ადამიანის გაადამიანება” : : რატომ ესმით ძაღლებს ასე კარგად ადამიანების
მოსკოვი, 12 ივლისი - რია ნოვოსტი, ალფია ენიკეევა. ძაღლებს შეუძლიათ გაარჩიონ სიტყვების ინტონაცია და მნიშვნელობა, ისინი გრძნობენ ადამიანების ემოციებს მათი სახის გამომეტყველების მიხედვით და თვითონ ურთიერთობენ მიმიკის გამოყენებით. რისთვის უყვართ ოთხფეხა მეგობრებს თავისი პატრონები და რატომ მოშინაურდნენ მათი წინაპრები - რია ნოვოსტის მასალაში.
2015 წლის თებერვალში მეცნიერებმა, რომლებიც ეთიოპიაში აკვირდებოდნენ გელადების (ანთარის ოჯახის პრიმატები) და აბისინიელი მგლების ურთიერთობებს, გამოთქვეს ვარაუდი, რომ ერთობლივი ცხოვრების ინიციატივა შეიძლება ადამიანისგან კი არ მომდინარეობდა, არამედ თანამედროვე ძაღლების უძველესი წინაპრებისგან.
მგლების და ძაღლების რამდენიმე ჯიშის გენომის გაშიფრვა ადასტურებს ამ ჰიპოთეზას. ადამიანის მთავარი მეგობარი მიიჩვიეს დაახლოებით 18 ათასი წლის წინ. ალბათ, ძაღლი თავისი ნებით მოშინაურდა. მკვლევარებს მიიჩნიათ, რომ უძველესი მგლების ნაკლებად აგრესიული წარმომადგენლები დაჰყვებოდნენ მონადირე-შემგროვებლებს და თანდათანობით შეუერთდნენ ადამიანთა თემს.
წინაპრებისგან განსხვავებით, თანამედროვე შინაური ძაღლები ადამიანებს უფასო საკვებისთვის კი არ აფასებენ, არამედ მათთვის მთავარია ყურადღება და დადებითი ემოციები, ამბობს ამერიკელი ნევროლოგი ემორის უნივერსიტეტიდან (აშშ) გრეგორი ბერნსი თავის წიგნში „როგორ ვუყვარვართ ძაღლებს“. ეს, პირველ რიგში, ემოციური დამოკიდებულებაა.
დიდი რაოდენობით ნეირონების მქონე პატარა ტვინი
ძაღლებს თავის ტვინის ქერქი უფრო განვითარებული აქვს, ვიდრე კატებს, აფთრებს ან ლომებს. ოქროსფერ რეტრივერს თითქმის 530 მილიონი კორტიკალური ნეირონი აქვს (რომელიც ეკუთვნის თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროს ქერქს). ეს ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე მურა დათვს აქვს, რომლის ტვინი ძაღლის ტვინზე სამჯერ დიდია. ძველ დროში ასეთი განვითარებული ტვინის მქონე ძაღლები ეფექტური მტაცებლები იყვნენ, დღეს კი ეხმარება მათ მოშინაურებულ შთამომავლებს რთული ბრძანებების შესრულებასა და ორასზე მეტი სიტყვის გაგებაში.
ამასთან, ოთხფეხა მეგობრის ტვინი იმავე სქემით არის დამუშავებული, როგორც ადამიანის. ძაღლები აღიქვამენ სიტყვების მნიშვნელობას ინტონაციისგან ცალკე, რომლითაც მას წარმოთქვამენ. ბუდაპეშტის უნივერსიტეტის ნეიროფიზიოლოგები 13 ძაღლს ასმენინებდნენ ცხოველების მწვრთნელის ხმის ჩანაწერს: ან მოკლე შინაარსიან ფრაზებს ან შეუსაბამო კავშირების ნაკრებს.
ძაღლების ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ მარცხენა ნახევარსფერო, რომელიც პასუხისმგებელია სიტყვების გაგებაზე, გააქტიურდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ძაღლებმა მოისმინეს გააზრებული ფრაზები. ტვინის მარჯვენა სმენის უბნის აქტივობა იზრდებოდა, თუ ფრაზებს წარმოთქვამდნენ შექების ინტონაციით, მიუხედავად იმისა, ჰქონდა ამ ფრაზებს მნიშვნელობა თუ არა. გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შექება ყოველთვის იწვევდა გამოძახილს ძაღლის ტვინის სიამოვნების ცენტრში.
ადამიანის ემპათიური და ყურადღებიანი მეგობრები
„ადამიანთან ურთიერთქმედებისას, ძაღლები იყენებენ ყველა გრძნობის ორგანოს - ბგერითის, მხედველობითის, ყნოსვითის, ტაქტილურის. რა თქმა უნდა, დიდ როლს ასრულებს მიმიკა - არა მარტო სახის, არამედ სხეულის - პოზის შეცვლა, რასაც ხშირად უწოდებენ მოტორიკას“, - ამბობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ა.ნ. სევერცოვის სახელობის ეკოლოგიისა და ევოლუციის პრობლემების ინსტიტუტის ძუძუმწოვართა ქცევის და ქცევითი ეკოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ანა შუბკინა.
მაგალითად, ძაღლებს შეუძლიათ ამოიცნონ ადამიანის განწყობა მისი სახის გამომეტყველების საშუალებით - და არა მხოლოდ პატრონის, არამედ მათი, ვისაც პირველად ხედავენ. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ცხოველები ღიმილს უკავშირებენ დადებით ემოციებს, ხოლო წარბშეკრული სახის გამომეტყველებას - უარყოფითს.
ეს შესაძლებელია პირველ რიგში იმიტომ, რომ ოთხფეხა მეგობრები თავად იყენებენ მიმიკას მათი თანატომელებთან და მფლობელთან ურთიერთობისას. ეს უნარი ძაღლებს მოსდგამთ წინაპრებისგან - მგლებისგან, რომლებიც სოციალურ ცხოველებად ითვლებიან. პენსილვანიის შტატის (აშშ0 უნივერსიტეტის ანთროპოლოგი პეტ შიმპანი წიგნში „დამპყრობლები“ წერს, რომ სწორედ მგლების მოშინაურების და ძაღლებად გარდაქმნის წყალობით კრომანიონცებმა მოიპოვეს უპირატესობა ნეანდერტალელებზე, რომლებსაც ასეთი დამხმარები არ ჰყავდათ.
ანა შუბკინას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს თეორია არასწორი იყოს, უდავოა ძაღლის მნიშვნელობა „ადამიანის გაადამიანებაში“ - სხვა სახეობის წარმომადგენელთან საერთო ენის მოძებნის და მისი გაგების აუცილებლობა და უნარი მხოლოდ განსაკუთრებით ნიჭიერ პირველადამიანებსა და პირველძაღლებს შეეძლოთ. მათ ისწავლეს ურთიერთობა და ურთიერთქმედება, რამაც უზრუნველყო ევოლუციური უპირატესობა.
„ემპათია - სხვა არსების გრძნობების და სურვილების გაგება - ძაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ემპათია აწონასწორებს აგრესიას, რომელიც საფუძვლად უდევს სოციალური ცხოველების ქცევას, მათ შორის ადამიანებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით თამაშის დროს. მიმდინარეობს სინქრონიზაცია (ურთიერთშეწყობა), რომელიც გამოიხატება როგორც სახის მიმიკაში, ასევე მოტორიკაში“, - განმარტავს მეცნიერი.
როდესაც ძაღლი ადამიანზე უფრო ახლოსაა
პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, ძაღლების კეთილგანწყობის და გულღიაობის საიდუმლოება ორ გენშია - GTF2I და GTF2IRD1. ადამიანებში ამ გენების ვარიაციები უილიამსის სინდრომს უკავშირდება. ამ დაავადების მქონე ადამიანები გონებრივად ჩამორჩენილები არიან, მაგრამ გამოირჩევიან გულკეთილობით, დამჯერობით, მიმნდობლობით.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძაღლების მოშინაურების გარიჟრაჟზე ეს მუტაცია გაუჩნდა უძველეს დროში მგლების მცირე ჯგუფს. ისინი უფრო მეგობრულები და ნაკლებად სახიფათო იყვნენ, ამიტომ ადამიანებმა შეძლეს მათი მოშინაურება.
„მოშინაურების“ ცალკეული „გენების“ იდეა ეწინააღმდეგება ХХ საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო პროექტის შედეგებს - დიმიტრი ბელიაევის, მისი თანამშრომლების და მიმდევრების მრავალწლიან შრომას მელიების და სხვა ცხოველების მოშინაურებასთან დაკავშირებით. მათ დაადგინეს, რომ დომესტიკაციის შემთხვევაში მიმდინარეობს მთელი გენომის გლობალური რეორგანიზაცია, ხოლო კავშირი „ერთი გენი - ერთი ნიშანი“ თითქმის ყოველთვის აბსტრაქციაა. ის არ მუშაობს უმაღლესი ცხოველების ნიშნების უმრავლესობისთვის. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ ჩვენში არსებული გენების ჯამს, არამედ წარმოვადგენთ მრავალი გენისა და ცილის ურთიერთქმედების შედეგს ონთოგენეზის (ინდივიდუალური განვითარების) პროცესში ყველასთვის უნიკალურ პირობებში. უფრო მეტიც, დნმ-ის ერთი და იგივე მონაკვეთი ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს სხვადასხვა სახეობის, რაზმის, კლასების წარმომადგენლებში - ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ არსებებში. ამიტომ პირდაპირი ანალოგიები დაუშვებელია“, - განმარტავს ანა შუბკინა.
უფრო მეტიც, რომ გონებრივი შესაძლებლობების ტესტებში ძაღლები არ აჩვენებენ ცუდ შედეგებს. ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა) უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი სტენლი კორენი აღნიშნავდა, რომ ძაღლებს გააჩნიათ ორი წლის ბავშვის ინტელექტი და ისინი მათი პატრონების წარმოუდგენლად ერთგულები არიან. და ისინიც ერთგულებით პასუხოვენ. ბოსტონის (აშშ) ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის ბოლო კვლევის თანახმად, ზოგიერთ სიტუაციაში ადამიანები უფრო ძაღლებს თანაუგრძნობენ, ვიდრე ადამიანებს.
https://www.krainaz.org/2016-02/103-selection
http://consult.pervotravma.ru/?fbclid=IwAR2GJGpXT7UJGNkItjRHT8LISFkqjwutSVJU3J2qrZmCFKwfjC_bLqKN54s
https://otuma.ru/vse-o-soznanii/iz-chego-sostoit-soznanie.html
https://librolife.ru/g3823642
http://herba.ge/%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90/c-g-jung/jung-c-g-studien-zur-analytischen-psychologie-2
კიბერტერორიზმი
მე ვამბობ, რომ სიყვარული დიდი ხნის წინ გადაშენდა
და მისი ფიტული დინოზავრის ნაკვალევივით
ყოველდღიურად იზიდავს მილიონობით დამთვალიერებელს.
დინოზავრის ნაკვალევისა თუ გადაშენებული სიყვარულის
ფიტულის მომლოდინე ტურისტების გრძელი რიგები
არასდროს წყდება მუზეუმებთან, ნაკრძალებთან...
რჩეულებთან, რომლებიც კვარცხლბეკზე დგანან
და მომლოდინე ადამიანებს მკვდრედით აღმდგარ
სიყვარულზე უყვებიან, თავბრუს ახვევენ,
სიყვარულზე, რომელსაც აღარა აქვს ღმერთთან საერთო,
მით უფრო არც ადამიანთან, უბრალოდ იყო მანამ,
სანამ თავს დაკარგავდა და სტატუსსაც დედამიწაზე,
სანამ ტექნოლოგიური ინოვაციების სიმაღლეებიდან,
კიბერტერორიზმისა თუ უსაფრთხოების სიმაღლეებიდან,
კამიკაძე ტერორისტებისა თუ ალ ქაიდას,
ტყუპი თაუერების, ავღანეთისა თუ სირიის,
ჩეჩნეთის, ბესლანისა თუ ფუკუშიმას ატომური სადგურის,
აფხაზეთ-ოსეთისა თუ შემდეგ ყირიმის,
ევრომაიდანისა თუ ევროკავშირის,
ნატოსა თუ საბჭოთა კავშირის,
კრემლის, თეთრი სახლისა თუ პენტაგონის,
ძედოვშინისა თუ დემოკრატიის,
სანამ პირველი თუ მეორე მსოფლიო ომის,
რელიგიური ტერორისა თუ რელიგიაზე ტერორის,
ფემინიზმის, ქალებზე ძალადობისა
თუ გენდერული თანასწორობის,
პოლიტიკური მაფიისა თუ „კეთილდღეობის“,
სიღარიბის, შიმშილისა თუ ეპიდემიის,
“აის ბაკეტ ჩელენჯისა“ თუ „გამოწვევების“,
ეგოიზმის, ფსიქოზისა თუ დეპრესიების,
მექანიკური სექსისა თუ ბანკის სესხების,
ლოთობისა თუ ნარკომანიის
და მრავალი სხვა სიმაღლიდან
გადმოხედავდნენ ადამიანები და ეტყოდნენ,
რომ ის, დიდი ხნის წინ გადაშენებული
სიყვარულის ძვირადღირებული ფიტული
ენდი უორჰოლსა და შილეს შორის
ბევრად კარგი ჩანს, ძვირფასი და მიუწვდომელი,
ვიდრე ამას სიცოცხლეში მოახერხებდა.
მე ვამბობ, რომ დავდივარ ქალაქებში, მუზეუმებში,
მძინავს და ვიცდი რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში,
რომ ვთქვა, ღმერთო, მე ყველგან ვიყავი შენს სანახავად,
ყველგან გეძებდი,
ყველგან საკუთარი სხეულის გარდა.
ვდგებოდი დილით და მივდიოდი,
ღამით არ ვწვებოდი და მივდიოდი,
ჩემში გამქრალ სიყვარულზე რომ არ მეფიქრა
და მჯერა, რომ მე, ჩემი დროის ყველაზე დიდი მოგზაური,
გადავეყრები რომელიმე მუზეუმის ინსტალაციაში
სიყვარულს - თანამედროვე არტის ინსტრუმენტს
და ჩემი ახლადშეძენილი „აიფონ ექვსით“
“სელფს” გადავიღებ
და დავწერ სტატუსს,
რომ მე „ვგრძნობ თავს ისე ძლიერ ფანტასტიკურად, როგორც არასდროს,
სიყვარულთან, რომელიც გადაშენდა ადრე, ვიდრე დინოზავრები“.
Gvantsa Jobava
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised