https://dentv.ru/articles/articles_47.html
ოლდოს ჰაქსლის წიგნის „მრავალი წლის შემდეგ“ შესახებ
მწერალი და მოაზროვნე ოლდოს ჰაქსლი ძირითადად ახსოვთ „საოცარი ახალი სამყაროს“ წყალობით და, ნაკლებად, მისი ფსიქოდელიური ჩანაწერებით. მაგრამ მას კიდევ ერთი რომანი ჰქონდა, დაჩაგრულად ნაკლებად ცნობილი დღეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის - „მრავალი წლის შემდეგ“.
რომანი დაიწერა „საოცარი ახალი სამყარო“-დან წლების შემდეგ და ეფუძნებოდა ცნობილ პოპ-ბიოლოგიურ იდეას, რომ „ჩლუნგი არსებები უფრო დიდხანს ცოცხლობენ“.
ტბორის ჰიდრა პოტენციურად უკვდავია; თევზებს შორის ყველაზე დიდხანს ცოცხლობს პოლარული ზვიგენები, რომელთაგან ზოგიერთი, რომელიც დღეს გრენლანდიის მახლობლად ცურავს, გამოიჩეკა, როდესაც კონკისადორებმა დაიპყრეს ახალი სამყარო, ხოლო ავსტრალია და ანტარქტიდა ჯერ კიდევ არ იყო რუქებზე. გალაპაგოსზე კუები დახეტიალობენ, რომლებსაც შეიძლებოდა გოგოლი შეხვედროდა, ბედს რომ იქ მიეყვანა. იაპონურ ტბორებში ცხოვრობენ კობრები, რომლებსაც ახსოვს დრო მეზჯის ეპოქამდე, და ა.შ.
ჰაქსლის წიგნში ერთმა მოხერხებულმა ნატურალისტმა აღმოაჩინა მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალი გზა პრიმიტივიზაციის საშუალებით. წიგნის ბოლოს გმირები აღმოაჩენენ ამ გენიოსის თავშესაფარს და ნახავენ, რომ ის გადაიქცა დიდ, „თავისებურად ბედნიერ“ მაიმუნად.
ასეა, პატივცემულო მეგობრებო.
გარეთ XXI საუკუნეა. ამასთან დაკავშირებით, წარმოვიდგინოთ სიახლე, რომ ახალი აბი კუპირებს ფსიქიკური აქტივობის ზოგიერთ ფუნქციას და გვაძლევს უდანაშაულობის განცდის მშვენიერ გამოცდილებას, განცდის, რომელიც გვაბრუნებს მაიმუნებთან, შეცოდების დროში.
თქვენ გადაყლაპავთ აბს (ან თავზე დაიდებთ რგოლს, რომელიც მაღალი სიზუსტის იმპულსებით თრგუნავს თავის ტვინში რამდენიმე ცენტრის აქტივობას) და ექვსი საათის განმავლობაში, ვთქვათ, მიემგზავრებით მშვენიერ სამყაროში, რომელმაც არ იცის უხერხულობა, ცნობიერებაში ჩანერგილი სოციალური იმპერატივები და ყველანაირი მშობლის ფიგურას. არ იცის სიკვდილის ეგზისტენციალური შიში, დანაშაულის გრძნობა და დანიშნულების ძიება. არ იცის საყოფაცხოვრებო საზრუნავი და განცდები ფულის შესახებ.
ისინი, ვინც გამოვიდნენ ამ გამოცდილებიდან, ეიფორიულად აცხადებენ, თუ რა წარმოუდგენელ შვებას განიცდიან. რა მაგარი იყო მათთვის სახეების გარეშე, რომლებისგანაც წნეხს განიცდიან. როგორ განიცადეს ექვსი საათი ადამიანურობის უღელის გარეშე, აკავებული იყვნენ მარტივი რაღაცეებით: საჭმლით, თამაშებით და სხვადასხვა არადასაძრახისი (შიგნით დასაგმობი არავინაა, შიგნით ცქრიალა სიცარიელეა, არქეტიპული ფიგურები გამოდევნილია თავის ქალას თაღებიდან) რეცეპტორების სტიმულირებით .
მეჩვენება, პატივცემულო მეგობრებო, რომ დროებითი უკვდავებისა და ბორკილებისაგან განთავისუფლების გამოცდილება - ერთგვარი დიონისური სიგიჟე - შეიძლება კატასტროფულად მოთხოვნახი გახდეს ფიზიკური დღეგრძელობის ყოველგვარი დაპირებების გარეშეც კი.
შინაგან მაიმუნთან მოგზაურობა გახდება, ერთიც ვნახოთ, გასართობიდან ჰობი გახდება, ჰობი კი - ცხოვრების წესი. და იმის მსგავსად, როგორც XX საუკუნემ ადამიანთა ეკონომიკა დიდწილად აქცია მასობრივი შიდა ტურისტების მომსახურების მექანიზმად, XXI საუკუნესაც შეუძლია შექმნას ფარული მაიმუნის მომსახურების მექანიზმი.
და ეს კიდევ მე ჯერ არ მითქვამს იმაზე, თუ რამდენად ბიუჯეტური იქნება მაიმუნშჳ მოგზაურობა პრესტიჟულ-წარმატებულ-აუზ-კოქტეილიან მოგზაურობასთან შედარებით. რამდენად უპრეტენზიოა შიმპანზეს ბედნიერება XXI საუკუნის ცნობიერებით აშლილი მკვიდრის ბედნიერებასთან შედარებით.
და ვინ იცის - უეცრად, მთელ პლანეტაზე მაიმუნების გიგანტური სადგომების აგებიდან, რომლებშიც ჩვენი თანამედროვეების მნიშვნელოვანი ნაწილი ამჯობინებს დროის გატარებას, ჩვენ გვყოფს მხოლოდ ისეთი რეგრესული ტექნოლოგიის გამოგონების მომენტი, რომელიც გაუხსნის მომხმარებელს ლიმბური სამყაროს სიმდიდრეს.
თუმცა, რა თქმა უნდა, ვაჭარბებ. ცხადია, ძლევამოსილი ცივილიზაცია, რომელმაც შექმნა ტიქტოკი, OnlyFans, Netflix და PUBG, რომელიც თაყვანს სცემს კატებს და მცოცავად ახდენს რეკრეაციული ნარკოტიკების ლეგალიზებას, არა, ასეთ ცივილიზაციას არ აცდუნებს შვებულება მაიმუნში.
ხომ ასეა?
P.S.
სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ მაიმუნი ბოლომდე ვერასოდეს შეგვაცდუნებს.
ვიქტორ მარახოვსკი
===
http://www.nauteh-journal.ru/index.php/ru/--gn01-11/205-a?lang=ru_RU
„Euronews“-ის სატელევიზიო სიუჟეტები, როგორც ნოოპოლიტიკის ელემენტი
ნიკონოვი სერგეი ბორისოვიჩი (სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სტატია ეძღვნება ნოოპოლიტიკის, როგორც დინამიური საინფორმაციო სტრატეგიის, შესწავლას საერთაშორისო პროცესების წარმართვის სახელმძღვანელოდ, საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებით სირიის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ, მედიის მიერ პროპაგანდირებული იდეებისა და მორალური ფასეულობების უარყოფითი იმიჯის შექმნის მიზნით, რომელიც აქტიურად იყენებს მასობრივ ცნობიერებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მექანიზმებს „Euronews“-ის სატელევიზიო სიუჟეტების ანალიზის დროს.
საკვანძო სიტყვები: ნოოპოლიტიკა, საინფორმაციო ოპერაციები, ევროკავშირი.
==
https://youtu.be/meia7IFHI68
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised