ინსტინქტებზე მონადირეები
https://www.vokrugsveta.ru/vs/article/486/
დაახლოებით ორნახევარი ათასი წლის წინ, ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა დასვა კითხვა, რატომ მიისწრაფის ყველა ადამიანი ბედნიერებისკენ, ზოგი ამას აღწევს, ზოგი კი არა. მან თავად გასცა პასუხი ამ კითხვას: პირველებს შეუძლიათ განასხვავონ კარგი ცუდისგან, მეორეებს - არა და, შესაბამისად, ისინი ვერ ახერხებენ იყვნენ ბედნიერები. XIX საუკუნის ბოლოს, ზიგმუნდ ფროიდმა კაცობრიობისთვის აღმოაჩინა ქაოტური „არაცნობიერი“და შემოგვთავაზა გონების სასიკეთოდ ბნელი იმპულსების მართვის გზა: დაიწყო საკუთარ თავში ჩაძირვის ეპოქა.
სიზმრები რაღაც დიდის შესახებ
ფროიდამდე ფსიქოთერაპიას საქმე ჰქონდა მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებთან. XIX საუკუნეში, ძალიან პოპულარული მიმართულებად განიხილებოდა, მაგალითად, ჰიპნოთერაპია, როდესაც ექიმები ცდილობდნენ ჰიპნოზის მდგომარეობაში მყოფ პაციენტზე ზემოქმედებას და დაავადების სიმპტომების მოხსნას. თავად 29 წლის ზიგმუნდ ფროიდმა 1885 წელს გაიარა ოთხთვიანი სტაჟირება ფრანგ ნევროლოგ ჟან შარკოთან და აკვირდებოდა, თუ როგორ მკურნალობდა იგი ჰიპნოზის დახმარებით ისტერიის ისეთ შედეგებს, როგორიცაა კიდურების დამბლა, სიბრმავე და სიყრუე.
დაახლოებით ამავე დროს ფროიდი გახდა ვენიდან ექიმის ჯოზეფ ბრეიერის მოწაფე, რომელიც სეანსის დროს ისტერიის მქონე პაციენტებს სთავაზობდა თავისუფალი ფორმით ესაუბრათ თავიანთ განცდებზე.
1895 წელს ბროიერმა და ფროიდმა გამოაქვეყნეს ერთობლივი ნაშრომი სახელწოდებით „ისტერიის კვლევები“, რომელშიც ისტერიული სინდრომების მთავარ მიზეზად დასახელდა ტრავმული მოვლენების შესახებ ჩახშობილი მოგონებები. თუმცა, წიგნის გამოქვეყნების შემდეგ მეცნიერთა ტანდემი გაურკვეველი მიზეზის გამო დაიშალა. თავად ფროიდისთვის საკმაოდ რთული დრო დადგა. 1896 წელს იგი გარიცხეს ვენის სამედიცინო საზოგადოებიდან იმის მტკიცების გამო, რომ ფსიქიკურ აშლილობებს საფუძვლად უდევს სექსუალურობასთან დაკავშირებული პრობლემები. იმ დროს ფროიდის მამა გარდაიცვალა, რის შემდეგაც ის 4 წლის განმავლობაში ყოველდღე ძილის წინ ნახევარი საათით დაკავებული იყო საკუთარი თვითანალიზით. ამ ჩაძირვის შედეგი გახდა წიგნი „სიზმრების ინტერპრეტაცია“, რომელიც საკუთარი სიზმრების ანალიზზე არის შექმნილი. თუმცა, მაშინ ფსიქიატრიულმა საზოგადოებამ იგნორირება გაუკეთა მომავალი კლასიკოსის ნაშრომს.
ფროიდმა შექმნა პიროვნების ძალიან მწყობრი და ხისტი ფსიქოდინამიკური თეორია. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანის ცნობიერება შედგება ერთმანეთთან განუყოფლად დაკავშირებული სამი ნაწილისგან.
„იდი“ (ლათინურიდან „ის“) არის ბნელი ქვაბი, რომელშიც პრიმიტიული, ინსტინქტური, თანდაყოლილი იმპულსები „იხარშება“.
იდი პიროვნების უძველესი სტრუქტურაა, რომელმაც არ იცის შიში და შფოთვა და მოითხოვს დაუყოვნებლივ სასურველის, ანუ სიამოვნების, მიღებას. ეს ირაციონალური ნაწილია, მაგრამ მისი ნახვა სიზმარში, ფანტაზიებში, თამაშსა და მუშაობაშია შესაძლებელი. „ეგო“ (ლათინურიდან „მე“) არის თხელი ფენა ადამიანის ცნობიერებაში, რომელიც ეწინააღმდეგება „ბნელი“ იმპულსების ზეწოლას, ემორჩილება რეალობის პრინციპს. მას შეუძლია მიმართოს ქცევას სწორი მიმართულებით ისე, რომ ინსტინქტური მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს, როგორც ინდივიდისთვის და საზოგადოების წევრებისთვის უსაფრთხო გზიღ. „სუპერეგო“ (ლათინურიდან - „სუპერ მე“) არის ის, რაც შეიძლება შეიძინო აღზრდის, გარე სამყაროსთან ურთიერთობის წყალობით, კერძოდ, სინდისი, ქცევის წესები და ღირებულებების მიღებული სისტემა. ფროიდი ასევე ამტკიცებდა, რომ ადამიანის ნებისმიერი აქტივობა (აზროვნება, აღქმა, მეხსიერება და წარმოსახვა) განისაზღვრება, პირველ რიგში, ინსტინქტებით და მათი გავლენა შეიძლება იყოს პირდაპირიც და შენიღბულიც. მეცნიერმა აღიარა ორი ძირითადი ინსტინქტი - სიცოცხლე და სიკვდილი. პირველი უზრუნველყოფს სახეობების გამრავლებას.
სექსუალური ინსტინქტების ენერგიას ეწოდება ლიბიდო. მეორე, რომელიც ექვემდებარება თვითგანადგურების ინსტინქტებს, ტანატოსს, ვლინდება აგრესიაში, სისასტიკესა და თვითმკვლელობაში. შოპენჰაუერზე დაყრდნობით, ფროიდი ამტკიცებდა, რომ „სიცოცხლის მიზანია სიკვდილი“, თუმცა სიცოცხლე შეიძლება და უნდა განვლო ბედნიერად. ადამიანი გადის განვითარების რამდენიმე სტადიას, და თუ პიროვნება ერთ მათგანზე ჩერდება, მაშინ ფსიქოანალიტიკოსი უნდა დაეხმაროს პაციენტს გააცნობიეროს „გაჩერების“ მიზეზი, რაც შესაძლებელს გახდის წინსვლას. ფროიდის დროიდან კლასიკური ფსიქოანალიზის სეანსები არ შეცვლილა: პაციენტი დივანზე წევს ზურგით ფსიქოთერაპევტისკენ და ერთი საათის განმავლობაში საუბრობს ყველაფერზე, რაც თავში მოდის. და ასე ხდება კვირაში 3-დან 5-ჯერ, რამდენიმე წლის განმავლობაში. ფსიქოთერაპევტი ამ დროს თეთრი ეკრანის როლს ასრულებს, რომელზეც პაციენტი პროეცირებს თავის ნებისმიერ აზრს. როდესაც ცნობიერება შეაღწევს არაცნობიერის სიღრმეში, ადამიანს შეუძლია უნებლიედ გათავისუფლდეს ყველაფრისგან, რაც ხელს უშლის მას ცხოვრებაში.
განდგომილები
თანდათანობით ფროიდის იდეებმა დაიპყრო იმ დროის ყველაზე ბრწყინვალე ინტელექტუალთა გონება. მის გარშემო დაიწყო თანამოაზრეების წრის შეკრება, მათ 1902 წელს ჩამოაყალიბეს ვენის ფსიქოანალიტიკური წრე, რომელიც 6 წლის შემდეგ გარდაიქმნა ვენის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებად. მასში შედიოდდნენ ამბიციური ალფრედ ადლერი, ენციკლოპედიურად განათლებული კარლ იუნგი, მგრძნობიარე და მარტოხელა ოტო რანკი. მართალია, ძალიან მალე „ინტელექტუალთა კავშირში“ გაჩნდა ბზარი: განსაკუთრებით ბრწყინვალე მოწაფეებმა დაიწყეს საკუთარი შეხედულებების წამოყენება ადამიანის პიროვნებაზე და დატოვეს „ფსიქოანალიზის მამა“. უფრო მეტიც, განხეთქილება იმდენად ღრმა იყო, რომ მოწაფეები და მასწავლებელი აღარასდროს შეხვდნენ ერთმანეთს.
როდესაც ფროიდმა შეიტყო ალფრედ ადლერის გარდაცვალების შესახებ, თავის მეგობარს მისწერა: „მსოფლიომ გულუხვად დააჯილდოვა იგი მისი ძალისხმევისთვის ფსიქოანალიზის უარყოფის სფეროში“. ფსიქოთერაპია ალფრედ ადლერს უნდა უმადლოდეს ისეთ ცნებას, როგორიცაა „არასრულფასოვნების კომპლექსი“, ასევე წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის ცხოვრების წესი. ადლერი გამომდინარეობდა იქიდან, რომ როდესაც ბავშვი იბადება, მამოძრავებელი ძალა ხდება არა იმდენად სექსუალური მოთხოვნილება ან სიკვდილის მოთხოვნილება, როგორც ფროიდი ამტკიცებდა, არამედ უპირატესობის მოთხოვნილება.
ადლერის თანახმად, თუ პიროვნება უფრო არასახარბიელო მდგომარეობაშია, მაშინ შესაძლებელია, რომ ის სამუდამოდ „დაავადდეს“, რაც გახდება ცხოვრების წესი. ამასთან, შესაძლებელია მოვლენების განვითარების სხვა ვარიანტი, როდესაც ადამიანი იწყებს სირთულეების დაძლევას, აღწევს ისეთ სიმაღლეებს, რომლებიც მიუწვდომელია „ჩვეულებრივი“ შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. შეიძლება მოხდეს ზეკომპენსაცია სხვა სფეროში - ასე რომ რაიმე მნიშვნელოვანი დამსახურების უკან არ იქნება შესამჩნევი უარყოფითი მხარეები. ადლერი წერდა: „თითქმის ყველა გამოჩენილ ადამიანში ვხვდებით რაიმე ორგანოს დეფექტს; იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ბევრს იტანჯებოდნენ სიცოცხლის დასაწყისში, მაგრამ იბრძოდნენ და გადალახეს მათი სირთულეები“.
ვარდის სახელი
კარლ გუსტავ იუნგი მაშინვე და უპირობოდ მიიღეს ვენის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებაში - როგორც „უფროსი ვაჟი“ და „მემკვიდრე“. მაგრამ ასეთი დიდი პატივისცემის მიუხედავად, იუნგი თანდათან ჩამოშორდა კლასიკურ ფსიქოანალიზს და შექმნა საკუთარი მიმართულება, რომელსაც ანალიტიკური ფსიქოლოგია უწოდა. მისი მასწავლებლისგან განსხვავებით, იუნგი დაინტერესებული იყო ევროპული და აღმოსავლური ოკულტიზმით, მეტაფიზიკით და ასევე დარწმუნებული იყო, რომ რელიგია დიდი ძალაა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის სწრაფვას სიცოცხლის მთლიანობისა და სისრულისკენ. სიზმრებს და ფანტაზიებს ის განიხილავდა, როგორც კოლექტიური არაცნობიერის ნაყოფს, რომელიც შეიცავს მთელი კაცობრიობის გამოცდილებას. იუნგის იდეების წყალობით, რომ არაცნობიერის პრობლემები შეიძლება გადაწყდეს არაცნობიერის საშუალებით, ფსიქოთერაპიაში გაჩნდა ახალი მიმართულება - ჰანს ლეინერის სიმბოლდრამა, ან კატათიმურ-იმაგნიტური ფსიქოთერაპია.
ასეთი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა ახლა აქტიურად გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით გერმანიაში. სეანსის დროს პაციენტს სთხოვენ წარმოიდგინოს გარკვეული ფიქსირებული სურათები, რომელთაგან თითოეული რაღაცას ნიშნავს: მდინარე - სასიცოცხლო ენერგიას, მდინარის სათავეები - დედასთან ურთიერთობას, ტყე და ზღვის ფსკერი - დაშვებას არაცნობიერში, ლომი - აგრესიას, ხარი და ძროხა - მშობლების ფიგურებთან ურთიერთობას და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმბოლდრამაში პაციენტი სიმბოლური ფორმით აღწერს თავისი არაცნობიერის შინაარსს, ხოლო ფსიქოთერაპევტი, ფსიქოანალიტიკოსისგან განსხვავებით, გამუდმებით ესაუბრება მას, სთხოვს უთხრას, მაგალითად, აქვს თუ არა ვარდს ფესვები და კვირტები, რა ფერისააა ფოთლები და მიმდებარე ლანდშაფტი.
ითვლება, რომ თერაპიული ეფექტი მიიღწევა მაშინ, როდესაც ადამიანმა გამოიმუშავა 6-დან 20 სურათამდე. უფრო მეტიც, ასეთი სეანსების შემდეგ არაერთხელ იყო შესაძლებელი დაკვირვება, მაგალითად, ონკოდაავადებულთა სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის სტაბილიზაციაზე, აგრეთვე ტკივილისა და სპაზმების შემცირებაზე საყრდენ მამოძრავებელი აპარატის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში დარღვევების შემთხვევაში. ფსიქოთერაპევტების აზრით, ასეთი მოვლენები აიხსნება ორგანიზმის ფარული ძალებისადმი აპელაციით, რომლის შესახებაც ჩვენ ჯერ კიდევ პრაქტიკულად არაფერი ვიცით.
სრული გეშტალტი
ფროიდის მიერ კიდევ ერთი „განაწყენებულია“ ფრიც პერლზი. თავის დროზე ის ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან ერთ-ერთ კონგრესზე, რათა ესაუბრა იმაზე, თუ რამდენად პოპულარულია ფსიქოანალიზის თეორია აფრიკის კონტინენტზე. მაგრამ მეტრმა საკმაოდ გულგრილად მიიღო თავისი ახალგაზრდა თაყვანისმცემლის გულის ნადები. პერლზი განაწყენდა, რის შემდეგაც მან დაკარგა ინტერესი ფსიქოანალიზისადმი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მან შესთავაზა მსოფლიოს საკუთარი მეთოდი - გეშტალტ-ფსიქოთერაპია (გერმანულიდან „გეშტალტი“ - სახეს, სრულ სურათს). გეშტალტ-თერაპიის პარალელურად აშშ-ში გაჩნდა კიდევ ერთი მიმართულება - სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, რომელიც ვილჰელმ რაიხის მიერ არის დაარსებული. მისი თვალსაზრისით, სხეული განუყოფელია არაცნობიერისგან და არახელსაყრელ ვითარებაში იძენს „კუნთების ჯავშანს“, რომელიც შედგება ბლოკებისა და დამჭერებისგან.
მასაჟის დახმარებით ფსიქოთერაპევტი ამუშავებს ფაშეშებულ კუნთებს და უბრუნებს მათ დაკარგულ თავისუფლებას სულისა და სხეულისთვის. ვილჰელმ რაიხმა გამოაქვეყნა ბევრი წიგნი, რომელშიც მან წარმოადგინა ძალიან ექსტრავაგანტული თეორიები. მაგალითად, ორგონის - სიცოცხლის ენერგიის შესახებ. მის მისაღებად რაიხმა შეიმუშავა სპეციალური მოწყობილობები, რომლებშიც მან შეაგროვა ორგონი, შემდეგ კი ასხივებდა პაციენტებს. ეს ყველაფერი უფრო ჰგავდა პარამედიცინას, მაგრამ გამოჯანმრთელების მაჩვენებლები მაინც საოცარი იყო. მაგრამ მისი სწავლება 1954 წელს აიკრძალა, ლაბორატორია განადგურდა, ხოლო თავად მეცნიერი ციხეში აღმოჩნდა სასამართლოსადმი უპატივცემულობის ბრალდებით, სადაც გარდაიცვალა გულის უკმარისობით.
ფსიქოთერაპია და მასები
ფსიქოთერაპიულ ჯგუფებში, რომლებიც დიდი რაოდენობით გაჩნდა გერმანიაში გასული საუკუნის 30-იან წლებში, ერთიანდებოდნენ ყოფილი ნარკომანები, ონკოპაციენტები და მათი ნათესავები. მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, გერმანელებმა დაიწყეს გაერთიანება ინტერესთა სხვადასხვა კლუბებში, რომლებმაც, სხვა საკითხებთან ერთად, ასრულებდნენ ფსიქოთერაპიულ როლს.
ამერიკელებმა დაიწყეს ამ გამოცდილების გადაღება ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ - სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციისთვის. დაახლოებით იმავე დროს - 60-იან წლებში - მილიონობით ადამიანმა ევროპასა და ამერიკაში დაიწყო სხვადასხვა ტრენინგში მონაწილეობის მიღება. ამ დროისთვის ფსიქოთერაპიას უკვე დაგროვილი ჰქონდა მეთოდიკის დიდი არსენალი, რომელიც ფროიდის ფსიქოანალიზისგან განსხვავებით, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, იძლეოდა მიზნების მიღწევის საშუალებას გარკვეული ვადის განმავლობაში. XX საუკუნის უფრო პრაგმატულ ადამიანებს არ სურდათ დიდი დროის გატარება დივანზე და საკუთარ არაცნობიერში ქექვა. თუმცა, თავად კლასიკური ფსიქოანალიზიც გარკვეულწილად სხვა გახდა - დღეს ბევრი ფსიქოანალიტიკოსი უკვე წინდაწინ განსაზღვრავს სეანსების რაოდენობას და დასაშვებად მიაჩნია სამკურნალო პრეპარატების მოხმარება.
მეცადინეობის ჯგუფური ფორმების წყალობით, ფსიქოთერაპევტი ხელმისაწვდომი გახდა (მათ შორის ფინანსურად) გაცილებით მეტი ადამიანისთვის, ვიდრე ინდივიდუალური თერაპიის დროს. განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ოჯახური თერაპიის მიმართულება, რომლის შემუშავება დაიწყო ამერიკელმა ფსიქოლოგმა ვირჯინია სატირმა. ის განიხილავდა ოჯახს როგორც მთლიან ორგანიზმს, რომელიც ვითარდებოდა, გადიცდიდა აღმაფრენის და სტაგნაციის პერიოდებს. სხვადასხვა სკოლისა და მიმართულების ფსიქოთერაპევტები აღნიშნავდნენ, რომ ოჯახში დაბრუნებული „ცალკეული“ პაციენტები განიცდიან მნიშვნელოვან სირთულეებს იმ მიზეზით, რომ ისინი იცვლებიან, მაგრამ მათი ოჯახის წევრები არა. ზოგადად, თანამედროვე ფსიქოთერაპიაში რამდენიმე ასეული მიმართულება არსებობს.
არსებობს წმინდა ავტორისეული მეთოდიკები, რომელიც იქმნქბა კონკრეტული შემთხვევებისთვის. მაგალითად, ბიზნეს ტრენინგები, როდესაც აუცილებელია პერსონალის სწრაფად მომზადება კლიენტებთან მუშაობისთვის: სტრეს-მენეჯმენტი, ტაიმ-მენეჯმენტი, სატელეფონო ურთიერთობის ტრენინგი, იმიჯის ფორმირება და მოლაპარაკების ეფექტური წარმართვის ტექნიკა. ძალიან პერსპექტიულ მიმართულებად ითვლება ქოუჩინგი, რომელიც მოიცავს კონსულტაციებს, ტრენინგებს და ხელმძღვანელთა ფსიქოლოგიური პრობლემების ანალიზს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსიქოთერაპევტის ამოცანაა წარმატებული ადამიანების კიდევ უფრო წარმატებულად გახდომა.
რუსული გზა საკუთარი თავისკენ
რევოლუციამდელ რუსეთში ფროიდისეული იდეები ძალიან სწრაფად ვრცელდება. პირველი რეგულარული ფსიქოანალიტიკური ჟურნალი სწორედ რუსეთში გამოქვეყნდა. ფროიდის პირველ პაციენტებსა და სტუდენტებს შორის იყვნენ მხატვარი სერგეი პანკეევი, რომელიც მოგვიანებით გახდა ჰერმან ჰესეს რომანის „ტრამალის მგელის“ მთავარი გმირის პირველსახე, ასევე საბინა შპილრეინი, რომლის გამოც, სხვათა შორის, ფროიდი და იუნგი საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს. 1912 წლიდან 1925 წლამდე რუსეთში გამოქვეყნდა „ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის ბიბლიოთეკების“ მთელი სერია.
1930-იანი წლების დასაწყისში რუსული ფსიქოანალიზის ისტორია შეწყდა. საზოგადოებაში, რომელშიც იმ დროს კულტივირებდა ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის სული, არ იყო თვითგამოკვლევის ადგილი. ფსიქოთერაპია წავიდა მიწისქვეშეთში, დაიკავა ძალიან მოკრძალებული ნიშა მხოლოდ ფსიქიატრიაში. მშობლიური ფსიქოანალიზის თანდათანობითი აღორძინება დაიწყო მხოლოდ 1970-იან წლებში ფსიქოლოგ ბორის კრავცოვის წყალობით, მაგრამ ფსიქოთერაპიამ საბოლოოდ დაიწყო „მიწისქვეშეთიდან“ გამოსვლა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც გაჩნდა პირველი ფსიქოანალიტიკური ჯგუფები, ასევე რუსეთის ფსიქოანალიტიკური ასოციაცია და პრაქტიკოს ფსიქოლოგთა ასოციაციის ფსიქოანალიზის სექცია ... გასაგებია, რომ იმ წლებში პრაქტიკაში გამოყენებული ფსიქოთერაპია უკეთეს შემთხვევაში შეესაბამებოდა ფროიდის დროინდელ ფსიქოანალიზს. ასე რომ, მთელი გამოცდილება, რომელიც დააგროვა დასავლურმა ფსიქოთერაპიულმა აზროვნებამ 70 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში უნდა ათვისებული იქნას უკიდურესად მოკლე დროში.
კომენტარი
ლეონიდ კროლი, ჯგუფური და ოჯახური ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დირექტორი, ი.მ. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის ფსიქოთერაპიის კათედრის დოცენტი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ადამიანის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 60 სტატიის ავტორი ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის შესახებ:
„ახლა სულ უფრო მეტი დაავადება, რომელიც ცოტა ხნის წინ მიეკუთვნებოდა წმინდა სხეულებრივს, გადადის ფსიქოსომატურთა რიგში, ხოლო ფსიქოთერაპევტები და ფსიქოლოგები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი პროფესია ხდება. ზოგიერთ ქვეყანაში მათი რიცხვი საკმაოდ შეედრება პრაქტიკოს ექიმთა რიცხვს. ამრიგად, გარკვეული დამღა, რომ ფსიქოთერაპევტებს მხოლოდ ისინი მიმართავენ, ვინც ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი, თანდათან იხსნება. ფსიქიკური შემადგენელი გვხვდება ისეთ დაავადებებში, როგორიცაა ბრონქული ასთმა, კუჭის წყლული, ეგზემა. ამიტომ, ახლა ევროპის უმეტეს ქვეყნებში ექიმი პაციენტის პირველადი გამოკვლევის დროს ურჩევს ფსიქოთერაპევტთან დაკავშირებას, რადგან ძალიან ხშირად ასეთი დაავადებების მიზეზი არის ფარული დეპრესია, რომლის შესახებაც პაციენტმა ზოგჯერ არც კი იცის. ქრონიკული პაციენტები შემთხვევების დაახლოებით 30%-ში გაცილებით სწრაფად გამოჯანმრთელდებიან, თუ ფსიქოთერაპევტი ჩაერთვება მკურნალობაში. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ, როგორც წესი, პაციენტს თავდაპირველად არ აქვს არანაირი ჩივილი ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
თუმცა დადგენილია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების მიზეზია სიცოცხლის ფარული არნდომა, ცხოვრებისეული მიზნებისა და სტრატეგიების გადახედვისას, ადამიანის შიგნით ღრმად დამალული სტრესების გაცნობიერებისას ადამიანს შეუძლია გამოჯანმრთელდეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მრავალი დაავადება, მათ შორის ონკოლოგიური, ძალიან ხშირად გადაეცემა თაობიდან თაობას. ერთ და იმავე ასაკში, მსგავს გარემოებებში ჩნდება ქცევის გარკვეული სტერეოტიპები, რომლებიც იწვევს წმინდა „ოჯახური“ დაავადებების განვითარებას. ამ შემთხვევაში, ფსიქოთერაპევტის ამოცანაა შეხედოს ოჯახს, როგორც ჩამომავლობას და მოხსნას „გვაროვნული დამღა“.
უნდა ითქვას, რომ ფსიქოთერაპია ძალიან მცირედ ეყრდნობა ადამიანის რაციონალურ აღქმას, ამიტომ სეანსების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხეულთან მუშაობას, არავერბალურ ტექნიკას და ტრანსულ გავლენას. ჯერჯერობით ნაკლებადაა ცნობილი, რა ხდება პაციენტის ტვინში, თუმცა არსებობს მთელი მიმართულება სამეცნიერო კვლევებში, რომელიც მხოლოდ ამ პრობლემატიკას შეისწავლის. მაგრამ სახეების შეცვლისას ცნობიერებაში თავად ადამიანიც რომ იცვლება, უკვე არავიში იწვევს ეჭვს. იმედის მომცემია ის გარემოებაც, რომ დღეს ბევრი ადამიანი ესწრება სეანსებს არა იმდენად პრობლემების მოსაშორებლად, რამდენადაც საკუთარ თავში დამატებითი რესურსების მოსაძებნად და ამით ცხოვრებაში უფრო დიდი რეალიზაციის მისაღწევად.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised