ახლანდელი გარეწრული „კაპიტალიზმი“ რუსეთში, როგორც მარქსიზმის „განვითარების“ უმაღლესი და ბოლო საფეხური
ეს წესი ყველა მეცნიერისთვის არის ცნობილი: ნებისმიერი პრობლემის ზედმიწევნით ჩამოყალიბება ნიშნავს მის ნახევრად გადაჭრას. ეს წესი, როგორც არასდროს, ალბათ, აქტუალურია დღეს რუსეთში, რომელიც განიცდის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ფურცელს თავის ისტორიაში. ალბათ, ყველაზე საშინელს. იმიტომ, რომ ე.წ. დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მეასე წლისთავს იგი მიუახლოვდა ნამდვილად საშინელ მდგომარეობაში, თითქოს მხოლოდ ახლახანს გადაურჩა რაღაც საშინელ ომს: მთლიანად განადგურებული, გაძარცული და გაქურდული, განადგურების და დეგრადირების დონემდე სწრაფად მისული მოსახლეობით. და თუ ვერ გავიგებთ, რა დაემართა რუსეთს და რუს ხალხს გასული ასი წლის განმავლობაში, ამ მყრალი ჭაობიდან ამოსვლას ვერ შევძლებთ. მაშ, რა დაემართა რუსეთს ამ წლების განმავლობაში?
როგორც ცნობილია, კომუნისტურ-ჰეგემონური პროგრესული საზოგადოება, რომელიც ეყრდნობოდა ენაბრგვნილი გენიოსების კარლ მარქსისა და ვოფკა ბლანკას ყველაზე მეცნიერულ და ერთადერთ ჭეშმარიტ სწავლებას, ჰპირდებოდა ხალხს, რომ გადააქცევდა გაუნათლებელ და გაღატაკებულ მეფის რუსეთს, თავისუფალ, მაძღარ და ბედნიერ მოქალაქეთა საზოგადოებად, რომელიც დილიდან დაღამებამდე შეასრულებდა სიმღერებს ნათელი კომუნისტური მომავლის შესახებ ... რა მოხდა?
ოქტომბრის გადატრიალებისთანავე დაიწყო სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მილიონობით სპეციალისტი: ინჟინრები, მეცნიერები, ექიმები, პედაგოგები, კონსტრუქტორები საზღვარგარეთ გააძევეს ... გაანადგურეს კაზაკები, რომლებიც მრავალი საუკუნის მანძილზე ღირსეულად იცავდნენ ჩვენი სამშობლოს ყველაზე სახიფათო საზღვრებს; რუსული გლეხობის ყველაზე მშრომელი ნაწილი; მრეწველთა და ვაჭართა ფენა: პუტილოვები, მალცევები, ობუხოვები, ტრეტიაკოვები ... დაისადგურა მუდმივმა შიმშილმა. მას ცვლიდა საშინელი დეფიციტი, კვლავ შიმშილი, რომელიც შეუჩერებლად გადადიოდა უკვე სრულიად სამარცხვინო დეფიციტში. განიცდიდნენ თითქმის ყველაფრის ნაკლებობას: მაღალხარისხოვანი საკვების, ღირსეული და ლამაზი ტანსაცმლის, ელეგანტური ფეხსაცმლის, კარგი წიგნების, ხარისხიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ხარისხიანი და არცთუ ძალიან ძვირადღირებული მანქანების, ყველაზე ელემენტარული საცხოვრებელის ... და რაც უფრო მეტად გვიახლოვდებოდა დაპირებული კომუნიზმის თარიღი, მით უფრო მწვავე ხდებოდა დეფიციტი საბჭოთა კავშირში ... შემდეგ დაიწყო ე.წ. პერესტროიკა, და ჩვენი ქვეყანა არა თუ ჩაგორდა, არამედ ჩავარდა კაცობრიობის ცივილიზაციის ფსკერზე, ... სადაც დღემდე იმყოფება უკვე ოცდახუთი წლის განმავლობაში სრულიად ცხოველურ და შეურაცხად მდგომარეობაში. ხოლო კომუნისტების დამცველთა ერთადერთი არგუმენტი, რომ ენაბრგვნილმა კომისრებმა საბჭოთა კავშირის სახით სუპერდერჟავა შექმნეს, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთი სუპერდერჟავა გახდა სწორედ რევოლუციამდელი, „ჩამორჩენილი“ თაობის წყალობით, რომელთა განადგურება პროგრესულმა ბოლშევიკებმა ბოლომდე რატომღაც ვერ მოასწრეს. სწორედ ამ თაობამ ააშენა ქვეყანაში გიგანტური ქარხნები, დნეპროჰესი და მაგნიტკა. შექმნა ყველაზე თანამედროვე ინდუსტრია: მანქანათმშენებლობა, ავტომშენებლობა, თვითმფრინავთმშენებლობა, გემთმშენებლობა, ქიმიური, მეტალურგიული, ატომური, კოსმოსური მრეწველობა ... სწორედ ამ არაპროგრესულმა თაობამ ააშენა მეცნიერთა ქალაქები, უშვებდა კოსმოსში თანამგზავრებს, წყალში კი ატომურ ყინულმჭრელებს ... კომუნისტი ნაძირლები კი ამ დროს ცახცახებდნენ და მერყეობდნენ პარტიის გენერალურ ხაზთან ერთად და, სხვებს ამოფარებულები, თავის დროს ელოდებოდნენ, რომ თავისი ბინძური ჰეგემონური ხელებით მიეტაცებინათ ყველაფერი, რასაც არაადამიანურ პირობებში ქმნიდა ჩვენი ხალხი, და ჰქონოდათ შესაძლებლობა გაეთბოთ თავისი გასიებული ღიპი სადმე კანარის კუნძულებზე, ჩაეხეთქათ საჭმელი თუნდაც უკანალით, მოესაქმებინათ და ერწყიათ სადაც მოუხდებოდათ და გაემრავლებინათ ისეთივე გარეწრები, როგორებიც თვითონ იყვნენ: ..*********
და მაინც ჯეროვნად უნდა მიეზღოს ე.წ. საბჭოთა ფილოსოფოსებ-საზოგადოებათმცოდნეებს. სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, მათ ჰქონდათ მცდელობა აეხსნათ ქვეყანაში გაჩაღებული კრიზისის მიზეზები და სთავაზობდნენ კიდეც მოახლოებული კატასტროფიდან გამოსვლის რეცეპტებს. ქვეყნისთვის სამწუხაროდ ეს რეცეპტები პრაქტიკაში განხორციელდა ე.წ. „ლიბერალურ-საბაზრო რეფორმების“ სახით, რამაც საბოლოოდ გაანადგურა რუსეთი, რამდენიმე კვირასა და დღეშიც კი აქცია ის ღატაკ, გაუბედურებულ, ყველასათვის გულისამრევ პაპუასიად. მათ შორის პაპუასების ჩათვლით. „რეფორმატორები“ კი რუსეთის გმირები გახდნენ. იმ დროიდან საზოგადოებრივი აზრი რუსეთში საბოლოოდ დადუმდა. მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონეზე ჯერ კიდევ შეიძლება იმის მოსმენა, რომ რუსეთმა უბრალოდ ვერ მიაღწია ვერც მარქსის სწავლების და ვერც გაიდარის ლიბერალურ-საბაზრო რეფორმების დონეს.
სინამდვილეში, მართალი არც ისინი არიან, ვისაც სჯეროდა, რომ რუსეთი არ გაიზარდა ენაბრგვნილ გენიოსთა სწავლებამდე, და არც ისინი, ვისაც სჯეროდა, რომ კომუნიზმის მშენებლებმა გათვლებში შეცდომა დაუშვეს და ვერ გაერკვნენ მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა ტექსტებში. მართალი არ აღმოჩნდნენ არც ისინი, ვინც გადაწყვიტა, რომ მარქსის-ენგელსის-ლენინის სწავლებები უბრალოდ მოძველდა. ცდებოდნენ თუნდაც იმიტომ, რომ ეს ყველაზე მეცნიერული და ერთადერთი ჭეშმარიტი „სწავლება“ თავიდანვე არ ყოფილა არც ყველაზე მეცნიერული და არც ყველაზე ჭეშმარიტი ... ის თავიდანვე იყო არაადამიანური, სადისტური და არასწორი ... და ეს ყველაზე მარტივი ჭეშმარიტება ვერ დაინახეს ვერც მარქსიზმ-ლენინიზმის ე.წ. თეორეტიკოსებმა, ვერც კომუნიზმის მშენებლებმა, რომლებიც ცდილობდნენ ცხოვრებაში გაეტარებინათ ეს ვამპირული „სწავლება“, და ვერც პოსტსაბჭოთა სოვოკებმა, ე.წ. ფილოსოფოსებმა და საზოგადოემათმცოდნეებმა…
გულწრფელად რომ გითხრათ, მარქსიზმ-ლენინიზმი არასოდეს მაინტერესებდა. მაგრამ როდესაც ეგრეთ წოდებული პერესტროიკა დაიწყო და ქვეყანა სწრაფად გაექანა უფსკრულისკენ ამ „სამეცნიერო სოციალურ-ეკონომიკური“ „კანონების“ დახმარებით, მე გადავწყვიტე უფრო ახლოს შემეხადა ამ შედევრისთვის ... და რაც იქ აღმოვაჩინე, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ჩემთვის. მსგავსი დიდი სისულელე, მსგავსი მარაზმი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ... ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანიც კი ჭკუიდან შეიშლება იმ მარაზმის ჩამოთვლისას, რასაც შეიცავს ეს „სამეცნიერო სწავლება“. ამიტომ ჩამოვთვლი მხოლოდ ამ ენაბრგვნილი გენიოსების მთავარ იდიოტიზმებს.
უპირველეს ყოვლისა, კომუნისტი-ვამპირები კაცობრიობას თავისუფლებას დაპირდნენ, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს, მაშინვე რუსეთის მთელი მოსახლეობა უფლებააყრილ მონებად გადააქციეს, წაართვეს თავისუფლად მუშაობის უფლება და ყველა საკუთრება, პირველ რიგში, შრომის ყველა იარაღი. ესეც არ აკმარეს, და ამ „თავისუფალ“ მოქალაქეებს ზედამხედველი მგეგმავი დაუწესეს, რომელიც მათ დღე და ღამე თვალს ადევნებდა რა, რამდენი და როდის უნდა შეექმნა ამ „თავისუფალ“ ჰეგემონს.
დაპირდნენ რა ადამიანებს თანასწორობას, ამავე დროს ამ ენაბრგვნილმა გენიოსებმა მაშინვე მოახერხეს საზოგადოების არათანაბარფასიან კლასებად დაყოფა და მათი ერთმანეთზე გადაკიდება, გააჩაღეს რუსეთში პერმანენტული კლასობრივი ბრძოლის დიდი და საშინელი ხანძარი, რომელშიც გაანადგურეს ყველა „ჩამორჩენილი“ და „მოძველებული“ ფენა: გლეხობა და კაზაკები, მრეწველები და ვაჭრები, ტექნიკური და შემოქმედებითი ინტელიგენცია. თუმცა, პროგრესულ კომისარ-ვამპირებს ჯეროვნად უნდა მიეზღოს: ჩამორჩენილი ფენების განადგურების შედეგად, საბოლოო ჯამში, შეიქმნა ახალი პროგრესული კლასები ... ლოთების და ნარკომანების კლასი, უსახლკაროების და ბოზების კლასი, ბანდიტების და ქურდი-მოხელეების კლასი, „ეკონომისტების“, „იურისტების“ და მენეჯერების კლასი, და ეს იმ ქვეყანაში, სადაც აღარ არსებობდა არც ეკონომიკა, არც მართლმსაჯულება, არც ცივილიზებული ვაჭრობა, არც ძალაუფლება და არც ხალხი... შეიქმნა ეფექტურ მესაკუთრეთა - ვამპირი-ოლიგარქების კლასი, რომელიც უკვე მეოთხედი საუკუნეა ეფექტურად ანადგურებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს... ხოლო 1991 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როდესაც ნაძირალა კომუნისტებმა ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება, მათ საბოლოოდ უარყვეს ნებისმიერი რიტორიკა ნათელი კომუნისტური მომავლის შესახებ, ბოლო მოეღო ჰეგემონსაც, და დაიწყო ჩვენი ქვეყნის ტოტალური ძარცვა და განადგურება, ვამპირულ-კომუნისტურ უწმინდურთა მიერ დანარჩენილი მოსახლეობის საბოლოო განადგურება.
როდესაც 1917 წელს სისხლისმსმელმა ბოლშევიკებმა შეძლეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება, მათ რუსეთში დააკანონეს შემზარავი უკანონობა და მასობრივი ტერორი მათ წინააღმდეგ, ვინც არა მარტო აპროტესტებდა ბოლშევიკურ უკანონობას, არამედ იწვევდა დამნაშავე კომისრების ეჭვს. ხოლო მას შემდეგ, რაც გაანადგურეს მეტ-ნაკლებად აქტიური და საღადმოაზროვნე მოქალაქეთა ნაწილი, დარჩენილი მოსახლეობა ნაძირალა ბოლშევიკმა უბრალოდ გაალოთა და გამოასულელა, უგუნურ პირუტყვებად აქცია. ამავდროულად მიმდინარეობდა თავად ბოლშევიკთა დეგრადირება, რადგან კომუნისტურმა „პარტიამ“ და „ხელისუფლებამ“ამ უტვინო და ბინძური ჰეგემონური პლებსიდან გადაიბირა თავისი ყველაზე „გამოჩენილი“ წევრები.
... სწორედ სისხლში ხელდასვრილმა კომისრებმა გაანადგურეს მრეწველების, ვაჭრების, ინტელიგენციის და გლეხების თვითკმარი ფენა, რომელიც სულ უფრო აქტიურ სამოქალაქო პოზიციას იკავებდა რუსეთის ცხოვრებაში. სწორედ კომისრებმა შექმნეს ახალი ამორფული, უინიციატივო, მათ მიერ მთლიანად კონტროლირებადი „კლასები“, რომლებიც აბსოლუტურად არაფერს არ წყვეტდნენ ქვეყანაში და რომელსაც მართავდნენ დამნაშავეები - ბოლშებიკები ...
სწორედ სისხლისმსმელმა ბოლშევიკმა გაანადგურეს მეფის რუსეთში ჩამოყალიბებული პარტიები, კავშირები, მოძრაობები, კოოპერატივები, რომლებიც სულ უფრო აქტიურ როლს თამაშობდნენ რუსეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში... და შექმნეს ფსევდოპარტია, ფსევდოპროფკავშირი, ფსევდოსაზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებსაც მთლიანად მართავდნენ ვამპირი კომუნისტები ...
როდესაც 80-იანი წლების შუა პერიოდიდან კომუნისტურმა „პარტიამ“ სწრაფად დაიწყო დაშლა და ტარაკანებივით გაფანტვა, დაშლა და გაფანტვა დაიწყო ყველა ე.წ. „პარტიამ“, „კავშირმა“ და „მოძრაობამ“ ... და დღეს ჩვენ გვაქვს მოსახლეობის აბსოლუტურად ამორფული, უინიციატივო მასა, რომელიც თითქმის არაფრით არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული: არც ეკონომიკურად, არც იდეოლოგიურად, არც ინტერესების მიხედვით ... მოსახლეობის ეს მასა სწრაფად იწყებს გადაშენებას და უფრო სწრაფად დეგრადირებას, მას არ გააჩნია უნარი დაუპირისპირდეს კრემლის კლეპტოკრატი ვამპირების კომუნისტურ ბანდას, რომელმაც ძალაუფლება 1991 წელს ჩაიგდო ხელში და რომელიც 1917 წლიდან მოყოლებული ვეღარ გაძღა. და ამ აწკლაპუნებული, მობურტყუნე, მობუყბუყე მუცლიან, ამყრალებულ და გულისამრევ ნაძირალა კომუნისტებისგან რაიმე შემოქმედებითის, კონსტრუქციულის, ჭკვიანურის ლოდინი .. - იგივეა, რაც მყრალი პავიანების ხროვას პართენონის აშენება მოსთხოვო.
მარქსიზმის სისაძაგლე ასევე იმაში მდგომარეობს, რომ ის ცდილობდა ადამიანების დამონებას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერად, ინტელექტუალურად, ადამიანებისთვის დამოუკიდებლად აზროვნების აკრძალვას. მან გადაწყვიტა ყველა არა მხოლოდ გლობალური, ზოგადსაკაცობრიო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი პრობლემების, არამედ კერძო, კონკრეტული საკითხების გადაჭრა მხოლოდ პრიმიტიული და ხშირად ვურდალაკური „სწავლების“ მარაზმატული დოგმებისა და სქემების ფარგლებში. სწორედ ამიტომ, საბჭოთა კავშირის დაშლის წინ ქვეყანა აბსოლუტურად არ იყო მზად იმისათვის არა თუ გადაეჭრა, არამედ გაეცნობიერებინა და გაეგო ქვეყანაში შექმნილი პრობლემები. ე.წ. საბჭოთა ხელისუფლების არსებობის განმავლობაში ხალხი გადაეჩვია დამოუკიდებლად აზროვნებასა და შრომას, ხოლო ე.წ. „კაპიტალიზმის“ დაბრუნების წლებში ვურდალაკმა კომუნისტებმა ეს მოუმზადებელი, გამოსულელებული ხალხი ჩააგდეს ე.წ. „საბაზრო“ „რეფორმების“ ავაზაკურ მორევში …
მარქსიზმი, უეჭველად, კაცობრიობის მიერ გამოგონილი ერთ-ერთი უსაზიზღრესი „სწავლებაა“, რომელშიც ჯერჯერობით ვერ შევძელით მისი ავბედითი ვამპირული არსის ამოცნობა. და, როგორც ნებისმიერი სახის სატანიზმი, მარქსიზმ-ლენინიზმი კაცობრიობისთვის წარმოდგენილი იყო ჭრელი ფერის, მაცდური კანფეტის სახით, რომელიც უხეშად მალავდა თავის ამაზრზენ არსს ... თუმცა, როგორც ცნობილია, ადამიანს ბევრი არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯეროვნად უნდა მოგვეზღოს - ჩვენ აღმოვჩნდით საკმაოდ უპრეტენზიო და სულელები. თუმცა ამ სიბრმავის გამო ჩვენს თავს რატომ ვადანაშაულებ? ******
... ჰაიეკის, ფრიდმენის და კამა სუტრას თანახმად, კარლა მარქსა გაიდარკა-ვამპირმა გადასანსლა ჭინკა ჩუბაისთან ერთად პროგრესული ენაბრგვნილი საზოგადოების აღფრთოვანებული ყიჟინის ქვეშ, და შექმნეს ირგვლივ ყველაფრის გამანადგურებელ და გამხრწნელ მტაცებელ-ნაძირალათა „კაპიტალიზმი“. მაგრამ ჩვენი პროგრესული ინტელიგენცია მაინც არ ჩერდება! მისი ყველაზე მეტად მარაზმში მყოფი წევრები ისევ გვთავაზობენ დავუბრუნდეთ მარქსიზმს და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. თუმცა რუსეთში აღარ დარჩა არც ჰეგემონი, არც გლეხობა, და არც კომუნისტური პარტია. მხოლოდ ერთი მამილო ზიუგანოვი - მუცლით მეზღაპრე, დღეისათვის კრემლის ვამპირთა „ხელისუფლების“ საუკეთესო (ამაში დარწმუნებული ვარ) პროექტი.
ამჟამინდელი ვამპირების „ხელისუფლება“ ამაზრზენია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის გამოცოცდა როგორც სანარცხე ბუზი აყროლებული კომუნისტური კლოაკიდან ... ის საზიზღარია სწორედ იმიტომ, რომ მან შეისისხლხორცა მთელი კომუნისტური საძაგელი გარეწრული არსი ... მთელი მისი უნამუსობა, სიცრუე, ჩლუნგობა, უტიფრობა, უვიცობა, ჩამორჩენილობა, სიზარმაცე, სიხარბე და ხალხისადმი უპატივცემულობა, რომელსაც ვამპირთა ეს ხელისუფლება ასი წლის განმავლობაში თავხედურად ძარცვავს და ანადგურებს ... რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება ამაზრზენია, მათ არაფერი დარჩათ ადამიანური: არც ღირსება, არც სინდისი, არც თანაგრძნობა, არც გონების მცირე ნიშანი ... ისენი ნამდვილი ვამპირები არიან, რომლებსაც დარჩად მხოლოდ მტაცებლური, ჩასახეთქ-მოსასაქმებელი ინსტინქტები ... და ვამპირთა ეს რეჟიმი აუცილებლად დაინგრევა ... უბრალოდ, არ შეიძლება არ დაინგრეს.
ამიტომ ახლავე უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ ვინ მოვა ამ საზიზღარი კომუნისტი ვამპირების შემდეგ ხელისუფლებაში, და როგორი საზოგადოება უნდა ავაშენოთ, რომ მივიღოთ ცივილიზებული და წარმატებული ქვეყანა ... და რომ არასოდეს არ განმეორდეს ის, რაც რუსეთმა ბოლო ასი წლის განმავლობაში გადაიტანა ...
======
ნათლიმამური კაპიტალიზმი და გარეწრული ფეოდალიზმი
ნათლიმამური კაპიტალიზმის ყველაზე საზიზღარი მხარეების შესახებ
მსოფლიო ბანკის დირექტორს სატუ-კახკონენსა და ანდრეი ნოვიკოვს შორის მიმდინარე დისკუსიას ნათლიმამური კაპიტალიზმის შესახებ ბელარუსის, მოლდოვასა და უკრაინის საქმეებთან დაკავშირებით შეეფერება ოკამას პრინციპი „ნუ გაამრავლებთ მნიშვნელობას, თუ ამას საჭიროება არ მოითხოვს“.
დისკუსიის არსი. კახკონენი ირწმუნება: ნათლიმამური კაპიტალიზმი ამორალური და არაეფექტურია, და შესაბამისად ამიტომ არ აქვს მას არსებობის უფლება, მათ შორის უკრაინაში. ნოვიკოვი ეთანხმება მას: ის ამორალური, თუმცა ზოგჯერ ეფექტური, და შესაბამისად აქვს არსებობის უფლება. მტკიცებულების სახით იგი მიუთითებს ლი სინ მანის დროინდელ სამხრეთ კორეაზე, მოჰამედ მაჰათხირის მალაიზიაზე, ლი კუან იუს სინგაპურზე და სხვა აზიელ „ვეფხვებზე“. ნოვიკოვის რეზიუმე ასეთია: უკრაინისთვის ნათლიმამური კაპიტალიზმი ისტორიული რეალობაა, რომელის შეცვლა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაშიც კი შეუძლებელია. ერთადერთი ცუდი რამ ის არის, რომ უკრაინაში 25 წლის განმავლობაში არ გამოჩენილა ადგილობრივი მაჰათხირი, მაგრამ იყო კლეპტოკრატი იანუკოვიჩი, რომელიც პუტინის რუსული კლეპტოკრატული მოდელის ასლს იღებდა. მაგრამ კლეპტოკრატიასთან ნათლიმამური კაპიტალიზმის კავშირიც ზოგჯერ იწვევს ეკონომიკურ წარმატებებს, და ნოვიკოვი რუსეთის მაგალითზე მიანიშნებს.
უკვე დროა ნოვიკოვმა დაწეროს წიგნი „კლეპტოკრატიული კაპიტალიზმი, როგორც ნათლიმამური კაპიტალიზმის უმაღლესი საფეხური“ (ლენინის ბროშურის „იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი საფეხური“ ანალოგიით). უკრაინაში მისი წინამორბედებია ოლიგარქიული კაპიტალიზმი, ველური კაპიტალიზმი და ბანდიტური კაპიტალიზმი. მათ წინ უძღოდა სახელმწიფო კაპიტალიზმი საბჭოთა კავშირში - ასე განსაზღვრავდნენ და ახლაც განსაზღვრავს ბევრი „მემარცხენე“ საბჭოთა სისტემას და, კერძოდ, ბრიტანელი ტროცკისტი ტონი კლიფი (ი. გლუკშტეინი) თავის წიგნში „სახელმწიფო კაპიტალიზმი რუსეთში“ (1948). მათ ენა არ უბრუნდებათ ამას სოციალიზმი უწოდონ. სახელმწიფო კაპიტალიზმის იდეას იზიარებს ზოგიერთი „მემარჯვენეც“ და ის სტალინისტებიც, რომლებსაც სჯეროდათ, რომ სსრკ-ში სოციალიზმი მხოლოდ სტალინის დროს იყო, ხრუშჩოვმა კი ქვეყანა სახელმწიფო კაპიტალიზმისკენ მიიყვანა. ორთოდოქსალური ტროცკისტები, ისევე როგორც ტროცკი, დარწმუნებულები არიან: საბჭოთა კავშირი იყო მუშათა დეფორმირებული სახელმწიფო, ანუ არაჭეშმარიტი სოციალიზმი, მაგრამ ჭეშმარიტების გზაზე მისი დაყენება შეიძლებოდა, თუ ყველა დეფორმაცია გამოსწორდებოდა. ხრუშჩოვის, ბრეჟნევის და გორბაჩოვის კომუნისტურმა პარტიამ არაოფიციალურად მიიღო შეიარაღებაზე ტროცკის ეს იდეა და რეგულარულად მოუწოდებდა სოციალიზმში სხვადასხვა დეფორმაციის შესწორებისკენ. პარალელურად ისინი ირწმუნებოდნენ, რომ დასავლეთში სახელმწიფო-მონოპოლიური კაპიტალიზმია, რადგან იმპერიალიზმის იდეაზე, როგორც უმაღლეს საფეხურზე, მას მოუწია უარის თქმა მსოფლიო კოლონიური სისტემის დაშლის გამო. ასე რომ, კაპიტალიზმი, იმპერიალიზმის შემდეგ, კიდევ ერთ უფრო მაღალ საფეხურზე დადგა, და მას ეჭვიც არ გასჩენია, რომ მას ველური, ნათლიმამური და კლეპტოკრატიული კაპიტალიზმი ელოდებოდა. ეს გარდა იმისა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ავსტრიელმა მარქსისტმა რუდოლფ ჰილფერდინგმა მასში დაინახა „ფინანსური კაპიტალის“ საფეხური (1910), კარლ კაუტსკიმ - „ულტრაიმპერიალიზმი“ (1914), ხოლო ლენინი, როდესაც ის ამკვიდრებდა ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას, სახელმწიფო კაპიტალიზმს დიდ სიკეთეს უწოდებდა რუსეთის ფედერაციისათვის. ტროცკი მას ეთანხმებოდა, მაგრამ დუდღუნებდა, რომ მან შესთავაზა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დანერგვა ჯერ კიდევ 1919 წლის შემოდგომაზე და აჩვენებდა ცენტრალურ კომიტეტში მის მიერ გაგზავნილ წერილებს.
კაპიტალიზმის რაოდენობა იზრდება, უკვე დიდი ხანია ყველა ლიმიტს გადააჭარბა, მაგრამ სხვა სახის კაპიტალიზმის გამოგონების ცდუნება მაინც რჩება. ახალი სუბიექტები ადვილად ამრავლებენ მას ყოველგვარი საჭიროების გარეშე, ამისთვის ისინი იყენებენ „კაპიტალიზმის“ არსებული ტერმინისათვის ზედსართავის დამატების მეთოდს, რომელიც მათ მოეწონათ. ამასთან ერთად, ეს ტერმინი აბსტრაქციაა, რომელსაც არ გააჩნია მკაფიო მეცნიერული განმარტება. „კაპიტალიზმის“ ცნება, როგორც განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური ფორმაცია ან წარმოების მეთოდი, თუ მარქსისტულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, უშინაარსოა, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ფორმაციების შეცვლის სოციალური თეორიის ფარგლებში. უფრო მეტიც, ის უშინაარსოა, როგორც „ხუთწევრის“ ფარგლებში, რომელსაც მარქსს მიაწერენ, ასევე „სამწევრის“ ფარგლებში კაპიტალიზმამდელი, კაპიტალისტური და სოციალისტური ფორმაციიდან. მაშინაც კი, თუ სოციალისტური ფორმაციის იდეას უარყოფენ, ასეთ „ორწევრშიც“ კაპიტალიზმი უაზრობად დარჩება მისი სიძველისა და „მარადიულობის“ თვალსაზრისით. ედვარდ მაიერის (1855-1930) დროიდან მოყოლებული, დაქირავებული შრომის გამოყენება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, თუ ვივარაუდებთ, რომ სწორედ ეს არის კაპიტალიზმის არსი, ისტორიკოსების მიერ არაერთხელ დასტურდება. თუ ჩავთვლით, რომ კაპიტალიზმის ნიშნებია ბანკების არსებობა, კრედიტი, საერთაშორისო ვაჭრობა, წარმოება ვაჭრობისათვის და არა შიდა მოხმარებისთვის, განვითარებული ფულადი მიმოქცევა, ეს ყველაფერი უხვად არსებობდა ანტიკურ სამყაროში, და არა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, არამედ მესოპოტამიაში, ინდოეთსა და ჩინეთში. „კაპიტალიზმის კემბრიჯის ისტორია“ (2014) მიუთითებს ბაბილონში ბანკების არსებობაზე ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღრ-მდე.
თუ კიევის რუსეთს ავიღებთ, ჯერ კიდევ თავადი ვლადიმერი 988 წელს მოითხოვდა, რომ პოჩაინში ნათლობაზე გამოცხადდნენ არა მხოლოდ ღარიბი და მდიდრები, არამედ მშრომელი ადამიანები. დოკუმენტების თანახმად, კიევის რუსეთში ცნობილია შრომითი დაქირავების არანაკლებ სამი ხელშეკრულება, ხოლო კიევში 1113 წელს მომხდარი აჯანყება მაღალი სასესხო განაკვეთის გამო, ისევე როგორც ვლადიმერ მონომახის „წესდება შესყიდვების შესახებ“, მიუთითებს კრედიტის ფართო გავრცელებაზე. დასავლეთ ევროპამ და რეჩ პოსპოლიტამ მხოლოდ მე-17 საუკუნეში შეძლო და მიაღწია III–V სს. რომის იმპერიაში არსებული ფულის მიმოქცევის დონეს. თუ ამ კრიტერიუმს გამოვიყენებთ, უნდა ვაღიაროთ, რომ განვითარებული კაპიტალიზმი არსებობდა რომის იმპერიაში, ხოლო სუსტად განვითარებული - ნიდერლანდებსა და ფლორენციაში XIII- XIV საუკუნეებში. კაპიტალისტურ იმპერიად უნდა იყოს აღიარებული არაბული ხალიფატიც, სადაც მონეტები მასობრივად იჭრებოდა. მონეტები ასევე იჭრებოდა მოზამბიკიდან დაწყებული ისლანდიით დამთავრებული. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ პოლიტიკურ ეკონომიაში პირველი სამეცნიერო ტრაქტატი ტუნისელმა იბნ ხალდუნმა (1332-1406) შექმნა, რომელმაც განავითარა არისტოტელეს შრომის იდეა, როგორც საქონლის ღირებულების საზომი ერთეული. ტრაქტატი დაიწერა ჯერ კიდევ შრომითი ღირებულების თეორიის შექმნამდე, რაც უფრო საფუძვლიანად შეძლეს ადამ სმიტმა და დავით რიკარდომ. იბნ ხალდუნი ასევე ფიქრობდა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის რაციონალურ წილსა და ფორმებზე, რაზეც მე-15 საუკუნედან მოყოლებული ცხარეთ კამათობდნენ ინგლისელი და ფრანგი მერკანტილისტები და ლიბერალები. ეს დავა ჩვენ დრომდე გაგრძელდა, მაგრამ იტალიელი ლუკა პაჩოლი არ დაელოდა მის დასასრულს და 1494 წელს გამოაქვეყნა ბუღალტერიის პირველი ტრაქტატი, რომელსაც თან დაურთო რჩევები, თუ როგორ შეიძლება გადასახადებისთვის თავის არიდება.
ასე რომ, „კაპიტალიზმი“ საკმაოდ ძველია, თუ არა მარადიული, და არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ ინტელექტუალურ ასპექტშიც. შეიძლება ადგილი ჰქონდეს მისთვის ახალგაზრდობის დაბრუნების მცდელობას. შეიძლება ვამტკიცოთ, როგორც ამას აკეთებენ მართლმორწმუნე მარქსისტები და ამისათვის იყენებენ მარქსის ზედმეტი ღირებულების თეორიას, რომ მაშინ მთლად კაპიტალიზმი არ ყოფილა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს თეორია ძირფესვიანად მცდარია. მარქსი დიდხანს ეწვალებოდა რიკარდოს შრომის ღირებულების თეორიას, სანამ არ დაამატა მისი მისტიკური ზედმეტი ღირებულება. მარქსის ვერსიაში, კაპიტალისტი ყიდულობს მუშისგან მისი შრომის არა კონკრეტულ პროდუქტს, არამედ მისი გარკვეული სახის მისტიკური შრომის უნარს, რომელიც შედგება აუცილებელი და ზედმეტი შრომისგან. აუცილებელ შრომას იგი უბრუნებს მუშას ხელფასის სახით, ხოლო ზედმეტს ყიდის ბაზარზე რიკარდოს ღირებულების კანონის მკაცრად დაცვით და თითქმის მოტყუების გარეშე, სხვაგვარად კაპიტალისტური სისტემა, როგორც მარქსი ირწმუნება, დაიშლებოდა. შეცდომა ისაა, რომ რეალურად დამსაქმებელი, კაპიტალისტი ან სახელმწიფო ყიდულობს მუშისგან არა რაღაც შრომის მისტიკურ უნარს, არამედ კონკრეტულ პროდუქტს - აგურს, კიტრს ან ხრახნებს, შემდეგ კი ყიდის მას ცალობით, უფრო ძვირად ან ახალი პროდუქტის სახით, მაგალითად, ტრაქტორის. დამსაქმებელს უსასყიდლოდაც არ სჭირდება მუშის შრომისუნარიანობა. მას სჭირდება აგური ან ხრახნი, ის ყიდულობს მათ და უხდის მუშას ცალობოთ და შეთანხმებული ფასით, თუ ეს გაზომვადია, ან უნაზღაურებს სამუშაო საათებს, თუ შრომა არ შეიძლება შეფასდეს რაიმე საგნით, მაგალითად, როგორც ინჟინრის, მეეზოვის, მენეჯერის ან არქეოლოგის შრომა. ასეთი შრომის შეფასება დიდი პრობლემაა და შრომის ღირებულების თეორიის შემზღუდველი. მარქსის შრომის მისტიკური უნარის გაყიდვა შეუძლიათ მხოლოდ ოფისის მუშაკებს, განსაკუთრებით თუ მათი უფროსები მათი ნათესავები ან მეგობრები არიან, მაგრამ ეს უკვე ის ყბადაღებული ნამთლიმამური კაპიტალიზმია, რომლის შესახებაც კახკონენი და ნოვიკოვი წერენ. თუმცა ეს „კაპიტალიზმი“ სხვადასხვა სინეკურის სახით ანტიკურ სამყაროშიც იყო ცნობილი. მარქსს სერიოზული პრობლემები ჰქონდა აუცილებელ შრომასთან დაკავშირებითაც, ამიტომაც ვერ შეძლო მარქსიზმმა დიდი ხნის განმავლობაში ინგლისურენოვან ქვეყნებში დამკვიდრება, მაგრამ ეს ცალკე ამბავია.
ასე რომ, კაპიტალიზმი „მარადიულია“, მას არ აქვს მკაფიო განმარტება მას შემდეგ, რაც 1848 წელს ეს ტერმინი სოციალური სისტემის მნიშვნელობით ხმარებაში შემოიტანა ფრანგმა სოციალისტმა პიერ ლერუმ. თვითონ მარქსი 20 წლის განმავლობაში ცდილობდა არ გამოეყენებინა სიტყვა „კაპიტალიზმი“, რადგან მას ხმარობდა მისი ყოფილი მეგობარი პრუდონი. მხოლოდ ინტერნაციონალში შესვლის შემდეგ, სადაც ამ სიტყვას ყველა ხმარობდა, მარქსი იძულებული გახდა გამოეყენებინა ეს სიტყვა. კაპიტალიზმის შემთხვევაშიც ისევე მოხდა, როგორც სიტყვა „ფეოდალიზმის“ შემთხვევაში. ის ფართოდ გავრცელდა საფრანგეთის რევოლუციის შედეგად აგორებული პოლიტიკური ეგზალტაციის ტალღაზე, რათა ძველი სისტემისთვის მეცნიერული შეფასება მიეცათ. მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დაიწყო იმის გარკვევა, თუ ზუსტად რას ნიშნავდა ეს? ამის გარკვევის პროცესში წითელი და თეთრი ვარდების ომის ეპოქის ინგლისისათვის (1455-1485) შემოთავაზებული იყო ტერმინი „გარეწრული (ბასტარდული) ფეოდალიზმი“ არასწორი ფეოდალიზმის მნიშვნელობით. ХХ საუკუნეში ინგლისელებმა ეს თეორია უარყვეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფეოდალიზმი ინგლისში 1500 წლისათვის დასრულდა და ახალი ეპოქა დაიწყო.
ХХ საუკუნეში ფეოდალიზმს, კაპიტალიზმის მსგავსად, არ ამრავლებდნენ ზედსართავი სახელის დამატებით, და ამას სამი მიზეზი ჰქონდა. პირველ რიგში, ის პოლიტიკურად არააქტუალური გახდა. მეორე რიგში, გაირკვა, რომ ევროპისა და იაპონიის გარდა, მსგავსი რამ არსად არ მომხდარა. მესამე, ფეოდალიზმის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემის, მკაფიო განმარტება, ასევე შეუძლებელია. 1948 წელს საბჭოთა ისტორიკოსმა ლევ ჩერეპნინმა შესთავაზა კიევის რუსეთის სოციალური სისტემისათვის სახელმწიფო ფეოდალიზმი დაერქვათ, რადგან იგი ევროპულისგან განსხვავდებოდა, მაგრამ იგი დიალექტიკისაგან გადახრაში დაადანაშაულეს და სათანადო დასკვნები გამოიტანეს. 1970-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში ზოგჯერ იყენებდნენ ტერმინს „ნომადიური ფეოდალიზმი“ აზიის მომთაბარე ხალხებთან მიმართებაში, მაგრამ ამაზე ფეოდალიზმების წარმოება დასრულდა კაპიტალიზმებისგან განსხვავებით, რომლებიც აშკარად ზედმეტადაა წარმოებული.
ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სენ-სიმონმა ჩამოაყალიბა უფრო ზუსტი ტერმინი, ვიდრე კაპიტალიზმი, - „ინდუსტრიალიზმი“, რომელიც შემოვიდა ხმარებაში „ინდუსტრიული საზოგადოების“ ცნების სახით. მაგრამ არ არის საჭირო ფორმაციის ახალი სქემის შექმნა, სადაც ინდუსტრიალიზმი ან რომელიმე აგრანომიზმი ფეოდალიზმს შეცვლის. ფორმაციების შეცვლის თეორია არ მუშაობს, რადგან ეწინააღმდეგება რეალობის ისტორიას. მაგრამ კახკონენი და ნოვიკოვი კვლავ ამ მცდარი თეორიის ჩარჩოებში იმყოფებიან აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ნოვიკოვი ამართლებს მსხვილი ბიზნესის პიროვნულ შეერთებას სახელმწიფოსთან და ცდილობს დაასაბუთოს ეს ნათლიმამური და კლეპტოკრატიული კაპიტალიზმის კონცეფციით, ხოლო კახკონენი ამ „კაპიტალიზმს“ უყურებს უტილიტარულობის ვიწრო პოზიციიდან: მე ის არ მომწონს და დროა მისი შეჩერება. რეტროსპექციაში მათი აზრთა სხვაობა - ლიბერალებისა და დემოკრატების (კახკონენი) და მერკანტილისტებისა და ავტორიტარისტების (ნოვიკოვის) 500-წლიანი დაპირისპირების გაგრძელებაა ახალ, თუ გნებავთ, უფრო მაღალ ფაზაში. ამ ფაზის ანალიზი ცალკე და დიდი თემაა, და მას რომ არ შევეხოთ, შემოვიფარგლები მხოლოდ შემდეგი დაკვირვებით: ყოველი ახალი რევოლუციური ტალღის შემდეგ ცდილობენ უკრაინას შესთავაზონ ნიმუშის სახით, როგორც მისაბაძი, რომელიმე შორეული ავტორიტარისტი, რადგან „ეფექტური მენეჯერი“ სტალინის სახით იქ პოპულარობით არ სარგებლობს. 2005 წლის ტალღის შემდეგ მას სთავაზობენ და უქებენ პინოჩეტს, ხოლო 2014 წლიდან ლი კუან იუს, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. ახლა სთავაზობენ მოჰამად მათათხირს, რომელიც ცოცხალია და აცხადებს, რომ ბოროტმა და გაიძვერა ებრაელებმა აშშ-ში ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში და მისი მეშვეობით მართავენ სამყაროს. სწორედ ამიტომ ებრაელებს აკრძალული აქვთ მალაიზიაში შესვლა. ეს ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება.

==========
თარგმანი
01.2019
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised