среда, 27 февраля 2019 г.

კრისტიან ჯარეთი როგორ მართავს კოლექტიური ნარცისიზმი მსოფლიო პოლიტიკას

კრისტიან ჯარეთი 
როგორ მართავს კოლექტიური ნარცისიზმი მსოფლიო პოლიტიკას
BBC Future კოლუმნისტი, ფსიქოლოგი კრისტიან ჯარეთი საუბრობს იმის შესახებ,  თუ რამდენად იშვიათად განხილვადი ხასიათის თვისება შეიძლება გახდეს პოლიტიკური არეულობის მიზეზი მთელს მსოფლიოში.

        რა აზრის ხართ თქვენი ერის შესახებ? ბრაზდებით თუ არა, როდესაც ვინმე აკრიტიკებს თქვენს ქვეყანას? ფიქრობთ, რომ მსოფლიო უკეთესი იქნებოდა, თუ თქვენს ქვეყანას უფრო მეტი პოლიტიკური წონა ექნებოდა?
         გსურთ თუ არა, რომ სხვა ქვეყნებმა იჩქარონ და აღიარონ თქვენი სახელმწიფოს ავტორიტეტი?
        თუ ამ კითხვებზე დადებითი პასუხი გაეცით, ნებისმიერი სოციალური ფსიქოლოგი იტყვის, რომ ეროვნულ დონეზე თქვენ ავლენთ კოლექტიური ნარცისიზმის ნიშნებს.
        კითხვები შედგენილი იყო კოლექტიური ნარცისიზმის ცხრილის საფუძველზე, რომელიც შედგება ცხრა პუნქტისგან და გამოყენებული იქნება ამ თემებთან დაკავშირებულ კვლევებში.
         ბევრი ჩვენგანი იცნობს „ნარცისიზმის“ ფსიქოლოგიურ კონცეფციას. ეს თავისებურება ახასიათებს იმ ადამიანებს, რომლებიც გარეგნულად ჩანან გაბღენძილები და თავდაჯერებულნი, მაგრამ მათი შინაგანი „მე“ ხასიათდება სისუსტით და დაუცველობით.
        თუმცა კოლექტიური ნარცისიზმი განსხვავებული რამ არის. ასე ლაპარაკობენ მათ შესახებ, ვინც დემონსტრირებს ზედმეტ თავდაჯერებულობას მისი ჯგუფის უპირატესობასთან დაკავშირებით, იქნება ეს ბანდა, რელიგიური თემი ან ერი, მაგრამ ღრმად შიგნით ეჭვი ეპარებათ ამ ჯგუფის პრესტიჟში და ამიტომ სურთ მისი სხვების მიერ აღიარება.
       ეს არის საგულდაგულოდ დამალული დაუცველობა და იმის ნიშანი, რომელიც განასხვავებს კოლექტიურ ნარცისიზმს უბრალო სიამაყისგან თავისი ქვეყნის გამო.
        ანალოგიურად, განსხვავდება ნარცისი ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ადამიანისგან.
       კოლექტიური ნარცისიზმის შესწავლის ერთ-ერთი გზაა ფარული ასოციაციების ტესტი. ის შეიძლება იყოს რამდენიმე ტიპის, მაგრამ, როგორც წესი, შედგება სიტყვების გარკვეულ კატეგორიებზე  დაყოფისგან შესაბამის კლავიშების გამოყენებით.
        ტესტის მნიშვნელობა არის ის, რომ ჩვენ უფრო სწრაფად ვახდენთ რეაგირებას, თუ იგივე კლავიში განკუთვნილია იმ კატეგორიებისთვის, რომლებსაც ჩვენ გონებრივად ერთმანეთს ვუკავშირებთ.
        ასე, მაგალითად, თუ მაღალი თვითშეფასება გაქვთ, თქვენ უფრო სწრაფად იმოქმედებთ, თუ ისარს მარცხენა მხარეს დააჭერთ, რათა აღნიშნოთ სიტყვები დადებითი ელფერით და სიტყვები, რომლებიც თქვენ თავთან არის ასოცირებული.
       განვიხილოთ ამ ტესტის გამოყენების მაგალითი კვლევაში.
       მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პოლონელები, რომლებმაც კოლექტიური ნარცისიზმის ნიშნები გამოავლინეს, უფრო ნელა, ვიდრე კვლევაში სხვა მონაწილეები,  უკავშირებდნენ პოლონურ სიმბოლოებს დადებით სიტყვებთან.   
         და თუმცა ფარული ასოციაციების ტესტი იწვევს ბევრ კამათს, ამ შემთხვევაში ისინი მოწმობენ, რომ პოლონელები, რომლებსაც გარკვეულწილად აქვთ კოლექტიური ნარცისიზმის მიდრეკილება, არ იყვნენ მზად იმისთვის, რომ დაენახათ თავისი ეროვნული ჯგუფი დადებით ჭრილში.
        ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი მათი თავგამოდებული მცდელობისა მიეღოთ თავისი ქვეყნის ავტორიტეტი აღიარება სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან.
        სხვა კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ კოლექტიური ნარცისიზმის გარკვეული ასპექტები - ეს პირადი  შეუმდგარობის გრძნობის ერთგვარი კომპენსაციაა.
         გარკვეულ წილად ეს გვაგონებს ნარცისი ადამიანების ქცევას, რომლებსაც ცამდე აჰყავთ თავისი თავი და ტრაბახობენ, რათა დამალონ მღელვარება.
         მაგალითად, ალექსანდრა ჩიჰოცკამ და მისმა კოლეგებმა ვარშავის უნივერსიტეტიდან ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ კოლექტიური ნარცისიზმის მიდრეკილების ნიშნები უფრო მეტად ახასიათებთ მათ, ვისაც უუნაროდ მიაჩნია თავი მართოს თავისი ცხოვრება.
      გარდა ამისა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოლექტიური ნარცისიზმი უფრო ძლიერად ვლინდება იმ მონაწილეთა შორის, რომლებიც კვლევის დროს ითხოვდნენ შეეხსენებინათ მათთვის ის პერიოდები, როდესაც ისინი ვერ აკონტროლებდნენ საკუთარ ცხოვრებას.
        და პირიქით, როდესაც მონაწილეებს სთავაზობდნენ შეეხსენებინათ დრო, როდესაც ყველაფერი კონტროლს დაქვამდებარებული ჰქონდათ, კოლექტიური ნარცისიზმის ნიშნები ნაკლებად გამოიხატებოდა.
        „კოლექტიური ნარცისიზმის“ ცნება არ არის ახალი. პირველად იგი შემოთავაზებული იყო ფსიქოანალიტიკოსის ერიხ ფრომის და სოციოლოგის თეოდორ ადორნოს მიერ 1930-იან წლებში.
         თუმცა, სოციალური ფსიქოლოგები დროულად დაინტერესდნენ ამ პრობლემით, თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორი ფსიქოლოგიური მღელვარება აწუხებს მსოფლიოს ბოლო დროს.
         გოლდსმიტის კოლეჯიდან აგნეშკა გოლეცის მიერ მიღებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, კოლექტიური ნარცისები უფრო მეტად მიდრეკილები არიან ხმა მისცენ დონალდ ტრამპსა და „ბრექსიტს“.
         (დავაზუსტებთ: ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც ხმა ტრამპს და „ბრექსიტს“ მისცა, კოლექტიური ნარცისია).
          სინამდვილეში, კოლექტიური ნარცისიზმთან მეტნაკლებად აპელირებენ პოლიტიკოსები რომლებიც წარმოადგენენ დავის ორ მხარეს.
        მაგალითად, დიდი ბრიტანეთის კანონიერი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ საუბრისას, ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერებს შეეძლოთ გაგება მოეპოვებინათ ხასიათის მსგავსი თვისებების მქონე ადამიანებთან.
         თუმცა, სავსებით შესაძლებელია, რომ მათმა ოპონენტებმა საჭიროდ მიიჩნიეს შეხებოდნენ თავის თანამემამულეთა იგივე სიმებს.
      დევიდ კამერონმა, რომელიც იმ დროს იკავებდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს, მოუწოდა მხარი დაეჭირათ ევროკავშირში ქვეყნის წევრობას, და მიმართა მოქალაქეთა პატრიოტულ გრძნობებს.
         "მე არ მგონია, რომ ბრიტანეთმა უნდა დატოვოს ევროკავშირი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავრჩეთ და ვიბრძოლოთ. ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ. ამიტომ გახდა ჩვენი ქვეყანა ასეთი ძლიერი და ასეთი იქნება მომავალშიც“, - განაცხადა მან.
         საინტერესოა და, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კოლექტიური ნარცისები უფრო არიან მიდრეკილები დაიჯერონ შეთქმულების თეორიის არსებობა, განსაკუთრებით უცხოელთა  მონაწილეობით.
        მაგალითად, სხვა კვლევის ფარგლებში, რომლის შედეგები შარშან  გამოქვეყნდა, გოლეტ დე ზავალმა და ჩიჰოცკამ აღმოაჩინეს, რომ პოლონელებმა, რომლებსაც აღმოაჩნდა კოლექტიური ნარცისიზმის მკაფიო ნიშნები, დაიჯერეს, რომ 2010 წლის ავტოკატასტროფა სმოლენსკის მახლობლად (როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი და რამდენიმე სხვა პოლიტიკოსი დაიღუპა) იყო რუსეთის მიერ ტერორისტული აქტის შედეგი.
        შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ, როგორც გოლეც დე ზავალამ და ჩიჰოცკამ აღნიშნეს, კოლექტიურმა ნარცისიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნებს შორის მტრობა, რადგან კოლექტიური ნარცისები ხშირად გამოდიან საპასუხო ღონისძიებების მიღების მომხრეებად, როდესაც მიიჩნევენ, რომ მათ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს.
       მაგალითად, კვლევის ფარგლებში, რომელიც შარშან გამოქვეყნდა, კოლექტიური ნარცისიზმის მიდრეკილების მქონე მონაწილეები თურქეთიდან ხშირად აცხადებდნენ, რომ უარყოფითი გადაწყვეტილება ევროკავშირში მათი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მთელი ქვეყნისთვის დამამცირებელი იყო.
        ამავე დროს, ისინი კმაყოფილები იყვნენ, რომ ევროკავშირი ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიდა.
        ანალოგიურად, კოლექტიური ნარცისები პორტუგალიიდან გერმანიას აღიქვამდნენ, როგორც საფრთხეს (ალბათ იმიტომ, რომ ისინი დამნაშავედ მიაჩნდათ ევროკავშირის მხრიდან მკაცრი ეკონომიის ზომების დაწესებაში).
        ისინი მოხარულები იქნებოდნენ სამაგიეროს თუ გადაუხდიდნენ  გერმანიას.
        კიდევ ერთმა ჩატარებულმა კვლევამ ამერიკელი სტუდენტების მონაწილეობით აჩვენა, რომ კოლექტიური ნარცისები უფრო მიდრეკილნი არიან სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად.
        ყველა ამ დასკვნის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ კოლექტიური ნარცისიზმი ძალიან განსხვავდება ეროვნული სიამაყის სხვა სახეობებისგან, ხოლო საკუთარი ქვეყნისადმი დადებით დამოკიდებულებას შეიძლება ჰქონდეს მთელი რიგი უპირატესობები.
          ამ თემაზე მეცნიერული შრომების თავის ბოლოდროინდელ მიმოხილვაში ჩიჰოცკა აღნიშნავდა, რაში მდგომარეობს ჯგუფისადმი კუთვნილების ძლიერი გრძნობით სარგებლობა.
        ადამიანებს შეუძლიათ თავის ცხოვრებას შესძინონ მნიშვნელობა და ღირებულება, მოქმედებენ თავისი ჯგუფის ინტერესებში, ხოლო ჯანსაღ პატრიოტიზმს ჩვეულებრივ, როგორც წესი, უკავშირებენ ტოლერანტობას და გაგებას სხვა ერის წარმომადგენლებთან მიმართებაში.
         მაგრამ კოლექტიური ნარცისების განსხვავება მდგომარეობს მათ თავდაცვით და ზოგჯერ  პარანოიდულ პოზიციაში, ასევე აღიარების დაოკებელ წყურვილში სხვების მხრიდან.
       უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კოლექტიური ნარცისიზმის თემაზე ბევრ კვლევაში განზრახ არის გამორიცხული სხვა მსგავსი ფსიქოლოგიური და სოციალოგიური მოვლენის გავლენა - მათ შორის მათი, რომლებიც ჩვეულებრივ მიაჩნიათ უარყოფითად (მაგალითად, საკუთარი ჯგუფის სხვებზე უპირატესობის რწმენა).
        უფრო დადებითი ფაქტორებიც გამოირიცხებოდა, როგორიცაა კონსტრუქციული პატრიოტიზმი (საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარული და ამავე დროს მისი ნაკლოვანებების აღიარება და სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის გზების ძიება).
         რა თქმა უნდა, რეალური ცხოვრების ორომტრიალში ბევრი ჩვენგანი გარკვეულწილად განიცდის ყველა ამ გრძნობას ერთდროულად. გარდა ამისა, ჩვენი შეხედულებები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.
         ყველაფრის მიუხედავად, ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული შეხება პოლიტიკასთან, სერიოზულად უნდა მოეკიდნონ ამ კვლევების შედეგებს.
         თუ 2016 წლის მოვლენები („ბრექსიტი“, ტრამპის ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტად არჩევა) რაღაცას ნიშნავს, ჩვენ სულ უფრო მეტი შანსი გვაქვს იმისა, რომ გადავეყრებით ამ ტიპის პიროვნებებს. რომლების შესახებაც მიმდინარეობს მსჯელობა.





Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised