ბავშვები და „ლაიქები“: ღირს თუ არა ბავშვთა ფოტოების სოციალურ ქსელებში განთავსება
https://glavcom.ua/scotch/health/deti-i-layki-stoit-li-razmeshchat-detskie-foto-v-socsetyah-352676.html
გსურთ, რომ თქვენი ყველა ფარული მომენტი საჯაროდ იყოს გამოტანილი? მსგავსი გრძნობები მოგვიანებით შეიძლება ბავშვმა განიცადოს.
სოციალური ქსელები სავსეა ბავშვის ფოტოებით. მოსიყვარულე და ამაყი მშობლები თავიანთ ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებს აქცევენ შვილების ცხოვრების დეტალურ ქრონიკად, ყვებიან მათ ყოველ ნაბიჯზე, სიტყვასა და მიღწევაზე.
უკვე ბევრი დაიწერა იმის შესახებ, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს და რატომ არ უნდა გაკეთდეს ეს. მაგრამ რა დგას იმ სურვილის უკან, რომ აჩვენო შენი შვილი მთელ მსოფლიოს? მართლაც, ბევრი ადამიანისთვის, ბავშვის დაბადების მომენტიდან, გვერდები სოციალურ ქსელებში უკვე აღარ არის მათი პირადი და გადაიქცევა ფოტორეპორტაჟად ბავშვის ცხოვრების შესახებ.
ბავშვის ცხოვრებიდან მომენტების გაზიარება შეიძლება, მაგრამ აუცილებელია თუ არა ჩარჩოების დაცვა? პარალელს გავავლებ ფსიქოთერაპიულ ჯგუფებში კონფიდენციალურობის წესთან. მონაწილეებს შეუძლიათ გაუზიარონ და განიხილონ ის, რაც მათ პირადად აწუხებთ, რაც შეეხო მათ. ანუ ბლოგის წარმოება დედობაზე: დაწერონ ბლოგში არა იმაზე, თუ როგორ ტიროდა ბავშვი მთელი დღე ან რა რთული ხასიათი აქვს, არამედ იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამას, როგორ შეცვალა მშობლობამ თავად მშობელი. ამრიგად, აქცენტი ბავშვის პიროვნებიდან გადადის მის ადგილზე მშობლების ცხოვრებაში.
გთავაზობთ გაერკვეთ იმ მოტივებში, რომლებიც გიბიძგებთ ყველას გაუზიაროთ, თუ როგორ სასაცილოდ დაამთქნარა ბავშვმა, ან როგორ იმალებოდა საწოლის ქვეშ. რისთვის კეთდება ეს?
ხშირად მშობლები ისე არიან გატაცებულნი თავიანთი ახალი როლით, რომ ცდილობენ იყვნენ „წარჩინებული“. ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება თავი აარიდო საჩვენებელ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ? სოციალურ ქსელში ბავშვის ყველა ფოტო თითქმის ყოველთვის მიგვანიშნებს - „მე კარგი მშობელი ვარ“, „ჩემი შვილი საუკეთესოა/ლამაზი/ჭკვიანი“, „შეხედეთ: ჩემი ცხოვრება ცარიელი არ არის, მას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, ეს ყველაფერი სიმართლეს“. მაგრამ, თუ ამ ცხოვრებას დროშასავით აფრიალებენ, ამით მშობლები თავის შვილს ართმევენ საკუთარ ინდივიდუალობას და თვითონ ითვისებენ. და გამოდის, რომ ეს ყველაფერი გარედან აღიარების მიზნით კეთდება.
ფსიქოანალიზში არის მშვენიერი ტერმინი რომელიც აღწერს, თუ რა ხდება ასეთ სიტუაციაში - ნარცისული გაფართოება. ეს ნიშნავს, რომ ის, ვინც არის „გაფართოებული“, გამოიყენება სხვა ადამიანის საკუთარი მნიშვნელობის გრძნობის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაში მშობელი ბავშვს აღიქვამს როგორც თავის ნაწილს, და არა როგორც სრულფასოვან დამოუკიდებელ პიროვნებას. სიყვარული და აღფრთოვანება ისე „იძრავს“ მშობელს, რომ ის აღარ გრძნობს საზღვარს საკუთარსა და შვილს შორის. შემდეგ კი ბავშვი, სამწუხაროდ, სრულიად გაუცნობიერებლად დედისთვის ან მამისთვის, ხდება მათი ინსტრუმენტი გარემოსთან ურთიერთობის დასამყარებლად.
ზუსტად ასე იქცევიან დედიკოები, ეჯიბრებიან ერთმანეთს და ტრაბახობენ: „ჩემმა შვილბა 9 თვის ასაკში დაიწყო სიარული!“, „ჩემ შვილს კბილები 4 თვის ასაკში ამოუვიდა“, „ჩვენმა წერა-კითხვა 2 წლის ასაკში დაიწყო“. და არ აქვს მნიშვნელობა, რად დაუჯდა ეს თავად ბავშვს, და ხშირად ეს შეიძლება იყოს გაზვიადება ან საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ყველაფერი მხოლოდ შეძახილია: „მე ვარ საუკეთესო და ჩემი შვილი ამის დასტურია!“. ბავშვი კი ვიოლინოს აწრიპინებს, ოცნებობს ფეხბურთის ბურთზე; მეგობრებთან ერთად სირბილის ნაცვლად იმახსოვრებს უზარმაზარ მისთვის უსარგებლო ინფორმაციას. ის მუდმივად უარს ამბობს თავის რეალურ ინტერესებზე და ბედნიერად იღიმება ფოტოებზე დედის ინსტაგრამისთვის, მაშინაც კი, თუ მას საერთოდ არ აქვს ამის სურვილი. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, დედა რომ გაახაროს, ის ხომ კარგი დედაა!
ბავშვი არის პიროვნება, და მშობლები პასუხისმგებელნი არიან მასზე, სანამ ის შეძლებს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას. მაგრამ ამ გადაწყვეტილებებს ერთ დღეს აუცილებლად თავად მიიღებს. მაგალითად, იყოს თუ არა საჯარო. აჩვენოს თუ არა თავისი ფოტოები სოციალურ ქსელებში. იყო პასუხისმგებელი არ ნიშნავს მის ცხოვრებასა და ბედზე ბატონობას. მოდით ვიფიქროთ ბავშვის პიროვნების საზღვრებზე. გსურთ, რომ თქვენი ყველა ფარული მომენტი საჯაროდ გამოქვეყნნდეს? როგორ რეაგირებთ, როცა თქვენი პირადი საზღვრები ირღვევა? მსგავსი გრძნობები მოგვიანებით შეიძლება ბავშვმაც განიცადოს. სანამ მას არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე, ამას მისი მეურვეები აკეთებენ. მათ არ უნდა გადაწყვიტონ მის ნაცვლად, სურს თუ არა მას იყოს საჯარო პიროვნება. ის გაიზრდება და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.
ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი სივრცე და საზღვრები, რომელსაც ჩვენ, როგორც მშობლებმა, პატივი უნდა ვცეთ. ისევე, როგორც დედებს არ სურთ, რომ მათ ქალიშვილმა უკითხავად აიღოს მათი ფეხსაცმელი, მათ თავად არ უნდა „გაასესხონ“ მისი ცხოვრების ნაწილი, რათა გაზარდონ სოციალური ქსელების გვერდების ნახვები.
წარმოუდგენლად ლამაზი და მღელვარეა იმის დანახვა, თუ როგორ გაიღიმა / დაიწყო სიარული / დახატა ბავშვმა პირველად მზე, როგორ თქვა პირველი სიტყვა, როგორ ნაზად ჩაეხუტა, როგორ იცინოდა კუს დანახვისას. არსებითად, ჩვენი შვილის გვერდით ვიხსენებთ ბავშვობას და ვტკბებით ყოველი მომენტით. მაგრამ ყველა „მეგობარი“ ინსტაგრამში ვერ გაიგებს ჩვენს სინაზის და აღტაცების გრძნობას. უმეტესობისთვის ეს არის კიდევ ერთი ფოტო ქსელში, რომელიც არ განსხვავდება წინადან.
ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრების ყოველი მომენტის აღბეჭდვის მცდელობისას, ჩვენ ვცდილობთ დავიჭიროთ და შევაჩეროთ ის, რომ სამუდამოდ შევინარჩუნოთ. მაგრამ ხშირად კამერა ხდება ბარიერი ჩვენსა და იმას შორის, რაც ხდება. ვცდილობთ გადავიღოთ კარგი კადრი, ვეძებთ სწორ კუთხეს ან მომენტს კამერით ხელში, და ჩვენ უნებურად ვშორდებით ადამიანებთან ცოცხალ სპონტანურ ურთიერთობას. ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას, უბრალოდ ვიცხოვროთ და ვიგრძნოთ ეს მომენტი, და არ გვეშინოდეს იმის, რომ ვერ მოვასწრებთ მის „დაფიქსირებას“.
ფოტოების ფილტრების არჩევით და მათზე კომენტარების გამოქვეყნებით, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ცხოვრების „ტიუნინგს“ სხვებისთვის, ვართმევთ საკუთარ თავს ცხოვრების დროს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ცოცხალი ემოციები არ ჩაანაცვლებს ლაიქების რაოდენობას და გულით ნანახი მოგონებები ყოველთვის უფრო ნათელი იქნება, ვიდრე ნებისმიერი სურათი სოციალურ ქსელებში.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised