24 წუთი და 11 წამი, ამ მომენტისთვის ეს მსოფლიო რეკორდია წყლის ქვეშ სუნთქვის შეკავებაში. ზუსტად ამდენი დრო დასჭირდა ხორვატ სპორტსმენს ბუდიმირ შობატს ჟანგბადის გარეშე.
https://ikb1.ru/about/news/1443/
ახალი კორონავირუსული ინფექციის დიაგნოსტირებისას ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია სისხლის ჟანგბადით გაჯერება – სატურაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება გამოვლინდეს სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები ჟანგბადის ნაკლებობის პირველი ნიშნების გამოვლენამდე.
სამწუხაროდ, SARS-CoV-2 ვირუსი ძალიან ხშირად იწვევს პნევმონიას. ადგილი აქვს ფილტვის ალვეოლების დაზიანებას, ისინი ივსება სითხით და კარგავს ჟანგბადის გადაცემის ფუნქციას ჩასუნთქული ჰაერიდან სისხლში. ამ მოვლენას ჰიპოქსემია ეწოდება, რომელსაც თან ახლავს გულის რიტმის აჩქარება და არტერიული წნევის მომატება, ქოშინი, თავბრუსხვევა და აჩქარებული სუნთქვა.
სატურაციის სტანდარტული მაჩვენებელი ზრდასრული ადამიანისთვის შეადგენს 95-98%. თუ სატურაციის დაჩვენებელი დაეცემა 93%-ზე დაბლა, მაშინ აუცილებელია მკურნალობაში გარედან ჟანგბადის მიწოდება, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი გართულებები.
თუ სისხლში ჟანგბადის ოდენობის უმნიშვნელო კლებაა, მაშინ სავსებით საკმარისია ჟანგბადის მიწოდება ნიღბის ან სპეციალური კანულების საშუალებით. ასევე შესაძლებელია ჟანგბადის გამოყენება პრონ-პოზიციაში, როდესაც პაციენტი წევს მუცელზე, რის გამოც უკეთ არის უზრუნველყოფილი ფილტვების ვენტილაცია და ფილტვის ალვეოლების რეკრუტირება.
სატურაციის მკვეთრი და მნიშვნელოვანი ვარდნის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის მიერთება ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატთან, დაავადების ყველაზე მძიმე მიმდინარეობისას პაციენტს უერთებენ ექსტრაკორპორალური მემბრანური ოქსიგენაციის აპარატს, რომელიც ახორციელებს სისხლის აღებას ორგანიზმიდან, აჯერებს მას ჟანგბადით და შემდეგ უბრუნებს ორგანიზმს.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ ჟანგბადით მკურნალობა დამოუკიდებლად, ექიმის დანიშნულების გარეშე. არასწორად შერჩეულმა კონცენტრაციამ ან ამ მეთოდისადმი გადაჭარბებულმა გატაცებამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ჯანმრთელ ადამიანშიც კი.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised