რატომ არის საშიში იყო ნარცისი?
XXI საუკუნის ადამიანი - ნარცისია. ბლოგები, სოციალური ქსელები, სელფის კულტურა - ყველაფერი ეს აყალიბებს საკუთარი თავის სიყვარულის გადაჭარბებულ კულტურას, რომელსაც ფსიქოლოგები საშინელ ეპიდემიად მიიჩნევენ. განვიხილოთ, რა არის ნარცისიზმი და რატომ არის ის ასე საშიში.
საკუთარი თავის სიყვარულიდან ავადმყოფობამდე
ნარცისიზმი პირველად არის ნახსენები ძველბერძნულ მითში ჭაბუკის ნარცისის შესახებ, რომელსაც შეუყვარდა თავისი თავის ანარეკლი მდინარეში და გარდაიცვალა უპასუხო სიყვარულის გამო. XIX საუკუნის ბოლოს ინგლისელმა სექსოლოგმა ჰევლოკ ელისმა ლეგენდის პერსონაჟი ფსიქოლოგიურ პრობლემას დაუკავშირა. ელისმა ნარცისიზმს სექსუალური გადახრა უწოდა, როდესაც ადამიანს მხოლოდ თავისი თავი უყვარს ..
. ელისის შემდეგ XX საუკუნის დასაწყისში ტერმინის გამოყენება დაიწყო ზიგმუნდ ფროიდმა. ის ნარცისიზმს უკავშირებს ადამიანის საკუთარი სხეულის, როგორც სექსუალური ობიექტის მიმართ, დამოკიდებულებას. ფროიდი მიიჩნევდა, რომ გარკვეულწილად ნარცისიზმი ყველასათვის არის დამახასიათებელი დაბადებიდან. ადრეულ ბავშვობაში ნარცისიზმი ბუნებრივია, ეს ბავშვის სექსუალური განვითარების ნაწილია. ზრდასრულთა ნარცისიზმი უკვე ნორმიდან გადახრაა, როდესაც ზრდასრული ადამიანი სხვებისგან არის დისტანცირებული და საკუთარ სექსუალურ სურვილებს მხოლოდ საკუთარ თავისკენ მიმართავს.
კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ერიხ ფრომი - XX საუკუნის ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი, ნარცისიზმს მიიჩნევდა ნებისმიერი ადამიანის განუყოფელ ნაწილად. თუმცა ფრომის ნარცისიზმი სცილდება სექსუალური სწრაფვის ფარგლებს. ფსიქოანალიტიკოსი გამოჰყოფდა ნარცისიზმის კეთილთვისებიან და ავთვისებიან ფორმას. პირველ შემთხვევაში საკუთარი თავის სიყვარული მიმართულია საკუთარი ძალისხმევის შედეგებზე.
ავთვისებიანი ნარცისიზმი ორიენტირებულია არა ნარცისის ქმედებებზე, არამედ იმაზე, რაც მას აქვს - სხეულზე, ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე, სიმდიდრეზე. ამავე დროს, ფრომი მიიჩნევდა, რომ ოპტიმალური ნარცისიზმი აუცილებელია გადარჩენისთვის, ხოლო ჭარბი - სიცოცხლისთვის საშიში. თანამედროვე ფსიქიატრია აღიარებს, რომ ნარცისული კომპონენტი განსხვავებული სახით ყველას აქვს, მაგრამ საკუთარი თავის გადაჭარბებული სიყვარულს განიხილავს, როგორც პიროვნების სერიოზულ აშლილობას.
დიაგნოსტიკა
ხალხში ნარცისის ამოცნობა ძალიან ადვილია. ის დარწმუნებულია საკუთარ უნიკალურობაში, ფანტაზიებში ყველაზე მაღლა აყენებს თავის თავს, მუდმივად აჩვენებს თავის უპირატესობას, ეძებს აღფრთოვანებას და არ შეუძლია სხვებისთვის თანაგრძნობის გაწევა. ფსიქოანალიტიკოსი ოტო კერნბერგი ამტკიცებს, რომ ერთის მხრივ, ნარცისული პაციენტები დარწმუნებულნი არიან თავის უნიკალურობაში, ხოლო, მეორეს მხრივ, გრძნობენ თავის არასრულფასოვნებას და ყველასი შურთ. ნარცისიზმის ნიშნები შედის „ფსიქიკური დაავადების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში“, რომელიც შემუშავებულია ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ. სახელმძღვანელოში გამოყოფილია დაავადების შემდეგი სიმპტომები: საკუთარი თავის მნიშვნელობის გრანდიოზული განცდა, შეუზღუდავი ძალაუფლების ფანტაზიები, საკუთარი უნიკალურობის რწმენა, ემპათიის არარსებობა, აღფრთოვანების მოთხოვნილება, პრივილეგირულობის განცდა, ამპარტავანი ქცევა. თუ ადამიანს აქვს ხუთი თვისება ზემოთ ჩამოთვლილიდან - ის ნარცისია.
სტრესის ჰორმონი
მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი სარა კონრატი მიიჩნევს, რომ ნარცისებს აწუხებთ მათი ავადმყოფობა, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. მისმა კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცის ნარცისიზმი ხელს უწყობს „სტრესის ჰორმონის“ დონის - კორტიზოლის - ზრდას. ასე რომ ნარცისი მამაკაცები მუდმივად იმყოფებიან სტრესულ მდგომარეობაში. სპეციალისტი ნარცისიზმის სფეროში კიტ კემპბელი საკუთარი თავის ზედმეტად სიყვარულს მიიჩნევს ეპიდემიად, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს არა მხოლოდ ნარცისებისთვის, არამედ მის ირგვლივ მყოფ სხვა ადამიანებისთვის. 2007 წელს, 19 წლის რობერტ ჰოკინსმა ცეცხლსასროლი იარაღით ნებრასკის შტატის სავაჭრო ცენტრში რვა ადამიანი მოკლა. მკვლელმა სიკვდილის წინ ბარათი დატოვა: „მე ყველა მოვკალი და ჩემი თავიც. ახლა ცნობილი გავხდები“. კამპელი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ნარცისიზმის კულტურა ამოძრავებდა. ე. ფრომი წერდა ჯგუფური ნარცისიზმის შესახებ, რომელიც საშიშია კაცობრიობის არსებობისთვის. მას იწვევს ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობა, ხოლო დამახასიათებელი თვისებებია აგრესიულობა და ფანატიზმი. ფრომის თანახმად, ჯგუფური ნარცისიზმი იწვევს გონივრულად აზროვნების უნარის დაკარგვას და უზრუნველყოფს ეროვნული სიძულვილისა და ომის წინაპირობებს.
ნარცისიზმის ეპოქა
XX საუკუნის დასაწყისში ფსიქოთერაპიულ კაბინეტებს ხშირად სტუმრობდნენ პიროვნების ისტორიული ორგანიზაციის მქონე ადამიანები. 1950-იან წლებში, ფსიქოანალიტიკოსის ტიპიური პაციენტი იყო შიზოიოდური ხასიათის მქონე პიროვნება. დღეს ფსიქოთერაპევტები ნარცისიზმთან პირისპირ აღმოჩნდნენ. კიტ კემპბელი მიიჩნევს, რომ „ეგოისტებს“ დღევანდელი კულტურა ქმნის. სოციალური შაბლონები კარნახობენ, რომ წარმატებას განაპირობებს საკუთარ თავში დაჯერებულობა და მაღალი თვითშეფასება. დღეს საკუთარი თავისადმი სიყვარულის ნაკლებობა მოვეტონობად ითვლება.
ნარცისიზმი სოციალურ ქსელებში
XXI საუკუნეში ნარცისიზმმა ინტერნეტში გადაინაცვლა. ნარცისები სოციალურ ქსელს თვითრეკლამისთვის იყენებენ, რომლის მიხედვითაც მათ სხვა ადამიანები აფასებენ. კანადის იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო აქტიურები არიან სოციალური ქსელის მომხმარებლები, მით უფრო არიან ისინი ნარცისიზმისკენ მიდრეკილები.
ჯორჯიის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნარცისებს თავისი პროფილისთვის გლამურული ფოტოების არჩევა ახასიათებს. გარდა ამისა, ქსელში მეგობრების რაოენობა და კედელზე წარწერების რაოდენობა ნარცისიზმის თვისებების პირდაპირ პროპორციულია.
http://psyjournal.ru/articles/osobennosti-terapevticheskoy-raboty-s-narcissicheskoy-travmoy
http://www.rps-arbat.ru/literature_on_the_problem_of_narcissism.html
https://www.livelib.ru/tag/%D0%BD%D0%B0%D1%80%D1%86%D0%B8%D1%81%D1%81%D0%B8%D0%B7%D0%BC/selections
https://www.livelib.ru/selection/333643-psihopatiya-i-nartsissizm
http://psyjournal.ru/articles/destruktivnyy-narcissizm-i-instinkt-smerti
https://www.proza.ru/2015/03/27/2101
https://www.litres.ru/tatyana-mihaylovna-d/opasnyy-narciss-kniga-chetvertaya-narcissicheskie-det/chitat-onlayn/
https://hannibal-md.livejournal.com/165956.html Редактировать или удалить это
https://fil.wikireading.ru/92303 Редактировать или удалить это
https://www.litmir.me/br/?b=266434&p=1
https://www.e-reading.club/chapter.php/101082/235/Chuprinin_-_Russkaya_literatura_segodnya._Zhizn%27_po_ponyatiyam.html
https://echo.msk.ru/programs/books/508175-echo/
http://algorithmlife.ru/dressirovka-cheloveka-i-drugix-zhivotnyx.html

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised