понедельник, 16 марта 2020 г.

ჰიპნოზი ყველა ადამიანის ცხოვრებაში

ჰიპნოზი ყველა ადამიანის ცხოვრებაში

ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჰიპნოზის გამოყენებით გამოცდილ ადამიანს შეუძლია ბანკში ფულის „სესხება“, ნებისმიერი გოგონას ცდუნება, რომელიც მოეწონება,  რესტორანში ფულის გადახდა კანფეტების ქაღალდებით, განაწყოს ინგლისის ნაკრები დიდი ანგარიშით დამარცხებაზე მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში.
ეს ჭორები მეტად გაზვიადებულია. მაგრამ ამის გარკვეული საფუძველი არსებობს. მოდით გავერკვეთ.
          ჰიპნოზი რეალურად არსებული ფენომენია, რომელიც დიდი ხანია აღიარებულია და გამოიყენება ოფიციალურ მედიცინაში. ჰიპნოზი არის შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობა, ან ტრანსი, რომელშიც ადამიანი (სუბიექტი) სხვა ადამიანს (ჰიპნოტიზიორს) შეჰყავს შთაგონების გზით. ჰიპნოზი არის მდგომარეობა, რომელშიც სუბიექტის ცნობიერება დროებით გამოთიშულია, იკარგება კრიტიკული აზროვნების ფილტრები, ხოლო ჰიპნოტიზიორის ბრძანებები პირდაპირ ქვეცნობიერზე მოქმედებს.
ჰიპნოტური ტრანსი არის ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა ყურადღების ვიწრო ფოკუსით. როდესაც ამ ფოკუსში ჰიპნოტიზიორის სიტყვები აღმოჩნდება, ცნობიერებას მათ მიმართ უჩნდება საკუთარი, გააზრებულად მიღებული გადაწყვეტილებები. თუ ჰიპნოტიზიორი არ არის, მაშინ ტრანსის მდგომარეობაში გააქტიურებულია წარმოსახვა. წარმოსახული სახეები აღიქმება როგორც რეალობა. მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტების, დაკვირვებისა და გამოკვლევების საფუძველზე, ვ. მ. ბეხტერევმა შეიმუშავა წარმოდგენა ჰიპნოზის შესახებ, როგორც ჩვეულებრივი ბუნებრივი ძილის თავისებურ სახეცვლილებაზე.
ჰიპნოზი ნაწილობრივი სიზმარია, რომლის დროსაც ტვინში მიძინებული უამრავი ნერვული უჯრედებს შორის რჩება მღვიძარუ, აგზნებული, გარკვეული გამაღიზიანებლის აღქმაზე განწყობილი უჯრედების პატარა კუნძული. ამ სახის ძილი განსაკუთრებული ხელოვნური პირობების მეშვეობით იქმნება. ჰიპნოტური მდგომარეობის დაწყებისას დიდ როლს ასრულებს სიტყვიერი შთაგონება, ასევე ზოგიერთი ფიზიკური გამაღიზიანებელი, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის შეყვანას ჰიპნოტურ მდგომარეობაში. სუსტი ფიზიკური გამაღიზიანებლები, მაგალითად, ხელის გადასმა, ჩუმი ჩურჩული, რიტმული, მსუბუქი დაკაკუნება, მისი აზრით, დაეხმარება სწრაფად დაძინებაში, ზოგჯერ კი გამოიწვევს ჰიპნოტურ ძილს ყოველგვარი სიტყვიერი შთაგონების გარეშე. ჰიპნოზურ ტრანსში შეყვანას ასევე ხელს უწყობს: ჰიპნოზირებულის უძრავი მდგომარეობა, ერთფეროვნება და მონოტონურობა (განსაკუთრებული მუსიკა, ზვირთცემის ხმაური, სუნთქვისა და გულისცემისთვის მიყურადება), რომელიმე უძრავ ობიექტზე ფოკუსირება.  ჰიპნოტურ ტრანსში შეყვანის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნდობა და ამ მდგომარეობის მოლოდინი.
ჰიპნოტიზიორმა უნდა მოახერხოს უდავო ავტორიტეტის მოპოვება ჰიპნოზირებულის თვალში, და ეს შეიძლება იყოს, როგორც რწმენაზე დამყარებული ავტორიტეტი, რომ ჰიპნოტიზიორს  შეუძლია მისი დახმარება, ასევე შიშზე დამყარებული ავტორიტეტი. მაგალითად, ბოშების „კლიენტები“ ის ადამიანები არიან, ვისაც სულის სიღრმეში ღრმად სწამს მათი გათვალვის ან ბედის წინასწარმეტყველების უნარის.
ფართო გაგებით, ჰიპნოზი შეიძლება იქნას გაგებული, როგორც ნებისმიერი შთაგონება. ამრიგად, ჰიპნოზს შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ფლობდეს და აუმჯობესებდეს ჰიპნოზის უნარს. გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ნებისმიერი ადამიანი გავლენას ახდენს სხვებზე და თავადაც ექვემდებარება მათ გავლენას. თითოეული გამყიდველი, ადვოკატი, პოლიტიკოსი, მსახიობი, თითოეული მოჩხუბარე ცოლ-ქმარი თავისებურად იყენებს „ჰიპნოზს“. სამყარო, გარკვეულწილად, ცირკს წარმოადგენს, სადაც ჰიპნოტიზიორთა მეტოქე ჯგუფები ერთმანეთის ჰიპნოზირებას ცდილობენ.
          ჩნდება კითხვა ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური ტიპის ჰიპნოზის შესახებ, რომლის დროსაც ადამიანს თავად შეუძლია თავისი თავისთვის რაღაცის შთაგონება. რატომ არის საჭირო თვითჰიპნოზი? ჯერ ერთი, ტრანსი დასვენების ყველაზე ეფექტური (ძილის გარდა) საშუალებაა. თუ ისწავლით ამ მდგომარეობაში გააზრებულად შესვლას, შეგიძლიათ დაისვენოთ ამისათვის ყველაზე შეუსაბამო ადგილებში. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ტრანსის მოთხოვნილება წარმოადგენს ადამიანის ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებას. გაუცნობიერებლად ადამიანი ცხოვრობს ერთი პოზიტიური ტრანსიდან მეორემდე. სწორედ ასეთ მდგომარეობებს ადამიანი იმახსოვრებს, როგორც მისი ცხოვრების დაუვიწყარ მომენტებს, რომლებიც გაჯერებულია დადებითი ემოციებით და მოგვიანებით აღწერილია, როგორც ბედნიერი წამები. ადამიანი, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდება ბედნიერ ტრანსში, შემდგომში ცდილობს, შეგნებულად ან კიდევ ერთხელ გაუცნობიერებლად გაიმეოროს მსგავსგი მდგომარეობები ყველა  შესაძლო საშუალებებით. ცუდი ვერსიით, „სულის ფრენის“ უზრუნველყოფა შეუძლია ალკოჰოლს, ნარკოტიკს, არაკონტროლირებად ქცევას.
სპორტის მრავალი სახეობა ბუნებრივი ტრანსია მოძრაობის დროს. სპორტსმენები ამ მდგომარეობას შედეგების გაუმჯობესების მიზნით იყენებენ. მაგალითად, მორბენალი უყურებს სპორტსმენის ზურგს, რომელიც წინ მირბის, და წარმოუდგენია, რომ მასთან თოკით არის დაკავშირებული, ამიტომ ერთი სანტიმეტრითაც არ ჩამორჩება მას. თვითჰიპნოზი ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში და შემდეგ ის მიჰყვება მას. მაგალითად, არასოდეს აღარ მოწიოს სიგარეტი. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც შეიძლება, მაგრამ მასთან ერთად ტვინი დაიმახსოვრებს უამრავ არგუმენტს, პირობას, შიშს, წაცდენას და ეჭვს. ჰიპნოთერაპია კარგად მოქმედებს ფსიქოსომატურ დაავადებათა მკურნალობაზე, შეშფოთებისა და ფობიების მოხსნაზე, მეხსიერების გაუმჯობესებაზე და ყურადღების კონცენტრაციაზე, სპორტული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე.
 ჰიპნოტური შთაგონება ასევე გამოიყენება სამხედრო ნაწილებში, რელიგიურ სექტებში, აგიტაციის, პროპაგანდის დროს, რეკლამაში. შთაგონების მრავარიცხოვან საშუალებათა შორის ერთ-ერთი მედიაში გამოიყენება: საკმარისია ტექსტში ჩაისვას ფრაზა „თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა ...“, და მკითხველის ნდობა ტექსტის მიმართ იზრდება. ინფორმაციულ გარემოში უცნაური კომბინაციებითა და მრავალფეროვანი ფორმებით, ადეკვატური და ილუზორული რეალობაა გადახლართული. საზოგადოების ინფორმაციული გარემოს არაადეკვატურობის ერთ–ერთი წყაროა თავად სამყაროს ობიექტური სირთულე და მისი შემეცნების პროცესი, ადამიანების შეცდომები, რომლებიც შეისწავლიან მას. ეს პრობლემა ანალიზის საგანია ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მრავალ კვლევაში.
წყაროების სხვა ჯგუფში შეიძლება იმ ადამიანების ქმედებების გაერთიანება, ვინც საკუთარი მიზნისკენ მიისწრაფის და ამიტომ ამახინჯებს ინფორმაციას, იყენებს სხვებზე ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდს მათი ინტერესების გაუთვალისწინებლად, ხშირად უბრალოდ შეჰყავს შეცდომაში, მოქმედებს მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ და ზიანს აყენებს მათ. თუ ჰიპნოზი განიხილება როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელიც ყოველთვის გულისხმობს ღრმა ტრანსს, მაშინ ისეთი რამ, როგორიც ჰიპნოზია, არ არსებობს. თუ ჰიპნოზში ვიგულისხმებთ ყველაფერს, რაც ცვლის ჩვენს აღქმასა და ცნობიერებას, მაშინ დავინახავთ, რომ ჰიპნოზური მოვლენები გვხვდება ყველგან, ჩვენს გარშემო, და არ საჭიროებს ტრანსს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised