понедельник, 25 октября 2021 г.

ნახშირორჟანგის სენსორი

 http://intobr.kg/wp-content/uploads/2017/11/PS-2110.pdf 

PASPORT

ნახშირორჟანგის სენსორი

PS-2110

ტექნიკური მახასიათებლები:

დიაპაზონი: CO2-ის 0-დან 300,000 მემილიონე წილამდე (ppm) †

გადაწყვეტა: 1 მემილიონე წილი (ppm)

ცდომილება: 0 მემილიონე წილიდან (ppm) 10 000 მემილიონე წილამდე (ppm): 100 ppm

 ან შედეგის 10%, უფრო დიდი მაჩვენებლიდან გამომდინარე.

10,000 მემილიონე წილიდან (ppm) 50,000 მემილიონე წილამდე (ppm): შედეგის 20%

50 000 მემილიონე წილზე (ppm) მეტი: მხოლოდ თვისობრივი შეფასება *

განმეორადობა: ± 50 მემილიონე წილი (ppm) ან შედეგის 5%, უფრო დიდი მაჩვენებლიდან გამომდინარე.

ტენიანობის/ტემპერატურის დიაპაზონი: შედარებითი ტენიანობა 5%-დან  95%-მდე, კონდენსაციის გამოკლებით. 20°C-დან 30°C-მდე** 

†  ნახშირორჟანგის სენსორი არ არის განკუთვნილი იმ კვლევებისთვის, რომლებიც საჭიროებენ გარე გარემოს მაჩვენებლების განსაკუთრებულ სიზუსტეს.

ამ დიაპაზონში მოწყობილობის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ნახშირორჟანგის თვისობრივი განსაზღვრისთვის.

**თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მოწყობილობა უფრო ფართო დიაპაზონში, რამაც შეიძლება შეამციროს გაზომვების სიზუსტე.

მოწყობილობის მიერთება

ნახშირორჟანგის სენსორი PS-2110 ზომავს ნახშირორჟანგის კონცენტრაციას (ppm) ისეთ გაზებში, როგორიცაა ჰაერი. სენსორი CO2 განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

აუცილებელი დამატებითი აღჭურვილობა

*ინტერფეისი PASPORTTM (USB Link, Xplorer, etc.) და კომპიუტერი USB პორტით ან PS-2000 Xplorer]

*  პროგრამული უზრუნველყოფა EZscreen ან DataStudio® (ვერსია 1.7.2 ან უფრო გვიანი)

1. მიუერთეთ ინტერფეისი PASPORT თქვენი კომპიუტერის USB პორტს ან USB ქსელურ კონცენტრატორს. თუ თქვენ იყენებთ Xplorer თქვენს კლასში როგორც ინტერფეისს, მიუერთეთ კაბელი Xplorer  თქვენი კომპიუტერის USB პორტს.

2. მიუერთეთ მოწყობილობა ინტერფეისს PASPORT.

3. პროგრამული უზრუნველყოფა ავტომატურად ჩაირთვება, როგორც კი აღმოაჩენს, რომ ნახშირორჟანგის სენსორი უკვე მიერთებულია. ეკრანზე PASPORTAL შეარჩიეთ თქვენთვის საჭირო შესასვლელი.


ამოცანები, რომლებიც სრულდება DataStudio/DS Lite: შესრულების წესი:

დისპლეის გახსნა: ორჯერ დააწკაპუნეთ დისპლეის სიაში არსებულ ნებისმიერ სურათზე.

ნახეთ CO2-ს  ჩვენებები: გახსენით მონაცემთა სია, დააწკაპუნეთ CO2-ს იკონკაზე და გადაიტანეთ ღია დისპლეიზე.

გრაფიკის მასშტაბის შეცვლა: დააწკაპუნეთ მასშტაბის შეცვლის ღილაკზე.

Change the sampling period or rate: დააწკაპუნეთ ღილაკზე მომართვა სტრიქონის ზედა ფანჯრის გასახსნელად. დააწკაპუნეთ ღილაკზე.

მაქსიმუმამდე გაზრდა, კურსორი დაუშვით CO2-ს სენსორის შერჩევის ვარიანტამდე. გამოიყენეთ ქვედა ისარი დროის ერთეულის შესარჩევად; გამოიყენეთ ნიშნის ღილაკები პლუსი (+) და მინუსი (-) მონაცემთა შეგროვების სიჩქარის შესაცვლელად.


ნახშირორჟანგის შესწავლის სასწავლო დავალება


ბარდის თესლის უჯრედული სუნთქვა

საჭირო აღჭურვილობა: ბარდის თესლის ჭიქის ¼, მუქი პირსახოცი, ნახშირორჟანგის PS-2110 სენსორი საცობით და ნიმუშების შესაგროვებელი ბოთლით, USB პორტი ან Xplorer, პროგრამული უზრუნველყოფა DataStudio ან EZscreen, ტემპერატურის სენსორი PS-2125 (სავალდებულო არ არის)

1.მიუერთეთ ნახშირორჟანგის სენსორი ინტერფეისს USB (პორტი USB, Xplorer,  და სხვ.)

2. მოათავსეთ მშრალი ბარდის თესლი ნიმუშების შესაგროვებელ ბოთლში. მოათავსეთ ზონდი საცობით და სენსორით ბოთლის შიგნით.

3. გამოიყენეთ მონაცემების შეგროვების თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა ან Xplorer, დააწკაპუნეთ ღილაკზე სტარტი ბოთლში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მონაცემების შეგროვების ასამოქმედებლად. განაგრძეთ მონაცემების შეგროვება დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში; ეს საწყისი კონცენტრაცია იქნება თქვენი მონაცემების ათვლის  წერტილი თესლის გაღივებამდე.

4. გათიშეთ USB პორტი ან Xplorer აწყობილი მოწყობილობიდან.

5. დანამეთ თესლი რამდენიმე ჩაის კოვზი წყლით. მოათავსეთ მუქი პირსახოცი ბოთლის თავზე და დატოვეთ თესლი ბოთლში მეორე დილამდე გაღივებისთვის.

6. როგორც კი თესლი აღმოცენდება, ისევ მიუერთეთ სენსორი მონაცემების შეგროვების  პროგრამულ უზრუნველყოფას და დააწკაპუნეთ ღილაკს სტარტი. აკონტროლეთ მონაცემების ჩაწერა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. (ყურადღება: არავითარ შემთხვევაში არ დაასველოთ ზონდი ან სენსორი!)

7. შეადარეთ ნახშირორჟანგის გამოყოფის სიჩქარე თესლის გაღივებამდე და მის შემდეგ. დაასაბუთეთ თქვენი შედეგები. რამ გამოიწვია ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ცვლილება?

8. (დამატებითი დავალება): გაიმეორეთ პუნქტი 6, მოათავსეთ ბოთლი წყლის აბაზანაში სხვადასხვა ტემპერატურაზე. (ყურადღება: თუ თქვენ იყენებთ ტემპერატურის სენსორ PS-2125-ს ან ჩვეულებრივ თერმომეტრს, შეგიძლიათ გაზომოთ არა მხოლოდ ნახშირორჟანგი, არამედ ტემპერატურა, ანუ ორივე პარამეტრი: CO2 და ტემპერატურა, ყოველ 5 წუთში 20 წუთის განმავლობაში.)


CO2-ს ნიმუშების შეგროვება

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოთლი, რომელიც კომპლექტშია სენსორთან, ჰაერის სინჯების შესაგროვებლად, როგორიცაა ატმოსფერული ჰაერი ან ნახშირორჟანგი, რომელიც გამოიყოფა გაღივებული თესლიდან. [შენიშვნა: ნუ ეცდებით ამოიღოთ ზონდი მოწყობილობიდან, ის არ იხსნება.]

ჰაერის სინჯების შემოწმება: ატმოსფერული ჰაერის შესაგროვებლად, ბოთლი დაიჭირეთ ვერტიკალურად,  გახსენით ბოთლის ყელი (საცობის გარეშე). დაელოდეთ სანამ ჰაერი შეავსებს ბოთლს. მოათავსეთ ზონდი საცობით ბოთლის ყელში. შეამოწმეთ რომ საცობი მყარად არის მოთავსებული ბოთლის ყელში და დაიწყეთ მონაცემების შეგროვება.

ამოსუნთქული ჰაერის ან სხვა გაზების ნარევის გამოკვლევა: მოათავსეთ გაზი პლასტმასის პაკეტში და მჭიდროდ დახურეთ. კვლევის დაწყებამდე ოდნავ გახსენით პაკეტი და მაშინვე მოათავსეთ მასში ზონდი საცობით. ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი ვენტილი, სარქველი, მუფტა ან სხვა მოწყობილობები პლასტიკური პაკეტის ჰერმეტიზაციისთვის, რაც ხელს შეუშლის გაზის ნიმუშის შერევას ატმოსფერულ ჰაერთან.


CO2-ს სენსორის დაკალიბრება

სასწავლო დაწესებულებების დიდი ნაწილისთვის ნახშირორჟანგის სენსორის PS-2110 დაკალიბრება საჭიროებას არ მოითხოვს, რადგან სენსორი უკვე დაკალიბრებულია ქარხანაში. თუმცა, დროთა განმავლობაში, სენსორის მახასიათებლები შეიძლება შეიცვალოს. სენსორის პირვანდელი ქარხნული სიზუსტის აღსადგენად განახორციელეთ მისი დაკალიბრება ჩვეულებრივი ატმოსფერული ჰაერის პირობებში (დაახლოებით CO2-ს 400-450 ppm).

სენსორის ერთწერტილოვანი დაკალიბრება:

1. ჩაატარეთ გარე ატმოსფერული ჰაერის აღება (CO2-ს 400-450 ppm).

2. მოათავსეთ აწყობილი მოწყობილობა (სენსორი ზონდით და საცობით) ვერტიკალურად განთავსებულ ბოთლში. მონაცემების შეგროვების დაწყებამდე შეამოწმეთ, რომ საცობი მყარად იყოს მოთავსებული ბოთლის ყელში (იხ.ნახ. 1).

3. მიიტანეთ აწყობილი მოწყობილობა, ბოთლის ჩათვლით, საკლასო ოთახში და მიუერთეთ იგი Xplorer, USB პორტთან ან სხვა USB ინტერფეისთან.

4. გამოიყენეთ DataStudio (ან EZscreen, ან Xplorer), დააკვირდით ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მაჩვენებლების მნიშვნელობას. დაელოდეთ მინიმუმ 90 წამი, სანამ მაჩვენებლები სტაბილიზირდება.

5. სენსორზე, დააჭირეთ დაკალიბრების ღილაკს და გააჩერეთ იგი 3 წამის განმავლობაში. ანთებული მწვანე ნათურა აჩვენებს, რომ დაკალიბრება დაწყებულია.

6. დაელოდეთ დაახლოებით ერთ წუთს. როდესაც მწვანე ნათურა ციმციმს დაიწყებს, დაკალიბრება დასრულებულია.

7. დაკალიბრების მნიშვნელობის სისწორის უზრუნველსაყოფად, შეამოწმეთ სენსორის მიღებული ჩვენება DataStudio-ში (ან EZscreen ან Xplorer). ჩვენება უნდა იყოს სტაბილური 400 ppm–ს ფარგლებში (± 50 ppm).

8. თუ სენსორის ჩვენება არასტაბილურია ან ძალიან მაღალი ან დაბალი, გაიმეორეთ  დაკალიბრება.


CO2-ს სენსორთან მუშაობა

1.  მიუერთეთ ნახშირორჟანგის სენსორი Xplorer-ს, USB პორტს, ან USB-ს სხვა ინტერფეისს.

2. მოათავსეთ ზონდი შეგროვებული ჰაერის სინჯში. სენსორი აუცილებლად უნდა დატოვოთ 90 წამით, სანამ გათბება, ამ დროს ზონდმა უნდა აჩვენოს 20°C–დან 30°C–მდე.

3. გამოიყენეთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა (მაგალითად, DataStudio ან EZscreen ან Xplorer), დააწკაპუნეთ ღილაკზე სტარტი გაზომვის დასაწყებად.


ყურადღება: ნახშირორჟანგის სენსორი არ არის განკუთვნილი სითხეებში, მტვრიან ან ქარიან გარემოში ან მზის პირდაპირ სხივებზე გამოსაყენებლად. არ მოათავსოთ ნახშირორჟანგის სენსორი თხევად ნიმუშებში, როგორიცაა წყალი ან სასმელები. ნახშირორჟანგის სენსორის სითხეში მოთავსება გამოიწვევს მოწყობილობის სრულ დაზიანებას. ნახშირორჟანგის სენსორის გამოყენებამ მტვრიან ან ქარიან გარემოში ან მზის პირდაპირ სხივში შეიძლება გამოიწვიოს ანომალური მაჩვენებლები. შეინახეთ მოწყობილობა პლასტიკურ, ჰერმეტულად დახურულ პაკეტში, რათა დაიცვას იგი მტვრისა და ჭუჭყისგან, რომლებსაც შეუძლია სენსორის მაჩვენებლების დამახინჯება.

ყურადღება: თუ ნახშირორჟანგის სენსორი გამოიყენება Xplorer-ის ინტერფეისით, მისი ბატარეა ძლებს დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში, თუ ბატარეა სრულად დატენილია. თუ თქვენ გჭირდებათ CO2-ს კონცენტრაციის მაჩვენებლების გამოკვლევა 55 წუთზე მეტხანს, ასევე ბატარეის გამოყენების გახანგრძლივება, მიუერთეთ Xplorer კომპიუტერს ან ქსელურ ადაპტერს Xplorer (PS-2530). ბატარეაზე მომუშავე Xplorer–ის გამოყენებისას არ შეამციროთ მონაცემთა შეგროვების სიჩქარე 30 წამში 1–ზე ნაკლებ ნიმუშამდე, რომ Xplorer არ გადავიდეს „ძილის“ რეჟიმში.


გამოყენების ვარიანტები

მცენარეების სუნთქვა და ფოტოსინთეზი

უჯრედული სუნთქვა

ცხოველების სუნთქვა

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება

მყარი CO2-ს აორთქლება

ქიმიური რეაქციების დროს CO2-ს გამოყოფის სიჩქარე

ორგანული მასალის დაშლა ნიადაგში

ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზომვა სხვადასხვა წყაროებში, როგორიცაა სათბურები, ადამიანის ამოსუნთქული ჰაერი ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე და მის შემდეგ, ავტომობილის გამონაბოლქვი, ჰაერი ქალაქის სხვადასხვა რაიონებში და ა.შ.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised