пятница, 1 октября 2021 г.

კიბორგ ადამიანებს „დედები“ გამოუჩნდათ

 კიბორგ ადამიანებს  „დედები“ გამოუჩნდათ


https://www.dsnews.ua/society/u-lyudey-kiborgov-poyavilis-mamy--30082014075400

ტატიანა გრომოვა


 20 წლის შემდეგ ბავშვები ხელოვნურ  საშვილოსნოში გაიზრდებიან, ხოლო კიდევ 10 წელიწადში პროცესს კონვეიერზე დააყენებენ.

სენსაციური პროგნოზი ცოტა ხნის წინ გააკეთა ცნობილმა ამერიკელ-უნგრელმა ფუტუროლოგმა და ფილოსოფოსმა, WorldFutureSociety ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ზოლტან იშტვანმა, CNN-ზე ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში. მეცნიერები უკვე მიუახლოვდნენ ამ პრობლემის გადაჭრას. კერძოდ, ცოტა ხნის წინ იაპონელმა პროფესორმა, ტოკიოს იუნტენდოს უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელმა ესინორი კუვაბარემ მოახერხა ცხოველის გაზრდა ხელოვნურ საშვილოსნოში. ექსპერიმენტის დეტალები აღწერილია ჟურნალ NewScientist-ს ახალ ნომერში.

ხელოვნური საშვილოსნოს პროექტები აქვთ ამერიკელებს, იაპონელებს, კორეელებსა და ევროპელებს. პრობლემა ის არის, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მორალურად მზად მიიღოს ამგვარი ნოუ-ჰაუ. მაგალითად, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ზეწოლის ქვეშ, შეჩერდა კორნელის უნივერსიტეტის რეპროდუქციული მედიცინისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის შემდგომი ექსპერიმენტები ჰან-ჩინ ლიუს ხელმძღვანელობით, რომლის სპეციალისტებმა ქალის ღეროვანი უჯრედებიდან ხელოვნური საშვილოსნოს ანალოგი გაზარდეს. ამასთან ერთად, მისი განაყოფიერების პროცესში ემბრიონები წარმატებით მიმაგრდა.

იაპონელები უფრო ლოიალურები აღმოჩნდნენ ასეთი გამოკვლევების მიმართ. სწორედ იქ იქნა აღმოჩენილი ახალი ერა რეპროდუქციულ მედიცინაში: ესინორი კუვაბარამ არა მხოლოდ შექმნა ფუნქციური ხელოვნური საშვილოსნო, არამედ შეძლო მასში ციკანის გაზრდა.

ექსპერიმენტი მდგომარეობდა შემდეგში: თხის საშვილოსნო მოთავსებული იყო სტერილურ პლასტიკურ კონტეინერში, რომელიც სავსე იყო ხელოვნური ამნისტიური სითხით. ამის შემდეგ იქ გადაინერგა ემბრიონი, რომელსაც მიეწოდებოდა სპეციალური მკვებავი ხსნარი. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კუვაბარას აპარატი უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი ხელოვნური განაყოფიერება (განაყოფიერება კოლბაში): მასში შემავალი ემბრიონების ნახევარზე მეტი არა მხოლოდ მიმაგრდა, არამედ ჯანმრთელი განვითარდა.

ჯერი ხელოვნურ ადამიანებზეა. ჯერ-ჯერობით ახალი ტექნოლოგია გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ დედობის სიხარული მიანიჭოს ქალებს, რომლებსაც აქვთ საშვილოსნოს დეფექტი ან მისი განუვითარებლობა. ექტოგენეზი ასევე მისცემს სუროგატ დედაზე უარის თქმის და შვილების გაჩენის საშუალებას ნებისმიერ ასაკში. ახალი ტექნოლოგია ასევე განიხილება აბორტის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტშიც: არასასურველი ბავშვი შეიძლება გაიზარდოს ხელოვნურ საშვილოსნოში და გადაეცეს აღმზრდელ მშობლებს.

ახალი ბიოტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთი სფეროა ფეტალური ქირურგია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ახალშობილთა 5%-მდე განიცდის სხვადასხვა მემკვიდრეობით პათოლოგიებს, რაც ორსულობის დროს ქირურგიული ჩარევის მაჩვენებელია. თუმცა, ასეთი მანიპულაციები ხშირად საშიშია არა მხოლოდ ბავშვის, არამედ დედის სიცოცხლისთვის. ხელოვნურ საშვილოსნოსთან ერთად, ეს რისკები მინიმუმამდე შემცირდება.

აშკარაა, რომ ახალი რეპროდუქციული ტექნოლოგიები გახდება საზოგადოებაში მრავალი რევოლუციური პროცესის დასაწყისი. მაგალითად, ქალების მიერ დედის ფუნქციის დაკარგვა გამოიწვევს სოციალური როლების მნიშვნელოვან ცვლილებას. მეორეს მხრივ, ჯერჯერობით უცნობია განსაკუთრებული კავშირის განადგურების შედეგები დედასა და ბავშვს შორის, რომელიც ხელოვნური საშვილოსნოდან დაიბადა.

ზოლტან იშტვანი თვლის, რომ იმ დროისთვის, როცა კაცობრიობა მზად იქნება დაიწყოს ხელოვნურ საშვილოსნოში ბავშვების გაჩენა, გამოჩნდება სრულფასოვანი ხელოვნური ინტელექტი. ამ ორი ტექნოლოგიის გაერთიანება საბოლოოდ გამოიწვევს რეალური კიბორგების - მომავლის ადამიანების გაჩენას.


საიდან მოდიან ხელოვნური ბავშვები?

თავდაპირველად, ნაყოფის განვითარების პრობლემა ქალის სხეულის გარეთ განიხილებოდა დღენაკლული ჩვილების მოვლის კონტექსტში. პირველი ასეთი ინკუბატორი გაჩნდა საფრანგეთში ჯერ კიდევ 1891 წელს. გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან დღენაკლული ჩვილებისთვის გამოიყენებოდა პლასტიკური კონტეინერები წყლის მატრასებით, რომლებიც დედის ორგანიზმში ნაყოფის მდგომარეობის იმიტაციას ახდენენ. ამისათვის კონტეინერებში ინარჩუნებენ მუდმივ ტემპერატურას და ჰაერის ტენიანობას, ისინი აღჭურვილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის სისტემით და ხელოვნური კვების აპარატებით. თუმცა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ყოველთვის არ უწყობს ხელს ახალშობილის სიცოცხლის გადარჩენას.

         ეკოს მეთოდით ჩასახული პირველი ბავშვი 1978 წელს ლონდონში დაიბადა. ეს იყო ლუიზა ჯოი ბრაუნი. 1990 წელს სინჯარაში ჩასახული 20 ათასზე მეტი ბავშვი იყო, ხოლო 2010 წელს უკვე დაახლოებით 4 მილიონი. ყველაზე მეტად ხელოვნური ჩასახვა ისრაელში ტარდება, სადაც 1 მილიონ მოსახლეზე წელიწადში მოდის ეკოს 3.4 ათასი პროცედურა.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised