შვეიცარელი ტექნოლოგიები შეცვლიან ძროხების კვებას და გადაარჩენენ კლიმატს?
https://www.swissinfo.ch/rus/sci-tech/экология-и-сельское-хозяйство_швейцарские-технологии-изменят-рацион-коров-и-спасут-климат--/44950548
შეუძლია თუ არა მეწველი ძროხების კვების რეჟიმის შეცვლას ხელი შეუწყოს ჩვენს პლანეტაზე გლობალური დათბობის თავიდან აცილებას? რამდენიმე შვეიცარულმა კომპანიამ შექმნა საკვები დანამატები, რომლებიც, მათი თქმით, ამცირებენ მეთანის ემისიებს ცხოველის კუჭიდან, მაგრამ მათმა დასკვნებმა ყველა ვერ დაარწმუნა.
ტარა ჟირო (Tara Giroud)
მეცხოველეობის ხუტორები და ფერმები „სარეკლამო“, იდილიური შვეიცარიის განუყოფელი ელემენტია. მინდვრის ყვავილებით მოფენილი მწვანე მდელოები და ძროხები ზანზალაკებით კისერზე, თვალწარმტაცი ალპური პეიზაჟების ფონზე: ასე წარმოუდგენიათ შვეიცარია მთელს მსოფლიოში. თუმცა, ცოტა ვინმე თუ აცნობიერებს, რომ ყველა ეს საძოვარი ყოველწლიურად მილიონობით ლიტრი მეთანის, სათბურის გაზის ემისიებს უშვებს ატმოსფეროში, რომლის ატმოსფეროზე ზემოქმედების საზომი და ხარისხი ბოლო 100 წლის განმავლობაში 28-ჯერ აღემატება ნახშირორჟანგის ემისიების ეფექტს.
ამრიგად, სწორედ მეთანი ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც შეაქვს წვლილი კლიმატის ცვლილების პროცესში. „დედამიწაზე ძროხების მთელი სულადობა სათბურის გაზების ემისიის მესამე უდიდესი წყაროა ჩინეთისა და აშშ-ს ეკონომიკის შემდეგ“, - ამბობს მიშელ მათრესი (Michael Mathres) - აგროქიმიური კომპანია Mootral-ის სტრატეგიული პროექტის ხელმძღვანელი, რომლის შტაბ-ბინა ჟენევის გარეუბნებშია. ამიტომ, მისი თქმით, დღეისათვის სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა სრულიად არასაკმარისადაა ჩართული იმ მიზეზებთან ბრძოლაში, რომლებიც იწვევს კლიმატის ცვლილებებს.
გაეროს სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის (Food and Agriculture Organization — FAO) მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო პირუტყვზე მოდის მთელს მსოფლიოში სათბურის გაზების ატმოსფეროში ემისიების საერთო მოცულობის დაახლოებით 14%, აქედან ამ მოცულობის ორი მესამედი გენერირებულია მსხვილფეხა პირუტყვის მიერ. შვეიცარიაში მსგავსი სურათი შეინიშნება: აქ სოფლის მეურნეობა პასუხისმგებელია გენერირებული სათბურის გაზების საერთო მოცულობის დაახლოებით 13% -ზე.
მსხვილფეხა რქოსანი ცხოველების საჭმლის მოსანელებელი ტრაქტის როლი გლობალურ დათბობაში
ძროხის ოთხკამერიანი კუჭის პირველი კამერა, ნაწიბური, სავსეა უამრავი მიკრობით, რომლებიც ფერმენტირებენ საკვებს და აადვილებენ საჭმლის მონელებას. საჭმლის მონელების პროცესში წარმოიქმნება მეთანი, რომელიც გამოიყოფა ატმოსფეროში ძროხის ბოყინთან ერთად. საშუალოდ, ძროხას შეუძლია წუთში ერთხელ ამობოყინება, ყოველდღიურად ჰაერში უშვებს 500 ლიტრამდე მეთანს, უსუნო აირს.
სიტუაციის შეცვლა შეუძლია Mootral Ruminant-ს, პრეპარატს, რომელიც მზადდება ნიორიდან და ციტრუსებიდან. ბაზარზე გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა გავიდეს. როგორც მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, მისი ყოველდღიური ძროხის რაციონში შეტანით მეთანის ემისიები შეიძლება 30%-ით ან მეტით შემცირდეს. კიდევ ერთი შვეიცარიული კომპანია, Agolin, აწარმოებს და აწვდის საკვების დანამატს, რომელიც დამზადებულია მიხაკისა და ქინძის თესლისგან. კომპანიის დირექტორის კურტ შალერის (Kurt Schaller) თქმით, ეს დანამატი ბაზარზე პოზიცინირებულია, როგორც ნაწველის გაზრდის საშუალება, მაგრამ ნახირის რძის წარმოების გაზრდა იწვევს ატმოსფეროში გამოყოფილი მეთანის მოცულობის 6-30%-ით შემცირებას.
როგორც კურტ შალერი ამბობს, ყველა ეს საკვები დანამატი ცვლის ძროხის ნაწიბურის ბაქტერიულ გარემოს. მისი თქმით, ახლა დაახლოებით მილიონი ძროხა იკვებება Agolin Ruminant-ის შემცველი საკვებით, ძირითადად ევროპაში. კომპანია Mootral-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი პროდუქცია ამცირებს მეთანის წარმოქმნას ორგანიზმის ინჰიბირების ხარჯზე, რომელსაც ეწოდება მეთანობრევიბაქტერი (Methanobrevibacter smithii), რომელიც გადაამუშავებს წყალბადსა და ნახშირორჟანგს მეთანში. კვლევა, რომელმაცც დაადასტურა ეს ჰიპოთეზა, დააფინანსა ბრიტანულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Neem Biotech-მა, რომელიც მონაწილეობდა, კერძოდ პრეპარატის Mootral Ruminant–ის შექმნაში.
ექსპერიმენტული შემოწმება
რას ამბობენ სხვა კვლევები და ექსპერიმენტები ამ სახის უახლესი წამლების ეფექტურობაზე? Agolin Ruminant–ის მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, რომ ცხოველების მიერ გამოყოფილი მეთანის მოცულობის შემცირება შეინიშნებოდა დანამატის გამოყენების პირველი ექვსი კვირის შემდეგ. თუმცა, სხვა ტესტებმა აჩვენა, რომ დაახლოებით სამი ექსპერიმენტული კვირის განმავლობაში მეთანის მოცულობის შემცირების პროცესი პროგრესირებდა, მაგრამ თანდათან სუსტდებოდა.
კურტ შალერი Agolin-ის კომპანიიდან ამბობს, რომ ცხოველებზე ჩატარებული უფრო მასშტაბური ექსპერიმენტები ყოველთვის აჩვენებდნენ დადებით შედეგებს, მაგრამ მათი დეტალები ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებელია მომავალი ოფიციალური პუბლიკაციის მოლოდინში. ლონდონის კონსალტინგური კომპანია Carbon Trust, რომელიც სპეციალიზდება ეკოლოგიის სფეროში, ძალიან კმაყოფილია Agolin-ის კომპანიის მიერ მიღებული შედეგებით. ისინი მისთვის საკმაოდ დამაჯერებელი და სერთიფიკატის გაცემის საფუძველიც კი გახდა, რომელიც ადასტურებს: კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ საკვებს ამ პრეპარატის მინარევით, აქვთ უფლება პრეტენზია განაცხადონ იმაზე, რომ მათ მიაღწიეს სათბურის გაზების ემისიების მოხულობის შემცირებას მინიმუმ 10% -ით.
კვლევითი ჯგუფი, რომელიც მუშაობს შვეიცარიის სასოფლო-სამეურნეო შემუშავების ფედერალური ცენტრის Agroscope-ს შემადგენლობაში, შეეცადა შეეფასებინა, თუ რამდენად ეფექტურია სელის და დაფქული რაფსის თესლი როგორც პირუტყვის საკვები დანამატი. ორივე ინგრედიენტის გამოყენებამ გამოიწვია გენერირებული მეთანის საერთო მოცულობის 7%-ით შემცირება და ემისიების 15-17% შემცირება წარმოებული რძის ერთ კილოგრამზე გაანგარიშებით. ხოლო Agroscope-ს ცენტრი მეცნიერ თანამშრომელი დანიელ ბრეტჩერი (Daniel Bretscher), რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, ამბობს, რომ ის არ განიცდის განსაკუთრებულ ოპტიმიზმს მათი, როგორც სათბურის გაზების ემისიების შემცირების საშუალების ეფექტურობის გამო.
„მცოხნელი ცხოველი ავტომობილი არ არის, შეუძლებელია მათი ოპტიმიზაცია და უფრო მეტი ეფექტურობა სხვადასხვა სახის დანამატების გამოყენების გზით“, - ამბობს ის და დასძენს, რომ ათასწლეულების განმავლობაში განვითარებულ პროცესებში ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები. რა შეიძლება გაკეთდეს? ნაკლებად უნდა დალიონ რძე და ნაკლებად მიირთვან ხორცი და საერთოდ შეამცირობ ცხოველური პროდუქტების პროპორცია ჩვენს რაციონში! საინტერესოა, ეთანხმებიან თუ არა ამას სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ კლიმატის დაცვის დემონსტრაციებში?
ფერმერები და დაფინანსება
როგორც შვეიცარიის ფერმერთა კავშირის (Schweizer Bauernverband) ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი ფაბიენ ტომასი (Fabienne Thomas) აღნიშნავს, შვეიცარიელი გლეხები ყურადღებით აკვირდებიან ყველაფერს, რაც ხდება ახალი ტიპის საკვების კვლევასა და განვითარებაში. მაგრამ სახელმწიფო ავალდებულებს მეცხოველეებს გარკვეული საკვები დანამატების გამოყენებას? არა, ასეთ ჩარევას ფერმერები ძალიან ფრთხილად ეკიდებიან! გადაჭარბებული ბიუროკრატია, მათი თვალსაზრისით, სავსეა ახალი არამწარმოებლური დანაკარგით.
„ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ხარჯების საკითხს“, - ამბობს ფ. ტომასი. „ნორმატიული მოთხოვნების მზარდი რაოდენობა იწვევს წარმოების დანახარჯის ზრდას და, შესაბამისად, შვეიცარიელი ფერმერების კონკურენტუნარიანობის დონის შემცირებას ევროპელ მწარმოებლებთან შედარებით“. მაგრამ იქნებ სხვა გზით უნდა წავიდეთ და დავიწყოთ წარმოების სუბსიდირება და საკვების დანამატების წარმოება და გამოყენება ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე? სოფლის მეურნეობის საქმეების ფედერალური უწყების (Bundesamt für Landwirtschaft - BLW) მეცნიერ თანამშრომელი დანიელ ფელდერი (Daniel Felder) აღნიშნავს, რომ არცერთ საკვებ დანამატს ჯერ არ მიუღია ფედერალური სერტიფიკატი, რომელიც აძლევს სამთავრობო სუბსიდიების მიღების უფლებას.
მისი თქმით, უკვე არის დადებითი ძვრები, „მაგრამ ჯერ კიდევ გარკვეული არ არის კრიტერიუმები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს ამგვარი პროგრამის სუბსიდირებას. რაზე უნდა მოხდეს ორიენტირება და რა ძირითადი კრიტერიუმები უნდა მოქმედებდეს იმ სიტუაციაში, როდესაც სხვადასხვა ფერმერი იყენებს სხვადასხვა საკვებს პირუტყვისთვის, როდესაც წარმოების სპეციფიკა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა რეგიონში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ სათბურის გაზების ემისიების მონიტორინგის თვით მეთოდოლოგია ძალიან შორსაა სრულყოფილებამდე?“
იტყვიან თუ არა უარს ჰამბურგერებზე კლიმატური გაფიცულები?
იქნება თუ არა შეტანილი საკვები დანამატების გამოყენება სათბურის გაზების ემისიების შემცირების სამთავრობო ღონისძიებების სიაში? ყველაფერი დამოკიდებულია შემდგომი ტესტებისა და კვლევების შედეგებზე. დანიელ ბრეტჩერი Agroscope-დან მიუთითებს, რომ ახლა ძალიან ძნელია იმის გაგება, არის თუ არა მეთანის ემისიების სიტუაციის კვლევის შედეგები სტატისტიკურად რელევანტური, თუ სხვადასხვა ცხოველი აწარმოებს მეთანის სხვადასხვა რაოდენობას. რაც შეეხება საზომ სისტემებს (რომლებიც ჩასმულია კაფსულებში ან მობილურ საკონტროლო მოწყობილობებში), მათთვის, როგორც ცნობილია, დამახასიათებელია სტატისტიკური გადაცდომის მაღალი დონე.
ის ასევე მიუთითებს, რომ სათბურის გაზების ემისიების შემცირების ეფექტი, რომელიც მიღწეულია საკვების დანამატების გამოყენების ხარჯზე, შეიძლება მთლიანად ნიველირებული იქნას ენერგეტიკული და სხვა ხარჯებით, რომლებიც საჭიროა ინგრედიენტების გასაზრდელად, საიდანაც უნდა წარმოებული იქნას ასეთი დანამატები. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ძროხის ნაწიბურის მიკროფლორა შეიძლება ადაპტირდეს ამ დანამატების მიმართ და მნიშვნელოვნად შეამციროს მათი ეფექტურობის ხარისხი. დანიელ ფელდერი (Daniel Felder) სოფლის მეურნეობის საქმეებზე ფედერალური უწყებიდან მიიჩნევს, რომ დანამატები დროის ფუჭი ხარჯია და რომ ერთადერთი გამოსავალია მსოფლიოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის მნიჩვენლოვან შემცირებაში.
მისი თქმით, 1990 -იან წლებში შვეიცარიაში შეინიშნებოდა სათბურის გაზების ემისიების მკვეთრი შემცირება, და რატომ? იმის გამო, რომ მაშინდელმა კანონმდებლობამ სოფლის მეურნეობის სფეროში დაუშვა პირდაპირი საბიუჯეტო ფულადი დანამატი ფერმერებისთვის, რომლებიც იცავდნენ გარკვეულ გარემოსდაცვით სტანდარტებს. ამან გამოიწვია ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შემცირება დაახლოებით 1.9 მილიონიდან 1.6 მილიონამდე. შედეგად, როგორც დანიელ ფელდერი აღნიშნავს, „ჩვენ ვერსად გავექცევით უბრალო ფაქტს: დასახული კლიმატური მიზნების მისაღწევად ჩვენ გვჭირდება ნაკლები ხორცის მოხმარება და ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტების ნაკლები წარმოება“.
კლიმატის ცვლილება: რა ხდება სოფლის მეურნეობაში
შვეიცარიის კლიმატური პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტის - შვეიცარული „CO2-ის კანონის შესახებ“ გადასინჯვის შედეგად, ასევე გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის მუშაობის ჩარჩო პირობების ხასიათის ცვლილების შეტანა, რათა შვეიცარიის ეკონომიკის ამ სექტორმაც მონაწილეობა მიიღოს კლიმატის ეროვნული მიზნების მიღწევაში. ამ კანონის ახალი რედაქცია ძალაში უნდა შევიდეს 2021 წელს.
შვეიცარიის ფერმერთა კავშირიდან ფაბიენ ტომასის (Fabienne Thomas) თქმით, სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლებმა უკვე მოიყვანეს მოქმედებაში სათბურის გაზების ემისიების კონტროლის ზოგიერთი ინსტრუმენტი, გამოიყენეს, მაგალითად, თესლბრუნვის და მიწების კულტივაციის სპეციალურად გათვლილი პროცედურები. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ, მაგალითად, ENTEC-26 ტიპის სასუქი, რომელიც აკავშირებს და ამით ინარჩუნებს ნიადაგში არსებულ აზოტს და რომლის მიღება შესაძლებელია შეღავათიანი ფასებით CO2-ის ემისიების მოცულობის კომპენსირების და შემცირების შვეიცარული პროგრამის ფარგლებში.
ასევე საინტერესოა პროექტი სახელწოდებით „ეკოლოგიური რძე“ (Klimafreundliche Milch), რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიული სასურსათო გიგანტი Nestlé-ს და შვეიცარიის სოფლის მეურნეობის საქმეების ფედერალური უწყების მიერ (Bundesamt für Landwirtschaft, ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი). მის ფარგლებში შვეიცარელი ფერმერებისთვის, რომლებიც თავის პროდუქციას აწოდებენ კომპანია Nestlé–ს, იქმნება ფინანსური და სხვა სახის სტიმულებიმ რათა მათ ნაადრევად არ დაკლან მეწველი პირუტყვი და მისცენ მას ლაქტაციის სულ მცირე ხუთი 300 დღიანი ციკლის გავლის (ამჟამად სტანდარტი სამი ციკლია) საშუალება.
ეს შესაძლებელს ხდის სათბურის გაზების ემისიების შემცირებას თითოეული კილოგრამი რძიდან მინიმუმ 5%-ით. ეს არის Nestlé–ს წარმომადგენლის მარიანა ფელმანის (Marianna Fellmann) სიტყვები. და თუ, როგორც ის ამბობს, ყველა შვეიცარიელი რძის ფერმერი გადავა ასეთ რეჟიმზე, მაშინ ეს შეამცირებს CO2-ის ემისიის მოცულობას წელიწადში დაახლოებით 150 ათასი ტონით, „რაც შეადგენს ახალი კლიმატური სამიზნეების 15%-ს, რომელიც დადგება შვეიცარიის სოფლის მეურნეობის წინაშე მას შემდეგ, რაც CO2-ის შესახებ კანონის ახალი რედაქცია შევა ძალაში“.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised