https://present-dv.ru/obraz/jenskaya-energiya-sohranit-i-priumnojit-181
ქალის ენერგია: დაზოგე და გაზარდე
ქალი თავისთავად არის ენერგიის ერთგვარი შეკვრა, რომლის წყალობითაც მაგნიტივით შეუძლია მიიზიდოს თავის ცხოვრებაში მამაკაცი, წარმატება, ფული... ოღონდ არ უნდა აურიოთ უბრალო ენერგიულობა ქალურ ენერგიაში! ჩვენ გვაქვს ბიზნესში წარმატებული ქალების მრავალი მაგალითი, რომლებიც უბედური და მარტოსული არიან...
თუ ქალს ენერგია აკლია, არ აქვს მნიშვნელობა ახალგაზრდაა, მდიდარი თუ ლამაზი. გარშემომყოფები გრძნობენ, რომ ის გამოფიტულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთ მამაკაცს არ ექნება მასთან ყოფნის სურვილი. ის უბრალოდ არ დაინახავს მასშ ქალს. რომელ მამაკაცს შეიძლება მოეწონოს ძალ-ღონე გამოცლილი და ქალურობას მოკლებული ადამიანი? ისეთივეს, როგორიც თავად არის – „მძიმე ხვედრით“ დატანჯულს. მხოლოდ ქალურობით სავსე ქალი მოიზიდავს ვაჟკაცური ხასიათის მამაკაცს.
რა უპირისპირდება
ქალის ენერგეტიკულ „ჭკნობას“?
ბლოკი 1. „გარეგნობა“
ქალის ენერგიის მაღალი დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია ქალის სამოსის ტარება – კაბების, ქვედაბოლოების ... ბევრი ქალი ინტუიციურად გრძნობს ამ თავისებურებას. ევა მენდესმა, ლამაზმა და ნიჭიერმა მსახიობმა, როდესაც ინტერვიუში პასუხობდა კითხვას, თუ რა ხდის მას ქალად, მან უპასუხა, რომ არასდროს ატარებს შარვალს ან ჯინსებს. მას ქალურობას აგრძნობინებს სწორედ „ქვიშის საათის“ კლასიკური სილუეტის ქალის ტანსაცმელი ყვავილების პრინტით ან კაბები 50-იანი წლების სტილში.
ჩაცმულობის ფერები უნდა იყოს ნათელი, არა პირქუში. არ დაგავიწყდეთ აქსესუარები და სამკაულები. ისინი უნდა იყოს კარგი ხარისხის. სწორი არომატი კიდევ უფრო მიმზიდველს გაგხდით და განწყობას გაგიხალისებთ.
კიდევ ერთი პირობაა - ლამაზად ჩაცმა ყველგან არის საჭირო, სახლშიც, მაშინაც, თუ არავინ გხედავთ. მოიშორეთ ხალათები და სპორტული ტანსაცმელი, დღეს დიდი რაოდენობითაა მართლაც ელეგანტური საშინაო ტანსაცმელი.
თმა ქალის სიძლიერის ნაწილია, ამიტომ აუცილებლად იზრუნეთ მასზე, შეიცვალეთ ვარცხნილობა და სიამოვნე მიიღეთ თქვენი გარეგნობით! არ დაივიწყოთ მანიკურის და პედიკურის შესახებ. კარგი მაკიაჟი გაზრდის თქვენს მიმზიდველობას.
ქალურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეხების ძალა: სპა პროცედურები, მასაჟი და თვითმასაჟი მოდუნების საშუალებას მოგცემთ და, შესაბამისად, გაზრდის თქვენს ენერგიას. ღირს უფრო ხშირად განებივროთ თავი აბაზანებით ბალახებით ან არომატული ზეთებით.
ბლოკი 2. „ურთიერთობა გარშემომყოფ ადამიანებთან“
პირველი და ყველაზე მთავარი წესია იყოთ ქმრის ერთგული, პატივი სცეთ თქვენს ურთიერთობებს და საკუთარ თავს, თქვენს სხეულს. სექსის დროს ენერგეტიკული ძაფებით ხართ დაკავშირებული მამაკაცთან, და მათი გაწყვეტა ურთიერთობის დასრულების შემდეგაც კი ძალიან რთულია.
ქალის პირდაპირი მისია – ბავშვების განათლება და აღზრდა - ენერგიის მაღალი დონის შესანარჩუნებლად უაღრესად მნიშვნელოვანია. კარგია ბავშვებს ასწავლოთ ის, რისი გაკეთებაც თავად შეგიძლიათ: ცეკვა, სიმღერა, ხატვა, ძერწვა.
ქალს სჭირდება ურთიერთობა, განსაკუთრებით სხვა ქალებთან, არ აქვს მნიშვნელობა, რა თემაზე და რა ვითარებაში, თუნდაც ეს იყოს აბანოში ან კოსმეტოლოგთან ერთად წასვლა. თუ გსურთ გათხოვება, კარგი იქნება მეგობარ ქალებთან ურთიერთობა, რომლებიც უკვე ბედნიერი არიან ქორწინებაში. სატელეფონო საუბრები ასევე აუცილებელია ქალისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სავსეა პოზიტივით. არ შეიძლება ჭორაობა, ვისიმე გაქირდვა.
გულმოწყალეობა მნიშვნელოვანი თვისებაა ქალისთვის. ხშირად გამოიჩინეთ მეტი ზრუნვა მათ მიმართ, ვისაც ეს სჭირდება, მიიღეთ მონაწილეობა საქველმოქმედო პროექტებში. იზრუნეთ ჩვენს უმცროს ძმებზე, დაკიდეთ საკვებური გარეთ ფანჯარასთან, გამოკვებეთ უსახლკარო ცხოველები.
და სთხოვეთ დახმარება მამაკაცებს! დაივიწყეთ სიტყვები „მე თვითონ“, ნუ შეგრცხვებათ, მაგალითად, სთხოვოთ უცნობ მამაკაცს დახმარება მძიმე ჩანთების მიტანაში და აუცილებლად მადლობა გადაუხადეთ დახმარებისთვის.
ბლოკი 3. „სახლი“
ქალის ენერგიის დონე იზრდება საჭმელის მომზადების პროცესში, კერძის სირთულის დონის მიუხედავად. საჭმელი ენერგიის ძალიან კარგი გამტარია, ამიტომ მომზადების პროცესს პოზიტიური განწყობით მიუდექით!
თქვენს სახლში არ უნდა იყოს ძველი, გატეხილი და ზედმეტი ნივთები. ძველმანი ასუსტებს ქალის ენერგიას, ასევე ნეგატიურად „მუშაობს“ სხვადასხვა გაუმართაობაც - ონკანი, რომელშც წყალი მოედინება, დამტვრეული კაფელი... მოაწესრიგეთ სახლი, დაიცავით სისუფთავე, და თქვენ იგრძნობთ, როგორ შვებას იგრძნობთ!
ბლოკი 4. „დღის რეჟიმი“
გადახედეთ თქვენს რაციონს. დაამატეთ მას მეტი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, ნიგოზი. გაანებივრეთ თქვენი თავი ნატურალური ტკბილეულით და თაფლით, ისინი ძალიან სასარგებლოა ქალისთვის.
დაიძინეთ არაუგვიანეს 22-23 საათისა და ადექით არაუგვიანეს დილის 6-8 საათისა. ეს მნიშვნელოვანია კანის ნორმალური მდგომარეობისა და კარგი გუნება-განწყობისთვის.
მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში: ტყეში, პარკში, აგარაკზე... განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ქალის ენერგიაზე მიწის თხრა. არანაკლებ სასარგებლოა წყალსატევთან ყოფნა, რადგან წყალი ქალურობის საწყისის სიმბოლოა.
გარშემორტყმულიყავით სილამაზით: უფრო ხშირად ეწვიეთ გალერეებს, თეატრს, წაიკითხეთ წიგნები, მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას. იმღერეთ - ეს წმენდს და ენერგეტიკით ავსებს მთელ სხეულს. გააკეთეთ რაიმე საკუთარი ხელით, მიჰყევით ხელსაქმეს.
მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიული საღამოები, შაბათ-კვირას შეიკრიბეთ ოჯახურ ვახშამზე, მოაწყვეთ პიკნიკი ბუნებაში.
და, რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ სპორტი - თუნდაც მცირე რაოდენობით, ის სასწაულებს ახდენს! ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ცეკვა, იოგა, ცურვა, ცხენოსნობა და ფეხით სეირნობა. ყველაფერი ბლანტი, ნელი და ნარნარი ქალის სტიქიაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised