пятница, 1 февраля 2019 г.

ფსიქოლოგია და ცრურწმენა


 ფსიქოლოგია და ცრურწმენა   ი.ვ. საენკო

დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცნობიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი ცრურწმენას უკავია. ცრურწმენის თემა ფსიქოლოგიაში არასაკმარისად არის შესწავლილი. ცრურწმენა ბუნების კანონებით აუხსნელ ძალთა მოქმედებაში რწმენაა,  რომლებსაც აქვთ სასიკეთო ან მავნე ზემოქმედება ადამიანებისა და შინაური ცხოველების ცხოვრებაზე, და ასევე განსაზღვრავენ ბუნების ცნობილ მოვლენებს (ამინდს, ზრდას, დაბადებას, სიკვდილს). შესაძლებელია ცრურწმენათა, როგორც ფსიქიკური მოვლენების, ანალიზის რამდენიმე მიდგომის გამოყოფა.
კოგნიტური მიდგომა. ამ შემთხვევაში, ცრურწმენები განიხილება როგორც წარმოდგენა, როგორც გამოუცნობის და უცნობის გაგების მცდელობა. ლ. ლევი-ბრული ცრურწმენას განიხილავს, როგორც კოლექტიური შეხედულებების ნაირსახეობას, რომლებიც წარმოიქმნება თაობიდან თაობაში გადაცემის გზით შთაგონების, გატაცების და მიბაძვის მექანიზმების მოქმედების შედეგად. ცრურწმენაში ერთმანეთში არეულია კოგნიტური ელემენტები და გარე სამყაროს მოვლენებით გამოწვეული ემოციური განცდები. ა. ლემანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაგიური ოპერაციების დახმარებით კაცობრიობა ყოველთვის ცდილობდა ფაქტების შესწავლას, რომლებიც ჩვეულებრივი გამოცდილების ფარგლებს მიღმაა და რომელთა ახსნა საზოგადოდ მიღებული საშუალებებით შეუძლებელია; ცდილობდა გარე სამყაროზე ძალაუფლების მოპოვებას, რომლის მიღწევა ჩვეულებრივი საშუალებებით შეუძლებელია. პ.პ. ბლონსკის აზრით, ცრურწმენა დიდ როლს ასრულებს „პირველყოფილ მეცნიერებაში“, იგი სამუდამოდ უკვდავყოფს რომელიმე პრეცედენტს და იძლევა მომავლის პროგნოზირების საშუალებას. ანუ, ცრურწმენები შეიძლება ჩაითვალოს მეხსიერების და წარმოსახვის ელემენტარულ საშუალებებად.
პ. გალპერინი მიუთითებს ცრურწმენის ისეთ ფუნქციაზე, როგორიცაა გარე სამყაროსგან მიღებული შთაბეჭდილებების კლასიფიკაცია და განზოგადება, მაგრამ იქვე აღნიშნავს,  რომ ეს ხდება ვიზუალური, უშუალოდ აღქმული და სიტუაციასთან დაკავშირებული მახასიათებლების საფუძველზე, რის შედეგადაც საგნების ძირითადი თვისებები არასწორადაა გაგებული. ცრურწმენისას სუბიექტი კარგად ვერ გამოჰყოფს თავის შეხედულებებს მის გამომწვევ ობიექტისგან. კ. ლევი-სტროსის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პირველყოფილი კლასიფიკაციები დაფუძნებულია გრძნობებით აღქმულ მსგავსებასა და განსხვავებაზე, ისინი ემსახურებიან გარე სამყაროს მოწესრიგებას და ორგანიზაციას, ქაოსის დაძლევას.
ი.რ. გაბდულინი იმ აზრისაა, რომ ცრურწმენა წინასწარი აპრიორული მსჯელობის როლს ასრულებს: ყოველდღიური საზრუნავით მცხოვრები ადამიანი პრაქტიკულ მოსაზრებებს იზიარებს, საგნებს კლასებად დაჰყოფს უხეში (და არა არსებითი) მახასიათებლების მიხედვით, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე,  რადგან უმეცრება რომელიმე საკითხში ხელს უშლის მის ეფექტურობას. ცრურწმენა ზეგანზოგადებული და ზეკატეგორიული მახასიათებელია, გამოიხატება არა მარტო შემეცნებით ქმედებაში, არამედ ემოციურ განცდაში, რომელიც ახშობს რაციონალურ არგუმენტაციას.
ვ. მეზენცევის აზრით, ცრურწმენა ეფუძნება სასწაულის, ზებუნებრივის რწმენას, რომელიც წარმოიქმნება ცოდნის ნაკლებობის გამო. როგორც ზებუნებრივი აღიქმება ყველაფერი, რაც ყოველდღიური გამოცდილების ფარგლებს სცილდება და არ თავსდება ჩვეულ მოსაზრებებში. გ.გ. პოჩეპცოვის აზრით, ცრურწმენა გამოიხატება იმაში, რომ ინდივიდი რეალობად აღიქვამს უხილავ ძალებს, რომლებსაც მოვლენების წინასწარმეტყველება შეუძლიათ, და მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მათზე გავლენის მოხდენა. ცრურწმენა გულისხმობს იმის დაშვებას, რომ ამ ძალებისგან შეიძლება დაზმარების მიღება ან მათთან კომპრომისში შესვლა. ცრურწმენის სტაბილურობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მათი დადასტურების შემთხვევები დამაჯერებლად ფიქსირდება, ხოლო შემცდარობის ფაქტები განიდევნება. ცრურწმენების შენარჩუნებას და გავრცელებას ხელს უწყობს უახლოესი მომავლის გაგების და მწვავე სიტუაციების თავიდან აცილების სურვილი. ცრურწმენები უფრო ფართოდ ექსტრემალურ გარემოებებში ვრცელდება.
ი. ძიალოშინსკი მიიჩნევს, რომ ცრურწმენა სამყაროს აღქმისა და აღწერის სისტემაა, რომელსაც ზნეობრივი რეალიზმის ხასიათი აქვს - სამყარო გააზრებულია, როგორც კეთილი და ბოროტი ძალების ერთმნიშვნელოვანი დაპირისპირება.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ცრურწმენა მოუქნელი ცოდნაა, რომელიც ძნელად ან საერთოდ არ იცვლება, შეზღუდულია და გამოიყენება ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმიანობაში, არ არის დაკავშირებული გონებრივ შრომასთან. ცრურწმენები შეიძლება განიხილოს, როგორც გარე და შინაგანი სამყაროს ფსიქიკური ასახვის ფორმა, რომელიც არ საჭიროებს ლოგიკურ მტკიცებულებებს და კმაყოფილდება ნებისმიერი შემოთავაზებული გადაწყვეტილებით წარმოქმნილი შემეცნებითი მოთხოვნილების საპასუხოდ. ცრურწმენა იძლევა ცოდნის განხორციელების საშუალებას გამარტივებული, თვალსაჩინო ფორმით აბსტრაქტულ სამეცნიერო ცნებებზე დაყრდნობის გარეშე.
კიდევ ერთ მიდგომად ცრურწმენის გააზრებაში შეიძლება ჩაითვალოს აფექტურ-სამოტივაციო მიდგომა, რომლის პოზიციიდან ცრურწმენა განიხილება, როგორც აფექტურად გაჯერებული ფსიქიკური მოვლენა, რომელიც ასრულებს ემოციური სფეროს დაცვით ფუნქციას. ეს მიდგომა ლ. ლევი-ბრულის მიერ იყო შემოთავაზებული.
. რასელი ირაციონალიზმს განიხილავდა, როგორც ობიექტური მეთოდებით მოპოვებული ობიექტური  ფაქტების რწმენის უქონლობას, როგორც ადამიანის მიერ თავისი უშუალო გაუცნობიერებული სურვილებისა და ემოციების წაქეზებას. რეალობის რწმენა, რომელიც განსხვავდება იმ რეალობისგან, რომელზეც მიგვანიშნებენ გრძნობის ორგანოები, წარმოიქმნება ემოციური დაძაბულობის მდგომარეობაში.
 ზოგიერთი ავტორის აზრით, ცრურწმენა ფსიქოთერაპიულ ფუნქციას ასრულებს: იძლევა უკვდავების იმედს, ათავისუფლება სიკვდილის შიშისგან, აძლევა თავის არსებობაში რწმენას, ამშვიდებს, განსაკუთრებით რთულ, სარისკო სიტუაციებში.
უძლურების გრძნობა საიდუმლოსა და შეუცნობელის წინაშე აიძულებს ადამიანს უგულებელყოს უშუალო გამოცდილების წინააღმდეგობები და ერთმანეთს დაუკავშიროს მოვლენები, რომლებიც რეალურად არავითარი ურთიერთობებით არ არის დაკავშირებული, ანუ აიძულებს პირველყოფილ დონეზე აზროვნებას. ვ. ი. ლებედევი ცრურწმენის ფსიქოლოგიურ ფაქტორად ასახელებს სიკვდილის, მარტოობის შიშს, უძლურობის, მწუხარების განცდას, რომელიც ძლიერდება ეკონომიკური რეცესიის, ინფლაციის, უმუშევრობის, კულტურის დაცემის ექსტრემალურ პირობებში. ფსიქიკური მოღვაწეობის დეზორგანიზაციის, შფოთვის, აფექტის მდგომარეობაში მატულობს შთაგონება, რომელიც საფუძვლად უდევს მისტიციზმს.
ი.დ. იალომი მიიჩნევს, რომ მაგიური რწმენის ფუნქციაა ადამიანების დაცვა სიბერის და სიკვდილის შიშისგან, რეალობის წინაშე შიშისგან. ილუზიური რწმენა იწვევს მგრძნობელობის შესუსტებას არსებობის ტკივილის მიმართ: დანაკლისის, მწუხარების, მარტოობის, ცალმხრივი სიყვარულის, დეპრესიის, ცხოვრების აზრის ნაკლებობის, გარდაუვალი სიკვდილის. ისინი ხალისს ჰმატებენ ადამიანს, არ აძლევენ საკუთარი გრძნობების, აზრების და სურვილების შეცნობის საშუალებას. სინამდვილეში, სიკვდილის ნათელი გაცნობიერება მისი უარყოფის მითიური მეთოდებისგან განსხვავებით, ინდივიდს უფრო მეტ სიბრძნეს აძლევს და ამდიდრებს მის ცხოვრებას. ამავე ავტორის აზრით, სამყაროზე ირაციონალურ შეხედულებას ასევე მჭიდროდ უკავშირდება შიში თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის წინაშე. თავისუფლება მჭიდროდ უკავშირდება შფოთვას, რადგან მოითხოვს, რომ ადამიანი თვითონ იყოს პასუხისმგებელი მის გადაწყვეტილებებზე, ქმედებებზე, სირთულეებზე, გამოიყენოს ნებისყოფილი ძალისხმევა საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად. პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი ცხოვრებისეული ჩანაფიქრის ავტორობას. ადამიანები კი, როგორც წესი, ეწინააღმდეგებიან პასუხისმგებლობის აღებას და საკუთარი თავის, როგორც თავისი პრობლემებისა და ცხოვრების სირთულეების შემქმნელის, გაცნობიერებას.
  დ.ვ. ოლშანსკი აღნიშნავს, რომ ცრურწმენა ფსიქოლოგიური დაცვის, თვითდახმარების მექანიზმია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განიცდიან მუდმივ მღელვარებას, რთულად იტანენ გაურკვეველ მდგომარეობას, ესაჭიროებათ ფსიქოლოგიური კონტროლი, ცდილობენ ყველაფერი დაინახონ შავ- თეთრ ფერში.
ა. მასლოუს თეორიის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ ცრურწმენა, როგორც პრობლემების გადაჭრის სტერეოტიპული, ჩვეული გზა, საშუალებას აძლევს ადამიანს გაუმკლავდეს თავის შიშს უცოდინარობისა და გაურკვევლობის წინაშე და ამით ხელს უწყობს მის სტატიკურ და განმეორებად მოვლენებთან ადაპტაციას. ამავდროულად, ცრურწმენები ხელს უშლის გარე სამყაროს გარდაქმნას და განვითარებას, კრეატიულობას და მოსაზრებულობას. შედეგად, ცრურწმენა, როგორც ეფექტური მოვლენა, ხელს უშლის ინდივიდის შემეცნებითი და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზაციას,  ამავე დროს უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, დაცვას, ჩვეულებრიობას; შემოქმედებითი აზროვნება ათავისუფლებს ადამიანს უცნობის მიმართ შფოთვისაგან, წარსულის, წეს-ჩვეულებების და პირობითობის გავლენისგან.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავამტკიცოთ, რომ ცრურწმენა ათავისუფლებს ადამიანს უცნობის მიმართ შიშისგან, ჰბადებს „მომავლის რწმენას“. კრიზისულ სიტუაციებში სათანადო ნდობის ნაკლებობა აძლიერებს ინდივიდის მოთხოვნილებას იხელმძღვანელოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში დადგენილი უძველესი ტრადიციებითა და რიტუალებით, რომელთა რიცხვს შეიძლება ცრურწმენაც მიეკუთვნოს. ცრურწმენას საფუძვლად უდევს სხვადასხვა სახის შიში, ხშირად ირაციონალური, აუხსნელი; ადამიანის ცრუმორწმუნე ქცევას თან ახლავს სურვილი გათავისუფლდეს ტვირთად დაწოლილი აფექტური განცდებისგან. ცრურწმენის ნიშნებიდან გამომდინარე, ადამიანი ცდილობს დაიცვას საკუთარი თვითშეგნება და ემოციური სფერო დისკომფორტიდან მომდინარე გრძნობებისგან. ავტორთა უმრავლესობა თანხმდება იმ მოსაზრებაზე, რომ ცრურწმენა აძლევს ადამიანს, რომელიც განიცდის შიშს ან შფოთვას, უსაფრთხოების და დაცულობის განცდას.
ზემოხსენებულს მჭიდროდ უკავშირდება ფსიქოანალიტიკური მიდგომა. ზ. ფროიდი ცრურწმენას პროექციის შედეგად მიიჩნევდა, ანუ ადამიანის მიერ მისი ქცევის გაუცნობიერებული მოტივების გარეთ გატანას. ცრუმორწმუნე ადამიანი, რომელიც ბუნდოვნად გრძნობს თავისი ქმედებების შინაგან განპირობებას, მაგრამ ვერ პოულობს  დამაკმაყოფილებელ ახსნას მათთვის, პარანოიკის მსგავსად, იწყებს ცრურწმენების წყაროს გარე სამყაროში განთავსებას. ცრურწმენების კომპენსატორულ როლზე ასევე მიუთითებდნენ ლ. დემოზი და ე. ბლეილერი.
ე. ბერნის აზრით, ბევრი ცრურწმენა ეფუძნება აზრებისა და გრძნობების ყოვლისშემძლეობის იდეას, მათ გადაჭარბებულ შეფასებას, რომელიც ამახინჯებს რეალური სამყაროს აღქმას. გარდა ამისა, გარე სამყაროს გამოსახულებები დამახინჯებულია ცრურწმენით გამოწვეული ემოციებით (დაძაბულობით, შფოთვით და ა.შ.) ზედმეტი გაჯერებულობით, რაც არღვევს რეალობისადმი რაციონალურ დამოკიდებულებას. მაგიას, ისევე როგორც ობიექტურ ცოდნას, მოთხოვნილებების სწრაფი და ნაკლებად სახიფათო დაკმაყოფილებისათვის იყენებენ, მაგრამ მეცნიერული ცოდნისგან განსხვავებით, - ობიექტური მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გათვალისწინების, რეალობის ზუსტი წარმოდგენის გარეშე, საკუთარი თავის, სხვებისა და ბუნების არასაკმარისი კონტროლით, ანუ რეალობის პრინციპი ეწირება სიამოვნების პრინციპს.
 ე. ფრომის თეორიაზე დაყრდნობით, ცრურწმენა შეიძლება ჩაითვალოს სუბიექტის (ხშირად გაუცნობიერებულ) დამოკიდებულებად გარკვეულ გარე ძალაზე, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი ქმედებების შედეგების დაცვას, ზრუნვას და პასუხისმგებლობას. ე. ფრომი ამ გარე ძალას ჯადოსნურ დამხმარეს უწოდებს. ჯადოსნური დამხმარე, რომელიც ცრურწმენებში პერსონიფიცირებულია ღვთაების, ჯადოქრების, ექიმბაშების და სხვა პირთა სახით და რომლებსაც გააჩნიათ ჯადოსნური, ზებუნებრივი შესაძლებლობები, მიზნად ისახავს დაეხმაროს ადამიანს დაიკმაყოფილოს თავისი აქტუალური მოთხოვნილებები საკუთარი ძალისხმევის გარეშე. ცრუმორწმუნე ადამიანის საქმიანობა მეტ-ნაკლებად მიმართულია ჯადოსნური დამხმარეს მანიპულირებაზე, რათა აიძულოს ის შეასრულოს მისი სურვილები.
ამრიგად, ფსიქოანალიტიკური მიდგომის თანახმად, ცრურწმენა ენაცვლება არასაკმარის ცოდნას და ავსებს არარეალიზებულ მოთხოვნილებებს გარემოებით და ობიექტურ ატრიბუციაზე დაყრდნობით.
ბიჰევიორისტული მიდგომის მიხედვით, ცრურწმენა წარმოადგენს გაშლილ ან რედუცირებულ ქცევას. ბიჰევიორისტები ცრურწმენას განიხილავენ, როგორც უუნარობის ბუნებრივ შედეგს ჩაწვდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების არსებობას (არარსებობას) საკუთარ ქცევასა და მსოფლიოში მომხდარ მოვლენებს შორის. ცრურწმენითი ქცევა ჩნდება და შენარჩუნებულია შემთხვევითი გაძლიერების შედეგად, რომელიც ფაქტიურად მას არ შეეთანხმება.
სოციალურ-ზნეობრივი მიდგომის შესაბამისად, ცრურწმენა შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივი ურთიერთობების, ჯგუფში ქცევის მარეგულირებელად, მორალის მატარებლად. კერძოდ, ბ. რასელი ცრურწმენას განიხილავს, როგორც მორალის საყრდენს. ე.ა. გრუშკოსა და ი.უ. მედვედევის თვალსაზრისით, ცრურწმენა წინა თაობების ბუნებასთან ურთიერთობების კონცენტრირებული გამოცდილებაა, რომელიც განსაზღვრავს გადარჩენის პირობებს და ტაბუს ადებს გარე სამყაროს. აღნიშნული ავტორები ცრურწმენის აღორძინებას განიხილავენ, როგორც ხალხურ სიბრძნესა და კულტურასთან დაბრუნებას, რადგან ის ეხმარება თავის დაცვაში ყოველდღიური და მორალური უბედურებებისგან. ცრურწმენა არეგულირებს ადამიანების ქცევას სოციალური და მორალური ნორმების პერსონიფიკაციის გზით. ცრურწმენაში წახალისებულია სოციალურად სასარგებლო ქცევა და ხასიათის თვისებები - შრომისმოყვარეობა, კეთილმოსურნეობა, არაკონფლიქტურობა, მორჩილება. ცრურწმენები გარკვეული სახით ასევე ტაბუს სხვადასხვა სახის საქმიანობას ადებენ.
ცრურწმენის წყალობით შენარჩუნებულია და ვრცელდება ქცევის სოციალური ფასეულობები და ნორმები. ცრურწმენითი ქცევა არის ჯგუფზე კონტროლის ეფექტური გზა მორალური ნორმებისა და აკრძალვების სისტემასთან იმპერატიული ზიარების საშუალებით. წარსულისგან ნასესხები ქცევა წარმოადგენს ეტალონს, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ ინოვაციას, ხოლო ეტალონიდან გადახრა იწვევს ნეგატიურ სანქციებს. ცრურწმენაში დამკვიდრებულ ქცევის ნორმას ახასიათებს საყოველთაო აღიარება საზოგადოებაში ან ჯგუფში. ასეთი სახის ნებართვები და აკრძალვები არ საჭიროებს ახლებურად გააზრებას ან გამართლებას: აკრძალვის საკითხი და საიდან მომდინარეობს ის საერთოდ არ დგას ინდივიდის წინაშე.
ევოლუციონისტური მიდგომის ფარგლებში, ცრურწმენები გაიაზრება, როგორც რელიგიური ტრადიციების გადმონაშთი, რომლებიც არსებობდნენ პირველყოფილ და უძველეს კულტურებში; როგორც ქცევა, რომელსაც ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ შემდეგ დაკარგა ის. მაგალითად, კ.კ. პლატონოვი ცრურწმენას უწოდებს წარსული რელიგიების რუდიმენტულ ფრაგმენტს. ბ.ფ. პორშნევის თვალსაზრისით, ცრურწმენა,  როგორც პრეისტორიული ცნობიერების გამოვლინება, წარმოადგენს თავისუფლების ნაკლებობის პროდუქტს, რომელიც ახასიათებს გვაროვნულ-ტომობრივ ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს. მ. მიულერის მტკიცებით, თავდაპირველად მათი წარმოშობის მომენტში ცრურწმენას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა, რომელსაც, შესაძლოა, სიტუაციური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ უსაფუძვლოდ განზოგადებული. მოგვიანებით, თაობიდან თაობაში გადაცემის შედეგად, ეს გადმოცემა სულ უფრო მეტად კარგავდა თავის მნიშვნელობას, ანუ, თავდაპირველთან კავშირს. ვ.ი. პროპი ცრურწმენას განიხილავს  გრძნეულობასთან და მაგიასთან ერთად, როგორც განდევნილ წეს-ჩვეულებას ან რიტუალს, რომელიც სრულდება საიდუმლოთ და არ შეესაბამება ხალხურობის სამეურნეო და სოციალურ სტრუქტურას მისი განვითარების მოცემულ ეტაპზე.
ჩვენი აზრით, ყველაზე პროდუქტიულია ცრურწმენისადმი აფექტურ-მოტივაციური მიდგომა, რადგან ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ცრურწმენა, პირველ რიგში ასრულებს აფექტურ-დამცავ ფუნქციას.








Я уже больше не реагирую, как раньше, на все, что публикуется. Мне всё ясно. Идет поколение, рожденное в 90-х родителями, потерявшими страну, родину, ориентиры, размотанными, потерянными, без морали, без образования, без человеческих норм поведения. Начинают "работать" их дети: с купленными дипломами, с образованием, полученным в разрушенных ВУЗах, с бездарными и безразличными ко всему педагогами, в стране с уничтоженным искусством, где все куплено и продано. Что можно от них ожидать, о чем можно с ними разговаривать ? Вот и текут помойные реки статей, выступлений, передач, постановок. Беспросветная глупость, бездарщина, вульгарность, но, непременно, с претензией и высокопарно. Правильнее будет не реагировать, а прятаться. Всю эту свору ни переиграть, ни переубедить уже невозможно, она выжигает все достойное, тем более, что через каких-нибудь пару лет их будет уже 90 %). Это - конец.


Good quote on the limitations of Jungian Psychology/shadow work in light of occult hostile forces and the importance to reject them and not integrate them as part of one's shadow/own nature. Sri Aurobindo and other esoteric masters/teachers have also talked about the importance of rejection vs. integration. Ties into the limitations of psychological work alone (as important as it is at the same time) and tunnel vision of western mainstream psychology that doesn't recognize the hyper-dimensional aspect of reality and beings/forces acting upon and through us. Most severe "mental illnesses" (Multiple Personality Disorder, Schizophrenia, Bipolar, even PTSD based on Trauma etc.) are actually related to occult entity attachments/possession or spirit attachments.

“Jung believed that when we stop talking about the demons we become more vulnerable to their destructive force. So I want to suggest that there is more to this archetype of spiritual warfare than simply integrating your personal shadow, or merely learning how to love those denied parts of your personality. It involves learning how to tell the difference between the personal shadow that comes from your individual experience, and the archetypal forces which have access to your psyche from within, that you can never integrate, and had better not try to integrate.“

~ Robert L. Moore, “Facing the Dragon: Confronting Personal and Spiritual Grandiosity”
If you do find an extraordinary truth, shall we say, from extraordinary evidence, more than likely, then in the course of your life, if you come upon that, you quickly learn there was a path to that view. And it may be complex, it may be simple, but there was a way to it. You don't jump straight to it without the intermediate stages. And the more remarkable that truth is the longer it takes to deeply acknowledge and know it—know it at a very inner level.

Yet, we can observe that there is sort of a tremendous impulse to want to share our discoveries with people and to prove to them and to underline things and expound what we believe. But everybody has to wake up for him or herself. I've said this over and over. You cannot really do it for anyone else. So it is both unrealistic and unwise to say, to expect…[someone] touted in a mainstream view of politics and culture and education to suddenly entertain [esoteric/fringe ideas]....

The more outstanding the revelation the longer it takes to get to it. So we have to sort of respect that in a way. We have to expect also that it takes time for people to understand what is real and what is unreal. All we can do is set forth our discoveries and let people make of it what they will. And that takes discipline and a high degree of self-confidence. And amongst academics that is not always to be taken for granted. Because it is not just academic discipline but it is personal disciple in your own growth in your own being not just the computer element of our minds but all of the rest of the faculties as well.

And if we falter in our convictions, if we constantly need validation and reassurance then we start to compromise even our own materials. It is better not to do that at all. Just play your own game. Do your own thing and get as sharp and authentic as you can. And don't stop and keep doing it. And it brings to mind the question of what actually is it when we say truth. And I very much feel, having worked with all levels of sort of philosophers, and academics, and psychologists, and mystics, and new agers…that being smart is not sufficient to know the truth.

And I would say that the truth reveals itself slowly depending on the intellectual, emotional, transcendental awareness of the individual. And those last two elements are sorely lacking in the average investigator—I would say. So their inquiry is necessarily therefore flat and rather one-dimensional. It is limited, to put it politely, like a [person] who cannot see the real substance of a situation because he does not really get it. He lacks sincerity, humility, and insight. You cannot expect people who do not have those personal qualities to put out stellar work."

- Neil Kramer
სახლში დაბრუნებული

„სახლში დაბრუნებულისათვის“ სახლი აღიქმება ერთგვარად მიუჩვეველ გარემოდ. ადამიანი ფიქრობს, რომ მოხვდა უცხო მხარეში. თუმცა აქვე უნდა განვასხვავოთ „სახლში დაბრუნებულის“ მდგომარეობა იმ ადამიანის სიტუაციისგან, რომელიც უცხო ქვეყანაში ჩამოვიდა. ეს უკანსკნელი უნდა შეუერთდეს იმ ჯგუფს, რომელიც არ წარმოადგენს და არასდროს ყოფილა მისი. ახალი სამყარო ორგანიზებულია სხვაგვარად, ვიდრე ის სამყარო, საიდანაც თვითონ ჩამოვიდა.

„სახლში დაბრუნებული“ კი ბრუნდება იმ გარემოში, სადაც ის უკვე ნამყოფია, რომლის შესახებაც მოეპოვება ცოდნა. „სახლში დაბრუნებული“ ფიქრობს, რომ შეძლებს ამ ცოდნის გამოყენებას ახალ გარემოსთან კონტაქტში შესასვლელად. უცხო ქვეყანაში ჩამოსულს ეს ცოდნა არ გააჩნია. „სახლში დაბრუნებულს“ კი იმედი აქვს, რომ ამ ცოდნას დროთა განმავლობაში მეხსიერებაში აღიდგენს. ამგვარად იგი გრძნობს და განიცდის „დაბრუნებული ოდისევსის“ ტიპიურ შოკს.

„სახლში დაბრუნებულის“ ეს ტიპიური გამოცდილება ჩვენ უნდა გავაანალიზოთ სოციალური ფსიქოლოგიის საერთო ტერმინებში. ყოველივე ზემოთქმულის საუკეთესო მაგალითად გამოდგება ომიდან დარუნებული ვეტერანების შემთხვევა, რომელიც არაჩვეულებრივადაა აღწერილი ლიტერატურულ ნაწარმოებებში. ჩვენ შეიძლება ასევე დავეყრდნოთ მოგზაურების გამოცდილებას, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ და ემიგრანტების გამოცდილებას, რომლებიც მშობლიურ მხარეში დაბრუნდნენ. „სახლში დაბრუნებულის“ მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც სტუდენტისა და ჯარისკაცის, რომლებიც არდადეგებიდან და ჯარიდან შინ დაბრუნდნენ.

რას ვგულისხმობთ „სახლში“, როდესაც „სახლში დაბრუნებულს“ ვახსენებთ? „სახლი“ ეს არის ის, საიდანაც ვიწყებთ - იტყოდა პოეტი. „სახლი“ ეს არის ადგილი, სადაც ყველა ცდილობს დაბრუნდეს, როცა სხვაგანაა - იტყოდა იურისტი. „სახლში“ იგულისხმება კოორდინატთა სისტემა ნულოვანი წერტილით, რომელსაც მივაწერთ მსოფლიოს, რათა ვიპოვოთ მასში ჩვენი ადგილი. გეოგრაფიულად კი „სახლი“ არის განსაზღვრული ადგილი დედამიწის ზედაპირზე. თუმცა “სახლი” არ არის მხოლოდ ნავსაყუდელი, არ არის უბრალოდ სახლი, უბრალოდ ოთახი, ბაღი, ან უბრალოდ ციხესიმაგრე. „სახლის“ გაგების სიმბოლური დახასიათება ემოციურადაა შენიღბული და ძნელია მისი აღწერა. „სახლი“ განსხვავებული ადამიანებისთვის განსხვავებულ საგანს წარმოადგენს. ის უმრავლესობისთვის მამისეულ სახლს, მშობლიურ ენას, ოჯახს, მეგობრებს, საყვარელ პეიზაჟებს და იმ სიმღერებს ნიშნავს, რომლებსაც დედა გვიმღეროდა, ასევე განსაზღვრული წესებით მომზადებულ საჭმელს, ყოველდღიურად მიჩვეულ საგნებს, ფოლკლორს და პირადულ ჩვევებს. მოკლედ „სახლი“ ესაა ცხოვრების განსაკუთრებული წესები, რომელიც პატარა შეჩვეული და ამასთანავე ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ელემენტებისაგან შედგება.

გამოკითხვები გვიჩვენებენ, რომ ზოგისთვის „სახლი“ არის კეტჩუპიანი სენდვიჩი ყინულიანი რძით, ზოგისთვის ახალი რძე და დილის გაზეთი კარებთან, ზოგისთვის კი ტრამვაის და ავტომობილის საყვირი. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ “სახლი” არსებობს სამი ტიპის ადამიანისთვის: ადამიანისთვის, რომელიც სახლს არასდროს ტოვებს, ადამიანისთვის, რომელიც სახლიდან მოშორებით ცხოვრობს, და ადმიანისთვის, რომელიც სახლში ბრუნდება.

გამონათქვამი - ვიგრძნოთ თავი ისე, როგორც საკუთარ სახლში - ნიშნავს ინტიმურობისა და სიახლოვის უმაღლეს ფორმას. სახლში ცხოვრებას გააჩნია ზუსტად განსაზღვრული მიზანი, რომელიც შეიცავს ჩვევების, ტრადიციების, ინსტიტუტების ნაკრებს, ყველა სახის მოღვაწეობის განრიგს. ყოველდღიური ცხოვრების უმეტესი პრობლემა შეიძლება გადაიჭრას უკვე არსებული ცნობილი ნიმუშების მიხედვით. არ ჩნდება იმის მოთხოვნილება, რომ სიტუაცია, რომელშიც ადრე მოვხვედრილვართ, ხელახლა განვსაზღვროთ და გავაანალიზოთ, ანდა ნაცნობი პრობლემის გადასაჭრელად ახალი გზები ვეძიოთ მაშინ, როცა მსგავსი პრობლემის გადაჭრის ხერხები ჩვენთვის უკვე ნაცნობია.

გამოხატვისა და ინტერპრეტაციის საკუთარი სქემა არეგულირებს არა მარტო სახლში ცხოვრების პირობებს, არამედ ეს სქემა საერთოა იმ ჯგუფის ყველა წევრისთვის, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ვსარგებლობთ რა ამ სქემით, ჩვენ გავუგებთ სხვებსაც, ისინი კი ჩვენ. ჩვენ ყოველთვის გვაქვს შანსი სუბიექტურად ან ობიექტურად ვიწინასწარმეყტყველოთ ვიღაცის მოქმედება ჩვენს მიმართ, ისევე როგორც მათი რეაქცია ჩვენს მოქმედებაზე. ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ გამოვიცნოთ რა მოხდება ხვალ, არამედ დავგეგმოთ უფრო შორეული მომავალი. საგნები რჩებიან ისეთები, როგორებიც იყვნენ. რა თქმა უნდა ყოველდღიურობაში არის ახალი სიტუაციები და მოულოდნელი მოვლენები, მაგრამ სახლში ყოველდღიური რუტინისაგან გადახვევა იმ მეთოდებით იმართება, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები ყოველთვის ახერხებენ თავი გაართვან ექსტრაორდინალურ სიტუაციებს.

სოციალური ურთიერთდამოკიდებულების ტერმინებში შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება სახლში ეს არის ცხოვრება ე. წ. პირველად ჯგუფებში. ეს ტერმინი შემოიღო კულიმ, იმისთვის, რომ განესაზღვრა ახალი პირისპირი ურთიერთობები. ჩვენი მიზანია ანალიზი გავუკეთოთ ამ ტერმინის ზოგიერთ დაფარულ იმპლიკაციას.

პირველ რიგში ჩვენ უნდა განვასხვავოთ პირისპირი და ახლო ურთიერთობები. პირველი ითვალისწინებს საერთო დრო და სივრცეს. სივრცის ერთიანობა ნიშნავს, რომ სხეულის მოძრაობა, სახის გამომეტყველება, მიმიკები წარმოადგენენ ჩვენი პარტნიორის აზრების სიმპტომებს, მეორე მხრივ სივრცის ერთიანობა ნიშნავს, რომ ინდივიდთა შეხედულებების განსაზღვრული სექტორი მისაწვდომია პირისპირი ურთიერთობების ყველა მონაწილისთვის. ამ საერთო ჰორიზონტის შიგნით არის საერთო ინტერესების ობიექტი.

დროის ერთიანობა ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი მონაწილეობს სხვის შინაგან ცხოვრებაში. მე შემიძლია დავიჭირო სხვისი აზრები და შევუერთო საკუთარი აზრების ნაკადს, მე სხისთვის და სხვა ჩემთვის არ წარმოადგენს აბსტრაქციას, არც ტიპიური მოქმედებების მაგალითებს, არამედ ჩვენ ვყოფთ ცოცხალ რეალობას უნიკალურ იდეალურ პიროვნებებად. ასეთია განსხვავებული შტრიხები პირისპირი სიტუაციისა, რომელსაც ვუწოდებთ „წმინდა - ჩვენ - ურთიერთობებს“. ჩვენ შეგვიძლია ყველას დავანახოთ, რომ ყველა სოციალურ ურთიერთობას შეუძლია (და უნდა იყოს კიდეც) ინტერპრეტირებული. ამრიგად სასურველია გავიგოთ, რომ „წმინდა - ჩვენ - ურთიერთობები” მიეკუთვნება მხოლოდ სოციალური ურთიერთობების ფორმალურ სტრუქტურას, რომელიც დაფუძნებულია დროის და სივრცის ერთიანობაზე. პირისპირი ურთიერთობები შეიძლება გამოირჩეოდეს მრავალფეროვნებით, რომელიც დემონსტრირებას უკეთებს სხვადასხვა სახის სიახლოვეს და ანონიმურობას. რა თქმა უნდა ერთმანეთისგან განსხვავდება პირისპირი ურთიერთობა ქალთან, რომელიც გვიყვარს, ტრანსპორტში არსებული პირისპირი ურთიერთობისაგან, რომელსაც მგზავრთან ვამყარებთ. კულის მიხედვით პირველადი ჯგუფის გაგება არის განსაზღვრული შინაარსი ისეთი ურთიერთობისა, როგორიცაა სიახლოვე. თუმცა სიახლოვის გაგება არ არის პირისპირი ურთიერთობის ერთადერთი კრიტერიუმი. ამასთან ერთად ტერმინი პირველადი ჯგუფი გულისხმობს მესამე გაგებასაც, დამოუკიდებელს დასახელებული ორისაგან. იგი იმეორებს განსაზღვრული სოციალური ურთიერთობების ხასიათს. ცოლის მოყვანა, მეგობრობა, ოჯახი შედგება არა მკაცრად უწყვეტი პირისპირი ურთიერთობებისაგან, არამედ პირისპირი ურთიერთობების წყვეტილი სერიებისაგან. მსგავსი პირველადი ჯგუფები წარმოადგენენ ინსტიტუციონალიზირებულ სიტუაციებს, რომლებიც კვლავ აღადგენენ პირველად ურთიერთობებს და აგრძელებენ მათ იმ მომენტიდან, საიდანაც იყვნენ გაწყვეტილი. არ არის მკაცრად განსაზღვრული, რომ ეს ურთიერთობები აუცილებლად აღდგება და გაგრძელდება, მაგრამ ამის შანსი არსებობს და ეს შანსი ყურად უნდა იღოს ჯგუფის ყველა წევრმა.

ამგვარი ახსნის შემდეგ დავუბრუნდეთ იმას, რომ სახლში ცხოვრება ნიშნავს ცხოვრების უდიდესი ნაწილის გატარებას აქტუალურ ან პოტენციურ პირველად ჯგუფებში. სხვებთან ერთად ერთ სივრცეში და დროში სახლში ცხოვრება ნიშნავს მივიღოთ სხვა, როგორც უნიკალური პიროვნება ცოცხალ სინამდვილეში, გავიზიაროთ მასთან ერთად მოთხოვნები და იმედები. საბოლოოდ ეს ნიშნავს შანსს გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისა. თითოეული პიროვნებისთვის სხვისი ცხოვრება ხდება თავისი ავტობიოგრაფიის ნაწილი, საკუთარი ისტორიის ელემენტი.

ასეთი არის შინაური სამყაროს სოციალური სტრუქტურის ასპექტი მისთვის, ვინც შინ ცხოვრობს და ის მთლიანად იცვლება მისთვის, ვინც სახლი მიატოვა.

მან შემოაბიჯა სხვა სოციალურ განზომილებაში, რომელსაც არ ფარავს კოორდინატთა სისტემა, რომელიც გამოიყენება, როგორც საკუთარ სახლში რეფერენციის სქემა. ის არ განიცდის რეალურ აწმყოში ბევრ სოციალურ ურთიერთობას, რომლებიც წარმოადგენენ მისი ოჯახური ჯგუფის ტექსტილს, არ თვლის თავს ამის მონაწილედ. თავის ჯგუფთან სივრცისა და დროის ერთიანობის დარღვევის შედეგად ინტერპრეტაციის ველი, რომელშიც სხვა საკუთარ თავს გამოავლენს, მისთვის საკმაოდ ვიწროვდება. სხვისი პიროვნება არ აღიქმება მის მიერ, როგორც ერთი მთლიანობა: ის იყოფა ნაწილებად. არაა ახლობელი ადამიანის გამოცდილების მთლიანი განცდა: მისი ჟესტების, მოძრაობის, მეტყველების მანერის - ეს ყველაფერი დარჩა მხოლოდ მოგონებად და ფოტოსურათებად. მაგრამ არის კომუნიკაციის ისეთი საშუალება, როგორიცაა წერილები. მაგრამ წერილის დამწერი მიმართავს ადრესატის იმგვარ ტიპს, რომელიც მან დატოვა, როდესაც სახლიდან გადიოდა და ადრესატი კითხულობს იმ ადამიანის წერილებს, რომელსაც გამოეთხოვა. ნავარაუდევია, რომ ის, რაც ჩვეული (ტიპიური) იყო წარსულში, იქნება ასევე ჩვეული აწმყოშიც, ანუ ნარჩუნდება რელევანტობების იგივე სისტემა. მაგრამ ორივე პარტნიორის ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ინოვაციები. ჯარისკაცებს არაერთხელ გაკვირვებიათ სახლიდან გამოგზავნილი წერილები. რელევანტურობების სისტემების ამ ცვლილებას შეესაბამება სიახლოვის ხარისხის ცვლილება: შინაური ჯგუფი აგრძელებს არსებობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეული წესით. რა თქმა უნდა, თვით ნიმუშიც ასევე შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ეს ცვლილებები დროში გაწელილია და ადამიანები ახდენენ საკუთარი ინტერპრეტაციების სისტემის ადაპტირებას და ეგუებიან ცვლილებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სისტემა იცვლება, როგორც ერთი მთლიანობა, ბზარებისა და ნატეხების გარეშე.

მოდიფიკაციებშიც კი ყოველთვის არის მითითება, თუ როგორც გაუმკლავდე ცხოვრებას (გამონაკლისია კატასტროფის დროს ძალადობრივი განადგურება და მტრული ქმედებები). წასულს ყოველთვის აქვს უპირატესობა ამ ყოვლისმომცველი ნიმუშის შეცნობის მხრივ. მან შეიძლება წარმოიდგინოს დედის ან დის ქმედებები ამა თუ იმ სიტუაციაში, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ იგივე გამოცდილება ფრონტზე ჯარისკაცის ცხოვრებასთან მიმართებაში. მართალია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, დაბრუნებულთა მონათხრობები და პროპაგანდა იძლევიან გარკვეულ სურათს ფრონტზე ცხოვრების შესახებ, მაგრამ ეს სტერეოტიპები ყალიბდება არა სპონტანურად, არამედ ისინი ჯერ გაივლიან გაცრას და მათ მიანიჭებენ გარკვეულ მიმართულებას, რაც კეთდება სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისათვის. მაგრამ ჯარისკაცის სიტუაცია უნიკალურია. როდესაც დაბრუნებისას ის მოყვება მის შესახებ - თუკი საერთოდ მოყვება - მაშინ ის ნახავს, რომ იმ ადამიანებსაც კი, ვინც მისდამი სიმპათიით იყო განწყობილი, არ ესმით მისი ინდივიდუალური გამოცდილების უნიკალურობა, რამაც ის სხვა ადამიანად აქცია. მათ აქვთ ჩამოყალიბებული ფრონტზე ჯარისკაცის ცხოვრების ტიპაჟი და ისინი შეეცდებიან იპოვონ მსგავსი ნაცნობი ნიშნები. მათი გადმოსახედიდან, მისი (ჯარისკაცის) ცხოვრება ფრონტზე მხოლოდ უმნიშვნელოდ თუ განსხვავდებოდა იმ ცხოვრებისაგან, რომლის შესახებაც ჟურნალებში წაუკითხავთ. ასე, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ქცევათა უმეტესობა, რომელიც ადამიანებს მიაჩნიათ, როგორც უდიდესი მამაცობის გამოვლინება, სინამდვილეში ჯარისკაცისათვის არის გადარჩენისათვის ბრძოლა ან მოვალეობის შესრულება მაშინ, როდესაც იმ ჯარისკაცის მიერ შესრულებული თვითგანწირვისა და გმირობის მრავლობითი გამოვლინება სახლში შეიძლება შეუფასებელი დარჩეს.

შეუსაბამობა უნიკალურობასა და მნიშვნელოვნებას (რომლებსაც წასული მიაწერს საკუთარ გამოცდილებას) და სახლში დარჩენილი ადამიანების მიერ ამ გამოცდილების იმ ფსევდოტიპიზაციას შორის, რომელსაც ისინი ამავდროულად მიაწერენ ფსევდორელევენტურობას - არის ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლება, რათა აღდგეს ადრინდელი ურთიერთობები. დაბრუნებულის წარმატება ან წარუმეტებლობა დამოკიდებულია შანსზე გადააქციოს ის სოციალური ურთიერთობები განახლებადად. მაგრამ მაშინაც კი, თუკი მსგავსი ურთიერთობები არ პრევალირებს, ამ პრობლემის ამომწურავი გადაწყვეტა რჩება მიუღწეველ იდეალად.

მაგრამ აქ კითხვის ქვეშ დგას შინაგანი დროის შექცევადობა. ეს ის პრობლემაა, რომელიც ჰერაკლიტემ ასახა აფორიზმით, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა, ხოლო ბერგსონმა ის გაანალიზა, როგორც ხანგრძლივობა: მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ წარსული გამოცდილება იძენს სხვანაირ მნიშვნელობას. ასევე დაბრუნებული ადამიანიც სხვაა: საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც, ვინც მის დაბრუნებას ელოდა. ეს სამართლიანია ყველა დაბრუნებულისათვის. მაშინაც კი, თუკი ჩვენ ვბრუნდებით სახლში ხანმოკლე შუალედის შემდეგ, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ძველი, ჩვეული გარემო იძენს დამატებით მნიშვნელობას, რომელიც ჩნდება ჩვენი გამოცდილებიდან არყოფნის პერიოდში: საგნებსა და ადამიანებს, დასაწყისში მაინც, აქვთ სხვანაირი შესახედაობა. საჭიროა გარკვეული ძალისხმევა, რათა მოვახდინოთ ჩვენი მოღვაწეობის ტრანსფორმირება რუტინულ კალაპოტში და თავიდან „გავააქტიუროთ“ ჩვენი წინა ურთიერთობები ადამიანებსა და საგნებთან მიმართებაში.

გარკვეული დონით თითოეული დაბრუნებული აგემოვნებს გარიყულობის მაგიურ ნაყოფს, იქნება ის მწარე თუ ტკბილი. მხოლოდ სახლის ძლიერი მონატრება აიძულებს ადამიანს ძველ ნიმუშებში მოათავსოს ახალი მიზნები, მათი რეალიზაციის ახალი საშუალებები, უნარები და გამოცდილება, რომელიც ადამიანმა შეიძინა სახლისგან შორს ყოფნისას.

სამწუხაროდ - და ესაა მთავარი - არაა გარანტია იმისა, რომ სოციალური ფუნქციები, რომლებმაც გაუძლეს ტესტს ერთ სისტემაში, შეძლებენ იმავეს გაკეთებას (ანუ გაძლებას), თუკი მათ სხვა სისტემაში გადავიტანთ. ეს განსაკუთრებით სამართლიანია ომიდან დაბრუნებულ ვეტერანებთან მიმართებაში. სოციოლოგიური თვალთახედვიდან, ჯარისკაცის ცხოვრება ავლენს უცნაურ ამბივალენტობას. ის ხასიათდება იძულების, დისციპლინის, თავს მოხვეული კონტროლირებადი და ნორმატიული სტრუქტურის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით. მოვალეობის, თანამეგობრობის, სოლიდარობისა და სუბორდინაციის გრძნობა – ადამიანში განვითარებული სასახელო თვისებებია, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ისინი ჩაკეტილია გარკვეული ჯგუფის ჩარჩოებში და არაა ღია საკუთარი არჩევანისათვის. ეს თვისებები ფასეულია როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე ომის პერიოდშიც. თუმცა ომის პერიოდში ისინი არეგულირებენ ქცევას მხოლოდ საკუთარი ჯგუფის ფარგლებში, მაგრამ არა მტრებთან მიმართებაში.

დამოკიდებულება მტრების მიმართ არის თავს მოხვეული დისციპლინის საპირისპირო. ის, რაც პრევალირებს მასში, რათა სძლიოს მიწინააღდეგეს, არ შეიძლება იქნეს გამოყენებული მოქალაქეობრივი ცხოვრების ნიმუშებში დასავლეთ დემოკრატიებში.

ომი - ეს არის სოციალური სტრუქტურის არქეტიპი, რომელსაც დიურკემმა კანონის დარღვევა უწოდა. სამოქალაქო საზოგადოებაში ჯარისკაცმა უნდა აირჩიოს საკუთარი მიზნები და საშუალებები და არ შეუძლია, როგორც ჯარში, მიჰყვეს ავტორიტეტს ან ხელმძღვანელობას. ამიტომ ის არც თუ ისე იშვიათად საკუთარ თავს გრძნობს, როგორც ბავშვი დედის გარეშე.
სხვა ფაქტორი.
ომის დროს შეიარაღებულ ძალებში მომუშავეებს აქვთ პრივილიგირებული სტატუსი საზოგადოებაში. „ყველაფერი საუკეთესო - ჩვენს ჯარისკაცებს“-ასეთია ლოზუნგი ომის პერიოდში. და ის, თუ როგორ უყურებენ სამოქალაქო პირები ადამიანს სამხედრო ფორმაში, ისევე ის უყურებს საკუთარს თავს, მაშინაც, თუკი ასრულებს უმნიშვნელო სამუშაოს შეიარაღებულ ძალებში. მაგრამ სახლში დაბრუნებულს ჩამორთმეული აქვს სამხედრო ფორმა და მასთან ერთად - პრივილიგირებული ადგილი საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ჩამოერთვა სამშობლოს დამცველის პრესტიჟი, მაგრამ ისტორია გვიჩვენებს, რომ დიდი ხანი არსებობა არ უწყობს ხელს დიდების შესახებ ხსოვნას.

ზემოთქმულს მივყევართ პრაქტიკულ დასკვნებამდე. ბევრი გაკეთდა, მაგრამ უფრო ბევრი უნდა გაკეთდეს, რათა მოამზადო სახლში დაბრუნებული ვეტერანი სახლის მიჩვევის აუცილებლობისათვის. ასევე აუცილებელია მოამზადო შინაურების ჯგუფიც მისი დაბრუნებისათვის. პრესისა და რადიოს საშუალებით საჭიროა მათ განუმარტოთ, რომ ადამიანი, ვისაც ისინი ელიან, უკვე ის არაა. ის სხვაა და არც ისეთი, როგორიც წარმოუდგენიათ. პროპაგანდისტული მანქანის დატრიალება საპირისპირო მიმარულებით, ჯარისკაცის ცხოვრების პსევდოტიპების განადგურება და მათი შეცვლა რეალურით - არაა მარტივი ამოცანა. მაგრამ აუცილებელია გავანადგუროთ საეჭვო ჰოლივუდური გმირობის განდიდება და დავხატოთ რეალისტური სურათი იმისა, თუ როგორ ფიქრობენ და გრძნობენ ეს ადამიანები - და ასეთი სურათი იქნება არანაკლებ ღირსეული და დასამახსოვრებელი. თავდაპირველად არამარტო სამშობლო უჩვენებს სახლში დაბრუნებულს უცნობ სახეს, არამედ ისიც მოეჩვენებათ უცნაური იმათ, ვინც მას ელის. ერთნიც და მეორენიც ბრძენნი უნდა იყვნენ.

ალფრედ შუტცი / ფენომენოლოგიური სოციოლოგიის ძირითადი პრინციპები

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised