среда, 27 февраля 2019 г.

ობიექტის გამოყენება დონალდ ვინიკოტი


ობიექტის გამოყენება  დონალდ ვინიკოტი

        სტატიაში გთავაზობთ ობიექტის გამოყენების პრობლემის განხილვას. ჩემი აზრით, მკვლევარებმა უკვე საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმეს მომიჯნავე პრობლემას - ობიექტებისადმი დამოკიდებულებას. ობიექტის გამოყენების საკითხი არ ყოფილა განხილული დეტალურად და, ალბათ, არც შესწავლილი ყოფილა საგანგებოდ.
         ობიექტის გამოყენების შესახებ ეს ნაშრომი უკავშირდება კლინიკური მუშაობის დროს ჩემს მიერ მიღებულ გამოცდილებას. რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია იმის მტკიცება, რომ სხვა ფსიქოანალიტიკოსები ცდილობდნენ და ცდილობენ იმავე გზით წასვლას, როგორც მე, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ აქ შეინიშნება გარკვეული მემკვიდრეობითობა.
      ჩემი ნაშრომი გარდამავალი ობიექტებისა და მოვლენების შესახებ, რომელიც გამოქვეყნებულია სტატიის „ბავშვებზე დაკვირვება მოდელირებულ სიტუაციაში“ (Winnicott, 1941) შემდეგ, საკმაოდ კარგად არის ცნობილი. ობიექტის გამოყენების ცნება, უდავოდ, უკავშირდება თამაშის უნარს. არც ისე დიდი ხნის წინ მე შევეხე შემოქმედებითი თამაშის საკითხს (Winnicott, 1968), რომელიც პირდაპირ უკავშირდება ამ სტატიის თემას. ჩემი თვალსაზრისი ასევე ბუნებრივი გზით უკავშირდება რამდენიმე კონცეფციას მხარდამჭერი გარემოს შესახებ, რომელიც უადვილებს ინდივიდს მისი „მე“-ს აღმოჩენას. თუ ასეთი გარემოს შექმნა შეუძლებელია, მაშინ ადგილი აქვს ხასიათის მთელ რიგ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ცრუ „მე“-ს სხვადასხვა ფორმების ჩამოყალიბებასთან და რომლებიც თვითგამოხატვის და თვითშეგნების არასაკმარისად გამოხატვის შედეგს წარმოადგენენ. ყოველივე ამას ჩემთვის განსაკუთრებული აზრი აქვს, რადგან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემს მუშაობას „გარდამავალ მოვლენებზე“ და ექიმისთვის ხელმისაწვდომი დაკვირვებების მცირე დეტალების შესწავლას. ისინი გამოხატავენ თამაშისადმი ინდივიდის უნარ-ჩვევების თანდათანობით ჩამოყალიბების პროცესს, ასევე, „გარე“ სამყაროს აღმოჩენის და შემდგომი გამოყენების უნარს მისი საკუთარი დამოუკიდებლობით და ავტონომიით.
         საკითხი, რომლის შესახებაც იქნება საუბარი ამ მოხსენებაში, თავისი არსით ძალიან მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფუძნება ჩემს ფსიქოანალიტიკურ გამოცდილებას, მე არ შემიძლია იმის თქმა, რომ ეს მასალა შეიძლება გამოჩენილიყო ოცი წლის წინ, რადგან მანამდე მე არ ვფლობდი ტრანსფერულ ქმედებათა განხორციელების ტექნიკას, რომელიც ახლა მინდა აღვწერო. მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში, მე, მაგალითად, ვისწავლე, რომ უნდა დაველოდო გადატანის ბუნებრივ განვითარებას, რომელიც ეფუძნება პაციენტის მზარდ ნდობას ფსიქოანალიტიკური ტექნიკისა და სეტინგის მიმართ, ასევე თავიდან ავიცილო ჩემი ინტერპრეტაციით გამოწვეული ბუნებრივი პროცესის დარღვევა. უნდა აღინიშნოს, რომ აქ არ ვგულისხმობ ინტერპრეტაციებს, არამედ მათი შექმნის ტექნოლოგიას. გარკვეული კლასიფიკაციის კატეგორიის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, მე გაფიქრებაც კი მაშინებს იმ ღრმა ცვლილებების შესახებ, რომლებიც არ დავუშვი ან შევუჩერე ჩემს პაციენტებს ინტერპრეტაციაში ჩემი პირადი საჭიროების გამო. თუ ჩვენ ვისწავლით ლოდინს, პაციენტი შემოქმედებითად თვითონ მივა გააზრებამდე, ამასთან განიცდის დიდ სიხარულს, რომელიც ახლა მე მანიჭებს უფრო მეტ სიამოვნებას, ვიდრე ადრე მანიჭებდა ჩემი გონების განცდა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ინტერპრეტაციები, ძირითადად, დახმარებას გაუწევენ პაციენტს, რათა მან გაიაზროს ჩემი გაგების საზღვრები. საქმე ის არის, რომ მხოლოდ პაციენტმა იცის პასუხი ყველა კითხვაზე, და ჩვენ შეგვიძლია გავხადოთ ის უნარიანი მოიცვას, რაც ცნობილია, ან დაეთანხმოს მას.
          სხვაგვარად არის საქმე ინტერპრეტაციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეასრულოს ანალიტიკოსმა და რომელიც განასხვავებს ანალიზს თვითანალიზისგან. მისი ინტერპრეტაციის ეფექტურობის აუცილებელი პირობაა პაციენტის უნარი მოათავსოს ანალიტიკოსი სუბიექტურ ფენომენთა სფეროს მიღმა. საუბარი ეხება პაციენტის მიერ ანალიტიკოსის გამოყენების უნარს, რაც, ფაქტობრივად, ამ სტატიის თემას წარმოადგენს. სწავლების, ისევე, როგორც ბავშვის კვების დროს, ობიექტების გამოყენების უნარი თავისთავად ცხადი ფენომენია, მაგრამ ჩვენს საქმიანობაში საქმე გვაქვს ობიექტების გამოყენების უნარის ფორმირებასა და განვითარებასთან, ობიექტების გამოყენების პაციენტის უუნარობის ამოცნობასთან, თუ ამ უკანასკნელს აქვს ადგილი.
            საინტერესო მოვლენებზე დაკვირვების შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს ტიპიური შიზოფრენული მდგომარეობების გააზრებას, ჩნდება მოსაზღვრე შემთხვევების ანალიზის დროს. ტერმინში „მოსაზღვრე შემთხვევა“ მე მესმის ისეთი შემთხვევა, რომელშიც  პაციენტის დარღვევის ბირთვი ფსიქოტურია, ხოლო  პაციენტის ფსიქონევროტული ორგანიზაცია ყოველთვის დამოკიდებულია ფსიქონევროზსა ან ფსიქოსომატურ დაავადებებზე, როდესაც ცენტრალური ფსიქოტური შფოთვა უხეში ფორმით საფრთხეს ქმნის თავისი გარღვევით. ასეთ შემთხვევებში ფსიქოანალიტიკოსს შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში შეურიგდეს პაციენტის საჭიროებას დარჩეს ფსიქონევროტიკი (სიგიჟის საპირისპიროდ) და გაიაროს ფსიქონევროტიკისთვის აუცილებელი მკურნალობის კურსი. ანალიზი მიმდინარეობს წარმატებით, და ყველა კმაყოფილია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ასეთ ანალიზს დასასრული არ უჩანს. ის შეიძლება შეწყდეს, და პაციენტმა უნდა შეძლოს თავისი ყალბი ფსიქონევროტული „მე“-ს მობილიზება ანალიზის შესაწყვეტად და მადლიერების გამოსახატად, მაგრამ სინამდვილეში პაციენტმა იცის, რომ მის ფსიქოტურ მდგომარეობაში არავითარი ცვლილება არ მომხდარა, და ანალიტიკოსთან ერთად ურიგდება მარცხს. თუ ანალიტიკოსი და პაციენტი აღიარებენ ამ მარცხს, მაშინ ის იძენს დიდ მნიშვნელობას. პაციენტს ასაკი ემატება, იზრდება მისი გარდაცვალების ალბათობა უბედური შემთხვევის ან ავადმყოფობის შედეგად, ამავე დროს მცირდება შესაძლო სუიციდის შესაძლებლობა.  გარდა ამისა, აღნიშნული ანალიზი კარგავს თავის მნიშვნელობას. ფსიქოანალიზი ცხოვრების წესი რომ ყოფილიყო, მაშინ ასეთი მკურნალობის შესახებ შეიძლება ითქვას: მისი შედეგი მოსალოდნელი იყო. მაგრამ ფსიქოანალიზი არ არის ცხივრების წესი. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პაციენტები მკურნალობას დაასრულებენ, დაგვივიწყებენ და მიხვდებიან, რომ აუცილებელი თერაპია თვითონ ცხოვრებაა. „მიუხედავად იმისა, რომ ამ მოსაზღვრე შემთხვევების შესახებ ჩვენ სტატიებს ვწერთ, ჩვენ არ გვტოვებს შინაგანი წუხილი იმის გამო, რომ ვერ შევძელით მოსალოდნელი შეშლილობის ამოცნობა. მე შევეცადე, დეტალურად მესაუბრა ამის შესახებ სტატიაში, რომელიც მიეძღვნა კლასიფიკაციის საკითხს (Winnicott, 1959/64).
           სანამ დავიწყებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ობიექტთა ურთიერთკავშირსა და ობიექტის გამოყენების შორის არსებულ განსხვავებებზე, რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას ზოგიერთ სხვა ასპექტზე. ობიექტთა ურთიერთკავშირის დროს სუბიექტისთვის დასაშვებია  გარკვეული ცვლილებების შეტანა მის „მე“-ში, რამაც გვაიძულა გამოგვეგონა ტერმინი „კატექსისი“. ობიექტი იძენს მნიშვნელობას. მოქმედებას იწყებენ პროექციისა და იდენტიფიკაციის მექანიზმები, და სუბიექტი იმდენად უძლურდება, რომ ობიექტში მისი ნაწილი აღმოჩნდება (თუმცა გამდიდრებული გრძნობებით). ეს ცვლილებები შეესაბამება გარკვეულ (თუმცა უმნიშვნელო) ფიზიკურ ელემენტებს, რომლებიც იწვევენ გაღიზიანებას ორგაზმის ფუნქციური კულმინაციის მიმართულებით. (ამ კონტექსტში, მე საგანგებოდ არ მითქვამს ამ ურთიერთობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე - ჯვარედინიანი იდენტიფიკაციის განხორციელებაზე. მათ შესახებ აქ არ უნდა იყოს საუბარი, რადგან ისინი ხორციელდება იმ ფაზის შემდეგ, რომლის შესახებაც მე ვწერ ამ სტატიაში, ანუ თვითკმარობიდან და სუბიექტურ ობიექტებთან კავშირიდან ობიექტის გამოყენებაზე გადასვლის შემდეგ.) (Winnicott, 1968.)
          ობიექტთა ურთიერთკავშირი სუბიექტის გამოცდილებაა, რომლის აღწერა შეიძლება „იზოლირებული სუბიექტის“ ცნების გამოყენებით (Winnicott 1958, 1963). ობიექტის გამოყენების შესახებ საუბრისას მე ვგულისხმობ ობიექტთა ურთიერთკავშირს, რომელშიც მე დავამატებდი ახალ თვისებებს, რომლებიც ასახავენ ობიექტის ბუნებას და ქცევას. მაგალითად, მისი გამოყენების შემთხვევაში ობიექტი აუცილებლად უნდა იყოს რეალური, ანუ, წარმოადგენდეს რეალობის ნაწილს და არა მხოლოდ პროექციის სერიას. ჩემი აზრით, ამაშია არსებითი განსხვავება დამოკიდებულებასა და გამოყენებას შორის.
         თუ მე მართალი ვარ, მაშინ აქედან გამომდინარეობს, რომ ურთიერთობების სუბიექტის განხილვა ბევრად უფრო ადვილია ანალიტიკოსებისთვის, ვიდრე ობიექტის გამოყენებაზე საუბარი, რადგან ურთიერთობა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მოვლენა, რომელიც ეხება სუბიექტს, ხოლო ფსიქოანალიზი ყოველთვის ცდილობდა თავისი საქმიანობის სფეროდან გარემოს ყველა ფაქტორის გამორიცხვას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი განიხილება პროექციული მექანიზმების საფუძველზე). მაგრამ ობიექტის გამოყენების შესწავლისას არაფერი არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან - ანალიტიკოსმა უნდა აღიქვას ობიექტი არა როგორც პროექცია, არამედ როგორც ნივთი ჩვენში.
         გარკვეული დროით ვივარაუდოთ, რომ ობიექტთა ურთიერთკავშირის აღწერა შეიძლება ცალკე აღებული სუბიექტის დახმარებით, ხოლო ობიექტის გამოყენების აღწერა შეიძლება მხოლოდ ობიექტის მუდმივი და დამოუკიდებელი არსებობის აღიარების საფუძველზე. თქვენ დაინახავთ, რომ სწორედ ეს პრობლემები იქნება  ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმ სფეროს განხილვისას, რომელზეც მე გავამახვილე ყურადღება იმაზე მუშაობის პროცესში, რასაც მე ვუწოდებ გარდამავალ მოვლენებს.
        ეს ცვლილება ავტომატურად არ ხდება ბავშვის ფსიქიკის განვითარებასთან ერთად. ეს დეტალი  ჩემთვის განსაკუთრებული ინტერესს წარმოადგენს.
         ჩვენ ვიყენებთ კლინიკურ ტერმინებს: ორი ბავშვი ძუძუს წოვს; ერთი აღიქვამს ჭამას, როგორც პროექციის ფორმას, ხოლო მეორე, როგორც რძის გამოყენებას დედის ძუძუდან. დედები, ისევე როგორც ანალიტიკოსები, შეიძლება იყვნენ კარგი ან არა: ზოგს შეუძლია, ზოგს კი არა ბავშვის მხარდაჭერა ობიექტთა ურთიერთკავშირიდან ობიექტის გამოყენებაზე გადასვლისას.
          აქ მინდა შეგახსენოთ, რომ ცნებების „გარდამავალი ობიექტი“ და „გარდამავალი მოვლენა“ მთავარი მახასიათებელია (სუბიექტის შესახებ ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე) პარადოქსი და პარადოქსის მიღება: ბავშვი ქმნის ობიექტს, მაგრამ ეს ობიექტი ადრე უკვე არსებობდა იმ ადგილას და ელოდებოდა თავის შექმნას და კატექტირებულ ობიექტად გარდაქმნას. მე შევეცადე ყურადღება მიმექცია გარდამავალ მოვლენათა ამ ასპექტზე და ვამტკიცებდი, რომ თამაშის წესების მიხედვით ჩვენთვის ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ არასდროს არ ვაიძულებთ ბავშვს პასუხი გაგვცეს კითხვაზე: „ეს შენ გააკეთე თუ იპოვე?“
       ახლა მე მზად ვარ გადავიდე უშუალოდ ჩემს თესიზზე. თითქოს მე განვიცდი შიშს იმის წინაშე, რომ ეს გავაკეთო, თითქოს ვშიშობ, რომ ჩემი თეზისის ფორმულირების შემდეგ შესაძლებელი იქნება წერტილის დასმა მოხსენებაში, რადგან ეს თეზისი ძალიან მარტივია.
         ობიექტის გამოსაყენებლად სუბიექტმა უნდა შეიძინოს ობიექტების გამოყენების შესაძლებლობა. ეს ნაწილობრივ ცვლის რეალობის პრინციპს.
          არ შეიძლება ითქვას, რომ ეს უნარი არის თანდაყოლილი და თავისთავად უჩნდება ინდივიდს. ობიექტის გამოყენების უნარის განვითარება წარმოადგენს ფსიქიკის განვითარების კიდევ ერთ მაგალითს, რაც ხელსაყრელ გარემოზეა დამოკიდებული.
         მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველად ობიექტთა ურთიერთკავშირია, ხოლო ბოლოს - ობიექტის გამოყენება; თუმცა მათ შორის ყველაზე რთული ადამიანის განვითარებაში ან უფრო რთული  შემდგომი გამოსწორებისთვის არის - ნაადრევი წარუმატებლობა. ურთიერთობას და გამოყენებას შორის  არის სუბიექტის მიერ ობიექტის მოთავსება სუბიექტის ყოვლისშემძლე კონტროლის მიღმა, ანუ სუბიექტის მიერ ობიექტის, როგორც გარე მოვლენის, აღქმა და არა როგორც პროექციული არსების, - ობიექტის სრულუფლებიან არსებად ფაქტობრივი აღიარება.
          ეს ცვლილება (ურთიერთობიდან გამოყენებამდე) ნიშნავს ობიექტის მიერ სუბიექტის განადგურებას. რომელიღაც ფილოსოფოსი, რომელიც კაბინეტიდან არ გამოსულა და არც სავარძლიდან ამდგარა, შეიძლება შეგვეწინააღმდეგოს ამის გამო და აღნიშნოს, რომ პრაქტიკაში ობიექტის გამოყენება არ არსებობს: თუ ობიექტი გარეა, მას სუბიექტი ანადგურებს. როგორც კი ასეთი ფილოსოფოსი თავის სავარძლიდან ადგება და თავისი პაციენტის გვერდით დაჯდება, ის დაინახავს, რომ შუალედური პოზიციაც არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის დაინახავს, ​​რომ მას შემდეგ, რაც „სუბიექტი ურთიერთობებს დაამყარებს ობიექტთან“, მოხდება „სუბიექტის მიერ ობიექტის  (რადგან ობიექტი ხდება გარეგანი) განადგურდება“; და მაშინ შეიძლება მოხდეს, რომ „ობიექტმა განიცადოს თავის განადგურება სუბიექტის მიერ“. მაგრამ შეიძლება ეს არც მოხდეს. ამრიგად, ობიექტთა ურთიერთობების თეორიაში ახალი ასპექტი ჩნდება. სუბიექტი მიმართავს ობიექტს: „მე შენ გაგანადგურე“, და ობიექტმა უნდა მიიღოს ეს შეტყობინება. აქვე სუბიექტი მიმართავს მას: „სალამი, ობიექტო!“, „მე შენ გაგანადგურე“, „მე შენ მიყვარხარ“, „შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, რადგან გადარჩი, თუმცა გაგანადგურე“, „სანამ მიყვარხარ, მე გაგანადგურებ გაუცნობიერებულ ფანტაზიებში“. აქ იწყება ინდივიდის ფანტაზიები. ახლა სუბიექტს შეუძლია გამოიყენოს ობიექტი, რომელმაც გადარჩენა შეძლო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ სუბიექტი ანადგურებს ობიექტს, რადგან ეს უკანასკნელი იმყოფება ყოვლისშემძლე კონტროლის გარეშე: ეს მნიშვნელოვანია განსხვავებულადაც იყოს გამოხატული და ითქვას, მაგალითად, რომ ობიექტის განადგურება ამ ობიექტს აყენებს სუბიექტის ყოვლისშემძლე კონტროლის მიღმა.  ამის გამო, ობიექტი ხდება ავტონომიური, იწყებს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას და (გადარჩენის შემთხვევაში) გავლენას ახდენს სუბიექტზე თავისი საკუთარი თვისებების შესაბამისად.
       სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ობიექტის გადარჩენის წყალობით, სუბიექტს შეუძლია ცხოვრების დაწყება ობიექტების სამყაროში, საიდანაც ის უდავოდ იღებს დიდ სარგებელს; მაგრამ ამავე დროს საჭიროა გაუცნობიერებულ ფანტაზიაში გადახდა ობიექტთა ურთიერთკავშირის განადგურების გამო.
          ნება მომეცით გავიმეორო. საქმე ეხება დებულებას, რომელსაც ინდივიდი შეძლებს მიაღწიოს მხოლოდ ემოციური ზრდის ადრეულ ეტაპებზე კატექტირებულ ობიექტთა ნამდვილი გადარჩენის წყალობით, რომლებიც ერთდროულად ნადგურდება, რადგან ისინი რეალურია და ხდება რეალური, იმიტომ რომ ნადგურდება (თავისი ბუნებით ისინი ექვემდებარებიან განადგურებას და დასუსტებას).
        ახლა, როდესაც ჩვენ ამ ეტაპს მივაღწიეთ, პროექციული მექანიზმები გვეხმარება ყურადღება მივაპყროთ იმ ობიექტს, რომელიც იმყოფება გარკვეულ ადგილას, მაგრამ  ისინი არ არის იმის მიზეზი, თუ რატომ იმყოფება იქ ობიექტი. მე მიმაჩნია, რომ ეს განცხადება გადახრაა საყოველთაოდ მიღებული ფსიქოანალიტიკური თეორიიდან, რომელშიც გარე რეალობა განიხილება მხოლოდ, როგორც ინდივიდის პროექციული მექანიზმები.
       მე უკვე თითქმის ჩამოვაყალიბე მთელი ჩემი კონცეფცია. დარჩა მხოლოდ ერთი პრობლემა: მე ვერ მივიღებ მტკიცებულების გარეშე იმ ფაქტს, რომ ობიექტზე მიმართული (ობიექტურად და არა სუბიექტურად აღქმული) სუბიექტის პირველი იმპულსი ატარებს გამანადგურებელ ხასიათს.
        ამ თეზისის ძირითადი პოსტულატი ის არის, რომ თუმცა სუბიექტი არ ანადგურებს სუბიექტურ ობიექტს (პროექციის მასალა), განადგურება ხდება ცენტრალური მომენტი, ვინაიდან ობიექტი აღიქმება ობიექტურად, აქვს ავტონომია და ეკუთვნის „გაზიარებულ“ რეალობას. ეს ჩემი თეზისის ძალიან რთული ნაწილია  (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის).
          ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რეალობის პრინციპი იწვევს ინდივიდში რისხვას და რეაქტიული განადგურების სურვილს, მაგრამ ჩემი თეზისი იმაში მდგომარეობს, რომ განადგურება, რომელიც ათავსებს ობიექტს „მე“-ს ფარგლებს გარეთ, გარკვეულ როლს ასრულებს რეალობის შექმნაში. ეს რომ მოხდეს, საჭიროა ხელსაყრელი პირობები.
          პრობლემის გადაჭრის გზა რეალობის პრინციპის განხილვაშია, რომელიც უზენაესი ძალის კონტროლის ქვეშ იმყოფება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ნაცნობია ის ცვლილებები, რომელთა საშუალებითაც პროექციული მექანიზმები ეხმარება სუბიექტს ობიექტის შეცნობაში, ამასთან პროექციული მექანიზმები ამ შემთხვევაში არ არის ობიექტის არსებობის მიზეზი. განვითარების წერტილში, რომელიც ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენს, სუბიექტი ქმნის ობიექტს მისი გარეგნული გამოხატვის აღმოჩენის მნიშვნელობით, და ამას უნდა დაემატოს, რომ მსგავსი გამოცდილება დამოკიდებულია ობიექტის გადარჩენის უნარზე (ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადარჩენა არ ნიშნავს „სამაგიეროს გადახდას“). თუ მსგავსი რამ ხდება ანალიზის დროს, მაშინ დესტრუქციული შეტევების დროს ანალიტიკოსი, ანალიტიკური ტექნიკა და ანალიტიკური სეთინგი ხელს უწყობს ობიექტის გადარჩენას ან არგადარჩენას. აღნიშნული დესტრუქციული აქტიურობა წარმოადგენს პაციენტის მცდელობას მოათავსოს ანალიტიკოსი ყოვლისშემძლე  კონტროლის ფარგლებს გარეთ, ანუ გარე სამყაროში. მაქსიმალური დესტრუქციის (ობიექტის დაუცველობის) განცდის გარეშე სუბიექტი ვერასოდეს ვერ შეძლებს ანალიტიკოსის გარე სამყაროში მოთავსებას და, აქედან გამომდინარე, ვერ შეძლებს ვერაფრის განცდას, გარდა საკუთარი თვითანალიზისა, ხოლო ანალიტიკოსს გამოიყენებს, როგორც „მე“-ს ნაწილის პროექციას. თუ ამ პროცესს შევხედავთ კვების თვალსაზრისით, მაშინ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ შემთხვევაში პაციენტი საზრდოობს მხოლოდ მისი „მე“-ს  ხარჯზე და ვერ შეძლებს ძუძუს გამოყენებას იმისთვის, რომ მოკეთდეს. პაციენტს შეუძლია სიამოვნებაც მიიღოს ანალიტიკური გამოცდილებიდან, მაგრამ მას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ექნება.
      მაგრამ თუ ანალიტიკოსი სუბიექტურ მოვლენას წარმოადგენს, მაშინ რა შეიძლება ითქვას „ნარჩენების დამარხვაზე“? ამის შესახებ ცალკე საუბარია საჭირო. ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკაში პოზიტიური ცვლილებები შეიძლება საკმაოდ ღრმა ხასიათს ატარებდეს. ისინი არ არიან დამოკიდებული ინტერპრეტაციებზე, არამედ ანალიტიკოსის უნარზე გაუძლოს პაციენტის თავდასხმებს, რომელშიც ადგილი აქვს შურისძიების სურვილის იდეის არარსებობას. ზოგჯერ ანალიტიკოსისთვის ძალიან რთულია ასეთი შეტევების გაძლება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი გამოხატულია მანიის ფორმით ან განხორციელდება მანიპულირების გზით, რაც აიძულებს ანალიტიკოსს მიმართოს ტექნიკურად მავნე ნივთიერებებს (აქ ვგულისხმობ არასანდოობას იმ მომენტში, როდესაც არსებობს საიმედოობის განსაკუთრებული საჭიროება). „გაძლება“ მე მესმის „ცოცხლად დარჩენის“ და „შურისძიების ხარისხის არარსებობის“ მნიშვნელობით.
        ანალიტიკოსი ინტერპრეტაციების განხორციელებას ცდილობს, მაგრამ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მთელ პროცესს და პაციენტს მოეჩვენოს, როგორც გარკვეული ტიპის თავდაცვა, როგორც ანალიტიკოსის მიერ პაციენტის შეტევების მოგერიება. ამ შემთხვევაში, უმჯობესია დაველოდოთ ამ ფაზის დასასრულს და შემდეგ განვიხილოთ პაციენტთან ერთად, თუ რა ხდება. ეს იქნება სრულიად ნორმალური რამ, რადგან ანალიტიკოსს ასევე აქვს საკუთარი საჭიროებებიც. ამ შემთხვევაში ვერბალური ინტერპრეტაცია არ არის აუცილებელი და გარკვეულ საფრთხესაც შეიცავს. ამასთან აუცილებელი პირობაა ანალიტიკოსის გამძლეობა და ფსიქოანალიტიკური ტექნიკის ზუსტი თანმიმდევრობით გამოყენება. წარმოიდგინეთ, როგორი ტრავმა იქნება პაციენტისთვის ანალიტიკოსის ნამდვილი გარდაცვალება, როდესაც ანალიზი აპოგეაშია, თუმცა არც ანალიტიკოსის გარდაცვალებაა ისეთი სახიფათო, როგორც ანალიტიკოსში წარმოქმნილი სამაგიეროს გადახდის სურვილი. პაციენტმა უბრალოდ უნდა გადაწყვიტოს დესტრუქციული აქტიურობა. ჩვეულებრივ, ანალიტიკოსი უძლებს ტრანსფერენტული მოძრაობის ამ ფაზებს, და ყოველი ფაზის შემდეგ ის იღებს ჯილდოს პაციენტის სიყვარულის სახით, რომელიც ძლიერდება უკანა ფონზე არსებული გაუცნობიერებული განადგურებით.
        ჩემი აზრით, განვითარების ფაზის იდეა გავლენას ახდენს აგრესიის წარმოშობის თეორიაზე. არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ რამდენიმე დღის ბავშვი შურს განიცდის ძუძუს მიმართ. სიმართლე შემდეგშია: იმ ასაკში, როდესაც ბავშვი ათავსებს ძუძუს გარე პოზიციაში (პროექციის სფეროს გარეთ), მისი ფსიქიკის დამახასიათებელი თავისებურება ხდება მკერდის განადგურება (ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს განადგურების ნამდვილი იმპულსი). დედის ქმედებების მნიშვნელოვანი ნაწილია - იყოს ბავშვისთვის პირველი ადამიანი, რომელიც გაატარებს ბავშვს მრავალი მომდევნო თავდასხმის ამ პირველ ვარიანტში და რომელსაც დედამ უნდა გაუძლოს. ეს ყველაზე შესაფერისი პერიოდია ბავშვის განვითარებაში მისი შედარებითი სისუსტის გამო, რათა მან შედარებით მარტივად შეძლოს ასეთი განადგურების განცდა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ეს პროცესი საკმაოდ გართულებულია: როდესაც ბავშვი კბენს ძუძუს  და ამით  ტკივილს აყენებს, საეჭვოა, რომ დედა შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ მორალური რეაქციით (თუ ბავშვი უკვე კბილებით არის დაბადებული, მაშინ მის განვითარებაში სერიოზული პრობლემები ჩნდება, რადგან ამ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება ძუძუზე თავდასხმა ღრძილების გამოყენებით). მაგრამ ეს ენა, რომელიც აღნიშნავს ურთიერთობას ძუძუსთან, ჟარგონია. ადაპტაცია  განვითარებისა და მართვის პროცესში კავშირშია დამოკიდებულებასთან და არა მხოლოდ  მკერდთან დიდი მნიშვნელობის მქონე ურთიერთობასთან.
         ჩვენ დავინახავთ, რომ მიუხედავად ჩემს მიერ სიტყვის „განადგურება“ გამოყენებისა, ეს რეალური განადგურება ნიშნავს ობიექტის გადარჩენის უუნარობას. თუ ობიექტს აქვს გადარჩენის უნარი, მაშინ განადგურება ხდება მხოლოდ პოტენციურად შესაძლებელი. სიტყვა „განადგურება“ საჭიროა არა იმიტომ, რომ ჩვილს აქვს განადგურების იმპულსი, არამედ იმის გამო, რომ ობიექტს აქვს დაღუპვისკენ მიდრეკილება.
       ჩემი სტატიისთვის დამახასიათებელი მსჯელობის მანერა ქმნის ახალი მიდგომის შესაძლებლობას აგრესიის წარმოშობის მთელი პრობლემის მიმართ. მაგალითად, არ უნდა მივანიჭოთ თანდაყოლილ აგრესიას უფრო დიდი მნიშვნელობა, ვიდრე სხვა თანდაყოლილ თვისებებს. თანდაყოლილი აგრესია, რასაკვირველია, რაოდენობრივად უნდა იყოს განსხვავებული სხვადასხვა ინდივიდში, ისევე როგორც ყველა სხვა მემკვიდრეობითი თვისება. განსხვავებები თანდაყოლილ აგრესიაში უმნიშვნელოა აგრესიულობის ყველა მემკვიდრეობით წინაპირობასთან შედარებით. ამისგან განსხვავებით, ახალშობილთა განცდების ნიუანსები უაღრესად მრავალფეროვანია, მიუხედავად იმისა, ზრუნავენ მათზე თუ არა ამ რთული ფაზის დროს. ამ განსხვავებული გამოცდილებით განპირობებული გამოცდილება ასევე ძალიან მრავალფეროვანია. გარდა ამისა, ჩვილები, რომლებზეც ამ ეტაპზე კარგად ზრუნავდნენ, კლინიკურად უფრო აგრესიულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე ისინი, ვისზეც ასე გულმოდგინედ არ ზრუნავდნენ ამ დროს. ჩვილების ამ უკანასკნელი კატეგორიისთვის აგრესია არ იყო ის, რის ათვისებაც მათ შეეძლოთ (აგრესია არ ატარებდა მათთვის ეგო-სინტონურ ხასიათს), ან ის, რაც შეიძლება შენარჩუნებულიყო მხოლოდ მიდრეკილების ფორმით, როგორც თავდასხმის მოტივი.
          ყოველივე ეს მოითხოვს აგრესიის წარმოშობის თეორიის გადახედვას, ვინაიდან ამ საკითხზე ანალიტიკოსების მიერ დაწერილი ნაწარმოებთა უმრავლესობაში არ იყო გათვალისწინებული ის, რაც ამ სტატიაშია ნათქვამი. კლასიკურ თეორიაში ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ აგრესია ატარებს რეაქტიულ ხასიათს რეალობის პრინციპთან შეხებისას, ეს იმ დროს, როდესაც გარე რეალობის ხარისხი იქმნება  განადგურების სურვილით.
         ნება მომეცით ოდნავ შევეხო ამ თავდასხმისა და გადარჩენის ადგილის საკითხს ურთიერთობების იერარქიაში. ამ თვალსაზრისით, ყველაზე პრიმიტიულად და თავისებურად გამოიყურება სრული განადგურება. ეს ნიშნავს, რომ „არავითარი შანსი არ არსებობს“: კატექსისი სუსტდება იმ მიზეზის გამო, რომ არავითარი სწავლა არ ხდება. შეტევა განრისხების დროს, რომელიც რეალობის პრინციპის შეჯახებით არის გამოწვეული, უფრო რთულ ცნებას წარმოადგენს, რომელსაც მეორე ადგილი უკავია განადგურების შემდეგ და რომლის შესახებაც მე აქ ვისაუბრე. ობიექტის განადგურებისას პაციენტი სრულებით არ გრძნობს რისხვას. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სიხარულს ობიექტის გადარჩენის გამო. ამ მომენტიდან (ან ამ ფაზის განვითარებიდან) ობიექტი ყოველთვის იქნება განადგურებული ფანტაზიაში. „ყოველთვის განადგურებულის“ ეს თვისება ქმნის გადარჩენილი ობიექტის რეალობას, რომელიც აღიქმება ამ სახით, აძლიერებს გრძნობას და ხელს უწყობს ობიექტის სიმტკიცეს. ახლა ობიექტის გამოყენება შეიძლება.
         დასასრულს, მინდა შევეხო „გამოყენების“ ცნებას. ამ ტერმინში მე არ ვგულისხმობ „ექსპლოატაციას“. როგორც ანალიტიკოსებმა, ჩვენ ვიცით, თუ რას ნიშნავს „გამოყენება“: ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მკურნალობის დასასრულის მომენტი, მაშინაც კი, თუ ეს რამდენიმე წლის შემდეგ მოხდება. ბევრი ჩვენი პაციენტი მოდის ჩვენთან, როდესაც მათ აღარ აქვთ ეს პრობლემა: მათ შეუძლიათ გამოიყენონ ობიექტები, შეუძლიათ გამოგვიყენონ ჩვენ ან ანალიზი იმის მსგავსად, როგორც ადრე იყენებდნენ მშობლები, ნათესავები და მათი ოჯახები. მიუხედავად ამისა, არსებობენ დიდი რაოდენობით პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ, რომ ჩვენ მივცეთ მათ ჩვენი გამოყენების უნარი. ამ პაციენტების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის, რასაც მე ვამბობდი ჩვენი გადარჩენის შესახებ მათი დესტრუქციოლობის გავლენის ქვეშ. პაციენტს უჩნდება ანალიტიკოსის განადგურების გაუცნობიერებული სურვილი, და ჩვენ ან ვუძლებთ ამას ან ვიწყებთ კიდევ ერთ  უსასრულო ანალიზს.
რეზიმე
         ობიექტთა ურთიერთობები შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუბიექტის გამოცდილება. ობიექტის გამოყენების აღწერა მოიცავს ამ ობიექტის ხასიათის განხილვას. მე ვთავაზობ, როგორც მსჯელობის საგანს, იმ მიზეზების განსახილველად, თუ რატომ არის ობიექტის გამოყენების შესაძლებლობა, ჩემი აზრით, უფრო რთული, ვიდრე ობიექტთა უერთიერთობების უნარი. ურთიერთობა შეიძლება წარმოიშვას სუბიექტურ ობიექტთანაც, მაგრამ შეიძლება მხოლოდ იმ ობიექტის გამოყენება, რომელიც გარე რეალობის ნაწილია.
        გამოყენების პროცესების ეტაპების თანმიმდევრობა შემდეგია: (1) სუბიექტი ქმნის ობიექტთან კავშირს; (2) ობიექტი იმყოფება აღმოჩენის პროცესში იმის ნაცვლად, რომ მოთავსებული იყოს სუბიექტის მიერ გარე სამყაროში; (3) სუბიექტი ანადგურებს ობიექტს; (4) ობიექტიმა გაუძლო მისი განადგურების მცდელობებს; (5) სუბიექტს შეუძლია გამოიყენოს ობიექტი.
       ობიექტი ყოველთვის იმყოფება განადგურების მდგომარეობაში. ეს განადგურება რეალური ობიექტის მიმართ სიყვარულის გაუცნობიერებული საფუძველია, ანუ ობიექტი იმყოფება სუბიექტის ყოვლისშემძლე კონტროლის ხელმისაწვდომობის მიღმა.
       ამ პრობლემის შესწავლა დაკავშირებულია დესტრუქციულობის პოზიტიური ღირებულების შესახებ მტკიცებასთან. დესტრუქციულობა, ობიექტის გადარჩენასთან ერთად მისი განადგურების მცდელობისას, ათავსებს ობიექტს პროექციული ფსიქიკური მექანიზმების მოქმედების ფარგლებს მიღმა, რომლის გამოყენებას შეძლებს სუბიექტი და რომლისგანაც მას შეუძლია  მიიღოს უკუკავშირი.


========================




Space is not our salvation, it will be our end, just as we saw in Man of Steel by Zack Snyder. 

The SOLUTION is to come back to the truth of ecology and biology and realize that we are supposed to be a vital function of the ecosystem just as every other species has its ecological role to play in the symbiosis of the whole. We need to relearn NATURAL LAW, also known as COMMON LAW/ UNIVERSAL LAW, THE LAW OF ONE, which is quite simply “do no harm to any other sentient being or their property” bascially “no harm, no foul”, or “no injured party, no crime” and only AFTER a crime occurs, NOT “PRECRIME/ preemptive profiling.


серия Валентина Зорина« Америка 70х» там где то 7 фильмов репортажи сняты в разных концах США. Это была абсолютно другая страна. Хотя с тех пор в США никаких переворотов и революций небыло , для простого люда все ухудшилось во много раз .
война между Севером и Югом велась вовсе не ради освобождения негров, как это сегодня преподносит официальная Америка. Северянам была вообще-то наплевать на положение чернокожих. Война велась между разными экономическими группировками за власть




გონება და სხეული - ერთი მთლიანობაა. ადამიანის ხასიათის ყოველ თვისებას მისთვის შესაბამისი ფიზიკური პოზა გააჩნია; 
- ხასიათი სხეულში ვლინდება კუნთოვანი რიგიდულობის (გადაჭარბებული კუნთოვანი დაჭიმულობის) ანუ კუნთოვან ჯავშნის სახით; 
- ქრონიკული დაჭიმულობა ახდენს იმ ენერგეტიკული ნაკადების ბლოკირებას, რომლებიც ძლიერ ემოციებს უდევს საფუძვლად; 
- ბლოკირებული ემოციები ვერ პოულობენ გამოხატულებას და წარმოქმნიან ე.წ. „კონდენსირებული გამოცდილების სისტემებს“; 
- კუნთოვანი დაჭიმულობის მოშორება ათავისუფლებს დიდ ენერგიას, რომელიც ვლინდება სითბოს ან სიცივის შეგრძნების, ჩხვლეტის, კანკალის ან ემოციური აღმაფრენის სახით." ვ. რაიხი


You're all living in the traumatic trance."
Война…есть явление гипнотической власти коллектива над личностью». Н.А.Бердяев
"Успешность это миф, специально созданный буржуазной пропагандой. Самое главное жить интересно, не факт, что у такого "успешного" ( совершенно абстрактное понятие, в чем успешного?) человека все в порядке в этом компоненте. Часто как раз наоборот, человек гоняется за успехом вместо того, чтобы заниматься своим любимым делом.
.США делает деньги на всех человеческих "хотелках"




The whole civilized world runs on trust - people trust journalists to provide accurate information, doctors to provide accurate treatment, scientists to provide accurate answers and solutions to unanswered questions and unsolved problems, pilots to provide safe and fast air transportation, and so on. So, the integrity of the civilized world is predicated on the integrity of the individual in their chosen field of work. Upon their sense of responsibility depends the healthy functioning of an entire species.” 
― Abhijit Naskar, The Constitution of The United Peoples of Earth

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised