სიძულვილი კონტრგადატანაში
დონალდ ვ. ვინიკოტი
ამ
სტატიაში მე განვიხილავ ამბივალენტურობის პრობლემის ერთ-ერთ ასპექტს, რომელსაც
უწოდებენ „სიძულვილის კონტრგადატანას“. მიმაჩნია, რომ ანალიტიკოსის ამოცანას
(ვუწოდოთ მას მკვლევარი ანალიტიკოსი), რომელიც ხელს ჰკიდებს ფსიქოტიკის ანალიზს,
სერიოზულად ართულებს ეს ფენომენი და მისი გადაჭრა შეუძლებელი ხდება, თუ
ანალიტიკოსი თავის თავში არ გამოჰყოფს სიძულვილის შეგრძნებას და არ გააცნობიერებს
მას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ანალიტიკოსი თვითონ საჭიროებს ანალიზს, მაგრამ ასევე
ახსენებს მას, რომ
ფსიქოტიკის ანალიზი ნევროტიკის ანალიზზე ბევრად უფრო რთულია.
ფსიქოტიკთან გამკლავების უნარი ზოგადად დიდ
სირთულეებთან არის დაკავშირებული. მე არაერთხელ გამოვთქვი კრიტიკული შენიშვნები
თანამედროვე ფსიქიატრიის მეთოდების შესახებ, რომელიც ასე ადვილად იყენებს ელექტროშოკს
და ასე გაბედულად - ლეიკოტომიას (ვინიკოტი 1947, 1949). ამიტომ, პირველ რიგში, მე
მინდოდა მეღიარებინა საგანგებო სირთულე, რომელიც თან ახლავს ფსიქიატრის მუშაობას
და, განსაკუთრებით, ფსიქიატრიულ მედდას. ფსიქიკურად დაავადებულები მძიმე ემოციურ ტვირთს ყოველთვის აკისრებენ
მათ, ვინც მათზე ზრუნავს. ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს შეიძლება სერიოზული
შეცდომები მივუტევოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ყველაფერი,
რასაც ფსიქიატრები და ნეიროქირურგები აკეთებენ, ვითომდა, მეცნიერების პრინციპების
შესაბამისად. და თუმცა ის, რის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი, ფსიქოანალიზს
ეკუთვნის, რეალურ მნიშვნელობას ფსიქიატრისთვისაც წარმოადგენს, მიუხედავად იმისა,
თუ მისი სამუშაო არასდროს არ აყენებს მას პაციენტებთან ანალიტიკური ტიპის
ურთიერთობებში.
იმისათვის,
რომ დაეხმაროს პრაქტიკოს-ფსიქიატრს, ფსიქოანალიტიკოსმა უნდა აუხნას მას არა მხოლოდ
ემოციური განვითარების პრიმიტიული ეტაპების როლი დაავადების წარმოქმნაში, არამედ ემოციური
დატვირთვის ბუნება, რომელსაც განიცდის ფსიქიატრი თავისი სამუშაოს შესრულებისას. რასაც ჩვენ, ფსიქოანალიტიკოსები, ვუწოდებთ კონტრგადატანას, გასაგები
უნდა იყოს ფსიქიატრისთვისაც. როგორ ძლიერადაც არ უნდა უყვარდეს მას მისი
პაციენტები, მას არ შეუძლია გაექცეს მათ მიმართ სიძულვილს და შიშს, ამიტომ მისთვის
უკეთესი იქნება იცოდეს ეს იმისათვის, რომ სიძულვილი და შიში ნაკლებ გავლენას ახდენდეს
იმაზე, რასაც აკეთებს.
კონტრგადატანის ფენოფენის კლასიფიცირება შემდეგი
სახით შეიძლება:
·
ანალიტიკოსის
პრობლემები:
არანორმალურობა კონტრგადატანის გრძნობებში და ურთიერთობების
და იდენტიფიკაციის დადგენა, რომლებიც თავად ანალიტიკოსშია ჩახშობილი. კომენტარი:
ანალიტიკოსს ესაჭიროება უფრო მეტი ანალიზი, ხოლო თავად პრობლემა, როგორც ჩვენ
ვფქრობთ, ნაკლებად მწვავედ დგას ფსიქოანალიტიკოსებს შორის, ვიდრე ზოგადად ფსიქიატრებს შორის.
·
ანალიტიკოსის
ინდივიდუალობა: ინდივიდუალური გამოცდილებისა და ანალიტიკოსის
განვითარებისათვის დამახასიათებელი იდენტიფიკაცია და ტენდენციები, რომლებიც
უზრუნველყოფენ პოზიტიურ სეტინგს მის ანალიტიკურ მუშაობაში და მნიშვნელოვნად
განასხვავებენ მას სხვა ანალიტიკოსის მუშაობისგან.
·
ანალიტიკოსის
პროფესია:
ამ ორი პოზიციიდან მე გამოვყოფ ჭეშმარიტ ობიექტურ
კონტრგადატანას, როდესაც ანალიტიკოსის სიყვარული და სიძულვილი რეალური პიროვნული
მახასიათებლებისა და პაციენტის ქცევის მიმართ ეფუძნება ობიექტურ დაკვირვებას.
·
ექიმის და
პაციენტის რეალური ურთიერთობები: როგორც ორი ადამიანის, და არა როგორც ექიმისა და პაციენტის. ეს სულ
სხვა რამეა .
მე ვურჩევ
ანალიტიკოსს, თუ ის აკეთებს ფსიქოტიკების და სოციოპათების ანალიზს, მუდმივად გაუწიოს
ანგარიში კონტრგადატანის არსებობას, რომელიც უნდა გამოჰყოს პაციენტზე საკუთარი ობიექტური რეაქციის
შესწავლისას. ამაში შედის სიძულვილიც. კონტრგადატანის ფენომენს ზოგჯერ მნიშვნელოვანი
ადგილი უკავია ანალიზში.
მე მიმაჩნია,
რომ პაციენტს შეუძლია ანალიტიკოსში მიიღოს მხოლოდ ის, რასაც თვითონ იგრძნობს. რაც
შეეხება მოტივს: აკვიატებების მქონე
პაციენტს შეუძლია იფიქროს ანალიტიკოსის, როგორც ადამიანის შესახებ, რომელიც
თავის საქმიანობაში მიჰყვება უსარგებლო, აკვიატებულ გზას. ჰიპომანიაკალური
პაციენტი, რომელსაც, განწყობის ზოგიერთი ცვალებადობის მიუხედავად, არ ახასიათებს უგუნებობა
და რომლის ემოციურ განვითარებაში დეპრესიულ პოზიციას არ მოუპოვებია გადამწყვეტი
გამარჯვება და რომელსაც არ ახასიათებს დანაშაულის, ზრუნვის ან პასუხისმგებლობის ღრმად
გამჯდარი გრძნობა, ვერ შეძლებს დაინახოს ანალიზში ანალიტიკოსის მცდელობა
ცვლილებები შეიტანოს დანაშაულის გრძნობაში, რომელსაც განიცდის თვითონ ანალიტიკოსი. ნევროტიკს შეუძლია
ანალიტიკოსი ამბივალენტურად მიიჩნიოს
პაციენტის მიმართ და ელოდოს, რომ ის აღმოაჩენს მასში სიყვარულისა და სიძულვილის
დაყოფას: ეს პაციენტი, როდესაც ბედნიერია, ანალიტიკოსისგან იღებს სიყვარულს,
რადგან ვიღაც სხვა იღებს ანალიტიკოსისგან სიძულვილს. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ
„სიყვარული-სიძულვილის დამთხვევის“ მდგომარეობაში ყოფნისას ფსიქოტიკი ღრმად არის
დარწმუნებული, რომ ანალიტიკოსს თავის ურთიერთობებში ასევე შეუძლია მხოლოდ სიყვარულისა
და სიძულვილის მკვეთრი და საშიში დამთხვევა? და თუ ანალიტიკოსი გამოხატავს თავის
სიყვარულს, მაშინ რაღაც მომენტში მას შეუძლია მოკლას პაციენტი.
სიყვარულისა
და სიძულვილის თანაფარდობა, რომელიც დამახასიათებელია ფსიქოტიკის ანალიზისთვის,
გვაყენებს ჩვენ საკუთარი თავის მართვის პრობლემასთან, რომელიც შეიძლება ანალიტიკოსის
ძალებს აღემატებოდეს. ეს თანაფარდობა ზოგჯერ განისაზღვრება აგრესიული კომპონენტით,
რომელიც შედის პრიმიტიულ სასიყვარულო იმპულსში და ნიშნავს, რომ ობიექტის ძიების
პირველი ინსტინქტური იმპულსების დროს პაციენტის გარემო წარუმატებელი აღმოჩნდა.
თუ
ანალიტიკოსმა იგრძნო უხეში გრძნობები, რომლებიც მასში პაციენტმა გამოიწვია, ის უნდა იყოს ფრთხილად, ყურადღებით და მგრძნობიარე.
უპირველეს ყოვლისა, მან არ უნდა უარყოს მასში არსებული რეალური სიძულვილი.
სიძულვილი, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში გამართლებულია, უნდა იყოს გამოყოფილი,
შენარჩუნებული და ხელმისაწვდომი შესაძლო ინტერპრეტაციისათვის.
თუ ჩვენ
შესაძლოდ მიგვაჩნია ფსიქოტური პაციენტების ანალიზი, მაშინ ჩვენ უნდა ამოვიცნოთ
ძალიან პრიმიტიული რამ ჩვენს თავში, და ეს დასტურდება იმ ფაქტით, რომ ფსიქოანალიტიკურ
პრაქტიკაში მრავალი გაურკვეველი პრობლემის მოგვარება დაკავშირებულია თვით
ფსიქოანალიტიკოსის შემდგომ ანალიზთან. (ალბათ, ფსიქოანალიტიკური კვლევა
გარკვეულწილად წარმოადგენს ანალიტიკოსის მცდელობას გააგრძელოს თავისი ანალიზი იმ
წერტილამდე, რომელზეც შეჩერდა მისი საკუთარი ანალიტიკოსი).
პრაქტიკოსი
ანალიტიკოსისთვის მთავარია ობიექტურობის შენარჩუნება იმის მიმართ, რაც პაციენტს
მოაქვს. განსაკუთრებულ შემთხვევაში აქ არის პაციენტის მიმართ ობიექტური სიძულვილის
აუცილებლობა.
ნუთუ ასე
ცოტაა ჩვენს ყოველდღიურ ფსიქოანალიტიკურ საქმიანობაში სიტუაციები, როდესაც ანალიტიკოსის სიძულვილი გამართლებულია? ჩემი
პაციენტი მძიმე აკვიატებით თითქმის ზიზღს იწვევდა რამდენიმე წლის განმავლობაში.
ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობდი მანამდე, სანამ ანალიზი არ გამოვიდა ჩიხიდან და
პაციენტი არ გახდა უფრო მიმზიდველი. და მაშინ მივხვდი, რომ მისი არამიმზიდველობა
გაუცნობიერებლად გამოწვეული აქტიური სიმპტომია. ხოლო მოგვიანებით მართლაც დადგა ნამდვილად შესანიშნავი დღე, როდესაც
მე ვუთხარი პაციენტს, რომ მე და მისი მეგობრები ზიზღს ვგრძნობდით მის მიმართ,
რადგან ძალიან ავად იყო, და მან ეს უნდა იცოდეს. ეს მისთვისაც მნიშვნელოვანი დღე
იყო - მაშინ აღინიშნა უზარმაზარი პროგრესი რეალობასთან ადაპტაციის საქმეში.
ჩვეულებრივი
ანალიზის დროს ანალიტიკოსი არ განიცდის სირთულეებს საკუთარი სიძულვილის მართვაში.
ის რჩება ლატენტური. აქ, რასაკვირველია,
მნიშვნელოვანია, რომ პირადი ანალიზის გზით ის თავისუფლდება ფართო გაუცნობიერებული
სიძულვილისგან, რომელიც ეკუთვნის წარსულს და შიდა კონფლიქტებს. დავასახელოთ სხვა
მიზეზები, რის გამოც სიძულვილი შეიძლება დარჩეს გამოხატვის გარეშე და შეუგრძნობი,
როგორ ასეთი.
ანალიზი არის ჩემს
მიერ არჩეული
საქმიანობა, გზა, რომელსაც,
როგორც მე ვგრძნობ,
ჰარმონიაში მოვყავარ დანაშაულის საკუთარ გრძნობასთან. ეს არის გზა, რომელზეც მე
შემიძლია საკუთარი თავის კონსტრუქციულად
გამოხატვა.
მე ვიღებ
ხელფასს და
ვდილობ საზოგადოებაში ამ ადგილის მოპოვებას ფსიქოანალიტიკური
საქმიანობის მეშვეობით.
მე
შევისწავლი საჭირო საქმეს.
მე დაუყოვნებლივ ვიღებ ჯილდოს პაციენტთან იდენტიფიცირების გზით, რომელიც აღწევს პროგრესს, და კიდევ უფრო მეტ ჯილდოს მოველი მკურნალობის დასრულების შემდეგ.
მე დაუყოვნებლივ ვიღებ ჯილდოს პაციენტთან იდენტიფიცირების გზით, რომელიც აღწევს პროგრესს, და კიდევ უფრო მეტ ჯილდოს მოველი მკურნალობის დასრულების შემდეგ.
გარდა ამისა,
როგორც ანალიტიკოსს, მე მაქვს სიძულვილის გამოხატვის შესაძლებლობა. ანალიტიკოსის
სიძულვილი გამოიხატება თვითონ „საათის“ დასასრულის არსებობაში.
ვფიქრობ ეს
ასეა, მიუხედავად იმისა, თუ პაციენტს არ
გააჩნია სირთულეები მოვლასთან დაკავშირებით და მას თვითონ სურს წასვლა. ბევრ
ანალიზში ასეთი მდგომარეობა მისაღებია,
როგორც ჯეროვანი და თითქმის არ მოიხსენიება, ხოლო თავად ანალიტიკური საქმიანობა
ხორციელდება პაციენტის მომხდარი გაუცნობიერებელი გადატანის ვერბალური ინტერპრეტაციის
გზით. ანალიტიკოსი ირგებს პაციენტის ბავშვობიდან რომელიმე სასარგებლო ფიგურის როლს.
ის სარგებლობას იღებს იმ ადამიანების წარმატების ხარჯზე, ვინც ბინძურ სამუშაოს
ასრულებდა, როდესაც პაციენტი იყო ბავშვი.
ყოველივე ეს ჩვეულებრივი ფსიქოანალიტიკური
პრაქტიკის აღწერილობის ნაწილია, ძირითადად პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ ნერვული
სიმპტომები. რაც შეეხება ფსიქოტიკის ანალიზს, ანალიტიკოსს უჩნდება სხვადასხვა
სახის დაძაბულობა, რომელიც სხვადასხვა ხარისხს აღწევს. მე სწორედ ამ
მრავალფეროვნების აღწერას ვცდილობ.
ცოტა ხნის
წინ მე აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ცუდად ვასრულებდი ჩემს
სამუშაოს. მე შეცდომა დავუშვი ყველა ჩემს პაციენტთან მიმართებაში. სირთულე ჩემში იყო, ნაწილობრივ ის იყო პირადი, მაგრამ
ძირითადად კულმინაციურ პუნქტთან დაკავშირებული, რომელსაც მივაღწიე ერთ-ერთ მძიმე ფსიქოტურ პაციენტთან დამოკიდებულებაში.
სირთულეები აღმოიფხვრა, როდესაც მე ვნახე ის, რასაც ზოგჯერ უწოდებენ სამკურნალო
ძილს. (სხვათა შორის, ჩემი ანალიზის დროს და მისი დასრულებიდან რამდენიმე წლის
შემდეგ მე განვიცადე ამგვარი სამკურნალო ძილის გრძელი სერია, რომელიც, ხშირ შემთხვევაში,
უსიამოვნო აღმოჩნდა. თითოეული მათგანი
აღნიშნავდა ჩემს გადასვლას ემოციური განვითარების ახალ დონეზე).
ამ განსაკუთრებულ შემთხვევაში მე გავიაზრე
სიზმრის მნიშვნელობა, როგორც კი გავიღვიძე ან, შეიძლება, უფრო ადრეც კი. სიზმარს
ორი ფაზა ჰქონდა. პირველი ფაზის დროს მე ვიყავი თეატრში ქანდარაზე და ქვემოთ
ვუყურებდი პარტერში მყოფ უამრავ ადამიანს. მე განვიცდიდი მცირე შეშფოთებას იმის
გამო, რომ შეიძლებოდა კიდური დამეკარგა. ეს ასოცირებული იყო ეიფელის კოშკის
მწვერვალზე ყოფნასთან: თუ კოშკის წვერზე მაღლა ავწევდი ხელს, ის შეიძლებოდა მიწყვეტილიყო
და მიწაზე დავარდნილიყო. ეს ჩვეულებრივი
კასტრაციური შეშფოთებაა. სიზმრის მეორე ფაზის დროს მე შეშფოთებული ვიყავი იმით,
რომ ადამიანები პარტერში უყურებენ სპექტაკლს, და ახლა მე მათი დახმარებით ვიგებ,
თუ რა ხდება სცენაზე. ახლა უკვე ახალი ტიპის შეშფოთება გამიჩნდა: აღმოჩნდა, რომ მე
საერთოდ არ მაქვს სხეულის მარჯვენა მხარე.
როცა გავვიღვიძე,
უკვე ვიცოდი, რა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე იმ დროს. სიზმრის პირველი
ნაწილი წარმოადგენდა ჩვეულებრივ შეშფოთებას, რომელიც შეიძლება განვითარდეს ჩემი
ნევროტული პაციენტების გაუცნობიერებელი ფანტაზიების მიმართ. ხელის ან თითების
დაკარგვით გამოწვეული პაციენტების შიში
ჩემთვის ნაცნობია, და ეს შეშფოთება ჩემთვის შედარებით მისაღები იყო.
სიზმრის
მეორე ნაწილი წარმოადგენდა ჩემს დამოკიდებულებას ფსიქოტური პაციენტის მიმართ. აქ
საუბარია ქალის შესახებ, რომელიც მოითხოვდა, რომ მე საერთოდ არ მქონდეს არავითარი
შეხება მის სხეულთან, თუნდაც წარმოსახვაში: არ ყოფილა არავითარი სხეული, რომელსაც
იგი აღიარებდა, როგორც საკუთარს; მისთვის არსებობდა მხოლოდ მისი საკუთარი გრძნობები
საკუთარი თავის მიმართ. მისი სხეულის ნებისმიერი ხსენება იწვევდა პარანოიდულ შიშს.
მას უნდოდა, რომ გულში მე მისი
გონებისთვის მიმემართა. ამით გამოწვეულმა სირთულეებმა კულმინაციას
მიაღწია სიზმრის წინა საღამოს; მე ვიგრძენი გაღიზიანება და ვუთხარი
მას, რომ მისი მოთხოვნები ჩემს
მიმართ წვრილმანი არ არის. ამან კატასტროფული ეფექტი
გამოიწვია, და ანალიზის
დროს მოგვიანებით
მე რამდენიმე კვირა დამჭირდა ჩემი შეცდომის გამოსასწორებლად. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მე გავაცნობიერე საკუთარი შეშფოთება, და
ეს ჩემს სიზმარში გამომეცხადა, როგორც ჩემი სხეულის მარჯვენა მხარის არარსებობა,
როდესაც ვცდილობდი იმის გაგებას, თუ რის შესახებაა სპექტაკლი, რომელსაც უყურებდნენ
პარტერში მყოფი ადამიანები. მარჯვენა მხარე
ამ კონკრეტული პაციენტისკენ იყო მიმართული და ამიტომ გამოხატავდა ჩვენს
სხეულებს შორის თუნდაც წარმოსახვითი ურთიერთქმედების სრულიად უარყოფის მის
მოთხოვნილებას. ეს უარყოფა ჩემში იწვევდა ფსიქოტურ შფოთვას, გაცილებით ნაკლებად
მოსათმენს, ვიდრე ჩვეულებრივი კასტრაციული შფოთვა. და მიუხედავად იმისა, რომ სიზმარი
შეიძლება სხვაგვარად ყოფილიყო ინტერპრეტირებული, შედეგად მე ისევ შევძელი ხელი
მომეკიდა ამ შემთხვევისთვის, მიუხედავად იმ ზიანისა, რომელიც ჩემმა გაღიზიანებამ
მკურნალობას მიაყენა და რომლის წყარო გახდა პაციენტთან კონტაქტის შემდეგ ჩემს მიერ
მიღებული რეაქტიული შფოთვა.
ანალიტიკოსი
მზად უნდა იყოს გაუძლოს დაძაბულობას, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს
პაციენტთან, რომელიც, ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში ვერ აცნობიერებს მის ქმედებებს.
თავისი საქმიანობის გაგრძელების მიზნით, მან მშვიდად უნდა გააცნობიეროს თავისი
შიში და სიძულვილი. მისი
პოზიცია დედის პოზიციის მსგავსი უნდა იყოს ჯერ კიდევ არ დაბადებული ან ახლად
დაბადებული ბავშვის მიმართ. საბოლოო ჯამში, მან უნდა მოძებნოს შესაძლებლობა, რათა აუხსნას
პაციენტს, თუ რა ხდება, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა შეიძლება არც მიეცეს. არ არის
გამორიცხული, რომ პაციენტის წარსულში ანალიტიკოსმა მოძებნოს ძალიან მცირე
გამოცდილება, რომელიც შესაფერისი იქნება მუშაობისთვის. იქნებ ადრეულ ბავშვობაში
პაციენტს არ ჰქონდა დამაკმაყოფილებელი ურთიერთობები, რომელიც შეიძლება დამუშავდეს
გადატანაში?
არსებობს დიდი განსხვავება იმ პაციენტებს შორის,
რომლებსაც ჰქონდათ დადებითი ადრეული გამოცდილება და რომელიც შეიძლება გადატანაში
განვითარებულიყო, და მათ შორის, რომელთა ადრეული გამოცდილება იმდენად არასაკმარისი ან გაუკუღმართებულია, რომ
ანალიტიკოსი პაციენტის ცხოვრებაში პირველი აღმოჩნდება, რომელიც გამოავლენს მის
მიმართ მზრუნველი გარემოს გარკვეულ თვისებებს. ფსიქოანალიტიკური ტექნიკის ყველა
ელემენტი, რომელიც შეიძლება ეფექტურად ჩაითვალოს პირველი ტიპის პაციენტების
მკურნალობაში, მეორე ტიპის პაციენტებისთვის
სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.
მე კოლეგას
ვკითხე, ატარებს თუ არა ის ანალიზს სიბნელეში. პასუხად მე მოვისმინე: „არა, ჩვენი
მუშაობა ჩვეულებრივ გარემოში მიმდინარეობს, სიბნელე რაღაც უჩვეულო იქნებოდა“. ჩემმა
შეკითხვამ მასში გაოცება გამოიწვია. ის ნევროზების ანალიზს ატარებდა, მაგრამ ჩვეულებრივი
გარემოს შენარჩუნება შეიძლება პრინციპულად მნიშვნელოვანი ყოფილიყო ფსიქოტიკების
ანალიზის დროს. ზოგჯერ ეს უფრო მეტად
მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვიერი ინტერპრეტაცია, რომელსაც ასევე აქვს ადგილი ნევროტიკისთვის:
ტახტი, სითბო და კომფორტი ასევე შეიძლება სიმბოლიზირებდეს დედის სიყვარულს.
ფსიქოტიკის მიმართ უფრო სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი სიყვარულის
გამოხატულებაა ანალიტიკოსის მხრიდან. ტახტი ანალიტიკოსის წიაღი ან საშვილოსნოა, ხოლო
სითბო მისი სხეულის ცოცხალი სითბო. და ა.შ.
იმედი მაქვს,
რომ ეს პროგრესია ჩემს მიერ ამის გააზრებაში. ანალიტიკოსის სიძულვილი ჩვეულებრივ
ლატენტურია და ადვილად შესანარჩუნებელი. ფსიქოტიკების ანალიზში სიძულვილის
ლატენტურ მდგომარეობაში შენარჩუნება ფსიქოანალიტიკოსისგან დიდ დაძაბულობას
მოითხოვს, და ეს შესაძლებელია მხოლოდ გაცნობიერების მეშვეობით. დავამატებ, რომ
ზოგიერთ ეტაპზე პაციენტები ნამდვილად იწვევენ ანალიტიკოსის სიძულვილს. ამ
შემთხვევაში საჭიროა, რომ ეს სიძულვილი იყოს ობიექტური. თუ პაციენტი პროვოცირებს
ობიექტურ, „კანონიერ“ სიძულვილს, საჭიროა, რომ მან მიაღწიოს ამას, წინააღმდეგ
შემთხვევაში ის ვერ იგრძნობს, რომ შეუძლია მიაღწიოს ობიექტურ სიყვარულს.
აქ, ალბათ,
შეიძლება დავიმოწმოთ არასრულფასოვანი ოჯახიდან ბავშვის ან უდედმამო ბავშვის შემთხვევა.
ასეთი ბავშვი ყოველთვის მშობლების გაუცნობიერებელი ძებნის მდგომარეობაში იმყოფება.
თუ მას ოჯახში აიყვანენ, ის ხშირად გამოხატავს არაადეკვატურობას, რათა გამოსცადოს
ახლად შეძენილი გარემო ობიექტური სიძულვილის უნარში. თითქოს, ასეთი ბავშვი შეძლებს
იმის დაჯერებას, რომ ის უყვართ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოიწვევს თავისი ახალი
მშობლების რისხვას.
მეორე
მსოფლიო ომის დროს ცხრა წლის ბიჭი აღმოჩნდა ევაკუირებულ ბავშვთა თავშესაფარში. იგი
ლონდონიდან ჩამოიყვანეს, მაგრამ არა დაბომბვის, არამედ მაწანწალობის გამო. მე შევეცადე
მისთვის გარკვეული მკურნალობა დამენიშნა, მაგრამ მაწანწალობის სიმპტომები უფრო დომინირებდნენ
მასში. ის თავშესაფრიდან გაქცევას ცდილობდა, როგორც ამას ადრე აკეთებდა, ჯერ კიდევ
6 წლის ასაკში, როდესაც პირველად გაიქცა სახლიდან. მე მაინც შევძელი მასთან
კონტაქტის დამყარება ერთ-ერთი საუბრის დროს და ინტერპრეტაცია მივეცი მის ქმედებებს:
როდესაც გარბოდა, ის გაუცნობიერებლად ცდილობდა შინაგანად დაეცვა თავისი სახლი,
თავისი დედა თავდასხმისგან, ცდილობდა გაქცეოდა მდევრებით სავსე თავის შინაგან
სამყაროს.
მე არ გამიკვირდა, როდესაც ის გამოჩნდა პოლიციის განყოფილებაში ჩემს სახლთან ახლოს. ეს იყო ერთ-ერთი პოლიციის განყოფილება, სადაც მას ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდნენ. ჩემმა ცოლმა დიდსულოვნება გამოიჩინა და სახლში წამოიყვანა, სადაც მან სამი თვე გაატარა, სრულიად აუტანელი სამი თვე. ბიჭი იყო ძალიან სანდომიანი და ამავე დროს ყველაზე შმაგი, ხშირად იგონებდა სიგიჟეს. საბედნიეროდ, ჩვენ ვიცოდით, რას უნდა ველოდოთ. პირველ ეტაპზე ჩვენ მას სრული თავისუფლება მივეცით, ვაძლევდით ერთ შილინგს ყოველთვის, როდესაც სახლიდან მიდიოდა. მას მხოლოდ უნდა დაერეკა ტელეფონზე, ჩვენ მივდიოდით და მოგვყავდა ის ნებისმიერი პოლიციის განყოფილებისგან.
მალე დაიწყო ცვლილები: „მაწანწალობის“ სიმპტომი „გადატრიალდა“, და ბიჭმა დაიწყო შიგნიდან თავდასხმის გათამაშება. ეს დრო ორივე ჩვენთაგანისთვის სავსე იყო მუშაობით, და როცა მას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი, საშინელი რამ ხდებოდა. ინტერპრეტაციები კეთდებოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, დღისით და ღამით, და ხშირად მხოლოდ კრიზისის მოგვარების მეშვეობით შესაძლებელი ხდებოდა სწორი ინტერპრეტაციის გაკეთება, თითქოს ბიჭი იყო ანალიზში. სწორი ინტერპრეტაცია იყო ის, რომ ის აბსოლუტურად ყველაფერს აფასებდა.
ამ სტატიის ჩანაფიქრისთვის მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, თუ როგორ წარმოშობდნენ ცვლილებები ბიჭის პიროვნებაში ჩემში სიძულვილს და რა მოვიმოქმედე მე ამასთან დაკავშირებით.
ვცემე თუ არა ის? არა, ეს არასოდეს გამიკეთებია. მაგრამ ყველაფერი რომ არ მცოდნოდა ჩემი სიძულვილის შესახებ მის მიმართ და არ გამჩენოდა სურვილი, რომ მასაც გაეგო ამის შესახებ, მე ამგვარ სიძულვილს არანაირი სახით არ გამოვხატავდი. კრიტიკულ მომენტებში მე მას ვუმკლავდებოდი ფიზიკური ძალის გამოყენებით, მაგრამ რისხვისა და საყვედურის გარეშე, სახლიდანაც გამიგდია ამინდისა და დროის მიუხედავად.

ჩვენ გვქონდა სპეციალური ზარი, რომელშიც მას
შეეძლო დარეკვა და იცოდა, რომ მას მაშინვე ისევ შეუშვებდნენ სახლში მომხდარის
ყოველგვარი შეხსენებების გარეშე. ის რეკავდა, როგორც კი მანიაკალური აფეთქებები
გაუვლიდა. ამასთან, ყოველთვის, როგორც კი გარეთ გავაგდებდი, ვეუბნებოდი რაღაც იმის მაგვარს, რომ მომხდარმა
მაიძულა შემძულებოდა იგი. ამის თქმა სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან სიმართლე
იყო. ვფიქრობ, რომ ასეთი სიტყვები მნიშვნელოვანი იყო პროგრესისთვის ბიჭის
მდგომარეობაში, მაგრამ ისინი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც, რადგან მაძლევდა
სიტუაციის აღქმის შესაძლებლობას აფექტების გარეშე, ზომიერების შენარჩუნებით,
მათავისუფლებდა ყოველივე უცხოსა და მისი მოკვლის სურვილისგან.
სიძულვილისა
და მისი ფესვების მთელი კომპლექსიდან ერთი პუნქტის გამოყოფა შემიძლია, რადგან
ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ანალიტიკოსისთვის, რომელიც ფსიქოტურ პაციენტებს შეისწავლის. მე ვფიქრობ, რომ დედას სძულს ბავშვი მანამდე, სანამ მას შესძულდება
დედა და კიდევ მანამდე, სანამ ბავშვი შეიტყობს დედის სიძულვილის შესახებ მის მიმართ.
სანამ ამ აზრის განვითარებას დავიწყებდე, მინდა მივმართო ფროიდს. წიგნში „მისწრაფებები და მათი ბედი“ (1915), სადაც ის მეტად ორიგინალურად განიხილავდა სიძულვილის პრობლემას, ფროიდი წერს: „ინსტინქტზე საუბრისას, ჩვენ ვთვლით, რომ მას „უყვარს“ ობიექტები, რომლითაც ის ცდილობს მიაღწიოს სიამოვნებას, მაგრამ იმის თქმა, რომ მას „სძულს“ ობიექტი, ნიშნავს საკუთარი თავის რთულ სიტუაციაში ჩაყენებას. ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ იმას, რომ სიყვარულისა და სიძულვილის ურთიერთობა ვერ დაახასიათებს ინსტინქტების დამოკიდებულებას მათ ობიექტებზე, ისინი გამოხატავენ ეგოს დამოკიდებულებას ზოგადად ობიექტების მიმართ ...“. ვფიქრობ, რომ ეს სწორი და მნიშვნელოვანია. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ პიროვნება ინტეგრირებული უნდა იყოს მანამ, სანამ ბავშვი შეძლებს იმის თქმას, თუ რა სძულს მას? ინტეგრაცია რაც არ უნდა ადრე იყოს მიღწეული, შეიძლება ეს ხდება უფრო ადრე, აგზნების ან მრისხანების მწვერვალზე. არის უფრო ადრეული ეტაპი, როდესაც, როგორც გამანადგურებლად არ უნდა მოიქცეს ბავშვი, ის ამას სიძულვილის გარეშე აკეთებს. ამ მდგომარეობის აღსაწერად მე ვიყენებ ტერმინს „ულმობელი სიყვარული“. მისაღებია თუ არა ეს? როგორც კი ბავშვს შეუძლია საკუთარი თავი შეიგრძნოს მთლიან პიროვნებად, სიტყვა „სიძულვილი“ იძენს მნიშვნელობას მისი გრძნობების გარკვეული ჯგუფის აღწერისას.

მაგრამ
დედა მისი შვილის სიძულვილს თავიდანვე იწყებს. ფროიდი მიიჩნევდა, რომ დედა
გარკვეულ პირობებში ვაჟიშვილისადმი მხოლოდ სიყვარულს გრძნობს; თუმცა, ჩვენ
შეიძლება ამაში ეჭვი შევიტანოთ. ჩვენ ვიცით დედის სიყვარულის შესახებ და ვაღიარებთ
მის რეალობასა და ძალას. ნება მომეცით მაინც მივუთითო იმ მიზეზებზე, რატომაც დედას
სძულს შვილი, თუნდაც ეს ბიჭი იყოს.
ბავშვი არ
არის მისი საკუთარი (ფსიქიკური) კონცეფცია.
ბავშვი არ
არის მხოლოდ მისი ბავშვური თამაშიდან, მამის შვილიც არის და ძმის შვილიც არის და ა.შ.
ბავშვი
არ იბადება ამქვეყნად რაღაც ჯადოსნობით.
ბავშვი
საფრთხეს უქმნის დედის სხეულს ორსულობისა და მშობიარობის დროს.
ბავშვი
დედის პირად ცხოვრებაში ჩარევაა და მისი გამოწვევა.
მეტ-ნაკლებად
დედა გრძნობს, რომ მისი საკუთარი დედა გრძნობდა ბავშვის მოთხოვნილებას და რომ ეს
ბავშვი გამოხატავა მისი დედის მოთხოვნილებას. ბავშვი ზიანს აყენებს დედის ძუძუს
თავებს წოვის დროსაც კი, რაც საღეჭი აქტიურობის გამოვლინებას წარმოადგენს.
ის ულმობელია, ეპყრობა მას,
როგორც ტირანი, ის მისი უუფლებო მსახურია, მონა.
დედას შეუყვარდა
იგი, მისი
გამონაყოფი და ყველაფერი, რაც მასთან
არის დაკავშირებული, სანამ
ის არ შეეპასუხება
დედას საკუთარ თავთან
დაკავშირებით.
იგი ცდილობს ზიანი მიაყენოს მას, პერიოდულად სცემს მას.
ბავშვი აჩვენებს
თავის იმედგაცრუებას.
მისი აგზნებელი სიყვარული ანგარებიანი სიყვარულია; ასე რომ, როცა
მიიღებს, რაც მას სურს; ბავშვს უჩნდება მისი, როგორც ფორთოხლის კანის,
გადაგდების სურვილი.
ბავშვი თავდაპირველად
უნდა დომინირებდეს, უნდა იყოს დაცული ნებისმიერი შემთხვევითობისგან, ცხოვრება უნდა
ემორჩილებოდეს მის სურვილებს, და ყოველივე ეს მოითხოვს დედისგან ცოდნის მუდმივ და
დეტალურ შეძენას. მაგალითად, მას არ უნდა, რომ გაუჩნდეს შიშის გრძნობა, როდესაც
ბავშვი ხელში ჰყავს აყვანილი.
ბავშვმა
არ უნდა იცოდეს ყველაფერი, რის გაკეთებაც უხდება დედას მისი გულისთვის ან რას
სწირავს მას მსხვერპლად. უპირველეს ყოვლისა, მან არ უნდა გამოიწვიოს დედის
სიძულვილი. ის ეჭვს გამოხატავს, უარს ამბობს მის მიერ დამზადებულ კარგ საკვებზე,
აიძულებს არ ენდოს საკუთარ თავს, მაგრამ კარგად ჭამს, როდესაც დეიდა აჭმევს.
მასთან
გატარებული საშინელი დილის შემდეგ, დედა ცდილობს მისგან შორს იყოს, ის კი უცხო
ადამიანს უღიმის, რომელიც ამბობს: „განა საოცრება არ არის?“
თუ დედას ოდესმე დაავიწყდება ის, მან იცის, რომ ის სამაგიეროს გადაუხდის. ბავშვი ააგზნებს მას, მაგრამ ამავე დროს ფრუსტრირებს: დედას არ შეუძლია მისი შეჭმა ან სექსისთვის გამოყენება.
ვფიქრობ, რომ ფსიქოტიკისა და ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანის ანალიზის საბოლოო ეტაპებზე ანალიტიკოსმა უნდა დაიკავოს დედის მსგავსი პოზიცია ახალშობილთან მიმართებაში. ღრმად რეგრესირებისას პაციენტს არ შეუძლია საკუთარი თავის იდენტიფიცირება ანალიტიკოსთან ან მისი თვალსაზრისის მიღება, იმის მსგავსად, თუ როგორ არ შეუძლია ნაყოფს ან ახალშობილს თანაგრძნობა გაუწიოს დედას.
დედას შეუძლია შესძულდეს თავისი შვილი, მაგრამ გარეგნულად არ გამოხატოს ეს. მას არ შეუძლია შვილისთვის საკუთარი სიძულვილის დემონსტრირება, რადგან ეშინია, რომ რაღაცას ისე არ გააკეთებს. მას, ბუნებრივია, არ შეუძლია არ სძულდეს ის, როდესაც მას ტკივილს აყენებს, მისი ქცევა უფრო მაზოხისტურია. ვფიქრობ, რომ აქ არის ქალების ბუნებრივი მაზოხიზმის ცრუ თეორიის წყარო.

დედის განსაკუთრებით
შესანიშნავი თვისებაა მისი მზადყოფნა მიიღოს შვილისგან გარკვეული ზიანი, იყოს
შვილის მიერ საკმარისად საძულველი და არ ჰქონდეს სამაგიეროს გადახდის უფლება,
ჯილდოს დალოდების უნარი, რომელიც შეიძლება არც კი მიიღოს. იქნებ ის პოულობს
გარკვეულ მხარდაჭერას იმ ბავშვურ სიმღერებში, რომლებსაც მღერის და ასე მოსწონს მის
შვილს და რომლის მნიშვნელობაც, საბედნიეროდ, არ ესმის.
ხის
კენწეროზე, იავნანა, შვილო
უბერავს
ქარი და არწევს აკვანს,
მოტყდება
ტოტი - ჩამოვარდება აკვანი,
აკვანთან
ერთად - შვილი, შვილთან ერთად - ყველაფერი.
მე ვფიქრობ
დედაზე (ან მამაზე), რომლებიც ეთამაშებიან პატარა ბავშვს; ბავშვი კმაყოფილია
თამაშით და არ იცის, რომ მშობელი თავისი სიტყვებით გამოხატავს სიძულვილს და,
ალბათ, გვაროვნული სიმბოლიზმის თვალსაზრისით. სენტიმენტალურობა არ არის გამოსადეგი მშობლებისთვის, ფაქტობრივად ის
უარყოფს სიძულვილს, და დედის სენტიმენტალურობა, ბავშვის თვალსაზრისით, არ არის
კარგი. ეჭვი მეპარება, რომ ბავშვს განვითარების პროცესში შეუძლია სრულად
გაუძლოს სიძულვილს სენტიმენტალურ გარემოცვაში. სიძულვილის საპასუხოდ მას სიძულვილი
სჭირდება.
ანალოგიურად, არც ფსიქოტიკს არ შეუძლია ანალიზში გაუძლოს სიძულვილს, თუ ანალიტიკოსს არ შეუძლია მისი სიძულვილი.
ანალოგიურად, არც ფსიქოტიკს არ შეუძლია ანალიზში გაუძლოს სიძულვილს, თუ ანალიტიკოსს არ შეუძლია მისი სიძულვილი.
თუ დავეთანხმებით
იმას, რაც ითქვა, განსახილველი რჩება
ანალიტიკოსის მიერ პაციენტისადმი სიძულვილის ინტერპრეტაციის საკითხი. როგორც ჩანს,
ეს საფრთხესთან არის დაკავშირებული, და აუცილებელია ასეთი პროცედურისათვის დროის
ძალიან ფრთხილად შერჩევა. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ანალიზი არ შეიძლება ჩაითვალოს
დასრულებულად, სანამ ანალიტიკოსი, თუნდაც ბოლოს მაინც არ მონახავს შესაძლებლობას
მოუყვეს პაციენტს თავისი ქმედებების შესახებ, რომელიც მან გადადგა მასთან
შეუთანხმებლად იმ დროს, როდესაც ის იყო ავად, მათი მუშაობის დასაწყისში. სანამ
ასეთი ინტერპრეტაცია არ არის ჩატარებული, პაციენტს, გარკვეულწილად, ამყოფებენ ბავშვის
პოზიციაში, რომელსაც ვერ გაუგია, რით არის ის დავალებული დედაზე.
ანალიტიკოსმა უნდა გამოავლინოს
მთელი თავისი მოთმინება, გამძლეობა და საიმედოობა, როგორც დედამ, რომელიც შვილზე
ზრუნავს; უნდა არსებობდეს პაციენტის სურვილების და საჭიროებების გაგების შესაძლებლობა;
ყველაფრის გვერდზე გადადების შესაძლებლობა, რაც ხელს უშლის პაციენტზე ყურადღების
გამახვილებას და მის მიმართ ობიექტურ დამოკიდებულებას; ანალიტიკოსს უნდა შეეძლოს
ისე მოაჩვენოს პაციენტს თავი, რომ მას სურს გააკეთოს ის, რასაც ის რეალურად
აკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პაციენტს სჭირდება.
დასაწყისში შეიძლება არსებობდეს ხანგრძლივი ინიციალური პერიოდი, როდესაც ანალიტიკოსის პოზიცია აე შეიძლება იყოს პაციენტის მიერ შეფასებული (თუნდაც გაუცნობიერებულად). აქ არ შეიძლება ველოდოთ აღიარებას. საძიებელ პრიმიტიულ დონეზე პაციენტს არ შეუძლია ანალიტიკოსთან იდენტიფიცირება და, რა თქმა უნდა, არ შეუძლია დაინახოს, რომ ანალიტიკოსის სიძულვილს ხშირად წარმოშობს პაციენტის მხრიდან მოუმწიფებელი სიყვარული.
ანალიტიკური კვლევის დროს ან თუნდაც უმეტესად ფსიქოტური პაციენტების მკურნალობისას ანალიტიკოსს (ფსიქიატრს, მედდას) აწვება კოლოსალური დატვირთვა, ამიტომ მნიშვნელოვანია ფსიქოტური შფოთვისა და სიძულვილის ფორმირების გზების შესწავლა მათთვის, ვინც მუშაობს მძიმე ფსიქიკურ პაციენტებთან. მხოლოდ ამ გზით შეიძლება თერაპიის თავიდან აცილება, რომელიც უფრო მეტად ემსახურება ექიმის და არა პაციენტის ინტერესებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised