понедельник, 18 февраля 2019 г.

ილია კორმილცევი: „როგორც კასტრატებში გაოცებას იწვევს სექსის საიდუმლოება, ისე ვარ გაოცებული ძალაუფლების საიდუმლოებით

ილია კორმილცევი: „როგორც კასტრატებში ბავშვობიდან გაოცებას იწვევს  სექსის საიდუმლოება, ისე ვარ  გაოცებული ძალაუფლების საიდუმლოებით


ილია კორმოლცევმა ალენ დელონი ორმაგ ბურბონს მიაჩვია, ხოლო ხრინწიანი ხმიs მქონე მუწუკიანი მოზარდები აიძულა გიტარის თანხლებით ემღერათ: „ძა-ლი-ან მინდა შე-ე-ნთან ყო-ო-ფნა!“ ის ყოველთვის იყო კეთილშობილური სასმელების და სამართლიანობის მომხრე. მან ჩრდილიდან გამოიყვანა ვიაჩესლავ ბუტუსოვი, მისი პროექტის „ნაუტილუს პომპილიუსის“ თანაავტორი.
ვინ: რუსული როკის რევოლუციონერი, პოეტი, პუბლიცისტი, გამომცემელი, „ნაუტილუს პომპილიუსის“ ჰიტების სიტყვების ავტორი
რატომ:  ურთიერთთავდებობამ ისევე შეიძლება გაგსვაროს, როგორც ჭვარტლმა
მიაქციეთ ყურადღება ფრაზას: “ბედისწერის წინააღმდეგ პროტესტი ყველაზე უაზრო საქმეა, რასაც შეიძლება ხელი მოჰკიდოს ადამიანმა“.

იმის შესახებ, თუ რატომ არის მუშტი ენაზე უკეთესი
პოზიცია, რომელსაც არასდროს ვიზიარებდი, ეს არის, ასე ვთქვათ, რევოლუციოფობების პოზიცია, რომლებიც აცხადებენ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში უკეთესია სიმშვიდის შენარჩუნება. არსებობს დიდი რაოდენობით სიტუაციები, რომლის დროსაც კომპრომისი ცუდია, კომპრომისი შეუძლებელია, კომპრომისი დამარცხების ტოლფასია. და მაშინ რევოლუცია ერთადერთი გამოსავალია.

 ძლიერი უჩინარი ადამიანები
დღეს, ზოგჯერ ყველაფერზე გადაწყვეტილებას იღებენ ადამიანები, ვინც არავის აურჩევია, არავის დაუნიშნავს და უბრალოდ არავინ იცნობს. მაგალითად, 1927 წელს დაფუძნების შემდეგ არც ერთხელ არ გამოქვეყნებულა აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის აქციონერთა შემადგენლობის სია, რომელიც კერძო საწარმოა. მაგრამ ეს ადამიანები ხომ იღებენ გადაწყვეტილებას კიდევ რამდენი დოლარი იქნება გამოშვებული, ანუ ისინი აქტიურ გავლენას ახდენენ მსოფლიო პოლიტიკაზე.

კუჭის რევოლუციის შესახებ
ედუარდ ლიმონოვი წერდა, რომ რევოლუცია შეიძლება სხვადასხვა გზით მოხდეს: შეიძლება ბარიკადებზე ბრძოლა, მაგრამ შეიძლება მიირთვა მურცოვკა (რუსული ეროვნული ცივი წვნიანი - „დიდის“ შენიშვნა). სამწუხაროდ, რუსული ეროვნულ-პატრიოტული მოძრაობის აბსოლუტური უმრავლესობა, ჩემი აზრით, დღეს „მურწოვკას“ უფრო ამჯობინებენ.

პარადოქსული ერთგულების შესახებ
 „პერმანენტული რევოლუცია“ - თავის დროზე ძალიან ზუსტი ტერმინი იყო. იმიტომ, რომ ნებისმიერი რევოლუცია თავის განმარტებით არის პერმანენტული. ხოლო სიტყვიერი კოდირება საშუალებას იძლევა რევოლუციონერებს, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს, ისევ უწოდონ  რევოლუციონერები, თუმცა სინამდვილეში ისინი  უკვე კონტრრევოლუციონერები არიან.

დანიშნული ბანქოს შესახებ
თუ სოვოკს ატომური ბომბი ჰქონდა, მაშინ ის ისლამსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორი მტერია ის, თუ მისი მოკვლა შეიძლება თითის ერთი წკიპურტით. მომდევნო მტერი  კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს. ასე რომ, მთელი ეს მანიპულირება პოკერის თამაშს ჰგავს, როდესაც ბლეფის დროს ფსონი სულ უფრო და უფრო  იზრდება.

ღმერთის აკაუნტის შესახებ
ერთხელ ღმერთმა იფიქრა: „რატომ არ შემიძლია აკაუნტი შევქმნა „ცოცხალ ჟურნალში“? ბოლოს და ბოლოს, ეს ადამიანებთან ურთიერთობის ყველაზე თანამედროვე გზაა, არაფრით არის ცეცხლოვან სვეტზე ან ცეცხლმოკიდებულ ბუჩქზე ნაკლები“. ახალი იუზერის პირველივე პოსტებმა მიიპყრო „ცოცხალი ჟურნალის“ საზოგადოების ყურადღება, ძალიან სწრაფად ღმერთი გახდა ათასიანი, შემდეგ კი ხუთი ათასიანი. ის პასუხობდა კითხვებზე, ლოცვებზე, მონაწილეობდა პოლემიკაში, არ კიცხავდა თავხედებს, რომლებიც მის ვლებს იმ უბიწოებს, რომლებიც წერდა მისი სიტყვების ქვეშ განკითხვის დღის შესახებ უწმაწურ სიტყვებს. მიუხედავად იმისა, რომ მან ყველაფერი იცოდა, ის ყოველ დილით კითხულობდა ფრენდლენტს, ერთხელ დაავიწყდა კიდევ მზის გამოყვანა  ჰორიზონტიდან.

ცნებების ჩანაცვლების შესახებ
ჩემთვის კულტურა, პრინციპში, უარყოფითი ცნებაა. კულტურა - ეს არის მტვრიანი მუზეუმები, ბავშვები, რომლებსაც აქვთ აბონემენტი ფილარმონიაში და რომლებიც მოწყენილები არიან იქ. კულტურა სამყაროს შესწავლის რეალური პროცესის და ადამიანის ცნობიერების ერთგვარი ჩანაცვლებაა გარკვეული რიტუალით, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს.

მშვიდ,  მაგრამ  მოწიკწიკე საზოგადოების შესახებ
თუ 1990-იან წლებში საზოგადოება ბომბს ჰგავდა, ახლა ის ნაღმს დაემსგავსა, რომლებიც თურქმა მშენებლებმა ევრორემონტის ფასადას მიღმა დამალეს: ააშენეს რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, შიგნით კი  იგივე დარჩა - მოწიკწიკე  საათის მექანიზმი.

დემოკრატიის საკონკურსო საფუძველის შესახებ
ყველა საუბარი დემოკრატიის შესახებ ყალბია უკვე იმიტომ, რომ დემოკრატია არ შეიძლება ყველას ეკუთვნოდეს. უკვე ანტიკურ სამყაროში აღმოცენებისთანავე დემოკრატია ეყრდნობოდა ნებადართულობის გარკვეულ ცენზს. ამ ცენზს ძალიან ხშირად ბოროტად იყენებდნენ გარკვეული კასტები ან ჯგუფები, ვის ხელთაც იყო ძალაუფლება, და ვინც ერთადერთ საფუძველად მიიჩნევდა კუთვნილებას დაბადების უფლებით.

კასტრატების და ძალაუფლების შესახებ
ვერაფრით ვერ გავუგე ადამიანების ორ კატეგორიას: რომლებსაც მოსწონთ მბრძანებლობა, და რომლებსაც მოსწონთ მორჩილება. ალბათ, მე არ მაქვს რომელიღაც ორგანო, რომელიც საშუალებას მომცემს სიამოვნება მივიღო ძალაუფლებისა და მორჩილებისგან. ისევე, როგორც კასტრატებში ბავშვობიდან გაოცებას იწვევს  სექსის საიდუმლოება, ისე ვარ  გაოცებული ძალაუფლების საიდუმლოებით“

კავშირის დაშლის შესახებ
ჩვენ პატარები და გულუბრყვილოები, ცუდად ინფორმირებულები ვიყავით, როგორც ჩვენი თაობის ახალგაზრდების უმრავლესობა გვიანი საბჭოთა სისტემის ეპოქაში. თუ ამაში ჩვენი დანაშაულის გარკვეული წილია, მაშინ მათთან შედარებით, ვინც ნაბახუსევი ხელს აწერდა ქაღალდებს ბელოვეჟსკაია პუშჩაში, დაახლოებით კოღოს დანაშაულის ტოლია, რომელიც ქრისტეს სისხლს სწოვდა, მათ ბრალეულობასთან შედარებით, ვინც ლურსმებს აჭედებდა მას.

პოეზიის შესახებ სამალავში
კარგი იქნებოდა არტ-პროექტის გაკეთება, რომელიც ჯაშუშური საქმიანობის იმიტაციას მოახდენდა. ერთმანეთისთვის მიკროფირზე ლექსების გადაცემა ქვის სამალავის მეშვეობით.

 ფრაზის შესახებ „პოეტი რუსეთში უფრო მეტია, ვიდრე პოეტი“
ეს დაახლოებით იმ სფეროდან არის, როგორც მე-8 კლასში, როდესაც ბიჭები დაობენ იმის შესახებ, ვის უფრო დიდი პენისი აქვს. მე მიმაჩნია, რომ ეს სენტენციები ცუდი გემოვნების გამო, იმიტომ რომ  ჩვენ კულტურას ძალიან უყვარს შტამპეპი. ყველა კულტურა სცოდავს ამას, მაგრამ ჩვენ, რუსებს, რაღაც ავამდყოფური მიდრეკილება გვაქვს ანდაზების, ძველ დროს ჩამოყალიბებული ჟურნალისტური მეტაფორებისა და შტამპეპის მიმართ, რომლებსაც დაუფიქრებლად იმეორებენ.

მეცნიერთა პრივილეგიის შესახებ
პოლიტიკურ ადამიანს ეკითხებიან: „შენ კომუნისტი ხარ თუ ფაშისშტი? შენ ლიბერალი ხარ, თუ კონსერვატორი, მითხარი?“ მეცნიერს კი არავინ ეკითხება: „შენ აინშთაინის მომხრე ხარ თუ ნიუტონის?“

დემონების შესახებ რე მინორში
თავის დროზე კათოლიკურ ეკლესიას ჰქონდა უფლება გადაეწყვიტა, რომელი ინსტრუმენტების გამოყენება შეიძლება სასულიერო მუსიკაში. მან გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ორგანია დასაშვები, დანარჩენი კი ეშმაკსაც წაუღია. მაგრამ ორნაზეც ხომ შეიძლება ისეთი რამის დაკვრა, რომ ცოტა არ მოგეჩვენება.

იმიტომ, რომ გლადიოლუსია
საბჭოთა პერიოდი ჯერ არ დამთავრდა, ის გრძელდება: ვინაიდან ჩებურაშკას თოჯინა და ალა პუგაჩოვა არ დახვრიტეს, ე.ი. რევოლუცია არ ყოფილა. იმიტომ, რომ პეტროსიანი ...

თანამოაზრეთა შესახებ
მე ძალიან მომწონს პროხანოვის იდეა, რომ ქრისტე იყო კომკავშირელებთან ერთად, როდესაც ისინი ანადგურებდნენ ხატებს, შარდავდნენ ზედ და ცეცხლს უკიდებდნენ ეკლესიებს. მე მესმის ეს აზრი, და ის სწორია. ეს ბლოკის იდეის გაგრძელებაა, რომელიც მან გამოხატა პორბაში „12“.

მათ შესახებ, ვინც თანასწორებზე უფრო თანასწორია
არსებობს არა მხოლოდ სხვადასხვა სახის უფლებები, არამედ სხვადასხვა სახის თანასწორობა. ფიჭვიც და სამყურაც - ორივე მცენარეა. ამ თვალსაზრისით ისინი თანაბარი არიან. მაგრამ თუ ჩვენ ფიჭვს მოვრწყავთ, როგორც სამყარას, და სამყურას, როგორც ფიჭვს, ორივეს ბოლო მოეღება.

წარსულის დამღუპველობის შესახებ
რატომ უყვართ ცხოვრების ბატონ-პატრონებს ასე ძალიან რეტროპროექტები? გასაგებია, რატომაც. რეტროპროექტები არავის უქმნიან საფრთხეს ამ სამყაროში, არავითარ მომავალს, რომლის პრივატიზირებასაც ცდილობენ ცხოვრების ბატონ-პატრონები. ყველა რეტროპროექტი ჩიხში აღმოჩნდება. ამიტომ არ უშლიან მათ ხეკს  გაჩერდა.

ომიდან დაბრუნებულის შესახებ
(პუნქტუაცია, უფრო სწორად, მისი არყოფნა — კორმილცევის)

კაცი ომიდან დაბრუნდა
მხიარული გამხდარი და ცოცხალი
შემოსასვლელში ჩამოჰკიდა ლაბადა
აკოცა ცოლს
ის თითქოს ვერ ამჩნევდა
ჭრილობას მკერდში
თვალდახუჭული სვამდა ტკბილ ჩაის
სჯეროდა რომ გაიმარჯვა
და ისეთი სახე ჰქონდა
თითქოს ამ ომში არ მოკლეს

უპირატესობის შესახებ იყო მკვდარი
წარმოიდგინე, რომ გარდაიცვალე. და, როგორც აღმოჩნდა, ეს არ ყოფილა მტკივნეული. პირიქით, ისეთივე კაიფია, როგორც მაროკანული შავი ჰაშიშიდან, მაგრამ უფრო ძლიერი.

გათელილი ბილიკის შესახებ
კულტურა ქურუმებს ეკუთვნის, ხელოვნება - წინასწარმეტყველებს.  წინასწარმეტყველები ძალიან ხშირად გადადიან ქურუმთა კატეგორიაში და იღებენ საშვს კრემლში ან თეთრ სახლში.

ჰიგიენის სარგებლობის შესახებ
საშიში ჯალათი კი არ არის, არამედ მისი დამხმარე. ამაზრზენი ტირანი კი არ არის, არამედ მისი მონა. არა საგანგებო კომისია, არამედ კეთილმოსურნე დამსმენები.  საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია კი არა, არამედ კომკავშირის რაიკომების ინსტრუქტორები, რომლებსაც ასე სურდათ გამგხარიყვნენ პარტიის ქალაქკომის მესამე მდივანი.  არა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, არამედ „გამართლმადიდებლურ მოქალაქეთა კავშირი“. ამაზრზენია პარაზიტი, რომელიც მეპატრონის ფეკალიებში ფუსფუსებს, მაგრამ თავი წარმოუდგენია მეპატროესთან ერთად დიდი საქმეების განმხორციელებლად. პარაზიტები მაშინ ჩნდებიან, როდესაც პატრონს ჰიგიენის პრობლემები აქვს.
ჩემთვის აბსოლუტურად ყველა სულერთია - მარჯვენეები, მემარცხენეები, ლურჯები. მე მაინტერესებს ის, ვინც ამჟამად ჩემს ამოცანაზე მუშაობს.

მარქსის კვალდაკვალ
სასაქონლო წარმოება - ეს დამატებითი სიამოვნების დამალვას: ადამიანი აწარმოებს კაპიტალს და სიამოვნებას იღებს. კაპიტალიზმი ფსიქოლოგიური პრობლემაა. ეს არის სოციალური პერპეტუმ მობილე, და, როგორც ნებისმიერი პერპეტუმ მობილე,  კაპიტალიზმი აბსურდულია.

ალერგიის შესახებ
ტერორიზმი, სექტები, ნარკოტიკები, ფსიქიკური იარაღი - ყვითელი პრესა ამის შესახებ ძალიან ბევრს წერს. მაგრამ იქ, სადაც ეს იდეოლოგემა შეისწავლება, როგორც იდეოლოგიურიბლოკი, იქ ხელისუფლება ავლენს გაღიზიანებას და ჩნდება სიტყვა „პროპაგანდა“.

პიტნიანი ლომის შესახებ
დღეს ხელისუფლებას სურს განვითარებული ქვეყნების კოჰორტაში შესვლა, მაგრამ თავის ქვეყანაში არ ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას. დღევანდელი პოლიტიკა აგებულია შემდეგზე: სუპერდერჟავა თავისიანებისთვის, მესამე სამყაროს ქვეყანა დასავლეთისთვის. იმპერიული ამბიციები ქვეყნის უმწეობისა და მისი რეალური ნეოკოლონიალური მდგომარეობის პირობებში.

აწმყოს პრიორიტეტულობის შესახებ
მეხსიერება ფოტოალბომია, გარკვეულწილად, სხვის ფოტოალბომი, სხვა მეტი არაფერი რჩება. ამ შემთხვევაში მე ბუდისტურ პოზიციებზე ვდგავარ: პიროვნება, როგორც ასეთი, არ არსებობს, გარდა ამ მომენტისა.

როგორი შეიძლება იყოს სტატუსი „კონტაქტში“
 ბედის წინააღმდეგ პროტესტი ყველაზე უაზრო საქმიანობა, რომელსაც ადამიანმა შეიძლება დაუთმოს დრო.

თქვენ ღვეზელი გინდათ თუ ნამცხვარი? სულ ერთია!
 პოლიტიკური მრწამსი - ეს ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე მომენტის ფუნქცია, მათ უნდა ცინიკურად მოექცე. ჩემთვის აბსოლუტურად ყველა სულერთია - მარჯვენეები, მემარცხენეები, ლურჯები. მე მაინტერესებს ის, ვინც ამჟამად ჩემს ამოცანაზე მუშაობს.

კოსმოპოლიტიზმის დადებითი მხარეების შესახებ
მე მიმაჩნია, რომ თავად ერების იდეა - ეშმაკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია დედამიწაზე.

თევზებისთვის სამოთხი შესახებ
(პუნქტუაცია კორმილცევის)

თევზები აკვარიუმში
ხვდებიან
რომ სამყარო არ მთავრდება მინით
იქ შუშის უკან -
თევზების ცაა
ისინი ოცნებობენ მასზე
და სჯერად
რომ მოხვდებიან იქ
გარდაცვალების შემდეგ

დაუმთავრებლობის შესახებ
წარწერები სადღესასწაულო ბილბორდებზე მოსკოვში: „მადლობა ბაბუს გამარჯვებისთვის!“. შენთვის კი უნდა გაეგრძელებინათ: „შენ კი, ძმაო - სრული პოზდეცისთვის!“
ხუთი ფაქტი ილია კორმილცევის შესახებ
1. თავდაპირველად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ჰიტში ფრაზა ასე ჟღერდა: „ალენ დელონი არ სვამს ჰიგიენურ ოდეკოლონს“, მაგრამ ვიაჩესლავ ბუტუსოვმა თვითნებურად მოაშორა ერთი სიტყვას. კორმილცევი გააფთრებით იბრძოდა მარკისთვის, მიიჩნევდა, რომ მხოლოდ ჰიგიენური ოდეკოლონი შეიძლება იყოს ღირსეული პასუხი ორმაგი ბურბონისთვის. ბუტუსოვი უდრეკი იყო.
2. პროფესიულად თარგმნიდა ინგლისური, იტალიური და ფრანგული ენებიდან. კერძოდ, კორმილცევის წყალობით რუსულენოვანი მკითხველი გაეცნო ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბს“, ფრედერიკ ბეგდებერის „არდადეგებს კომაში“, ნიკ კეივის სადებიუტო რომანს „ვირმა იხილა ღვთის ანგელოზი“.
3. 2007 წლის იანვრის ბოლოს, ლონდონში მივლინების დროს კორმილცებმა მიმართა ადგილობრივ კლინიკას ზურგში ტკივილის გამო. შემოწმების დროს მას მოულოდნელად დაუსვეს ხერხემლის სინსივნე მეოთხე (შეუქცევად) სტადიაში. გარდაიცვალა კორმილცევი 4 თებერვალს, სამეფო საავადმყოფოში მასდენში.
4. საბჭოთა ინტელიგენციის ჰიმნი „ერთი ჯაჭვით გადაჯაჭვულნი“, რომელშიც ხელისუფლების მიმართ გამოითქვა ინტელიგენციის მთავარი პრეტენზიები და რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ ევგენი ზიამიტინის ანტიუტოპიის „ჩვენ“  მოკლე აუდიოვერსიას, კორმილცევმა დაწერა 1984 წელს სადარბაზოში შესვენებისას სიგარეტის მოწევის დროს.
5.  2008 წლის 26 სექტემბერს, პოეტის დაბადების დღეს ლონდონის ლინკოლნ-ინ-ფილდსის სკვერში, ბრიტანეთის მუზეუმთან ახლოს დაიდგა მემორიალური სკამი ილია კორმილცევის საპატივცემულოდ.

http://www.sncmedia.ru/love/pochemu-muzhchiny-boyatsya-sereznykh-zhenshchin-otvechaet-advokat/












Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised