среда, 27 февраля 2019 г.

ჩვენ ვცხოვრობთ მელანქოლიის ეპოქაში უნდა შეგეძლოს იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით

ჩვენ ვცხოვრობთ მელანქოლიის  ეპოქაში

უნდა შეგეძლოს იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით

რატომ იტანჯება ამდენი ადამიანი დეპრესიისგან? აუცილებელია ბავშვების დაცვა ტელევიზორისგან? როგორ აღვუდგეთ აგრესიას? ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს კარელიაში ცნობილი ფსიქიატრი, პეტროზავოდსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კათედრის უფროსი მასწავლებელი  ეკატერინა ბაზაროვა.

–  ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ფსიქიკურად არაჯანმრელი ადამიანები სულ უფრო ბევრია…
– არსებობს სერიოზული ფსიქიკური აშლილობების საკმაოდ სტაბილური მაჩვენებლები, ისინი ნაკლებად არიან დამოკიდებული გარე მიზეზებზე. რაც შეეხება მოსაზღვრე ფსიქიკურ აშლილობებს - ნევროტულს, პოსტტრავმულს, ემოციურს - ისინი ნამდვილად უფრო მეტია. ეს აშლილობები დიდწილად დამოკიდებულია სოციალურ მოვლენებზე, ცხოვრების სტილზე. შემთხვევით არ გამოვიდა ცოტა ხნის წინ  ფილმი „პროზაკის  თაობა“. პროზაკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანტიდეპრესანტია. XXI საუკუნეს მელანქოლიის ეპოქა ეწოდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზის თანახმად, 2011 წლისთვის ქრონიკული დეპრესიული აშლილობების გამო ინვალიდობა სხვა დაავადებებს შორის მეორე ადგილს დაიკავებს.
ასე რომ, ამაოდ გამოთქვამენ გაოცებას: „რატომ ამზადებენ ამდენ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოლოგებს?“ სინამდვილეში ასეთი სპეციალისტები ბევრად უფრო მეტია საჭირო. ყველაფერი არ იკურნება მედიკამენტებით, მოსაზღვრე პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული დახმარება. დრო შემცირდა, შფოთვა გაძლიერდა, ჩვენი დარტყმების შეჩერების შესაძლებლობა კი ძალიან  შეიზღუდა. აუცილებელია საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარება, რადგან მათი იგნორირება არ არის უსაფრთხო. პეტროზავოდსკში ფსიქოთერაპევტი ყველა პოლიკლინიკაში მუშაობს, არსებობენ ცენტრები, რომლებიც შეისწავლიან ბავშვთა, მოზარდთა და ოჯახის პრობლემებს. ბევრს ეშინია ექიმთან წასვლა, და სრულიად ტყუილუბრალოდ. ფსიქოთერაპევტი სულიერ პრობლემების გარკვევაში ეხმარება.
სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს შემწყნარებლობა, სულიერი თანაგრძნობა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ. რაც უფრო მეტი კონფორმიზმია საზოგადოებაში, მით უფრო აგრესიულია ის, უფრო მიუღებელია მისთვის უცხო და, ზოგადად, სხვა ადამიანი. ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი კი განსხვავებულია. აუცილებელია უარი ვთქვათ შეუწყნარებლობაზე: ცხოვრება რთულია. არავინ არის გარანტირებული დეპრესიისა და ნევროტული აშლილობებისგან.
–  ზოგიერთი მონაცემებით, კარელიის უფროსკლასელთა  ნახევარზე მეტს ფსიქიკური აშლილობები აქვს. ნუთუ  მართლა ასეა?
–საქმე უფრო ეხება რბილ ნევროტულ სიმპტომებს. კარელიაში მაღალი ავადმყოფურობაა - ხმელთაშუა ზღვისპირეთში ხომ არ ვცხოვრობთ, ალასკის განედზე ვართ, ეს ძალიან ფიზიოლოგიური არ არის. ხშირად ბავშვებს აქვთ არაჯანსაღი მემკვიდრეობითობა. ალკოჰოლიზმის სიტუაცია მშობლებს შორის არ ჰმატებს ოპტიმიზმს. გარდა ამისა, ბევრი ბავშვი დისჰარმონიულ  ოჯახში იზრდება.
თანამედროვე ოჯახის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა - ფსიქოთერაპიული. ოჯახი არის ფსიქოლოგიური თავშესაფარი, ადგილი, სადაც თქვენ ნამდვილად უყვარხართ. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ საზოგადოების მიერ მიყენებულ იარებს ვიშუშებთ. დისჰარმონიულ ოჯახში კი ადამიანი, რომელიც სახლში მოდის, უნდა მოემზადოს შემდგომი ბრძოლისთვის. „შენ ასეთი ჭკვიანი ხარ, არა? მაშინ დივანის ქვეშ რატომ არის მტვერი?“ - ჩვეულებრივ ირონიზირებს ქმარი. მის რეპლიკას ცოლი უპასუხოდ ტოვებს. ხოლო თუ აგრესიაზე აგრესიით უპასუხებ, რაც ხდება ასეთი ტკბილი დიალოგის შემთხვევაში, ეს უფრო გაამძაფრებს აგრესიას და ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილებას. უფრო მოუსვენარი, მერყევი პარტნიორი საკუთარი პოზიციის განმტკიცებას ახორციელებს სხვის გაუფასურების ხარჯზე. არსებობს ოჯახში მეუღლეების ქცევის ორი ვარიანტი: ან თვითონ უფრო მაღლა იზრდებოდე ან სხვა უფრო მეტად დაამცირო.
რაც უფრო მკაცრია დრო, მით უფრო მეტია აგრესიული ვერტიკალური კომუნიკაცია. თუ ისტორიულ მემკვიდრეობას ავიღებთ, რუსეთში ყოველთვის იყო ძალიან მკაცრი ვერტიკალი, ანუ მართვის და ურთიერთობების ავტორიტარული, იერარქიზირებული ტიპი. პარტნიორული ურთიერთობები სუსტად იყო წარმოდგენილი. და რადგან ნებისმიერი სისტემა - ოჯახური, სოციალური - მიისწრაფის მუდმივობისკენ, ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით ურთიერთობებში ავტორიტარულ ტიპს. ამის უამრავი დამაჯერებელი მაგალითი არსებობს.
– როგორ უნდა მოვიქცეთ, ოჯახები შევცვალოთ?
– მექანიკური ცვლილებები არაფერს მოგვცემს, თუ ჩვენ თავად არ შევიცვალეთ. აუცილებელია საკუთარი პრობლემების გაცნობიერება, თვითგანვითარება ... ტოლერანტულები ერთ დღეში არ ხდებიან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში, სკოლაში, ყველგან არის განათლების დირექტიული წესი, დაწყებული პედაგოგებით და მშობლებით დამთავრებული. ტოლერანტობა წარმოიქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი რეფლექსირებს, ​​ფიქრობს, ვითარდება. კონფორმისტი შეზღუდული პიროვნებაა, ის არ შეიძლება იყოს ტოლერანტული. სამწუხაროდ, ჩვენ ვრწმუნდებით იმაში, რომ საზოგადოებას ხშირად სჭირდება კონფორმიზმი და შეზღუდვა. ეს გასაგებიც არის. მე მგონი, ჯერ კიდევ არისტოტელე ამბობდა, რომ ის ადამიანის, ვინც დინებას მიყვება, თვითონ არ  იცვლება, მხოლოდ ღრუბლები იცვლება მის თავზე.
შეზღუდული ადამიანებით მანიპულირება უფრო ადვილია. მანიპულაციურ ტექნოლოგიებს კი ჩვენ მუდმივად ვაწყდებით. არ არის ძალიან გონივრული ბრმად რეკლამას, უვარგის გადაცემებს და ღირებულებებს აყოლა. არ შეიძლება აგრესორისთვის იმ რეაქციის დემონსტრირება, რომელსაც ის თქვენგან მოელის, კერძოდ, შიშის. ფსიქოთერაპევტი ასწავლის პაციენტს არ ეშინოდეს. რატომ არის საშიში ტერორიზმი? სტატისტიკის მიხედვით, ავტოავარიის შედეგად ხომ უფრო მეტი ადამიანი იღუპება. ტერორისტები შიშს თესავენ, ხოლო შეშინებული ადამიანებით მანიპულირება უფრო ადვილია. ბესლანის დროს ბევრმა ჩვენგანმა განიცადა ტრავმული სტრესი, გახდა ტერორისტული აქტის მეორადი  მსხვერპლი.
– შეიძლება ადამიანი ენდოს ფსიქოლოგიურ დახმარებას ინტერნეტით?
– ზოგჯერ მეც ვპასუხობ კითხვებს ინტერნეტით, მაგრამ სასურველია ადამიანთან პირადი კონტაქტი: ჩვენ ვმუშაობთ გრძნობებთან, განცდებთან. აუცილებელია უამრავი დეტალის ცოდნა, რადგან თითოეული ადამიანი უნიკალურია. რაც შეეხება ინფორმაციის მოძიებას, ინტერნეტი აქ შეუცვლელია.
– როგორც წესი, კარგი სპეციალისტის მოძებნა ძალიან ძნელია. იქნებ ღირს თავად მივმართოთ ფსიქოლოგიურ ლიტერატურას?
– სანახევროდ მიღებული განათლება, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უფრო უარესია, ვიდრე გაუნათლებლობა. ადამიანი წაიკითხავს ორ ასეულ უვარგის წიგნს და მხოლოდ იმაში დარწმუნდება, რომ მას ვერაფერი დაეხმარება. კარგი ლიტერატურა ძალიან ცოტაა. რას არ ნახავ სპეციალიზებულ ფსიქოლოგიურ განყოფილებაში: მისტიკა, მაგია, ექიმბაშობა. მხოლოდ სათაურები რად ღირს - „როგორ დავაღწიოთ თავი მტრებს“, „როგორ შეიძლება გათვალვა“.
რაშია ჩვენი დროის სირთულე? ძლიერდება მაგიური აზროვნება, ჩნდება სხვადასხვა სახის სასწაულების რწმენა, დგება მისტიკის, ეშმაკეულობის დრო.  არ შეიძლება მასობრივ ისტერიულ რეაქციებს აყოლა. აგრესია კი არ უნდა გაამძაფრო, უნდა ჩააქრო. თუ ტელევიზორს ჩართავთ, შემდეგ კი მიტინგზე წახვალთ ან რომელიმე პიკეტში დადგებით ...
მახსენდება სერგეი სოლოვიოვის სიტყვები: „რუსეთის ისტორიის რომელი პერიოდიც არ უნდა აიღო, ყოველთვის სიკვდილის ზღვარზე ვართ“. მე არ მოვუწოდებ ტელევიზორისთვის თავის არიდებას. მაგრამ საჭიროა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება.
ადამიანებს იშვიათად აერთიანებს პოზიტიური იდეა. როგორც წესი, ისინი ყოველთვის ერთიანდებიან რაღაცის ან ვინმეს წინააღმდეგ, ეს კი უკვე აგრესიაა. ხალხში ადამიანი აგრესიულობას იძენს, იმიტომ რომ ბრბო დაუსჯელია, იქ არ არის პირადი დანაშაულის განცდა.
–  როგორ შეიძლება ამოვიცნოთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ მანიპულირებას? ვინ ხდება, ჩვეულებრივ,  მისი მსხვერპლი?
ჩვენ ვგრძნობთ, როდის ცდილობენ ჩვენს გამოყენებას. თუ ადამიანი მიმართავს თხოვნით - ეს ნორმალურია. თუ ჩვენს, როგორც პიროვნების, მიმართ აბსოლუტურად გულგრილები არიან და გვიყინებენ საკუთარი მიზნის მისაღწევად, - ეს უკვე მანიპულირებაა. უთქვამთ თქვენთვის ოდესმე: „მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი დახმარება“, „დამპირდი, რომ ამას გააკეთებ“ და ამავე დროს წინდაწინ არ ჩაგაყენეს საქმის კურსში? დარწმუნებული ვარ. მანიპულაცია შეიძლება იყოს დახვეწილი, მრავალსვლიანი. აუცილებელია გამოყენების ყველა მცდელობის აღკვეთა, და არავითარ შემთახვევაში არ გაიმართლოთ თავი. თავს გაიმართლებ - ე.ი. დამნაშავე ხარ, მანიპულატორი ამას გრძნობს და აგრძელებს მოქმედებას.
რეკლამა, აქციები ყოველთვის მანიპულაციურია. საჭიროა გვესმოდეს აქციების ორგანიზატორთა მოტივაცია: იგივე ფასდაკლება ჩადებულია საქონლის ღირებულებაში. სექტანტობა, ან, როგორც ახლა ამბობენ, ნეოსაკულტო ფორმირებები, ასევე მანიპულაციურია. ტრადიციული რელიგია შემწყნარებლურია: არც ერთი მართლმადიდებელი მღვდელი არ ივლის ქუჩაში და არ დაემუქრება ხალხს განკითხვის დღით. ნეოსაკულტო ორგანიზაციების წევრები იყენებენ ადამიანების დაბნეულობას, შიშს და სხვადასხვა ტექნოლოგიას, რომელიც მიმართულია შთაგონებაზე, სექტისადმი უსაზღვრო ერთგულებაზე. მსოფლიოში ორ ათასზე მეტი ნეოსაკულტო ორგანიზაციაა, მაგრამ სექტაში გაწევრიანებისას ყველა ახალი წევრი განიცდის იმას, რასაც უწოდებენ „სიყვარულით დაბომბვას“: ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი ნამდვილად მოსიყვარულე ოჯახში არიან. თავდაპირველად ისინი იღებენ იქ იმას, რაც არ ჰქონდათ ჩვეულებრივ ცხოვრებაში.
ჩემთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა პროექტის „იგრძენი ცვლილების ძალა“ რეკლამა. გამოიყენება წაუგებელი ვარიანტები  - ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისგან განკურნების დაპირება. ეს თემები ყველა ჩვენგანისთვის მტკივნეულია და მიმზიდველი სასოწარკვეთილი ადამიანებისთვის. ადამიანების უმეტესობა არ მიისწრაფის ჭეშმარიტებისკენ, ადამიანები ილუზიებისკენ მიისწრაფიან  ...
– როგორ შეიძლება გავიგოთ, რომ ადამიანი დეპრესიას განიცდის?
–  დეპრესიის დროს ადამიანი ტრადიციულად განიცდის მწუხარების, უგუნებობის, შფოთვის, აპათიის გრძნობებს. მაგრამ დეპრესია შეიძლება სხვა გზითაც მიმდინარეობდეს - გაღიზიანებით, ღვარძღლიანობით, რისხვით, დარღვევებით ქცევაში, განსაკუთრებით მოზარდებში. დეპრესია მრავალფეროვანია, ეს არ არის მხოლოდ ცუდი განწყობა. მოზარდებში ისინი ხშირად ხანმოკლეა. ასაკთან ერთად, დეპრესიული აშლილობები, როგორც წესი, უფრო ხანგრძლივი ხდება - გრძელდება თვეებისა და წლების განმავლობაშიც კი, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში.
ბევრი მიიჩნევს, რომ დეპრესია დამოკიდებულია ჩვენს ნებისყოფაზე, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. დეპრესიის საფუძველი რთულ ბიოქიმიურ დარღვევებშია. აზროვნება დეპრესიის დროს ხდება ნეგატიური, ადამიანს ყველაფერი უღიმღამოდ ეჩვენება. ადამიანს ჰგონია, რომ ის განასახიერებს უნებისყოფობას, უზნეობას. იგრძნობა ტონუსის, მადის, წონის, სექსუალური სურვილების შემცირება...
დეპრესიის ილუსტრირებას კარგად ახერხებს ანეკდოტი. მამაკაცი ყიდულობს ბურთულებს. შემდეგ ის რეკავს მაღაზიაში და ეუბნება: „თქვენ დეფექტური ბურთულები გაქვთ, მე უნდა დაგიბრუნოთ ისინი“. მას ეკითხებიან: „ისინი გატეხილია, არ ბრწყინავენ?“. – „არა“. – „მაშ, რაშია საქმე?“ – „სიხარული არ მოაქვთ ჩემთვის“. სიხარულის და სიამოვნების ნაკლებობა დეპრესიის აშკარა სიმპტომია.
–  როგორ შეუძლიათ სხვებს დახმარება გაუწიონ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს?
– საჭიროა ვიგრძნოთ მისი მოთხოვნილებები. რა გვჭირდება ყველაზე მეტად? გაგება, ემოციური მხარდაჭერა, ზრუნვა. მეგობრები უნდა შეეცადონ დაამყარონ ნდობით აღსავსე კონტაქტი, არავითარ შემთხვევაში არ მოახდინონ ზეწოლა, არ შეაშინონ და არ უგულებელყონ ის. იყავით მის გვერდით, თუ ეს აუცილებელია. ვინც მედიკამენტოზურ მკურნალობას საჭიროებს, მედიკამენტების მისაღებად უნდა  განეწყოს. ხშირად ხდება, რომ ოჯახის კარგი უფროსი, იმის ნაცვლად, რომ შვილს მხარში ამოუდგეს, ეუბნება მას: „თავი ხელში აიყვანე, ნუ მიიღებ აბებს, უკეთესი იქნება, თუ იატაკს მოწმენდავ, მთელი დეპრესია გაგივლის“. არავის თავში არ მოუვა შაქრის დიაბეტის ან ჰიპერტონიული დაავადების ნებისყოფით მკურნალობა. იგივე შეიძლება ითქვას დეპრესიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იატაკის გაწმენდა კარგია, მაგრამ ამით დეპრესია არ განიკურნება.
– არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაბადებიდან არიან ფსიქიატრები?
– უფრო სწორად, დაბადებიდან ფსიქოლოგები, ინტუიციური ფსიქოთერაპევტები. ეს ადამიანები თავიასი ბუნებიდან გამომდინარე გრძნობენ სათუთად, ემოციურად თბილები არიან, ხალისიანად იზიარებენ სხვის პრობლემებს. მათთან ურთიერთობა დაძაბულობას, შფოთვას ხსნის. მათ შეუძლიათ კონტაქტის დამყარება, და თავის პრობლემებს კი არ აგვარებენ, არამედ განიცდიან სხვებზე ზრუნვის გულწრფელ მოთხოვნილებას.
– კუნდერას თავის „არსებობის აუტანელ სიმსუბუქეში“ მოაქვს ერთი დაკვირვება. როდესაც 70-იან წლებში ჩეხოსლოვაკიაში ადამიანები მიხვდნენ, რომ უნდა გამოეთხოვონ 1968 წლის იმედებს, მათ დაიწყეს გარდაცვალება. იგივე არ ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში? ბოლო 15 წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი დაიტანჯა, უკეთესი მომავლის იმედი დაკარგა. ძალიან ბევრი სიკვდილია ირგვლივ ...
დიახ, ცხოვრება უფრო ძნელია, ვიდრე სიკვდილი. ადამიანები კარგავენ პერსპექტივას, ცხოვრების აზრს. ადამიანის ორგანიზმი ერთიანია, როდესაც ის გრძნობს, რომ პერსპექტივა დაკარგულია, იწყება ფსიქოსომატური დაავადებების ზრდა. როდესაც ადამიანის ცხოვრებას მნიშვნელობა აქვს, ის ცოცხლობს სერიოზული პათოლოგიის  შემთხვევაშიც. მამამ მოგვცა ყველა შესაძლებლობა გამოვთხოვებოდით მას, მძიმე ონკოლოგიურმა ავადმყოფმა მეგობარმა შეძლო ეცოცხლა იმ დრომდე, როცა შვილიშვილი შეეძინა. თუ ცხოვრების აზრი გაქვს დაკარგული, ადამიანი შეიძლება არცთუ სერიოზული დაავადების შედეგად გარდაიცვალოს. ბევრი ახალგაზრდა  ვერ ხედავს სიცოცხლის აზრს, რადგან მათ არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება „ვარსკვლავების ფაბრიკაში“! ადამიანები ახორციელებენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ტელეგადაემების პრიმიტიულ პერსონაჟებთან, რაც მათ თვითსეფასებას ზრდის. „მეც შემიძლია ამის გაკეთება!“ - დარწმუნებულია მსმენელი, და მას მართლაც შეუძლია. ჩვენთან ეტალონად არის მიჩნეული დაბალი დონე. ყველა ეს შოუ არ არის შემთხვევითი. მათი დახმარებით ადვილია მასებით მანიპულირება.
– ბავშვებს უნდა შევუზღუდოთ ტელეგადაცემები?
– ბავშვებს უნდა ჰქონდეთ კიდევ სხვა რამ ტელევიზორის გარდა, ბავშვებს უნდა აღვუზარდოთ ღირსების გრძნობა, ჩამოვუყალიბოთ წიგნების წაკითხვის მოთხოვნილება. ამ შემთხვევაში ისინი თავად არ ისურვებენ ამ გადაცემებს, რომლებიც ადამიანების გამოსულელებაზე არიან ორიენტირებული.
 სამწუხაროდ, ჩვენ ნაკლებად ვხედავთ ნამდვილი ეტალონის ნიმუშებს. ერთ-ერთი მათგანია შემდეგი. როდესაც ფაშისტებმა დანიის ოკუპაცია მოახერხეს და ებრაელებს უბრძანეს ყვითელი სამკლაურების გაკეთება, პირველი, ვინც ამ სამკლაურით გამოვიდა, იყო დანიის მეფე.
– გაჭიანურებული დღესასწაულები, არდადეგები - ფსიქიატრის თვალსაზრისით, კარგია თუ ცუდი?
– აუცილებელია გავითვალისწინოთ რუსების ქეიფისკენ მიდრეკილება. ჩვენ არ გვაქვს დღესასწაულის კულტურა, მხოლოდ სანქცირებული ლოთობა. დღეს ქვეყანაში ალკოჰოლიზმის უპრეცედენტო ზრდაა: ნარკოლოგები ამბობენ, რომ ასეთი ციფრები არასოდეს ყოფილა. ალკოჰოლიკს არაფრის მოთხოვნილება არ აქვს, არყის გარდა, ის არ არის მომთხოვნი, მისი მართვა ადვილია. ალკოჰოლი ხსნის კონტროლს, ადამიანი სჩადის უმსგავსო ქმედებებს, ჩნდება დანაშაულის, სიცარიელის, არსებობის უაზრობის გრძნობა. არ შეიძლება არსებობა დღესასწაულის მოლოდინში, აუცილებელია სრულყოფილად ცხოვრება.
მე მიმაჩნია, რომ მეტი დღესასწაულების მოწყობა კი არ არის საჭირო, არამედ აუცილებელია ვისწავლოთ დასვენება დღის განმავლობაში. ჯანმრთელი ადამიანი აღადგენს ძალებს საღამოს და დასვენების დღეების, ხანმოკლე არდადეგების განმავლობაში. დღესასწაულების დროს კი ადამიანი რიტმიდან ამოვარდება და ვერ ასწრებს დასვენებას. ყველასთვის კარგად არის ნაცნობი დღესასწაულების შედეგად გამოწვეული დაღლილობა.
 ჩვენ განვიხილეთ მძიმე, რთული თემები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის პირდაპირ უნდა შევხედოთ თვალებში რეალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ზურგიდან დაგვესხმევა თავს დაესხმება.
— რაშია თქვენთვის ცხოვრების სიხალისე?
– ცხოვრებაში იმდენი შესანიშნავი რამ არის. ჩემთვის ესენი  ჩემი შვილები და ქმარია, რომლებიც უსაზღვროდ მიყვარს. ჩემი მეგობრები, რომლებსაც ძალიან ვაფასებ. პროფესია, რომლის ერთგულიც ვარ. წიგნები, ბუნება, მოგზაურობა, ხელოვნება. ჩემთვის ეს ჭეშმარიტი ღირებულებებია.
„ლიცეუმი“, № 12  2004
=============





Ложь в капитализме - фундаментальная производительная сила
Специалист по системному анализу Сергей Солнцев рассказывает об особенностях мышления и восприятия человека, как их используют для обмана. Почему социальные игры всегда основаны на иллюзиях, почему ложь возможна только в обществах с доверием. Как атомизация ведёт к серьёзному многоплановому кризису, итогом которого будет исчезновение капитализма в его нынешнем виде. Всегда ли прогресс - это хорошо, как цифровые технологии открывают безграничные возможности для манипуляции. Почему ложь в капитализме гораздо более мощная сила, чем знание.
(Атомизация общества — распад бескорыстных связей в обществе, социальное разобщение, появление изолированных индивидов, социальные связи которых носят безличный характер. Люди отдаляются друг от друга, возникает страх общения.)Атомизация общества поддерживается тоталитарными и авторитарными режимами, что позволяет им создавать «нового человека», более лояльного к власти. Атомизация общества преодолевается через развитие неформальных групп по интересам..

Сергей Савельев- Религия, Культ это повод подраться с тем у кого дрогои культ .
Религии для этого и возникали как надгосударственные системы.
Любая религия это конфликт с другими религиями.
Государство- имитация некои отделности процесса , хотя интеграция идет глубже и глубже
кого будут отбирать должны верить как в бога
поэтому в человецестве возникают негосударственные конфликты ,а конфликты все те же самых групповых интересов среди шаек как во времена появления человека ,со времен неандертальцев.
И участники этих шаек живут по тем же принципам, как в те далекие времена, субстрат другои, поэтому воины неизбежны ,для шаек все остальное человечество некии субстрат, их неволнующий.
А конфликты между государствами это один способ мелкого надувательствa,
и те люди которые ратуют за одну точку зрения и или за другую точку зрения, все достоины медали имени Дарвина Дарвинист"






https://www.psychiatrictimes.com/psychotherapy/checkmate-managing-panic-disorder-through-chess-therapy?fbclid=IwAR2v9trko097Xc8jfuiJQTHjQC4LNwk6rT-sn6OZrNFmH8h5X1YRCxmjb2A


https://econet.ru/articles/69423-olga-butakova-limfaticheskaya-sistema-o-chem-ne-znayut-90-vrachey?fbclid=IwAR239dNdgw9vB68FIIo0F-QAspLHeXkq1q0Q2wloZsS0G0E3JV2e8B0Dccs

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised