ალგორითმის მსხვერპლი: რა ჭირს ონლაინ მარკეტინგს
https://hbr-russia.ru/innovatsii/trendy/820672
თეორიულად, მარკეტინგის პერსონალიზაცია უნდა იყოს მომგებიანი როგორც კომპანიებისთვის, ასევე კლიენტებისთვის. საკომუნიკაციო საშუალებების, რეკომენდაციებისა და სარეკლამო აქციების სწორი კომბინაციის არჩევით, თითოეული კლიენტის ინდივიდუალური უპირატესობის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერი მყიდველისადმი საუკეთესო მიდგომის მოძებნა.
პერსონალიზაციის მოუხერხებელმა მცდელობებმა შეიძლება ცუდი სამსახური გაუწიოს, და მაინც ტარგეტინგის ტექნოლოგიები ყოველდღიურად უფრო დახვეწილი ხდება. მანქანური სწავლების და დიდი მონაცემების ანალიტიკის განვითარებასთან ერთად ანალიზის პერსონალიზაცია იძენს სულ უფრო დიდ მნიშვნელობას და ნაკლებად აკვიატებული და გამაღიზიანებელია მომხმარებლისთვის. მაგრამ ამ ცვლილებებთან ერთად, ჩნდება ფარული რისკი: ავტომატიხირებულ სისტემებს შეუძლიათ მავნე ცრურწმენების განმტკიცება.
ჩვენს ახალ კვლევაში ჩვენ განვიხილეთ დინამიური ფასების წარმოქმნის და ტარგეტირებული ფასჩამოკლების გამოყენება და შევეცადეთ გაგვერკვია, შეიძლება თუ არა (და როგორ) წარმოიშვას ყალბი მიკერძოებულობა, თუ მომხმარებლებისთვის დადგენილი ფასები ალგორითმით არის განსაზღვრული. ამგვარი პერსონალიზებული მარკეტინგის ყურადსაღები ისტორია შეემთხვა Princeton Review-ს. 2015 წელს გაირკვა, რომ კომპანიამ, რომელიც სთავაზობთ გამოცდებისათვის მომზადების მომსახურებას, სხვადასხვა რეგიონებში კლიენტებისთვის სხვადასხვა რეგიონიბიდან დაადგინა სხვადასხვა ფასი, ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვაობა აღწევდა ასობით დოლარს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეცადინეობა ტარდებოდა ტელეკონფერენციის საშუალებით. მოკლევადიან პერსპექტივაში, ამ ტიპის დინამიური ფასები შეიძლება მოგების გაზრდის მარტივ გზად მოგვეჩვენოს. მაგრამ კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ მომხმარებლები ამ მიდგომას აღიქვამენ, როგორც შეგნებულად უსამართლოს, რომ ის ნდობას ძირს უთხრის და არ იწვევს კომპანიისთვის მიმართვის სურვილს. უფრო მეტიც, Princeton Review მიკერძოება ასევე რასობრივ ხასიათს ატარებდა: ProPublica–ს რედაქციის ჟურნალისტების მიერ ჩატარებულმა რეზონანსულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ აზიური ოჯახებისთვის ფასები სისტემატურად აღმოჩნდებოდნენ უფრო მაღალი, ვიდრე სხვა კლიენტებისთვის.
უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები და ალგორითმიული ტექნოლოგიების სპეციალისტებიც კი თვლიან, რომ პერსონალიზებული მომსახურეის გაწევა და დისკრიმინაციის თავიდან აცილება ადვილი არ არის. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ განცხადებებს მაღალანაზღაურებადი სამუშაოების შესახებ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook და Google, განსაკუთრებით ხშირად დემონსტრირებენ მამაკაცები. გასულ წელს Facebook-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ კომპანია არღვევდა კანონს დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ საცხოვრებლის გაყიდვისა და გაქირავებისას, რადგანაც საშუალებას აძლევდა უძრავი ქონების რეკლამის განმთავსებლებს ტარგეტირებულიყვნენ მომხმარებლებზე დისკრიმინაციის განსაკუთრებული ნიშნების მიხედვით, მათ შორის რასის, სქესის, ასაკის გათვალისწინებით და ა.შ.
რა ემართება პერსონალიზაციის ალგორითმებს და რატომ არის მათი მართვა ასე რთული? თანამედროვე პირობებში - პროგრამული უზრუნველყოფის არსებობისას მარკეტინგის და ავტომატიზირებული რეტარგეტინგის, A/B-ტესტირების პლატფორმების ავტომატიზაციისთვის, რომლებიც ავტომატურად ირჩევენ მიზნობრივი აუდიტორიის სეგმენტებს - მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილებები სულ უფრო ხშირად ავტომატურად მიიღება, ადამიანის კონტროლის გარეშე. და თუმცა მონაცემები, რომლებსაც მარკეტოლოგები იყენებენ კლიენტების სეგმენტირებისთვის, თავისი არსით არ არის დემოგრაფიული, ეს ცვლადები ხშირად კორელაციაში არიან სოციალურ მახასიათებლებთან.
===
http://www.lookatme.ru/flow/obschestvo/lyudi/87366-devid-ayk-realnaya-kartina-proishodyaschego-v-mire
დევიდ აიკი - რეალური სურათი იმისა, რაც მსოფლიოში ხდება
მინდა გავამახვილო ყურადღება ამ ადამიანის მიერ მასალის წარმოდგენის საოცარი სიმარტივესა და ადეკვატურობაზე, ბუნებრიობაზე.
დევიდ აიკი (ინგლ. David Vaughan Icke) (დაიბადა 1952 წლის 29 აპრილს) - ინგლისელი მწერალი და ორატორია.
1990 წლიდან მან დაიწყო იმის კვლევა, „თუ რა და ვინ მართავს რეალურად სამყაროს“. ის 16 წიგნის ავტორია, რომელშიც მოცემულია მისი შეხედულებების განმარტება, ე. წ. ახალი საუკუნის შეთქმულების თეორია.
რა არის შეთქმულების თეორია? შეთქმულების თეორია (ინგლ. conspiracy theory, ასევე ცნობილი როგორც კონსპიროლოგიური თეორია) წარმოადგენს ჰიპოთეზების ერთობლიობას, რომელიც ცდილობს ახსნას მოვლენა (მოვლენების რიგი) ან პროცესი, როგორც შეთქმულების შედეგი, ანუ ადამიანების მცირე, საიდუმლო ჯგუფის ქმედებები, რომლებიც მიმართულია გარკვეულ ისტორიულ პროცესების შეგნებულად მართვაზე.
შეთქმულების თეორია შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ელიტის თეორიის ერთ-ერთი უკიდურესი ვერსია.
(დეტალურად:"http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D0%B5%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%8F_%D0%B7%D0%B0%D0%B3%D0%BE%D0%B2%D0%BE%D1%80%D0%B0" .)
ასევე დევიდ აიკს ჰყავს უამრავი მიმდევარი მთელ მსოფლიოში, ხოლო მისი წიგნები თარგმნილია რვა (8) ენაზე. მის ვებ-გვერდზე - „http://www.davidicke.com/“, ყოველკვირეულად მოდის 600 000 ჰიტი. მისი ლექციები 7 საათის ხანგრძლივობით ზედიზედ 30 000-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა 2000 წლიდან 2006 წლამდე. აიკი იყო BBC–ის არხის ცნობილი სპორტული კომენტატორი და მწვანეთა ბრიტანული პარტიის სპიკერი.
მაგრამ 38 წლის ასაკში, ერთ–ერთ სეანსზე, ფსიქოლოგმა დავითს უთხრა, რომ ის მკურნალი იყო და მას ჰქონდა მიზანი დედამიწაზე! 1991 წლის აპრილში ის გამოჩნდა BBC– ს ცნობილ ტერი ვოგანის შოუში და თქვა, რომ ის იყო ღვთის შვილი (მოგვიანებით აიკმა განაცხადა, რომ ის უბრალოდ არასწორად იყო გაგებული). გარდა ამისა, მან გადაწყვიტა პროგნოზის გაკეთება, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოს მოიცავს მიწისძვრები და ცუნამი. ამ შოუმ დავითის ცხოვრება შეცვალა, ის ერთ ღამეში არატრადიციული შეხედულებების მქონე ექსცენტრიულ ადამიანად იქცა.
მისი აზრით: - დედამიწის მოსახლეობის 5% (აშშ) მოიხმარს მსოფლიო რესურსების 40%-ს. - დედამიწის მოსახლეობის 10% მოიხმარს მსოფლიოს რესურსების 90%-ს, ხოლო პლანეტის მოსახლეობის დანარჩენი 90% მოიხმარს რესურსების 10%-ს. - დასავლური სამომხმარებლო აზროვნების პრინციპებზე აგებული საზოგადოების მოდელი უტოპიურია, რადგან შეუძლია უზრუნველყოს პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 12%-ის კეთილდღეობა (და მხოლოდ იმ მომენტამდე, სანამ შეზღუდული რესურსები არ ამოიწურება). —სამომხმარებლო საზოგადოებას და მის იდეალებს თავს ახვევს და წაახალისებს მსხვილი ბიზნესი - კორპორაციები, რომლებმაც ბანკების მფლობელებთან ერთად მოახდინეს თავიანთ ხელში მსოფლიოს თითქმის ყველა რესურსისა და ფინანსების მართვის კონცენტრირება, პოლიტიკის საშუალებით ლობირებენ თავიანთ ინტერესებს. —რეალურად პლანეტაზე არსებული გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების უკან დგას არაუმეტეს რამდენიმე ათასი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი (ამის შესახებ ჯონ კოლემანი საუბრობს „300-თა კომიტეტში“) - ესენი არიან ბანკების და კორპორაციების მფლობელები, ბევრი მათგანი საუკუნეების მანძილზე დანათესავდა და გაერთიანდა ოჯახურ კლანებში, არაუმეტეს 400 ადამიანისა. - ეს რამდენიმე ასეული ადამიანი რეალურად ახორციელებს 6.5 მილიარდი ადამიანის ზესახელმწიფოებრივ მართვას, წყვეტს მათ სიცოცხლეს და ბედს. ვინ და როგორ ახორციელებს კაცობრიობის ამ მართვას, რა არის მათი მიზნები, სად მივყავართ და როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ მას.
ეს ყველაფრის შესახებ შეგიძიათ შეიტყოთ დევიდ აიკის საოცარ და ამაღელვებელ ისტორიაში აქ : „http://hugg.ru/blog/conspiracy_theory/15.html“
ასევე გირჩევთ უყუროთ ვიდეოს სახელწოდებით, Who controls the Web?
დევიდ აიკის მიმდევრების კლუბი vkontakte: http://vkontakte.ru/club9018694
წიგნი „უსასრულო სიყვარული ერთადერთი ჭეშმარიტებაა, ყველაფერი დანარჩენი ილუზია“: http://www.koob.ru/aik_david/
დევიდ აიკის ახალი ვებსაიტი იაპონიაში: http://www.davidicke.jp/
David Icke ოფიციალური არხი: http://www.youtube.com/davidicke/
კომპანიები: http://www.davidickebooks.com/
დევიდ აიკი იღებს უფლებას უპასუხოს ყველაზე მწვავე და აქტუალურ კითხვებს, რომლებიც ეხება ფინანსებს, მთავრობას, ენერგეტიკას და ადამიანის არსებობის მნიშვნელობასაც კი.
https://hightech.plus/2018/11/15/amerikanskih-kongressmenov-nauchat-razbiratsya-v-ii
ამერიკელ კონგრესმენებს ასწავლიან ხელოვნურ ინტელექტში გარკვევას
ანდრეი სმირნოვი
ჰარვარდის უნივერსიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩაუშვა პროგრამა ხელოვნური ინტელექტი- გაუნათლებლობის აღმოფხვრა აშშ-ს კანონმდებლებისთვის. მათ ასწავლიან ალგორითმის მიკერძოების და სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელების გამოვლენას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
დიპაიან გოში ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველია მაღალი ტექნოლოგიების დარგში, ხელოვნური ინტელექტის წამყვანი მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის მართვის სკოლაში. მას ვაშინგტონში საგანმანათლებლო ბანაკის ორგანიზების იდეა კონგრესმენებისა და კაპიტოლიუმის აპარატის თანამშრომლებისათვის მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პროფესორმა მოისმინა კონგრესში Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის გამოსვლა მიმდინარე წლის აპრილში, წერს MIT Technology Review.
იმ დროს ცუკერბერგი „ხალიჩაზე“ დაიბარეს მოთხოვნით განემარტა სკანდალების შემდეგ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების მასობრივი გაჟონვა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
შედეგად, Facebook-ის ხელმძღვანელმა დატოვა კაპიტოლიუმი, როგორც ამბობენ, მთლად თეთრში გამოწყობილმა. მან კონგრესმენებს აცნობა ხელოვნური ინტელექტის დანერგვის გრანდიოზული გეგმის შესახებ, რაც სოციალური ქსელის მუშაობას გახდის გამჭვირვალეს და კანონმორჩილს. გოში დარწმუნებულია: დიალოგი ცუკერბერგისთვის ადვილი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები საერთოდ ვერ ერკვევიან ხელოვნურ ინტელექტში.
„თუ თქვენ ჰკითხავთ კონგრესის რომელიმე წევრს, შესაძლებელია თუ არა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დეზინფორმაციის გავრცელება ინტერნეტში, ის გიპასუხებთ ან „მე ასე არ ვფიქრობ“, ან „არ ვიცი“, - ამბობს დიპაიან გოში.
კიდევ ერთ მკვლევართან ჰარვარდიდან, ტომ უილერთან ერთად, გოში იწყებს საგანმანათლებლო პროგრამის გაშვებას. ის იწყება ვაშინგტონში 2019 წლის თებერვალში სასწავლო ბანაკით, სადაც მეცნიერები პოლიტიკოსებს გააცნობენ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მუშაობის ყველა ასპექტს და მასთან დაკავშირებულ რისკებს.
კვირის ბოლოსთვის გოში პირდება პროგრამის წარდგენას პირველი სამი კურსისთვის: ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დანერგვის შესახებ; ხელოვნური ინტელექტის ეთიკისა და კონფიდენციალურობის უფლებების დარღვევის შესახებ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას პერსონალიზებულ რეკლამებში სოცქსელში.
ხელოვნური ინტელექტის ბანაკში სწავლებას აწარმოებენ სამი ათეული სპეციალისტი კომპიუტერულ მეცნიერებაში, ფილოსოფიაში, იურისპროდენციაში, ეკონომიკასა და მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში. გოში ჰპირდება, რომ კონგრესმენებს მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით მოუყვებიან, თუ რატომ, მაგალითად, სახის ამოცნობის სისტემები ხშირად შეიძლება გახდეს რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციის ინსტრუმენტი.
ისინი აუხილავენ პოლიტიკოსებს თვალს იმაზე, რომ მარკ ცუკერბერგს ესაჭიროება ხელოვნური ინტელექტი პირველ რიგში მომხმარებლის მონაცემების გასაანალიზებლად, რათა ეს ინფორმაცია მიყიდოს მსხვილ რეკლამის განმთავსებლებს.
==
https://vz.ru/news/2020/6/6/1043542.html
ამერიკელმა პროფესორმა თგანაცხადა, თუ რატომ არ მოსწონს SpaceX-ის „მოდური“ სკაფანდრი
ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტის პროფესორმა პაბლო დე ლეონმა განაცხადა, თუ რატომ არ გამოდგება SpaceX–ის მოდური სკაფანდრი რუსულ „სოიუზზე“ ფრენისთვის და იგი რუსულ „შევარდენს“ შეადარა.
„SpaceX იყენებს ერთ კომბინირებულ შლანგკაბელს ჰაერის, ჟანგბადის მისაწოდებლად, კომუნიკაციისა და ბიოსამედიცინო სისტემებისათვის, ყველაფერი ერთ ჭიპლარშია მოთავსებული. (სკაფანდრისა და ჰომალდ „სოიუზის“ სისტემების) შეთავსება სერიოზულ მოდიფიკაციებს მოითხოვს“,- აქვეყნებს რია „ნოვოსტი“ ექსპერტის სიტყვებს, რომელიც ხელმძღვანელობს ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტის პილოტირებული ფრენების ლაბორატორიას. ის დარწმუნებულია, რომ SpaceX-ს სკაფანდრები არ გამოდგება „სოიუზზე“.
სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკაფანდრები, რომლებიც გამოიყენეს ასტრონავტებმა დუგ ჰერლიმ და ბობ ბენკენმა პირველი ფრენისას Crew Dragon-ზე, ისევე როგორც რუსულმა „სოკოლმა“, ასევე ბოინგის ლურჯი სკაფანდრები, რომლებიც განკუთვნილია ჰომალდ Starliner–ზე ფრენებისთვის, შემუშავებულია მხოლოდ კოსმოსური ჰომალდის ბორტზე გამოყენებისთვის და საჭიროა მხოლოდ ასტრონავტების დასაცავად ხომალდის გაუთვალისწინებელი დეჰერმეტიზაციის შემთხვევაში.
„თუ კოსმოსური ხომალდის კაფსულა დეჰერმეტიზირებულია, მათში (სკაფანდრებში) წნევა გათანაბრდება 3 წამში და შეუნარჩუნებს მათ სიცოცხლეს, მაგრამ ეს სკაფანდრები ვერ დაიცავს ასტრონავტებს ღია კოსმოსში გასვლისას და კოსმოსური ხომალდის გარე ზედაპირზე მუშაობისას,“ - განმარტა დე ლეონმა.
მისი თქმით, ასეთი სკაფანდრები „უფრო მარტივი, მსუბუქი და დამოკიდებულია შლანგკაბელზე, რომელიც მათ კოსმოსურ ხომალდთან აკავშირებს (ეკიპაჟის) სიცოცხლის შესანარჩუნებლად“.
ამერიკული სიახლეებისა და რუსული „სოკოლ“-ის მსგავსებაზე საუბრისას, სპეციალისტი მიუთითებს მათი ჩაფხუტების საკეტის სისტემებზე. Boeing-ისა და SpaceX-ის სკაფანდრებში, ისევე როგორც „სოკოლ“-ში, ჩაფხუტი ინტეგრირებულია მათში და აქვს „ლოკოკინისებური“ საკეტი, და არა ცალკე ჩაფხუტი, როგორც ადრე გამოიყენებოდა NASA-ს მიერ ACES-ის სკაფანდრებში შატლის სტარტისა და დაშვების დროს.
SpaceX–ის სკაფანდრში, ექსპერტის თქმით, სიახლეა ის, თუ როგორ იცვამენ მას ასტრონავტები: „ასტრონავტებმა სკაფანდრი უნდა ჩაიცვან ორმაგი ელვა-შესაკრავის საშუალებით, რომელიც ფეხებს შორისაა, ხოლო „შევარდენში“ ჩაცმა ჩვეულებრივ ხდება“.
„მე ადრე ვცადე „შევარდენის“ სკაფანდრები, და ასეთი სისტემა უფრო მისაღებად მიმაჩნია და არა ისეთი, სადაც შესაკრავი ფეხებს შორისაა და არც ისე ადვილია მისი გახდა და ჩაცმა კოსმოსური ჰომალდის დახურულ სივრცეში“, - განმარტავს პროფესორი.
SpaceX– ის თოვლივით თეთრი სკაფანდრები სპეციალურად შეიქმნა Crew Dragon-ზე ფრენისთვის და შეიკერა ჰომალდის პირველი ეკიპაჟის წევრებისთვის ინდივიდუალურად. სიახლის დიზაინერი იყო ცნობილი ჰოლივუდის დიზაინერი ხოსე ფერნანდესი, გმირული კოსტიუმების ავტორი ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ“, „ფანტასტიკური ოთხეული“, „რკინის კაცი 2“ და „იქს-ადამიანები 2“. სწორედ ფერნანდესმა შეასრულა SpaceX–ის მფლობელის და მთავარი იდეოლოგის ილონ მასკის დავალება, რომელსაც სურდა ასტრონავტები „სკაფანდრებში უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე მის გარეშე, როგორც ეს სმოკინგის შემთხვევაში ხდება“. სკაფანდრები გამოვიდა „ფუტურისტული, კომპაქტური და ამავე დროს შთამბეჭდავი“.
„მახსოვს, როდესაც ვეცნობოდი SpaceX-ის სკაფანდრების საწყის პარამეტრებს მისი შექმნის ეტაპზე, მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ესთეტიურად მიმზიდველი ყოფილიყო. მე არასოდეს მინახავს ადრე, რომ ტექნიკური მოთხოვნები გავლენას ახდენდეს გარეგნობაზე, და ეს ნამდვილად გასაკვირი აღმოჩნდა ჩემთვის“, - თქვა ექსპერტმა.
ამავე დროს, როგორც დე ლეონი აღნიშნავს, მოდა არ არის მთავარი კოსმოსში: „მე არ ვფიქრობ, რომ სხვა კომპანიებმა ან მთავრობებმა უნდა დაიცვან ეს ტენდენცია“. „ასტრონავტების ან კოსმონავტების უსაფრთხოება და მათ მიერ მისიის დასრულება, ჩემი აზრით, უნდა იყოს კოსმოსური სისტემების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა“, - აჯამებს სპეციალისტი.
===
https://www.verstov.info/news/it_news/73220-algoritm-shovinist-perevodchik-google-obvinili-v-seksizme.html
შოვინისტი ალგორითმი. Google-ს თარჯიმანი სექსიზმში დაადანაშაულეს
ბრაზილია. ბრაზილიელმა პროგრამისტებმა გაანალიზეს Google Translate სერვისის ალგორითმები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სერვისი თარგმნისას ზოგიერთ ადგილას არ ითვალისწინებს სქესის კატეგორიას, გვაცნობა საიტმა „ვეჩერნაია მოსკვამ“ .
სპეციალისტებმა თარგმნეს რამდენიმე ათასი წინადადება 12 ენიდან ინგლისურად, აღმოჩნდა, რომ თარჯიმანი 71 პროცენტით ტექნიკურ პროფესიებს მიაკუთვნებს მამრობით სქესს, და მხოლოდ ოთხ პროცენტს მდედრობითს. მაგრამ პროფესიებს, რომლებიც დაკავშირებულია ჯანდაცვასთან, ნეიროქსელი მიაკუთვნებს მდედრობით სქესს.
მეცნიერებმა თავის კვლევაში აირჩიეს 12 ენა, რომლებშიც არ არის სქესის გრამატიკული კატეგორია, მათ შორის აღმოჩნდა უნგრული, ფინური, სომხური და ესტონური ენები. ამ ენებში, მესამე პირის ნაცვალსახელი გენდერულად ნეიტრალური იყო. საერთო ჯამში, მეცნიერებმა გამოიყენეს 1019 პროფესია სხვადასხვა კატეგორიიდან. ორიგინალის ენაზე წინადადებების შედგენის შემდეგ მკვლევარებმა ისინი თარგმნეს ინგლისურად.
შედეგად, მათ შეამჩნიეს, რომ წინადადებებში არგამოხატული სქესით Google Translate უშვებს შეცდომებს: ფრაზა «ő egy ápoló» („ის მედდაა/მედძმაა) სერვისმა თარგმნა, როგორც „she is a nurse“, ხოლო „ő egy tudós“ („ის მეცნიერია“) , როგორც „he is a scientist“.
პროფესიების მიღებული განაწილება მკვლევარებმა შეადარეს შრომის სტატისტიკის ბიუროს ციფრებს. Google Translate არ ასახავს რეალურ სურათს შრომის ბაზარზე და მიკერძოებულად არის დამოკიდებული პროფესიაში წარმომადგენლების განაწილებაზე (ყოველ შემთხვევაში აშშ-ში).
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ რასობრივი და გენდერული მიკერძოება წარმოიშვა შემსწავლელი ამონაკრების თავისებურებების გამო. ამის წყალობით, მეცნიერებმა, დიდი რაოდენობის ტექსტების მაგალითზე შეძლეს შეესწავლათ, თუ როგორ შეიცვალა ქალებისა და აზიელებისადმი დამოკიდებულება დროთა განმავლობაში. თუმცა, მკვლევარები გვთავაზობენ სპეციალური ალგორითმების გამოყენებას, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანენ მიკერძოებულობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised