==========
ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები
ალბათ ყველას სმენია ისეთი ძალიან ძლიერი და ლიტერატურაში ხშირად აღწერილი შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობების შესახებ, როგორიცაა ჰიპნოზი, ტრანსი და ძილი.
თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობები შეიძლება გაჩნდეს დღის განმავლობაში და ზოგადად პერმანენტულად იყოს ჩართული მსოფლიოს ჩვენს სურათში.
დიახ-დიახ, არ არის საჭირო სოკოების და სხვა ჰალუცინოგენების ჭამა იმისათვის, რომ დღის განმავლობაში გამოიწვიოთ თქვენში შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობები, საკმარისია მხოლოდ გქონდეთ ფსიქიკის საკმაოდ მოქნილი სტრუქტურა და ეს უკვე საკმარისი იქნება იმისათვის, რომ პერიოდულად „გახვიდეთ“ რეალობიდან და აღმოჩნდეთ მხოლოდ თქვენთვის ცნობილი შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში.
რაში გამოიხატება აქ დახვეწილობა და ინტერესი?
ეს ეხება ამ თემის იმ ნაწილს, სადაც შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობები ზოგიერთი ადამიანისთვის გარკვეულ ნორმად იქცევა. მაგრამ როგორ შეიძლება ამ მდგომარეობებს ეწოდოს შეცვლილი, თუ ადამიანი არსებითად მათში ცხოვრობს?
მართლაც, ეს აღარ არის შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობები, არამედ ყველაზე ნაცნობი და ჩვეულებრივი.
ჩემს პრაქტიკაში მე ხშირად ვხვდები ადამიანებს, ვისთვისაც ასეთი მდგომარეობა ნორმაა, რაც უმეტესობა სხვებისთვის ყველაზე უცნაური ცვლილებაა.
რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ ვიღაცისთვის შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობა არის ნორმა.
ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ ადამიანის სამყაროს სპეციფიკური სურათით. ანუ მისთვის ყველაფერი, რაც სხვებისთვის რაღაცნაირად არასტანდარტული და უცნაურია, არის იმ კულტურისა თუ ოჯახის ნორმა, რომელშიც ის გაიზარდა.
მაგალითად, ზოგიერთი აფრიკული ტომისთვის სავსებით ბუნებრივია გოგოს გათხოვებამდე საქმროსთან გაარკვიონ, იყვნენ თუ არა მის გვარში დაწყევლილი ადამიანები? მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეული ფსიქიკური აშლილობების არსებობასთან, რომლებიც აქტუალურია ადამიანისთვის დროის მოცემულ მომენტში, ე.ი. აქტიურ ფაზაში.
მაშინაც კი, თუ დიდ ფსიქიატრიას არ ავიღებთ (შიზოფრენია და ა.შ.), არსებობს საკმარისი სხვა სახის პიროვნული აშლილობა (ობსესიურ-კონვულსიური აშლილობა, ისტერიული, თავის ამრიდებელი, ნარცისული და ა.შ.), რაც საკმაოდ სერიოზულად ცვლის ადამიანის მიერ გარემომცველი რეალობისა და საკუთარი თავის აღქმას.
ნორმალურ ადამიანებსაც კი, რომლებსაც არ აქვთ აშკარა დარღვევები პიროვნების დონეზე, აქვთ საკმარისი სხვადასხვა კოგნიტური დამახინჯება და შეცდომები აზროვნებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქცევის გარკვეული მოდელის და გარშემო სამყაროს შეფასების დაფიქსირება, რაც ყველა თვალსაზრისით შეესაბამება შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობას.
ადამიანს აქვს ძალიან უჩვეულო ან თუნდაც ექსტრაორდინალური გამოცდილება ან განცდა, რამაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა და აღიბეჭდა მასში, როგორც ერთგვარი იმპრინტი, როგორც ბეჭედი ლუქზე, რითაც იცვლება მისი შეხედულება ცხოვრების გარკვეულ სფეროზე, რომელსაც იგი შეეხო.
მაგალითად, კლინიკური სიკვდილის გამოცდილება ბევრ ადამიანზე საკმაოდ ძლიერად მოქმედებს.
ამრიგად, ჩვენ ვიღებთ საკმაოდ სახალისო სურათს.
ადამიანი, ვისთანაც თქვენ ურთიერთობა გაქვთ, შეიძლება იყოს, როგორც ამას ჩვეულებრივ უწოდებენ, სრულიად განსხვავებულ ტალღაზე, და მისი ასეთი მდგომარეობის მიზეზი შეიძლება ეყრდნობოდეს ზემოთ აღწერილ პუნქტებს და არა იმ ფაქტს, რომ მას რატომღაც არ სურს თქვენი მოსმენა.
ხდება ისე, რომ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის იმყოფება, გაიგოს და გააცნობიეროს რას ეუბნებით. ის თავს დაგიქნევთ და მოახდენს ნორმალური სოციალური ურთიერთქმედების იმიტირებას, მაგრამ გაგება არ წარმოიქმნება. ნორმალური დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გესმით და იცნობთ იმ წინაპირობებს, რომელსაც ადამიანი ეყრდნობა თავის მსჯელობაში. თუ ეს არ იცით, მაშინ დიდია „ბრმა-ყრუს“ საუბრის ალბათობა.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ადამიანს გაუჩნდება რაიმე სახის ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, ეს აუცილებლად რაღაც ცუდი უნდა იყოს და საწიროა სასწრაფოდ მოვიშოროთ იგი.
საუბარი აქ სხვა რამეზეა, იმაზე, რომ ცნობიერების შეცლილი მდგომარეობის საზღვრები ძალიან ბუნდოვანია და არ უნდა დაეყრდნოთ თქვენგან ძალიან განსხვავებულ ადამიანთან ურთიერთობას, რომ მისი გამოცდილება აუცილებლად არასწორი იქნება. შესაძლოა მან დაინახა და განიცადა ისეთი რამ, რაც ამჟამად თქვენთვის მიუწვდომელია, ან საერთოდ არასოდეს იქნება ხელმისაწვდომი. ეს ჩვენი ცხოვრების რეალობაა, და ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩვენი შესაძლებლობების საზღვრები სხვა ადამიანის გაგებაში სტანდარტული ხელსაწყოებით.
მაგრამ არსებობს სხვა, არასტანდარტული ინსტრუმენტები, როგორიცაა ემპათია და ინტუიცია, რომლებიც, თუ სწორად განვითარდება, საშუალებას გაძლევთ ჩაიხედოთ სხვა ადამიანის შინაგან სამყაროში და დაინახოთ ის, რასაც თქვენ თვითონ ვერასოდეს დაინახავდით.
ეს ჰგავს უნიკალური წიგნის კითხვას ან ძალიან იშვიათი ფილმის ყურებას, ამასთან წაკითხვის ან ყურების უნარი არ არის სტანდარტული, მაგრამ მოითხოვს გარკვეულ მომზადებას და განვითარებას.
ნორმის საზღვრები ძალიან პირობითია და უმეტესწილად ეხება მხოლოდ იმ სფეროს, სადაც ადამიანი საშიშია საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის ან არ არის საშიში. ყველაფერი დანარჩენი ნაკლებად საინტერესოა, თუმცა სწორედ ამ ადგილას შეგიძლიათ იპოვოთ ძალიან საინტერესო და უნიკალური ცოდნა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ჩაიხედოთ სამყაროს შეცნობის საკუთარი შესაძლებლობების ჰორიზონტის მიღმა და შეხედოთ მას სხვა ადამიანის თვალით. და ეს მართლა ძალიან მაგარია.
ასეთი ექსპერიმენტების მნიშვნელოვანი პირობაა სამყაროს მოქნილი სურათის არსებობა, რეალური და წარმოსახვითი სამყაროს განსხვავების მკაფიო პარამეტრებით, რადგან გარკვეულ ეტაპებზე ეს ზღვარი შეიძლება ძალიან ბუნდოვანი გახდეს და ეს აღარ იყოს უსაფრთხო ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
დასკვნა: თითქმის ყველა ადამიანი არის და ცხოვრობს სხვადასხვა ხარისხის ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში, მაგრამ არ აცნობიერებენ ამას, რადგან ისინი არ ადარებენ თავიანთ აღქმას სხვა ადამიანების აღქმას. ეს ხდება საერთო ჩაკეტილობის და ერთმანეთთან არაკონტაქტურპბის გამო, ე.ი. სხვა ადამიანის მიმართ ბანალური უნდობლობის გამო.
საკუთარ თავში ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის გამოვლენის უნარი შესაძლებელი ხდება ან სპეციალისტთან ურთიერთობის დროს, ან ძალიან დეტალური და ღრმა საუბრისას ადამიანთან, რომელსაც ენდობით და ადარებთ მის გამოცდილებას თქვენს გამოცდილებასთან.
P.S. უკვე მრავალი წელია ვავსებ სხვადასხვა ადამიანების მიერ რეალობის აღქმის გზების ჩემს კოლექციას და არ მბეზრდება იმის გაკვირვება, თუ ჯერ კიდევ როგორ გვესმის ერთმანეთის და ვაგრძელებთ ურთიერთობას, როდესაც ყველას გვაქვს ასეთი რთული და მრავალი თვალსაზრისით სხვა ადამიანებისგან განსხვავებული უნიკალური სამყარო. ეს უბრალოდ ნამდვილი სასწაულია. და სხვა ადამიანის შიგნით ჩახედვა და სამყაროს მისი თვალით დანახვა, ზოგადად, დიდი სასწაულია. ამიტომ გისურვებ ადრე თუ გვიან შეეხო ამ მშვენიერ თემას და დაინახო ისეთი რამ, რაზეც აქამდე არც კი გიოცნებიათ.
წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე.
ავტორი: ალექსანდრ პოპოვი
კოგნიტური ფსიქოლოგიის ცენტრი. პროექტი „ნეგენტროპია“
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised