понедельник, 22 ноября 2021 г.

როგორ გვეძებენ სოციალურ ქსელებში?

 როგორ გვეძებენ სოციალურ ქსელებში?

https://hh.ru/article/15734?fb_action_ids=782710191798223&fb_action_types=og.comments&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B530001323769531%5D&action_type_map=%5B"og.comments"%5D&action_ref_map=%5B%5D

როგორ გვეძებენ სოციალურ ქსელებში?

დამსაქმებლები ამოწმებენ სამუშაოს მაძიებელთა პროფილებს სოციალურ ქსელში, ეს დიდი ხანია აღარ არის სიახლე. მაგრამ რას ეძებენ და რატომ? ამას არკვევდა კვლევების სამსახური HeadHunter Research.

დღეს, კანდიდატის შემოწმება სოციალური ქსელების საშუალებით ჩვეულებრივი რამ არის რეკრუტერების დიდი უმრავლესობისთვის. თუ დარეგისტრირებული ხართ სოციალურ ქსელში და თქვენი პროფილი არ არის დაცული კონფიდენციალურობით, მაშინ მოემზადეთ იმისaთვის, რომ დამსაქმებელი აუცილებლად ეწვევა თქვენს გვერდს.

არ ხართ დარეგისტრირებული არც ერთ პოპულარულ საზოგადოებაში? არც ეს არის კარგი: გვერდის არარსებობა ან მთლიანად დახურული პროფილი აიძულებს HR-სპეციალისტებს იფიქრონ, რომ კანდიდატი რაღაცას მალავს. და ასეთი მაძიებლის შანსები მოხვდეს გასაუბრებაზე, ნაკლებია, ვიდრე იმ ადამიანისა, რომლის პროფილი სოციალურ ქსელებში კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს დამსაქმებელზე.

თუ დამსაქმებელთა უმრავლესობა ამოწმებს მაძიებლებს შერჩევით, მაშინ არსებობენ ისეთი HR-სპეციალისტებიც (15%), რომლებიც სოციალურ ქსელებში პოულობენ აბსოლუტურად ყველა კანდიდატს, გამონაკლისის გარეშე. და ისინი ამას აკეთებენ როგორც გასაუბრების წინ, ასევე მის შემდეგ.

ძირითადად, განმცხადებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ხდება „ვკონტაქტეს“ საშუალებით (90%). ყოველი მეორე იყენებს Facebook-ს, პოპულარობით მესამე ადგილზეა  LinkedIn (41%).

რისი ცოდნა სურთ რეკრუტერებს? სოციალურ ქსელებში კანდიდატის ძიების მთავარი მოტივი არის სურვილი გაიგოს, რას წარმოადგენს მაძიებელი, როგორც პიროვნება. HR-სპეციალისტების თითქმის ნახევარი იმედოვნებს პროფილში აღმოაჩინოს ის, რაც მაძიებელმა არ მიუთითა რეზიუმეში. ზოგიერთი ამ გზით ამოწმებს რეზიუმეში მითითებული მონაცემების სიზუსტეს.

რას ნიშნავს მთელი ეს ინფორმაცია მაძიებლისთვის ?

ეს ნიშნავს, რომ რეზიუმეს გაგზავნისა და ვაკანსიაზე განაცხადის შეტანისას, ღირს დაფიქრება იმაზე, თუ როგორ გამოიყურება თქვენი პროფილი სხვა ადამიანის, პოტენციური დამსაქმებლის თვალში.

აზრი არ აქვს გაკვირვებას და აღშფოთებას, თუ ვინმე პოულობს ღია წვდომაში იმას, რის  დამალვასაც ცდილობთ  - ეს  ინტერნეტია.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised