четверг, 7 февраля 2019 г.

რა არის ფილმის „დედა!“ მნიშვნელობა ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით, რომელიც ყველამ ნახა, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგო

რა არის ფილმის „დედა!“ მნიშვნელობა ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით, რომელიც ყველამ ნახა, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგო

14 სექტემბერს რუსეთის კინოთეატრებში გამოვიდა საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი ფილმი „დედა!“ ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით. ფილმის ტრეილერი დამაინტრიგებელი იყო, ამიტომ ბევრი ადამიანი წავიდა ფილმის საყურებლად, რომელიც მრავალ ჟანრს აერთიანებდა, მათ შორის საშინელებათა ჟანრს, თრილერს, დრამას, დეტექტივს და ა.შ. მაგრამ ფილმის დამთავრების შემდეგ ბევრი მაყურებელი კინოთეატრიდან გაოგნებული გამოვიდა, რადგან საერთოდ ვერაფერი ვერ გაიგო. მაყურებელი საძიებო სისტემებში ცდილობდა მოეძებნა ფილმის „დედა!“ აზრი ან თუნდაც მისი დასასრულის. თუმცა ყველაფერი, რის მოძებნაც მათ შეძლეს, ეს იყო  ფილმის რეჟისორის დარენ არონოფსკის სიტყვები, რომელიც ცნობილია ფილმებით „შავი გედი“ და "ოცნების რეკვიემი“. მან განაცხადა, რომ ფილმი თავიდან ბოლომდე მეტაფორაა, და ყველამ თვითონ უნდა მოძებნოს მასში აზრი. ფილმში მონაწილე მსახიობები, მათ შორის ჯენიფერ ლოურენსიც, მრავალმნიშვნელოვან დუმილს ამჯობინებდნენ და, დაახლოებით, ისევე პასუხობდნენ, როგორც რეჟისორი. მაშ რაშია ფილმის აზრი? ამის შესახებ უმკრა მოგვიყვება.
დასაწყისში დარენ არონოფსკის ფილმი ჩვეულებრივი თრილერის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელშიც ნაჩვენებია სახლი მოჩვენებებით. ფილმის მთავარი გმირები დედა (ჯენიფერ ლოურენსი) და ის (ხავიერ ბარდემი) სიამოვნებას იღებენ დიდ სახლში მშვიდი ცხოვრებით. დედა ცდილობს სახლი შეინარჩუნოს სუფთად და წესრიგში, ხოლო ის ახალი შედევრის შექმნას ცდილობს.
შემდეგ მათთან მოულოდნელად ორი სტუმარი გამოცხადდება: ვინმე მამაკაცი (ედ ჰარისი) და მისი მეუღლე (მიშელ პფაიფერი). შემდეგ მათ სტუმრობენ მათი ვაჟიშვილები (დომალ გლისონი და ბრაიან გლისონი). შემდეგ სახლში ბევრი სტუმარი მივა, რომლებიც ანაგვიანებენ სახლს და ყველაფერს ამტვრევენ აქ დედის თხოვნის მიუხედავად მოიქცნენ ღირსეულად. მოულოდნელად წვეულება კოშმარად იქცევა.
ფილმის მეორე ნახევარში სტუმართა ვაკხანალია გრძელდება, მაგრამ აქ დედა უკვე ფეხმძიმედ არის. ორსულობის შედეგად იბადება ბავშვი, რომელსაც ბრბო იმსხვერპლებს.
ბოლოს განრისხებული დედა ცეცხლს წაუკიდებს სახლს. ცოცხალი მხოლოდ მისი ქმარი გადარჩება. ქმარი მის გულს კრისტალად გადააქცევს, რომლითაც აღადგენს სახლს წინანდელ, თავდაპირველ მდგომარეობაში. ამის შემდეგ, სახლში გამოჩნდება ახალი მეუღლე, რომელიც მოასწავებს  მორიგ ციკლს, რომელიც სავარაუდოდ ისევე უნდა დასრულდეს.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ახსნა იმისა, რაც ხდება შემდეგია: „დედა!“ ბიბლიის თავისებური გადმოცემაა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს შეუძლია ამ ფილმის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაცია, ფაქტი ისაა, რომ ეს არის ბიბლიის ახლებური გადმოცემა (როგორც ახალი, ასევე ძველი აღთქმის). ხავიერ ბარდემის პერსონაჟი ტიტრებში მოხსენიებულია, როგორც „ის“. ის  ღმერთია, ხოლო ლოურენსი - დედა-მიწა.
პარალელები საკმაოდ აშკარაა, რომ შეიძლებოდეს მათი იგნორირება. პირველი სტუმრები განასახიერებენ ადამსა და ევას; ძმების დავა - კაენისა და აბელის ამბავს; სამზარეულოში დატრიალებული უბედურება ბიბლიურ წყალდიდობაზე მიანიშნებს; დედის შვილის შეჭმა ზედმიწევნით ასახავს ზიარებას; და ა. შ.
მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში აღწერილია მხოლოდ ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობები, ფილმში „დედა!“ ასევე ფიგურირებს დედამიწა, რომლის თვალთახედვითაც მთელი მოქმედება მიმდინარეობს. ფილმში წითელ ზოლად გადის იდეა, რომ დედამიწას არც ერთ ჩვენგანისთვის არ მიუმართავს თხოვნით, რადგან წარმოშობის მომენტიდან კაცობრიობა მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ დედამიწას სისხლს წოვს და გზადაგზა ანადგურებს მას.
ახსნა მეორე: „დედა!“ — ფილმი-გაფრთხილებაა, რომელიც მიეძღვნა გარემოს.
მიუხედავად იმისა, რომ „ბიბლიური თეორია“ ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება, მასში სხვებისთვისაც არის ადგილი. ერთ-ერთი მათგანია შეტყობინება კლიმატის ცვლილების შესახებ. ჩვენ, ადამიანები, მივდივართ დედა-მიწის სახლში და ვანადგურებთ მას.
დედასთან მისული სტუმრები ცხვირს ჰყოფენ იქ, სადაც მათ არ ეუბნებიან და დასციან დედის თხოვნას და გაფრთხილებას. მათ არეულობა შეაქვთ სახლში და თავს არ იწუხებენ დალაგებით და ყველაფრის წესრიგში მოყვანით. როდესაც ცდილობენ დახმარებას, პირიქით, უფრო უარესი გამოსდით  (როგორც სტუმრების შემთხვევაში, რომლებმაც სახლის შეღებვა დაიწყეს). მათ გააფუჭეს კედლები მხოლოდ იმიტომ, რომ ეჩვენებინათ, რომ „ჩვენ აქ ვიყავით“, და მიაქვთ ყველაფერი, რაღაც გაუმაძღარი სიხარბის გამო.
სახლი ივსება ხალხით მანამ, სანამ უკან დასახევი გზა აღარ რჩება. და მაშინ დედა უბრალოდ ყველას გარეკავს, სახლს კი ანადგურებს. 
ახსნა მესამე: „დედა!“ - ეს არის ამბავი ცნობილ ადამიანთა ცხოვრების ბნელი მხარეების შესახებ.
ფილმის მონაწილეებიდან მხოლოდ დედას სურს, რომ სტუმრები წავიდნენ. პოეტს მოსწონს, როდესაც მის გარშემო თაყვანისმცემლები არიან, მათი ყოფნა მას ამხნევებს და შთაგონებას ჰმატებს. „სასიამოვნოა ურთიერთობა მათთან, ვისაც ესმის ჩემი საქმე“, - უყვება ის ცოლს. ის აღფრთოვანებულია თავისი თავით, მიესალმება ფანატებს და შემდეგ ჟურნალისტებს.
მაგრამ ყველა ამ ადამიანს სურს რაღაც სანაცვლოდ, ისინი მოითხოვენ ყურადღებას, დროს, ნივთებს. ისინი მასიურად იჭრებიან სახლში, ყველაფერს ფოტოაპარატზე აფიქსირებენ და მის გარშემო იყრიან თავს. ისინი ამბობენ, რომ უყვართ თავისი კერპი, მაგრამ არ შეუძლიათ, რომ არ ჩაერიონ სოლ-ქმრის პირად ცხოვრებაში,  ანადგურებენ სახლს და საბოლოოდ კლავენ და ჭამენ მათ შვილს.
მსგავსი შეხედულება ფილმზე იძლევა სხვაგვარად ხედვის საშუალებას იმ ინტერესის მიმართ, რომელსაც ავლენენ ფანატიკოსები ცნობილი ადამიანების ცხოვრების მიმართ და რომლებიც თავისი კერპებისგან სულ უფრო მეტს მოითხოვენ.
ახსნა მეოთხე: “დედა!“ — ეს არის შექმნის და მოხმარების ალეგორია.
შეიძლება მათ წყვილში მხატვარი არის „ის“, მაგრამ დედაც ქმნის. ის პასუხისმგებელია სახლზე, მის მოვლა-პატრონობაზე. ბოლოს და ბოლოს, ისინი ერთად ქმნიან - ბავშვს.
მაგრამ, როდესაც თავისი ქმნილება სამყაროს შესთავაზეს, სრულიად დაკარგეს კონტროლი სიტუაციაზე. ბრბოს უყვარს პოეტის სიტყვები, მაგრამ მისი სიტყვები მათ სიშმაგისგენ შთააგონებენ.  დედა უფლებას აძლევს სტუმრებს მის სახლში შესვლაზე, რომელსაც მათ დამატებით რაღაც შესძინეს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი იწვევს იმის განადგურებას, რასაც დედა ასე საგულდაგულოდ ქმნიდა.
შედეგადმ როდესაც დედას მხოლოდ შვილი რჩება, მას არ უნდა მისი სამყაროში გაშვება. მაგრამ მის ქმარს მაინც გაჰყავს ვაჟიშვილი სამყაროში, და შედეგად მართლდება ყველაზე საშინელი მოლოდინი. ბავშვი ხარბი ბრბოს მიერ იქნა გაგლეჯილი.  
მნიშვნელობა ძალიან მარტივია - აუდიტორიას რაც არ უნდა მისცე, ყველაფერს კრიტიკოსები გაანადგურებენ, როგორც სინამდვილეში მოხდა ფილმში „დედა!“.
ახსნა მეხუთე: „დედა!“ არანოფსკის ახალი ფილმია, რომელშიც მან აჩვენა განსსხვავებული შეხედულება შეპყრობილობაზე. 
 რეჟისორ არანოფსკის თითქმის ყველა ფილმში არის შეპყრობილი პერსონაჟი, რომელიც მზად არის ყველაფერი შესწიროს, ოღონდ მიიღოს ის, რაც სურს: ნარკოტიკები, სახელი, მხატვრული სრულყოფა და ა.შ.
„დედის!“ მთავარი გმირი - დედა - ძალიან პასიური პერსონაჟია. ყველაფერი, რაც მას სურს, თავი დაანებონ და მარტოდ დატოვონ მის ქმართან, რომელიც, თავის მხრივ, შეპყრობილია საყოველთაო ყურადღებით. გარკვეულწილად, დედაც შეპყრობილია სახლით, ქმრით, შვილით.
როგორც ჩანს, რეჟისორს სურდა შეექმნა ისეთი რამ, რაც მისცემდა საშუალებას სხვა მხრიდან შეეხედა მის შემოქმედებაზე.
ამ თეორიაში განსაკუთრებულია ის, რომ მას შეუძლია ამ სიიდან სხვებსაც შეეგუოს.
და ბოლოს: "დედა!" - ეს არის პროტესტი სტუმრების წინააღმდეგ.
აღნიშნული ფილმი შესანიშნავი სანახაობაა, რომელიც ყოველმხრივ ცდილობს გაანადგუროს სახლში საღამოს წვეულებების მოწყობის სურვილი. ალბათ, „დედა!“ არონოფსკის პასიურ-აგრესიული გზაა მიახვედროს მისი სტუმრები, თუ როგორ აღიქვამს მათ ვიზიტებს და დაარწმუნოს ისინი აღარ გააკეთოს ეს.
არა? იქნებ რა ხდება? ☺
რა თქმა უნდა, არცერთი მომდევნო თეორია ვერ შეედრება ბიბლიას, რომელიც ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება და რომლის გავლენა ფილმის ყველა სცენაში იგრძნობა.






 

1 комментарий:

  1. გამარჯობა! არის კიდევ ერთი თალსაზრისი. სახლი როგორც ამ ქალის ფსიქიკა. სარდაფი არაცნობიერი, სადაც განდევნილია იდეა მისი ფუნქციის შესახებ, ის რომ ბავშვი უნდა ეყოლოს. 1 სართული - ცნობიერება და ზედა სართული ის სადაც შენახულია ალმასი ანუ თვითება (სელფი) ხოლო ეს ხალხი რომ შემოდის გაღებული კარ-ფანჯრიდან ნევროზი

    ОтветитьУдалить

Will be revised