понедельник, 25 октября 2021 г.

ხელოვნური ინტელექტი: მითები და რეალობა მაკოვკინა ეკატერინა ივანოვნა - სტუდენტი

 


https://interactive-plus.ru/e-articles/408/Action408-260807.pdf


მაკოვკინა ეკატერინა ივანოვნა - სტუდენტი  

კოზირევა გალინა ფიოდოროვნა - პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო უმაღლესი პროფესიული განათლების დაწესებულება „არმავირის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის“ დოცენტი, ქ. არმავირი, კრასნოდარის მხარე. 


ხელოვნური ინტელექტი: მითები და რეალობა


ანოტაცია: სტატიაში განხილულია „ხელოვნური ინტელექტის“ ცნება; მეცნიერების ამ დარგისთვის დამახასიათებელი მითები და ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულად განხორციელებული მიმართულებები.

საკვანძო სიტყვები: ხელოვნური ინტელექტი, ინტელექტუალური საინფორმაციო სისტემები, მითები, ნეირონული ქსელი, საექსპერტო სისტემები.

დღეს ხელოვნური ინტელექტი დისკუსიისა და კვლევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა. მაგალითად, Autodesk-ში მიიჩნევენ, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლებელს ხდის უფრო ზუსტი დასკვნების გამოტანას, ვიდრე ადამიანის ინტელექტი, ასევე დასმული ამოცანების არასტანდარტული გადაწყვეტილებების პოვნას, იმ მიზეზის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტი ითვალისწინებს ყველა შესაძლო გარე და შიდა ფაქტორს. ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოითქვა მოსაზრება, რომ მალე ხელოვნური ინტელექტი ჟურნალისტებსაც ჩაანაცვლებს და მათ ნაცვლად დაიწყებს სტატიების წერას.

ჯონ მაკარტი თავის სტატიაში „რა არის ხელოვნური ინტელექტი?“ იძლევა ამ ცნების შემდეგ განმარტებას:

„ეს არის ინტელექტუალური მანქანების, განსაკუთრებით ინტელექტუალური კომპიუტერული პროგრამების შექმნის მეცნიერება და ტექნოლოგია. ხელოვნური ინტელექტი უკავშირდება კომპიუტერის გამოყენების ამოცანას ადამიანის ინტელექტის მუშაობის გასაგებად, მაგრამ არ შემოიფარგლება ბიოლოგიაში არსებული  მეთოდების გამოყენებით“.

ხელოვნური ელემენტის მნიშვნელობისა და მისი შესაძლებლობების არასწორად გაგება იწვევს იმ გარემოებას, რომ საზოგადოებაში შეიქმნა მეცნიერების ამ სფეროსთან დაკავშირებული რამდენიმე მითი.

მითი პირველი: ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად ან გასამართად შემქმნელებმა უნდა შეისწავლონ, თუ  როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი.

მაიკლ ჯორდანი ამტკიცებს, რომ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობა არ არის დაკავშირებული „ადამიანის“ ინტელექტის მუშაობასთან. მისი აზრით, ნეირობიოლოგიას საკმაოდ არაპირდაპირი კავშირი აქვს ხელოვნური ინტელექტის მუშაობასა და სტრუქტურასთან.

მითი მეორე: ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მეცნიერების უკანასკნელი მიღწევაა.

ბევრი მიიჩნევს, რომ კომპიუტერები, რომლებიც „ადამიანებივით ფიქრობენ“, მალე ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში იქნება. ასეთი განსჯა ემყარება იმ იდეას, რომ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ცნობილია ხელოვნური ინტელექტის შესახებ და ამ სფეროში ყველა მიღწევა დაკავშირებულია თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებთან. ამ განსჯის არასწორობა მდგომარეობს იმაში, რომ სინამდვილეში, ამ სფეროში თანამედროვე ცოდნის უმეტესი ნაწილი გადამუშავებული და შევსებული ინფორმაციაა, რომელიც ჯერ კიდევ 80-იან წლებში იყო ცნობილი.

მითი მესამე: ხელოვნური და „რეალური“ ნეირონული ქსელების სტრუქტურა ერთნაირია.

ხელოვნური ინტელექტის სისტემებში არ არსებობს არც სპაიკები, არც  დენდრიტები, უფრო მეტიც, მათი მუშაობის პრინციპები შორს არის არა მხოლოდ თავის ტვინის მუშაობისგან, არამედ ყბადაღებული „ნევრალური რეალიზმისგან“. ფაქტობრივად, ნერვულ ქსელებში არაფერია „ნეირონული“.

მითი მეოთხე: მეცნიერებმა კარგად იციან „ადამიანის“ ინტელექტის მუშაობის პრინციპები.

ჯონ მაკარტი ამტკიცებდა, რომ სირთულე მდგომარეობს არა მხოლოდ სისტემის შექმნაში, რომელიც მუშაობს ადამიანის ტვინის მსგავსად, არამედ იმაში, რომ მეცნიერებსაც კი არ ესმით ბოლომდე რას წარმოადგენს „ადამიანის“ ინტელექტი და რა პროცესებზეა ის პასუხისმგებელი.

შესაძლებელია თუ არა ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნა, რომელიც შესაძლებლობების თვალსაზრისით ადამიანის ტოლი იქნებოდა? შეძლებენ ადამიანები იმის გაგებას, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი? მაიკლ ნილსენი ამტკიცებს, რომ დიახ, რადგან ბუნებაში ბევრი რამ უფრო მარტივად მუშაობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

მაგრამ მაიკლ ჯორდანი იძლევა რჩევებს, რომლებიც უფრო ახლოს არის მკვლევართა პრაქტიკულ მუშაობასთან: არ აყვეთ ჟურნალისტების პროვოკაციებს და ნუ ეძებთ „რევოლუციურ“ გადაწყვეტილებებს. მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტის პრობლემაზე მომუშავე მეცნიერები, რომლებიც დაკავშირებული არიან ადამიანის ინტელექტთან, როგორც მათი კვლევის საწყის და საბოლოო მიზნთან, ზედმეტად ზღუდავენ საკუთარ თავს: ამ სფეროში საინტერესო გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს ისეთ მიმართულებებში, რომლებიც საერთოდ არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ არის მოწყობილი ჩვენი ტვინი (და როგორ ვხედავთ მას როგორც  სტრუქტურას).

ამჟამად, ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრაქტიკულად რეალიზებული მიმართულებებია ნეირონული ქსელები და საექსპერტო სისტემები. თუ კლასიკური საექსპერტო სისტემების შექმნისას ადამიანმა ექსპერტმა ჯერ უნდა მოახდინოს თავისი ცოდნის ფორმალიზაცია (წარმოადგინოს იგი ბუნებრივ ენაზე, როგორც წესების ან შაბლონების ერთობლიობა), ხოლო ცოდნის თანმიმდევრული და სრული ფორმულირების მიღება გრძელი და შრომატევადი პროცესია, მაშინ ნეირონული ქსელური საექსპერტო სისტემები თვითონ სწავლობენ ექსპერიმენტულ მონაცემთა ბაზის (ფაქტების) ბაზაზე. ეს შესაძლებელს ხდის ნეიროექსპერტული სისტემების შექმნას ადამიანი ექსპერტის არარსებობისას, მაგალითად, საქმიანობის ახალი განვითარებადი სფეროსთვის, რომელიც მოითხოვს დიაგნოსტიკას.


ლიტერატურის სია

გ.ფ. კოზირევა. საექსპერტო სისტემის პროტოტიპის შემუშავება Visual Prolog გარემოში/გ.ფ. კოზირევა, მ.ვ. რიაბცევა// World science: problems and innovations: VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სტატიების კრებული – პენზა: სამეცნიერო თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრი „მეცნიერება და განათლება“, 2017. – გვ. 61–64.

ბ.ი. სოვეტოვი. ინტელექტუალური სისტემები და ტექნოლოგიები: სახელმძღვანელო უმაღლესი პროფესიული განათლების დაწესებულებების სტუდენტებისთვის/ბ.ი. სოვეტოვი, ვ.ვ. ცეხანოვსკი, ვ.დ. ჩერტოვსკი. – მოსკოვი: საინფორმაციო ცენტრი „აკადემია“, 2013. – 320 გვ.

რ.ხ. ჩახალიანი. ნეირონული ქსელები [ტექსტ]/რ.ხ. ჩახალიანი, გ.ფ. კოზირევა//ეკონომიკური მეცნიერება დღეს: თეორია და პრაქტიკა : VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები (ჩემოქსარები, 2017 წლის 24 მარტი)/სარედაქციო კოლეგია: ბ.კ. მეიმანოვი [და სხვ.]. – ჩემოქსარები: სამეცნიერო თანამშრომლობის ცენტრი „ინტერაქტივ პლუსი“, 2017. – გვ. 278–279.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised