вторник, 17 января 2023 г.

6 მტაცებელი საოცარი შესაძლებლობებით

 https://online.zakon.kz/Document/?doc_id=31333778&pos=25;91#pos=25;91


6 მტაცებელი საოცარი შესაძლებლობებით

ველური ბუნება არც თუ ისე კომფორტული ადგილია საცხოვრებლად, და მტაცებლებსაც კი უწევთ დიდი ძალისხმევა, რომ გადარჩენ, იკვებონ და დატოვონ სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობა. ზოგიერთი ცხოველი კლავს ერთმანეთს, თითქოსდა, რაღაც მაგიური ძალის დახმარებით. სინამდვილეში, აქ არავითარი მაგია არ არის, და მეცნიერებას უკვე შეუძლია ახსნას ყველაზე უცნაური მოვლენები ცხოველთა სამყაროში. თქვენს ყურადღებას ვთავაზობთ ერთი შეხედვით ნაცნობი ცხოველების ყველაზე უჩვეულო შესაძლებლობების შერჩევას:


1. გველებს ცხრა გრძნობა აქვთ

გველებს აქვთ არა ხუთი გრძნობა, არამედ ცხრა, რადგან ყველა ძირითადი გრძნობა წარმოდგენილია ორმაგ ეგზემპლარში: ორ-ორი სახის მოსმენა, მხედველობა და ყნოსვა.

გველის ყბები უშუალოდ უკავშირდება მის შიდა ყურს, რაც ფაქტიურად საშუალებას აძლევს მას მოისმინოს ზედაპირის ვიბრაცია. ეს ორგანო იმდენად მგრძნობიარეა, რომ გველს შეუძლია ზუსტად დაარტყას პატარა, უმოძრაო ცხოველს სრულ სიბნელეში და არ ააცილოს. გარდა ამისა, მტაცებლის ქვედა ყბა იყოფა ორ ნაწილად, და რხევებს შორის დროის სხვაობა, რომელიც ერთდროულად ორი მხრიდან მიიღება, გველს აცნობებს მისი ნადავლის გაქცევის მიმართულებას.

გარდა ამისა, გველები ენითაც აგემოვნებენ ჰაერს, და რადგან ენებიც გაყოფილი აქვთ, გემოვნების განსხვავება ორივე მხრიდან მკვეთრად იგრძნობა. და ბოლოს, გველების ბევრ სახეობას აქვს სითბოს აღქმის ორგანოები და, შესაბამისად, შეუძლიათ „დაინახონ“ ინფრაწითელ დიაპაზონში. ასეთი სენსორები ათჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ადამიანების მიერ ამ მიზნით შექმნილი ნებისმიერი ტექნოლოგია - გველს სხვადასხვა ტალღის სიგრძის გამო რამდენიმე სახის თერმული გამოსხივების აღქმაც კი შეუძლია. ეს ქერცლიანი მტაცებლები იყენებენ მთელ თავიანთ წარმოუდგენელ შესაძლებლობებს მხოლოდ ერთი მიზნით: მიაკვლიონ და მოკლან მსხვერპლი.


2. ობობებს შეუძლიათ მოსმენა სხეულზე თმის საფარის დახმარებით 

ობობას ყურები არ აქვს, მაგრამ მთელ სხეულს მგრძნობიარე თმები ფარავს. ისინი ისე ზუსტად არის მორგებული, რომ თითოეულ თმას შეუძლია განსაზღვროს ჰაერის ნაკადის მიმართულება, და ცხოველს მხედველობის დახმარების გარეშე ორიენტირების საშუალებას აძლევს. სხვათა შორის, ძუძუმწოვრების უმეტესობას, მათ შორის ადამიანებსაც, აქვს თმები შიდა ყურში, და სწორედ ეს თმა აღიქვამს ჰაერის ვიბრაციას. ობობას შემთხვევაშიც იგივე პრინციპი მოქმედებს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი მისი სხეული არის გიგანტური სუპერყური, რომელიც ისმენს ვიბრაციას მეტრის მილიარდის მეათათასედამდე (დაახლოებით ერთი ატომის სიგანე). რა თქმა უნდა, ობობები თავიანთ უნარს მხოლოდ მკვლელობისთვის იყენებენ.

მაგრამ ეს არ არის თმის ყველა საოცარი თვისება. სახეობათა უმეტესობა იყენებს თავის თმიან ფეხებს მსხვერპლის დასაჭერად, მაგრამ ზოგიერთს იმდენად გააჩნია ჩაბღაუჭების უნარი, რომ მსხვერპლს ფიზიკურად არ შეუძლია გაქცევა. ამავე დროს, ისინი არ გამოყოფენ რაიმე წებოვან ნივთიერებას, უბრალოდ მათი მიკროსკოპული თმები ფეხებზე იმდენად მცირეა, რომ წარმოუდგენელი დაჭერა უზრუნველყოფილია მოლეკულური ხახუნის ხარჯზე.


3. მელიები ორიენტირებას ახორციელებენ დედამიწის მაგნიტური ველის დახმარებით

 მელიებს ცნობილ ეშმაკ არსებად თვლეიან. მათ ეძახიან სწრაფს, მზაკვარს და მატყუარას, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ავიწყდებათ კიდევ ორი ​​განმარტების დამატება - სნაიპერები და მუტანტები. ეს ნამდვილად ასეა - მელიები იყენებენ დედამიწის მაგნიტურ ველს დარტყმის სამიზნედ.

შემჩნეულია, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მელიებს ურჩევნიათ მსხვერპლზე თავდასხმა ზუსტად მაგნიტური ჩრდილოეთის 20 გრადუსიდან, და მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ბევრი ცხოველი იყენებს მაგნიტურ ველს ნავიგაციისთვის, მაგრამ მხოლოდ მელა იყენებს მას ნადირობისთვის. როგორ აკეთებენ ამას, დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ ის, რომ „მხედველობისთვის“ იყენებენ, ეჭვს აღარ იწვევს. შესაძლოა, მაგნიტური პოლუსის აღქმა „ჩაშენებულია“ მელიების თვალში ან გრძნობების სხვა ორგანოებში.


4. ზოგიერთი ჭრიჭინის ლარვას შეუძლია ქვედა ყბის ჭურვების მსგავსად გასროლა.

ადამიანების უმეტესობისთვის ჭრიჭინები ზაფხულის ლამაზ დღეებთან ასოცირდება. სინამდვილეში, ისინი ქსენომორფული მონსტრები არიან, და კარგია, რომ ისინი ასე პატარები არიან.

ზრდასრული ჭრიჭინები სიჩქარის ჩემპიონები არიან მწერებს შორის. მათ შეუძლიათ ფრენა წამში 13 მ სიჩქარით, მაშნაც კი, თუ კუდი წინ არის მიმართული. მათი უზარმაზარი თვალები საშუალებას აძლევს მათ 100 მეტრის მანძილზე შეამჩნიონ მსხვერპლი, ჭამით კი ისინი ბევრს ჭამენ. მაგრამ ეს არაფერია იმ ჭრიჭინას ლარვებთან შედარებით, რომლებიც ქვედა ყბას წინ აგდებენ, ისევე როგორც ამას აკეთებდა მონსტრი ფილმში „უცხო“. ჭრიჭინას ლარვას, დაფარული უცნაური ეკლებით, რომლებსაც შეუძლებელია ეწოდოს კბილები, შეუძლია ისე სწრაფად გააღოს პირი, რომ მუშაობს თოფის ვაზნასავით, და თუ არა კლავს თავის მსხვერპლს, შოკში მაინც აგდებს მას. ნადირობის ეს მეთოდი იმდენად ეფექტურია, რომ ლარვას შეუძლია დაიჭიროს მასზე დიდი ზომის ციმორი.


5. Dana Octopus სახეობის კალმარი იყენებს სინაღლის ყუმბარებს

ბევრი ღამის კოშმარი, რომელიც ზღვის სიღრმეში იმალება, იყენებს ბიოლუმინესცენციას მსხვერპლის მოსატყუებლად. სხვები ამგვარად აძლევენ სიგნალებს ახლობლებს ან იცავენ თავს მტრებისგან. მაგრამ განსაკუთრებით საოცრად იყენებენ თავის ბუნებრივ „განათებას“ Dana Octopus. ეს გიგანტური უხერხემლოები მას იყენებენ როგორც მანათობელ ყუმბარებს: ადამიანის ზომის კალმარი თავს ესხმის მსხვერპლს, აგრძელებს საცეცებს და იწყებს სინათლის გამოსხივებას გარკვეული რიტმით და ტემპით.

მოულოდნელი განათება ჩვეული ზღვის სიბნელის შუაგულში საკმაოდ დიდი ხნით აოცებს თევზს, რომ კალმარმა მოასწროს თავისი საცეცებით შემოხვევა და გადაყლაპვა.

 

6. კეხიანი ვეშაპები ბადით იჭერენ თევზს

კეხიანი ვეშაპი ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბინადარია. მიუხედავად მათი უზარმაზარი ზომისა, ისინი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებიან. მაგრამ მათ ასევე აქვთ გასაოცარი თვისება - ისინი იჭერენ მსხვერპლს ბუშტუკების ბადეების დახმარებით.

თუმცა კეხიანი ვეშაპები მარტო ყოფნას აძლევენ უპირატესობას,  ნადირობას ჯგუფურად ამჯობინებენ. როდესაც გემრიელი თევზის გუნდი ხვდება, ჯგუფი იშლება და მსხვერპლს გიგანტური სხეულების სასიკვდილო რგოლში ახვევს. შემდეგ ვეშაპები ერთდროულად ამოისუნთქავენ, რომლის დროსაც იმდენი ბუშტი გამოიყოფა, რომ ისინი ერთგვარ ქსელს ქმნიან, და თევზი მის გადალახვას ვერ ახერხებს. „მწყემსი“ ვეშაპების ჯგუფი ქვემოდან უახლოვდება მსხვერპლს, ამ დროს ვეშაპების რგოლი თევზს აყრუებს ხმებით - დაახლოებით იგივეს, რასაც ისინი გამოსცემენ შეჯვარებისას. ხმაური მთლიანად დეზორიენტაციას ახდენს და აყრუებს თევზს, რის შემდეგაც მთელი გუნდი თავს ესხმის ნადავს და ყლაპავს მას.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised