თანაბრად და ღრმად სუნთქვა: როგორ ამოვიცნოთ COVID-19-ს ფილტვის ფორმა ადრეულ ეტაპზე
https://m.dp.ru/a/2020/06/10/Samokontrol_spokojstvija
COVID-19-ის ფილტვის ფორმის დადგენა ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია პულსოქსიმეტრის გამოყენებით.
პეტერბურგის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება კორონავირუსით ინფიცირებული 4437 პაციენტი. პეტერბურგში COVID-19-ის შემთხვევების კლების ტენდენცია არ შეინიშნება. როსპოტრებნადზორის მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 300-400 ადამიანით იზრდება.
მიუხედავად მიღებული ზომებისა, საავადმყოფოები აგრძელებენ მუშაობას ზღვარზე, და პაციენტებს დაჟინებით მოუწოდებენ დარჩნენ სახლში.
„დღეს ჩვენთან თითოეული საწოლი ანგარიშგასაწევია, და დამატებითი საწოლები საჭიროა მძიმე და საშუალო სიმძიმის მქონე პაციენტებისთვის“, - განაცხადა ამ დღეებში ქალაქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა.
მაგრამ ახალი ვირუსის მზაკვრულობა მდგომარეობს იმაში, რომ ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით, ვისაც თანმხლები დაავადებები აქვს, მსუბუქი, კატარალური ფორმა, როდესაც მხოლოდ ცხვირ-ხახა ზიანდება, შეიძლება თითქმის მყისიერად გადაიზარდოს მძიმე, ფილტვის სტადიაში. პროცესის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ პულსოქსიმეტრი - სატურაციის დონის არაინვაზიურად გაზომვის მოწყობილობა - ანუ კაპილარული სისხლის ჟანგბადით გაჯერება.
საგანგაშო მაჩვენებლები
ექსპერტების აზრით, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს, როდესაც ფილტვები ზიანდება, ხდება გაზის გაცვლის ფუნქციის ცვლილება, რაც ხასიათდება სისხლის ჟანგბადით გაჯერების დაქვეითებით.
ყველასთვის აშკარა ნიშანია ძლიერი ხველა, რომელსაც თან ახლავს ქოშინი. ექიმი თერაპევტის, სამედიცინო ცენტრის „ეკო-უსაფრთხოება“ მთავარი ექიმის მოადგილის კლინიკურ საექსპერტო დარგში ელენა სოლოვეის თქმით, სისხლში ჟანგბადის სატურაციის ნორმალური დონე შეადგენს 95-98%-ს. ყველაფერი, რაც 95%-ზე ნაკლებია, საჭიროებს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვას.
„თუ სატურაცია 90%-ზე დაბალია, ეს სერიოზული პათოლოგიის ნიშანია“, - დასძენს „CM-Clinic“ ჰოლდინგის მთავარი ექიმის მოადგილე ეკატერინა ვოსტრიკოვა. სისხლში ჟანგბადით გაჯერების ამ დონეზე პაციენტს უვითარდება სისტემური ჰიპოქსია, ანუ ჟანგბადის უკმარისობით ზიანდება არა მხოლოდ ფილტვები, არამედ სხვა ორგანოებიც. პირველ რიგში - ტვინი, გული და თირკმელები.
სისხლში ჟანგბადით გაჯერების არასაკმარისი დონე სასწრაფო ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნის კარგი მიზეზია, ამიტომ, ელენა სოლოვეის თქმით, თვითკონტროლის ისეთ ნაცნობ მოწყობილობებთან ერთად, როგორიცაა ტონომეტრი და გლუკომეტრი, სახლის აფთიაქში უნდა გქონდეთ პულსოქსიმეტრი, რაც ბოლო დროს გამართლებულ საზომად იქცა.
„განსაკუთრებით ეს ეხება ხანდაზმულებს და პაციენტებს ისეთი დაავადებებით, რომლებსაც აქვთ ჰიპოქსიის სწრაფი განვითარება: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი“, - ამბობს ელენა სოლოვეი. - პულსოქსიმეტრი საკმაოდ მარტივია გამოყენებაში და სახლის პირობებში დახმარებას გაუწევს ორიენტირებაში და გადაწყვეტილების მიღებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოსაძახებლად. მეორეს მხრივ, მსუბუქი კოროვირუსული ინფექციის მქონე პაციენტთა დიდი პროცენტის გათვალისწინებით, ჟანგბადის სატურაციის დონის კონტროლი საშუალებას გაძლევთ დარჩეთ სახლში და არ გადატვირთოთ სტაციონარული რგოლი“.
დახვეწილი რეგულირება
ეკატერინა ვოსტრიკოვა აფრთხილებს, რომ გაზომვების კორექტულობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს სუნთქვის შეკავებამ, ამიტომ თვითდიაგნოზის დროს საჭიროა თანაბრად და ღრმად სუნთქვა.
ასევე, შედეგების კორექტულობა ირღვევა პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადების არსებობისას – მაგალითად, თუ ადამიანს აწუხებს რეინოს სინდრომი. მოწყობილობას შეუძლია არასწორი მონაცემების გაცემა მაშინაც კი, თუ ადამიანს შესცივდა, თუ პულსოქსიმეტრის სენსორი მჭიდროდ არის მიმაგრებული ხელზე და მაშინაც კი, თუ ფრჩხილები შეღებილია შავი, მწვანე ან ლურჯი ლაქით.
„მოწყობილობა რეაგირებს თითში პულსაციაზე, ამიტომ ცივმა ხელებმა, დაბალმა არტერიულმა წნევამ ან ტონომეტრის მანჟეტმა მკლავზე შეიძლება დაამახინჯოს მოწყობილობის ჩვენება. მოწყობილობის მაჩვენებლებზე გავლენა შეუძლია სისხლში შაქრის დონის მატებას“, - ამბობს ელენა სოლოვეი.
ბავშვისთვის სატურაციის გასაზომად საჭიროა სპეციალური პატარა ზომის პულსოქსიმეტრები. „პატარა ბავშვების თითები ზრდასრული ადამიანის მოწყობილობაში ხშირად არ ხვდება პულსოქსიმეტრის ორივე სხივის ქვეშ, და მოწყობილობის ჩვენებები შეიძლება იყოს შემცირებული“, - განმარტავს ელენა სოლოვეი.
სატურაციის დაბალი დონე ყოველთვის არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ადამიანს აქვს კორონავირუსული ინფექცია.
ეკატერინა ვოსტრიკოვას თქმით, გარდა სასუნთქი სისტემის დაავადებებისა, ჰიპოქსიის (ჟანგბადის შიმშილი) მიზეზი შეიძლება იყოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მოწევა, ანემია და ჭარბი წონა, რაც იწვევს სიმსუქნეს.
„ბოლო დრომდე, ისეთი მოწყობილობის არსებობის შესახებ, როგორიცაა პულსოქსიმეტრია, ჩვენი პაციენტებიდან მხოლოდ სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ჰქონდათ წარმოდგენა. პანდემიამ შეცვალა დამოკიდებულება რესპირატორული ვირუსული ინფექციების კლასიკური მიმდინარეობის, მათი მკურნალობისა და შესაძლო გართულებების მიმართ. მდგომარეობის სიმძიმის ერთ-ერთი კრიტერიუმია ჰიპოქსიის (ჟანგბადის დეფიციტის) გამოვლინება სუნთქვის უკმარისობის სახით. ექიმს შეუძლია განსაზღვროს სუნთქვის უკმარისობა პაციენტის გასინჯვისას. სახლის პირობებში პაციენტისთვის ან მისი ახლობლებისთვის ორიენტაცია ადვილი არ არის. ქოშინი და გართულებული სუნთქვა შეიძლება არ გამოვლინდეს უძრაობის დროს“.
ელენა სოლოვეი
სამედიცინო ცენტრის „ეკო-უსაფრთხოება“ მთავარი ექიმის მოადგილე კლინიკურ საექსპერტო დარგში
„დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ გარემოში ყველას ვურჩევდი სახლში ჰქონდეს პულსოქსიმეტრი. ასე შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა და არ გამოტოვოთ მომენტი, როდესაც გჭირდებათ სამედიცინო დახმარება. სპეციალისტების სასწრაფო დახმარება საჭიროა, როცა სატურაცია (სისხლის ჟანგბადით გაჯერება) 94-92%-ზე დაბალია. დევაისების ძირითადი ტიპებია - თითის მოწყობილობები და მაჯის მოწყობილობები. შესაბამისად, პირველები ფიქსირდება თითზე. მათი დახმარებით შესაძლებელია ჟანგბადის დონის გაზომვა როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. სხვათა შორის, ბავშვებისთვის უფრო კომპაქტური მოწყობილობები არსებობს. მეორე ტიპის პულსოქსიმეტრებს ხელზე იკეთებენ - ეს ფიტნეს სამაჯურებია. მათ ასევე შეუძლიათ გაზომონ პულსი და არტერიული წნევა. მთავარი დასკვნა, რომელსაც ექიმები გაზომვების საფუძველზე აკეთებენ, არის ის, თუ რამდენად მიეწოდება ქსოვილებს ჟანგბადი, გამოიხატება თუ არა ჟანგბადის შიმშილი. მაგრამ მისი მიზეზის პულსოქსიმეტრის დახმარებით გაგება არ შეგვიძლია“.
ეკატერინა ვოსტრიკოვა
„СМ-კლინიკის“ ჰოლდინგის მთავარი ექიმის მოადგილე
https://rg.ru/2021/05/31/zapatentovan-novyj-sposob-sozdaniia-protivokovidnyh-vakcin-s-nanochasticami.html
https://www.hopkinsmedicine.org/news/newsroom/news-releases/johns-hopkins-researchers-engineer-tiny-shape-changing-machines-that-deliver-medicine-efficiently-to-the-gi-tract
https://pervoeplie.ru/de/chto-takoe-nanotehnologii-v-medicine-nanochasticy-mnogofunkcionalnye-v-medicine-pronikayushchee-de.html
https://www.indiatoday.in/amp/coronavirus-outbreak/story/long-covid-has-more-than-200-symptoms-study-finds-1828715-2021-07-15
https://www.cidrap.umn.edu/news-perspective/2021/01/patients-clinicians-seek-answers-mystery-long-covid
https://amp.ft.com/content/92eb314b-bc51-4356-b873-ed58ad26d25c
https://www.chn.org/voices/americas-next-health-challenge-how-to-care-for-millions-with-long-covid/
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised