среда, 27 февраля 2019 г.

სქესი. კულტურა. რელიგია ,ნინა .მ. გაბრიელიანი

  სქესი. კულტურა. რელიგია ,ნინა .მ. გაბრიელიანი
ნინა გაბრიელანი  პოეტი, პროზაიკოსი  მწერალი, პოეზიის მთარგმნელი, კულტურის მკვლევარი მხატვარი

როგორც ცნობილია, უმრავლეს კულტურათა „სქესობრივ სიმბოლიზმში“, „მამაკაცური“ გაიგივებულია სულთან, ლოგოსთან, კულტურასთან, აქტიურობასთან, ძალასთან, რაციონალობასთან, სინათლესთან, სისავსესთან, ფორმასთან და ა.შ. „ქალური“ - მატერიასთან, ქაოსთან, ბუნებასთან, პასიურობასთან, სისუსტესთან, ემოციურობასთან, სიბნელესთან, სიცარიელესთან, უფორმობოსთან. ძნელი არ არის იმის შენიშვნა, რომ „ქალის“ სიმბოლური რიგი უმეტესად წარმოადგენს  „გაურკვევლობებათა“ რიგს, რომელთან შედარებით „მამაკაცური“ წარმოადგენს რაღაც უფრო მეტად „გარკვეულს“  (ყოველ შემთხვევაში, პირველი წარდგენის დროს).
       ევროპულ პატრიარქალურ ტრადიციაში ეს რიგები განიხილება არა მხოლოდ როგორც დიქოტომია, არამედ როგორც იერარქია: „მამაკაცური“, რომელიც ჩვეულებრივ გაიგივებულია „ადამიანთან“ და „ზოგადსაკაცობრიოსთან“, თითქოს მოწოდებულია  აკონტროლოს „ქალური“, რომელიც, როგორც წესი, გაიგივებულია „სქესობრივთან“ და „მეორეხარისხოვანთან“.
         თუ გავიხსენებთ, რომ „ევა“ ებრაულიდან ნიშნავს „სიცოცხლეს“, მაშინ ნათელი ხდება, რომ იერარქიის ფასადის მიღმა „მთავარი-მამაკაცური“ – „მეორეხარისხოვანი-ქალური“ სინამდვილეში იმყოფება იერარქია: „მთავარი-ადამიანი“ – „მეორეხარისხოვანი-სიცოცხლე“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ე.წ. ქალური თვისებების უგულებელყოფა (ანუ ქალებისთვის დადგენილი ჩამოყალიბებული კულტურის ტიპში) ნიშნავს სიცოცხლის ხარისხის უგულებელყოფას, კერძოდ, მისი გაურკვევლობისა და დაუძლეველობის.
        „აბსოლუტური მამაკაცი ღმერთის იდეალური სახეა, აბსოლუტური „რაღაც“. ქალი კი სრული „არაფრის“ სიმბოლოა.  ... ქალურსა და დანაშაულებრივს შორის არსებობს საერთო კავშირი“, -  წერდა 1903 წელს ავსტრიელი ო. ვეინინგერი [1].
        მართლაც, ქრისტიანულ კულტურაში (მის „ისტორიული“, საეკლესიო ვარიანტში) წმინდა სამება წარმოადგენს მამაკაცურ ნიშანს: მამა-ღმერთი, ძე-ღმერთი, სულიწმიდა-ღმერთი. ზოგიერთი ღვთისმეტყველის განცხადების მიუხედავად სქესობრივი კატეგორიების ღმერთზე გადატანის დაუშვებლობის შესახებ, ღმერთის, როგორც მამრობითი ნიშნის, მარკირება (კერძოდ, გრამატიკული საშუალებებითაც), ღვტისმეტყველებაშიც და საზოგადოების ცნობიერებაშიც რჩება, როგორც ურყევი. ამრიგად, „მამაკაცური“ საწყისი დაღმერთებულია, „ქალური“ კი განიხილება, როგორც რაღაც უღირსი, რომელიც მოითხოვს მუდმივ ძალისმიერ კონტროლს „ღვთიურის“, „მამაკაცურის“ მხრიდან. ალბათ, შემთხვევით არ არის დაწერილი თომას აპოკრიფულ სახარებაში: „სიმონ პეტრემ უთხრა მათ: „წავიდეს მარიამი ჩვენგან, რამეთუ ქალები არ არიან სიცოცხლის ღირსნი“. იესომ თქვა: „შეხედეთ, მე წამვმართავ მას, რომ გავხადო იგი კაცი, რათა ისიც გახდეს ცოცხალი სული, თქვენს, მამაკაცების მსგავსად. რამეთუ ყოველი ქალი, რომელიც გახდება კაცი, შევა ცის სასუფეველში“ [ 2, გვ. 262].
          სავარაუდოდ, არსებობს ურთიერთკავშირი აზროვნების დეფინიციურ ტიპს შორის, რომელსაც აქვს მიდრეკილება განსაზღვრებებსა და გარკვეულობებისკენ და რომელიც სჭარბობს ახალი დროის რაციონალურ კულტურაში, და ქალების დამცირებასთან. რადგან დომინანტურ კულტურაში უგულებელყოფილია ყოველგვარი გაურკვევლობა, ხოლო ამ კულტურის „სქესობრივ სიმბოლიზმში“ სწორედ ქალი განასახიერებს ამგვარ გაურკვევლობას (სტიქია, ქაოსი, ემოციურობა, წყვდიადი, უფორმობა ...). და თუმცა სინამდვილეში „სქესობრივი სიმბოლიზმი“ კონკრეტულ ადამიანებთან არის დაკავშირებული, უფრო მეტად, იმქვეყნიურ-მიწერილობითზე, ვიდრე იმანენტურზე, მიუხედავად ამისა ბევრ რამეში  სწორედ ეს  სიმბოლიზმი განსაზღვრავს არა მარტო სოციოკულტურულ სიტუაციას (რომელმაც მამაკაცებს მიაკუთვნა დომინირებული, ხოლო ქალებს მარგინალური მდგომარეობა), არამედ სამყაროსთან ადამიანის ურთიერთქმედების გზებს, შემეცნების სხვადასხვა მეთოდების ღირებულებას (ზოგიერთი მათგანი წარმოაჩინა, როგორც „სწორი“, „ობიექტური“, „მეცნიერული“, ხოლო სხვები, როგორც  „არასწორი“, „არაობიექტური“, „არამეცნიერული“). მაგალითად, „კულტურული“ ქცევა (როგორც გარკვეულწილად ორგანიზებული) მიჩნეულია საუკეთესოდ, ვიდრე „ბუნებრივი“, „თანდაყოლილი“ (ანუ არაორგანიზებული ან ორგანიზებული, მაგრამ ისე არა, როგორც ეს საჭიროა); სამყაროს „რაციონალური“ ცოდნა განიხილება, როგორც უფრო სწორი, ვიდრე „ემოციური“ ცოდნა; „ლოგიკური“ აზროვნება თითქოს  ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე „ქაოტური“; აზრების „გაფორმება“ უფრო „ხარისხიანია“, ვიდრე  „გაუფორმებლობა“  და ა.შ.
        როგორც რაციონალისტური კულტურის აქტიური კრიტიკოსი ნ. ბერდიაევი წერდა, „ნებისმიერი შეფასება უკვე ჯოჯოხეთის დასაწყისია ... ჯოჯოხეთური ფანტასმაგორია არის პიროვნების მთლიანობისა და ცნობიერების სინთეზური ძალის დაკარგვა, მაგრამ იქ განაგრძობს არსებობას და ოცნებას ნაფლეთებად ქცეული პიროვნება  და გრძელდება პიროვნების დაქუცმაცემული ცნობიერება“  [3, გვ. 230—232]. ჩემგან დავამატებ, რომ სამყაროს ანალიტიკური ცოდნის შეძენის ტენდენცია (როდესაც სინთეზი სხვა არაფერია, თუ არა პოსტანალიზი) არის ყოფიერების ფრაგმენტაციის ტენდენცია -  გაკვეთა, დანაწევრება, მოკვდინება. პირველ რიგში, რაღაც გამოიყოფა მსოფლიო ნაკადიდან (სული-სხეული, ობიექტი-სუბიექტი, სული-მატერია, ცა-დედამიწა, სიცოცხლე - სიკვდილი), მაშინ ეს გამოყოფილი ფრაგმენტები ერთმანეთს უპირისპირდება  (პოლარიზაციის ხარისხამდე) და ფრაგმენტული ნაწილები ერთმანეთში ომის მდგომარეობაში შედიან, იწყებენ ურთიერთემანსიპაციის განხორციელებას. ამასთან თითოეულ ფრაგმენტს „მიაჩნია“, რომ „მთავარია“, ცდილობს მასთან დაპირისპირებული „სხვა“ ფრაგმენტის ობიექტივირებას, მასთან მიმართებაში დემიურგიული პოზიციის დაკავებას, მოეპყროს ამ „საპირისპირო“ ფრაგმენტს, როგორც რაღაც პირველთიხას, არასათანადოს, რომელიც სათანადო მდგომარეობამდე უნდა იქნას მიყვანილი. ერთმანეთის წინააღმდეგ უხეშად და მკვეთრად დაპირისპირებული ერთიანი რეალობის დაფლეთილი ნარჩენები ერთმანეთთან ურთიერთშევიწროების ურთიერთობებში შედიან და ცვალებადი წარმატებით იკავებენ წამყვან პოზიციას: „სული“ „სხეულს“  მთელ სისხლს წოვს, „სხეული“ შურს იძიებს, აგდებს  „სხეულს“ დეპრესიაში, წუხილში, ფსიქოზში. ის, რაც გამოყოფილია რეალობის ნაკადიდან და რასაც „სიცოცხლე“ ეწოდა,  ყოველნაირად ეწინააღმდეგება იმას, რაც მისგან არის მოწყვეტილი და ახლა „სიკვდილი“ ეწოდება. ერთმანეთს ჩაგრავენ „ემოციები“ და „გონება“, „სიხარული“ და „მწუხარება“.
          ოპოზიციებით აზროვნება ქმნის გაუსაძლისი დაძაბულობას „პოლუსებს“ შორის, რეალობა წყდება, უსასრულო განუსაზღვრელობის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ წყვეტილობას, დანაწევრებას, მრავალგანზომილებიანი უსასრულობის ნაცვლად - წყვეტილობის უშნო ხაზოვან უსასრულობას, არა თვითგანვითარებას და ცვლილებას, არამედ თვითრეპროდუცირებას ცვლილებების გარეშე, უმოძრაობას, რომელიც ქმნის მოძრაობის იმიტაციას. ამდენად, უპირატესობა, რომელსაც კულტურა ანიჭებს „მამაკაცურ“ სიმბოლურ რიგს (კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მხედველობაში გვაქვს არა ბიოლოგიური სქესი და საუბარია არა მამაკაცზე, როგორც ასეთზე, არამედ საუბარია კულტურის „სქესობრივ სიმბოლიზმზე“, ანუ უპირატესობის მინიჭებაზე სინათლისა და არა წყვდიადისთვის, რაციონალურისთვის და არა ემოციურისთვის, ლოგოსისთვის და არა ქაოსისთვის, ფორმისთვის და არა  უფორმობისთვის და ა.შ.), არსებითად არის სამყაროს ისეთი შემეცნება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს  „ცნობილიდან ცნობილამდე“.
          პოზიტივისტური პარადიგმის ფარგლებში ქალთა პრობლემების შესწავლის დახასიათებისას, ო. მასლოვა აღნიშნავს: „... შექმნილი კონცეფცია, როგორც გისოსი, დაედებოდა ცოცხალ დენად ემპირიულ რეალობას, და ჩვენ აღვნიშნავდით: „დიახ, ის მართლაც უჯრედიანია, როგორც ვფიქრობდით“. თუ ჩვენი ჰიპოთეტური სისტემა აგებული იყო გისოსის სახით, მაშინ ყველაფერი, რაც ამ გისოსში აღმოჩნდება, იღებს უჯრედოვან სახეს, ის კი, რაც არ აღმოჩნდება, საერთოდ არ არსებობს“. [4].
რა თქმა უნდა, ასეთი კვლევის მეთოდები ვრცელდება არა მხოლოდ „ქალთა პრობლემებზე“. საინტერესოა, რომ ზემოთ მოყვანილ ციტატაში რეალობის შემეცნებით მეთოდს აქვს მკაფიო გენდერული ელფერი: ემპირიულ რეალობას აქვს „ქალური“ თვისებები, კერძოდ „დენადობა“  (წყალი, როგორც ცნობილია, „ქალის“ სიმბოლოა), და ეს განუსაზღვრელი დენადი ქალურობა ჩასმულია, როგორც დამნაშავე (გავიხსენოთ ვეინინგერი!) გარკვეულ მყარ გისოსში, სადაც ის უნდა იმყოფებოდეს სიმბოლურ-სქესობრივი იერარქიის შესაბამისად. ამრიგად, ქალთაფობია შემობრუნდება შიშით უცნობის (წყვდიადის, ქაოსის, სტიქიის, ბუნების, სიცარიელის, ემოციურობის ...) წინაშე. უცნობი დაშვებულია და მას ითმენენ მხოლოდ იმიტომ, რომ თითქოსდა შესაძლებელია და უნდა მოხდეს მისი შემეცნება, როდესაც მას უცნობიდან ცნობილში გარდაქმნიან: წყვდიადი - განათდება, ქაოსი - ლეგალიზდება, სტიქია - ალაგმდება, ბუნება - გაკულტურდება, სიცარიელე - შეივსება, ემოციების რაციონალიზაცია მოხდება. ანუ, არასათანადო, უცნობი, ქალური მოყვანილი იქნება სათანადოს, ცნობილის, მამაკაცურის შესაბამისობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარიამის ისე წარმართვა, რომ „ის მამაკაცი გახდეს“. უფრო ზუსტად, მიამსგავსოს შეცნობადი შემეცნების იმ საშუალებებს, რომლებიც ფასდება, როგორც „სწორი“. მაგრამ, როგორც მოსწრებულად აღნიშნა თ. კლიმენკოვამ, „ჩვენ თვითონ რატომ ვასაღებთ შემეცნების საშუალებებს, როგორც შესაცნობს? ალბათ, იმიტომ, რომ კულტურამ მოძებნა, ასე ვთქვათ, ჩვენს კანში ამ შეხედულების, როგორც ხედვის განსაკუთრებული ტიპის, „ჩაკერვის“ საშუალება [5].
         საფუძვლიანი გარჩევა იმისა, თუ ერთი სიმბოლური კოდი როგორ ედებოდა მეორეს, როგორ გადაიხლართებოდნენ ერთმანეთში და ქმნიდნენ რთულ და საკმარისად ძლიერ კვანძს, ჩვენი კვლევის მიზანი არ არის. შემოვიფარგლებით   მხოლოდ იმით, რომ მივუთითებთ ურთიერთკავშირზე, რომელიც არსებობს, ერთის მხრივ, კულტურის ანდროცენტრიზმსა (როდესაც მამაკაცი განიხილება, როგორც ცენტრი და ნორმა, ხოლო ქალი, როგორც პერიფერია და ანომალია) და, მეორეს მხრივ, უცნობის წინაშე შიშის და შემეცნების ისეთი ტიპის ორიენტაციას შორის, როდესაც „ცნობილი“ ჭამს „უცნობს“ საკუთარ თავთან  („ცნობილი“) გაიგივების ხარჯზე. ამრიგად, „უცნობი“ ვერ ასწრებს ვიზუალიზაციას და მაშინვე ხდება უხილავი („შეჭმული“), ვერ ასწრებს გამოაშკარავებას და ხდება პრინციპულად აღმოუჩენელი.
        შიში უცნობობასა და დენადობას წინაშე  ასევე სამყაროს ცვალებადობის წინაშე შიშია. რადგან ჰერაკლიტის განცხადების მიუხედავად, რომ ორჯერ იმავე მდინარეში შესვლა შეუძლებელია, რეალობის შემეცნების ძირითადი ტიპი მიზნად ისახავს ზუსტად „მდინარის“ შეჩერებას ხელოვნური „საგუბარის“ შექმნის გზით, რომლებიც შემდეგ საღდებიან, როგორც „მდინარე“, რომლის გავლა ბევრჯერ შეიძლება. ეს შიში სამყაროს ცვალებადობის, მსოფლიო ფრაგმენტების სხვა, უჩვეულო კომბინაციის წინაშე, სტაბილურობის წყურვილი, „ცნობილის“ „ცნობილთან“ მეტაფიზიკური უძრავი გადაბმა, რომელიც დამახასიათებელია ადამიანისთვის თანამედროვე გვიანქრისტიანულ კულტურაში, ზუსტად გამოხატა ლ. კარასავინმა თავის „პოემაში სიკვდილის შესახებ“:  „სხვა სამყაროსა და სხვა სხეულში არ შეიძლება იყოს ეს ჩემი სული. მხოლოდ ამ სხეულიდან მე ვაცნობიერებ ამ სამყაროს; მხოლოდ ამ ჩემს სხეულში ის ასე აცნობიერებს თავის თავს და იტანჯება. რატომ უნდა დავუჯერო უთავბოლო ზღაპრებს გაუგებარი უკვდავი სულებისა და უცნაური ეთერული სხეულების შესახებ?“  [ 6].
          როგორც ვხედავთ, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად ინდივიდუალურობა ვერ მოიაზრება ვერც ერთი სხვა ფორმით, თვითგაიგივების გარდა: „A“ უნდა უდრიდეს „A“-ს, ნიშნების კომპინაცია საკუთარ თავზე უნდა იყოს ჩაკეტილი. მაგრამ ყოველთვის იწვევდა აზრი შესაძლო თვითშეუთავსებლობის შესახებ ამგვარ ტკივილის მომგვრელ განცდას.
         ადრეული ქრისტიანული მისტიკოსი ორიგენი (III საუკუნე) ამტკიცებდა, რომ მოვლენები არ არის ერთმანეთის იდენტური, მაგრამ ექვემდებარება მეტამორფოზებს, რის შედეგადაც ისინი თავად პრინციპულად რაღაცით განსხვავდებიან ერთმანეთისგან: „ეჭვგარეშეა, რომ დაღუპული არსებობდა, და სანამ დაიღუპებოდა, ოდესღაც იგი იყო რაღაც სხვა, დაღუპულისგან განსხვავებული ...  ამგვარადვე ის იარსებებს მაშინაც, როდესაც არ იქნება დაღუპული: ზუსტად ასევე სული, რომელსაც დაღუპულად მიიჩნევენ, ოდესღაც შეიძლება არ იყო ჯერ დაღუპული და ამიტომ მას არ ეწოდებოდა სული.  როდესმე ის თავს დააღწევს დაღუპვას და გახდება ის, რაც იყო დაღუპვამდე და სანამ მას სულს დაარქმევდნენ“ [7]. VI  საუკუნეში, სამი საუკუნის შემდეგ წამებით გარდაცვალებიდან (ის გარდაივალა გადატანილი წამების შედეგად ქრისტიანების დევნის დროს იმპერატორ დეკიეს მმართველობის დროს), ორიგენის სიკვდილის შემდეგ მსჯავრდებული იქნა როგორც ერეტიკოსი (კერძოდ, სულის წინასწარ არსებობის იდეის გამო).
        გვინდა თქვენი ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე მომენტს. გნოსტიკურ სახარებაში, რომელთა ნაწილი, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შეიქმნა არა გვიან, არამედ კანონიკური ახალი აღთქმის ტექსტში შესულზე ადრე,  ჩვენ შევხვდებით სხვა შეხედულებას ღვთაების ველის შესახებ, ვიდრე ახლა გვაქვს: “თავდაპირველად ის იყო მრავალი ფორმის [ერთობა] ამქვეყნად, და ეს ფორმები იხსნებოდა ერთი მეორის  თანმიმდევრობით. თუ [ერთი] იყო, რატომ არსებობდა სამი ფორმის სახით? მან მითხრა: „იოანე, იოანე ... თუ იქნები სულმოკლე! მე ის ვარ, ვინც [თქვენთან] ერთად იყო მთელი ამ დროის განმავლობაში. მე ვარ [მამა, მე] დედა, მე ვარ შვილი“ /“იოანეს აპოკრიფი“/ [2, გვ. 197].
         რ. აისლერი სხვადასხვა მკვლევართა დასკვნებზე დაყრდნობით წერდა ადრექრისტიანულ პერიოდში ისეთი სექტების (მონტანისტები და მარკიონიტები) არსებობის შესახებ, „არა მარტო თაყვანს სცემდნენ ქალებს, როგორც მოციქულებს, წინასწარმეტყველებს და რწმენის დამფუძნებლებს ... მათ შეჰყავდათ ქალები თავისი სექტის ხელმძღვანელობაში“  [ 8, გვ. 170].
          როგორც ჩანს, არსებობს ურთიერთკავშირი ქრისტიანული ცხოვრების შემდგომ რაციონალიზაციას, მღვდელმსახურთა მკაფიო იერარქიის მქონე ორგანიზაციაში ეკლესიის გარდაქმნის, ქალების ხელმძღვანელობიდან გაძევების, ღვთაების ქალური ჰიპოსტასის გაუქმების და სარწმუნოებრივი მოძღვრების დოგმატიზაციას შორის. ამიერიდან, სწავლების ცოცხალი წყალი მხოლოდ იმ არხებით დაიწყებს დინებას, რომელიც მკაცრად განუსაზღვრამას ანდროკრატიულმა ეკლესიამ, ხოლო არაპროგნოზირებადი „უკანონო“  იმპულსები განიხილება, როგორც „ერესი". წყალს მის ბუნებრივ თვისებებს წაართმევენ, მის გზაზე ხელოვნურ საგუბარს შექმნიან. არავითარი არასანქცირებული ცვლილებები. სამყაროს ცვალებადობის შიში ხომ არ აზანზარებს XX რომ და აღელვებს მორწმუნე ფილოსოფოსს კარსავინს და თანამედროვე ათეისტებს, რომლებიც აღიზარდნენ ანდროკრატიული ქრისტიანული კულტურის წიაღში.
       თავის ნაშრომში „უცხონი ჩვენს შორის. შიშის იდენტიფიცირება“ მწერალი მ. გალინა განიხილავს დასავლეთის სამეცნიერო- ფანტასტიკური კინემატოგრაფის მიერ პროეცირებული სხვადასხვა სახის შიშს და მიუთითებს მაქციაობის წინაშე შიშის შესახებ, როდესაც რაღაც სრულიად განსხვავებული აღმოჩნდება, ვიდრე თავდაპირველად იყო წარმოდგენილი (შევადაროთ ორიგენის „სულს“, რომელიც ყოველთვის არ იყო და ყოველთვის არ იქნება „სული“ - ი.გ.), ასევე შიშის ისეთ სახეობას, როგორიცაა დისმორფოფობია, ანუ  „ადამიანისთვის თავდაპირველადვე დამახასიათებელი მორფოლოგიური თავისებურებების შეუქცევადი ტრანსფორმაციის, ცცლილების შიში (კურსივი ჩემია - ი.გ.), რომელიც ადამიანის წარმოსახვაში უკავშირდება სხვა, ასევე შეუქცევად და საყოველთაოდ გავრცელებულ მოვლენას - სიბერეს ან უკურნებელ სენს, ხოლო საბოლოო ეტაპზე - სიკვდილს და სხეულის ტრანსფორმაციას სიკვდილის შემდეგ“  [ 9].
        ამ საკითხე ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდეთ. არის თუ არა სიკვდილის შიში ყოველთვის და ყველა დროში ადამიანისთვის დამახასიათებელი? როგორც ჩანს, არა. მაგალითად, ინგლისელი მეცნიერი და პუბლიცისტი ბ. დევიდსონი აღნიშნავს, რომ ბევრ აფრიკულ ტომში სიკვდილის შიში არ არსებობს. კერძოდ, ის წერს, რომ „დინკა ტრადიციულად თავის ქურუმებს ცოცხლად მარხავდნენ ... როდესაც ისინი მიუახლოვდებოდნენ ბუნებრივი სიკვდილის ზღვარს. ასეთ შემთხვევებში ისინი თხრიდნენ ორმოს და იქ მოხერხებულ საწოლზე აწვენდნენ მომაკვდავ ქურუმს ...“  [ 10, გვ. 95]. შემდეგ ის იმოწმებს ლინგარდტს და აღნიშნავს, რომ ქურუმს „სიკვდილის შიში არ ჰქონდა და როდესაც მას მიწაში აწვენდნენ, ის მღეროდა. დინკადან არავინ არ მოთქვამდა და არ ტიროდა ლიდერის გარდაცვალების გამო. ისინი მხიარულობდნენ ... არავინ ამბობდა: „რა სამწუხაროა, რომ ის გარდაიცვალა“. ისინი ამბობდნენ: „ეს ძალიან კარგია“ [11, გვ. 95].
       როგორ კონტრასტს წარმოადგენს ეს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან შედარებით, რომელშიც, როგორც ცნობილი ამერიკელი ტანატოლოგი ე. კუბლერ-როსე წერს, „სიკვდილი არის ტაბუ, ამ თემის განხილვა მძჳმედ არის მიჩნეულია ჩვენ ვიყენებთ ევფემიზმებს, მიცვალებულებს ვუკეთებთ გრიმს, როგორც ცოცხლებს (ისევ გაიგივება უცნობის ცნობილთან! - ი.გ.), ჩვენ ბავშვებს ვაგზავნით, რათა დავიცვათ მღელვარებისა და შეშფოთებისგან სახლში, თუ ავამდყოფი სწორედ ის გარდაიცვალა. ჩვენ არ ვუშვებთ ბავშვებს სავადმყოფოში, რათა მათ მოინახულონ მომაკვდავი მშობლები ... ადამიანის გარდაცვალება ხდება განმარტოებით და დეპერსონალიზირებულია ...“ [ 12].
         ამასთან სიკვდილის მიმართ ზიზღი ახასიათებს არა მხოლოდ ათეისტებს, არამედ მორწმუნე ქრისტიანებსაც, რადგან თუმცა ამ რელიგიაში ქადაგებენ სიკვდილისადმი მორჩილებას, მაგრამ ის მაინც არის რაღაც შეუსაბამო, რომელიც სამყაროში შემოვიდა პირველშობილი ცოდვის შედეგად და რომელშიც კაცობრიობა თითქოსდა პირველმა ქალმა ევამ ჩაითრია. კვლავ ჩნდება ურთიერთკავშირი ქალსა და რაღაც შეუსაბამოს შორის. უფრო ზუსტად, ამ „შეუსაბამო“ მდგომარეობაში ჩათრევა თითქოსდა ქალისთვის თავდაპირველადვე დამახასიათებელი  თვისებების შედეგია.  „გველმა ევას ცდუნებით დაიწყო, - წერს ს. ბულგაკოვი. - რატომ ევადან? რა თქმა უნდა ... მისი სქესის თავისებურებებიდან,  ადამიანისთვის მისი იერარქიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. ცოლს ახასიათებს პასიური აღქმადობა, ის მგრძნობელობაა, რომელიც ბადებს, მაგრამ არ ჩასახავს ...“ [ 13, გვ. 272]. მართალი იყო ვეინინგერი: არსებობს ეს კავშირი ქალურსა და დანაშაულებრივს შორის! მაგრამ ყველა კულტურაშია ასე?
          გერმანელი მკვლევარი ხ. ჰეტნერ-აბენდროტი ახასიათებდა რა სიკვდილისადმი დამოკიდებულებას მატრიარქატულ რელიგიებში ხაზგასმით აღნიშნავდა: „სიკვდილი სამყაროს ამ სურათში არ არის რაღაც საბოლოო, არამედ მხოლოდ რაღაც სხვა მდგომარეობა, რომელიც, კოსმოსური კანონების მიხედვით, მოდის და მიდის“  [14, გვ. 20].
       ჩვენ შეიძლება შეგვეპასუხონ, რომ თანამედროვე ქრისტიანობაში არსებობს მკვდრეთით აღდგომის ცნება. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, ადამიანებს ელოდება განკითხვის დღე, რის შედეგადაც ზოგი სამუდამოდ წავა სამოთხეში - მარადიულ ცხოვრებაში, ზოგი კი ჯოჯოხეთში - მარადიულ სიკვდილში. როგორც ეს, მაგალითად, თქვა ი. ბრიანჩანინოვმა: „ვაი მე, თუ სული, როცა სხეულს განშორდება, აღმოჩნდება მარადიული სიკვდილით მოკვდინებული!.. მაშინ მკვდრეთით აღმდგარი სხეული სულთან ერთად გახდება მარადიული  სიკვდილის მსხვერპლი ...“ [ 15].
          დისერტაციაში, რომელიც ცოტა ხნის წინ ზალცბურგში დაიცვა ნ. მალახოვსკაიამ (გაძევებული იქნა საბჭოთა კავშირიდან 1980 წელს ფემინისტური სამიზდატის გამო), ის წერს იმის შესახებ, რომ მატრიარქატის დიდი ქალღმერთი წარმოადგენს სამყაროს არაიერარქიულ და არადიქოტომიურ მოდელს. მისი სამივე ჰიპოსტასი - საჰაერო (ატმოსფერული ქალღმერთი-ქალწული), მიწიერი (სიყვარულის და ნაყოფიერების ქალღმერთი) და მიწისქვეშა (სიკვდილის და სიბრძნის ქალღმერთი) - თანაბარღირებულია, განუყოფელი და არაშერწყმული. თუმცა თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი  თვისებები, მიუხედავად ამისა შეუძლებელია მათი ერთმანეთისგან საბოლოოდ გამოყოფა, და ერთის აშკარა თვისებები შეიძლება ბოლომდე არ გამოვლენილი სახით აღმოაჩნდეს ორ სხვას. როგორც ვხედავთ, სამყაროს ეს მოდელი, სადაც სიკვდილი არ არის დაპირისპირებული სიცოცხლესთან (ნაყოფიერებასთან), ფიზიკური სიყვარული (ნაყოფიერება) არ არის პოლარული ქალწულობასთან მიმართებაში, ზეციერი არ არის ოპოზიციური მიწიერის მიმართ. კერძოდ, მალახოვსკაიამ შეიმუშავა და რუსული ხალხური ზღაპრების მაგალითზე დამაჯერებლად დაასაბუთა თეზისი იმის შესახებ, რომ „სიკვდილის ქალღმერთი აღდგომის ქალღმერთიც იყო...“ . მკვდრეთით აღდგომისთვის ცოცხალი და მკვდარი წყლის საჭიროება ხსნის ცალსახად „ცუდი“ სიკვდილის და ცალსახად „კარგი“ სიცოცხლის დაპირისპირებას, ამ ორი მდგომარეობის უდრეკ მიწერილობას ორ შეუთავსებელ პოლუსზე“ [16, გვ. 118]. სხვა დანარჩენის მიუხედავად, სიკვდილი არის გამოცდა, რომელიც უნდა გაიარონ  ზღაპრის გმირებმა და შეიძინონ სიბრძნე.
      თუ დავუბრუნდებით „სათანადოსა“ და „არასათანადოს“ პრობლებას, დავინახავთ, რომ მატრიარქალურ კულტურაშიც და დღესაც, პატრიარქალურ კულტურაში, არსებობს კავშირი „ქალისა“ და „სიკვდილის“ ცნებებს შორის.
       მაგრამ სიკვდილი:
მატრიარქატში                                                 პატრიარქალურ ქრისტიანობაში
1) არ არის საბოლოო                                      1) საბოლოო (ბევრისთვის)
2) ღვთაებრივია (წარმოადგენს დიდი        2)ანტიღვთაებრივია,  წარმოადგენს 
ქალღმერთის მესამე ჰიპოსტასს)                      ღმერთისგან დაცილებას
3) არის სათანადო, ბუნებრივი მოვლენა    3) არის არასათანადო მოვლენა, რომელიც
                                                                                გაჩნდა პირველყოფილი ცოდვის  (ანუ
                                                                                ბუნების წახდენის) შედეგად 
4) გამოცდა, რომელსაც ხშირად                    4) სასჯელი (სიბრძნის შეძენის გზით)
მოჰყვება ჯილდო                                                         

       ასე რომ, მამაკაცურ ცენტრისრულ კულტურაში (როგორც ათეისტურის, ისე თანამედროვე ქრისტიანულის), სიკვდილის მიმართ დამოკიდებულება ცნობიერებისთვის არის სტრესული. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფრაგმენტარიზაცია, ოპოზიციებით აზროვნება შეიძლება ცხოვრებაში მოგვიბრუნდეს  აგრესიის სახით.
        უკვე ხსენებული რ. ისლერი აღნიშნავს: „გვიანი ხელოვნებისგან განსხვავებით, ნეოლითურში ... არ არის იარაღის სიძლიერის, სისასტიკის და უხეში ძალის შექება. აქ არც „კეთილშობილი მეომრებია“ და არც ბატალური სცენები“ [ 8, გვ. 48]. სამაგიეროდ ჩვენ აქ სხვა სიმბოლოებს ვპოულობთ გვხვდება. ეს არის „წყალი და მზე, მაგალითად, გეომეტრიული ორნამენტი ტალღოვანი ხაზის სახით, ე.წ. მეანდრი (წყლის სიმბოლო, რომელიც მიედინება) ... ეს არის გველები და პეპლები (გარდაქმნის სიმბოლო), რომელიც ისტორიულ დროსაც ჯერ კიდევ ასოცირდებოდა  ქალღმერთის გარდაქმნის ძალასთან ...“ [ 8, გვ. 49]. ჩემგან დავამატებ, რომ იუდეველებსა და ქრისტიანობაში ისინი არა მხოლოდ ერთმანეთთან ასოცირდებოდნენ, არამედ (მაგალითად, გველი) უარყოფითად იყო მარკირებული, ანუ ჩვენ საქმე გვაქვს მითების პატრიარქალურ კოდირებასთან „გადაბრუნების“ მეთოდით.
          და მაინც ჩვენი კვლევის მიზანია არა მატრიარქატული რელიგიის „უპირატესობების“ დამტკიცება პატრიარქალურზე, არამედ იმის მითითება, რა შედეგები ექნება კულტურისთვის ე.წ. ქალური თვისებების უგულებელყოფას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის გაურკვევლობის, უცნობლობის, დენადობის თვისებები, რომლებიც ახასიათებენ არა მხოლოდ „ქალს, როგორც ასეთშ“, არამედ მთელ რიგ სხვა მოვლენას.
          მაგალითად, წმ. გრიგორი ნისელი კაცობრიობის გამრავლების თანამედროვე საშუალებების დახასიათებისას აღნიშნავს, რომ ღმერთი „ბუნებისთვის ეძებს გამრავლების გზას, რომელიც შეესაბამება მათ, ვინც ცოდვა განიზრახა  ... რადგან მართლაც გახდა პირუტყვული ... ეს დენადი (italics - N. G.) გამრავლების მეთოდი“ [17]. არა, არ აძლევს ამ კულტურას მოსცენებას სამყაროს „დენადობა“!  ინგლისელი მკვლევარი რ. ტენეჰილი ხაზს უსვამს „ეკლესიის მამებისთვის დამახასიათებელ ნახევრადცნობიერ დამოკიდებულებას სექსუალური აქტის, როგორც რაღაც ამაზრზენის მიმართ. არნობიუსი მას საზიზღრობას და მდაბალს უწოდებს, მეთოდიუსი - უხამსს, იერონიმი - უწმინდურს, ტერტულიანი - სამარცხვინოს, ამბროზი - ბილწს. ფაქტობრივად არსებობდა ფარული შეთანხმება, რომ ღმერთმა უნდა გამოიგონოს გამრავლების პრობლემის უფრო მისაღები გადაწყვეტილება“ [ 18].
        და თუ მატრიარქატურ პერიოდში ეროტიკა იყო ღვთაებრიბი და ეკუთვნოდა დიდი ქალღმერთის მეორე  ჰიპოსტას, პატრიარქატული ქრისტიანული ეკლესია მას მხოლოდ ითმენს და მისთვის გამართლებას პოულობს იმაში, რომ „ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას“ [1 კორ. 7 : 9].
         ნეტარი ავგუსტინეს განცხადებით, სამოთხეში გამრავლება უნდა ხდებოდეს სხვაგვარად, ვიდრე ზნედაცემულ კაცობრიობაში: „მაშინ სასქესო ორგანოები ამოძრავდებიან ნების შესაბამისად ... და მაშინ მეუღლე მეუღლის წიაღს მიადგებოდა ყოველგვარი მგზნებარე მღელვარების  გარეშე, სულისა და სხეულის სრული სიმშვიდის შენარჩუნებით და უმანკოების სრული დაცვით“ [ 19, გვ. 252]. და თუმცა ბერდიაევი, როდესაც საუბრობდა ავგუსტინეს შეხედულებების შესახებ, აღნიშნავდა, რომ „ნეტარი ავგუსტინეს წაკითხვა შეუძლებელია მისი მეშჩანური სულისკვეთების გამო“ [ 3, გვ. 202], მიუხედავად ამისა, თავად რუს ფილოსოფოსს არ იმპონირებდა გამრავლების იდეა, როგორც ასეთი, რადგან, მისი აზრით, ის არის დაბადებისა და სიკვდილის უაზრო ცვლილება, ჭეშმარიტი უკვდავების პაროდია, ხოლო გვარის წარმომავლობის  მატარებელი, რომელიც ადამიანს ხდის „სქესობრივი კავშირის უსასრულობის ძალის“ მონად [20, გვ. 410], არის სწორედ ქალი, რადგან „მამაკაცი თავისთავად ნაკლებად სექსუალურია, ვიდრე ქალი“ [ 20, გვ. 408].
          საინტერესო ფორმით რუს, თითქოსდა სრულიად „ლიბერალურ“ ფილოსოფოსს, ჩვენ შეიძლება შევნიშნოთ სიძულვილი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის მიმართ (ბავშვის გაჩენასთან ერთად, როგორც „ცუდ უსასრულობას“, ის განიხილავდა რეინკარნაციის თეორიასაც, რომელიც მასში იწვევდა არა ნაკლებ შიშს, ვიდრე „ქალურობის“ სტიქია) და „ქალური“ თვისებების შეფასება, როგორც იერარქიულად ყველაზე დაბალი, ვიდრე „მამაკაცური“ თვისებების .
         ინგლისელი პოეტი და რომანისტი რ. გრეივსი, რომელიც იკვლევდა ბერძნული მითოლოგიის არქაული ფენებს, მივიდა დასკვნამდე, რომ „ქალღმერთის ჰიპოსტასის რიცხვი ცხრას აღწევს, როდესაც თითოეული მისი პერსონიფიკაცია - ქალწული, ნიმფა და დედაბერი - ტრიადის სახით არის წარმოდგენილი, რათა უფრო მეტად გაესვას ხაზი მის ღვთაებრიობას. მაგრამ ისინი, ვინც თაყვანს სცემდნენ ქალღმერთს, ... ერთი წუთითაც არ ივიწყებდნენ, რომ მხედველობაში უნდა ჰყავდეთ არა სამი ქალღმერთი, არამედ მხოლოდ ერთი ...“ [21, გვ. 7]. პატრიარქატულმა ქრისტიანობამ ფრაგმენტებად დაჰყო დიდი ქალღმერთის სხეული, უხეშად დაარღვია მისი ორმხრივი დინება, აქცენტი მისი თითოეული ნაწილის შეფასებაზე გააკეთა, დადებითად შეაფასა ქალწულობა, როგორც დასაშვები დედობა, ზიზღით ითმენს ეროტიკას, თუ ეს გამართლებულია ბავშვის გაჩენით („გაუმართლებელ“ ეროტიკას ამიერიდან ეწოდება სიძვა), სრულიად გაიტანა ღვთაების ფარგლებს მიღმა სიკვდილი, როგორც აბსოლუტურად „ანტიღვთაებრივი“ ფრაგმენტი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაიწყო უფრო ადრე, დიდი ხნით ადრე ქრისტიანობამდე, მაგრამ თავისი ლოგიკური დასასრული სწორედ ამ რელიგიაში მიიღო.
          ამგვარად, ადრე სამყაროს ჰარმონიული მოდელი განადგურებული აღმოჩნდა, მისი „ნაწილები“, რომლებიც ბუნებრივად მიედინებოდნენ ერთმანეთში, დაპირისპირებული, პოლარიზებულია და იმყოფებიან ერთმანეთის უარყოფის მდგომარეობაში, რაც უკიდურესად ამძაფრებს ცხოვრებას. ქვეყნიერებისა და ადამიანისთვის იმანენტური ქალღმერთის-პირველქალის სანაცვლოდ მოვიდა ტრანსცენდენტური მამა, რომელიც ამიერიდან „ზეცაში“ ცხოვრობს, ანუ, როგორც სწორად აღნიშნა მალახოვსკაიამ, ქალღმერთის პირველი (ქალწულებრივი) ჰიპოსტასის სფეროში. ხოლო ადამიანი, რომელიც ადრე იყო ღვთის ერთგული თანამუშაკი, ამიერიდან მისი მონა გახდება.
         და თუ, როგორც ს. ბულგაკოვი წერს: „ღვთაების ქალური ჰიპოსტასის თაყვანისცმებაში წარმართობას გაეხსნა წმინდა და მღელვარე საიდუმლოებები, რომლებიც, შესაძლოა, სრულად არ გამოვლენილა აქამდეც ...“ [13, გვ. 286], ახლა ძველი დროის შეურაცხყოფილი ღვთაებები შურს იძიებენ ადამიანებზე მათი უგულებელყოფისათვის. ქრისტიანობამ, რომელმაც ყველა წარმართი ღმერთი გამოაცხადა ეშმაკებად და დემონებად,შენელებული მოქმედების ნაღმი ჩაუდო საკუთარ თავსმ დათესა საკუთარი მომავალი კრიზისის მარცვალი.
         რადგან პატრიარქალურ კულტურაში მამაკაცები და ქალები აღიქმება და აღწერილია, როგორც მკაცრი ოპოზიცია, ხოლო ამ ოპოზიციის ფასადს მიღმა განთავსებულია და მასზე აგებულია სხვა ოპოზიციები (მაგალითად, „ვაჟკაცური“ კულტურა -  „ქალური“ ბუნება), ოპოზიციურობა კი უფრო მეტ აქტუალურობას აძლევს აგრესიას, ამიტომ თავად ეროტიკული აქტიც ხშირად აღწერილია მხატვრული „მაღალ“ ლიტერატურაში სამხედრო ტერმინებით ან ტერმინებით, რომლებიც აღნიშნავენ დამპყრობელის დამოკიდებულებას დაპყრობილის მიმართ. მაგალითად, არაბულ ზღაპრებში ხშირია ქალწულის შედარება ჯერ კიდევ გაუხედნავ ფაშატთან (ეს ბუნების დაპყრობის მკაფიო კონოტაციაა), ხოლო მამაკაცის პენისი გაიგივებულია მკვლელობის იარაღთან: დაჭიმულ ისართან, ზარბაზანთან, რომელსაც შეუძლია აუღებელ ციხე-სიმაგრეში კედლის განგრევა და ა.შ. სიყვარული და სიკვდილი ნამდვილი დები არიან, მაგრამ ისე არა, როგორც მატრიარქალურ რელიგიაში, სადაც ისინი ბუნებრივი, თანაბარმნიშვნელოვანი ჰიპოსტასები არიან  ერთიანი ქალღმერთის, არამედ როგორც ორი ცალკე გამოყოფილი არასათანადო („დანაშაულებრივი“), მაგრამ საერთო რეპრესიული ფუნქციით დაკავშირებული ფრაგმენტი. დიდი ქალღმერთის სხეული დანაწევრებულია, ადამიანის სხეული პოლიტიზირებული. ამიტომ თანამედროვე ფემინიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორც ამას ზუსტ ფორმულირებას აძლევს თ. კლიმენკოვა,  „სექსუალობის დახსნა მიკროპროტოლიტიკის გავლენისგან“  [22].
        განსაკუთრებულ განხილვას მოითხოვენ „ქალთა“ რიგის სხვა სიმბოლოები - სიცარიელე, უფორმობა, პასიურობა, ემოციურობა, - რომელთა მნიშვნელობა სამყაროს შემეცნებისთვის პატრიარქალურ კულტურაში ნამდვილად არ არის სათანადოდ შეფასებული.
         თანამედროვე სამყარო განიცდის უამრავ  კრიზისს: ეკოლოგიურს, ეკონომიკურს, სოციალურს და პოლიტიკურს. ყველა ეს კრიზისი გლობალური კრიზისის მხოლოდ პროექციაა, კერძოდ, ცნობიერების კრიზისი. და, ალბათ, დღეს ქალისა და „ქალურობის“ მიმართ მზარდი ინტერესი იმაზე მიუთითებს, რომ მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ სოციოკულტურული ჩიხიდან გამოსვლაში.

ლიტერატურა
1. ო. ვეინინგერი. სქესი და ხასიათი. მოსკოვი, 1991. გვ. 188, 189.
2. ძველი ქრისტიანების აპოკრიფები. მოსკოვი, 1989.
3. ნ.ა. ბერდიაევი. ადამიანის დანიშნულების შესახებ. მოსკოვი, 1993.
4. ო.მ. მასლოვა. ფემინიზმის პრობლემების აღქმა აკადემიურ წრეებში // კონფერენციის „რუსეთში გენდერული პრობლემების კვლევა: ურთიერთქმედების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები“ მასალები, მოსკოვი, 1996, გვ. 38.
5. ტ.ა. კლიმენკოვა. „ქალთა პრობლემებიდან“ გენდერულ მიდგომებზე გადასვლა. სამეცნიერო საზოგადოების შექმნა // კონფერენციის „რუსეთში გენდერული პრობლემების კვლევა: ურთიერთქმედების პრობლემები და განვითარების პერსპექტივები“ მასალები, მოსკოვი, 1996, გვ. 19.
6. ლ. კარსავინი. რელიგიურ-ფილოსოფიური თხზულებები. მოსკოვი, , 1992. გვ. 253.
7. ორიგენი. საწყისების შესახებ, სამარა , 1993. გვ.134.
8. რ. აისლერი. ფიალა და ხმლის პირი. მოსკოვი, 1993.
9. მ. გალინა. უცხონი ჩვენს შორის. შიშის იდენტიფიკაცია//საზოგადოებრივი მეცნიერებები და თანამედროვეობა. 1997. №1.
10. ბ. დევიდსონი. აფრიკელები. კულტურის ისტორიის შესავალი. მოსკოვი, 1975.
11. Lienhardt G. Divinity and Experience: The Religion of the Dinka. Oxford, 1961. P.298. ციტირებულია: ბ. დევიდსონი. აფრიკელები. კულტურის ისტორიის შესავალი. მოსკოვი, 1975.
12. ე. როს-კიუბლერი. გაზაფხულზე ის დაბრუნდება // სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. მოსკოვი, 1990. გვ. 61,62.
13. ს.ნ. ბულგაკოვი. არასაღამოს ნათელი. მოსკოვი, 1994.
14. Gottner—Abendroth H. Die Gottin und ihr Heros. Munchen, 1984. ციტირებულია: ნ. მიხაილოვსკაია. ბაბა-იაგას მემკვიდრეობა.  რელიგიური შეხედულებები, რომლებიც აისახა ჯადოსნურ ზღაპარში, მათი კვალი 19-20 სს. რუსულ ლიტერატურაში: ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის დისერტაცია, ზალცბურგი, 1995, გვ. 55.
15. ი. ბრიანჩანინოვი, წმინდანი. ძღვენი თანამედროვე ბერმონაზვნობისთვის. წმინდა სერგის სამების ლავრა. 1991, გვ. 458.
16. ნ. მიხაილოვსკაია. ბაბა-იაგას მემკვიდრეობა.  რელიგიური შეხედულებები, რომლებიც აისახა ჯადოსნურ ზღაპარში, მათი კვალი 19-20 სს. რუსულ ლიტერატურაში: ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის დისერტაცია, ზალცბურგი, 1995. (ციტირებულია ავტორის ნებართვით მანქანაზე დაბეჭდილი ტექსტიდან).
17. წმინდა გრიგოლ ნისელის ქმნილებები. ნაწილი 1. „სამყაროს შექმნის ექვსი დღის შესახებ“. ციტირებულია ს. ბულგაკოვის მიხედვით: არასაღამოს ნათელი. მოსკოვი, 1994, გვ. 252.
18. რ. ტენეჰილი. სექსი ისტორიაში. მოსკოვი, 1995, გვ. 130.
19. ნეტარი ავგუსტინის ქმნილებები. ციტირებულია ს. ბულგაკოვის მიხედვით: არასაღამოს ნათელი. მოსკოვი, 1994, გვ. 202.
20. ნ.ა. ბერდიაევი. თავისუფლების ფილოსოფია. შემოქმედების არსი. მოსკოვი, 1989.
21. რ. გრეივსი. ძველი საბერძნეთის მითები. მოსკოვი, 1992. გვ. 7.
22. ტ. კლიმენკოვა. ფემინიზმი, როგორც კულტურული პოზიცია // გარდაქმნა. 1993. №1. გვ. 9.




====




http://krasvremya.ru/lyudmila-fionova-agoniya-civilizacii-chast-2/

https://ss69100.livejournal.com/3053314.html


http://xn----7sbqratbcl6adee.xn--p1ai/%D0%BC%D0%B8%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%BE%D0%B7%D0%B7%D1%80%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5/%D1%80%D0%B5%D0%BB%D0%B8%D0%B3%D0%B8%D0%B8/6679-%D0%B0%D0%B3%D0%BE%D0%BD%D0%B8%D1%8F-%D1%86%D0%B8%D0%B2%D0%B8%D0%BB%D0%B8%D0%B7%D0%B0%D1%86%D0%B8%D0%B8-%D0%B2-%D1%80%D0%B5%D0%BB%D0%B8%D0%B3%D0%B8%D1%8F%D1%85-%D0%BD%D0%B5%D1%82-%D0%BF%D0%BE%D0%BD%D1%8F%D1%82%D0%B8%D1%8F-%D0%BF%D1%80%D0%B8%D1%80%D0%BE%D0%B4%D0%B0-%D1%84%D0%B8%D0%BE%D0%BD%D0%BE%D0%B2%D0%B0-%D0%BB%D1%8E%D0%B4%D0%BC%D0%B8%D0%BB%D0%B0.html






http://psyandneuro.ru/novosti/the-dissociative-post-traumatic-stress-disorder/















https://www.kirkusreviews.com/book-reviews/timothy-p-carney/alienated-america/
Note, Why noosophere cannot become fully conscious, is because in this case it will become definitive, emotionless, stagnated, because feelings are born into unconscious, in the state of nescience, which is necessary unawareness, space .

Thats why I say, "what you dont know, is mine"
Means my place in you is in your unconscious, natural unawareness.",
In order to feel, u must unlearn, unfuck,
And then go inward.
==========||||
""""Religion and all belief systems do this. Words and labels and types of titles or entitlement is what I stay away from, because they support division or divide and conquer mentality that entitle people with rewards or perks based upon what club or CULT that advocate the CULTure and they use reLIEgion and beLIEf systems to make sure to bond individuals to a #SlaveMANUEL holy Helios biblios book of enslavement - that indoctrinated, grooms, brainwashed and socially engineers these mass groups into churches with belief dogmatic bias which the Sunday schooling peer pressures the child into rewarding a kid for being more close minded and less of a thinker"

The Divisions starts at politics (Which is Propaganda), then reLIEgion (Legions of liars) . Are what allow this deception to thrive. It goes so much deeper than just mere ignorance, it is NESCIENCE, which leaves the Nescience being away from the absolute true truth and in a delusional fake reality, which the truth has been completely hidden from them; this is why I clap it NESCIENCE, because it is hidden. Ignorance at least you have a chance to stop IGNORE ance.
... all religious belief systems, politics, and sexual orientation; as all these things are nothing more than MAN MADE - MANipulations that must have a building, church, organization, wall, institutions, organization, or some other construct which has geometric structures or patterns, to describe itself is symbolism that over 90% don’t understand and can’t read. They communicate in SYMBOLS AND WORD ETYMOLOGY THAT THE SLAVES DO NOT INNERSTAND.

=======
Nescience comes from the Latin Verb “nescire”. “Scire” is an ancestor of “science”. Together, it essentially means “no science”. There is a connotation to this word. It means to not understand because the specific information you desire to understand is completely absent. You can’t fit the pieces of grammar together to make the sentence. This should be delineated from the word “ignorance”. You can’t be blamed for nescience.
——
“Ignorance” carries blame and responsibility. Ignorance comes from the latin verb “ignorare”, which means to not know. Just like “nescience”. However, the connotation is different. It means to not know EVEN THOUGH necessary information is available and in front of you, you’ve wilfully disregarded information.

I am UNeducating people, to reEducate them, so they experience real education. 
~E.G.Plott~

If THERE BE ONE THING YOU REMEMBER ME FOR, remember I tried to tell you that TECHNOLOGY HAS NOT KEPT UP WITH ETHICS OR ETHICS HASNT KEPT UP WITH TECHNOLOGY. Sad true truth. * 
~E.G.Plott~
Space is not our salvation, it will be our end, just as we saw in Man of Steel by Zack Snyder. 

The SOLUTION is to come back to the truth of ecology and biology and realize that we are supposed to be a vital function of the ecosystem just as every other species has its ecological role to play in the symbiosis of the whole. We need to relearn NATURAL LAW, also known as COMMON LAW/ UNIVERSAL LAW, THE LAW OF ONE, which is quite simply “do no harm to any other sentient being or their property” bascially “no harm, no foul”, or “no injured party, no crime” and only AFTER a crime occurs, NOT “PRECRIME/ preemptive profiling.
That disconnection from self induces fear and desire to hold on external bondage.
Narcissistic and psychopathic minds can be easily possessed by dark forces, and hence why they are intentionally manufactured in the people on the earth.

==
What is a spiritual warrior?
.
.
We are all disconnected from the source. 
.
.
Life is brief, and we don't have time to waste.
.
.
A spiritual warrior is someone who is dedicated to creating reconnections between soul and source.
.
.
That could mean helping someone, smiling at a stranger, tipping generously, or listening compassionately.
.
.
That could mean creating art, cleaning the house, self care, or meditation.
.
.
There are endless ways to the source, and a spiritual warrior travels them all until the end.
.=========




Egoism is unnatural , Egoism is social construct , artificially engineered. False perfectionism based on fear.
Happiness is based on altruism. honesty .
Narcissistic personality disorder is the result of spiritual abuse/ trauma , which is worse then other abuse
it is the denial of true self
It is cut from the direct source/cosmos, there fore lost free will
Nature is feminine, unconscious /
control is masculine.
To free unconscious from control it needs to be unfucked/ delete program code, connect fragmented split parts.
Truth is beyond gender, it is not masculine.
This is main mistake.
Now Masculine is mostly distorted view which damages feminine not understaning it, disregarding feminine aspect, freedom and life itself.
Natural Spiritual soul lack is the root of all problems, not material lack.
True spritiuality does not come from religion not external. Its synchronicity with universe
=====
"Compassion hurts. When you feel connected to everything, you also feel responsible for everything. And you cannot turn away. Your destiny is bound with the destinies of others. You must either learn to carry the Universe or be crushed by it. You must grow strong enough to love the world, yet empty enough to sit down at the same table with its worst horrors." - Andrew Boyd

====
Nature is embodied Wisdom (compassion)" D.H.
That disconnection from self induces fear and desire to hold on external bondage.
===============

Не беги от своих чувств, какими бы они не были! Не торопись променять их на #безмятежность. Эти #чувства-ты сам, и чем быстрее бежишь, тем больше себя грабишь, опустошаешь, обесцениваешь!
Не убивай себя! Учись! Учись жить с самим собой, с таким, какой ты есть! Делай себя, таким каким хочешь стать! Но перед тем, как менять- узнай себя, прими себя, познай себя, открой, как главное сокровище своей жизни!
Я призываю: не беги от себя!




მე თვალში მომხვდა ქართველების ბუნებასთან სიახლოვე, ბუნებრიობა, ადამიანური შემოქმედებითი საწყისის შენარჩუნება. ქართველების ცხოვრებას აქვს მკვეთრი ინდივიდუალურობა, განუმეორებლობა, უნიკალურობა. მას ჯერჯერობით ნაკლებად, ვიდრე ევროპელი ერების ცხოვრებას, ემუქრება უნიფიკაციის, სტანდარტიზაციის და ნიველირების მსახვრალი ხელი, რაც თან მოაქვს, სამწუხაროდ, ტექნიკურ-ცივილიზატორული საზოგადოების განვითარებას. ქართველების სიცოცხლე და ცხოვრება ნაკლებადაა 'დაპროგრამირებული'. ეს ბედნიერებაა" ჰაინრიხ ბიოლი - 1972 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი
'არაკიბერნეტიკული საქართველო'



http://golos.ruspole.info/node/4077

Каждое положение в критике Толстого
 есть пощечина буржуазному либерализму;
 - потому, что одна уже безбоязненная,
 открытая, беспощадно-резкая постановка
 Толстым самых больных, самых проклятых
 вопросов нашего бремени бьет в
 лицо шаблонным фразам, избитым вывертам,
 уклончивой, "цивилизованной" лжи
 нашей либеральной (и либерально-народнической)
 публицистики.




He who begins by loving Christianity better than Truth  will proceed by loving his own Sect or Church better  than Christianity, and end in loving himself better than all.
Coleridge
 
When you love someone your love becomes truth . Love leads to truth, honesty, truth honesty leads to love..
There is no left and right truth , human needs left and right side of his body both together! Human nature is dual , and both parts are necessary, - left hemisphere responsible for logic intellect control masculine aspect -== right hemisphere responsible for feelings, intuition , love, art - feminine aspect . There is party of truth and lie , Eros ( Love altruism, life, nature )_and Thanatos .( fear. destruction , control  egoism) . What leads you?













Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised