BBC: შესაძლებელია თუ არა მშობლებს აეკრძალოთ თავიანთი შვილების ფოტოების ინტერნეტში გამოქვეყნება?
ანდრეი სომოვი
https://obzor-gazet.ru/2019/04/03/bbc-mozhno-li-zapretit-roditelyam-vyikladyivat-foto-svoih-detey/
მოგვწონს თუ არა, სოციალურმა ქსელებმა მთლიანად დაიპყრო ჩვენი ცხოვრება. ირგვლივ ყველა იღებს სელფებს, იყენებს ემოძის და აქვეყნებს ფოტოებს ქსელში. მათ შორის მშობლები. მაგრამ სწორია თუ არა თქვენი შვილების ფოტოების ინტერნეტში გამოქვეყნება მათი თანხმობის გარეშე, კონფიდენციალურობის პარამეტრების გათვალისწინების გარეშე? ამის გარკვევას ცდილობს BBC News Mundo.
ინგლისურ ენაში არის ტერმინი „sharenting“ (share -გაზიარება და parenting – აღზრდა), რომელიც განსაზღვრავს მშობლების მიერ მათი შვილების შესახებ ინფორმაციისა და ფოტოების ქსელში ატვირთვის პროცესს. ამ ფენომენს პოლემიკა მას შემდეგ მოჰყვა, რაც ამერიკელმა მსახიობმა გვინეტ პელტროუმ (Gwyneth Paltrow) 14 წლის ქალიშვილ ეპლ მარტინთან (Apple Martin) ერთად თხილამურებით სრიალის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტომ 150 000 მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ეპლს ეს მაინცდამაინც არ გახარებია.
„დედა, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამის შესახებ. ჩემი თანხმობის გარეშე არაფრის გამოქვეყნება არ შეგიძლია“, - დაწერა გოგონამ ინსტაგრამში პირადი აკაუნტიდან. რაზეც პელტროუმ უპასუხა: „შენი სახე ხომ საერთოდ არ ჩანს!“ მსახიობის ზოგიერთმა თაყვანისმცემელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მას, როგორც დედას, ჰქონდა სრული უფლება გაეზიარებინა თავისი ქალიშვილის ფოტოები. სხვები ამტკიცებდნენ, რომ ბავშვები ასევე იმსახურებდნენ კონფიდენციალურობის უფლებას.
რატომ გვაღიზიანებს «sharenting»?
„მე არ მიყვარს, როცა ჩემი ფოტოები ინტერნეტშია გამოქვეყნებული, თვითონაც კი არ ვაქვეყნებ ჩემს ფოტოებს ინსტაგრამზე. ამიტომ, როცა დედაჩემის პროფილში შევედი და მისი პროფილის ფოტოები ჩემთან ერთად ვნახე, წაშლა ვთხოვე, რადგან ამის უფლება არ მქონდა მიცემული“. კონრადის თქმით, დედამ გაიგო მისი პოზიცია და სწრაფად მოაგვარა პრობლემა. კონრადის აზრით, ასე ყველა მშობელმა უნდა გააკეთოს. მისი ფოტოების დანახვისას მან იგრძნო „მისი პირადი ცხოვრების ხელყოფა“. მას განსაკუთრებით აწუხებდა ბავშვობის ფოტოების არსებობა და ის ფაქტი, რომ დედის პროფილი ღია იყო. „არ მინდოდა ჩემი ბავშვობის ფოტოები გაეზიარებინა, ეს ძალიან პირადია“, - ამბობს ის.
14 წლის ამერიკელ სონიას ტვიტერსა და ფეისბუქზე დარეგისტრირების შემდეგ იგივე პრობლემა შეექმნა: „როცა დედაჩემის გამოქვეყნებული ფოტოები დავინახე, ძალიან შემრცხვა და თავი ვიგრძენი ისე, თითქოს მიღალატეს“. და დასძენს: „ყველას შეეძლო დაენახა ჩემი ბავშვობის ყველაზე სამარცხვინო მომენტები: წერილი, რომელიც მივწერე კბილის ფერიას 5 წლის ასაკში, ფოტო, სადაც პატარა გოგო ვტიროდი და ჩემთვის უცნობი ფოტოებიც კი არდადეგებიდან, როდესაც 12-13 წლის ვიყავი“.
შეუძლია თუ არა «sharenting»-ს იყოს საშიში?
„როდესაც 21 წლის ვიყავი, - უყვებოდა ჰონგ კონგის ჯანდაცვის მუშაკი სარა BBC-ს, - დედაჩემმა მომნიშნა ფეისბუქის ფოტოზე, და აღმოვაჩინე, რომ მან გამოაქვეყნა ჩემი ფოტოების დიდი რაოდენობა ჩვილობის ასაკიდან დღემდე. მისი პროფილი ღია იყო და სახიფათო მეჩვენებოდა. არ მინდოდა ჩემი ბავშვობის ფოტოები ინტერნეტში ყოფილიყო, რადგან Google-ში ფოტოს მიხედვით შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი იპოვოთ. გარდა ამისა, რაც უფრო მეტ ჩემს ფოტოს აქვეყნებდა, მით მეტ ინფორმაციას იღებენ ტექნოლოგიური კომპანიები ჩემი გარეგნობის შესახებ“.
ანდრა სიიბაკი (Andra Siibak), ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც ბევრი კვლევა ჩაატარა „sharenting“-ის თემაზე, ამბობს: „უმეტეს შემთხვევაში მშობლები ფოტოს განთავსებას დიდ პრობლემად არ თვლიან, თუმცა ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოზარდზე და კიბერ-ბულინგიც კი გამოიწვიოს“. სიიბაკის თქმით, „sharenting“-ის კიდევ ერთი პოტენციური რისკია საჯარო ფოტოების ქურდობა შემდგომში სექსუალური ან თაღლითური მიზნებისთვის გამოსაყენებლად, თქვა სიიბაკმა.
მშობლები უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ მიიღონ შვილების შეშფოთებას?
„თვითონ საუბრის ფაქტი, როდესაც მშობლები და შვილები ერთად განიხილავენ, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ ფოტოს ატვირთვა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათ შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას“, - ამბობს სიიბაკი.
მშობლები ხშირად უწესებენ თავის შვილებს ინტერნეტის მოხმარების მკაცრ წესებს მათ დასაცავად, მაგრამ გასაკვირია, რომ „ეს წესები ეხება მხოლოდ ბავშვებს და არა თავად უფროსებს“, აღნიშნავს სიიბაკი. კონრადიც და სარაც ამტკიცებენ, რომ მშობლები თავდაპირველად უგულებელყოფდნენ მათ შეშფოთებას, ძირითადად ინტერნეტში კონფიდენციალურობის ინფორმაციის ნაკლებობის გამო. სარას დედა ძალიან განაწყენებული იყო მისი თხოვნით შეეცვალა კონფიდენციალურობის პარამეტრები: „მან თქვა, რომ ამაყობდა ჩემით და სურდა ჩემი წარმატება ინტერნეტში გაეზიარებინა. როცა ვცადე ამეხსნა ჩემი შიშის მიზეზი, მან ვერ გაიგო და მიპასუხა, რომ ინტერნეტში ყველაფერი მაინც კონტროლდება.
საბოლოოდ, ამბობს გოგონა, დედამისი დათანხმდა კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლაზე „მხოლოდ მეგობრებისთვის“, თუმცა განსხვავება მცირეა, რადგან „ფეისბუქზე1000-ზე მეტი მეგობარი ჰყავს, რომელთა უმეტესობა არ ვიცნობ!“
იმისდა მიუხედავად, რომ სარას დედა ნებართვის გარეშე აგრძელებს მისი ფოტოების გამოქვეყნებას, გოგონამ გამოსავალი იპოვა: „მე შევცვალე კონფიდენციალურობის პარამეტრები ისე, რომ ჩემმა მეგობრებმა ვერ ნახონ ის ფოტოები, რომლებშიც ის მომნიშნავს“. ის ასევე აღიარებს, რომ ბევრი მშობლისთვის „გაზიარება“ არის „სიყვარულის გამოვლენის“ საშუალება. „ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე არ ვითხოვდი ფოტოს სრულად ამოღებას“, - ამბობს გოგონა.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised