“მსოფლიოში ყველაფერი ჩამოიშალა“
ტატიანა ჩერნიგოვსკაია ინფორმაციის მიმართ უნდობლობისა და დაბნეული ადამიანის შესახებ
როგორ შეიძლება ასეთ პირობებში ვასწავლოთ ტვინს მუშაობა, ამის შესახებ გაიდარის ფორუმზე მოგვიყვა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კონვერგენციის პრობლემების კათედრის გამგე, კოგნიტური კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ფილოლოგიისა და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტატიანა ჩერნიგოვსკაია. მისი გამოსვლის თეზისებს გაგვაცნობს „როსბალტის“ კორესპონდენტი ანა სემენეცი.
„ჩვენ საერთოდ სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. ის არის ცვალებადი, გამჭვირვალე, არასტაბილური, ძალიან სწრაფი, ჰიბრიდული. ამ სამყაროში ყველაფერი ჩამოშლილია. ციფრული სამყაროს ავტონომიური ცხოვრება სრული სვლით მიდის: ნივთების ინტერნეტი, ქსელების თვითორგანიზაცია. ციფრული რეალობა უკვე სოციუმში შერჩევას ნიშნავს. თუ წარმოვიდგენთ რაღაც ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია თავს ციფრულ სამყაროში შესვლის უფლება მისცეს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის საერთოდ არ არსებობს. ის არ არის მოთამაშე. ადამიანებს შეუძლიათ იქ ცხოვრება, კალათების კეთება, მაგრამ ისინი ვერ იქნებიან საერთო საქმის მონაწილენი“, - აღნიშნავს ჩერნიგოვსკაია.
„კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა ინფორმაციის მიმართ მზარდი უნდობლობა. ბოლო დროს ამის შესახებ ბევრს ვფიქრობ. ახლა ინფორმაციის მიმართ ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც ჭორის: „ვიღაცამ რაღაც თქვა, რატომ უნდა დავიჯერო ეს?“ მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს დამოკიდებულება დღეს უკვე მიმართულია ინფორმაციის რეალური წყაროების მიმართ“, - ამბობს ის. გამოდის, რომ ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს ინფორმაციის მზარდ ნაკადში ორიენტირება და ურჩევნიათ არაფერს არ ენდონ.
ნეიროლინგვისტის თქმით, ციფრული რეალობა ქმნის „ახალი ტიპის“ ადამიანს. „მე ვუწოდებ ამას „ჰომო კონფუზუს“ ან „დაბნეულ ადამიანს“. ამ „ჰომო კონფუზუსმა“ ჯერ ვერც კი გაიგო, სად იმყოფება. ვერ გააცნობიერა, რა საფრთხეში აღმოვჩნდით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღების გადადება. იმიტომ, რომ ეს ჩვენი ცხოვრებაა“,- მიაჩნია მას.
ამის ნავლად საზოგადოებაში სრულიად საპირისპირო პროცესები მიმდინარეობს. „არსებობს ისეთი რამ, როგორც გადაგებული ცხოვრების სინდრომი. ადამიანები ისე ცხოვრობენ, თითქოს ეს შავი ხელნაწერია. უფრო მეტიც, ასევე ზრდიან ბავშვებს: შენ ჯერ ეს და ეს, ხოლო შემდეგ, როდესაც ცხოვრებას დაიწყებ ... მაგრამ მან ცხოვრება ხომ იმ მომენტში დაიწყო, როდესაც მამის და დედის უჯრედები ართმანეთთან შეერთდა. ეს არ არის შავი ხელნაწერი. არ შეიძლება ადამიანი 20 წლის განმავლობაში გააეჩერო, რომ შემდეგ მან რაღაცის კეთება დაიწყოს, - აღნიშნავს ჩერნიგოვსკაია.
უქმად ყოფნის ცივილიზაციის დრო მოდის, რომლისთვისაც ჩვენ, შეიძლება ითქვას, მზად არ ვართ. „რა უნდა გააკეთოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ციფრული სისტემები შეცვლის? როდესაც მეუბნებიან: „თავისუფლდება სივრცე შემოქმედებისთვის“, ეს ჩემში სარკასტულ ღიმილს იწვევს. თქვენ რა, ნამდვილად ფიქრობთ, რომ ათასობით ათასი ადამიანი, ფაქტობრივად კი, მილიონობით ადამიანი, რომელიც მძიმე შორმისგან გათავისუფლდება, დაიწყებს მედრიგალების წერას და ბარბითზე დაკვრას? თქვენ სერიოზულად ფიქრობთ ამას? მოხდება სრულიად საპირისპირო. და ჩვენ არ შეგვიძლია თავი ისე მოვაჩვენოთ, რომ ეს ასე არ არის“, - ხაზგასმით აღნიშნავს ის.
„რის თქმა მინდა. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმის შესახებ, კარგია თუ ცუდია ის, რაც ჩვენს თავს ხდება, ეს უკვე ხდება. ჩვენ უკვე აღმოვჩნდით ამ სამყაროში და უკან დასახევი გზა არ არსებობს. არ არის საჭირო კეკლუცობა. ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ როგორ ვიცხოვროთ ამ სამყაროში. მე კითხვას უფრო ხისტად დავსვამდი. ჩვენ საერთოდ ვფიქრობთ ამ პლანეტაზე ცხოვრებას, თუ ყველა პოზიციას ვთმობთ? იმიტომ, რომ თუ პოზიციებს ციფრულ სამყაროს ვუთმობთ, მაშინ ლაპარაკიც არ ღირს. შეიძლება ყავის დასალევად წასვლა. თუ ჩვენ რაიმე გარკვეული გეგმა გაგვაჩნია ჩვენს საკუთარ ცხოვრებაზე, მაშინ უნდა ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ აქ“, - მიიჩნევს იგი.
ჩერნიგოვსკაიას თქმით, ჩვენ ისეთები ვართ, როგორებიც ვართ, ჩვენი ცივილიზაციის ყველა მიღწევებსა და წარუმატებლობასთან ერთად, და ეს ჩვენი ტვინის დამსახურებაა. „ადამიანები ცხოვრობენ არა მხოლოდ სკამების, მიკროფონებისა და ფორთოხლების სამყაროში, არამედ იმ სამყაროში, რომელიც თავად გამოიგონეს. ჩვენ გვაქვს ნიშნებით ოპერირების უნარი: ადამიანური ენა, მათემატიკა, მუსიკა. ჩვენ, მართლაც, ურთულესი ნეირონული ქსელი გვაქვს - კვადრილიონი კავშირი. თუ მართლა დავიწყებთ მათ დათვლას, ჩვენ გვეკუთვნის ათიანის დაწერა და კიდევ 85 ნულის. ჩვენს ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ ციფრს დაასახელებს. ეს არ არის უბრალოდ იმაზე ბევრი, რაც ვარსკვლავებია სამყაროში. ეს უფრო მეტია, ვიდრე ელემენტარული ნაწილაკები სამყაროში. ანუ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვაქვს თავის ქალაში“, - თქვა მან.
ციფრული სამყაროს ექსპერტები ამბობენ, რომ ტვინი არის კომპიუტერი, ალგორითმების კომპლექტი, რომელიც ქმნის ნულებს ერთიანებით. და რომ ადრე თუ გვიან ისინი შეძლებენ მისი მოწყობილობის ხელახლა აღდგენას.
„მაგრამ, ნუთუ ტვინი მხოლოდ ალგორითმებია? ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არა. და თუ ტვინი კომპიუტერია, მაშინ, მინიმუმ, ერთი ტიპის არა. შეიძლება, ტვინის გარკვეული ნაწილი ალგორითმებს წარმოადგენდეს, და იქ მართლაც მიმდინარეობს მექანიკური პროცესი. მაგრამ მეორე ნაწილი ანალოგურია. ჩვენ არ ვისაუბრებთ ახლა პოეტების და მხატვრების შესახებ. მაგრამ აინშტაინმაც კი თქვა: „ინტუიცია წმინდა ნიჭია, ხოლო გონება - მონა-მორჩილი“. მან პირდაპირ დაწერა: „მაშინაც კი, როცა დასკვნა, მხედველობაში გვაქვს სამეცნიერო დასკვნა, გამოიყურება, როგორ ლოგიკური მუშაობის შედეგი, ეს მხოლოდ ამ საქმის ფინალია. მისი ძირითადი ნაწილი სულაც არ მიმდინარეობდა ანგარიშისა და გადაანგარიშების გზით“, - აღნიშნავს ჩერნიგოვსკაია.
მაგრამ მთავარია გავიგოთ: არ არსებობს ობიექტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას. ყოველთვის არსებობს ობიექტი და ის, ვინც ამ ყველაფერს კითხულობს. „თუ ჩვენს წინაშე იქნება უძველესი პაპირუსი და არ გვეყოლება ადამიანი, რომელიც მის წაკითხვას შეძლებს, მაშინ ეს არ წარმოაადგენს რაიმე სახის ინფორმაცია. მხოლოდ ფიზიკური ობიექტია. რასაც იქიდან ამოვიკითხავ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი განათლება მაქვს, რა გეგმები და რატომ ვკითხულობ ამას?
რის თქმა მსურს ამით? ჩვენ არ შეგვიძლია იმ პოზიციის დაკავება, რომ ადამიანები ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. ადამიანები მნიშვნელოვანი არიან, რადგან ისინი უწევენ ინფორმაციას ორგანიზებას. თავისთავად, ინფორმაცია სადღაც არსებობს, მაგრამ ჩვენ ამის გამო არც გვცივა და არც გვცხელა“, - ამბობს ის.
როგორ გაიყოფენ სამყაროს ადამიანები და კომპიუტერი, ჯერ კიდევ გაუგებარია. ამ საკითხში ბევრი რამ არის გასარკვევი. „მაგალითად, რას ნიშნავს სულელი ადამიანი? შეგვიძლია ვიმის თქმა, რომ აბსოლუტურად სულელი ადამიანის ტვინი ყველაზე სრულყოფილია სამყაროში? კითხვა ჟღერს ორაზროვნად, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სერიოზული საკითხია. თუ იქ მაინც კვადრილიონი კავშირია, მაშინ ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომელი ტვინია ჭკვიანია და რომელი სულელი? ამ შემთხვევაში, რა სახის ხელოვნურ ინტელექტს ვქმნით? ჭკვიანს? და რას ნიშნავს ეს? ინტელექტის ყველა ტესტი, ძირითადად, ანგარიშზეა გათვლილი: ჭკვიანია ის, ვინც უფრო სწრაფად ითვლის. მაპატიეთ კადნიერებისთვის, მაგრამ იძულებული ვარ ვთქვა: ძალიან ცუდად ვითვლი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სულელი არ ვარ. ამიტომ აუცილებელია ამ საკითხების განცალკევება. ჩვენ ვიცით: შეიძლება იყო დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი, მაგრამ აბსოლუტური მეხსიერება გქონდეს. ეს სამედიცინო ფაქტია.
გენიალური ხელოვნური ინტელექტი შესაძლებელია? და რას ნიშნავს ეს? თუ შესაძლებელი იქნება რაღაცის შექმნა, ჩვენ საერთოდ შევძლებთ იმის გაგებას, რომ ის გენიალურია? შევიტყობთ, რომ ის პიროვნებაა? გვაქვს ამის შესაძლებლობა?
შეძლებს კი ხელოვნური ინტელექტი იგრძნოს ტკივილი, ტანჯვა, თანაგრძნობა, თუ ის ყველაფრის ამის იმიტაცის მოახდენს? ციფრულ სამყაროში ხომ არ არსებობს ტკივილი და სიკვდილი, რაც კარდინალურად ცვლის მთელ სურათს. კომპიუტერები მუშაობენ განზომილებაში, სადაც ცოცხალი არსება არ ცხოვრობს - ნანომეტრებსა და ნანოწამებში. ეს ის სისტემებია, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებებს. და არ საჭირო ილუზიით თავის დამშვიდება, რომ ღილაკზე თითი ადამიანს ექნება. ეს ყველაფერი ღარიბთა სასარგებლოდ საუბარია. საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ინფორმაციას მიიღებს იგი“, - განაცხადა მან.
ამავე დროს, დღეს უკვე ცხადია, რომ შეუძლებელია ახალი სამყაროსთვის ძველებურად მზადება. „ეს ძალიან რთული საკითხია. თუ წლინახევრის ბავშვს შეუძლია თქვას, „ოკეი, გუგლ“, და სისტემა მისცემს ყველაფერს, რაც მას სურს, რატომ უნდა მივიდეს ის სკოლაში, სადაც ცუდად მომზადებული მასწავლებელი მას სახელმძღვანელოს წაუკითხავს?
ცხადია, სისტემა უნდა შეიცვალოს. ჩვენ უნდა შევიმუშავოთ ციფრულ სამყაროში ცხოვრების უნარი და არ დავკარგოთ ადამიანობა. რადგან, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შევძელით თუ არა ჩვენ ურთიერთობების დამყარება ოჯახთან, შვილებთან, კოლეგებთან და მთლიანად საზოგადოებასთან. უნდა ვასწავლოთ ინფორმაციის ვერიფიცირება, წინააღმდეგობა გავუწიოთ სტრესს, აღვზარდოთ ცვლილებების უნარი, ვასწავლოთ მუდმივად სწავლა. თუ ღორები არ ვართ, ჩვენ არ შეგვიძლია ასე ვუღალატოთ ჩვენს შვილებს და არ მოვამზადოთ იმისათვის, რაც ელოდებათ“, - ამბობს ჩერნიგოვსკაია. ამიტომ მომავლის განათლება გაგების განათლებაა და არა დამახსოვრების.
„შარშან მე მიმიწვიეს სესიაზე, რომელსაც ეწოდებოდა „განათლების ახალი არქიტექტურა“. ვფიქრობდი, რომ არქიტექტურა რაღაც მეტაფორული იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მეტაფორული არ ყოფილა, არამედ ფიზიკურიც. ფინელები, მაგალითად, მასიურად ცდილობენ სკოლის შენობების გადაკეთებას. ისინი ფერადია, არ აქვთ სტანდარტული აუდიტორიები - ისინი ყველა იცვლის ფორმას. ბავშვები სწავლობენ ჯერ ერთ აუდიტორიაში, შემდეგ მეორეში, ზოგჯერ წვანან, ზოგჯერ დარბიან. მათ ასწავლის ან ერთი მასწავლებელი ან მეორე. პირობები ყოველთვის იცვლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ცვლილებებისთვის“, - აღნიშნავს ექსპერტი.
„უკანასკნელი, ვის აყვანასაც მოვისურვებდი სამსახურში, ფრიადოსანია, რომელსაც კარგად ანგარიში შეუძლია. ამისთვის კომპიუტერი მაქვს. ის თვითონ დაითვლის ყველაფერს. მე მჭირდება ვინმე გადარეული, რომელიც ყველაფერს სათანადოდ არ გააკეთებს, ყველას ხელს შეუშლის, რაღაც სისულელეს ილაპარაკებს. მისგან შეიძლება მეორე ნილს ბორი დადგეს. უფრო ზუსტად, ის უკვე ნილს ბორია“, - ამბობს ის.
როგორ უნდა ვავარჯიშოთ ტვინი? „ის, როგორც ნებისმიერი კუნთი“, ნელა უნდა მუშაობდეს. თუ ჩვენ დივანზე დავწვებით და ამ პოზაში დავრჩებით ნახევარი წლის განმავლობაში, ჩვენ ადგომას ვერ შევძლებთ. თუ ტვინი იდიოტურ ჟურნალებს წაიკითხავს, ურთიერთობა ექნება სულელებთან, მოუსმენს უაზრო მუსიკას და უყურებს უაზრო ფილმებს, მაშინ მას არაფერი აქვს დასაჩივი. ჩემი პასუხი ასეთია: ტვინი უნდა ნელა მუშაობდეს. ნელა - საკვანძო სიტყვაა. ტვინს უნდა გაუჭირდეს. წიგნი, რომელიც შეიძლება ვინმესთვის ადვილი იყოს, თქვენთვის შეიძლება ძნელია აღმოჩნდეს. ფილმი, რომელიც თქვენთვის გაუგებარია. ე.ი. თქვენ იფიქრებთ, წაიკითხავთ კრიტიკას. ან სპექტაკლი, როდესაც თქვენთვის არ არის ნათელი, რის თქმა სურდა რეჟისორს. ამ შემთხვევაში ტვინის დაკავებული იქნება მუშაობით. არ არის საჭირო ხრიკების ძებნა, რომლებიც აუმჯობესებენ ტვინს. ისინი არ არსებობს. ეს ხრიკები - თვითონ ცხოვრებაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ჩერნიგოვსკაიამ.
https://www.krainaz.org/2016-02/103-selection
https://promanov.livejournal.com/32239.html
http://www.intelros.ru/
http://teopolitika.ru/articles/teopolitika-ru-articles-lyutsifer-tsarstvuet-v-vatikane-chast-2-ya/
https://antisekta.org/habad-iudeo-natsistskaya-ultraortodoksalnaya-sekta/?fbclid=IwAR2GgXzbR5w0OMGGW0X1SqcxwQPZewUqNYiGFsfN7ZA7hhH2bOtPOlIyRM8
http://cheloveknauka.com/istoriya-geneticheskih-issledovaniy-v-kazanskom-universitete
https://www.litmir.me/br/?b=560091&p=1
https://coollib.com/b/361919
http://www.dissercat.com/content/stanovlenie-genetiki-cheloveka-v-sssr-v-pervoi-polovine-khkh-v-teoreticheskie-i-sotsiokultur
https://syg.ma/@zhiuli-rieshie/zhiuli-rieshie-fashizm-eto-liubov

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised