდესაც მათ სჭირდებათ ბოროტების ჩადენა, ჩვენ არ ვსაუბრობთ გუნდურ მუშაობაზე, რადგან აქაც აქვს ადგილი ამხანაგისთვის ხელის შეშლის და სხვების ფონზე გამორჩევის მცდელობას. ერთი მულტფილმის განმავლობაში ისინი ჩხუბობენ თვითმფრინავის საჭის და კომპიუტერის გამო, ხოლო დანარჩენები, გამწვავებული კონფლიქტის დანახვისას, გაჰყვირიან „ფაიტ-ფაიტ“ (ბრძოლა-ბრძოლა) და სიამოვნებით ადევნებენ თვალყურს. ჩხუბის დროს, მინიონებს შეუძლიათ არა მხოლოდ ერთმანეთის ბრაგუნი, არამედ მაგიდაზე თავის დარტყმა, ხელთ არსებული საგნების  გამოყენება.

ისეთი სიტყვები, როგორიცაა პატივი, სინდისი ან ღირსება, უბრალოდ არ შედის მათი ცნებების წრეში. მინიონები ბოროტი პატრონის და საკუთარი ეგოს ერთგული არიან და უფრო გვანან ვირთხების ხროვას, რომლებიც მზად არიან ერთმანეთი დაჭამონ პატრონისგან მიღებული პრემიისა და ნებისმიერი ნასუფრალისთვის. სწორედ ქცევის ასეთ მოდელებს ასწავლის  ეს მულტფილმი.


შევაჯამოთ. ბრენდი „მინიონი“ გამიზნულია:

- სიკეთისა და ბოროტების ცნებების წაშლაზე: მინიონები ბოროტმოქმედები არიან და ბოროტმოქმედებს ეხმარებიან - ამაშია მათი უკვდავი არსებობის მნიშვნელობა, მაგრამ ისინი ნაჩვენები არიან როგორც მიმზიდველი და მხიარულები, აკეთებენ როგორც კარგ, ასევე ცუდ საქმეს, რითაც ნორჩი მაყურებლის ცნობიერებაში  ბუნდოვანება შეაქვთ ცნებებს შორის, რა არის „კარგი“  და რა არის  „ცუდი“.

- გარყვნილების პროპაგანდაზე - მინიონები შეიძლება იყვნენ როგორც ბიჭები, ასევე გოგონები სურვილისამებრ ან განწყობის შესაბამისად.

- უსასრულო და დაუფიქრებელი მორჩილების აღზრდაზე. თავად მინიონები უბრალოდ მსახურები არიან და, როგორც ზემოთ აღინიშნა, მათთვის სულერთია, რა იდეალებს ემსახურონ. გამოდის, რომ ბავშვებისთვის ახალი კერპების ბრენდი, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მხოლოდ „მხიარული მსახურები“ არიან  ყოველგვარი ზნეობრივი ორიენტირების გარეშე.

- მაყურებელში ინდივიდუალიზმისა და მეტოქეობის აღზრდა ვიწრო მიზნებისათვის. მინიონები ძალიან შარიანი და ტრაბახები არიან, ისინი ერთმანეთს უბრალოდ ისე ეჩხუბებიან, მხოლოდ პატრონის წინაშე საჩვენებლად ან მის გასართობად. იმისდა მიუხედავად, რომ მინიონები იცნობენ ერთმანეთს ათასობით წლის განმავლობაში, მათ არ აქვთ ერთანეთის მიმართ მეგობრული ურთიერთობები.

- ვულგარულობის პროპაგანდა. მინიონები უკიდურესად ამორალურები არიან, კადრში  ისინი ისეთ რამეზე მიანიშნებენ, რაც არ ჯდება რეიტინგში 6+.

===

https://www.exler.ru/films/minony.htm
კინორეცენზიები
მინიონები / Minions
ანიმაცია, აშშ, 2015, 91 წთ.
IMDB რეიტინგი: 6,5 
ექსლერის რეიტინგი: 7,0
რეჟისორი:
პიერ კოფფანი, კაილ ბალდა
როლებში:
ჯონ ჰემი, სტივ კუგანი, სანდრა ბულოკი, ჯეფრი რაში, მაიკლ კიტონი, სტივ კარელი, ელისონ ჯენნი, ჯენიფერ სონდერსი, პოერ კოფფანი, კეტი მიქსონი
ბიუჯეტი: $74 მლნ,  შემოსავალი მსოფლიოს მასშტაბით:  $1154 მლნ.
ვიქნები მოკლე და გულწრფელი. მხოლოდ ფსიქიკურად არაჯანსაღ ადამიანს შეუძლია მინიონები მიმზიდველ არსებებად მიიჩნიოს. და მხოლოდ ავადმყოფს შეუძლია მათ სანახავად საკუთარი ოჯახის მიყვანა.
                                                          „კინოძიებაზე“ ერთ-ერთი დაუნის კომენტარი 
ეს არის გართობის დღესასწაული, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელობა და მიზანი, გარდა პროდიუსერების მიერ ფულის შოვნისა. ისეთი ტკბილეულის ვიზუალური ანალოგია, როგორიცაა სხვადასხვაფერი ტკბილი ბამბა: ბავშვებს მოსწონთ, მაგრამ, სინამდვილეში, ტკბილი, წებოვანი, მავნე რამ არის.
                                                                      ანტონ დოლინი
რატომ ხართ ასეთი დაძაბული? კუჭში შეკრულობა გაწუხებთ? 
                                      კინოკრიტიკოსებისთვის კატა ბუბლიკის მიერ დასმული კითხვა 
სასიამოვნო  სისულელე.
                                             კატა ბუბლიკის კომენტარი
 პირველად არსებები, სახელად მინიონები, მულტფილმში „მახინჯი მე“ გამოჩნდნენ. ისინი იქ მთავარი გმირის დამხმარედ მუშაობდნენ, რომელიც თავს ბოროტმოქმედად წარმოადგენდა, მაგრამ შეიცვალა საყვარელი ბავშვების სასიკეთო გავლენის ქვეშ. მინიონები წარმოუდგენლად სასაცილონი იყვნენ, ისინი ლაპარაკობდნენ რამდენიმე ენის ნარევზე, სადაც ​​ფრანგული (ორიგინალში) ჭარბობდა, ამიტომ ბევრ მაყურებელს, ისევე როგორც მე და კატა ბუბლიკს, გაუჩნდა ეჭვი, რომ გარკვეული დროის შემდეგ მინიონებს ცალკე ფილმს მიუძღვნიან, როგორც ეს მოხდა მადაგასკარის დემონური პინგვინების შემთხვევაში. 
და საბოლოოდ ასეც მოხდა! „მახინჯი მე“-ს პირველი და მეორე მულტფილმის შემქმნელი პიერ კოფფანი იყო რეჟისორი, მან ასევე მოიწვია კაილ ბალდათი, რომელმაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბანანი“, სადაც მინიონები ეგზოტიკურ ხილს ნატრულობენ. მან ასევე გადაიღო სრულმეტრაჟიანი მულტფილმი მინიონებზე, რომელიც ერთდროულად პრიქველიც და სპინ-ოფიც არის, რასაც არ უნდა ნიშნავს ეს საიდუმლო სიტყვები.
 ფილმში ნაჩვენებია ეპიკური მინიონთა აღმოცენებისა და განვითარების ისტორია. ჯერ კიდევ ოკეანეში დაბადებისას, პროტოპლაზმში ყოფნისას, მინიონები ცდილობდნენ სამსახური გაეწიათ რომელიმე არამზადა ბოროტმოქმედისთვის. და რაც უფრო არამზადა იყო მომდევნო ბოროტმოქმედი, მით უფრო გულმოდგინედ ემსახურებოდნენ მას მინიონები.
 გავიდა საუკუნეები და ათასწლეულები. მინიონები ემსახურებოდნენ ტირანოზავრებს, პლეზიოზავრებს, დრაკულას, ნაპოლეონს, მაგრამ რადგან ისინი მოუხერხებელი და მომხიბლავი ლუზერები არიან, ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრებულა: არც ტირანოზავრისთვის, რომელიც საერთოდ გადაშენდა, არც დრაკულასთვის და არც ნაპოლეონისთვის.
 ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, რომელიც შეემთხვა კორსიკელ მონსტრს, მინიონებმა, რომლებიც გაიქცნენ და საფრანგეთის არმიას შეაფარეს თავი, სადღაც ბრიანსკის მახლობლად მდებარე ტყეებში იპოვეს უზარმაზარი გამოქვაბული ყინულში, - და დასახლდნენ იქ,  ცხოვრობდნენ მხიარულად  და უდარდელად.
თუმცა მათი მხიარული ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ბოროტმოქმედის გარეშე, რომლისთვისაც უნდა ემსახურათ, მინიონები დეპრესიაში ჩავარდნენ და არაფერი  ახარებდათ.
 შემდეგ ერთ-ერთმა მინიონმა, სახელად კევინი, ნებაყოფლობით გადაწყვიტა წასვლა შორეულ მოგზაურობაში, რათა მოეძებნა ბოროტმოქმედი ძმები მინიონებისთვის, რომელთანაც მათი გული დამშვიდდებოდა. კევინს თან გაყვნენ მომცრო, მაგრამ აღტაცებული ბობი, და ამბიციური როკ მუსიკოსი სტიუ.
 და მივიდნენ ისინი დიდებულ ქალაქ ნიუ-იორკში, ნიუ-იორკის შტატი, სადაც მოულოდნელად გაირკვა, რომ ქალაქ ორლანდოში, ფლორიდას შტატი, ტარდება ქვეყნის მთავარ ბოროტმოქმედთა ყოველწლიური შეხვედრა. მინიონები დაუყოვნებლივ გაემართენ იქ და გაიცნეს სუპერ ბოროტმოქმედი სკარლეტ ოვერკილი (სანდრა ბალოკი), რომელსაც მთელი მონდომებით ემსახურებიან. ყოველ შემთხვევაში, როგორც მათ ესმით.
***
ჩემთვის, ზოგადად, საინტერესო იყო, თუ რა შეიძლებოდა მიეღოთ ამ მულტფილმის შემქმნელებს მინიონების თემიდან. მინიონები ხომ, მიუხედავად იმისა, რომ საინტერესონი არიან, ძალიან პრიმიტიული და მეორეხარისხოვანი არსებებია. ისინი ხომ გარკვევითაც ვერ ლაპარაკობენ, თუმცა მეტყველების გარკვეული იმიტაცია მათ აქვთ. მადაგასკარის პინგვინებთანაც კი, რომლებიც თავდაპირველად ცხოველების მთავარ კვარტეტს ემსახურებოდნენ,  გაცილებით ადვილი იყო გამკლავება: პინგვინები საუბრობდნენ და ამაზე ბევრი რამის აგება შეიძლებოდა.
 მაგრამ „მინიონების“ შემქმნელები, ჩემი აზრით, სრულიად სწორი გზით წავიდნენ. მათ არ დატვირთეს სიუჟეტი გარკვეული სახის მესიჯებით, მორალით და სხვა სისულელეებით, არამედ უმეტესად ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა გეგებზე, მით უმეტეს, რომ მინიონები ამ უბრალო, მაგრამ საინტერესო გეგების დიდი ოსტატები არიან.
 გარდა ამისა, მათი ანაბაზისის პროცესში, სამი მინიონი ხვდება უამრავ საინტერესო პერსონაჟს: მხიარულ მძარცველთა ოჯახს, სიმპათიურ ვირთხას, ეფექტურ სკარლეტს მის, თავისებური ხასიათის მქონე ქმარს, ჰერბს, დიდი ბრიტანეთის დედოფალს, სხვადასხვა ჯურის უამრავ ბოროტმოქმედს და ა.შ.
ბრიტანეთთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სასაცილო ხუმრობაა დაკავშირებული, განსაკუთრებით ინგლისელებზე, მხოლოდ დედოფალი რად ღირს.
მე ძალიან მომეწონა, თუ როგორ არის დამუშავებული დეტალები: ძალიან ხშირად სურათს აქვს რამდენიმე პლანი საინტერესო პერსონაჟებით ან საგნებით: გამიჩნდა ზოგიერთი მომენტის კიდევ ერთხელ ნახვის სურვილი.
 მინიონი კევინი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის თითქმის უთქმელ თანამგზავრებზე, მთავარი გმირის როლს ვერ შეესაბამება, ამიტომ იქ მთავარი პერსონაჟი სკარლეტ ოვერკილია მისი რომანტიული ბავშვური ოცნებით. მინიონები თავს ისულელებენ სკარლეტის გვერდით და, უნდა ითქვას, რომ ძალიან სასაცილოდ გამოდით.
 ფილმის ნახვის შემდეგ წავიკითხე მაყურებლის შეფასება და კრიტიკა -  გაოცებული დავრჩი, თუ რა გაბოროტებით წერს ზოგი ამ უბრალო რამეზე. მინიონები, ამბობენ ისინი, ცუდს ასწავლიან, ადებილებენ ბავშვებს. მე კი ვფიქრობ, რომ დებილიზაცია მართლაც მოხდა, მაგრამ არა ბავშვებში, არამედ იმ ადამიანებში, რომლებიც წერენ ასეთ სისულელეებს.
 კრიტიკოსები ადანაშაულებენ მულტფილმის შემქმნელებს იმაში, რომ აქ არ არის გასაგები მორალი და არ არის წარმოდგენილი ოჯახის ღირებულებების თემა. მითხარით, სხვა მულტფილმებში არ მოგაბეზრათ თავი გაუთავებელმა მორალმა და ამ წყეულმა ოჯახურმა ფასეულობებმა? არ შეიძლება უბრალოდ გაერთოთ და ისიამოვნოთ დათუნია გამის საოცარი და სხვა მინიონების სასაცილო ხტუნვით? სულელები ხართ, თუ  არ შეგიძლიათ, აი რას გეტყვით.
  მე კი მომეწონა. ბავშვთან ერთად ვუყურებდი - მასაც ძალიან მოეწონა, ბავშვი იცინოდა თითქმის მთელი მულტფილმის განმავლობაში. მეც ვიცინოდი, რადგან მსუბუქად, ყოველგვარი დაძაბულობის და მხიარულად ვგრძნობდი თავს. და რატომღაც, მკაფიო მორალის არარსებობის გამო თავს ცუდად არ ვგრძნობდი. არ ვიცი - ეს ალბათ რაღაც ჰორმონალურია.
P. S. სხვათა შორის, ამ მიმზიდველმა ნამუშევარმა შეაგროვა მილიარდზე მეტი მთელს მსოფლიოში. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მე და ჩემს შვილს არ მოეწონა. 

===
https://oum.video/videos/chemu-uchit-multfilm-minony/
რას ასწავლის მულტფილმი „მინიონები“
ფართო პიარ კამპანიის წყალობით, მულტფილმმა „მინიონები“ რუსეთში ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა: გაყიდული ბილეთების რაოდენობით, და ფილმის გამოსვლიდან პირველ შაბათ-კვირას საკასო შემოსავლით. ის ფაქტი, რომ რუსეთის კინოთეატრებში მულტფილმი თითქმის 8 მილიონმა ადამიანმა ნახა, სამწუხაროდ, მიუთითებს კრიტიკული აზროვნების ნაკლებობაზე და ჰოლივუდის პროდუქციისადმი ნდობის მაღალ დონეზე ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში. ასეთი დასკვნების გამოტანა მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რადგან მინიონების თრეილერი, რომელიც ფართოდ გავრცელდა პრემიერამდე დიდი ხნით ადრე, უკვე შეიცავს საკმარის ინფორმაციას, რათა  გასაგები გახდეს, თუ რა იდეები გამოაქვს წინა პლანზე  ამ მულტფილმს.
კერძოდ, სარეკლამო ვიდეორგოლის სულ რაღაც სამ წუთში მაყურებელს აჩვენეს: ზედიზედ რამდენიმე სიკვდილი; მინიონების გადაცმა ქალის ტანსაცმელში გამოკვეთილი ბიუსტით, რომელიც მან გამვლელს აჩვენა; მინიონების მიერ ქალის საცურაო კოსტუმის  ჩაცმა; ოჯახის ულვაშიანი მამის წითელ კაბაში გამოწყობა და მაკიაჟის გაკეთება; ავადმყოფის დაცინვა და დარტყმის მიყენება საზარდულში; წამების დემონსტრაცია და თამაში სახრჩობელასთან; მინიონი სტრინგებში და მინიონი ჯაკუზში, სადაც კოცნიდა იმას, რასაც აღიქვამდა როგორც ორ ქალს.
დამეთანხმებით, რომ ზრდასრული ადამიანისთვის ასეთ მულტფილმზე წასვლა და მით უმეტეს, შვილის იქ მიყვანა, ძალიან წინდაუხედავი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად ამისა, ჩამოთვლილი ფაქტები აღმოჩნდა მხოლოდ აისბერგის მწვერვალი.
მოდით ვისაუბროთ მეორეხარისხოვან პერსონაჟებზე, შემდეგ კი გადავიდეთ მინიონებზე. ჯერ ერთი, ქალები მულტფილმში ნაჩვენები არიან ბევრად უფრო აგრესიულები, სასტიკი და ძლიერები, ვიდრე მამაკაცები. ისინი ნამდვილ სიამოვნებას იღებენ ძალადობისგან.
მამაკაც გმირებს შორის არის რამდენიმე პერსონაჟი აშკარა ჰომოსექსუალური მიდრეკილებით. ზოგი ერთმანეთს ურტყამს უკანალზე, ზოგი ქალივით ჩაცმულია კონჩიტა ვურსტის სტილში, ზოგი კი ინტონაციით გამოირჩევა ხმასა და ქცევაში.
რა თქმა უნდა, მულტფილმის ყველა მეორეხარისხოვანი პერსონაჟი არ არის ნაჩვენები როგორც ჰომოსექსუალი ან ფემინისტი, ასევე ნაჩვენებია „საოცარი ბავშვები“ მახინჯი სახეებით და დორბლიანები, ან ბრმა მოხუცი, როგორც დაცინვის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. მულტფილმში ასევე გამოყვანილია ცხოველები, თუმცა, მათი დიდი ნაწილი ან ძალადობის მსხვერპლია, ან კვდება.
ახლა კი ყურადღება მივაქციოთ მულტფილმის მთავარ პერსონაჟებს - ისინი სავსებით შეესაბამება აღწერილ ანტურაჟს. მაგრამ, სანამ გავაგრძელებდეთ, გავიხსენოთ, რომ ნორჩი მაყურებლისთვის მთავარი გმირი ყოველთვის მისაბაძი მაგალითია. სხვათა შორის, მინიონების გარეგნობა სპეციალურად არის გაკეთებული ისე, რომ გამოიწვიოს მხოლოდ დადებითი ემოციები ბავშვებში, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ ასოცირებენ საკუთარ თავს მთავარ პერსონაჟებთან და იწყებენ მათი ქცევის მოდელების გადაღებას. ამიტომ, ყველაფერი, რასაც ჩვენ მოგიყვებით მინიონების შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც ეს მულტფილმი ასწავლის თქვენს შვილს.
მინიონები არიან პატარა ყვითელი უსქესო ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად მოიქცნენ როგორც ბიჭები და როგორც გოგონები. მათი მთავარი და ერთადერთი მიზანი ცხოვრებაში თავისთვის პატრონის მოძებნაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ბოროტმოქმედი, და რომელსაც უნდა ემსახურონ.
მინიონები იქცევიან უპასუხისმგებლოდ და სიხარულით წაუყენენ ბრალს ამხანაგს. თუმცა მათ ურთიერთობას ძნელად შეიძლება ვუწოდოთ ამხანაგური, რადგან ისინი ხელიდან არ უშვებენ ერთმანეთისთვის ზიანის მიყენების შანსს ან დასცინიან თავიანთ ახლობლებს კიდევ ერთი მარცხის გამო. ამავე დროს, ხშირად მათი ქმედებების მთავარი მოტივია სახელის მოხვეჭის სურვილი.
მინიონების ერთ-ერთი საოცარი თავისებურებაა ის, რომ ისინი ემოციურად თავშეუკავებლები არიან და ცალკეულ სცენებში შეშლილებივით იქცევიან. გარდა ამისა, ისინი არიან მშიშრები, უნებისყოფო და სუსტი ხასიათის. სიმბოლურია, რომ ერთადერთი მოშინაურებული ცხოველი, რომელიც მათ მიეჩვია და რომელიც  არ მოკლეს, ვირთხაა. მას ფინალური სიმღერაც კი მიეძღვნა.

შევაჯამოთ. მულტფილმი „მინიონები“ მიზნად ისახავს:
სიკეთისა და ბოროტების ცნებებს შორის განსხვავებების წაშლას
„კლერკთა საზოგადოების“  ჩამოყალიბებას
ბავშვებში სუსტი ხასიათის განვითარებას
გარყვნილების პროპაგანდას
ვულგარულობის პროპაგანდას
ფემინიზმის პროპაგანდას
ალკოჰოლის პროპაგანდას
სანამ თქვენ მხიარულად იცინით თეატრში ასეთ ხუმრობებზე, თქვენი შვილი ითვისებს ყველა ამ ქცევის მოდელს და, სხვათა შორის, თქვენც. თუ მართლა ფიქრობთ, რომ პროპაგანდა მხოლოდ ბავშვებზეა გათვლილი, და მოზრდილებზე ის არ მუშაობს, და პროპაგანდისტული ქვედანაყოფები მსოფლიოს არმიების უმეტესობაში უბრალოდ საჩვენებლად არის შექმნილი?
მოგიწოდებთ ფხიზლად იყოთ თანამედროვე მულტიპლიკაციური პროდუქციის მიმართ, დაიცავით ბავშვები ასეთი მაგალითებისგან და ჩაერთეთ მედიაში მორალის აღორძინების საქმეში. გაბედულად, ამხანაგო, საჯაროობაშია ჩვენი ძალა!

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised