понедельник, 16 марта 2020 г.

ვერაგი ნოოვირუსები

ვერაგი ნოოვირუსები
ე.წ. ნეიროლინგვისტური პროგრამირების შესახებ ბევრს სმენია. ეს ფსიქოლოგიური სისტემა მასმედიაში ხშირად არის ნახსენები, მე კი მისი გაცნობა მომიხდა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ნეიროლინგვისტური პროგრამირება ინტელექტის მოქმედების კორექციის ხერხების და მეთოდების ნაკრებია. „ენელპისტები“ ირწმუნებიან (და არც თუ უსაფუძვლოდ), რომ სპეციალური აზრობრივი კონსტრუქციების და რიტუალური მოქმედებების დახმარებით შეიძლება ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზემოქმედება. ტიპიური მაგალითი: ადამიანს არ შეუძლია მოიშოროს აკვიატებული, წრიულად მოქმედი აზრები, რომელიც გამოწვეულია ტრავმირებად, შეურაცხმყოფელ ვითარებაზე ფიქრით. ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი მას ურჩევს თავი კინოთეატრში წარმოიდგინოს და მოახდინოს არასასიამოვნო მოგონებების წარმოსახვით კონოეკრანზე პროეცირება, შემდეგ წარმოიდგინოს, რომ ეკრანს „მოშორდა“ რაც შეიძლება შორს, რათა  შემცირდეს მისი ზომა. და ბოლოს, „გამოსახულება გახადოს“ შავ-თეთრი, ხოლო სიტუაცია „სწრაფად დაატრიალოს“, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვები გახმოვანდეს მულტფილმის პერსონაჟის ხმით. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ასეთი მარტივი პროცედურის შემდეგ აკვიატებული მოგონებები ქრება.
ასე რომ, ყველაფერი მარტივია: ადამიანი ახორციელებს გარკვეულ გარე თუ შინაგან მოქმედებებს, და ამ ოპერაციის შედეგად უსიამოვნო აზრების წრე იშლება და პრობლემაც ქრება. მაგრამ სრულიად ცხადია, რომ მიზეზ-შედეგის თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს. თუ თქვენ შეუმჩნევლად „შეიყვანთ“ ადამიანს სხვა ნეიროლინგვისტურ პროგრამაში (სახეების ან თავსმოხვეული მოქმედებების სახით) - ფსიქიკური აშლილობა შეიძლება გამოვლინდეს იქ, სადაც ის არ იყო! (სინამდვილეში, ამაზეა მიმართული სიტყვიერი პრაქტიკა, როგორც აღმზრდელობითი სასჯელი, გინებით ან შეურაცხმყოფელი ქმედებებით შეურაცხყოფა, საკულტო წყევლა ან, ვთქვათ, ის, რასაც ხალხში „ავ თვალს“ უწოდებენ). ამრიგად, ადგილი აქვს ეფექტს, რომელსაც მართებულად შეიძლება ეწოდოს ნეიროლინგვისტური დეპროგრამირება.
ალბათ, შეიძლება საუბარი ნეიროლინგვისტური დეპროგრამირების შესახებ მავნე მიზნებისთვის. ალბათ, ამგვარი მეთოდიკა მუშავდება ზოგიერთ დახურულ ლაბორატორიაში და პრაქტიკაში გამოიყენება. მათ, მაგალითად, შეიძლება მიეკუთვნებოდეს ყველა ის ყვირილი და ხტუნვა, რომელსაც სხვადასხვა „მაიდანზე“ ვხედავდით. მაგრამ ასევე შეიძლება იმის მტკიცება, რომ ნეიროლინგვისტური დეპროგრამირების ეფექტი არსებობს სტიქიურად და თავისთავად წარმოიქმნება იმ პირობებში, როდესაც თანამედროვე ადამიანი ჩაფლობილია ინფორმაციულ ზემოქმედებათა ინტენსიურ სივრცეში, რომელიც მიემართება მხედველობით, სმენით და აღქმის სხვა არხებით. ნეიროლინგვისტური დეპროგრამირების ეფექტი ხშირად გამოწვეულია სატელევიზიო გადაცემებით, სპეციფიკური მუსიკის მოსმენით, თეატრალური წარმოდგენების, სარეკლამო სურათების ნახვით, ერთობლივ რიტუალებში მონაწილეობით და ა.შ.
თანამედროვე პირობებში ნეიროლინგვისტური დეპროგრამირების ეფექტი თითქოს უფრო მეტად უნდა გამომჟღავნდეს. და ეს, მართლაც, ასეა: დღეს ექიმები კონსტატირებენ აფაზიური აშლილობების აუხსნელად ფართო გავრცელებას. აფაზია არის მეხსიერებასთან (ამნეზია), კითხვასა და წერასთან (დისლექსია და აგრაფია), სახეების და მხატვრული კომპოზიციების მნიშვნელობის გაგებასთან (აგნოსაია) დაკავშირებული ძირითადი ფსიქიკური ფუნქციების მუშაობის დარღვევა. შეიძლება საკმარისი იყოს დარწმუნებით მტკიცება იმისა, რომ სატელეკომუნიკაციო სივრცეში ცირკულირებენ გარკვეული ინფორმაციულ-აზრობრივი ბლოკები, რომლებსაც შეიძლება ეწოდოს „ნოოვირუსები“ (კომპიუტერული ვირუსების ანალოგიით, რომლებიც არღვევენ „ელექტრონული ტვინის“ მუშაობას). ისინი აღწევენ ბავშვის ან მოზრდილი ადამიანის ტვინში და, თუ მისი „ანტივირუსული“ დაცვა არ მუშაობს, დესტრუქციის შედეგია ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც არ ახლავს ტვინის ორგანული დაზიანება.

                                                        რა არის აფაზია?
აფაზია არის თავის ტვინის დაზიანების შედეგად ზეპირი მეტყველების ურთიერთობის უნარის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა. აფაზიას ხშირად შეესაბამება აგრაფია (წერის ავადმყოფური უუნარობა) და ალექსია (კითხვის ავადმყოფური უუნარობა).
მოტორული აფაზია არის ზეპირი ფორმით აზრების გამოხატვის უნარის დაკარგვა. ეს დაკავშირებულია მოტორული ზონის დაზიანებასთან, რომელიც მდებარეობს თავის ტვინის წინა ცენტრალურ ხვეულში.
სენსორული აფაზია (ვერნიკეს აფაზია) - ზეპირი მეტყველების გაგების უნარის დაკარგვა. ეს დაკავშირებულია ტვინის პოსტცენტრალურ ხვეულში მდებარე სენსორული ზონის დაზიანებასთან.
 დინამიური აფაზია არის გამართული მეტყველების უნარის დაკარგვა. უკავშირდება მარცხენა ნახევარსფეროს შუბლის წილის დაზიანებას.
სემანტიკური აფაზია - საგნებისთვის სწორი სიტყვების მოძებნის უნარის დაკარგვა, რთული გამონათქვამების გაკეთების შეუძლებლობა. ეს უკავშირდება თავის ტვინის თხემ-საფეთქლის წილების დაზიანებას.
ჩვენ უნდა გამოვდიოდეთ (თუმცა, ძალიან პირობითად) კომპიუტერების ხელოვნური „ინტელექტის“ და ბუნებრივი ინტელექტის - ადამიანის გონების, შედარებიდან. როგორც ცნობილია, ასეთი ანალოგიები გაჩნდა ელექტრონულ-გამოთვლითი მანქანების შექმნასთან ერთად, მან წარმოშვა მრავალი ფილოსოფიური დასკვნა და ფსევდოფილოსოფიური სპეკულაცია. შეეძლო თუ არა მას ხელიშეწყობა ინტელექტის არსის გააზრებაში, ცალკე საკითხია, ჩვენ მას არ შევეხებით. მიუხედავად ამისა, კომპიუტერის მუშაობის შედარება ტვინის ფუნქციონირებასთან გამართლებულია, განსაკუთრებით იმ სფეროში, სადაც განიხილავენ ფსიქიკურ ფუნქციებს, რომლებიც გონებრივ საქმიანობაში დამხმარე როლს ასრულებენ. აქ ანალოგია პრაქტიკულად გაიგივებაში გადადის - როდესაც საგანმანათლებლო პროცესში გონებაში ანგარიშს ჩაანაცვლებს ოპერაციები კალკულატორზე, ხოლო აუდიტორიის გასართობად ტარდება შოუ-კონკურსები, სადაც მოწინავე პროფესიონალი-მრიცხველები ეჯიბრებიან  კომპიუტერებს.
სწორედ დამხმარე ფსიქიკური ფუნქციები ტრადიციულად უკავშირდებოდა მატერიალური სუბსტრატის - თავის ტვინის - მუშაობას. ეს კავშირი პირველად 1861 წლის აპრილში დადასტურდა, როდესაც პაულ ბროკმა პარიზის ანთროპოლოგიური საზოგადოების სხდომაზე მოახდინა მეტყველებითი აფაზიით დაავადებული პაციენტის თავის ტვინის დემონსტრირება, მარცხენა ნახევარსფეროს კონვექსიკალურ ზედაპირზე ფართო დარბილებით, რომელმაც მოიცვა შუბლის მესამე ხვეულის მონაკვეთი. შემდგომში კლინიკურმა ნეიროფსიქოლოგიამ მიაწოდა ფართო მასალა, რომელმაც წარმოაჩინა  დამხმარე ფსიქიკური ფუნქციების მონაცემთა კავშირი თავის ტვინის ქერქის მუშაობასთან.
მაგრამ ელექტრონულ-გამოთვლით მანქანების შექმნასთან ერთად, ამ კავშირის ანალიზისადმი უხეში მატერიალისტური მიდგომა შეცვალა საინფორმაციო-კიბერნეტიკულმა. რუსულ ნეიროფსიქოლოგიაში ასეთი მიდგომის აუცილებლობის შესახებ პირველად განაცხადა ი.მ. ტონკონოგიმ - მის მონოგრაფიაში „შესავალი კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში“, რომელიც 1973 წელს გამოქვეყნდა. ამ წიგნის ბოლო თავის სათაურია შემდეგი - „კიბერნეტიკის მეთოდები ცნობადობის დარღვევის ნეიროფსიქოლოგიურ გამოკვლევებში“. აღნიშნული ნაშრომი საყურადღებოა იმით, რომ იქ პირველად იყო აგებული ფუნქციური ანალიზატორის სისტემის ბლოკ-სქემა, რომელიც აღწერს სახეების ამოცნობის ნეიროფსიქიკურ მექანიზმს, სადაც შედიოდა ინფორმაციის კოდირების და მისი პირველადი დამუშავების ბლოკები, ოპერატიული მეხსიერება, ხანგრძლივ მეხსიერებასთან დაკავშირებული შედარების მოწყობილობა და ა.შ. ნაშრომში აღინიშნებოდა, რომ „ასეთმა სისტემებმა უნდა გამოიყენონ გარკვეული კოდები, „ენები“, „ანბანების იერარქიები“, მაგრამ როგორ გამოიყენება ისინი ტვინის ანალიზატორულ სისტემებში, შეუსწავლელი რჩება. ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ტვინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წესების შესახებ სახეების ამოცნობის პროცესში“ (ი.მ. ტონკონოგი. შესავალი კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში“, ლენინგრადი: „მედიცინა“, 1973, გვ. 222, 229.) საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ზოგადმა დონემ XX საუკუნის 60-70-იან წლებში წინასწარ განსაზღვრა ნეიროფსიქოლოგების მაშინდელი დასკვნები. აფაზიური აშლილობები - დისლექსია, აგრაფია, აგნოზია და ა.შ. - ინფორმაციულ-კიბერნეტიკური მიდგომის შემთხვევაშიც კი ერთმნიშვნელოვნად უკავშირდებოდა ტვინის-ბიოპროცესორის მუშაობის ფიზიკურ დარღვევებს, გამოვლენილ ბლოკ-სქემებში  გარკვეული ბლოკების „დაზიანებას“. და მხოლოდ საკომუნიკაციო არხებში არსებულ „ხმაურში“-დამახინჯებაში ამოიცნობოდა მოვლენის ინფორმაციული ასპექტი.

                                            აკუსტიკურ-გნოსტიკური აფაზია

 ლოკალიზაცია - საფეთქლის ზედა ხვეულის უკანა ნაწილის მესამედი.
დეფექტის საფუძველია ფონემატიკური ანალიზისა და ვერბალურ-საგნობრივი ასოციაციის სირთულის დარღვევა.
აქედან გამომდინარე, სიტყვის მნიშვნელობის გაუცხოება, ინსტრუქციებისა და მიმართული საუბრების არასწორად გაგება, საკუთარი მეტყველების პროდუქციაზე კონტროლის არარსებობა, ანუ „სიტყვის სალათი“.
მეტყველებითი ყურადღება შედარებით შენარჩუნებულია
თანმხლები მამოძრავებელი დეფექტი არ გააჩნია

80-90 წლებში კომპიუტერული სისტემები საფუძვლიანად გაუმჯობესდა, ფაქტობრივად შეუფერხებელი გახდა, ხოლო კავშირის ოპტობოჭკოვანი არხები და სიგნალების ფილტრაციის სისტემები იძლევა ინფორმაციის გადაცემის საშუალებას პრაქტიკულად დამახინჯების გარეშე. ყველაფერმა ამან წინა პლანზე წამოწია პროგრამული ასპექტები. და როდესაც კომპიუტერი „იყინება“, არავინ ამბობს - „მანქანა გაფუჭდა“, არამედ ჩვეულებრივ ამბობენ: „პროგრამამ აურია!“.  ახალი მდგომარეობა იძლევა ნეიროფსიქოლოგიის პრობლემატიკაზე ახლებურად შეხედვის საშუალებას, კერძოდ, უმნიშვნელო ფსიქიკურ ფუნქციებში უმნიშვნელოვანესი პროგრამული ასპექტების გამოვლენას.
აქეთკენ გვიბიძგებს ნეიროლინგვისტური პროგრამირების სფეროში დაგროვილი ფენომენოლოგიური მასალაც. ვფიქრობ, აზრი არ აქვს შეხსენებას, რომ ამ მიმართულების დამფუძნებლებმა ჯონ გრინდერმა და რიჩარდ ბენდლერმა, ლინგვისტმა და მათემატიკოსმა, ფსიქოლოგიაში შემოიტანეს ზუსტად ის, რაც მას ადრე აკლდა: შეხედულებები „ენის“ და „მოდალობების“, კოდებისა და პროგრამების შესახებ და ა.შ. ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდები ძირითადად გამოიყენება უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების სფეროებში - ფსიქოლოგიური პრობლემების კორექციის, ქცევის მოდელების შეცვლის, მიზნობრივი საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით. მაგრამ, თუ პროგრამული ასპექტები დამახასიათებელია ამ სფეროსთვის, ისინი კიდევ უფრო დიდი მასშტაბით უნდა გამოიხატოს ქვედა ფსიქიკური ფუნქციების მუშაობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა არსებობდეს რეალური პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინის მიერ ისეთი ფუნქციების შესრულებას, როგორიცაა ვიზუალური სახეების, დანაწევრებული ბგერების ამოცნობა, მოძრაობის მართვა, ისეთი ოპერაციების ამოცნობა, როგორიცაა დათვლა, შედარება, სიგნალების კოდირება, მათი შიფრის ამოკითხვა, რომ აღარაფერი ვთქვათ ოპერაციებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მეხსიერების მუშაობას - ინფორმაციის განთავსებას და ამოღებას.
გამოთქმული მოსაზრება, ჩემი აზრით, უფრო მეტია, ვიდრე ჰიპოთეზა. ასეთი პროგრამები, რომლებსაც, ჩემი აზრით, ნოო-პროგრამები (nouse-program)  უნდა ვუწოდოთ, უნდა არსებობდეს და რეალურად ფუნქციონირებდეს ტვინის მუშაობის პროცესში. უფრო მეტიც, აშკარაა, რომ მათი ფუნქციონირება არ ატარებს რაღაც სპეციფიკურ ადამიანურ ხასიათს, რადგან მათ უმეტესობას უმაღლესი ცხოველების ტვინიც ახორციელებს. ამრიგად, ფსიქოლოგიურ პრობლემატიკაში ჩვენ უნდა გამოვყოთ ის სფერო, სადაც ნოოპროგრამების ცნების დანერგვა იძლევა იმ ქვედა, დამხმარე ფსიქიკურ ფუნქციებისგან გამოყოფის საშუალებას, რომლებსაც ის ეყრდნობა, და რომლებსაც ის იყენებს. ამავე დროს, ჩვენ ასევე უნდა გამოვყოთ ის ნოოპროგრამები, რომლებიც სპეციფიკურად ადამიანურია, მაგალითად, ანგარიში, ნიშნების როგორც ნიშნების ამოცნობა, მკაფიო ბგერათა რიგის წარმოქმნა, რომლებიც გადასცემენ ინფორმაციას და ა.შ. ცხადია, რომ აქ მუშაობენ ბევრად უფრო რთული ნოოპროგრამები, ვიდრე ცხოველებთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი სპეციფიკური პროგრამული ხასიათი არ იწვევს ეჭვს. ან, უფრო სუსტი ფორმულირება: არ იწვევს  ეჭვს  მიდგომის კონსტრუქციულობა, რომლის დროსაც ზოგიერთი ფსიქიკური ფუნქცია განიხილება ასეთი კომპიუტერულ-პროგრამული თვალსაზრისით.
შემოთავაზებული კონცეფცია, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვას ბადებს. პირველ რიგში, ეს არის საკითხი ბიოლოგიური ევოლუციის დროს ამგვარი პროგრამების გენეზისის შესახებ. მეორეც, საკითხი გენეტიკური განპირობების პრიორიტეტის ან აღმზრდელობით პროცესში მათი გადაცემის შესახებ. დაბოლოს, მთავარია, - თუ ეს ოპერაციული პროგრამები კომპიუტერის ანალოგიურია, მაშინ ისინი სუფთა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი? შეგვიძლია ინფორმაციული სიგნალების ნაკადში, რომლებიც ცირკულირებენ ადამიანის ან ცხოველის ტვინში, გამოვყოთ რაღაც, რაც არის ამა თუ სხვა ტიპის ნოოპროგრამა? ავტორი არ გვთავაზობს ამომწურავ პასუხს დასმულ კითხვებზე.
აქ ფორმულირებულ კონცეპტუალურ მიდგომას აუცილებლად მივყავართ გარკვეულ დასკვნამდე, რომლებიც შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც საშიში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. თავს უფლებას მივცემ მოკლედ გადმოგცეთ ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აბსტრაქტულია და ექსპერიმენტულად არ არის გამყარებული. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ნოოვირუსებზე (nous-virus) - სპეციფიკურ ნოოპროგრამებზე, რომლებიც საზიანოა და არღვევს სასარგებლო ნოოპროგრამების მუშაობას. ჩვეულებრივი კომპიუტერული ვირუსიც ხომ უბრალოდ სპეციალურად შექმნილი პროგრამაა, რომელსაც შეუძლია ჩაერიოს ნორმალური საოპერაციო პროგრამების მუშაობაში, გარკვეული გზით შეაფერხოს მათი მუშაობა, გამოიწვიოს შედეგები, რომლებიც მათში არ იყო ჩადებული, ან, ზოგადად, მათი მთლიანად გამოყვანა მწყობრიდან. რადგან კომპიუტერული ვირუსი არის ტიპიური პროგრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს იგივე ზოგადი პროგრამული პრინციპები. თუ ფსიქიკური ფუნქციები ხორციელდება გარკვეული ნოოპროგრამების საფუძველზე, და თუ ინტელექტუალურ საქმიანობას თან ახლავს მოდერნიზაცია და ამ პროგრამებში ცვლილებების შეტანა, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამგვარი მუშაობის პროცესში შეიძლება ბუნებრივი გზით გაჩნდეს ზოგიერთი განსაკუთრებული ნოოპროგრამა, რომელიც დესტრუქციულ როლს თამაშობს. უფრო მეტიც, თვითონ ამ დესტრუქციულობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადგილი, რადგან ის მოითხოვს სამუშაო ნოოპროგრამების ცვლილებას, და ნოოპროგრამების ნაჭრების „განადგურებას“, რომლებიც აღარ არის საჭირო მუშაობისთვის. ალბათ, არსებობს გარკვეული ანტივირუსული მექანიზმი, რომელიც იცავს ფსიქიკის ოპერაციულ სისტემას განადგურებისგან, და ჯერჯერობით  მის ეფექტურ მუშაობას არაფერი ემუქრება.
სანამ ჰიპოთეტურ საფრთხეებზე ვისაუბრებ, მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ნოოპროგრამების ტრანსლირება ადამიანის მიღმა. დღემდე ნოოპროგრამების მუშაობას მე ვუკავშირებდი ტვინის-ბიოპროცესორის ფუნქციონირებას. მიმაჩნია, რომ მის ნაშრომში პროგრამული ასპექტის არსებობა მეტ-ნაკლებად აშკარაა ყველასთვის. ბოლოს და ბოლოს, მოსაზრებები ნეირონული ქსელებისა და ნერვული იმპულსების შესახებ იძლევა კომპიუტერთან ანალოგიის გაკეთების საშუალებას. სხვა საქმეა  ნოოპროგრამების გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე. სარწმუნოა ის ფაქტი, რომ ურთიერთობისას ყოველთვის ხდება ინფორმაციის გადაცემა, მაგრამ ნოოპროგრამების გადაცემა როგორ არის შესაძლებელი? შეგვიძლია რამე ვთქვათ ამის შესახებ, თუ ჯერჯერობით უცნობია, რას წარმოადგენენ ისინი? დავუშვათ, არსებობს სიგნალების გარკვეული კომპაქტური სისტემა, რომელიც ტვინის მიერ აღქმისას ნერვულ ქსელებში წარმოქმნის იმპულსების სტრუქტურას, რომელიც არის ნოოპროგრამა. ცხადია, სიგნალების ამ სისტემას ჩვენ არ აღვიქვამთ, როგორც ნოოპროგრამას: ჩვენთვის ეს შეიძლება იყოს მუსიკა, რიტმი, ეს შეიძლება იყოს ვიზუალური სახე, რომელსაც თვალებით აღვიქვამთ, მოძრაობათა სერია, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ ცეკვის დროს ან საგნების ხელით მოსინჯვისას. ბოლო შენიშვნა გვაიძულებს გავიხსენოთ ე.ვ. ილენკოვისა და მისი მოწაფეების ნაშრომები, რომლებმაც შექმნეს ყრუ-მუნჯი ბავშვების სწავლების მეთოდიკა. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს აქვს აღქმის მხოლოდ ერთი კინესთეტიკური არხი, ნოოპროგრამების გადაცემის პროცესი ხელშესახები ხდება სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამრიგად, ნოოპროგრამები გარკვეულწილად უნდა გადაეცეს ადამიანიდან ადამიანზე. გააზრებული ინფორმაციის - ცოდნის პირდაპირი გადაცემის გარდა, უნდა გადაეცეს გარკვეული საინფორმაციო გზავნილებიც, რომლებიც ინტელექტის მუშაობაში ასრულებენ არა აზრობრივ, არამედ პროგრამულ-ოპერაციულ როლს.
ამასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო რამდენიმე, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი შენიშვნა. ბოლო დროს, სემიოტიკური კვლევების ფარგლებში გაჩნდა, ასე ვთქვათ, ადამიანის კომუნიკაციებზე სისტემურ-პროგრამული მიდგომის კონტურები. მაგალითად, უმბერტო ეკოს თავის წიგნში „არარსებული სტრუქტურა. შესავალი სემიოლოგიაში“ (სანქტ-პეტერბურგი, 1998) შეაქვს ხმარებაში ტერმინები „გამგზავნი“ და „ადრესატი“, „კოდი“, „შეტყობინება“ და ა.შ. რუსულ მეცნიერებაში ვადიმ როზინი - გ.პ. შჩედროვიცკის მოწაფე - თავის მონოგრაფიაში „სემიოტიკური კვლევები“ ტვინის არაცნობიერ მდგომარეობაში მუშაობის ანალიზის დროს წერს „ფსიქიკური ჩაკეტვის“ და „ფსიქიკური პროგრამების“ შესახებ (ვ. როზინი, სემიოტიკური კვლევები, მ.: საუნივერსიტეტო წიგნი, 2001, გვ. 81.). ჩემი აზრით, სემიოტიკის სფეროში მკვლევარები პირდაპირ აწყდებიან რაღაცას, რაც არის კომუნიკაციის სტრუქტურული ელემენტი, მაგრამ არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული მნიშვნელობა. ამ რაღაცას, რომელიც არსებობს კომუნიკაციის, მაგრამ ვლინდება ფსიქიკურ პროცესში, აქვს მკაფიოდ ნოოპროგრამული ხასიათი. ხოლო რეკლამისა და პიარის სფეროში, სადაც ავტორი პროფესიონულად მუშაობდა მრავალი წლის განმავლობაში, ანბანურ ჭეშმარიტებად მიჩნეულია მოსაზრებები იმის შესახებ, რომ სარეკლამო კომუნიკაცია განსაზღვრავს აღქმის და გზავნილის ათვისების გარკვეულ პროგრამას.
სანამ შევთანხმდებით იმაზე, რომ კომუნიკაციებში, აზრობრივ ინფორმაციებთან, ემოციებთან და მხატვრულ სახეებთან ერთად, შესაძლებელია გარკვეული ნოოპროგრამების გადაცემა-ტრანსლირება, მოდით, გავიხსენოთ თუნდაც ის, თუ როგორ ასწავლიან ბავშვებს სახეების ამოცნობას. ყველა ეს ლამაზი ჩხარუნა, ეს შესახებად სასიამოვნო ბურთულები და კუბები, წიგნები შესაღები კონტურებით ... მათში მთავარია არა აზრობრივი ინფორმაცია, არამედ რაღაც სხვა - სიგნალების ის სისტემები. ისინი იბადება ბავშვის ტვინში, რომელიც ეცნობა სამყაროს. დავუშვათ, ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვიძლია გამოვყოფთ ნოოპროგრამები აზრობრივი შინაარსისგან, მაგრამ ისინი რომ მათთან ერთად გადაიცემა, აშკარაა. საკმარისია შეხედოთ ბავშვს, რომელიც დაჟინებით ადევნებს თვალს ანიმაციური სურათების გადაადგილებას სატელევიზიო ეკრანზე. და სავსებით ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ამ სატელევიზიო ნაკადში შესაძლებელია არა მხოლოდ შინაარსობრივი სახეების გადაცემა, არამედ საშიში ნოოვირუსებისაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამედროვე ტელეკომუნიკაციები ფარული საფრთხის მატარებლები არიან.
პირველ რიგში, თუ ნოოვირუსები სტიქიურად ჩნდება ნოოპროგრამების გარკვეული ნაწილების შემთხვევითი კომბინაციის პროცესში, მაშინ სხვადასხვა ვიზუალური და სმენითი სერიების კონვეიერულ-კომპიუტერულ წარმოებას შეუძლია სპონტანურად წარმოქმნას ასეთი ნოოვირუსები - მავნე განზრახვის, კონკრეტული მიზნის გარეშე. მეორეც, თუ ადრე ასეთი ნოოვირუსი იშვიათად ჩნდებოდა და საკომუნიკაციო არხში შესვლისთანავე გადაეცემოდა რამდენიმე ადამიანს, ნადგურდებოდა მათ ნეირონულ წრეებში ანტივირუსული ნოოპროგრამებით, ახლა ასეთ შემთხვევით ნოოვირუსს მასობრივი სატელეკომუნიკაციო სისტემის საშუალებით შეუძლია ერთდროულად „დააინფიციროს“ მილიონობით ადამიანი. დაბოლოს, ბავშვებში, რომელთა ფსიქიკური ფუნქციები მხოლოდ ყალიბდება, თავდაცვის მექანიზმები ჯერ არ არის განვითარებული  - მათთვის, ნოოვირუსები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.
კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის გამოცდილებიდან ცნობილია, რომ სხვადასხვა აფაზია, როგორიცაა დისლექსია და აგრაფია, გვხვდება თავის ტვინის დაზიანების ან დაავადებების შემთხვევაში. მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ისინი აღმოაჩნდება იმ ადამიანებს, რომელთა ტვინი ფიზიკურად არ განიცდიდა არც ფიზიკურ და არც ინფექციურ ზემოქმედებას, არ გააჩნია ორგანული აშლილობა? გვაქვს თუ არა უფლება ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში აფაზიას საფუძვლად უდევს ნოოვირუსის მიერ გამოწვეული დეპროგრამირების ეფექტი? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომუნიკაციის ინფორმაციულ ველში ცირკულირებენ მავნე ინფორმაციულ-სემანტიკური ბლოკები, რომლებიც აღწევენ  ბავშვის ან ზრდასრული ადამიანის ტვინში, და, თუ მისი „ანტივირუსული“ დაცვა არ მუშაობს, დესტრუქციის  შედეგი არის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც თან არ ახლავს ტვინის ორგანული დაზიანება. ნოოვირუსის შეღწევას ადამიანის ტვინში მე ვუწოდებ „ინვექციას“ (ლათინური ტერმინიდან „invective“ - შეურაცხყოფა).
ჩვენ ყველა ადვილად ვეთანხმებით მას, რაც აშკარად მიგვაჩნია. მაგრამ ნუთუ აშკარა არ არის, რომ ყოველივე ზემოთქმული საკმაოდ ლოგიკურია და შეესაბამება ფაქტებს? რაც უფრო დიდხანს ფიქრობ ამაზე, უფრო მეტად რწმუნდები: ნოოპროგრამები არსებობს და ფუნქციონირებს, ხოლო ნოოვირუსები წარმოიქმნება, როგორც მათი ფუნქციონირების გვერდითი პროდუქტი. ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ინფორმაციული ტექნოლოგიისა და ტელეკომუნიკაციების თანამედროვე განვითარებამ სიტუაცია ძალზე საშიში გახადა. ადრე ნოოვირუსები ადამიანის გონებაში „იცხრილებოდა“ მრავალი მომუშავე ნეიროკომპიუტერის მეშვეობით, განადგურდებოდნენ იქ ანტივირუსული ნოოპროგრამების დახმარებით. ახლა ნოოვირუსების გამრავლებას, მათ გავრცელება-ინვექციას ხელს უწყობს ტექნიკური ცივილიზაციის მიღწევები და მედიის საშუალებები. ხოლო განსაკუთრებით დაუცველი ამ უბედურებისგან ის ქვეყნები აღმოჩნდებიან, სადაც ტელეკომუნიკაცია მოიცავს მოსახლეობის უმრავლესობას.
სიტუაციას შეიძლება გამოვიდეს საზოგადოების კონტროლიდან, გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას? ვიმოქმედებთ ცალკე, თუ გავაერთიანებთ ძალისხმევას? გადავცემთ პრობლემას ჟურნალისტებს და ფანტასტ მწერლებს გამოსასყიდის სახით, თუ ვაქცევთ მას სერიოზული სამეცნიერო კვლევის საგნად? ჩემი სტატია არ აცხადებს პრეტენზიას ფუნდამენტურობაზე. როგორც მკითხველი უკვე მიხვდა, ეს ჩანაწერები საკმაოდ აბსტრაქტული და დეკლარაციულია. უმეტესწილად, მე არ ვამტკიცებ ჩემს განცხადებებს, არამედ უბრალოდ ვცდილობ დაგარწმუნოთ დასახული მიდგომის კონსტრუქციულობაში. მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემოთავაზებული ტექსტის ყველაზე კრიტიკული ანალიზიც კი საშუალებას მისცემს მკითხველს იგრძნოს სერიოზული რეალური პრობლემის არსებობა. ალბათ, მისი გადასაჭრელად, დისკუსიის დროს საჭირო იქნება რამდენიმე სფეროს მკვლევარების ძალისხმევის გაერთიანება - ფსიქოლოგიის და სემიოტიკის, ინფორმაციის თეორიის, მასობრივი კომუნიკაციების თეორიის და ა.შ. ასეა და ისე, დასახულია ფართო სფერო, - როგორც სერიოზული სამეცნიერო კვლევისთვის, ასევე პრაქტიკული ზომების შემუშავების მიზნით. რომლებმაც უნდა უვნებელყონ ადამიანის არსებობა.























































































































































































































































































































































































როდესაც გაცნობიერება გეწვევათ...

როდესაც გაცნობიერება გეწვევათ...
თქვენ შეგიმცირდებათ მეგობრების წრე. თქვენ დაიწყებთ იმის შემჩნევას, რომ ჩვეულებრივი საუბრები მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად რატომღაც არ გამოგდით. თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც იყო, მაგრამ რატომღაც ნაკლებად საინტერესოა. იმიტომ, რომ თქვენ აღარ შეგიძლიათ საუბარი იმის შესახებ, რომ ყველაფერი ცუდადაა და გარშემო ყველა ცუდია, სამუშაო არ შთაგაგონებთ და ბიზნესშიც არაფერი არ გამოგდით, ქმარი მოგძულდათ, ყველაფერში ცოლია დამნაშავე. თქვენ თავს დაანებებთ ბანქოს თამაშს, რადგან იმისთვის, რომ წესების დაცვით ითამაშოთ, მინიმუმ ორი ადამიანია საჭირო. სწორედ ამიტომ თქვენი მეგობრებისთვის გახდებით ძალიან არასასიამოვნო ადამიანი, რომელიც მთელ თამაშს აფუჭებს და თავისი საქციელით ყველას აჩვენებს, რომ მეფე შიშველია.
თქვენთვის რთული გახდება იმ სამსახურში მუშაობა, რომელიც არ გიყვართ, და იმის გაკეთება, რაშიც აზრს ვერ ხედავთ. ამრიგად, თქვენ ან მაქსიმალურად ჩაერთვებით მიმდინარე საქმიანობაში, ან შეცვლით მას კარდინალურად. თუ ძველ სამსახურში აუცილებლობა, შიში, ჩვევა ან ავტომატიზმი გაკავებდათ, ეს მაშინვე ამოტვიტივდება ზედაპირზე და მოგიწევთ ამის გამო რაღაცის გაკეთება.
თქვენს ურთიერთობებს ბზარი გაუჩნდება. იმიტომ, რომ ურთიერთობების უმეტესობა არ არის თანასწორთა მყარი კავშირი, არამედ ურთიერთდამოკიდებულებებისა და კომპენსაციების ერთობლიობაა. როდესაც თქვენი პარტნიორი იგრძნობს, რომ გკარგავთ, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ დაგაბრუნოთ, მაგრამ ყველა მის საყვედურზე თქვენ გექნებათ გაკვირვების და გაუგებლობის რეაქცია, ისევე როგორც უცხოპლანეტელის მცდელობაზე დაამყაროს  თქვენთან კონტაქტი მარსიულ ენაზე.
თქვენ მარტოობას იგრძნობთ. იმიტომ, რომ დარჩებით ყველა ზედმეტი და ყალბი კავშირის გარეშე, რომელიც უკმარობაზე, სიცარიელეზე, მომხმარებლობასა და ეგოიზმზე დაამყარეთ. და ეს ახალი სიცარიელე, რომელიც გაუგებარია, საიდან გაჩნდა, თავდაპირველად შეგაშინებთ, როგორც პირღია უფსკრული, მაგრამ თანდათანობით ის შეივსება სწორედ იმით, რაც თქვენშია ცოცხალი და ნამდვილი.
თქვენ ვერ შეძლებთ ვერც საკუთარი თავის, ვერც სხვების მოტყუებას. თითქმის ფიზიკურად (როგორც ბურატინო გაზრდილი ცხვირით) თქვენ იგრძნობთ ნებისმიერ შინაგან სიყალბეს - სიტყვებში, აზრებსა და მოქმედებებში. და ეს უბრალოდ ამაზრზენი იქნება, რადგან ყოველ ჯერზე, როცა თქვენ არ იტყვით იმას, რასაც სინამდვილეში ფიქრობთ, თქვენ იგრძნობთ თქვენ სულში კატის კლანჭების ფხაჭნას. და ეს უსასრულოდ გაგრძელდება.
თქვენ უცებ აღმოაჩენთ, რომ გარშემო მყოფი ადამიანები ძლიერ იტანჯებიან.  იტანჯებიან არა მძიმე ცხოვრების გამო - პირიქით, მათ ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგშია. ისინი იტანჯებიან ილუზიის გამო, რომ რაღაც ისე არ არის მათ ცხოვრებაში. და თუ ადრე საკუთარი ტანჯვის განცდით იყავით ძალიან დატვირთული, ახლა დაიწყებთ თქვენს გარშემო მყოფთა ტანჯვის განცდას, რადგან საკუთარი აღარ გექნებათ. და ამ მომენტში მხოლოდ ერთი რამ დაგრჩებათ - სურვილი დაეხმაროთ ყველას ნებისმიერ დროს, იმით, რის საშუალებაც გაქვთ, რადგან სხვაგვარად უბრალოდ აღარ შეგეძლებად.
თქვენ შეგრცხვებათ. შეგრცხვებათ თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვებისა და ქმედებების გამო, რადგან მოგიწევთ სიმართლეს შეხედოთ თვალებში და აღიაროთ, რომ ყველა თქვენი პრობლემის წყარო არა ვიღაც სხვა, არამედ თქვენ თვითონ ხართ. როგორც კი ამას გააცნობიერებთ, სირცხვილი გაქრება, და მის ადგილს საბოლოოდ შინაგანი სიმშვიდე დაიკავებს.
თქვენ ნაკლებად დაიწყებთ ლაპარაკს. იმიტომ, რომ ჩამოგშორდებათ ყველაფერი, რასაც შიშის, შურის, ეგოისტობისა და სიბრაზის გამო ამბობდით. თქვენ ვეღარ შეძლებთ გამკიცხველი კომენტარების წერას სოციალურ ქსელში, რადგან ეს აღარ იქნება მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ზოგადად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერაფერს დაწერთ, რადგან ყველაფერი, რაც მანამდე დაწერეთ, სისულელედ მოგეჩვენებათ. და აღმოჩნდება, რომ სიჩუმე მართლაც ოქროა, რომელსაც ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ სწრაფად ცვალებად მოვლენათა გამო.
სამყაროს თქვენი სურათი დაიშლება. და მიხვდებით, რომ არსებობს არა მხოლოდ თქვენი სწორი მოსაზრება, ხოლო ყველა დანარჩენი არასწორია, არამედ ვარიანტებისა და შესაძლებლობების უსასრულო სივრცე. და ყველა შეზღუდვა სხვა არაფერია თუ არა თქვენს მიერ გამოგონილი ილუზია.
თქვენ მოგიწევთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. თქვენ მიხვდებით, რომ არავისგან არაფრის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ, რომ არავის არაფერი მართებს თქვენთვის. ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაშია, არ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, გონებაჩლუნგ უფროსებზე, მიუხვედრელ პარტნიორზე და ბიტკოინის კურსზე, არამედ საკუთარ თავზე. თქვენ ცხოვრობთ ზუსტად იმ ცხოვრებით, რასაც იმსახურებთ, და სხვა არაფერი გექნებათ, სანამ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ აიღებთ. მაგრამ ზუსტად იმ მომენტში, პირადი პასუხისმგებლობა აღარ იქნება ტვირთი, რომელსაც უნდა გაექცეთ უკან მოუხედავათ, ის გახდება ერთადერთი ჭეშმარიტი და ლოგიკური გადაწყვეტილება.
და ასე, დღითი დღე, ყველაფერი უცხო, ხელოვნური და თვალთმაქცური, დაიწყებს დაშლას და გამოაჩენს შინაგან სიცარიელეს. და ყველაფერი, რაც ახლაა, - გამოაშკარავდება, გაიზრდება, გზას გაიკვლევს, გაძლიერდება და ფესვებს გაიდგავს. და ეს არ იქნება ნაზი და სასიამოვნო პროცესი. ხშირად ეს არის წლების განმავლობაში შეძენილი ჩვევების და ავტომატიზმის გამანადგურებელი ნგრევა. მაგრამ როდესაც თქვენი გამანადგურებელი მენტალური შაბლონების ნანგრევებიდან გამოხვალთ, მიხვდებით, რომ ეს ამად ღირდა.

RFID-ჩიპის იმპლანტაცია: საიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი გზა ბიოჰაკინგში?

RFID-ჩიპის იმპლანტაცია: საიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი გზა ბიოჰაკინგში?

20 წლის წინ, 24 აგვისტოს, ღამე, ბრიტანელმა ინჟინერმა კევინ უორიკმა (Kevin Warwick) წარმატებით  ჩაუშვა თავისი პროექტი „კიბორგი 1.0“, რომელსაც უწოდა „ადამიანისა და კომპიუტერის შერწყმა“. ხმამაღალი სახელის მიღმა იმალებოდა მეცნიერის წინამხარში იმპლანტირებული სილიციუმის ჩიპი, რომლის დახმარებითაც მან შეძლო მოწყობილობების: კარების, განათების, კონდიციონერების მართვა. როგორც ინჟინერმა ექსპერიმენტის დროს განაცხადა, ტექნოლოგიის პოტენციალი დიდია. ჩიპებს შეუძლიათ შეცვალონ გასაღები და საბანკო ბარათები, ხოლო მათი დაკარგვის ან მოპარვის რისკი ძალიან მცირეა.
შეძლო კაცობრიობამ ამ პოტენციალის რეალიზება? ჰოც და არაც. დღეს, იმპლანტირებულ ჩიპებს  სერიულად უშვებენ; ისინი გახდნენ უფრო სრულყოფილი, ფუნქციონალური და პატარა. ათობით ათასი ადამიანი გახდა ჩიპების მატარებელი, ხოლო მიმოქცევაში შემოვიდა სიტყვა „ბიოჰაკერი“. ჩიპების მწარმოებელ კომპანიებს აქვთ პარტნიორების ქსელები, რომლებიც დაკავებული არიან იმპლანტის განთავსებით, ხოლო პროცედურამ რუტინული და სტანდარტიზებული ხასიათი მიიღო. ამასთან, 20 წლის განმავლობაში ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც „არ დაუკარგავთ გასაღები“, არ აღემატა დედამიწის მოსახლეობის ერთ მეათასედ პროცენტს. იმპლანტის ჩიპების ირგვლივ გაჩნდა შიში და შეიქმნა მითები, ხოლო ლეგალურად მათი დაყენება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში შეიძლება.
 დღეს ჩვენ მოგიყვებით, სად შეგიძლიათ შეიძინოთ ასეთი ჩიპი და როგორ მოახერხოთ მისი იმპლანტირება რუსეთში. მაგრამ გაფრთხილებთ: ეს არ არის მოქმედების სახელმძღვანელო და არც მოდიფიკაციის განხორციელების მოწოდება.

სტანდარტული ჩიპები: RFID და NFC. რაშია განსხვავება?

იმისთვის, რომ ომპლანტირება ადვილად ჩატარდეს და არ იგრძნოთ დისკომფორტი, თქვენი ჩიპი უნდა იყოს ბრინჯის მარცვლის ზომის. ამიტომ მასში კვების ელემენტის მოთავსება ტექნიკურად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ გამოიყენება აქ უსადენო ტექნოლოგიები RFID და NFC, რომლებსაც არ სჭირდებათ დამუხტვა და ტექნიკურად ახლოს არიან ერთმანეთთან. მოკლედ რომ ავხსნათ მათ შორის არსებული განსხვავებები, NFC ტექნოლოგია არის მაღალი სიხშირის RFID სტანდარტის მემკვიდრე, და მას აქვს გარკვეული მახასიათებელი.
მუშაობს ფიქსირებულ სიხშირეზე: 13,56 მჰც.
აქვს ორმხრივი კავშირი, ამიტომ შესაძლებლობები ფართოა.
კითხვის დიაპაზონი არ აღემატება 5 სმ ( RFID-ს —  300 მ-მდე).
ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ NFC ერთი ნიშანის დასკანირებაა.
იმპლანტ-ჩიპებში გამოყენებისას, თითოეულ ტექნოლოგიას აქვს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები. NFC მოწყობილობაში შეიძლება უფრო მეტი ფუნქციის „ჩაკერება“, მათ შორის უკონტაქტო გადახდის, სამედიცინო ან პირადი მონაცემების გადაცემის. მაგრამ RFID-ჩიპებს უფრო მაღალი დიაპაზონი გააჩნია, რაც უფრო მოსახერხებელია კარების გაღებისას და სხვა სისტემების მართვისას. ამიტომ მწარმოებლების უმეტესობა გვთავაზობს ორივე ტიპის ჩიპს, ხოლო მყიდველს შეუძლია აირჩიოს თავის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ბრენდები და ფასები
დღეს რომ ბიოჰაკერი გახდე, საჭიროა 30-დან 120 დოლარამდე (იმპლანტაციის პროცედურების გამოკლებით). ფასი დამოკიდებულია ჩიპის ტიპზე (NFC უფრო ძვირია) და ნაკრების შემადგენლობაზე: ზოგი მწარმოებელი გვთავაზობს „ყუთის გამოსავალს“, რომელშიც შედის სტერილური შპრიცის-აპლიკატორები და ანესთეტიკებიც კი.

Dangerous Things
კომპანია Dangerous Things  სიეტლიდან (აშშ) აწარმოებს იმპლანტების ოთხ ტიპს: RFID (57 $) და NFC (99 $) ტექნოლოგიებით. არსებობს საბიუჯეტო ვარიანტი, FDX-B- იმპლანტი (39 $). ეს არის RFID-ჩიპის ნაირსახეობა, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ ცხოველებისთვის: ის ატყობინებს მარტივ საიდენტიფიკაციო ნომერს (მის მისაღებად საჭიროა FDX-B ტეგის წამკითხველი), და მას ასევე შეუძლია ტემპერატურის სენსორის მონაცემების გადაცემა Bio-Thermo-ს თავსებად მკითხველზე.
ყველაზე ძვირადღირებულია განსაკუთრებული ჩიპი xM1 Plus ($ 120). იგი მუშაობს როგორც „უნივერსალური გასაღები“: მისი შემქმნელები აცხადებენ, რომ მისი დახმარებით შეიძლება MF1ICS50 1k სტანდარტის ბარათების უსაფრთხოების გატეხვა და მათი ინფორმაციის კოპირება. მაგრამ ეს ჩიპის ერთადერთი ტიპია, რომლის საიმედოობის გარანტიას მწარმოებელი არ იძლევა.

BioTeq
ჩიპების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია - იმპლანტირებული ჩიპების მწარმოებელი BioTeq-ი, ბაზირებულია დიდ ბრიტანეთში, კევინ უორიკის სამშობლოში. ის გთავაზობთ, როგორც დამოუკიდებელი იმპლანტანტის ნაკრებებს (ჩიპი პლუს სტერილური ინსტრუმენტები, $40-დან), ასევ ჩიპების კომპანიის ოფისში საუტჰემპტონში (იმპლანტი პლუს პროცედურა, $ 240-დან) დაყენებას. ასევე ონლაინ მაღაზიაში არის სატესტო ჩიპები - კაფსულები, „ხელოვნური ტყავით“ შევსებული; მკითხველები; კომპიუტერთან ურთიერთქმედების ადაპტორები.

I Am Robot
კომპანია მდებარეობს დორტმუნდში, გერმანიაში. საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ იმპლანტი RFID (30 $), NFC ($ 60), ასევე ჩამწერი NFC-ჩიპი, რომელზედაც შეიძლება პლასტიკური ბარათის ან ელექტრონული გასაღების ($100-150) მონაცემების გადატანა. ყველა ჩიპი უკვე მიეწოდება სტერილურ აპლიკატორში  - შპრიცში სქელი ნემსით, რომლის დახმარებითაც იმპლანტი შედის სხეულში.
სამივე კომპანია აგზავნის თავის პროდუქციას რუსეთში. საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების მიერ მიწოდების ღირებულება დაახლოებით 20 დოლარს შეადგენს.

Bezh
კოპენჰაგენში (დანია) მდებარეობს Bezh IT-კორპორაციის ოფისი. ახლახან კომპანიამ გამოუშვა ინოვაციური ჩიპი-იმპლანტი BiChip, რომლებიც შორიდან იკითხება და რომლებსაც შეუძლიათ ინტერნეტით სარგებლობა. ამის წყალობით მათ მოახერხეს საგადასახადო ფუნქციის ჩანერგვა კრიპტოვალუტის - Ripple და Bitcoin გამოყენებით. ჯერ კომპანია არ აწარმოებს ამ იმპლანტანტებს სერიულად და არ გააქვს გასაყიდად, მაგრამ პიარ კამპანიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

მე მივიღე ჩიპი. როგორ უნდა მოვიქცე შემდეგ?

თუ თქვენ წარმატებით შეუკვეთეთ და მიიღეთ ჩიპი, ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა. ჯერ მისი დაყენებაა აუცილებელი. პროცედურა მარტივია და მინიმალურ ჩარევას საჭიროებს, მაგრამ რთულდება იმით, რომ დაყენების სტანდარტული ადგილი მარჯვენა ხელზეა. გარდა ამისა, საჭიროა ჰქონდეს უნარი იმუშაოს 2.5 მმ დიამეტრის ნემსის გამოყენებით - ეს უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ინექცია. თუ არ ხართ კარგი გამოცდილების მქონე ექიმი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებთ იმპლანტის  ჩაყენებას დახმარების გარეშე.
შემდეგ მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ ჩიპის დაყენების რა შესაძლებლობები არსებობს  და რამდენად გამოყენებადია ისინი რუსეთში.

ენდეთ ოსტატს
რუსეთში არის ჩიპების დაყენების სერტიფიცირებული კომპანიები. ერთ-ერთი მათგანია პირსინგ-ბუტიკი და ბიომოდიფიკაციების სტუდია Saint Scalpelburg ფილიალებით პეტერბურგსა და მოსკოვში. ვლად ბოდმოდოვმა, პირსერმა, ბოდიმოდიფიკატორმა, St Scalpelburg-ის თანადამფუძნებელმა და თანადამფლობელმა, Robohunter-ს აცნობა თავისი საქმიანობის და კლიენტების შესახებ:
- ჩვენ წარმოვადგენთ რუსეთში Dangerous Things-ს. ის  ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და ნოვატორია ბიოჰაკინგის სფეროში. ასევე ხშირად საერთაშორისო გამოფენებიდან ჩამოგვაქვს RFID-ნიშნები Trust-ისგან (გერმანია).
ახლა ჩვენს კლიენტებს შორის ყველაზე მეტად მოთხოვნადია ცილინდრული ფორმის RFID-ნიშნები ბიოთავსებად მინაში. ჩვეულებრივ, ეს არის xEM და xNT, თუმცა ამ ბოლო დროს მოთხოვნა ასევე იყო xM1– სზე*. ჩვენთან ყველაზე მეტი პროცედურა ტარდება მსგავსი ზომების ნეოდიმური მაგნიტების გადანერგვისას, მაგრამ ეს ნაკლებად ეხება თემას.
თუ მომხმარებელთა პორტრეტს დავაკვირდებით, ესენი არიან 22–35 წლის IT–სპეციალისტები, გატაცებული ან ჭკვიანი სახლის სისტემებით, ან ინფორმაციული უსაფრთხოებით. სტატისტიკა არ შემიგროვებია, მაგრამ ჩემი პირადი შეგრძნებებიდან გამომდინარე, ძირითადად ბიჭები უნდა იყვნენ. წელიწადში 10 ნიშანზე  ნაკლებს ვაყენებ. ალბათ, ადამიანებს არ ესმით ტექნოლოგიის პოტენციალი ან თავად პროცედურის ეშინიათ. თუმცა  დაინტერესებულთა შორის, დაახლოებით, 20 ადამიანია წელიწადში. ამ პროცედურაზე კლიენტები ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქებიდან, მეზობელი ქვეყნებიდანაც კი.

*ჩიპების Dangerous Things ნაირსახეობა. ХNT არის ჩიპი, რომელიც თავსებადია  NFC-მოწყობილობებთან, მათ შორის ტელეფონებთან; xEM არის ჩიპი, რომელიც თავსებადია წვდომის კონტროლერების უმრავლესობასთან; xM1 არის ჩამწერი ჩიპი, რომელზეც შეიძლება, მაგალითად, საბანკო ბარათის მონაცემების გადატანა. — რედ.

ბოსის დაკვეთით
 ვისკონსინში Three Square Market („32 М“) კომპანიების ჯგუფმა შესთავაზა თავის თანამშრომლებს NFC ჩიპების დაყენება იმ პირობით, რომ კომპანია გადაიხდიდა ხარჯების ნახევარს. რა თქმა უნდა, პროცედურა ნებაყოფლობითი იყო. 50 თანამშრომელი დათანხმდა პროგრამაში მონაწილეობას (სულ Three Square Market-ში მუშაობდა 85). ადრე იგივე აქცია ჩაატარა შვედურმა კომპანიამ Epicenter-მა. კომპანიებისთვის ეს არის შესაძლებლობა წვდომის კონტროლის სისტემები უფრო მოსახერხებელი გახადონ და შეამცირონ თანამშრომლების იდენტიფიკაციაზე დახარჯული დრო.
„32M“ არ არის IT-სტარტაპი, არამედ პოპულარული სასაუზმეების ქსელია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იმპლანტი-ჩიპები პოპულარობას იძენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში. რუსეთში ჯერ არ არსებობს „ფირმის ხარჯზე“ ჩიპირების შემთხვევები, მაგრამ თუ ტრენდი მასობრივი გახდება, მან შეიძლება ჩვენამდეც მოაღწიოს, რადგან RFID-გასაღებით წვდომის სისტემები უკვე ყველგან გამოიყენება.

პირსინგ სალონში
ბიოჰაკინგი არის ბოდიმოდიფიკაცია. როგორც პირსინგის შემთხვევაში, ჩვენს სხეულში უცხო საგანს ვათავსებთ. იმპლანტის შეყვანის ნემსი კი ძალიან ჰგავს პირსინგის ხელსაწყოს. შეუძლიათ თუ არა ტატუ-სალონებს ლეგალურად გაუწიონ ჩიპების დამონტაჟების მომსახურება?
ჩვენ დავრეკეთ მოსკოვის პირსინგისა და ტატუს ხუთ სალონში, ოთხში მაშინვე გვითხრეს უარი: როგორც ადმინისტრატორებმა გაგვიმარტეს, ოსტატები აკეთებენ მხოლოდ სტანდარტული ტიპის პირსინგებს, რომლებიც პრეისკურანტშია. მეხუთეში ჩვენ დაგვაკავშირეს ოსტატს, რომელთანაც განვიხილეთ ჩიპის ზომა და დაყენების მეთოდი. საბოლოო ჯამში, მანაც უარი განაცხადა პროცედურის ჩატარებაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე.

უმცროს ძმებთან ერთად
რუსეთში ცხოველების ჩიპირებას უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა დიდ ქალაქში ატარებენ. მაგალითად, მოსკოვში მას სთავაზობს ასობით ვეტერინარული კლინიკა და ვეტერინარული კაბინეტი. იმპლანტები ცხოველებისთვის განსხვავდება ფუნქციონირების მიხედვით - ეს არის RFID-ჩიპები, რომლებიც გადასცემენ მხოლოდ უნიკალურ კოდს ცხოველის იდენტიფიცირებისთვის. მაგრამ მათი ზომა და ჩიპირების მოწყობილობა იდენტურია. ალბათ, სპეციალისტები, რომლებსაც ჩიპირების დიდი პრაქტიკა აქვთ, შეძლებენ დახმარებას?
ჩვენ დავურეკეთ დედაქალაქის ხუთ დიდ კლინიკას, მაგრამ ყველგან მივიღეთ უარყოფითი პასუხი: „ჩვენ მხოლოდ ცხოველების ჩიპირებას ვაწარმოებთ“; „სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით“ და „ჩვენ არ ვთავაზობთ ასეთ მომსახურებას“. როგორც ჩანს, მსხვილი კლინიკები საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნავენ ან ლიცენზიის დაკარგვის ეშინიათ.
მცირე ორგანიზაციები მზად არიან ხელის შეწყობაში. ერთ–ერთ ვეტკაბინეტში ჩვენ გვითხრეს, რომ ისინი ცხოველებისთვის ჩიპებს უკვე ერთჯერად შპრიცში იღებენ, ამიტომ კლინიკის აღჭურვილობის გამოყენება იმპლანტის დაყენების მიზნით შეუძლებელია. მაგრამ მათ შეუძლიათ ჩიპის დაყენება, თუ კლიენტი საკუთარ ნაკრებს მოიტანს. ამასთან, ეს ვიზიტი შეთანხმებული უნდა იყოს კლინიკის ხელმძღვანელობასთან და, სავარაუდოდ, უნდა გაფორმდეს უარი პასუხისმგებლობის აღებაზე.
 როგორი დამოკიდებულება აქვთ ვეტექიმებს ადამიანების ჩიპირების  იდეაზე. ამის შესახებ თავისი მოსაზრება გაგვაცნო ექიმმა-ვეტერინარმა ევგენია რ.-მ:
-  ცხოველებისთვის ბევრჯერ მაქვს დაყენებული ჩიპი: მას კისერში უკეთებენ. ეს პროცედურა სწრაფი და თითქმის უმტკივნეულოა. მაგრამ ვეტერინარულ კლინიკაში ადამიანი რომ მოსულიყო და ეთხოვა მისთვის ჩიპის დაყენება, უარს ვეტყოდი. რადგან, როგორც ვეტექიმს, მე არ მაქვს უფლება ადამიანებში ქირურგიული ჩარევების ჩატარება. სხვა საკითხია, მე ამას კერძო სახით გავუკეთებდი რომელიმე  ჩემს მეგობარს: იქ დავთანხმდებოდი, რადგან  მაინტერესებს მოვსინჯო.

მეგობრების ხელით
 ჩიპების ბევრმა რუსმა მატარებელმა ისინი სწორედ რომ „ნაცნობობით“ დაიყენა და სთხოვა მეგობრებს ამის შესახებ: ექიმებს, ვეტერინარებს ან უბრალოდ ძლიერი ნერვების მქონე ადამიანებს. ბიოჰაკინგის ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს მოსკოველ ინჟინერს ვლად ზაიცევს, რომელმაც ხელში ჩაიკერა სამედიცინო სილიკონში დალუქული „ტროიკას“ ბარათის ჩიპი. იმპლანტის შექმნასა და მისი დაყენებაში ვლადს დაეხმარა მეგობარი - ბიომოდიფიკაციების სპეციალისტი. მაგრამ „ჰაბრას“ მომხმარებელს სერგეი სოროკინის იმპლანტი (სტანდარტული მიკროკაფსულა) დაუყენა მისმა მეგობარმა, რომელსაც არ აქვს სამედიცინო დიპლომი.



რეალობის გვირაბები

თანამედროვე სამყაროს პრობლემებს საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ რეალობის ეს გვირაბები ერთმანეთისგან აღარ არის იზოლირებული. სულ რაღაც ასი (და ზოგადად მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში, ოცი) წლის წინ, ადამიანს შეეძლო მშვიდად ცხოვრება რეალობის ადგილობრივი გვირაბის მყუდრო ადგილას. დღეს ჩვენ მუდმივად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ  რეალობის სრულიად სხვადასხვა გვირაბებში. ეს ქმნის უზომოდ მტრულ დამოკიდებულებას ყველაზე უმეცარ გონებებში. მეტაფიზიკურ და ეთიკურ არეულობას ყველაზე რთულ გონებაში და მზარდ დეზორიენტაციას ყველასთვის გამონაკლისის გარეშე - ასეთ ვითარებას ჩვენ ვუწოდებთ „ღირებულებების კრიზისს“, უფრო სწორად, „ღირებულებების არეულობას“.
რადგანთითოეული ჩვენგანი „უპირატესობას ანიჭებს“ ერთ კონტურს მეორეს წინაშე,  ყველა საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებშიც ადვილია ნარცისისტების (პირველი კონტურის რობოტები), ემოციონალისტების (მეორე კონტურის რობოტების), რაციონალისტების (მესამე კონტურის  რობოტები) და მორალისტების (მეოთხე კონტურის რობოტები)ამოცნობა.


https://psyfactor.org/lib/koponev2.htm

https://gtmarket.ru/laboratory/basis/1445/1465

http://www.ndolya.ru/zhslovo/psiho/?r=kp&id=13



Понятие "туннеля реальности" (англ. reality tunnel) впервые было введено в научный оборот американским писателем и психологом Тимоти Лири.




























ჰიპნოზი ყველა ადამიანის ცხოვრებაში

ჰიპნოზი ყველა ადამიანის ცხოვრებაში

ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჰიპნოზის გამოყენებით გამოცდილ ადამიანს შეუძლია ბანკში ფულის „სესხება“, ნებისმიერი გოგონას ცდუნება, რომელიც მოეწონება,  რესტორანში ფულის გადახდა კანფეტების ქაღალდებით, განაწყოს ინგლისის ნაკრები დიდი ანგარიშით დამარცხებაზე მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში.
ეს ჭორები მეტად გაზვიადებულია. მაგრამ ამის გარკვეული საფუძველი არსებობს. მოდით გავერკვეთ.
          ჰიპნოზი რეალურად არსებული ფენომენია, რომელიც დიდი ხანია აღიარებულია და გამოიყენება ოფიციალურ მედიცინაში. ჰიპნოზი არის შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობა, ან ტრანსი, რომელშიც ადამიანი (სუბიექტი) სხვა ადამიანს (ჰიპნოტიზიორს) შეჰყავს შთაგონების გზით. ჰიპნოზი არის მდგომარეობა, რომელშიც სუბიექტის ცნობიერება დროებით გამოთიშულია, იკარგება კრიტიკული აზროვნების ფილტრები, ხოლო ჰიპნოტიზიორის ბრძანებები პირდაპირ ქვეცნობიერზე მოქმედებს.
ჰიპნოტური ტრანსი არის ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა ყურადღების ვიწრო ფოკუსით. როდესაც ამ ფოკუსში ჰიპნოტიზიორის სიტყვები აღმოჩნდება, ცნობიერებას მათ მიმართ უჩნდება საკუთარი, გააზრებულად მიღებული გადაწყვეტილებები. თუ ჰიპნოტიზიორი არ არის, მაშინ ტრანსის მდგომარეობაში გააქტიურებულია წარმოსახვა. წარმოსახული სახეები აღიქმება როგორც რეალობა. მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების, დაკვირვებისა და გამოკვლევების საფუძველზე, ვ. მ. ბეხტერევმა შეიმუშავა წარმოდგენა ჰიპნოზის შესახებ, როგორც ჩვეულებრივი ბუნებრივი ძილის თავისებურ სახეცვლილებაზე.
ჰიპნოზი ნაწილობრივი სიზმარია, რომლის დროსაც ტვინში მიძინებული უამრავი ნერვული უჯრედებს შორის რჩება მღვიძარუ, აგზნებული, გარკვეული გამაღიზიანებლის აღქმაზე განწყობილი უჯრედების პატარა კუნძული. ამ სახის ძილი განსაკუთრებული ხელოვნური პირობების მეშვეობით იქმნება. ჰიპნოტური მდგომარეობის დაწყებისას დიდ როლს ასრულებს სიტყვიერი შთაგონება, ასევე ზოგიერთი ფიზიკური გამაღიზიანებელი, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის შეყვანას ჰიპნოტურ მდგომარეობაში. სუსტი ფიზიკური გამაღიზიანებლები, მაგალითად, ხელის გადასმა, ჩუმი ჩურჩული, რიტმული, მსუბუქი დაკაკუნება, მისი აზრით, დაეხმარება სწრაფად დაძინებაში, ზოგჯერ კი გამოიწვევს ჰიპნოტურ ძილს ყოველგვარი სიტყვიერი შთაგონების გარეშე. ჰიპნოზურ ტრანსში შეყვანას ასევე ხელს უწყობს: ჰიპნოზირებულის უძრავი მდგომარეობა, ერთფეროვნება და მონოტონურობა (განსაკუთრებული მუსიკა, ზვირთცემის ხმაური, სუნთქვისა და გულისცემისთვის მიყურადება), რომელიმე უძრავ ობიექტზე ფოკუსირება.  ჰიპნოტურ ტრანსში შეყვანის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნდობა და ამ მდგომარეობის მოლოდინი.
ჰიპნოტიზიორმა უნდა მოახერხოს უდავო ავტორიტეტის მოპოვება ჰიპნოზირებულის თვალში, და ეს შეიძლება იყოს, როგორც რწმენაზე დამყარებული ავტორიტეტი, რომ ჰიპნოტიზიორს  შეუძლია მისი დახმარება, ასევე შიშზე დამყარებული ავტორიტეტი. მაგალითად, ბოშების „კლიენტები“ ის ადამიანები არიან, ვისაც სულის სიღრმეში ღრმად სწამს მათი გათვალვის ან ბედის წინასწარმეტყველების უნარის.
ფართო გაგებით, ჰიპნოზი შეიძლება იქნას გაგებული, როგორც ნებისმიერი შთაგონება. ამრიგად, ჰიპნოზს შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ფლობდეს და აუმჯობესებდეს ჰიპნოზის უნარს. გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ნებისმიერი ადამიანი გავლენას ახდენს სხვებზე და თავადაც ექვემდებარება მათ გავლენას. თითოეული გამყიდველი, ადვოკატი, პოლიტიკოსი, მსახიობი, თითოეული მოჩხუბარე ცოლ-ქმარი თავისებურად იყენებს „ჰიპნოზს“. სამყარო, გარკვეულწილად, ცირკს წარმოადგენს, სადაც ჰიპნოტიზიორთა მეტოქე ჯგუფები ერთმანეთის ჰიპნოზირებას ცდილობენ.
          ჩნდება კითხვა ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური ტიპის ჰიპნოზის შესახებ, რომლის დროსაც ადამიანს თავად შეუძლია თავისი თავისთვის რაღაცის შთაგონება. რატომ არის საჭირო თვითჰიპნოზი? ჯერ ერთი, ტრანსი დასვენების ყველაზე ეფექტური (ძილის გარდა) საშუალებაა. თუ ისწავლით ამ მდგომარეობაში გააზრებულად შესვლას, შეგიძლიათ დაისვენოთ ამისათვის ყველაზე შეუსაბამო ადგილებში. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ტრანსის მოთხოვნილება წარმოადგენს ადამიანის ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებას. გაუცნობიერებლად ადამიანი ცხოვრობს ერთი პოზიტიური ტრანსიდან მეორემდე. სწორედ ასეთ მდგომარეობებს ადამიანი იმახსოვრებს, როგორც მისი ცხოვრების დაუვიწყარ მომენტებს, რომლებიც გაჯერებულია დადებითი ემოციებით და მოგვიანებით აღწერილია, როგორც ბედნიერი წამები. ადამიანი, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება ბედნიერ ტრანსში, შემდგომში ცდილობს, შეგნებულად ან კიდევ ერთხელ გაუცნობიერებლად გაიმეოროს მსგავსგი მდგომარეობები ყველა  შესაძლო საშუალებებით. ცუდი ვერსიით, „სულის ფრენის“ უზრუნველყოფა შეუძლია ალკოჰოლს, ნარკოტიკს, არაკონტროლირებად ქცევას.
სპორტის მრავალი სახეობა ბუნებრივი ტრანსია მოძრაობის დროს. სპორტსმენები ამ მდგომარეობას შედეგების გაუმჯობესების მიზნით იყენებენ. მაგალითად, მორბენალი უყურებს სპორტსმენის ზურგს, რომელიც წინ მირბის, და წარმოუდგენია, რომ მასთან თოკით არის დაკავშირებული, ამიტომ ერთი სანტიმეტრითაც არ ჩამორჩება მას. თვითჰიპნოზი ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში და შემდეგ ის მიჰყვება მას. მაგალითად, არასოდეს აღარ მოწიოს სიგარეტი. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც შეიძლება, მაგრამ მასთან ერთად ტვინი დაიმახსოვრებს უამრავ არგუმენტს, პირობას, შიშს, წაცდენას და ეჭვს. ჰიპნოთერაპია კარგად მოქმედებს ფსიქოსომატურ დაავადებათა მკურნალობაზე, შეშფოთებისა და ფობიების მოხსნაზე, მეხსიერების გაუმჯობესებაზე და ყურადღების კონცენტრაციაზე, სპორტული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე.
 ჰიპნოტური შთაგონება ასევე გამოიყენება სამხედრო ნაწილებში, რელიგიურ სექტებში, აგიტაციის, პროპაგანდის დროს, რეკლამაში. შთაგონების მრავარიცხოვან საშუალებათა შორის ერთ-ერთი მედიაში გამოიყენება: საკმარისია ტექსტში ჩაისვას ფრაზა „თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა ...“, და მკითხველის ნდობა ტექსტის მიმართ იზრდება. ინფორმაციულ გარემოში უცნაური კომბინაციებითა და მრავალფეროვანი ფორმებით, ადეკვატური და ილუზორული რეალობაა გადახლართული. საზოგადოების ინფორმაციული გარემოს არაადეკვატურობის ერთ–ერთი წყაროა თავად სამყაროს ობიექტური სირთულე და მისი შემეცნების პროცესი, ადამიანების შეცდომები, რომლებიც შეისწავლიან მას. ეს პრობლემა ანალიზის საგანია ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მრავალ კვლევაში.
წყაროების სხვა ჯგუფში შეიძლება იმ ადამიანების ქმედებების გაერთიანება, ვინც საკუთარი მიზნისკენ მიისწრაფის და ამიტომ ამახინჯებს ინფორმაციას, იყენებს სხვებზე ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდს მათი ინტერესების გაუთვალისწინებლად, ხშირად უბრალოდ შეჰყავს შეცდომაში, მოქმედებს მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ და ზიანს აყენებს მათ. თუ ჰიპნოზი განიხილება როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ყოველთვის გულისხმობს ღრმა ტრანსს, მაშინ ისეთი რამ, როგორიც ჰიპნოზია, არ არსებობს. თუ ჰიპნოზში ვიგულისხმებთ ყველაფერს, რაც ცვლის ჩვენს აღქმასა და ცნობიერებას, მაშინ დავინახავთ, რომ ჰიპნოზური მოვლენები გვხვდება ყველგან, ჩვენს გარშემო, და არ საჭიროებს ტრანსს.