понедельник, 25 октября 2021 г.

ტექნოფობია თუ ცოდნის შიში ავტორი: ნიჟეგოროდოჩკა

 http://pisali.ru/elrise/28168/

ტექნოფობია თუ ცოდნის შიში

ავტორი: ნიჟეგოროდოჩკა

ბევრ ადამიანს ეშინია ტექნიკის, სხვადასხვა მექანიკური მოწყობილობების. როდესაც ვინმე ირწმუნება, რომ ეშინია მექანიკური ხორცსაკეპი მანქანის და ვერ იტანს ჩართულ მტვერსასრუტს, ჩვენ საფეთქელთან მიგვაქვს თითი. როგორ ჩნდება მსგავსი ფობია, სად არის მისი ფესვები?

გასაგებია, როდესაც ადამიანებს ეშინია უზარმაზარი მომუშავე აგრეგატების, ცდილობენ მოშორებით ყოფნას. ბევრ ადამიანს ეშინია თვითმფრინავით ფრენი - ესეც ასევე ჯდება ჩარჩოებში.

მე პირადად მეშინია ყველა ბორბლიანი და ფრთიანი ტექნიკის და პოპულარულად შემიძლია ავხსნა ჩემი შიში, ასე რომ მიხვდებით, რომ მე შეშლილი არ ვარ.

 დავიწყებ მარტივი მაგალითით. სკოლაში, ბიოლოგიის გაკვეთილის შემდეგ, რომელზეც ადამიანის ძვლებზე მოგვიყვეს, სიარულის შემეშინდა. იმიტომ, რომ მეშინოდა, რომ ძვლები (ყველა არა, არამედ მხოლოდ ფეხის წვივის ძვლები) ვერ გაუძლებენ სხეულის მასის დატვირთვას. სახელმძღვანელოში გამოსახული იყო ფეხის ძვლის გამოსახულება, გადიდებული მიკრომეტრამდე. ქსოვილი იმდენად ფოროვანი იყო, რომ მეჩვენებოდა, რომ ის ძალიან მყიფე და არამყარია. ჩემს ძმას ეშინოდა, რომ გულის ქსოვილები ვერ გაუძლებს გადატუმბული სისხლის დატვირთვას გულის შესახებ გაკვეთილის შემდეგ. ალბათ, თქვენც გექნებათ მოსაყოლი.

დავუბრუნდეთ ტექნიკას. მასთანაც იგივე ამბავია, როგორც ძვლებთან. ტექნიკური აზროვნებით და ანალოგიური განათლებით მანქანაში არაფერი მესაქმება. აღარაფერს ვიტყვი თვითმფრინავის შესახებ. თუ მანქანით და ავტობუსებით ვმგზავრობ, თვითმფრინავში ფეხსაც არ შევდგამ. მე კარგად  მაქვს წარმოდგენილი, თუ როგორ აწყობენ მანქანას, რა თანმიმდევრობით და რა დეტალებიდან. მე არ მესმის, როგორ არ იშლება დიდ სიჩქარეზე და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე ტვირთის (ადამიანების და კარტოფილის ტომრების) ტრანსპორტირებისას  (მაგალითად, ერთი ნაცნობი ოჯახი ჯერ კიდევ მართავს 1979 წელს გამოშვებულ მანქანას - დინოზავრების ეპოქა). წარმოიდგინეთ, რა მაღალ ალტერნატიულ დატვირთვებს და გამანადგურებელ ვიბრაციებს უნდა გაუძლოს მანქანების ნაწილებმა. მილიონობით სათადარიგო ნაწილებს, რომლებისგან შედგება მანქანა, იქნება ეს ოპელის, მერსედესის თუ ვოლგის სათადარიგო ნაწილები, აქვთ საკუთარი საშიში კვეთი (მადლობა მასალათა გამძლეობას), დამაკავშირებელი ელემენტები (მექანიზმებისა და მანქანების თეორია). დავამატოთ ამ ფეთქებად ნარევს ადამიანური ფაქტორი (ფსიქოლოგიის წიგნი საკუთარი ინიციატივით - ავტობუსში დრო მქონდა): კონვეიერზე შემკრებმა  მჭიდროდ არ მოუჭირა კონტრქანჩს  ან მძღოლს არ დაეძინა ღამით. სწორედ ამის შესახებ ვფიქრობ მანქანაში, რომელიც ჩემთან ერთად მიქრის. ჩემი ტვინი ყოველთვის მუშაობს, ჩემი ფანტაზია კი მანქანების აჯანყების ხატოვან სურათებს შავ-რუხ ელფერში ხატავს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი სურვილები იმით არის განპირობებული, რომ საპირისპირო მხარეს მომავალ მანქანას არ მოძვრეს სფერული სარქველი, ხოლო გასრებაზე წასული მანქანის მძღოლს გული არ წაუვიდეს. მე ყოველთვის დაძაბული ვარ და მხოლოდ ავტოფარეხში ან ავტოსადგომზე შემიძლია სულის მოთქმა. ისიც მოკლე დროით, რადგან სახლისკენ მიმავალდ მისწრებენ შეშლილი მძინარე მძღოლები დანჯღრეულ მანქანებში.

ხოლო მანქანის სარემონტო სახელოსნოში მიყვანა წინდაუხედაობათ მიმაჩნია. თუ საჭიროა ერთი-ორუ ქანჩის მოჭერა, ეს აუცილებლად ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გაკეთდეს და ხელოსნის მიერ სიტუაციის სრული კომენტარით. სათადარიგო ნაწილების შეძენა არ უნდა ანდოთ ხელოსანეს, თუ ის არ არის მამაჩემი ან ჩემი მეგობარი ბიჭი (ისინი. რა თქმა უნდა, არ მომატყუებენ), და აუცილებლად უნდა შევიძინოთ ორიგინალი სათადარიგო ნაწილები და სანდო რეპუტაციის მქონე მაღაზიაში, როგორიცაა opelt - ოპელის სათადარიგო ნაწილების მაღაზია, თუმცა იქ მხოლოდ ოპელის სათადარიგო ნაწილები იყიდება. მაგრამ თუ იმ დროისთვის, როდესაც მზად ვიქნები შევიძინო ავტომობილი, სხვა მსგავს მაღაზიას ვერ ვიპოვი, მაშინ მომიწევს ოპელის მარკის მანქანის შეძენა.

ამიტომაც არ ვარ მანქანის მფლობელი და არც მინდა ვიყო. თუ ოდესმე მეყოლება მანქანა, ის იქნება მხოლოდ ახალი, ქალაქ გორკიში გამოშვეული ან, უკიდურეს შემთხვევაში, გერმანული, და მე ვიმოძრავებ მხოლოდ ქალაქგარეთ 60 კმ საათში სიჩქარით და არავითარ შემთხვევაში ზამთარში არა. და ყველას ვურჩევ. იდეალური ვარიანტია დაელოდოთ მეცნიერების ტრიუმფს კატასტროფებზე ან წყალბადის ძრავის გამოგონებას, ახლა კი დაუბრუნდით  ჭაპანსაზიდ ტრანსპორტს, რომელიც ასე უსაფრთხოა და, ამავე დროს, ზიანს არ აყენებს ეკოლოგიას  ... მაგრამ ეს სხვა შიზოფრენიის თემაა.

აი ასეთი ტექნოპარანოიაა!

შენ რა ფობია გაქვს?

ყველაზე ორიგინალური ფობიები

აბლუტოფობია – პირის დაბანის და ბანაობის შიში 

აეროფობია – ჰაერის შიში

ამბულოფობია – სიარულის შიში

ანაბლეფობია – მაღლა ყურების შიში

ანემოფობია – ქარის შიში

ანტროფობია – ყვავილების შიში

არაქიბატიროფობია – შიში იმისა, რომ არაქისის ზეთი მიგეკრობა სასაზე

არიტმოფობია – რიცხვების შიში

აულოფობია – ფლეიტების შიში 

ავრორაფობია – ჩრდილოეთის შუქების შიში

ბაროფობია – გრავიტაციის შიში

ბასოფობია – გასეირნების შიში

ბატოფობია – მაღალი შენობების სიახლოვეს ყოფნის შიში

ბიბლიოფობია – წიგნების შიში

ბლენოფობია – შლამის შიში

ბოგიფობია – ბოჰემისა და ბოჰემური ადამიანების  შიში

ვერბოფობია - სიტყვების შიში

დეციოფობია - გადაწყვეტილების მიღების შიში

დენდროფობია - ხეების შიში

დექსტროფობია - სხეულის მარჯვენა მხარეს მდებარე ობიექტების შიში

დიდასკალეინოფობია - სკოლის შიში

გ, ჰ

ჰელიოფობია - სიცილის შიში

ჰელმინთოფობია - პარაზიტებით დაინფიცირების შიში

ჰემოფობია - სისხლის შიში

გენიოფობია - ნიკაპის შიში

გენუფობია - მუხლების შიში

გეუმაფობია - გემოვნების შიში

ჰიპნოფობია - ძილის შიში

ჰიპოპოტომონსტროსესკვიპპედალიოფობია - გრძელი სიტყვების შიში

ჰომიკლოფობია - ბაყაყების შიში

გნოსიოფობია - ცოდნის შიში

გრანდოფობია - წერილის შიში

იქთიოფობია - თევზის შიში

იდეოფობია - იდეების შიში

კაინოფობია – ყველაფრის ახლის შიში

კატისოფობია – დაჯდომის შიში

კატოპტროფობია – სარკის შიში

კაეტოფობია – ღმების შიში 

კლინოფობია - საწოლში დაწოლის შიში

კნიდოფობია - თოკის შიში

ქსანთოფობია - ყვითელი ფერის შიში

ლაჰანოფობია - ბოსტნეულის შიში

ლეიკოფობია - თეთრი ფერის შიში

ლევოფობია - მარცხენა მხარეს განლაგებული ობიექტების შიში

ლინონოფობია - ძაფების შიში

ლოგოფობია - სიტყვების შიში

მელანოფობია - შავი ფერის შიში

მელოფობია - მუსიკის შიში

მეტროფობია - პოეზიის შიში

მნემოფობია - მოგონებების შიში

მოტეფობია - ფარვანას შიში

ნებულაფობია - ნისლის შიში

ნეოფობია - სიახლეების შიში

ნეფოფობია - ღრუბლების შიში

ნომატოფობია - სახელების შიში

ოქტოფობია – 8 რიცხვის შიში

ომეტაფობია - თვალების შიში

ონეიროფობია – სიზმრების შიში

ოფტალმოფობია – თვალების გახელის შიში

ოსტრაკონოფობია – მოლუსკების შიში

პანოფობია – ქვეყანაზე ყველაფრის შიში

პაპიროფობია - ქაღალდის შიში

პარასკავედეკატრიაფობია –  პარასკევს მეცამეტე რიხვის შიში

პედალოფობია – მელოტი ადამიანების შიში

პოგონოფობია – წვერებიანი ადამიანების შიში

სკიოფობია – ჩრდილების შიში

სკოლიონოფობია – სკოლაში სწავლის შიში

სელენოფობია – მთვარის შიში

სიდეროფობია – ვარსკვლავების შიში

სიტოფობია – საკვების შიში 

სოფოფობია – სწავლის შიში 

ტაასოფობია  – დაჯდომის შიში

ტრიკოტოპატოფობია – თმის საფარის შიში

ტრისკადეკაფობია – ცხრამეტი რიცხვის შიში 

ფენგოფობია – დღის ცხოვრების წესის შიში

ფობოფობია – შიშის შიში

ფოტოფობია – სინათლის შიში

ფრონემოფობია – ფიქრის შიში

ქრომატოფობია – სხვადასხვა ფერის შიში

ქრონოფობია – დროის შიში 


ჩიონოფობია – თოვლის შიში

ჩიბოფობია – საკვების შიში

ეისოპტროფობია – სარკის ზედაპირების შიში

ელეუტეროფობია – თავისუფლების შიში 

ეოსოფობია – დღის სინათლის შიში

ეპისტემოფობია – ცოდნის შიში

ერგოფობია – მუშაობის შიში

https://samaratoday.ru/news/168267

უცნაური ფობიები: ერთი მეორეზე მეტად საოცარი
ჩვენ ყველას ჩვენი შიში გვაქვს. და თუ არაქნოფობია, აგორაფობია ან კლაუსტროფობია დღეს უკვე კარგად არის ცნობილი, სხვა შიშების შესახებ ყველამ არ იცის. 2012 წელს ამერიკული ფსიქოლოგიური ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დედამიწის მოსახლეობის თითქმის 11% განიცდის მედიცინაში ცნობილი ასობით ფობიიდან სულ მცირე ერთს მაინც. აქ არის მოყვანილი მათგან ყველაზე უცნაური და უჩვეულო. 
10 — დისმორფოფობია, ან ფიზიკური ნაკლის ბოდვა. ამ საკმაოდ იშვიათმა შიშმა შეიძლება გამოიწვიოს თავდაჯერებულობის სერიოზული ნაკლებობა. მის მსხვერპლებს ხშირად უჩნდებათ დეპრესიის განცდა და ზედმეტი ზრუნვა მათი გარეგნობის მიმართ..
 9 — ემეტოფობია. ღებინების შიში მეშვიდე ყველაზე გავრცელებული ფობიაა მსოფლიოში. ემეტოფობი განიცდის ირაციონალურ შფოთვას იმის გამო, რომ მიღებული საკვები უკან დაბრუნებას მოითხოვს, ან რომ პირღებინების შედეგად შეიძლება  სხვა ადამიანი დასვაროს. 
8 — ლოგოფობია. თუ თქვენ განიცდით ამ აშლილობას, ამ შემთხვევაში, ალბათ, ვერ შეძლებთ ბოლომდე წაიკითხოთ თქვენი საყვარელი წიგნი. ლოგოფობია იწვევს სიტყვების შიშს, და ამ დაავადების მქონე ადამიანებმა შეიძლება იგრძნონ დისკომფორტი ნებისმიერი ხელნაწერი სიმბოლოების დანახვისას. 
7 — არაქიბუტროფობია, ან შიში იმისა, რომ ნიგვზის ზეთი მიეკრობა რბილ სასაზე. ევროპაში ნაკლებად ცნობილი ეს ფობია ამერიკელი ფსიქოლოგების შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო. 
6 — ჰალიტოფობია. შეშფოთება პირველ რიგში დაკავშირებულია თანამედროვე სამყაროსთან და პირადი ჰიგიენის მკაცრ სტანდარტებთან. მართლაც, ჰალიტოფობს ეშინია, რომ მას პირის ღრუში ცუდი სუნი ასდის. სხვათა შორის, სულაც არ არის აუცილებელი, რომ თქვენ დაავადდეთ ამ დაავადებით, თუკი უბრალოდ გრძნობთ დისკომფორტს კოლეგებთან ურთიერთობისას სადილის შემდეგ ნიორით ან ყველით. 
5 — ფობოფობია. შიშის შიში. თუ თქვენ განიცდით ამ მდგომარეობას, პრობლემის ერთადერთი გამოსავალი არის ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი საფრთხისგან თავის დაღწევა. როგორც ვარიანტი, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ სუნთქვა. 
4 — რიფოფობია. ადამიანები, რომლებსაც პათოლოგიურად ეშინიათ ბუნებრივი მოთხოვნილებისგან განთავისუფლება, განიცდიან რიფოფობიას. ძალიან პრობლემური შიშია, რადგან ჩვენ ყველა იძულებული ვართ შევიდეთ ტუალეტში, თუნდაც ხანდახან. 
3 —კიფოფობია არის ფობია, რომელიც არ აძლევს ჩამოვარდნილი საგნების აღების საშუალებას. დახრა აუტანელ ტანჯვას იწვევს. როგორც ჩანს, შიში ძალიან ხშირია ყოფილ პატიმრებს შორის. 
2 —პარასკავედეკატრიაფობია. ეს გრძელი სიტყვა ნიშნავს ცრურწმენით შიშს 13 რიცხვის პარასკევის მიმართ. ანალიტიკოსების აზრით, ეს ფობია გლობალურ ეკონომიკას ყოველწლიურად რამოდენიმე მილიონი უჯდება მოგზაურობის თარიღის შეცვლის, შესყიდვების გადავადების  ან სამსახურში ან სასწავლებელში არწასვლის გამო. 
1 — ელეუტეროფობია, ანუ თავისუფლების შიში. ელეუტეროფობი თავს ცუდად გრძნობს რამდენიმე ვარიანტის არჩევისას და ურჩევნია თავისი ბედი მიანდოს მესამე პირებს. 
გთავაზობთ უცნაური შიშების ყულაბაში დაამატოთ კიდევ ერთი. ამჯერად ეს არის ტიროფობია ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყველის შიში“.
22 წლის ინგლისელი სტუდენტის მელისა ნორტის აზრით, ყველი ყველაზე საშიში რამ არის მსოფლიოში. ყველაზე მეტად მას აშინებს რბილი ყველი, როგორიცაა ბრი. ამ უჩვეულო ფობიამ ბავშვობიდანვე მოუწამლა მას სიცოცხლე. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მისმა მშობლებმა ერთხელ ქალიშვილს ბევრი ყველი აჭამეს. 
 „საშინელი გემო ჰქონდა. გარდა ამისა, იძულებული გავხდი ყველაფერი მეჭამა. იმ დღიდან დამეწყო შიში“ ,  - ამბობს მელისა.
სუპერმარკეტში საყიდლებზე ჩვეულებრივი წასვლა ახალგაზრდა ქალისთვის ნამდვილ წამებად იქცევა. „ყველის თაროებისკენ გავლა ჩემთვის მთელი გამოწვევაა. იმდენად ცუდად ვგრძნობ თავს, რომ პანიკის შეტევა მეუფლება“, - ამბობს ის. 
ამ მომენტში, მელისა განიცდის იმავეს, როგორც არაქნოფობი, რომელსაც ხელში ტარანტული აქვს?
  ოჯახი დასცინის გოგონას, მაგრამ მას სურს, რომ მისი შიში სერიოზულად იქნას მიღებული. რადგან ეს ფობია ძალიან იშვიათია, ის არ ხდება ნაკლებად რეალური.

https://www.livelib.ru/book/1000746524-stan-izbrannyh-lager-svyatyh-zhan-raspaj

В 1973 году Жан Распай (Jean Raspail), известный путешественник, исследователь и автор книг о путешествиях, написал футуристический роман «Лагерь Святош» (The camp of the Saints). Время действия — примерно 25 лет в будущем (т.е. практически наши дни!). В полунищей Калькутте (Индия) разразился голод. Из гуманитарных соображений правительство Бельгии решило впустить некоторое количество детей на свою территорию, но когда десятки тысяч изможденных матерей с детьми хлынули в бельгийское Консульство, испугалось, отменило свое решение и закрыло здание... …Через 10 лет, в предисловии к очередному переизданию, Распай писал о внезапном видении, посетившем его в один из дней 1972 года, когда он из окна своего дома смотрел на Средиземное Море: " Миллион бедных, убогих, вооруженных только их слабостью и количеством, сокрушенные страданием и нищетой, обремененные голодными коричневыми и черными детьми, готовые высадится на нашу землю, авангард бесчисленных масс, тяжело давящих на все части нашего усталого и сытого Запада. Я буквально видел их, видел страшную проблему, которую они представляют, проблему абсолютно неразрешимую внутри наших моральных стандартов (выделено мною). Дать им высадиться, значит уничтожить нас. Не пустить — уничтожить их». «После того как белая раса была размыта и уничтожена, проводились археологические раскопки пласта времён „мирного завоевания“ Европы цветными. Повсеместно обнаруживались тела изнасилованных и обезображенных белых женщин. Тела несчастных напоминали бомбы Второй Мировой, которые находят и ныне в городах Европы и России…» Свернуть
Подробнее на livelib.ru:
https://www.livelib.ru/book/1000746524-stan-izbrannyh-lager-svyatyh-zhan-raspaj


https://velesova-sloboda.info/misc/lichtmesz-zhan-raspaj-i-stan-izbrannyh.html







Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised