ნარცისიზმი, როგორც თანამედროვე საზოგადოების პრობლემა
ძველი ბერძნული მითოლოგია ანტონ პანკოვი
ნიმფა ექოს შეუყვარდა ახალგაზრდა და სიმპათიური მამაკაცი, რომელმაც უარყო ის, და ამის გამო ახალგაზრდა მამაკაცი დაისაჯა - ის გაწირეს იმისათვის, რომ თავისი თავი შეყვარებოდა ზუსტად მაშინ, როდესაც ის უყურებდა თავის ანარეკლს ტბაში. ახალგაზრდა მამაკაცის სახელია ნარცისი.
რეტროსპექტული ანალიზიდან თანამედროვე სივრცეში გადასვლისას აუცილებელია იმი აღნიშვნა, რომ ნარცისიზმი ადამიანის ხასიათის ერთ-ერთი თვისებაა, რომელიც გამოირჩევა საკუთარი თავის, საკუთარი გარეგნობისადმი ტრფიალებით, საკუთარი შეცდომების არაღიარებით და უკიდურესად გადაჭარბებული თვითშეფასებით, რომელიც არ შეესაბამება რეალობას. გარდა ამისა, ნარცისიზმის დამახასიათებელი ნიშნებია ეგოიზმი და პატივმოყვარეობა.
ბანალური თვალსაზრისით, ნარცისიზმს შეიძლება ეწოდოს თანამედროვე საზოგადოების პრობლემა იმ პოზიციიდან გამომდინარე, რომ ამ ფსიქიკური გადახრით ავადდება ადამიანთა დიდი რიცხვი. ზიგმუნდ ფროიდის აზრით, ნარცისიზმი დაბადებიდანვე ნებისმიერი ადამიანის მრავალი ნაწილიდან ერთ-ერთია. ჩვენ არ ვუარყობთ გამოჩენილი ფსიქოანალიტიკოსის სიტყვებს და ვამბობთ, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანებს შეუძლიათ იმის უარყოდა, რომ მათ ახასიათებს ნარცისიზმი, და ამის შესახებ ილაპარაკონ თავისუფლად და ამაყად. სოციუმის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამაყობენ თავისი ნარცისიზმით, ახასიათებთ გადახრები ფსიქიკაში.
სანამ რომელიმე ადამიანს ფსიქიკურად არაჯანმრთელს ვუწოდებთ, საჭიროა დავადგინოთ ამ დაავადების წარმოქმნის მიზეზები. მიზეზები შეიძლება ორად დაიყოს:
1 – გარე;
2 – შიდა.
პირველ კატეგორიას ეკუთვნის ახლო ნათესავების გავლენა ბავშვის მსოფლმხედველობაზე. მაგალითად, მშობლებს ბავშვობაში არ ჰქონდა თავისი ოცნებების რეალიზების შესაძლებლობა. შედეგად, მშობლები ცდილობენ არ დაუშვან წინანდელი შეცდომები (შეცდომას ამას მხოლოდ მშობლები უწოდებენ) და ბავშვი მიჰყავთ სპორტულ სექციაში, თუმცა თვითონ ბავშვს ეს არ აინტერესებს. ბავშვს პრაქტიკულად ეკარგება საკუთარი აზრის უფლება, ირღვევა მისი განუყოფელი „მე“. ხარვეზებს ბავშვის შინაგან (სულიერ) მდგომარეობაში მიჰყავს ის საკუთარი გარეგნობისა და ხასიათის მიმართ ტრფიალებისკენ და, მისი აზრით, ისინი ეტალონს წარმოადგენენ.
ნარცისიზმის შინაგან ფაქტორებზე გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობის პრაქტიკული მხარე. ნარცისიზმზე შეიძლება გავლენა იქონიოს წიგნებმა - მკითხველი შეყვარებულია თავის გმირზე, ირგებს მის ნიღაბს და თავის თავს ცხოვრების იდეალად მიიჩნევს. 21-ე საუკუნეში დიდი მნიშვნელობა აქვს გაზეთების კითხვას, სატელევიზიო გადაცემების ყურებას და ინტერნეტ-რესურსების დათვალიერებას. ჩამოთვლილ მედიაში ხშირად არიან წარმოდგენილი წარმატებული ადამიანები ბიზნესის, სპორტის, კულტურის, პოლიტიკის სფეროდან. როდესაც ადამიანი მედიის სივრცეში პოპულარულ სახეებს ხედავს, ის ცდილობს მიბაძოს მას, შეიცვალოს გარეგნობა, ტანსაცმლის სტილი, ჩვევები და ხასიათი. დროთა განმავლობაში ეს პროცესი იწვევს სიამაყეს, საკუთარი თავის ქებას, საკუთარი შეუდარებელი სახის ეტალონად გამოცხადებას.
ადამიანებს, რომლებიც ამაყობენ მათი ნარცისიზმით, ავსტრიელ-ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსი ოტო კერნბერგი მიაწერს იმ პირთა რიცხვს, რომლებიც დაავადებული არიან პათოლოგიური ნარცისიზმით. პათოლოგიური ნარცისიზმის განმასხვავებელი თვისებაა საკუთარი თავის იდეალიზაციის და გრანდიოზული „მე“-ს გამოვლინება, იგნორირება, საკუთარი დომინირების გამოხატვა, ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ ყურადღების და თანაგრძნობის არგამოხატვა.
ზემოთ მოყვანილი სიმპტომების სრული კომპლექტი შეიძლება მეტყველებდეს მხოლოდ პიროვნების ნარცისული აშლილობის შესახებ. კერნბერგი ადარებს ამ აშლილობას ადამიანის ხასიათის ისტეროიდულ (ისტერიულ) თვისებებს: მუდმივი ყურადღების მოთხოვნილება, ტალღოვანი თვითშეფასების არსებობა (უფრო მეტიდან ნაკლებამდე და პირიქით), მისი პიროვნების სხვებზე დომინირება, მსახიობურ-ნიღბისეული ქცევა საზოგადოებაში.
თანამედროვე საზოგადოებაში ნარცისიზმის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ნარცისებად გაზრდილ ან მათთან კონტაქტის მქონე ადამიანებს შეუძლიათ განიცადონ ფსიქოლოგიური ტრავმა - დამცირება, სტრესი, დამორჩილება, მოკრძალება, იზოლაცია, შიში. თანამედროვე სამყაროში ნარცისიზმის გაფართოების პრობლემა ზუსტად თანამედროვე საზოგადოებასთან არის დაკავშირებული. ბავშვების აღზრდის საქმეში ბევრი პედაგოგიური ღირებულებაა დაკარგული, დაიწყო სილამაზესა და მოდაზე გამოკიდება, მედიის საშუალებების განვითარება. ამ ფაქტორებმა ერთობლივად გამოიწვია მიმბაძველობა, სილამაზეზე გამოკიდება, იდეალის ძიება, სხვებზე დომინირების სწრაფი გზების ძებნა. და ამაში არ შეიძლება მხოლოდ ნარცისების დადანაშაულება.
მაგრამ საზოგადოებისთვის ნარცისიზმი საფრთხეს წარმოადგენს. პირველი მაგალითია ადამიანისთვის ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენება. მეორე მაგალითის შემთხვევაში ზიანი შეიძლება თავად ნარცისებს მიადგეს. ისტორიაში იყო მაგალითები, როდესაც ესტრადის ან სპორტის ვარსკვლავის ფანატები პრაქტიკულად პირდაპირი მნიშვნელობით ჭკუიდან გადადიოდნენ თავისი კერპის გამო. ისინი უთვალთვალებდნენ თავის გმირს, თავს ესხმოდნენ მას გაძარცვის, რაღაც ღირებულებების ან ატრიბუტების წართმევის მიზნით, რათა დაეკმაყოფილებინათ ლიდერობის საკუთარი მოთხოვნილება, რომ ყოფილიყვნენ ვარსკვლავის მსგავსი. ამას შეიძლება გამოეწვია პოპულარული პიროვნების მკვლელობა.
ადამიანთა საზოგადოებას განვითარების რამდენიმე გზა აქვს:
პესიმისტური – ნარცისების გავლენის ქვეშ ყოფნა, ფსიქოლოგიური ტრავმის მიღება და ცხოვრებაშის იდეალიზებული სახეების შექმნა. ამ სცენარით, საზოგადოება მხოლოდ ორ ფენად იქნება დაყოფილი: დომინანტურსა და დაქვემდებარებულზე. ბოლოს ეს სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს;
მუქარის გამომხატველი - დანარჩენები ნარცისებად უნდა გარდაიქმნან და მათი პოსტულატების შესაბამისად იცხოვრონ. ამ შემთხვევაში კაცობრიობის პროგრესი შეჩერდება და დაიწყება რეგრესი ადამიანების განვითარებაში;
წინააღმდეგობის გაწევის – ნარცისიზმთან ბრძოლის მეთოდების ძებნა, მისი საზოგადოებაში შემდგომი შეღწევისთვის ხელის შეშლა.
განვითარების მესამე გზის გამოყენებისას საჭიროა ნარცისის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინება, მის მიმართ განსაკუთრებული მიდგომის მოძებნა და იმის ახსნის მცდელობა, რომ სამყარო არ არის ერთ ადამიანზე აგებული, რომ ადამიანი უნდა იყოს ჩართული საზოგადოებრივ-კოლექტიურ მოვლენებში, გამოკვეთილი და აქცენტირებული ყურადღება ჰქონდეს ნარცისიზმის საშიშროებაზე, როგორც საზოგადოებისთვის მთლიანად, ისე ნარცისისთვის, კერძოდ. ნარცისიზმის კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ასეთი პიროვნებების იგნორირება თითქმის შეუძლებელია, რადგან იგნორირება წარმოადგენს ფსიქოლოგიური აშლილობის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელს და ნარცისიზმი შეიძლება იმ ადამიანს აღმოაჩნდეს, ვინც იგნორირებას დაიწყებს. მეორეს მხრივ, იგნორირების პროცესით ადამიანს შეიძლება დანებება აიძულო და დააყენო ის ადეკვატური განვითარების გზაზე.
ნარცისიზმი, რა თქმა უნდა, თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა მისი სულიერი განვითარების კუთხით. იმისათვის, რომ ბავშვს არ განუვითარდეს ნარცისიზმისკენ მიდრეკილება, მშობლებმა უნდა გადახედონ ღირებულ და ორიენტირებულ შეხედულებებს ოჯახში აღზრდის შესახებ, რათა ბავშვს მიეცეს საშუალება დამოუკიდებლად აირჩიოს მისი განვითარების გზა, ხოლო მშობლები ვალდებულნი არიან დაეხმარონ მას მისი ჩანაფიქრის განხორციელებაში. მოზარდობის ასაკში შეეცადონ და აუხსნან მას, რომ ფილმებში ნაჩვენები და წიგნებში აღწერილი სახეები, ხშირ შემთხვევაში გამოგონილია და არაფერი საერთო არ აქვს რეალურ სამყაროსთან. ეს არ უნდა ეხებოდეს ომის გმირებს, სამშობლოს დამცველებს, რადგან ახალგაზრდებში პატრიოტიზმის გრძნობის განვითარება ხელს შეუწყობს ნარსიზმის იდეებისგან აბსტრაგირებას. ასევე აუცილებელია იმის ახსნა, რომ მოდა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია და აუცილებელია ამ საკითხში გახდე დამოუკიდებელი პიროვნება და არ შეეცადო ეკრანის და წიგნის გმირებიდან ასლის გადაღება. გახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ ბიბლიაში დაიწერა: „ნუ შეიქმნი კერპს“. ალბათმ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად ნარცისიხმის პრობლების საშიშროება თანამედროვე საზოგადოებაში ნაკლებად იქნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised