понедельник, 22 ноября 2021 г.

გულის შესახებ ტაქიკარდიის სიმპტომები


გულის შესახებ

ტაქიკარდიის სიმპტომები

 https://panangin.ru/about-heart/simptomy-takhikardii/

ტაქიკარდია არ არის დამოუკიდებელი დაავადება, არამედ ორგანიზმის სიგნალია გულის პრობლემების შესახებ. ამ მდგომარეობის ზოგიერთი სახეობა საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, რადგან არა მხოლოდ ფიტავს მიოკარდიუმს, არამედ იწვევს სუნთქვის გაჩერებას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას გრძნობს პაციენტი გულისცემის გახშირებით და რას ნიშნავს ტაქიკარდია ბავშვებში.


როგორ ვლინდება ტაქიკარდია?

        გულის ფუნქციონირების მდგომარეობა შეიძლება სწრაფად განისაზღვროს გულისცემის სიხშირით - პულსის საშუალებით, რომელიც კარგად ისინჯება მსხვილ პერიფერიულ არტერიებზე. ნორმაში მისი სიხშირე ემთხვევა გულისცემის სიხშირეს, ვინაიდან პულსი არის არტერიების პასუხი გულიდან სისხლის გამოყოფაზე მისი შეკუმშვის დროს. ჯანმრთელი ადამიანის მაჩვენებელია 60-80 დარტყმა წუთში. თუ თქვენი გული უფრო სწრაფად იწყებს ცემას, ის ფიზიკურად იგრძნობა, თითქოს მკერდიდან გადმოხტობას აპირებს.

       თუმცა, ეს ყოველთვის არ ხდება, ამ შემთხვევაში ეჭვი  ტაქიკარდიის არსებობაზე შეიძლება რიგი სხვა სიმპტომებით.


ტაქიკარდიის კლინიკური ნიშნები

 ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში.  გულის კამერები მონაცვლეობით იკუმშება: სანამ ერთი ნაწილი სისხლით ივსება, მეორე ნაწილი ისვენებს. რაც უფრო ძლიერია ტაქიკარდია, მით უფრო მოკლეა მიოკარდიუმის მოდუნების პერიოდები. დასვენების გარეშე მუშაობის გამო გულში მტკივნეული შეგრძნებები ჩნდება.

თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტე.  სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში ხდება სისხლის ოქსიგენაცია (ჟანგბადით გაჯერება). ტაქიკარდიის დროს მცირდება გაზის სრული გაცვლისთვის საჭირო დრო. გულის სწრაფი შეკუმშვა სისხლს სისხლძარღვთა კალაპოტში აგდებს შემცირებული O2-ს შემცველობით, რის გამოც ქსოვილებს ის არ ჰყოფნის. ორგანოებისთვის მისი მიღების გასაადვილებლად მცირდება სისხლძარღვთა წინააღმდეგობა. ასე ხდება სისხლძარღვებში წნევის კომპენსატორული დაქვეითება, რასაც თან ახლავს თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე. ზოგჯერ ამან შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა.

ქოშინი.   ჩნდება როგორც მოძრაობაში, ვინაიდან ფიზიკური დატვირთვის დროს ორგანიზმს მეტი ჟანგბადი ესაჭიროება, ასევე დასვენების დროს - თუ ტაქიკარდია დიდხანს გაგრძელდება. ქოშინის განვითარებას იგივე ჟანგბადის შიმშილი იწვევს: გახშირებული სუნთქვა არის ოქსიგენაციის  აღდგენის მცდელობა.

ციანოზი, ანუ კანის სილურჯე.  ჰიპოოქსიგენაციის დროს (სხეულში ჟანგბადის კონცენტრაციის დაქვეითებისას) სისხლი შეიცავს დიდი რაოდენობით აღდგენილ ჰემოგლობინს - ნივთიერებას, რომელიც პასუხისმგებელია ჟანგბადის შეკავშირებაზე. დაბალი ოქსიგენაცია იწვევს ტუჩების, ყურის წვერის ან თითების ციანოზს.


ტაქიკარდია დღეღამის სხვადასხვა დროს

ვინაიდან ხშირი გულისცემა შეიძლება მოხდეს ფიზიკური აქტივობის, ემოციური რეაქციების ან ქცევითი ჩვევების (მოწევა, ყავის ბოროტად გამოყენება და ა.შ.) გამო, გულისცემის სიხშირის მატება მხოლოდ დღისით არ განიხილება გულის დაავადების საიმედო სიმპტომად (თუმცა უნდა იყოს საგანგაშო).

თუ ტაქიკარდია შეინიშნება ღამითაც, ეს მიუთითებს პათოლოგიის არსებობაზე. ამ დროს გულისცემის რიტმი ფიზიოლოგიის გამო ნელდება, და თუ ძილის დროს გულისცემის სიხშირე არ იკლებს, და მთელი დღის განმავლობაში მუდმივად მაღალი რჩება, აუცილებელია ექიმთან მისვლა.

ამავდროულად, ზოგიერთ პათოლოგიას ახასიათებს გულისცემის  სიხშირის ყოველდღიური ცვალებადობა. მაგალითად, დღის განმავლობაში ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ტაქიკარდია, თუმცა ღამით ძილის დროს პირიქით, გულისცემის სიხშირე ნორმაზე დაბალია, რაც ასევე იწვევს ძილის პრობლემებს, ოქსიგენაციის დაქვეითებას და ქოშინს. ასეთი მდგომარეობა შეიძლება იყოს სინუსური სინდრომის, კერძოდ, ტაქიკარდია-ბრადიკარდიის სისუსტის სინდრომის ნიშანი. ამ პათოლოგიით, ტაქიკარდიის ყველა სიმპტომი, რომელიც აწუხებს დღის განმავლობაში, ძლიერდება ღამით, წუთში 60-ზე დაბლა გულისცემის სიხშირის დაცემის გამო.

განსაკუთრებული მდგომარეობა — პოსტურალური ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომი

ხშირად პაციენტები კარდიოლოგს სხვა მიზეზის გამო მიმართავენ: გული ნორმალურ რიტმში მუშაობს როგორც დღისით, ისე ღამით, მაგრამ დილას ტაქიკარდიის მწვავე შეტევები მოაქვს. ასე ვლინდება პოსტურალური ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომი – პათოლოგია, რომლის ნიშნები ჩნდება ჰორიზონტალური პოზიციიდან ვერტიკალურზე გადასვლისას.

საწოლიდან ადგომისას მკვეთრად მცირდება სისხლის მოცულობა, რომელსაც გამოჰყოფენ გულის პარკუჭები შეკუმშვის დროს. სისხლის მიმოქცევის სისტემის პერიფერიული ნაწილები დროულად ვერ ასწრებენ შეგუებას ამ ცვლილებებთან, რის გამოც ჩნდება პოსტურალური ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომის სიმპტომები.


       პოსტურალური ორთოსტატული ტაქიკარდიის სინდრომის ნიშნები:

გულისცემის სიხშირის მატება 30 ერთეულით ან 120 დარტყმამდე წუთში საწოლიდან ადგომის შემდეგ პირველ 10 წუთში;

არტერიული წნევის ნორმალური დონე მწოლიარე მდგომარეობაში;

თავბრუსხვევა, გულწასულობის წინა მდგომარეობა ან გულის წასვლა;

ზოგადი უხალისობა;

ძილის დარღვევა.

ტახიკარდია ჭამის შემდეგ 

ნორმაში საკვების მიღება გავლენას არ ახდენს გულის რიტმის მუშაობაზე, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, გადაჭარბებულმა ჭამამ ​​შეიძლება გამოიწვიოს ტაქიარითმიის შეტევა, სტენოკარდიის მსგავსი სიმპტომებით. გულისცემის სიხშირის მტკივნეული მატების შეტევებს გასტროკარდიულ სინდრომს უწოდებენ.

ამასთან, ჭამის შემდეგ ხშირდება გულისცემა, ჩნდება წვის, დაჭერის ან ინტენსიური ყრუ ტკივილის, ჰაერის ნაკლებობის შეგრძნება, თავბრუსხვევა და ოფლიანობა. ტაქიკარდია, რომელიც ჩნდება ჭამის შემდეგ, შეიძლება იყოს კუჭთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების ნიშანი.

გასტროკარდიალური სინდრომის რისკის ფაქტორებს მიეკუთვნება:

ზედმეტი კვება;

დიაფრაგმის მაღალი დგომა/მდებარეობა;

ორსულობა;

კუჭის პათოლოგია (წყლულოვანი დაავადება, ონკოლოგიური დაავადება);

სიმსუქნე;

გულის კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზი (არტერიები, რომლებიც უზრუნველყოფენ  მიოკარდიუმის კვებას).

ასეთი მდგომარეობის ყველაზე მარტივი პროფილაქტიკაა ზომიერი კვება და დიეტა, თუმცა განმეორებითი შეტევების შემთხვევაში, აუცილებელია არა მხოლოდ კარდიოლოგის, არამედ გასტროენტეროლოგის მონახულება.

ტახიკარდია ბავშვებში 

ბავშვებში გულისცემის სიხშირე მნიშვნელოვნად აღემატება ზრდასრულთა ნორმას და დამოკიდებულია ასაკზე - რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ხშირად სცემს მისი გული.


გულისცემის სიხშირის ნორმა ბავშვებში:

1 ახალშობილები — 120–140 დარტყმა წუთში;

2 ბავშვები 6 თვემდე — 130–135 დარტყმა წუთში;

3 ბავშვები 6-დან  12 თვემდე — 120–125 დარტყმა წუთში;

4  ბავშვები 1-დან  2 წლამდე — 110–115 დარტყმა წუთში;

5  ბავშვები 2-დან  3 წლამდე — 105–110 დარტყმა წუთში.

ცხოვრების ყოველი მომდევნო წელი ბავშვებში გულისცემის სიხშირეს 3-5 დარტყმით ამცირებს. ბავშვებში ნორმის მაჩვენებლები აღწევს მოზარდისას დაახლოებით 16 წლამდე.

ფიზიოლოგიური ტაქიკარდია ბავშვებში არ ვლინდება სიმპტომურად. მის პათოლოგიურ ვარიანტებს აქვთ იგივე სიმპტომატიკა, რაც ტაქიკარდიას მოზრდილებში.

ბავშვობაში გულისცემის სიხშირის მატება უმეტეს შემთხვევაში არ საჭიროებს მედიკამენტოზურ კორექციას და ხშირად უკავშირდება ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობას, ასევე მზარდი ორგანიზმის რეგულირების მექანიზმების არასრულყოფილებას.

მაგრამ ნებისმიერი ჩივილი უნდა გახდეს ექიმთან ვიზიტის საბაბი. კვალიფიციური გამოკვლევის და სწორი მკურნალობის დანიშცნა მხოლოდ პედიატრს ან ბავშვთა კარდიოლოგს შეუძლია.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised