вторник, 17 января 2023 г.

პიროვნების გაორება

 https://kaipf.ru/razdvoenie-lichnosti/ 

პიროვნების გაორება

პიროვნების გაორება არის ფსიქიკური დაავადება, რომელშიც ორი განსხვავებული პიროვნება ერთ ადამიანში არსებობს. მათ  შეუძლიათ თავის გამოვლენა შინაგანი ბრძოლის სახით, ან მონაცვლეობით ადამიანზე კონტროლის ხელში ჩაგდება. თითოეული პიროვნების შემთხვევაში ადამიანი განსხვავებულად მოიქცევა და, შესაძლოა, ჩაიდინოს ისეთი ქმედებები, რომლებიც არ არის დამახასიათებელი ერთ-ერთი პიროვნებისთვის. პიროვნებების ბრძოლის მდგომარეობა უკიდურესად საშიშია, რადგან ერთმა პიროვნებამ შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, იმ მოლოდინით, რომ სხვა ადამიანი იქნება პასუხისმგებელი მასზე. ნაკლებად საშიშია ინდივიდების ურთიერთქმედების მდგომარეობა, როდესაც, მაგალითად, ისინი უბრალოდ ცვლიან ერთმანეთს. ამ შემთხვევაში იქნება ნეგატიური შედეგი სხვების გაუგებრობის სახით, მათ შეაშფოთებთ ხასიათის, პრინციპების, ქცევის და შესაძლოა ხმის მკვეთრი ცვლილები.

ასეთი რამ ემართებათ სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის კონტროლი. მათში ხდება პიროვნების გაღვიძება წინა განსახიერებიდან, ყველაზე ძლიერის, რადგან სწორედ ის თრგუნავდა დანარჩენს და შეიჭრა ამჟამინდელი პიროვნების გონებაში. სხვებს ასევე შეუძლიათ როგორმე გამოავლინონ თავი, მაგრამ ძალიან სუსტად. როგორც წესი, ყველაზე ძლიერი პიროვნება არის ის, ვინც იყო უკანასკნელ წინა განსახიერებისას. მისი გონების ნაწილი გაღვიძებულია და ქვეცნობიერია. სრული გაღვიძება ამ შემთხვევაში ხდება შემთხვევით, სავარაუდოდ, გონებაში გაზრდილი კონტაქტის გამო, მაგალითად, შიდა დიალოგის გზით. სინამდვილეში, ქვეცნობიერი აქტიურად მონაწილეობს ჩვენს შიდა დიალოგში, ეს ვლინდება დიალოგის სახით, თითქოს, სხვასთან, უცხოსთან.

პიროვნების გაორება შეიძლება მოხდეს მაგიური პრაქტიკისადმი არასწორი მიდგომის გამო. ზედმეტად ცნობისმოყვარე ადამიანები არ იცავენ უსაფრთხოების წესებს, არ აფასებენ თავიანთ ძალას და იღებენ ძალიან ცუდ შედეგს. ასევე, გაორება შეიძლება მოხდეს სხეულში უცხო არსების შეღწევის გამო, მაგრამ ეს უფრო იშვიათი მოვლენაა. ამ შემთხვევაში იწყება გაშმაგება, როდესაც არსება ცდილობს პატრონის სხეულიდან განდევნას. ამავდროულად, ადამიანს ესმის, რომ ეს უცხო არსებაა, და უფრო აქტიურად ებრძვის მას. პიროვნული ცვლილებები არ ხდება, რადგან იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ერთ-ერთი სუბიექტი იძულებით უნდა გამოვიდეს სხეულიდან.

არსებობს გაორებული პიროვნების კიდევ ერთი ვერსია, რომელიც უფრო მეტად არის დაკავშირებული გონების დაავადებასთან - ეს არის გადაჭარბებული ფანტაზია. ყველას სურს იყოს ვინმე და ვიღაცას ჰგავდეს, ზოგჯერ კი ეს სასურველი სახეები რეალობაზე იწყებენ პროეცირებას, ამასთან ისინი გამოხატულია სიტყვებით და იშვიათად  საქმით. ასეთ ვითარებაში ექიმების დახმარება აუცილებელია.

გთავაზობთ ნიშნებს, რომლითაც შეგიძლიათ დაადგინოთ ზემოაღნიშნულის მიზეზი (იგივე თანმიმდევრობით):

ავადმყოფი არაფერს აცხადებს, მასში უბრალოდ შეინიშნება ცვლილებები სხვადასხვა პიროვნულ მახასიათებლებში, მსოფლმხედველობაში, შესაძლოა მოხდეს ცვლილება მეხსიერებაშიც კი. თითოეულ პიროვნებას ახსოვს მისი განსახიერება, სხვებს - ნაკლებად, ეს დამოკიდებულია სხვა პიროვნებებთან კავშირის ხარისხზე. პაციენტმა შეიძლება ვერ იცნოს თავისი სხეული, გარემო, ადამიანები – ის ამტკიცებს, რომ ის სხვა ადამიანია. ეს ჩვეულებრივ ხდება მაშინ, როდესაც სხვა პიროვნება თრგუნავს ამჟამინდელს. უფრო მსუბუქი ფორმით, კავშირი არსებულ რეალობასთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება. გარდა ამისა, თუ პაციენტი ეწეოდა რაიმე სახის პრაქტიკას, იქნება ეს მაგია თუ იოგა, მაშინ, დიდი ალბათობით, ეს სწორედ ის შემთხვევაა.

თუ პაციენტი კარგად არ აკონტროლებს თავის სხეულს, შეკრთება, თავის ხმით არ ლაპარაკობს, უცნაურად იქცევა - მაშინ აქ, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს შესახლებასთან. პაციენტი ჩვეულებრივ აღიქვამს შემოჭრილის ქმედებებსა და აზრებს, როგორც საკუთარს და გაცილებით იშვიათად აცნობიერებს, რომ აქ რაღაც ისე არ არის. სწორედ უცხო აზრების გონებაში შეღწევით იწყება შემოჭრა, რომელიც მხოლოდ ამის შემდეგ გადაიქცევა უფრო მძიმე ფორმაში, მიისწრაფვის სხეულის მფლობელის საბოლოო განდევნისკენ. ასეთი პარაზიტის აკიდება შეგიძლიათ აიღოთ ანომალიურ ადგილებზე, სასაფლაოებზე, მიტოვებულ შენობებში, მასობრივი სიკვდილის ადგილებში და ა.შ., რის შემდეგაც იწყება გაშმაგება.

პაციენტი სულ მცირე სულელურად იქცევა. მისი არგუმენტები არ არის დასაბუთებული, და მისი შემხედვარე ცხადი ხდება, თუ რა აქვს წარმოდგენილი მას. მის სიტყვებში ბევრი გამონაგონია, რომლებიც მის შესახებ ერთგვარ წარმოდგენას ქმნიან, როგორც წესი, ყველაზე ჭკვიანი, ძლიერი, დიდი და გენიალურის. აქ უკვე ვარიანტების გარეშე.



https://mir24.tv/articles/16326812/stat-drugim-skolko-lichnostei-skryvaetsya-v-kazhdom 

„გახდი სხვა“: რამდენი პიროვნება იმალება თითოეულ ჩვენგანში?

იდენტობის დისოციაციური აშლილობა (ან მრავლობითი პიროვნების აშლილობა), რომელსაც ასევე პოპულარულად მოიხსენიებენ, როგორც პიროვნების გაორებას, არის მოვლენა, რომელიც არც ისე გავრცელებულია ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ საკმაოდ პოპულარულია მსოფლიო კინემატოგრაფში. გასული ათწლეულების განმავლობაში გამოვიდა მრავალი ფილმი, რომელთა გმირები აერთიანებენ საკუთარ თავში ორ ან მეტ „პერსონას“, ეგო-მდგომარეობებს. ხშირად ეს სუბპიროვნებები არც კი იცნობენ ერთმანეთს, შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული სქესი, ასაკი, ეროვნება, ტემპერამენტი, ინტელექტი, მსოფლმხედველობა, ერთი და იგივე მოვლენები განსხვავებულად აღიქვან და კონფლიქტიც კი ჰქონდეთ ერთმანეთთან.

 ამავე ოპერიდანაა შოტლანდიელი მწერლის რობერტ სტივენსონის გოთური რომანი „დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური შემთხვევა“, რომელიც არაერთხელ იყო ეკრანიზირებული.

როდესაც ერთი „პიროვნება“ ირთვება, მას არ ახსოვს, რა ხდებოდა, როდესაც მეორე აქტიური იყო. ამ აშლილობის გამომწვევი მიზეზებია მძიმე ემოციური ტრავმა ადრეულ ბავშვობაში, გამეორებული ფიზიკური, სექსუალური ან ემოციური ძალადობა,  ფსიქიკური დაავადებები. ზოგადად მიღებულია, რომ ეს ყველაფერი არის დისოციაციის უკიდურესი გამოვლინება - ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი, რომლის დროსაც ადამიანი იწყებს იმის აღქმას, რაც მას გადახდა, თითქოს ეს მის თავს კი არა, სხვის თავს ხდებოდეს, რითაც იცავს თავს ზედმეტი, აუტანელი ემოციებისგან. ამ მექანიზმის გადაჭარბებული გააქტიურება უკვე იწვევს დისოციაციურ დარღვევებს.

ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა ჰოლივუდის ფანტაზია, სხვებს მაგალითად მოჰყავთ აგათა კრისტი, რომელსაც, თითქოს  დისოციაციური ფუგა (ისტერიული ნევროზის ერთ-ერთი გამოვლინება) ჰქონდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს სხვა ადამიანად თვლიდა. თავად ტერმინი Fuga  ითარგმნება როგორც „გაქცევა“: დაავადებულები ხშირად გადადიან სხვა დასახლებულ პუნქტში, ავიწყდებათ მთელი ინფორმაცია საკუთარ თავზე, სახელიც კი, მაგრამ ყველა სხვა თვალსაზრისით - გარდა ამნეზიისა - ისინი აბსოლუტურად ნორმალურად იქცევიან. თითქოს, ქმრის ღალატის შემდეგ, კრისტის ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, თუმცა, სხვა ვერსიით, მოხერხებულმა მწერალმა კარგად იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ მან ეს ფარსი გაითამაშა, რათა მოღალატე დაესაჯა.

როგორც არ უნდა ყოფილიყო, სუფთა სახით ეს მდგომარეობა საკმაოდ იშვიათია, მაგრამ „ზღვრულ“ მდგომარეობაში - ხშირია. მაგალითად, ზოგიერთი მსახიობი, რეჟისორი, ბლოგერი და სხვა შემოქმედებითი ინტელიგენცია, რომლებიც მიდრეკილნი არიან ბოროტად გამოიყენონ სხვისი როლები და გამოგონილი სახეები, როგორც კი გემოს გაუგებენ, უკვე ძნელად არჩევენ რეალობას მონაგონისგან.

მაგრამ რას წარმოადგენს ეს მდგომარეობა სინამდვილეში?

რუსეთის სამედიცინო-ტექნიკური მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ექიმი-ფსიქოთერაპევტი ალექსანდრ ტესლერი, განმარტავს: კინემატოგრაფიული ვარიანტი მრავალი „პიროვნებით“ საკმაოდ პირობითი კონსტრუქციაა.

„დისოციაციური აშლილობები, ფუგა ფსიქიატრიაში ცოტა განსხვავებულია. პიროვნების გაყოფა ხდება შიზოფრენიის დროსაც. არსებობს მსგავსი ცვლილება - პიროვნული აშლილობა, რასაც ადრე ფსიქოპათიას ეძახდნენ, და შიზოიდური ფსიქოპათია - პიროვნების ტიპი, მდგომარეობა, რომელშიც შეინიშნება გარკვეული შიზოფრენიული სიმპტომები, მაგრამ ადამიანი არ არის შიზოფრენიით დაავადებული. მას შეუძლია იგრძნოს რამდენიმე პიროვნება საკუთარ თავში“,  - ამბობს ფსიქოთერაპევტი.

ასე რომ, ეს მდგომარეობა არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ რეჟისორების ბოდვას. „ჰოლივუდში  განსაკუთრებით არ იძაბებიან და ბევრ რამეს რეალობიდან იღებენ. როცა ქალაქში მორიგე ფსიქიატრად ვმუშაობდი, ასეთ ადამიანებს ვხვდებოდი. ეს მდგომარეობა ხშირი არ არის, მაგრამ შეინიშნება. ადამიანი არ გადადის ფანტაზიების სამყაროში - ის უბრალოდ განსხვავებულ ცხოვრებას ეწევა. ის ვარჯიშობს, აღიქვამს ახალ ინფორმაციას, მაგრამ გარკვეული დროით შლის წარსულს. ეს არის კომპენსატორული მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს მას თავი დააღწიოს მძიმე სტრესს და გადაერთოს“, - განმარტავს ექსპერტი.

მაგრამ მხოლოდ დიდი რაოდენობით „პიროვნებების“ არსებობა ერთ ადამიანში, რომელიც ცხოვრობს მასში, როგორც თავშესაფარში, ჯერ მაინც მხატვრული გამონაგონია, აზუსტებს ალექსანდრ ტესლერი.

 მეორე მხრივ, სხვადასხვა „პერსონაჟებად“ გაყოფა ბევრ სრულიად ჯანმრთელ ადამიანში გვხვდება. „პრინციპში, ჩვენ ცხოვრებაში ბევრ როლს ვთამაშობთ. ერთ შემთხვევაში ხანდაზმული ლექტორი ან მკურნალი ექიმი ვარ, მეორეში მეგობრებთან და ამხანაგებთან ერთად ბიჭი ვარ. ადამიანის პიროვნება ძალიან მრავალმხრივია, და ეს სპონტანურად მოქმედებს გარკვეულ სიტუაციებში“, - ამბობს ფსიქოთერაპევტი.

კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაც აკლიათ თვითდამტკიცებისთვის და იწყებენ მის გამოგონებას. მაგრამ ერთი საქმეა, როდესაც ისინი ამას იგონებენ გოგონებისთვის უფრო მნიშვნელოვანი რომ ჩანდნენ, და მეორეა, როდესაც მათ თავად სჯერათ ამის.

„ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ბევრნი არიან გადაცმულები - სოფლელის სიფათის მქონე „აზნაურები“, რომლებმაც თავი 90-იან წლებში არისტოკრატებად დაინიშნეს, მათ დაიწყეს ფრაკების ტარება, ბალების მოწყობა და აქამდე ვერ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, ან კაზაკთა ატამანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი ატამანები არიან და შეუძლიათ ვინმეს გამათრახება. არის მცირე მასშტაბის ბოდვა და არის მაღალი. ვიღაცამ მართლა დაიჯერა, რომ ვიღაც შეეჩვია ამ მდგომარეობას. ადამიანი მიდრეკილია დაიჯეროს საკუთარი ფანტაზიები, ხშირად ჩაერთვება და არ სურს იქიდან გამოსვლა. მთავარია ადამიანებმა გაამართლონ თავიანთი ამბიციები. ეს ზოგიერთს მოტივაციას აძლევს რაიმე სახის განვითარებისთვის, ზოგს კი სჯერა ამის, და სიტუაციის კრიტიკის არარსებობის შემთხვევაში, ისინი იწვევენ ჯანსაღ სიცილს სხვებში“, - ამბობს ექსპერტი.

ასეა თუ ისე, სანამ ადამიანი - თუნდაც „როლში“ მყოფი - არ არღვევს სოციალურ რეგულაციებს, ის არ ამოვარდება სოციუმიდან. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გადაკვეთოთ ხაზი რამდენიმე მიზეზით: ან პირადი მოტივების გამო, ან ავადმყოფობის შედეგად, ან როგორც რაღაცის საპასუხო რეაქცია. თუ მშვიდობიან დროს ვინმე სკოლის მასწავლებელს ჰგავს, ღამით კი ურჩხულად გადაიქცევა და ცულით დახტის სახურავებზე (რაც დილით არ ახსოვს), ეს ერთი სიტუაციაა. მაგრამ თუ ადამიანები ავლენენ რაიმე სახის ატიპიურ რეაქციას საკუთარი თავისთვის, მაგრამ აქვთ ამის დამადასტურებელი მიზეზები, ეს სხვაა. ნორმალურია ნებისმიერი რეაქცია, რომელიც გამაღიზიანებლის ადეკვატურია, შეაჯამა ექსპერტმა.

https://m.chitai-gorod.ru/catalog/book/1067634/ 
ცნობიერების მუქი ლაქები. როგორ დარჩე ადამიანი
ავტორი: ჟ. მონტეგიუ
აღწერა
წარმოუდგენელი წიგნია იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ დაკარგოთ და კვლავ იპოვოთ საკუთარი თავი. ვინ ვხდებით ჩვენ, როცა ჩვენი ტვინი წყვეტს ფუნქციონირებას ისე, როგორც ადრე? იცვლება თუ არა ადამიანი ასეთი დარღვევების შედეგად და შეიძლება თუ არა ცნობიერების დარღვევამ დადებითი გავლენა იქონიოს მის მუშაობაზე? ყველაფერს, რაც ეხება დემენციას, თავის ტვინის ტრავმებს, ძილის დარღვევას, კომას და პიროვნების მრავალჯერად აშლილობას, იკვლევს წამყვანი ნევროლოგი, ჟურნალისტი და დოქტორი ჟიულ მონტეგიუ. წიგნი იძლევა დეტალურ პასუხებს ყველაზე საინტერესო კითხვებზე იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს თავში სხვადასხვა პროცესის დროს. რატომ გვავიწყდება ხანდახან რატომ შევედით ოთახში? და რა მოხდება, თუ მოგონებების დაკარგვის ნაცვლად, ტვინი უბრალოდ ყალბს შექმნის?

==

https://news.myseldon.com/ru/news/index/226631925 
ენერგიის გაცვლა პარტნიორებს შორის: როგორ დავამყაროთ ჰარმონიული ურთიერთობები
ერთმანეთთან ურთიერთობისას ქალი და მამაკაცი არა მხოლოდ თავის სხეულებს უკავშირებენ ერთმანეთს, არამედ ენერგეტიკულ ველებსაც, ქმნიან ახალ ენერგეტიკულ სტრუქტურას. მაგრამ  ეს კავშირი ჰარმონიული რომ გახდეს, აუცილებელია პარტნიორებს შორის არსებობდეს ენერგიების სწორი ურთიერთქმედება.
სხეულის ენერგეტიკული ცენტრები ქალებსა და მამაკაცებში თავისი დანიშნულებით საპირისპიროა. როდესაც ერთი იძლევა ენერგიას, მეორე იღებს. ეს არის ჰარმონიული ურთიერთობების საიდუმლო - ერთი პარტნიორი აძლევს იმას, რაც უნდა მისცეს, მეორე კი იღებს.
ენერგიის ურთიერთგაცვლა მამაკაცსა და ქალს შორის
 1. ადამიანებში პირველი ენერგეტიკული ცენტრი მდებარეობს ხერხემლის სვეტის ფუძეში, კუდუსუნის მიდამოში. მამაკაცებში ეს გამცემი ცენტრია, მასში ფიზიკური ძალაა თავმოყრილი, ის მუდმივად გასცემს რეპროდუქციულ ენერგიას. ქალებში კი სასქესო ორგანოებში დაგროვილი ენერგია აუცილებელია შთამომავლობის, გვარის ან სახეობის გადარჩენისთვის. მაშასადამე, მამაკაცი იძლევა - უქმნის ქალს კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს, იცავს და ზრუნავს მასზე.
ამასთან, ქმარი ცოლს არ აძლევს მთელ ენერგიას, არამედ მხოლოდ მატერიალურ სარგებელს, რომელიც მისი წყალობით იქმნება. ანუ ეს ენერგია ეძლევა ქალს, რომელიც მას ოჯახურ ბუდედ აქცევს. თუ ენერგიის განაწილება ამ ცენტრში მიდის ისე, როგორც საჭიროა, მაშინ ურთიერთობები ჰარმონიულად ვითარდება. თუ არა, თუ მამაკაცი არ „ააშენებს სახლს, არ დარგავს ხეს“, მაშინ ის არ ხარჯავს ამ ენერგიას, და იწყებს მის წვას. როდესაც გამოსავალს არ პოულობს, ეს ძალა მას ზედმეტად აგრესიულს ხდის, სექსუალური ენერგია აიძულებს მამაკაცს გამოსავალი ეძებოს „სხვაგან“. ხშირად ასეთი მამაკაცები ალკოჰოლზე არიან დამოკიდებული, ნუგეშს ნარკოტიკებში ან მოზღვავებულ ადრენალინში ეძებენ. ქალებს ურჩევენ მოერიდონ ასეთ მამაკაცებს.
2. მეორე ცენტრი განლაგებულია ბოქვენის ძვალსა და ჭიპს შორის. ქალისთვის ის არის გამცემი (შემთხვევითი არ არის, რომ ამ ადგილას მათ ამოზნექილი მუცელი აქვთ),  მამაკაცისთვის კი მიმღები. ენერგეტიკა გაიცემა ინტიმური ურთიერთობით და ნებისმიერი ფორმით - ხელის გადასმით, ჩახუტებით, სასიამოვნო ფიქრებით, ოცნებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ძალიან ცოტა ენერგია ეძლევა, მაშინ მამაკაცი იწყებს ნაკლებობის განცდას და უჩნდება თავისთვის სხვა წყაროს პოვნის მოთხოვნილება. ქალს კი ეს უქმნის გინეკოლოგიური დაავადებების საფრთხეს. თუ არავინაა, ვისზეც უნდა გაიცეს დაგროვილი ენერგია, ვინაიდან ქალი მარტოხელაა, მაშინ შესაძლებელია სუბლიმაცია, როცა ის ხარჯავს ენერგიას შემოქმედებითობაზე, კარიერაზე  და ა.შ. მაგრამ ზოგჯერ ასეთი ქალები მარტოსულად რჩებიან – ეჩვევიან მარტოობას და არ სურთ ცხოვრებაში არაფრის შეცვლა.
3. თუ მამაკაცი ქალისგან საკმარის ენერგიას იღებს, მაშინ მასში მესამე ენერგეტიკული ცენტრი იხსნება. მისი მეშვეობით ის თავის ძალას წარმართავს სამუშაოზე, კარიერაზე, პროფესიულ საქმიანობაზე. მამაკაცი თავისი ცენტრის გახსნის წყალობით იწყებს საკუთარი თავის, როგორც პროფესიონალის, რეალიზებას. იმატებს მისი გაბედულება, ნება, შეუპოვრობა, ის ცდილობს ქალი უზრუნველყოს იმაზე მეტად, ვიდრე ეს საჭიროა ოჯახის გადარჩენისთვის.
საყვარელი ქალისგან მიღებულ ენერგიას უნაზღაურებს მას მატერიალური ნივთებით - ლამაზი სახლით, მანქანით, სხვადასხვა ძვირფასი ნივთებით, საჩუქრებით და ა.შ. ხშირად ასეთ მამაკაცებს უჩნდება ამობურცული ადგილი - მუცელი მესამე განყოფილების ადგილზე. აღმოსავლეთში თვლიან, რომ მამაკაცის მუცელი მის სიმდიდრესა და ხელგაშლილობაზე მოწმობს. მაგრამ თუ ქმარი არ უზიარებს დაგროვილ ენერგეტიკას ცოლს, ეს ენერგია იწყებს მის გგანადგურებას. გარდაიქმნება ისეთ თვისებებად, როგორიცაა სიამაყე, სიძუნწე, გულღვარძლიანობა, დაუნდობლობა. შედეგად ის იღებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მძიმე პათოლოგიებს.
 4. ეს გულის ენერგიის ცენტრია, რომელსაც პროეცირებს ქალი. აქ შეიმჩნევა დამოკიდებულება - სიყვარულისა და სიხარულის უფრო მეტად მიცემა ახლობლებისთვის და გარე სამყაროსთვის, ხელს უწყობს მის უფრო მეტ მიღებას. ქალმა გულუხვად უნდა გაააზიაროს თავისი სიყვარულის ძალა და ენერგია, მხოლოდ ასე იქნება ის ბედნიერი. ქალებს ხშირად აინტერესებთ, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ გული გაუცივდათ ქმრის მიმართ, მაგრამ ამავე დროს სურთ ოჯახის შენარჩნება. ასეთ შემთხვევებში არ არის აუცილებელი ვნების განცდა ენერგიის მისაცემათ - შეგიძლიათ განიცადოთ პატივისცემა, მეგობრული გრძნობა, ზრუნვა.
მამაკაცებში ენერგიის ეს ნაკადი ავლენს უმაღლეს თვისებებს, ის შეიცნობს სიბრალულს, თანაგრძნობას, მოიპოვებს კეთილმოწყალებას. ენერგიის ეს ნაკადი ასწავლის მამაკაცს გულით სიყვარულს, ის აღარ დაიწყებს ღალატზე ფიქრს. პირდაპირი კონტაქტის გარდა, სიყვარულის ენერგეტიკა აღწევს საკვების, ხელნაკეთი საჩუქრების, ნივთების საშუალებით.
5. ის ყელის ზონაში მდებარეობს და, ვინაიდან ეს ენერგია მამაკაცებს უნდა მიეცეს, მათ აქვთ ამონაზნექი - ადამის ვაშლი. ქალი, რომელიც გულუხვად ასაჩუქრებს პარტნიორს სიყვარულის ძალით, ამის სანაცვლოდ იღებს სამაგიეროს მისი შემოქმედებითი პოტენციალიდან. გარდა ამისა, მისი ძალა იხარჯება ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. აღარ იქნება საჭირო ფსიქოთერაპევტების რჩევა, ურთიერთობები თავისით განვითარდება და მშვენიერი იქნება.
ყველა ცენტრში ენერგიის გაცვლის შემდეგ, ენერგიის უფრო მაღალი წყაროებიც შეიძლება გამოვლინდეს. ისინი მისცემენ კიდევ უფრო მეტ ძალას ცხოვრებაში და პიროვნულ ზრდაში, და შექმნიან ხელსაყრელ ატმოსფეროს სიუხვის ენერგეტიკის მისაღებად.
გამოვიტანოთ დასკვნები:
მამაკაცებსა და ქალებში ცენტრები განსხვავებულად ურთიერთობენ, მონაცვლეობით იძლევიან და იღებენ ენერგიას;
წყვილებში – ენერგეტიკა ერთიანდება, და ცენტრები ავსებენ ერთმანეთს;
ურთიერთობების განვითარება ხდება მხოლოდ ენერგიის გაცვლით, ის შეიძლება დაიწყოს როგორც ქვედა ცენტრების გახსნით, ასევე ზედათი დაწყებული;
თუ ენერგიის გაცვლა სწორად შესრულდა, მაშინ წყვილში მეფობს ჰარმონიული ურთიერთობები;
ყველაფერი დაფუძნებულია ყველაზე დაბალი ცენტრის გახსნაზე და მამაკაცის ძირითადი ინსტინქტის - ოჯახის მფარველის, მარჩენალისა და დამცველის ასრულებაზე;
ამ ცენტრის გახსნა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი შეუმცდარათ გაგრძელდება, მაგრამ მის გარეშე ურთიერთობა საერთოდ არ იქნება, და წყვილი უბრალოდ არ შედგება.
ბოლო დროს ბევრ მამაკაცს არ გააჩნია ის თვისებები, რაც აუცილებელია მამაკაცის ძირითადი პოტენციალის გასახსნელად ან არ სურს მისი გამოვლენა. ამავდროულად ისინი ქალებს მერკანტილობაში ადანაშაულებენ, აღწევენ სრულ თანასწორობას, რაც თავიდანვე არ არსებობს ბუნებაში. ურთიერთობაში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა დაამყაროთ ენერგიების სწორი გაცვლა, ეს დაგეხმარებათ ყველა წინააღმდეგობის აღმოფხვრაში. 




















Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised