იდენტობის არასაკმარისი ინტეგრაცია: „დიფუზური იდენტობის“ სინდრომი
“დიფუზური იდენტობა” კლინიკურად წარმოდგენილია არასათანადო ინტეგრაციის სახით „მე“-ს (self) და მნიშვნელოვან სხვას შორის. სიცარიელის მუდმივი განცდა, საკუთარი თავის წინააღმდეგობრივი აღქმა, ქცევის არათანმიმდევრულობა, რომლის ინტეგრირება არ შეიძლება ემოციურად გაცნობიერებული გზით, და სხვათა მკრთალი, სტერეოტიპული, მწირი აღქმა - ეს ყველაფერი დიფუზური იდენტობის გამოვლინებაა. მისი დიაგნოსტიკური ნიშანი ის არის, რომ პაციენტი ვერ ახერხებს თერაპევტამდე სხვებთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების მიტანას, ამიტომ ამ უკანასკნელს არ შეუძლია ემოციურად უთანაგრძნოს მის და მნიშვნელოვანი სხვების კონცეფციებს.
თეორიული თვალსაზრისით, მე-ს ინტეგრაციის და მნიშვნელოვან სხვათა კონცეფციების უკმარობას განმარტავს შემდეგი ჰიპოთეზები (Kernberg, 1975).
სასაზღვრო პიროვნების ფსიქიკურ ორგანიზაციაში არსებობს მე-რეპრეზენტაციების ობიექტ-რეპრეზენტაციებისგან საკმარისი დიფერენციაცია იმისათვის, რომ დადგინდეს ეგოს საზღვრები (ანუ მკაფიო ბარიერი მე-სა და მეორე მხარეს შორის). ფსიქოტური სტრუქტურული ორგანიზაცია, პირიქით, გულისხმობს მე-სა და ობიექტ-რეპრეზენტაციებს შორის საზღვრის რეგრესიულ უარყოფას ან ამ საზღვრის ბუნდოვანობას.
ნევროტული სტრუქტურებისგან განსხვავებით, სადაც ყველა მე-სახე (როგორც „კარგი“, ასევე „ცუდი“) ინტეგრირებულია მთლიან მე-ში და სადაც ყველა „კარგი“ და „ცუდი“ სახე შეიძლება ინტეგრირებული იყოს მთლიან სახეში, სასაზღვრო პიროვნების ფსიქიკურ ორგანიზაციაში ასეთი ინტეგრაცია არ ხორციელდება, ასე რომ ყველა „მე“ და ობიექტი-რეპრეზენტაცია არასრული რჩება, ურთიერთეწინააღმდეგება კოგნიტურ-აფექტურ რეპრეზენტაციებს.
მე-სა და სხვების რეალობის „კარგი“ და „ცუდი“ ასპექტების ინტეგრირების უუნარობა დაკავშირებულია ასეთ პაციენტებში აქტივიზირებულ ადრეულ ძლიერ აგრესიასთან. „კარგსა“ და „ცუდ“ მე-ს და ობიექტ-რეპრეზენტაციებს შორის დისოციაცია იცავს სიყვარულსა და „კარგს“ იმ სიძულვილსა და „ცუდისგან“, რომელიც იმარჯვებს.
„დიფუზური იდენტურობა“ გამოვლინდება სტრესული ინტერვიუს დროს, როდესაც თერაპევტი შეიტყობს წარსულში პაციენტის უკიდურესად წინააღმდეგობრივი ქცევის შესახებ ან როდესაც ერი ემოციური მდგომარეობიდან მეორეზე გადასვლას თან ახლავს ისეთი წინააღმდეგობა პაციენტის ქცევასა და თვითაღქმაში, რომ თერაპევტისთვის რთული ხდება პაციენტის, როგორც ერთიანი ადამიანის, წარმოდგენა. ხასიათის მწვავე ნევროლოგიური პათოლოგიის შემთხვევაში, წინააღმდეგობრივი პიროვნებათშორისი ქცევა ასახავს პაციენტის პათოლოგიურ, მაგრამ მთლიან მოსაზრებას საკუთარ თავს და მნიშვნელოვან სხვებზე, ხოლო პიროვნების სასაზღვრო ორგანიზაციის შემთხვევაში, ეს შინაგანი ხედვა საკუთარ თავსა და სხვებზე მთლიანობას არის მოკლებული.
მაგალითად, ქალმა პაციენტმა, რომელშიც სჭარბობს ისტერიული, ანუ ნევროტული, პიროვნების სტრუქტურა ინტერვიუს დროს შეგვატყობინა, რომ მას ჰქონდა სექსუალური პრობლემები, მაგრამ ვერ შეძლო ამ პრობლემების შესახებ საუბარი. როდესაც თერაპევტმა მიუთითა ასეთი ქცევის არათანმიმდევრულობაზე, ქალმა უპასუხა, რომ თერაპევტი მამაკაცი მიიღებს სიამოვნებას იმისგან, რომ ასე დამცირებელი ქალი უყვება მას თავისი სექსუალური პრობლემების შესახებ, რომ მამაკაცმა შეიძლება განიცადოს სექსუალური აგზნება, როდესაც ისინი უყურებენ ქალს, როგორც ყველაზე დაბალი არსებას სექსუალობის სფეროში. მამაკაცისა და სექსუალობის კონცეფცია, რომელიც შეურაცხყოფს ქალის ღირსებას, და საუბარი ამის შესახებ, წარმოადგენს საკუთარი თავისა და სხვების ინტეგრირებული, თუმცა პათოლოგიური კონცეფციის ნაწილს.
კიდევ ერთმა პაციენტმა ქალმა ინფანტილური ხასიათის სტრუქტურისა და სასაზღვრო პიროვნული ორგანიზაციით გამოხატა მამაკაცების მიმართ ზიზღი, რომლებიც იყენებენ ქალს, როგორ სექსუალურ ობიექტს. ის ყვებოდა, თუ როგორ იცავდა თავს წინა უფროსის შევიწროებისგან და როგორ უხდებოდა სოციალური კონტაქტებისთვის თავის არიდება ავხორცი მამაკაცების უხეშობის გამო. თუმცა, ამავე დროს, მან თქვა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ის მამაკაცთა კლუბში მუშაობდა და ძალიან გაოცებული იყო, როდესაც თერაპევტმა დაიწყო საუბარი წინააღმდეგობების შესახებ მის შეხედულებებსა და არჩეულ სამუშაოს შორის.
იდენტობის დიფუზია ასევე გამოიხატება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი აღწერს მნიშვნელოვან ადამიანებს, ხოლო თერაპევტს არ შეუძლია ამ სახეების ერთ მთლიანი და ნათელი სურათის სახით შეკრებას. მნიშვნელოვანი სხვების აღწერა იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ უფრო კარიკატურას ჰგავს, ვიდრე ცოცხალ ადამიანებს. ერთმა ქალმა, რომელიც ცხოვრობდა „სამმაგ კავშირში“ მამაკაცთან და სხვა ქალთან ერთად, ვერ შეეძლო ვერც მათი ხასიათების, ვერც სექსუალური ურთიერთობების აღწერა ამ ადამიანებს შორის, და განსაკუთრებით მათთან თავისი ურთიერთობების. პიროვნების მაზოხისტური სტრუქტურის მქონე სხვა სასაზღვრო პაციენტი აღწერდა თავის დედას ზოგჯერ, როგორც თბილსა და მზრუნველს, ქალიშვილის საჭიროებებისადმი გულისხმიერს, ზოგჯერ კი ცივს, გულგრილს, უგრძნობს, ეგოისტურს და გულჩათხრობილს. ამ წინააღმდეგობების გარკვევის მცდელობამ გამოიწვია პაციენტის შეშფოთების გაძლიერება, და შემდეგ მან იგრძნო, რომ თერაპევტი თავს ესხმის მას, აკრიტიკებს საკუთარი დედის ასეთი წინააღმდეგობრივი სახის და მის მიმართ „ცუდი“ გრძნოებების გამო. ინტერპრეტაციამ, რომლის თანახმადაც პაციენტი პროეცირებს თერაპევტზე თავის დანაშაულის გრძნობებს, შეამცირა მისი შფოთვა, მაგრამ პაციენტს მიაყენა ტკივილი, როდესაც მან გაცნობიერა, თუ რამდენად ქაოტურია საკუთარი დედის მისი აღქმა. რა თქმა უნდა, პაციენტს შეუძლია აღწეროს ვიღაც ნამდვილად ქაოტური ადამიანი, ასე რომ, აუცილებელია ერთმანეთისგან სხვის ქაოტური აღწერის და იმ ადამიანის რეალისტური ასახვის განსხვავება, რომლის ქცევა ქრონიკულად წინააღმდეგობრივია. მაგრამ პრაქტიკაში უფრო ადვილია, ვიდრე შეიძლება ჩანდეს.
სტრუქტურული ინტერვიუ ხშირად გვაძლევს შესაძლებლობას შევისწავლოთ, თუ როგორ აღიქვამს პაციენტი თერაპევტს და რამდენად ძნელია პაციენტისთვის იგრძნოს ემპათია თერაპევტის მცდელობის მიმართ ერთ სახედ შეკრიბოს პაციენტის მიერ თერაპევტის აღქმა. მოკლედ, სტრუქტურული ინტერვიუ წარმოადგენს კვლევის სიტუაციას, როდესაც შეიძლება მე-ს ინტეგრაციის შესწავლა და ტესტირება და ობიექტების აღქმა.
ეგოს მკაფიო იდენტობა პიროვნების ნევროტული სტრუქტურის ნიშანია, რომელსაც შენარჩუნებული აქვს რეალობის ტესტირების უნარი. არანორმალური, პათოლოგიურად ინტეგრირებული იდენტობა გვხვდება ქრონიკული ბოდვითი სისტემის შექმნის ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მქონე პაციენტებში, ასევე შიზოფრენიკებში. სტრუქტურული თვალსაზრისით, ორივე ეს თვისება - ინტეგრაცია და რეალობასთან კონგრუენტულობა - გვაძლევს ნევროტიკის და ფსიქოტიკის პიროვნების ფსიქიკური ორგანიზაციის განსხვავებას.
ამას მჭიდროდ უკავშირდება კიდევ ერთი სტრუქტურული თემა: ობიექტთა ურთიერთობების ხარისხი, ანუ მნიშვნელოვან სხვებთან ურთიერთობების სტაბილურობა და სიღრმე, რაც გამოიხატება სულიერ სითბოშო, ერთგულებაში, მზრუნველობასა და პატივისცემაში. სხვა ხარისხობრივი ასპექტებია ემპათია, ურთიერთობების გაგება და შენარჩუნების უნარი კონფლიქტების ან ფრუსტრაციის დროს. ობიექტთა ურთიერთობების ხარისხი დიდწილად განისაზღვრება იდენტობის მთლიანობით, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ინტეგრაციის ხარისხს, არამედ დროში მე-სახის და სხვა ადამიანების სახის შედარებით სიმტკიცეს. საკუთარ თავს ჩვენ აღვიქვამთ, როგორც რაღაც მუდმივს დროში, სხვადასხვა ვითარებაში და სხვადასხვა ადამიანებთან და ვგრძნობთ კონფლიქტს, როდესაც ჩვენი მე-სახე წინააღმდეგობრივი ხდება. იგივე შეიძლება ითქვას სხვების მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. მაგრამ სასაზღვრო პიროვნული ორგანიზაციის შემთხვევაში ეს სიმტკიცე დროში დაკარგულია, ასეთ პაციენტებში მოიკოჭლებს სხვა ადამიანის რეალური აღქმა. სასაზღვრო პაციენტების ხანგრძლიბ ურთიერთობებს, როგორც წესი, თან ახლავს აღქმის მზარდი დამახინჯება. ისეთი ადამიანისთვის რთულია იგრძნოს ემპათია, სხვებებთან მისი ურთიერთობები ქაოტური ან ბუნდოვანია, ხოლო ახლო ურთიერთობები გაფუჭებულია ამ პაციენტებისთვის დამახასიათებელი გენიტალური და პრეგენიტალური კონფლიქტების კოცენტრაციით.
ამ პაციენტის ობიექტთა ურთიერთობის ხარისხი შეიძლება გამოვლინდეს თერაპევტთან ურთიერთობებში ინტერვიუს დროს. მიუხედავად ხანმოკლე პერიოდისა, ეს დიაგნოსტიკური ურთიერთობები ხშირად იძლევა ნევროტიკის განსხვავების საშუალებას, რომელიც თანდათანობით ამყარებს ნორმალურ პიროვნულ ურთიერთობებს თერაპევტთან, სასაზღვრო პაციენტისგან, რომელიც ყოველთვის ამყარებს ქაოტურ, ფუჭ, დამახინჯებულ ურთიერთობებს, თუ საერთოდ არ ბლოკავს მათ. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვხვდებით პიროვნების ფსიქოტურ ორგანიზაციას, როდესაც რეალობის ტესტირება დაკარგულია, შეგვიძლია ველოდოთ თერაპევტისა და პაციენტის ურთიერთობების კიდევ უფრო სერიოზულ დარღვევას. ასეთი დარღვევების კომბინაცია ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლის დროსაც რეალობის ტესტირება შენარჩუნებულია, განსაკუთრებით დამახასიათებელია სასაზღვრო პიროვნული ორგანიზაციისთვის. ყურადღების ხშირად გადატანა პაციენტის თერაპევტთან აქტუალური ურთიერთქმედებიდან, რომელიც ინტერვიუს ატარებს, პაციენტის ურთიერთობების სირთულეზე მნიშვნელოვან სხვებთან, იძლევა დამატებით მასალას მის ობიექტთა ურთიერთობების შეფასების ხარისხზე.

Пока ты пытался стать богом, или Мучительный путь нарцисса
Это художественное пособие по нарциссизму – роман и психологическая статья в одной книге. И роман, и статья – о людях с нарциссическими нарушениями. Предлагаю вам взглянуть на жизнь нарциссов с двух точек зрения: людей, рядом с ними живущих, и психотерапевта, с ними работающего.
Нарциссов много, есть они и в вашем окружении. А эта книга – шанс узнать о них больше.
Ирина Млодик
https://cyberleninka.ru/article/v/nartsissizm-patologiya-haraktera-ili-dvigatel-ekonomiki
https://sciencepop.ru/nartsissizm-ili-travma-samouvazheniya-bolezn-xxi-veka/
https://iphras.ru/uplfile/ideol/roubcov/2016/forbes_17_10.html
http://www.intelros.ru/readroom/credo_new/credo_04_2008/3049-fenomen-narcissizma-v-psikhoanalize.html
https://mir24.tv/articles/16334387/smotryus-v-tebya-kak-v-zerkalo-chto-skryvaetsya-za-narcissizmom
https://news.rambler.ru/usa/10510469-soedinennye-shtaty-nartsissizma-newsweek-ssha/
http://relax.wild-mistress.ru/wm/relax.nsf/publicall/15662f86d66c7798c32575e900396b0d
https://postnauka.ru/video/80731

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised