понедельник, 22 ноября 2021 г.

რატომ უკეთებდნენ საბჭოთა კავშირში მასიურად გლანდების ოპერაციას


რატომ უკეთებდნენ საბჭოთა კავშირში მასიურად გლანდების ოპერაციას

 https://masterok.livejournal.com/5061444.html


დიახ, მახსოვს საუბრები „გლანდების მოცილების“ შესახებ. საბჭოთა კავშირში ამ „მავნე“ ორგანოს სწრაფად უმკლავდებოდნენ. ნუშისებრ ჯირკვალს უბრალოდ აჭრიდნენ, თანაც ნარკოზის გარეშე. ეს ოპერაცია საკმაოდ უსიამოვნო იყო, მაგრამ, რაც კიდევ უფრო უარესია, ძალიან გავრცელებული. 70-80-იან წლებში მედიცინაში მიღებული იყო მოსაზრება, რომ ნუშისებრი ჯირკვალი ორგანიზმს არ სჭირდებოდა. მას აცლიდნენ  „პროფილაქტიკისთვის“ ყველანაირი  გაცივების წინააღმდეგ.

სერიოზულად გაცივების შემთხვევაში, მაშინვე ხდება გლანდების შეშუპება, ყელი ვიწროვდება. ნუშისებრი ჯირკვლების შეშუპება, ტკივილი და სიწითლე - ყველა ეს სიმპტომი თან ახლავს ნებისმიერ ანგინას და გრიპს. მათ გამო გლანდებისადმი დამოკიდებულა ძალიან ნეგატიურია. თითქოს, ისინი მხოლოდ ზიანს აყენებენ, რაც ხელს უშლის დაავადებისგან უკვე დასუსტებულ ადამიანს გადაყლაპვას და ზოგჯერ ნორმალურად სუნთქვას.


ეფექტურია  რეალურად გლანდების მოცილება?

დაახლოებით 20 წლის წინ, ეს პრაქტიკა მიჩნეული იყო, როგორც მცდარი. ნუშისებრი ჯირკვლის მოცილება არანაირად არ უშლის ხელს გაცივების პრევენციას. პირიქით, ის პირდაპირ უხსნის ინფექციას გზას ადამიანის ორგანიზმში. ნუშისებრი ჯირკვალი განსაკუთრებული წყვილი ორგანოა, რომელიც შედგება ლიმფოიდური ქსოვილისგან. ეს უკანასკნელი ორგანიზმში მეტად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს - ის პროდუცირებს   იმუნიტეტზე პასუხისმგებელ უჯრედებს.

ნუშისებრი ჯირკვალი ადამიანს ინფექციისგან იცავს, რომელიც ფილტვებში შეიძლება მოხვდეს გარე გარემოდან. როდესაც ხდება გლანდების ანთება, ისინი გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობით ლეიკოციტების უჯრედებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს გარე „აგრესორისგან“. უფრო მეტიც, ეს წყვილი ორგანო ჰემატოპოეზურ ფუნქციას ასრულებს. ის ძალიან მნიშვნელოვანია! გლანდებში ჩნდება უჯრედები, რომლებიც ქმნიან სისხლის ნორმალურ შემადგენლობას.

ნუშისებრი ჯირკვლების ამოღება „პროფილაქტიკური მიზნით“ ღვიძლის ნაწილის მოცილების ტოლფასია. ორივე ორგანო ანეიტრალებს ზიანს, რომელიც შეიძლება მიადგეს ორგანიზმს. ღვიძლი ანეიტრალებს ტოქსინებს, ნუშისებრი ჯირკვლები - ვირუსებს და ბაქტერიებს. ახლა უკვე დადასტურდა, რომ გლანდების გარეშე დარჩენილი ადამიანი 2-ჯერ უფრო მგრძნობიარეა ყველა სახის გაციების მიმართ, რომლის მნიშვნელოვანი პროცენტი გართულებებით მიმდინარეობს.


უმკურნალოთ თუ არა ?

ახლა უკიდურესად იშვიათია ნუშისებრი ჯირკვლების ოპერაციის დანიშვნა. ამის მაჩვენებელი შეიძლება იყოს რაიმე ძალიან რთული და მიშვებული დაავადება, მაგალითად, ქრონიკული ტონზილიტი (ნუშისებრი ჯირკვლების ანთება მათ ფხვიერ ზედაპირზე საცობების წარმოქმნით). მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ექიმები მაინც იყენებენ კონსერვატიულ ან მედიკამენტოზურ მკურნალობას. ფარმაკოლოგია ახლა საკმარისად არის განვითარებული, რომ გაუმკლავდეს ანთებითი ჯირკვლების პრობლემას. 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised