понедельник, 16 марта 2020 г.

RFID-ჩიპის იმპლანტაცია: საიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი გზა ბიოჰაკინგში?

RFID-ჩიპის იმპლანტაცია: საიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი გზა ბიოჰაკინგში?

20 წლის წინ, 24 აგვისტოს, ღამე, ბრიტანელმა ინჟინერმა კევინ უორიკმა (Kevin Warwick) წარმატებით  ჩაუშვა თავისი პროექტი „კიბორგი 1.0“, რომელსაც უწოდა „ადამიანისა და კომპიუტერის შერწყმა“. ხმამაღალი სახელის მიღმა იმალებოდა მეცნიერის წინამხარში იმპლანტირებული სილიციუმის ჩიპი, რომლის დახმარებითაც მან შეძლო მოწყობილობების: კარების, განათების, კონდიციონერების მართვა. როგორც ინჟინერმა ექსპერიმენტის დროს განაცხადა, ტექნოლოგიის პოტენციალი დიდია. ჩიპებს შეუძლიათ შეცვალონ გასაღები და საბანკო ბარათები, ხოლო მათი დაკარგვის ან მოპარვის რისკი ძალიან მცირეა.
შეძლო კაცობრიობამ ამ პოტენციალის რეალიზება? ჰოც და არაც. დღეს, იმპლანტირებულ ჩიპებს  სერიულად უშვებენ; ისინი გახდნენ უფრო სრულყოფილი, ფუნქციონალური და პატარა. ათობით ათასი ადამიანი გახდა ჩიპების მატარებელი, ხოლო მიმოქცევაში შემოვიდა სიტყვა „ბიოჰაკერი“. ჩიპების მწარმოებელ კომპანიებს აქვთ პარტნიორების ქსელები, რომლებიც დაკავებული არიან იმპლანტის განთავსებით, ხოლო პროცედურამ რუტინული და სტანდარტიზებული ხასიათი მიიღო. ამასთან, 20 წლის განმავლობაში ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც „არ დაუკარგავთ გასაღები“, არ აღემატა დედამიწის მოსახლეობის ერთ მეათასედ პროცენტს. იმპლანტის ჩიპების ირგვლივ გაჩნდა შიში და შეიქმნა მითები, ხოლო ლეგალურად მათი დაყენება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში შეიძლება.
 დღეს ჩვენ მოგიყვებით, სად შეგიძლიათ შეიძინოთ ასეთი ჩიპი და როგორ მოახერხოთ მისი იმპლანტირება რუსეთში. მაგრამ გაფრთხილებთ: ეს არ არის მოქმედების სახელმძღვანელო და არც მოდიფიკაციის განხორციელების მოწოდება.

სტანდარტული ჩიპები: RFID და NFC. რაშია განსხვავება?

იმისთვის, რომ ომპლანტირება ადვილად ჩატარდეს და არ იგრძნოთ დისკომფორტი, თქვენი ჩიპი უნდა იყოს ბრინჯის მარცვლის ზომის. ამიტომ მასში კვების ელემენტის მოთავსება ტექნიკურად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ გამოიყენება აქ უსადენო ტექნოლოგიები RFID და NFC, რომლებსაც არ სჭირდებათ დამუხტვა და ტექნიკურად ახლოს არიან ერთმანეთთან. მოკლედ რომ ავხსნათ მათ შორის არსებული განსხვავებები, NFC ტექნოლოგია არის მაღალი სიხშირის RFID სტანდარტის მემკვიდრე, და მას აქვს გარკვეული მახასიათებელი.
მუშაობს ფიქსირებულ სიხშირეზე: 13,56 მჰც.
აქვს ორმხრივი კავშირი, ამიტომ შესაძლებლობები ფართოა.
კითხვის დიაპაზონი არ აღემატება 5 სმ ( RFID-ს —  300 მ-მდე).
ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ NFC ერთი ნიშანის დასკანირებაა.
იმპლანტ-ჩიპებში გამოყენებისას, თითოეულ ტექნოლოგიას აქვს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები. NFC მოწყობილობაში შეიძლება უფრო მეტი ფუნქციის „ჩაკერება“, მათ შორის უკონტაქტო გადახდის, სამედიცინო ან პირადი მონაცემების გადაცემის. მაგრამ RFID-ჩიპებს უფრო მაღალი დიაპაზონი გააჩნია, რაც უფრო მოსახერხებელია კარების გაღებისას და სხვა სისტემების მართვისას. ამიტომ მწარმოებლების უმეტესობა გვთავაზობს ორივე ტიპის ჩიპს, ხოლო მყიდველს შეუძლია აირჩიოს თავის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ბრენდები და ფასები
დღეს რომ ბიოჰაკერი გახდე, საჭიროა 30-დან 120 დოლარამდე (იმპლანტაციის პროცედურების გამოკლებით). ფასი დამოკიდებულია ჩიპის ტიპზე (NFC უფრო ძვირია) და ნაკრების შემადგენლობაზე: ზოგი მწარმოებელი გვთავაზობს „ყუთის გამოსავალს“, რომელშიც შედის სტერილური შპრიცის-აპლიკატორები და ანესთეტიკებიც კი.

Dangerous Things
კომპანია Dangerous Things  სიეტლიდან (აშშ) აწარმოებს იმპლანტების ოთხ ტიპს: RFID (57 $) და NFC (99 $) ტექნოლოგიებით. არსებობს საბიუჯეტო ვარიანტი, FDX-B- იმპლანტი (39 $). ეს არის RFID-ჩიპის ნაირსახეობა, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ ცხოველებისთვის: ის ატყობინებს მარტივ საიდენტიფიკაციო ნომერს (მის მისაღებად საჭიროა FDX-B ტეგის წამკითხველი), და მას ასევე შეუძლია ტემპერატურის სენსორის მონაცემების გადაცემა Bio-Thermo-ს თავსებად მკითხველზე.
ყველაზე ძვირადღირებულია განსაკუთრებული ჩიპი xM1 Plus ($ 120). იგი მუშაობს როგორც „უნივერსალური გასაღები“: მისი შემქმნელები აცხადებენ, რომ მისი დახმარებით შეიძლება MF1ICS50 1k სტანდარტის ბარათების უსაფრთხოების გატეხვა და მათი ინფორმაციის კოპირება. მაგრამ ეს ჩიპის ერთადერთი ტიპია, რომლის საიმედოობის გარანტიას მწარმოებელი არ იძლევა.

BioTeq
ჩიპების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია - იმპლანტირებული ჩიპების მწარმოებელი BioTeq-ი, ბაზირებულია დიდ ბრიტანეთში, კევინ უორიკის სამშობლოში. ის გთავაზობთ, როგორც დამოუკიდებელი იმპლანტანტის ნაკრებებს (ჩიპი პლუს სტერილური ინსტრუმენტები, $40-დან), ასევ ჩიპების კომპანიის ოფისში საუტჰემპტონში (იმპლანტი პლუს პროცედურა, $ 240-დან) დაყენებას. ასევე ონლაინ მაღაზიაში არის სატესტო ჩიპები - კაფსულები, „ხელოვნური ტყავით“ შევსებული; მკითხველები; კომპიუტერთან ურთიერთქმედების ადაპტორები.

I Am Robot
კომპანია მდებარეობს დორტმუნდში, გერმანიაში. საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ იმპლანტი RFID (30 $), NFC ($ 60), ასევე ჩამწერი NFC-ჩიპი, რომელზედაც შეიძლება პლასტიკური ბარათის ან ელექტრონული გასაღების ($100-150) მონაცემების გადატანა. ყველა ჩიპი უკვე მიეწოდება სტერილურ აპლიკატორში  - შპრიცში სქელი ნემსით, რომლის დახმარებითაც იმპლანტი შედის სხეულში.
სამივე კომპანია აგზავნის თავის პროდუქციას რუსეთში. საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების მიერ მიწოდების ღირებულება დაახლოებით 20 დოლარს შეადგენს.

Bezh
კოპენჰაგენში (დანია) მდებარეობს Bezh IT-კორპორაციის ოფისი. ახლახან კომპანიამ გამოუშვა ინოვაციური ჩიპი-იმპლანტი BiChip, რომლებიც შორიდან იკითხება და რომლებსაც შეუძლიათ ინტერნეტით სარგებლობა. ამის წყალობით მათ მოახერხეს საგადასახადო ფუნქციის ჩანერგვა კრიპტოვალუტის - Ripple და Bitcoin გამოყენებით. ჯერ კომპანია არ აწარმოებს ამ იმპლანტანტებს სერიულად და არ გააქვს გასაყიდად, მაგრამ პიარ კამპანიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

მე მივიღე ჩიპი. როგორ უნდა მოვიქცე შემდეგ?

თუ თქვენ წარმატებით შეუკვეთეთ და მიიღეთ ჩიპი, ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა. ჯერ მისი დაყენებაა აუცილებელი. პროცედურა მარტივია და მინიმალურ ჩარევას საჭიროებს, მაგრამ რთულდება იმით, რომ დაყენების სტანდარტული ადგილი მარჯვენა ხელზეა. გარდა ამისა, საჭიროა ჰქონდეს უნარი იმუშაოს 2.5 მმ დიამეტრის ნემსის გამოყენებით - ეს უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ინექცია. თუ არ ხართ კარგი გამოცდილების მქონე ექიმი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებთ იმპლანტის  ჩაყენებას დახმარების გარეშე.
შემდეგ მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ ჩიპის დაყენების რა შესაძლებლობები არსებობს  და რამდენად გამოყენებადია ისინი რუსეთში.

ენდეთ ოსტატს
რუსეთში არის ჩიპების დაყენების სერტიფიცირებული კომპანიები. ერთ-ერთი მათგანია პირსინგ-ბუტიკი და ბიომოდიფიკაციების სტუდია Saint Scalpelburg ფილიალებით პეტერბურგსა და მოსკოვში. ვლად ბოდმოდოვმა, პირსერმა, ბოდიმოდიფიკატორმა, St Scalpelburg-ის თანადამფუძნებელმა და თანადამფლობელმა, Robohunter-ს აცნობა თავისი საქმიანობის და კლიენტების შესახებ:
- ჩვენ წარმოვადგენთ რუსეთში Dangerous Things-ს. ის  ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და ნოვატორია ბიოჰაკინგის სფეროში. ასევე ხშირად საერთაშორისო გამოფენებიდან ჩამოგვაქვს RFID-ნიშნები Trust-ისგან (გერმანია).
ახლა ჩვენს კლიენტებს შორის ყველაზე მეტად მოთხოვნადია ცილინდრული ფორმის RFID-ნიშნები ბიოთავსებად მინაში. ჩვეულებრივ, ეს არის xEM და xNT, თუმცა ამ ბოლო დროს მოთხოვნა ასევე იყო xM1– სზე*. ჩვენთან ყველაზე მეტი პროცედურა ტარდება მსგავსი ზომების ნეოდიმური მაგნიტების გადანერგვისას, მაგრამ ეს ნაკლებად ეხება თემას.
თუ მომხმარებელთა პორტრეტს დავაკვირდებით, ესენი არიან 22–35 წლის IT–სპეციალისტები, გატაცებული ან ჭკვიანი სახლის სისტემებით, ან ინფორმაციული უსაფრთხოებით. სტატისტიკა არ შემიგროვებია, მაგრამ ჩემი პირადი შეგრძნებებიდან გამომდინარე, ძირითადად ბიჭები უნდა იყვნენ. წელიწადში 10 ნიშანზე  ნაკლებს ვაყენებ. ალბათ, ადამიანებს არ ესმით ტექნოლოგიის პოტენციალი ან თავად პროცედურის ეშინიათ. თუმცა  დაინტერესებულთა შორის, დაახლოებით, 20 ადამიანია წელიწადში. ამ პროცედურაზე კლიენტები ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქებიდან, მეზობელი ქვეყნებიდანაც კი.

*ჩიპების Dangerous Things ნაირსახეობა. ХNT არის ჩიპი, რომელიც თავსებადია  NFC-მოწყობილობებთან, მათ შორის ტელეფონებთან; xEM არის ჩიპი, რომელიც თავსებადია წვდომის კონტროლერების უმრავლესობასთან; xM1 არის ჩამწერი ჩიპი, რომელზეც შეიძლება, მაგალითად, საბანკო ბარათის მონაცემების გადატანა. — რედ.

ბოსის დაკვეთით
 ვისკონსინში Three Square Market („32 М“) კომპანიების ჯგუფმა შესთავაზა თავის თანამშრომლებს NFC ჩიპების დაყენება იმ პირობით, რომ კომპანია გადაიხდიდა ხარჯების ნახევარს. რა თქმა უნდა, პროცედურა ნებაყოფლობითი იყო. 50 თანამშრომელი დათანხმდა პროგრამაში მონაწილეობას (სულ Three Square Market-ში მუშაობდა 85). ადრე იგივე აქცია ჩაატარა შვედურმა კომპანიამ Epicenter-მა. კომპანიებისთვის ეს არის შესაძლებლობა წვდომის კონტროლის სისტემები უფრო მოსახერხებელი გახადონ და შეამცირონ თანამშრომლების იდენტიფიკაციაზე დახარჯული დრო.
„32M“ არ არის IT-სტარტაპი, არამედ პოპულარული სასაუზმეების ქსელია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იმპლანტი-ჩიპები პოპულარობას იძენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში. რუსეთში ჯერ არ არსებობს „ფირმის ხარჯზე“ ჩიპირების შემთხვევები, მაგრამ თუ ტრენდი მასობრივი გახდება, მან შეიძლება ჩვენამდეც მოაღწიოს, რადგან RFID-გასაღებით წვდომის სისტემები უკვე ყველგან გამოიყენება.

პირსინგ სალონში
ბიოჰაკინგი არის ბოდიმოდიფიკაცია. როგორც პირსინგის შემთხვევაში, ჩვენს სხეულში უცხო საგანს ვათავსებთ. იმპლანტის შეყვანის ნემსი კი ძალიან ჰგავს პირსინგის ხელსაწყოს. შეუძლიათ თუ არა ტატუ-სალონებს ლეგალურად გაუწიონ ჩიპების დამონტაჟების მომსახურება?
ჩვენ დავრეკეთ მოსკოვის პირსინგისა და ტატუს ხუთ სალონში, ოთხში მაშინვე გვითხრეს უარი: როგორც ადმინისტრატორებმა გაგვიმარტეს, ოსტატები აკეთებენ მხოლოდ სტანდარტული ტიპის პირსინგებს, რომლებიც პრეისკურანტშია. მეხუთეში ჩვენ დაგვაკავშირეს ოსტატს, რომელთანაც განვიხილეთ ჩიპის ზომა და დაყენების მეთოდი. საბოლოო ჯამში, მანაც უარი განაცხადა პროცედურის ჩატარებაზე ყოველგვარი განმარტების გარეშე.

უმცროს ძმებთან ერთად
რუსეთში ცხოველების ჩიპირებას უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა დიდ ქალაქში ატარებენ. მაგალითად, მოსკოვში მას სთავაზობს ასობით ვეტერინარული კლინიკა და ვეტერინარული კაბინეტი. იმპლანტები ცხოველებისთვის განსხვავდება ფუნქციონირების მიხედვით - ეს არის RFID-ჩიპები, რომლებიც გადასცემენ მხოლოდ უნიკალურ კოდს ცხოველის იდენტიფიცირებისთვის. მაგრამ მათი ზომა და ჩიპირების მოწყობილობა იდენტურია. ალბათ, სპეციალისტები, რომლებსაც ჩიპირების დიდი პრაქტიკა აქვთ, შეძლებენ დახმარებას?
ჩვენ დავურეკეთ დედაქალაქის ხუთ დიდ კლინიკას, მაგრამ ყველგან მივიღეთ უარყოფითი პასუხი: „ჩვენ მხოლოდ ცხოველების ჩიპირებას ვაწარმოებთ“; „სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით“ და „ჩვენ არ ვთავაზობთ ასეთ მომსახურებას“. როგორც ჩანს, მსხვილი კლინიკები საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნავენ ან ლიცენზიის დაკარგვის ეშინიათ.
მცირე ორგანიზაციები მზად არიან ხელის შეწყობაში. ერთ–ერთ ვეტკაბინეტში ჩვენ გვითხრეს, რომ ისინი ცხოველებისთვის ჩიპებს უკვე ერთჯერად შპრიცში იღებენ, ამიტომ კლინიკის აღჭურვილობის გამოყენება იმპლანტის დაყენების მიზნით შეუძლებელია. მაგრამ მათ შეუძლიათ ჩიპის დაყენება, თუ კლიენტი საკუთარ ნაკრებს მოიტანს. ამასთან, ეს ვიზიტი შეთანხმებული უნდა იყოს კლინიკის ხელმძღვანელობასთან და, სავარაუდოდ, უნდა გაფორმდეს უარი პასუხისმგებლობის აღებაზე.
 როგორი დამოკიდებულება აქვთ ვეტექიმებს ადამიანების ჩიპირების  იდეაზე. ამის შესახებ თავისი მოსაზრება გაგვაცნო ექიმმა-ვეტერინარმა ევგენია რ.-მ:
-  ცხოველებისთვის ბევრჯერ მაქვს დაყენებული ჩიპი: მას კისერში უკეთებენ. ეს პროცედურა სწრაფი და თითქმის უმტკივნეულოა. მაგრამ ვეტერინარულ კლინიკაში ადამიანი რომ მოსულიყო და ეთხოვა მისთვის ჩიპის დაყენება, უარს ვეტყოდი. რადგან, როგორც ვეტექიმს, მე არ მაქვს უფლება ადამიანებში ქირურგიული ჩარევების ჩატარება. სხვა საკითხია, მე ამას კერძო სახით გავუკეთებდი რომელიმე  ჩემს მეგობარს: იქ დავთანხმდებოდი, რადგან  მაინტერესებს მოვსინჯო.

მეგობრების ხელით
 ჩიპების ბევრმა რუსმა მატარებელმა ისინი სწორედ რომ „ნაცნობობით“ დაიყენა და სთხოვა მეგობრებს ამის შესახებ: ექიმებს, ვეტერინარებს ან უბრალოდ ძლიერი ნერვების მქონე ადამიანებს. ბიოჰაკინგის ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს მოსკოველ ინჟინერს ვლად ზაიცევს, რომელმაც ხელში ჩაიკერა სამედიცინო სილიკონში დალუქული „ტროიკას“ ბარათის ჩიპი. იმპლანტის შექმნასა და მისი დაყენებაში ვლადს დაეხმარა მეგობარი - ბიომოდიფიკაციების სპეციალისტი. მაგრამ „ჰაბრას“ მომხმარებელს სერგეი სოროკინის იმპლანტი (სტანდარტული მიკროკაფსულა) დაუყენა მისმა მეგობარმა, რომელსაც არ აქვს სამედიცინო დიპლომი.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised