https://34mag.net/ru/post/kiborgi
გერმან კლიმენკო
რატომ ვხდებით კიბორგები? https://34mag.net/ru/post/kiborgi
ფანტასტიკური ფილმების ატრიბუტები რეალობად იქცევა: ადამიანები იყენებენ ბიონიკურ კიდურებს, 3D პრინტერზე ბეჭდავენ ორგანოებს და მოდიფიცირებენ საკუთარ გენებს. რამდენად შორს წავიდა ტექნოლოგიები და როდის შევძლებთ სხეულის, როგორც ტანსაცმლის, შეცვლას, - განვიხილავთ კიბორგიზაციის თემას.
თუკი XX საუკუნეში კიბორგები, მანქანები ავტოპილოტით და სპორტული ფეხსაცმელები ზონრებით, რომელიც თავად იკვრებოდა, სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროსა და შორეულ მომავლის შესახებ ფილმების ატრიბუტებად ჩანდა, ბოლო ათწლეულის სამეცნიერო პროგრესმა ეს ყველაფერი კატეგორიიდან „ასე არ ხდება“ გადაიტანა კატეგორიაში „მალე გამოვა მასობრივ გაყიდვაში“.
ერთია, როცა კითხულობ ფილიპ კ. დიკის რომანებს სამოცდაათიან წლებში და წარმოდგენა არ გაქვს, როგორ შეგიძლია მისი ვიზუალიზაცია. და სრულიად სხვაა, როცა უყურებ „გალესილ პირზე მორბენალის“ გაგრძელებას, რომლის მოქმედება, თითქოს, 2049 წელს ვითარდება, მაგრამ ისეთი შეგრძნება გაქვს, როგორც ჩვენი ზეგ, რომელიც მალე დადგება.
ზოგიერთი ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს უკვე დღეს დადგეს. ისინი ცდილობენ შეცვალონ საკუთარი თავი გენურ დონეზე, დამატებით იძენენ მექანიკურ აპგრეიდებს და მთელი ძალით ცდილობენ წაშალონ საზღვარი ადამიანსა და კიბორგს შორის.
ყოველწლიურად ადამიანების ინტერესი ამ თემის მიმართ იზრდება - იმიტომ, რომ ბევრად უფრო საინტერესოა სამეცნიერო ფანტასტიკას აკვირდებოდე საკუთარი ფანჯრიდან, ვიდრე სმარტფონის ეკრანზე.
მოკლე ექსკურსი კიბორგების ისტორიაში
კიბორგიზაცია განიხილება ტრანსჰუმანიზმის თავისებურებად - კონცეფციის, რომლის არსი მდგომარეობს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებაში ადამიანის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. მეცნიერების დახმარებით პირველებმა ადამიანის გაძლიერების პერსპექტივას მიაღწიეს სემიონ კორსაკოვმა და ფრენსის უილარდმა, შემდეგ ჯულიან ჰაქსლიმ ააღორძინა ინტერესი ტრანსჰუმანიზმისადმი ევოლუციის ახალი თეორიის გამოგონების დახმარებით, ხოლო რეიმონდ კურცვეილმა დაასაბუთა ტექნოლოგიური სინგულარობა - ძლიერ ხელოვნურ ინტელექტზე და ადამიანთა კიბორგიზაციაზე დაფუძნებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი.
ტრანსჰუმანისტები ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგიური პროგრესის გამო, ჩვენ განვვითარდებით პოსტადამიანებად, ბიოტექნოლოგია კი გადაარჩენს კაცობრიობას დაავადების, დაბერებისა და სიკვდილისგან. 2019 წელს ადამიანები პრაქტიკაში იყენებენ ბიოჰეკინგს და პლასტიკურ ქირურგიას, იყენებენ ეგზოჩონჩხებს და ეუფლებიან ნეიროპროთეზირებას: კიდევ ცოტა და ჩვენ სწორედ იმ homo sapiens 2.0-ად გადავიქცევით. და თუ ჯერ კიდევ არ გავზრდილვართ „სუპერადამიანებად“, მაშინ მშვიდად შეგვიძლია მივაკუთვნოთ თავი კიბორგების ტომს: შეხედეთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც გვაქცევს მოტოკო კუსანაგისა და რობოკოპის ძმებად.
ბიონიკური პროთეზები
რობოტიზებული კიდურები კიბორგიზაციის ყველაზე აშკარა ნიშანია. ადრე სამედიცინო არსენალი შემოიფარგლებოდა მეკობრული ატრიბუტებით, როგორიცაა კაუჭი და ხის ფეხი, მაგრამ დღეს სპეციალისტები ქმნიან კოსმეტიკურ, სამუშაო, საწევ და ბიონიკურ პროთეზებს. ამ უკანასკნელი კატეგორიის პროთეზებს აქვთ ენერგიის გარეგანი წყაროები, იმართება კუნთების შეკუმშვის შედეგად წარმოქმნილი სიგნალებით, ქმნიან მრავალფეროვან ჟესტს და ყველაზე მეტად წააგავს ფუტურისტული პერსონაჟის კიდურებს.
თუმცა ბიონიკური ტექნოლოგიები ადამიანებს საშუალებას აძლევს ირბინონ, იცეკვონ და ხელი შეავლონ საგნებს, მათ არ შეუძლიათ ხელახლა შექმნან შეხების გრძნობა - პროთეზები უბრალოდ არ გადასცემენ ინფორმაციას ადამიანის ნერვულ სისტემას. ამ პრობლემას ებრძვის ჰიუ გერი: ამერიკელმა მეცნიერმა გამოიგონა ამპუტაციის უნიკალური მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს დარჩენილი ნერვები დაუკავშიროს ბიონიკურ პროთეზს. ამ სისტემას უკვე აქვს დადებითი შედეგები: ალპინისტმა ჯიმ იუინგმა ფეხი დაკარგა, მაგრამ ჰიუ გერას „მგრძნობიარე“ პროთეზის დახმარებით შეძლო დაბრუნებოდა ალპინიზმს.
ბიონიკური პროთეზების ფასი შეიძლება ექვსნიშნა ციფრებამდე გაიზარდოს, თუმცა იქმნება ალტერნატიული ვარიანტები: ასე, მაგალითად, მინსკელმა პროგრამისტმა შექმნა წევის პროთეზის საბიუჯეტო ვერსია, ზოგიერთი ეგზემპლარი კი მთლიანად დამზადებულია 3D პრინტერზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პროთეზის ღირებულებას. ახლა სახელმწიფოს შეუძლია III ჯგუფის ინვალიდებს კოსმეტიკური და მექანიკური პროთეზები უფასოდ გადასცეს, თუმცა ელექტრონული ეგზემპლარების შეძენა დამოუკიდებლად მოუწევს. მაგრამ, როგორც ტელეფონებისა და კომპიუტერების შემთხვევაში, ბიონიკური ტექნოლოგიების მიწოდება „ნაკადზე“ შეამცირებს პროთეზების ღირებულებას, ასე რომ უახლოეს მომავალში ყველას შეეძლება კიბერნეტიკური კიდურების ხელში ჩაგდება.
ხელოვნური ორგანოები და ქსოვილები
ახლა ჩვენ სათადარიგო ნაწილებს ვცვლით მანქანაში, მომავალში კი შევძლებთ საკუთარი სხეულის ფორმის შეცვლას: 2019 წელს მეცნიერები მუშაობენ ბიოინჟინერიის ტექნოლოგიებზე, რომლებიც იძლევა ადამიანის სრულფასოვანი ორგანოების შექმნის საშუალებას. სპეციალისტები 3D-ზე ბეჭდავენ კანს, ყურებს და ცხვირს, ზრდიან უკანა კბილებს, ქმნიან ორგანოებს პაციენტების უჯრედებიდან და ზრდიან ადამიანის თვალებს პეტრის ფინჯანში. ასევე, მედიკოსები არ ივიწყებენ ორგანოების გადანერგვას: 22 წლის ამერიკელმა ქალმა სხვა ადამიანის სახე მიიღო, ჩინეთიდან მეცნიერები კი ადამიანის თავის გადანერგვას ცდილობენ - პირველი ასეთი ოპერაცია გვამზე გაკეთდა.
ბიოჰაკინგი
ვიღაც ინერგავს მექანიზმებს, ვიღაც კი ექსპერიმენტებს ატარებს თავის გენებზე: ადამიანები, რომლებსაც ბიოჰაკერები ჰქვია, სხვადასხვა ინექციებს იკეთებენ, რათა გამოიწვიონ ცვლილებები თავიანთ ორგანიზმში. ასე, NASA-ს ყოფილმა ბიოქიმიკოსმა ჯოზაია ზაინემ კუნთების მომატება მოისურვა და გენის ინექცია გაიკეთა, რომელიც ბლოკავს მიოსტატინის გამომუშავებას, ცილის, რომელიც აფერხებს მუსკულატურის ზრდას. მეცნიერი თვლის, რომ მომავალში გენების მოდიფიკაცია ყოველდღიურ მანიპულაციად იქცევა: ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი სუნი, კანის ფერი და საკუთარი წონა რამდენიმე ინექციის საშუალებით. პრაქტიკულ შედეგებს ჯოზაიამ ვერ მიაღწია, მაგრამ მან პოპულარიზაცია გაუწია ბიოჰაკინგს: ქიმიკოსმა შეძლო საშინაო ნაკრების წარმოება გენების რედაქტირებისთვის და ამით ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
არსებობს ალტერნატიული აზრიც: ბიოჰაკინგი უბრალოდ ლამაზი სახელია ახალი თაობის მედიკამენტებისთვის, რომლებსაც შეუძლია ორგანიზმს დაეხმაროს, მაგრამ სუპერადამიანად ნამდვილად არ გაგხდით.
გენური მოდიფიკაცია
დიდ წარმატებებს გენურ მოდიფიკაციებთან დაკავშირებით ჰე ცზიანკუიმ მიაღწია, მეცნიერმა ჩინეთიდან, რომელმაც შექმნა პირველი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები - ადამიანები. ტყუპების „ლუნუს“ და „ნანას“ გენები ემბრიონულ სტადიაზე შეიცვალა: ჩინელმა ბიოლოგებმა ჩაატარეს CRISPR-ის რედაქტირების პროცედურა, გაანადგურეს CCR5 გენი და გოგონები ამტანები გახადეს აივ ინფექციის მიმართ. მეცნიერები დააკვირდებიან ტყუპებს მომდევნო 18 წლის განმავლობაში, და თუ ჰე ცზიანკუის წამოწყება დადებით შედეგს გამოიღებს, გენური ინჟინერია ახალ იმპულსს მიიღებს, დაავადებებს კი უჯრედულ დონეზე შეებრძოლებიან.
თუმცა, მეცნიერი უკვე აღმოჩნდა საზოგადოების კრიტიკის ქვეშ. მასთან ურთიერთობა უკვე გაწყვიტა უნივერსიტეტმა, სადაც 7 წელი მუშაობდა, ბოლოს კი საზოგადოებაში გასული წლის ნოემბერში გამოჩნდა, როცა მოხსენებით გამოვიდა ბოლო დროს ჩატარებული მუშაობის შესახებ. ის ახლა შინაპატიმრობაში იმყოფება ჩინეთში სასამართლოს მოლოდინში. გამოძიების ვერსიით, მან „მოგების და სახელის მოხვეჭის მიზნით ხელისუფლების აკრძალვები დაარღვია“.
იმპლანტების დანერგვა
არ დაიჯერებთ, მაგრამ ჩასმული კბილებიც კიბორგიზაციის ნიშანია. ამას ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ პლომბები, რომელიც კეთდება პოლიკლინიკაში, ხოლო სილიკონის იმპლანტანტები, გელები, შტიფტები და ხელოვნური სარქველები ითვლება ძირითად სამედიცინო მოდიფიკაციად. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნეირონული პროთეზები – ელექტრონული იმპლანტანტები, რომლებიც ცვლის დაკარგულ მოტორულ და სენსორულ ორგანოებს. კოხლეარული იმპლანტანტი შეძლებს სმენის აღდგენას, ელექტროქიმიური ნეიროპროთეზები ასტიმულირებს ზურგის ტვინს, ხოლო კოგნიტური პროთეზები შეამსაბუქებს ინფორმაციის დამუშავებას, დაცვას და გადაცემას ტვინის დახმარებით: ტრანსჰუმანისტებს მიაჩნიათ, რომ ექიმები უახლოეს წლებში შეიძენენ უახლეს დევაისს.
ეგზოჩონჩხები
მოზუზუნე სერვოამძრავებიანი ეგზოჩონჩხები სხვადასხვა ამოცანებს ასრულებენ: ზოგი ეხმარება ინვალიდ ადამიანებს სივრცეში გადაადგილებაში, ზოგი აძლიერებს მათ მატარებლებს, ზოგი კი სპეციალისტებს ექსტრემალურ პირობებში მუშაობის საშუალებას აძლევს. როგორც ბიონიკური პროთეზების შემთხვევაში, ეგზოჩონჩხებს არ შეიძლება ეწოდოს საბიუჯეტო შენაძენი: Phoenix ძირითადი მოდელი, რომელიც ქვედა კიდურების დამბლის მქონე ადამიანებს აძლევს, დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას ორმოცი ათასი დოლარი ეღირება.
ბიოფიზიკოსი ჰიუ გერი თვლის, რომ მომავალში, გონების დახმარებით, ეგზოჩონჩხებს გამოვიყენებთ, და ამის წინაპირობა არის: გასულ წელს სპეციალისტებმა შექმნეს ნეირონიღაბი, რომელიც იძლევა ტექნიკის მართვის საშუალებას აზრის ძალით. მოწყობილობა Cyber Warrior მუშაობს არაინვაზიურ ნეიროინტერფეისზე - მექანიზმზე, რომელიც კითხულობს ტვინის სიგნალებს და გადასცემს მათ სხვა ტექნიკას. ახლა, ასეთი ნიღბის დახმარებით შეიძლება ინვალიდის სავარძლის მართვა ხელის და სიტყვების გარეშე, მომავალში კი ასეთ დევაისს ეგზოჩონჩხებიც დაექვემდებარება, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანის სხეულში არ იქნება დანერგილი და მხარს დაუჭერს მას შიგნიდან.
ხელოვნური ინტელექტის დანერგვა
ილონ მასკი თვლის, რომ ჩვენ უკვე გავხდით კიბორგები, და ჩვენი ციფრული ვერსიები წარმოდგენილია ელექტრონული ფოსტისა და სოციალურ ქსელებში აკაუნტების სახით. ჩვენ მჭიდროდ ვართ დაკავშირებული ჩვენს სმარტფონებთან, მომავალში კი შეიძლება ციფრული ინტელექტთან შერწყმაც: Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი მუშაობს „ნეირონულ მაქმანზე“ Neuralink - ინტერფეისზე, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანს გაერთიანდეს კომპიუტერთან და ატვირთოს თავისი ცნობიერება „ღრუბელში“. ახლა Neuralink-ის შემქმნელები დაკავებულნი არიან მონაცემების გადაცემით ტვინიდან კომპიუტერში, მაგრამ ძირითადი დამუშავება საიდუმლოდ ინახება - სტარტაპი კვლევის შედეგებს 2019 წელს გააზიარებს.
ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტით გატაცება გასაგებია: ადრე მანქანების შრომა მხოლოდ პრაქტიკული იყო, დღეს კი რობოტები შემოქმედებით სფეროებში ინერგება. ხელოვნური ინტელექტი ცვლის ტელეწამყვანებს, წერს ნახატებს, ქმნის მუსიკალურ ალბომებს და აწყობს წვეულებებს: ფაქტი არ არის, რომ მანქანების აჯანყება გველოდება, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს სამყაროს, რომელიც ჰგავს „შავი სარკის“ სამყაროს.
===
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised