пятница, 1 октября 2021 г.

რით ემუქრება დედამიწას მზის მინიმუმი.პლანეტების ორბიტები ხელს უწყობენ მზის აქტივობის 11 წლიანი ციკლის საიდუმლოს ამოხსნას

 რით ემუქრება დედამიწას მზის მინიმუმი

https://hi-tech.mail.ru/news/chem-zemle-ugrozhaet-solnechnyj-minimum/


მზეზე თითქმის არ არის ლაქები, რაც ნიშნავს რომ ჩვენი მნათობი შევიდა მზის მინიმუმის ფაზაში. რას მოუტანს იგი დედამიწის მცხოვრებლებს?

მზის მინიმუმი ხდება ყოველ 11 წელიწადში ერთხელ. ამ დროს მზის აქტივობა მინიმალურია. მასზე ლაქები და აფეთქებები არ არის. მაგრამ ისინი, ვინც თვლიან, რომ ასეთ მდგომარეობაში არაფერია საინტერესო, ძალიან ცდებიან.

მზის მინიმუმი ერთგვარი სიმშვიდეა ქარიშხლის წინ. და რაც უფრო გრძელი და მშვიდია ის, მით უფრო აქტიური იქნება მზე მის შემდგომ. ასეთი მშვიდი პერიოდის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში, კოსმოსური აფეთქებები და მაგნიტური ქარიშხლები ძალიან ინტენსიური იქნება.

ამან შეიძლება გამოიწვიოს შეფერხება ორბიტული თანამგზავრების მუშაობაში და ხელის შემშლელი იქნება ასტრონავტებისთვის, ასევე დედამიწაზე ელექტროენერგიის ლოკალურ გათიშვას გამოიწვევს. ასტროფიზიკოსების ვარაუდით, ყოველივე აღნიშნული შეიძლება გველოდებეს უკვე მომდევნო კალენდარულ წელს.

მზის მინიმუმის დასრულებამ შეიძლება კიდევ ერთი პრობლემა შეგვმატოს. საქმე იმაშია, რომ „მშვიდი მზის“ დროს დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა ჩვეულებრივ მცირდება, და როდესაც მინიმუმი მთავრდება, პირიქით, იზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა კაცობრიობისთვის ადვილი არ არის , ჩვენ გველოდება ძალიან რთული წლები.

===
https://astronews.ru/cgi-bin/mng.cgi?page=news&news=20190619174452
პლანეტების ორბიტები ხელს უწყობენ მზის აქტივობის 11 წლიანი ციკლის საიდუმლოს ამოხსნას
 ვენერას, დედამიწისა და იუპიტერის ორბიტებს შეუძლიათ ახსნან მზის აქტივობის რეგულარული 11 წლიანი ციკლი, ნათქვამია ახალ კვლევაში.
        მეცნიერთა გუნდმა ჰელმჰოლცის სახელობის დრეზდენ-როსენდორფის ცენტრიდან (Helmholtz-Zentrum Dresden-Rossendorf, HZDR), ქ. დრეზდენში, გერმანია, მდებარე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან, აჩვენა, რომ ამ სამი პლანეტის მხრიდან მოქმედი მოქცევის ძალები გავლენას ახდენენ მზის აქტივობის ციკლზე. ეს მონაცემები დაეხმარება იმ პრობლემის გადაჭრაში, რომელიც მზის შემსწავლელი ფიზიკოსების წინაშე დიდი ხანია დგას, მიიჩნევენ ნაშრომის ავტორები.
         „ეს ყველაფერი მიუთითებს რეგულარულ პროცესზე, - თქვა ფრანკ სტეფანიმ (Frank Stefani), მკვლევარმა HZDR–იდან და ახალი კვლევის მთავარმა ავტორმა, გაკეთებულ განცხადებაში. - ჩვენ შევამჩნიეთ სრული მსგავსება ამ პლანეტების ორბიტალურ მოძრაობასთან 90 ციკლის განმავლობაში“.
        მკვლევარებმა შეადარეს მზის აქტივობის გამოვლინების დაკვირვებები, როგორიცაა მზის ლაქები, მზის ამოფრქვევები და მასების გვირგვინოვანი ამოფრქვევები - პლანეტების კონფიგურაციას გასული ათასი წლის განმავლობაში, რათა ეჩვენებინათ კორელაციის არსებობა, ნათქვამია განცხადებაში.
        მიუხედავად იმისა, რომ აქტივობის ანალოგიური ციკლები, რომლებიც ხასიათდება გამოსხივების დონის ცვლილებით, ასევე ვარსკვლავური ლაქების რაოდენობით და ზომით, შეინიშნება სხვა მზის მსგავსი ვარსკვლავებისთვის, წინა მოდელებმა ვერ ახსნეს მზის აქტივობის რეგულარული 11-წლიანი ციკლის არსებობის მიზეზი.
        მაგრამ ეს ახალი კვლევა დემონსტრირებს კავშირს მოქცევის ძალებს შორის, რომლებიც მოქმედებენ ვენერას, დედამიწისა და იუპიტერის მხრიდან მზის პლაზმზე, და მზის მაგნიტური აქტივობის პერიოდს შორის. „ჩვენ დავფიქსირეთ შეთანხმებულობის უმაღლესი დონე“, - თქვა სტეფანიმ.
       მკვლევარები იმედოვნებენ მზის მაგნიტური ველის იგივე მოდელის გამოყენებას, რათა უფრო ეფექტურად განსაზღვრონ კოსმოსური ამინდის მოვლენების ინტენსივობის და პროგნოზირების ან მზის ქარიშხლების  უფრო ეფექტური რაოდენობრივი შეფასება,  რომლის დროსაც მზის საშიში გამოსხივება აღწევს დედამიწას.
      კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Solar Physics.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised