ილონ მასკი და ახალი ერა სკაფანდრების დიზაინში
https://britanka.media/ilon-mask-i-novaya-era-v-dizayne-skafandrov/
6 თებერვალს ილონ მასკის SpaceX–მა ორბიტაზე გაუშვა მსოფლიოში ყველაზე მძიმე რაკეტა Falcon Heavy. მასკის სიყვარული რაკეტების გაშვების და დაშვებისადმი უკვე საკმაოდ ცნობილია, მაგრამ ამჯერად რაღაც ახალი მოხდა - რაკეტასთან ერთად მან კოსმოსში გააგზავნა თავისი ავტომობილი Tesla Roadster, გარდა ამისა მან სამუდამოდ შეცვალა სკაფანდრების დიზაინისადმი მიდგომა.
ავტომობილი, რომელსაც SpaceX იყენებდა სიმძიმისთვის, იბრუნებს მზის გარშემო ორბიტაზე დედამიწას და მარსს შორის. საჭესთან - სკაფანდრში გამოწყობილი მანეკენია, მოწყობილობების პანელზე წარწერაა „პანიკის გარეშე!“, დინამიკებში ისმის დევიდ ბოუის სიმღერა „Space Oddity“.
არის კიდევ ერთი დეტალი: სკაფანდრის დიზაინი! როგორც ირკვევა, ეს არ არის უბრალო კოსტუმი მანეკენისთვის. როგორც მასკმა Falcon Heavy–ის გაშვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის SpaceX–ის მიერ შემუშავებული სრულფასოვანი სკაფანდრი. ასეთივე სკაფანდრები ექნება კოსმოსური ხომალდის Crew Dragon-ის ეკიპაჟს, რომელზეც 2018 წელს პირველი კოსმოსური ტურისტები მთვარეზე მოგზაურობაში გაემგზავრებიან.
„როგორც იცით, ეს სახიფათო მოგზაურობაა, და თქვენ ნამდვილად გაგიჩნდებათ სურვილი გზაში კარგად გამოიყურებოდეთ. ძალიან ადვილია სკაფანდრის გაკეთება, რომელიც კარგად გამოიყურება, მაგრამ სრულიად უსარგებლოა; ძალიან რთულია ისეთი სკაფანდრის გაკეთება, რომელიც იმუშავებს და რომლის ტარებაც აუცილებლად მოგინდებათ კოსმოსში“, - ამბობს მასკი.
SpaceX–ს მიერ შემუშავებული სკაფანდრი არის არა მხოლოდ ინჟინრების, არამედ ტანსაცმლის დიზაინერების მიერ შექმნილი: შავის და თეთრის კომბინაცია, სუფთა ხაზები და ჩაფხუტი, თითქოს რომელიმე კოსმოსური საგიდან აღებულს ჰგავს. მანეკენის (სხვათა შორის, მისი სახელია Starman) გაშვება ამ სკაფანდრით NASA-ს მიერ კვალიფიკაციის გავლის ნაწილია, რომელიც მოითხოვს სკაფანდრების ახალი მოდელების ტესტირებას რეალურ პირობებში.
„ეს სკაფანდრი ნამდვილად მუშაობს. შეგიძლიათ სწრაფად ჩაიცვად და გახვიდეთ ვაკუუმის პირობებში“. როგორც ჩანს, მასკის ნდობა შეიძლება.
https://m.yandex.ru/q/question/vozmozhno_li_sdelat_vdokh_mekhanicheski_v_0680ef0f/
შესაძლებელია თუ არა ჩასუნთქვა (მექანიკურად) კოსმოსში სკაფანდრის გარეშე, ან რას გრძნობთ კოსმოსში სუნთქვის მცდელობისას?
Temir D.
თუ აიღებთ ჰაერის საბერველს, მაშინ არაფერი შეუშლის ხელს მის მოძრაობას ვაკუუმში. შესაძლებელი იქნება მისი კამერის მოცულობის შეცვლა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ღია გასასვლელი ხვრელი.
ადამიანთან დაკავშირებით ყველაფერი უფრო რთულია. განმარტებით, „ჩასუნთქვა“ არის სუნთქვის საწყისი ფაზა, რომლის პროცესში ჰაერი შედის ფილტვებში.
ამიტომ, ფორმალურად ვაკუუმში ჩასუნთქვა არ მოხერხდება - იქ ჰაერი არ არის.
ვლადისლავ კომარევცევი
არა, ჩასუნთქვა იქ ვერ მოხერხდება, არამედ პირიქით, როგორც კი კოსმოსში აღმოჩნდებით სკაფანდრის გარეშე, გარემომცველი ძალიან დაბალი (ნულისკენ მიდრეკილი) ატმოსფერული (თუ შეიძლება ასე დავარქვათ) წნევა „შეიწოვს“ მთელ ჰაერს თქვენი ფილტვებიდან. რა მოხდება შემდეგ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ, ასეთი კითხვა იყო ერთხელ დასმული.
Valera Kozhura
მაინც გაუგებარია, რა უშლის გულმკერდს გაფართოებას ატმოსფეროს არარსებობისას? ჩემი აზრით, ღია კოსმოსში ...
პაველ სერდიუკი, ასტრონომიის მოყვარული
ზოგადად, შესაძლებელია, მაგრამ იმ პირობით, რომ კოსმონავტს აქვს სასუნთქი ნიღაბი, ჟანგბადის ბალონი ან სუნთქვის ნარევი წნევის ქვეშ და მარეგულირებელი. ჩვენ ვსუნთქავთ, ვქმნით წნევის სხვაობას ფილტვებსა და გარე ჰაერს შორის, ამიტომ, სწორი სუნთქვისთვის არ არის აუცილებელი ჰერმეტული სკაფანდრის ქონა. მაგრამ ნიღბის და სკაფანდრის გარეშე, ღია კოსოსში გასვლისას ...
ევგენი გრიბანოვი, სტუდენტი
ჰაერს თუ შეიკავებთ, შეგიძლიათ თითქმის აფეთქდეთ, მაგრამ როდესაც თქვენ შეეცდებით ჩასუნთქვას, დიდი ალბათობით დარჩენილი ჰაერი გამოვა და თქვენ ვერ შეძლებთ ჩასუნთქვას. მაგრამ ეს ძლიერი განცხადებაა.
ვიქტორ ლევინსკი, ადვოკატი
სუნთქვის დახმარებით ჟანგბადი აღწევს ორგანიზმში და გამოაქვს ნახშირორჟანგი. ჩასუნთქვა ხდება მაშინ. როდესაც სისხლში გახსნილი ჟანგბადის დონე მცირდება. კოსმოსში იგივე მექანიზმი გაიძჲლებთ ჩასუნთქვას, მხოლოდ იქ ჩასასუნთქი არაფერი იქნება.
===
https://profile.ru/news/scitech/astronomy-razgadali-zagadku-vrashheniya-chernyx-dyr-415429/
ასტრონომებმა ამოხსნეს შავი ხვრელების ბრუნვის საიდუმლო
ტატიანა სიდოროვა
შავი ხვრელები კოსმოსურ ობიექტებს წარმოადგენენ, რომელთა გრავიტაციული მიზიდულობა იმდენად ძლიერია, რომ სინათლის სიჩქარით მოძრავი საგნებიც კი ვერ ტოვებენ მათ. დღეს სამყაროში ცნობილია რამდენიმე სახის შავი ხვრელი: პირველყოფილი, კვანტური, ვარსკვლავური მასის შავი ხვრელები და სუპერმასიური შავი ხვრელები.
ითვლება, რომ ამ კოსმოსური ობიექტების ბრუნვის სიჩქარეა საშუალოდ 150 ათასი კმ/წმ, ანუ სინათლის სიჩქარის 50%. მაგრამ ახალმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ გალაქტიკების ცენტრში არსებული სუპერმასიური ხვრელები ბრუნავს „თეორიულ ზღვარზე“.
ეს ნიშნავს, რომ შავი ხვრელები ძირითადად იზრდებიან მათთან ახლოს მდებარე ობიექტების „შთანთქმის“ და არა სხვა ხვრელებთან შერწყმის ხარჯზე. ახლა მეცნიერებმა გამოთვალეს, რამდენად ეფექტურად სწრაფად მზარდი სუპერმასიური შავი ხვრელები გარდაქმნიან მათ მიერ შთანთქმულ ნივთიერებას რადიაციად, იუწყება Yaledailynews.
კვლევა ასევე ავლენს ადრეული სამყაროს საიდუმლოებას და განმარტავს, თუ რატომ არის ჩვენთვის ჯერ კიდევ გარკვეული სფეროები დაფარული. „ვინაიდან სინათლე მოძრაობს უკიდურესი სიჩქარით, რაც უფრო მეტად ვაკვირდებით სამყაროს, მით უფრო უკან ვიხედებით დროში“, - განმარტეს ასტრონომებმა. მაგრამ ეპოქაში ჩახედვა დიდი აფეთქების შემდეგ, როდესაც სამყარო ძალიან ცხელი იყო, შეუძლებელია. როგორც სპეციალისტებმა განმარტეს, იმ დროს სინათლე აირეკლებოდა თავისუფალი ელექტრონებისგან, ხოლო კოსმოსური სივრცე თავად იყო „იონიზირებული“, ამიტომ დღეს ეს შუქი ტელესკოპებით არ ჩანს.
როდესაც სამყარო გაცივდა, იონიზაცია გაქრა. ამ პერიოდს ეწოდა ბნელი საუკუნეები. მხოლოდ დიდი აფეთქებიდან 150 მილიონი - 1 მილიარდი წლის შემდეგ დღეს სამყაროში ხილული ვარსკვლავები და გალაქტიკები იწყებენ ფორმირებას. ამ ცხელმა ახალმა ობიექტებმა ხელახლა მოახდინეს წყალბადის იონიზირება, პროტონებისა და ელექტრონების დაყოფა, „გაანთავისუფლეს“ სინათლის ტალღები, რომელთა დაკვირვებაც ასტრონომებს დღესაც შეუძლიათ.
მთავარი კითხვა ის არის, რამ უფრო შეუწყო ხელი ამ პროცესების რეიონიზაციას: გალაქტიკების წარმოქმნამ თუ სუპერმასიური შავი ხვრელების ტიპმა, რომელსაც კვაზარებს უწოდებენ. ახალი კვლევა დაეხმარა პასუხის პოვნაში. „დიდწილად სამყაროს რეიონიზაციაზე პასუხისმგებელნი გალაქტიკები არიან“, - განაცხადეს მეცნიერებმა.
ადრე ასტროფიზიკოსთა გუნდმა გამოაქვეყნა სურათი, სადაც დეტალურად არის ნაჩვენები სუპერმასიური შავი ხვრელის ამოფრქვევები ამოფრქვეული მძლავრი რეაქტიული ნაკადით. ასეთი მოვლენის დაკვირვება შესაძლებელია მატერიის შავ ხვრელში მოხვედრის შედეგად, რის შედეგადაც ნივთიერების ნაწილი პრაქტიკულად აჩქარდება სინათლის სიჩქარემდე.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised