вторник, 17 января 2023 г.

2040 წლისთვის კომპასის ისარი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ იქნება მიმართული და არა ჩრდილოეთისკენ

 https://m.hightech.plus/2019/12/24/k-2040-godu-strelka-kompasa-budet-ukazivat-ne-na-sever-a-na-severo-vostok

2040 წლისთვის კომპასის ისარი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ იქნება მიმართული და არა ჩრდილოეთისკენ

სერგეი კოლენოვი

თუ ჩრდილოეთის მაგნიტური პოლუსი იგივე სიჩქარით გააგრძელებს გადაწევას, როგორც ახლა, შუა საუკუნისთვის ის ციმბირს მიაღწევს. ამას დასჭირდება სანავიგაციო სისტემების სერიოზული კორექტირება.

რამდენიმე საუკუნის განმავლობაში დედამიწის მაგნიტური პოლუსი კანადის არქტიკაში იმყოფებოდა და ნელა მოძრაობდა ერთ ტერიტორიაზე. მაგრამ, დაახლოებით 40 წლის წინ, მან დაიწყო მკვეთრად გადაადგილება ჩრდილოეთისკენ წელიწადში დაახლოებით 50 კმ საშუალო სიჩქარით. ამ წლის სექტემბერში მაგნიტურმა პოლუსმა მიაღწია გეოგრაფიულს, შემდეგ კი ციმბირისკენ გაგრძელა გზა, იტყობინება Business Insider. 

ვინაიდან მრავალი სანავიგაციო სისტემა იყენებს დედამიწის მაგნიტურ ველს, მათ მუშაობაში რეგულარულად ხდება საჭირო პოლუსის მოძრაობასთან დაკავშირებული შესწორებების შეტანა. ჩვეულებრივ, მსოფლიო მაგნიტური მოდელი განახლდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. თუმცა, პოლუსის გადაწევა იმდენად დაჩქარდა, რომ 2015 წელს მიღებული მოდელი ვადაზე ადრე მოძველდა.

შედეგად, წელს ერთდროულად ორი ახალი განახლების მიღება გახდა საჭირო - დაუგეგმავი თებერვალში და დაგეგმილი 10 დეკემბერს.

ჩვეულებრივ ადამიანზე ეს სიტუაცია არანაირად არ მოქმედებს. ჩვენი კომპასები და ნავიგატორები ამ დროისთვის ჯერ ზუსტი დარჩება. მიუხედავად ამისა, მაგნიტური პოლუსის მოგზაურობა ციმბირისკენ შეიძლება გაგრძელდეს. შედეგად, 2040 წლისთვის ყველა კომპასი მიუთითებს არა გეოგრაფიულ ჩრდილოეთზე, არამედ ჩრდილო-აღმოსავლეთზე. თუმცა, პოლუსს შეუძლია შეჩერდეს ან თუნდაც უკან დაბრუნდეს, მაგრამ მისი მოძრაობის პროგნოზირება შეუძლებელია.

მაგნიტური პოლუსის გადაადგილების მიზეზები უცნობია. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, დამნაშავე პლანეტის თხევადი ლითონის ბირთვში არსებული შემთხვევითი ტურბულენტობაა. მეორე ვარაუდობს, რომ პოლუსის მობილურობა გამოწვეულია მთელი მაგნიტური ველის შესუსტებით.

ამ შემთხვევაში, ეს იმის ნიშანია, რომ მაგნიტური ჩრდილოეთი და სამხრეთი უახლოეს დროში მალე შეიცვლიან თავიანთ ადგილს. ეს უკვე მოხდა დედამიწის ისტორიაში, ბოლოს დაახლოებით 780 000 წლის წინ. ასეთ მომენტებში მაგნიტური ველი სუსტდება დაახლოებით 30%-ით, და შესაძლოა ერთიანი ჩრდილოეთის პოლუსი გაქრეს და ადგილი დაუთმოს რამდენიმე ლოკალურს. შემდეგ, ათასი წლის შემდეგ, იგი აღდგება.

მაგნიტური პოლუსების შეცვლა ზოგჯერ აღწერილია, როგორც მყისიერი კატასტროფა, მაგრამ რეალობაში ეს ხანგრძლივი პროცესია. სპეციალისტების გაანგარიშებით, ბოლო დროს მას დაახლოებით 22 000 წელი დასჭირდა. ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ პოლუსები დაიწყებენ გადაადგილებას, ჩვენ ამას, დიდი ალბათობით, ვერ შევამჩნევთ, და ჩვენი დაცვა კოსმოსური გამოსხივებისგან არ შესუსტდება. ალბათ  ჩვეული კომპასები ცოტა ხნით გამოუსადეგარი იქნება.

ნავიგაციის მეთოდები, რომლებიც დაფუძნებულია მაგნიტურ ველზე და GPS-ზე, ყოველთვის არ არის მოსახერხებელი. ისინი შეიძლება შეიცვალოს მანქანური სწავლების ტექნოლოგიებით, ასევე უდაბნოს ჭიანჭველების ორიენტირების გზებით. ისინი რობოტებს გამოქვაბულებსა და სხვა პლანეტებზე ორიენტირების საშუალებას მისცემს.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised