понедельник, 22 ноября 2021 г.

როგორ შევამოწმოთ სატურაცია სახლის პირობებში-როგორ შევამოწმოთ სისხლში ჟანგბადის დონე სმარტფონის დახმარებით ფეიკი: მდუღარე წყალი ზრდის სატურაციას, ჟანგბადით ავსებს ავადმყოფი ადამიანის ორგანიზმს


როგორ შევამოწმოთ სატურაცია სახლის პირობებში

 https://www.hata.by/articles/kak_proverit_saturaciju_v_domashnih_usloviyah-9197/


ჯანმრთელი ადამიანი წუთში 12-დან 20 ჩასუნთქვას აკეთებს. სწორედ ეს სჭირდება ორგანიზმის უჯრედებს და ქსოვილებს ნორმალური ცხოვრებისათვის საჭირო ჟანგბადის ოპტიმალური დოზით გაჯერებისთვის. როდესაც ჟანგბადი საკმარისი არ არის, ადამიანი იწყებს დისკომფორტის შეგრძნებას სუნთქვის დროს. ქოშინი არ არის ერთადერთი შედეგი, რომელიც შეიძლება მოხდეს სუნთქვის უკმარისობით. ამიტომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია სისხლში ჟანგბადის დონის კონტროლი.

სუნთქვის უკმარისობის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მიზეზად კორონავირუსი იქცა. ის სასუნთქ სისტემას დახვეწილი გზით უტევს: ორგანოებს არ ჰყოფნის ჟანგბადი, მაგრამ ადამიანის ორგანიზმს ამის დადგენა არ ძალუძს. დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ქოშინის, ხველის და  ტემპერატურის გარეშე.

როდესაც ორგანიზმი იწყებს სიგნალის მიცემას იმის შესახებ, რომ ფილტვები დაზიანებულია კოვიდ პნევმონიით, შედეგები შეიძლება აღმოჩნდეს კატასტროფული. ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სისხლში ჟანგბადით გაჯერების დონის კონტროლი. სწორედ ის აჩვენებს, როგორ მუშაობს ფილტვები და სჭირდება თუ არა მათ დამატებითი მხარდაჭერა.


რა არის ჟანგბადის სატურაცია?

 სატურაცია სისხლში ჟანგბადის გაჯერებაა. ის იზომება პროცენტულად და ითვლება ერთ-ერთ მთავარ მაჩვენებლად, რომლითაც შესაძლებელია სასუნთქი სისტემის პათოლოგიების ან დაავადებების გამოვლენა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე.

როდესაც ვსუნთქავთ, ჩვენი ფილტვები პირველია, ვინც იღებს ჟანგბადის დოზას და აწვდის მას ორგანიზმის ყველა უჯრედს და ქსოვილს სისხლის მიმოქცევის გზით. ნახშირორჟანგი, რომელიც წარმოიქმნება სუნთქვის დროს, გამოიყოფა ქსოვილებიდან და სისხლით გადაეცემა უკან ფილტვებში, საიდანაც გამოიყოფა გარეთ ამოსუნთქვისას. თავისუფალი ადგილი, რომელიც უჯრედებში დარჩა ნახშირორჟანგის გამოყოფის შემდეგ, მაშინვე ივსება ახალი ჟანგბადით. ასე ხდება  უწყვეტი გაზის გაცვლა ადამიანის  ორგანიზმში.

იმისათვის, რომ მოხდეს ჟანგბადის სისხლძარღვებით ტრანსპორტირება, ის ჰემოგლობინის მოლეკულებს უერთდება. ორგანიზმში არსებულ ამ კავშირს ოქსიჰემოგლობინი ეწოდება. ეს არის პარამეტრი, რომელიც ასახავს ადამიანის სისხლში სატურაციის  ან ჟანგბადის დონეს.  


რატომ უნდა გავზომოთ სისხლში ჟანგბადის გაჯერება?

ფილტვებისა და ქსოვილების O2-ით გაჯერება ნებისმიერი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის აუცილებელია ნორმალური ცხოვრებისთვის, ყოველდღიური ფუნქციების შესრულების, ფიზიკური ვარჯიშისა და უბრალოდ ცხოვრებისთვის. და მთელი ენერგიის 90%-ს ადამიანი იღებს ჟანგბადისგან.

სუნთქვის უკმარისობა შეიძლება გაჩნდეს მრავალი მიზეზის გამო:

ჭარბი წონა

ანემია

მაღალი არტერიული წნევა

დარღვევებიფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაში 

გულის პათოლოგია

სისხლით ცუდი მომარაგება

სასუნთქი სისტემის დაავადებები

მოწევა

ქირურგიული ოპერაციები

მძიმე ტრავმები

კორონავირუსული ინფექცია

ჟანგბადის მაჩვენებლები ასევე მცირდება COVID-19-ით დაავადებისას. როდესაც ინფექცია ფილტვებში აღწევს, ის უტევს ალვეოლებს, რომლებიც მონაწილეობენ გაზის გაცვლაში, შემდეგ კი ჰემოგლობინს, რომელიც მონაწილეობს O2-ის ტრანსპორტირებაში. ქსოვილების ანთება იწვევს ფილტვის შეშუპებას და პნევმონიის განვითარებას.

კორონავირუსის მთავარი საშიშროება ის არის, რომ მისი გამოვლინების მსუბუქი ფორმებში ადამიანს შესაძლოა არ ჰქონდეს დაავადების სიმპტომები. ტემპერატურა, ხველა და სისუსტე არ იგრძნობა. ადამიანი თავს კარგად გრძნობს და არც ფიქრობს, რომ ინფექციამ უკვე დაიწყო ფილტვების დაზიანება.

სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა ინფექციის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. მისი დახმარებით შეგიძლიათ გამოავლინოთ კოვიდი საწყის ეტაპზე და დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა. სატურაციის დონის მაჩვენებელი ხელს შეუწყობს დაავადების განვითარების პრევენციას და მისი პროგრესირებადი სტადიის თავიდან აცილებას, როდესაც აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მიერთება.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ, მართალია, შეიძლება ჟანგბადით გაჯერების დონის დამოუკიდებლად გაზომვა, მაგრამ დანიშნულების მიცემა, როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსს სახლში, მხოლოდ ექიმს შეუძლია.


 როგორია სისხლში ჟანგბადის ნორმალური დონე?

მოზრდილებში და ბავშვებში სისხლში სატურაციის ნორმა ინდივიდუალური მაჩვენებელია. ეს დამოკიდებულია ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მახასიათებლებზე და გარემო ფაქტორებზე. ნორმად ითვლება:

95-98% - ჯანმრთელ ადამიანში

92-95% - სასუნთქი ორგანოების ქრონიკული  დაავადებებისთვის

92-95% - მწეველ ადამიანებში

კორონავირუსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი რამდენიმე პროცენტით შემცირდება. ჟანგბადის შიმშილის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელმა ადამიანმა ზომები  უკვე 94%-დან უნდა მიიღონ. როდესაც სისხლის ჟანგბადით გაჯერება იკლებს 90%-მდე და ქვემოთ, იზრდება დატვირთვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებზე - გულზე, ფილტვებზე და ღვიძლზე. ეს მდგომარეობა ძალიან საშიშია და საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, სატურაცია შეიძლება შემცირდეს 70%-მდე, როდესაც პაციენტს მიუერთებენ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს. ჰიპოქსემიური კომა იწყება 60%-ზე დაბალ მაჩვენებელზე.


როგორ გავზომოთ სატურაცია სახლის პირობებში?

საკუთარი მდგომარეობის კონტროლის და კატასტროფული შედეგების თავიდან აცილების მიზნით, შეგიძლიათ დამოუკიდებლად გააკონტროლოთ სისხლში ჟანგბადის დონე კორონავირუსის დროს. ეს შეიძლება გაკეთდეს ჟანგბადის სატურაციის გასაზომი სპეციალური მოწყობილობის - პულსოქსიმეტრის გამოყენებით. პულსოქსიმეტრი შეგიძლიათ შეიძინოთ სამედიცინო მოწყობილობის მაღაზიაში ან აფთიაქში.

პულსოქსიმეტრი ძალიან მარტივი გამოსაყენებელია. გარდა სატურაციის დონისა, ის ასევე ზომავს პულსს. მოწყობილობა მუშაობს შემდეგნაირად:

1. მოწყობილობა მაგრდება თითზე ან ყურის ბიბილოზე და იწყებს იწყებს სხვადასხვა სიგრძის ტალღების გამოსხივებას შუქდიოდური სენსორის გამოყენებით.

2. სხივების შთანთქმის ხარისხი დამოკიდებულია სისხლში ჟანგბადის შემცველობაზე. სისხლის გაჯერებული უჯრედები შთანთქავს უფრო მეტ ინფრაწითელ შუქს.

3. მოწყობილობა იღებს მონაცემებს ამ სხივების გარდატეხის, არეკვლისა და გადაცემის შესახებ და იძლევა შედეგს.

ყველაზე საიმედო შეფასების მისაღებად, საწიროა გარკვეული წესების დაცვა:

პროცედურის წინ არ დალიოთ ალკოჰოლური ან ენერგეტიკული სასმელები

2 საათის განმავლობაში არ ჭამოთ

არ მიიღოთ დამამშვიდებელი საშუალებები ან მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულ-სისხლძარღვთა ან სასუნთქ სისტემაზე.

პროცედურის დროს დარჩით უძრავად

მოიცილეთ ლაქი თითიდან, რომელზეც მაგრდება სენსორი

მოიხსენით საყურე, თუ  სენსორი კეთდება ყურის ბიბილოზე

როგორ გავზომოთ სისხლში ჟანგბადის დონე მოწყობილობის გარეშე?

სატურაციის შემოწმება რეკომენდებულია პულსოქსიმეტრით პანდემიის დროს, ასევე სიმსუქნის, გულის და ფილტვების და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს.

თუ მოწყობილობა ხელთ არ გაქვთ, მაგრამ გაქვთ ქოშინი და შიშს განიცდით თქვენი მდგომარეობის გამო, შეგიძლიათ ჩაატაროთ მარტივი ტესტი სახლის პირობებში. ის პირველად ინგლისში გამოსცადეს,  ახლა მას მრავალი ქვეყანაში იყენებენ. იმისდა მიუხედავად, რომ მისი მაჩვენებლები არ ითვლება ისე საიმედოდ, როგორც მოწყობილობის გამოყენებისას, ტესტი დაგეხმარებათ სასუნთქი ორგანოების ფუნქციონირების დარღვევების გამოვლენაში.


როგორ შევამოწმოთ სატურაცია პულსოქსიმეტრის გარეშე?

1. ღრმად ჩაისუნთქეთ.

2. შეიკავეთ სუნთქვა.

3. დაითვალეთ დრო 30 წამის განმავლობაში.

აბსოლუტურად ჯანმრთელი ფილტვები გაუძლებენ ამ ტესტს. გამოთვლების საფუძველზე, შეგიძლიათ დაახლოებით განსაზღვროთ ჟანგბადით გაჯერების დონე:

30 წამი - ნორმა 95-98%

10 წამი - შემცირებული მაჩვენებელი 93-94%

7 წამი - უკიდურესად დაბალი დონე 90%

თუ ჟანგბადის ნაკლებობაა, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს, კორონავირუსის თანმხლები სიმპტომების შემთხვევაში, გამოიძახეთ ექიმი სახლში.

სისხლში ჟანგბადით გაჯერების დონის გასარკვევად კიდევ ერთი გზა არსებობს - კლინიკაში სისხლის ანალიზის ჩატარება.


შესაძლებელია თუ არა სატურაციის შემოწმება ტელეფონით ან ჭკვიანი საათით?

ტექნიკა არ დგას ერთ ადგილზე. მისი შესაძლებლობები ბევრად უფრო ფართო ხდება, ვიდრე თამაშები და გასართობი აპლიკაციები. გაჯეტების დახმარებით ვისწავლეთ პულსის, ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის  მდგომარეობაზე დაკვირვება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ ჟანგბადის დონის კონტროლში, არცერთი მათგანი არ მოგცემთ სანდო მონაცემებს. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ სატურაციაზე დაკვირვებისთვის საჭიროა ორი მოწყობილობა: პულსომეტრი და სენსორი, რომელიც აშუქებს კანს. თანამედროვე სმარტფონებში  ეს ფუნქცია არ არის.

მაგრამ ზოგიერთ smart საათს ასეთი ფუნქცია აქვს. ზოგიერთ ფიტნეს სამაჯურის მოდელებს და Apple Watch-ს აქვს შუქდიოდი. ის ასხივებს წითელ და ინფრაწითელ ტალღებს, რომლებიც აშუქებს კანს და ავლენს ჟანგბადის გაჯერებას ფერის მიხედვით. გაჯეტებს ასევე აქვთ ჩაშენებული SPO2 სენსორი, სადაც S სატურაციის დონეა, P  პულსია და O2 - ჟანგბადი. სენსორი იღებს სიგნალს და გამოაქვს შედეგი ეკრანზე.

მაგრამ ასეთი საათის მაჩვენებელი ასევე არ არის კორექტული სწორი. მათი სიზუსტე დამოკიდებულია მეორეხარისხოვან ფაქტორებზე: განათებაზე, წნევაზე და საათის ადგილმდებარეობაზე მაჯაზე. ამიტომ, არ ღირს გაჯეტების შედეგებზე დაყრდნობა.

თუ გრძნობთ სუნთქვის ოდნავ პრობლებას, გაქვთ მსუბუქი ქოშინი და გულისცემა გახშირდა, სავარაუდოდ გაქვთ სისხლში ჟანგბადით გაჯერების დაბალი დონე. თქვენი შეშფოთების დასადასტურებლად გამოიყენეთ პულსოქსიმეტრი ან ჩაიტარეთ სისხლის ანალიზი. მხოლოდ ისინი მოგცემენ სწორ შედეგს, რის საფუძველზეც ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.

===
https://hi-tech.mail.ru/news/54502-kak-proverit-uroven-kisloroda-v-legkih-s-pomoschyu-smartfona/
         როგორ შევამოწმოთ სისხლში ჟანგბადის დონე სმარტფონის დახმარებით
როგორც ცნობილია, სისხლში ჟანგბადის დონის ვარდნა ფილტვების დაზიანებასთან დაკავშირებული დაავადებების უმეტესობის ერთ-ერთი ტიპიური სიმპტომია. როგორ არ გამოტოვოთ საშიში დაავადება, აკონტროლოთ სატურაციის დონე სახლის პირობებში სმარტფონის  დახმარებით, ამის შესახებ საუბარი ამ სტატიაშია .
სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა - ფუნქცია, რომელიც ხელმისაწვდომია ზოგიერთი სმარტფონისთვის და ბოლო დრომდე ჩვენთვის თითქმის უსარგებლო ჩანდა, პანდემიის ამჟამინდელ რეალობაში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა. „COVID-19-ის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლის“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური თარგმანის თანახმად,  სატურაციის 93%-ზე დაბლა ვარდნა არის ერთ-ერთი სიმპტომი, რომელსაც კორონავირუსის ინფექციაზე ოდნავი ეჭვის შემთხვევაში პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს. 
სისხლში ჟანგბადის დონის კონტროლი სახლის პირობებში შეიძლება როგორც პორტატული პულსოქსიმეტრების, ასევე სმარტფონებისა და ფიტნეს სამაჯურების დახმარებით, რომლებიც აღჭურვილია SpO2 სენსორით.

რა არის სატურაცია
სუნთქვის პროცესში, ადამიანის ფილტვები ასრულებენ გაზის გაცვლის ფუნქციას, აჯერებენ ჟანგბადით სისხლის მიმოქცევის სისტემას. როგორც ცნობილია, ჟანგბადი ქსოვილებში ჰემოგლობინის რკინის შემცველი ცილის შემადგენლობაში გადაიცემა. ფილტვებიდან ჟანგბადის მოლეკულების მიმაგრებით, ჰემოგლობინი გარდაიქმნება ოქსიჰემოგლობინში. ცილის მცირე პროცენტს, რომელმაც ვერ მოასწრო ჟანგბადთან შერწყმა და ჩვენთვის არსებითად უსარგებლოა, ეწოდება დეზოქსიჰემოგლობინი.
ჯანმრთელ ადამიანში ჟანგბადით გაჯერებული ოქსიჰემოგლობინის პროცენტი უნდა იყოს 95-99 ფარგლებში. ფილტვების დაავადების დროს გაზის გაცვლის ფუნქცია დარღვეულია, და სისხლის ჟანგბადით გაჯერება მცირდება.
 ამ ამოცანით არის დაკავებული პულსოქსიმეტრი - ის ზომავს სისხლში გამდიდრებული და არ გამდიდრებული ჟანგბადით ჰემოგლობინის თანაფორდობას, ანუ სატურაციას.

როგორ მუშაობს  SpO2-ს  სენსორი
ასეთ მოწყობილობებში გაზომვის პრინციპი ეფუძნება ჰემოგლობინის უნარს შთანთქას და ასახოს სხვადასხვა სიგრძის სინათლის ტალღები. ოქსიჰემოგლობინი შთანთქავს მეტ წითელ შუქს, დეზოქსიჰემოგლობინი უფრო მეტად ინფრაწითელს. ამიტომ კლასიკურ პულსოქსიმეტრში გამოიყენება ორი შუქდიოდი: ერთი ასხივებს სინათლეს წითელ დიაპაზონში, მეორე - ინფრაწითელში.
სინათლის დიოდები აშუქებენ თითს, ხოლო უკანა მხარეს მდებარე ფოტოსენსორი აანალიზებს ჰემოგლობინის მიერ შთანთქმული სინათლის რაოდენობას, რის შემდეგაც მიკროპროცესორი ითვლის მათ პროცენტულ თანაფარდობას და შედეგი ეკრანზე გამოაქვს.
სმარტფონში სატურაციის გაზომვის პრინციპი თითქმის იგივეა, რაც პულსოქსიმეტრში. მაგრამ სმარტფონებსა და ფიტნეს სამაჯურებში ტექნიკურად შეუძლებელია ფოტოსენსორის განთავსება შუქდიოდების მოპირდაპირე მხარეს, მას ათავსებენ შუქდიოდებთან ახლოს,  ხოლო მონაცემების წასაკითხად გამოიყენება ქსოვილებში გატარებული შუქი კი არა, არამედ ქსოვილებიდან (ყველაზე ხშირად ძვლებიდან) არეკლილი შუქი.

        რომელი სმარტფონებია  აღჭურვილია SpO2 სენსორით
რა თქმა უნდა, დღეს ყველა სმარტფონსა და ფიტნეს ტრეკერს არ აქვს ჩაშენებული SpO2 სენსორი. მაგალითად, სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა შეუძლია Samsung Galaxy Note 4, 5, 7, 8, 9, Samsung Galaxy S6, S7, S8, S9, S10-ს მრავალ ფლაგმანს, ასევე ზოგიერთ თანამედროვე ფიტნეს სამაჯურს და სმარტ საათს. მთავარი პირობაა წითელი და ინფრაწითელი შუქდიოდების, ასევე SpO2 ფოტოსენსორის არსებობა. ბევრ ფიტნეს სამაჯურს აქვს მწვანე შუქდიოდი, რომელიც მხოლოდ პულსის გასაზომად გამოიყენება. გაითვალისწინეთ, რომ ჟანგბადის დონის გასაზომად ის არ არის შესაფერისი.

        როგორ გავზომოთ სისხლში ჟანგბადის დონე სმარტფონის დახმარებით 
სისხლში სატურაციის სმარტფონის დახმარებით გასაზომად გახსენით Samsung Health აპლიკაცია ან ჩამოტვირთეთ Pulse Oximeter - Beat & Oxygen აპლიკაცია PlayMarket-დან.
გახსენით აპლიკაცია და მოძებნეთ პუნქტი „სტრესი“.
დააჭირეთ გაზომვის ღილაკს (Measure), და დაადეთ თითი სენსორს.
SpO2 სმარტფონის უკანა მხარესაა, და დაელოდეთ გაზომვის შედეგს. აღსანიშნავია, რომ ოთახის განათების დონემ და თითების ტემპერატურამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გაზომვის სიზუსტეზე. ასევე, არ არის რეკომენდებული გაზომვის დროს მოძრაობა.
პროცესის დასრულების შემდეგ შედეგი ავტომატურად გამოჩნდება აპლიკაციაში.

დასკვნა
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ნამდვილად შეგიძლიათ ენდოთ SpO2 სენსორებს სმარტფონებსა და ფიტნეს სამაჯურებში, ასეთი მონაცემების სიზუსტე ახლოსაა სამედიცინო მოწყობილობებთან. დროული დიაგნოსტიკა გაჯეტების გამოყენებით დაგეხმარებათ დროულად მიმართოთ საავადმყოფოს და თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამედიცინო პულსოქსიმეტრის მთავარი ამოცანაა სატურაციის ვარდნის შესახებ  უწყვეტ რეჟიმში გაფრთხილება. სმარტფონებს შეუძლია მხოლოდ ერთჯერადი გაზომვების ჩატარება, შესაბამისად, ისინი უფრო შესაფერისია სისხლში ჟანგბადის გასაზომად ინტენსიური დატვირთვის შემთხვევაში სპორტსმენებისთვის და ალპინისტებისთვის.
===
https://sibdroid.ru/blog/kak_umnye_chasy_izmeryayut_spo2_uroven_kisloroda_v_krovi.html
როგორ ზომავს ჭკვიანი საათი SpO2 — ჟანგბადის დონეს  სისხლში
ერთი წლის წინ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე ბუმი მოხდა: ახალ ჭკვიან  საათებსა და ფიტნეს სამაჯურებში გაჩნდა დამატებითი ფუნქცია - სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა. თუ რა არის ეს, როგორ იზომება და რამდენად არის ეს მნიშვნელოვანი, წაიკითხეთ  ჩვენს სტატიაში.
რა არის SpO2 და რატომ არის საჭირო მასზე დაკვირვება
SpO2 ან სატურაცია არის სისხლში ჟანგბადით გაჯერების ხარისხი. რაც უფრო მეტია ჟანგბადი, მით უფრო მაღალია SpO2, ის იზომება პროცენტულად. ნორმალური მაჩვენებელი 95%-დან  99%-მდეა.
არსებობს ადამიანების ორი კატეგორია, რომლებმაც უნდა აკონტროლონ სისხლში ჟანგბადის დონე: სპორტსმენები და ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფილტვების დაავადებები ან დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენს მათ სუნთქვის უნარზე. მაგრამ ამ მაჩვენებელის კონტროლი ნებისმიერ მსურველს შეუძლია, და ახლა ეს შესაძლებელი გახდა ამ ფუნქციის მქონე ფიტნეს სამაჯურებისა და ჭკვიანი საათების წყალობით.
როგორ იზომება სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებელი?
ჭკვიან საათებს, ფიტნეს სამაჯურებს და სხვა მოწყობილობებს აქვთ სპეციალური სენსორი, პულსოქსიმეტრი, რომელიც ზომავს პულსსაც და სატურაციასაც. ჟანგბადი ორგანიზმში ხვდება ცხვირით ან პირით სუნთქვის დროს, შემდეგ კი გადის ფილტვების სისხლძარღვების - ალვეოლებისა და კაპილარების საშუალებით, რის შემდეგაც ის აღმოჩნდება სისხლძარღვებში. ამიტომ, სენსორი ეძებს არა იმდენად ჟანგბადს, რამდენადაც ის აკონტროლებს ჰემოგლობინს, რადგან სწორედ ერითროციტებს სისხლში მიაქვთ ჟანგბადი მთელ ორგანიზმში. სენსორი ატარებს შუქს კონკრეტული ტალღის სიგრძეზე კანის მეშვეობით - ჩვეულებრივ ეს ინფრაწითელი სპექტრია, ხოლო ფოტორედაქტორი პოულობს და აჩვენებს ჰემოგლობინს სისხლში.
სატურაციის გაზომვის სიზუსტე ჭკვიანი საათებით და ფიტნეს სამაჯურებით
არცერთ მოწყობილობას არ შეუძლია გაზომვის სიზუსტის 100% გარანტია, ამიტომ გაჯეტის მწარმოებლები მიუთითებენ, რომ მოწყობილობები არ არის რეკომენდებული სამედიცინო დიაგნოსტიკაში გამოსაყენებლად.
სიზუსტეზე გავლენა შეიძლება იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა განათებულობა, ადამიანის მობილურობა და კანის ტონიც კი, მაგრამ ზოგიერთი მოწყობილობა აგროვებს სხვა თანმხლებ მაჩვენებლებსაც, რათა შედეგი უფრო ზუსტი იყოს. ეს აქსელერომეტრის მონაცემებია, გარე სენსორის განათებულობა და მრავალი სხვა, და ამის შემდეგ მიმდინარეობს მიღებული ინფორმაციის დამუშავება.
ამიტომ, სისხლის ჟანგბადით გაჯერების მაჩვენებლის გასაზომად და ყველაზე ზუსტი შედეგის მისაღებად, აუცილებელია გაზომვის დროს მშვიდად იჯდეთ, ატაროთ დევაისი ზედატანის სახელოს ქვეშ და უპირატესობა მიანიჭოთ მუქ თასმებს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი შუქი, რომელსაც გავლენა ექნება სენსორზე. 
    კიდევ რით არის სასარგებლო პულსოქსიმეტრი ჭკვიან საათებში
სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვის გარდა, დევაისი დაგეხმარებათ ძილის პრობლემების გამოვლენაში, თუ თქვენ დაწესებული გექნებათ 24-საათიანი მონიტორინგი. მაგალითად, ის შეძლებს მიუთითოს ადამიანში აპნოეს არსებობაზე - მდგომარეობაზე, როდესაც ადამიანს უჩერდება ან უძნელდება სუნთქვა, და ის იღვიძებს. მიზეზი შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ პულსოქსიმეტრი დაგეხმარებათ ამ პრობლემის არსებობის განსაზღვრაში.
კიდევ ერთი პლიუსი მუდმივი ტრეკინგისგან: იმის ცოდნა, რომ მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია, მოგცემთ საშუალებას შეასრულოთ სუნთქვის ვარჯიშები და გააჯეროთ სისხლი ჟანგბადით. ამისთვის დევაისების უმეტესობაში შედის სუნთქვის ვარჯიშები. ისინი, როგორც წესი, შედგება პროგრამებისგან, რომლებშიც მონაცვლეობს სხვადასხვა ტიპის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ან საათი უბრალოდ გვთავაზობს თანაბრად და ღრმად სუნთქვას ერთი წუთის განმავლობაში. სისხლი გაჯერდება ჟანგბადით, თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, და თქვენ იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.
ჩვენ მოკლედ განვიხილეთ, თუ როგორ მუშაობს პულსოქსიმეტრი საათებსა და სამაჯურებში, რამდენად ზუსტია ის და კიდევ რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ეს სენსორი, გარდა სისხლში ჟანგბადის გაზომვისა.


===
https://voxukraine.org/ru/fejk-kypyatok-podnymaet-saturatsyyu-napolnyaya-organyzm-bolnogo-cheloveka-kyslorodom/
ფეიკი: მდუღარე წყალი ზრდის სატურაციას, ჟანგბადით ავსებს  ავადმყოფი ადამიანის ორგანიზმს 
ავტორთა კოლექტივი 
ვოქს ჩეკი
ფეიკების შემოწმება Facebook-თან პარტნიორობის ფარგლებში.
ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მდუღარე წყალი „ერთადერთი უსაფრთხო და სწრაფი გზაა პაციენტის ორგანიზმის ჟანგბადით შესავსებად“. ის, თითქოს, უზრუნველყოფს სატურაციის სწრაფ ზრდას და  „საუკეთესო  ანტიბიოტიკია“.
თქვენ იცოდით?
მდუღარე. პაციენტის ორგანიზმის ერთადერთი უსაფრთხო და სწრაფი შევსება ჟანგბადით. თბილი, ასატანი ცხელი წყალი სწრაფად შეიწოვება სისხლში. სატურაციის ყველაზე სწრაფი ზრდა. არ წვავს ფილტვებს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. ამცირებს წონას. საუკეთესო ანტიბიოტიკია. ლიმონის დამატებით აჯერებს ორგანიზმს C ვიტამინით. ამცირებს არტერიულ წნევას და სისხლის შედედებას. ფილტვების ბუნებრივი ვენტილატორი. ყველაზე სწრაფი სასწრაფო დახმარება, რომელიც გამოცდილია კაცორბიობის ათასწლიანი გამოცდილებით.
         ეს მტკიცებულება არ შეესაბამება სიმართლეს.
სატურაცია არის სისხლში ჰემოგლობინის გაჯერება ჟანგბადით. ჰემოგლობინი სისხლში ფილტვებში გავლისას ჟანგბადს უერთდება. ჯანმრთელ ადამიანს, რომლის ფილტვები ნორმალურად ფუნქციონირებს, ზღვის დონეზე სუნთქვისას არტერიული სისხლის ჟანგბადით გაჯერება ექნება 95-100%. თქვენ შეგიძლიათ სატურაციის გაზომვა მოწყობილობით, რომელსაც ეწოდება პულსოქსიმეტრი.
COVID-19-ით დაავადებულ ბევრ პაციენტს აქვს სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითება, ეს საშიში მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. სატურაციის დაქვეითება ვლინდება სუნთქვის გაძნელებაში, ტუჩების ან სახის გალურჯებაში , გულმკერდის არეში ტკივილში და  გონებადაბნეულობაში.
თუმცა, დაბალი სატურაციის მქონე ყველა პაციენტს როდი აქვს სუნთქვის პრობლემები ან სხვა სიმპტომები, ამიტომ საჭიროა რეგულარულად მისი პულსოქსიმეტრით გაზომვა. თუ COVID-19-ით დაავადებულ პაციენტს აქვს სისხლში ჟანგბადის დონე 90%-ზე დაბალი, უნდა დაიწყოს ოქსიგენოთერაპია. ამისათვის იყენებენ ჟანგბადის ნიღაბს ან ცხვირის კანულას - წვრილ მილებს, რომლებიც დაკავშირებულია ჟანგბადის წყაროსთან, მაგალითად, ჟანგბადის კონცენტრატთან.
მდუღარე ან ცხელ წყალს არ აქვს დადასტურებული ეფექტი სისხლში ჟანგბადის დონის შემცირებაზე - არ არსებობს კვლევები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ამან შეიძლება გაზარდოს სატურაცია. პირველი სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია სასწრაფოდ ოქსიგენოთერაპიის დაწყება, განმარტავენ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებში (CDC).
მსგავსს შეტყობინებებში ასევე ირწმუნებიან, რომ მდუღარე წყალი ანტიბიოტიკების ალტერნატივაა. ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ: ისინი კლავენ ბაქტერიებს ან აფერხებენ ორგანიზმში მათ გავრცელებას. მიუხედავად იმისა, რომ წყლის ადუღებისას პათოგენური ბაქტერიები და ვირუსები იღუპებიან, ეს არ ადასტურებს, რომ ადუღებულ წყალს, განსაკუთრებით გაცივებულს, შეუძლია იმოქმედოს როგორც ანტიბიოტიკმა ადამიანის ორგანიზმში. ძალიან ცხელი წყლის მოხმარება გამოიწვევს ძლიერ დამწვრობას.
ასევე არ არის საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ ცხელი წყლის დალევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევაზე. სისხლის მიმოქცევის ორგანოების მუშაობაზე კარგ გავლენას ახდენს ცხელი აბაზანა: არტერიები და ვენები ფართოვდება, ამიტომ სისხლი უფრო ეფექტურად მოძრაობს მთელ სხეულში. თბილი წყლის გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ეფექტი, მაგრამ ამის დამადასტურებელი კვლევა ძალიან ცოტაა. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ ცხელ წყალს შეუძლია სისხლის გათხელება.

====

https://samaradc.ru/structure/department.php?dep_id=46&block_id=64
კომპიუტერული პულსოქსიმეტრია 
რა არის პულსოქსიმეტრია ?
პულსოქსიმეტრია - ჯანმრთელობის დიაგნოსტიკის მეთოდია, რომელიც ტარდება სუნთქვის დარღვევების სკრინინგის სახით ძილის დროს (აპნოე) და გვაწვდის ინფორმაციას პულსის და სისხლში ჟანგბადის შემცველობის შესახებ.
პულსოქსიმეტრიის სხვა სახელები:
ღამის პულსოქსიმეტრია;
კომპიუტერული პულსოქსიმეტრია;
მონიტორინგული პულსოქსიმეტრია;
კომპიუტერული მონიტორინგული პულსოქსიმეტრია.
კომპიუტერული მონიტორინგული პულსოქსიმეტრია ჩვეულებრივიდან განსხვავდება იმაში, რომ ჩაწერა ტარდება დიდი ხნის განმავლობაში და შესაძლებელია მოწყობილობის მეხსიერებაში მონაცემების შენახვა 36 საათამდე.
როდის კეთდება პულსოქსიმეტრია??
პულსოქსიმეტრიისთვის ჩვენებებია ძილის დროს სუნთქვის დარღვევის რისკფაქტორები:
ძილის დარღვევა (მაგ., გაღვიძება ღამით);
ძილიანობა დღისით;
ხვრინვა;
ძილის დროს სუნთქვის შეჩერება (ღამის აპნოე), ახლობლების თქმით;
ღამით შარდვა;
ღამით ოფლიანობა;
ღამის ბოყინი, გულძმარვა, მჟავე გემო პირში

თანმხლები დაავადებები:
მაღალი არტერიული წნევა;
რეფრაქტორული არტერიული ჰიპერტენზია (არტერიული წნევის მდგრადი მატება 3-4 ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მიღებისას);
ჭარბი წონა;
2 ტიპის  შაქრიანი დიაბეტი;
მეტაბოლური სინდრომი;
გულის იშემიური დაავადება;
მიოკარდიუმის ინფარქტი;
ინსულტი;
ტვინში სისხლის  მიმოქცევის ქრონიკული დარღვევები;
ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება);
ნუშისებრი ჯირკვლების ჰიპერტროფია;
ადენოიდები;
ალერგიული რინიტი;
გულის რითმის დარღვევა.
პულსოქსიმეტრია ასევე შეიძლება ჩატარდეს როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური დიაგნოსტიკის ნაწილი, მათ შორის ორსულებსა და ბავშვებში.
როდის არ უნდა  ჩატარდეს პულსოქსიმეტრია??
უკუჩვენება პულსოქსიმეტრიის ჩატარებაზე შედარებითია და უკავშირდება თითზე პულსის სენსორის დაყენების შეუძლებლობასთან (ტრავმა, ძლიერი ტკივილი ხელების/ფეხების დისტალურ ნაწილებში, ფსიქიკური დაავადებები). ასეთი სიტუაციები ძალზე იშვიათია.
პულსოქსიმეტრის სენსორი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რბილია და არ იწვევს დისკომფორტს, რომელიც მოითხოვს თითების შეცვლას ან სენსორისთვის სხვა ადგილის არჩევას. ამ შემთხვევაში შესაძლებელია პულსოქსიმეტრიის ჩატარება ყურზე დაყენებული სენსორით.
სად შეიძლება ჩავიტაროთ პულსოქსიმეტრია სამარაში?
კომპიუტერული პულსოქსიმეტრია სახლში ტარდება სამარის და სამარას ოლქის მეზობელი რაიონების ფარგლებში. თქვენ შეგიძლიათ თავად წახვიდეთ კლინიკაში პულსოქსიმეტრისთვის ან გაააგზავნოთ სანდო პირი, რომელიც მოწყობილობას მოგიტანთ და დილით წაიღებს გაშიფვრისთვის.
პულსოქსიმეტრიის ჩატარების ეტაპები
მომზადება პულსოქსიმეტრიისთვის (სს „სდტ“ სომნოლოგიური სამსახურის აპარატურა) არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას, როგორიცაა ფრჩხილებიდან ლაქის ან გელის საფარის მოცილება.
 პულსოქსიმეტრის სენსორის დაყენება (მოწყობილობა კეთდება დაძინებისას, როგორც სამაჯური მაჯაზე, პულსოქსიმეტრის სენსორი კეთდება ნებისმიერ თითზე. ჩაწერა ავტომატურად იწყება. ამ დროს მოწყობილობის ეკრანი ინთება და ჩნდება პულსის მონაცემები და  ჟანგბადის გაჯერების დონე).
პულსოქსიმეტრიის მონაცემების ჩაწერა (ტარდება ღამის ძილის დროს. ჩაწერის დასრულება ხდება ავტომატურად სენსორის თითიდან მოხნსის შემდეგ).
 პულსოქსიმეტრიის მონაცემების გაშიფრვა (აპარატის კლინიკაში მიტანიდან 5 წუთი სჭირდება. დასკვნა გაიცემა ქაღალდის სახით).
ღამის პულსოქსიმეტრიისთვის მომზადება
         პულსოქსიმეტრების ზოგიერთი სახეობა საჭიროებს სპეციალურ მომზადებას გამოკვლევის დაწყებამდე. ეს დამოკიდებულია სენსორის ტიპზე, რომელიც გამოიყენება სისხლში ჟანგბადის დონის გასაზომად.
ჩვენ ვიყენებთ ცალმხრივ სენსორს ამრეკლავი ტექნოლოგიით (სენსორი და დეტექტორი ერთ მხარეზეა). ის უზრუნველყოფს უფრო ზუსტ მონაცემებს ფრჩხილის დაფარვისა და განათების მიუხედავად.
გაზომვის ხარისხზე გავლენას ახდენს გამოკვლევის დროს მობილურობა
პულსოქსიმეტრია. ნორმა.
დასკვნა პულსოქსიმეტრიის შესახებ ავტომატურად ფორმდება ელექტრონული ფორმით. შესაძლებელია მისი დაბეჭდვა ქაღალდის სახით.
სისხლის ჟანგბადით გაჯერების და პულსის მაჩვენებელი შემდეგი სახით გამოიყურება:
ძირითადი პარამეტრები, რომლითაც ფასდება ძილის დროს სუნთქვის დარღვევის ალბათობა და ჯანმრთელობაზე ჟანგბადის დონის გავლენა:
სისხლში ჟანგბადის საშუალო დონე პროცენტებში (ნორმა 93%-დან);
სისხლში ჟანგბადის მინიმალური დონე, პროცენტებში (არ უნდა დაეცეს 90%-ზე ქვემოთ);
დესატურაციის ინდექსი (სისხლში ჟანგბადის დონის დაცემის ეპიზოდების რაოდენობა საათში, ნორმა არაუმეტეს 5-სა საათში).
თუ ეს პარამეტრები შეიცვლება, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ჩაატაროს ძილის დამატებითი კვლევები, კარდიო-რესპირატორული მონიტორინგი,  დარღვევების მიზეზის დაზუსტება, მათი გამოხატვის ტიპი და ხარისხი. სწორი დიაგნოზი იძლევა მკურნალობის ეფექტური მეთოდების დანიშვნის და სწრაფად კარგი  გუნება-განწყობის და ჯანმრთელობის დაბრუნების საშუალებას.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა პულსოქსიმეტრიის ჩატარების ან მის შედეგებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ უახლოეს კლინიკაში ჩაეწეროთ კონსულტაციაზე ექიმ-სომნოლოგთან თქვენთვის მოსახერხებელ დროს.


====
https://www.bbc.com/ukrainian/features-russian-55231932
 „დედას სუნთქვა არ შეეძლო, მას კი გამოწერას უპირებდნენ“. როგორ ეძებენ უკრაინელები მხსნელ  ჟანგბადს

მიროსლავა პეცა

კოვიდით ინფიცირებული პაციენტებისთვის ჟანგბადის დეფიციტი იმდენად მტკივნეული თემაა, რომ ჩვენი რამდენიმე თანამოსაუბრე იწყებს დისკუსიას ფრაზით „შეიძლება  უხამსი სიტყვების ხმარება?“
აღმოჩნდა ისე, რომ პაციენტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად სუნთქვა, ხშირად აგზავნიან საავადმყოფოებიდან სახლში. მათ ახლობლებს მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩებათ - რამდენიმე საათში, იშვიათად ერთ-ორ დღეში, იშოვონ ჟანგბადის კონცენტრატორი საყვარელი ადამიანის გადასარჩენად.
მაგრამ ეს მხოლოდ იმ პრობლემების აისბერგის მწვერვალია, რომელიც დაგროვდა უკრაინაში კოროვირუსული კრიზისის თვეების განმავლობაში.

„ჩვენ უკვე გვყავს პაციენტი ამ ადგილზე“
„სასწრაფო“ დახმარების მანქანა კიევის ობოლონში 73 წლის ნადეჟდასთან ზუსტად 12 საათის განმავლობაში მიდიოდა, ამბობს მისი ვაჟი პაველ მოროზოვი. ჰოსპიტალში  ქალი ჟანგბადის მიწოდებაზე იმყოფებოდა.
როდესაც მან მიიღო კოვიდზე ტესტის უარყოფითი შედეგი, მას ექიმის შემოვლის გარეშე მისცეს ცნობა გაწერის შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქალს აქვს სატურაცია (სისხლში ჟანგბადის დონე შეადგენდა უსაფრთხო 98% - რედ.) და ის ჯანმრთელია.
როცა საავადმყოფოში მისი ვაჟი მივიდა და მოითხოვა შემოწმება, აღმოჩნდა, რომ ჟანგბადის მხარდაჭერის გარეშე ქალის სატურაცია 75%-ს შეადგენს. მაშინ ექიმებმა მას პალატაში კიდევ ერთი დღე დარჩენის საშუალება მისცეს, პაველს კი სთხოვეს, სასწრაფოდ მოეძებნა ჟანგბადის კონცენტრატორი დედისთვის.
 „ჟანგბადის აპარატის გარეშე ის ნახევარ საათსაც ვერ ძლებს. მე მივდივარ საავადმყოფოში და ვეკითხები, როგორ შეიძლება პაციენტი გაწერონ, თუ ის ერთი საათიც ვერ ძლებს  ჟანგბადის გარეშე. ამაზე მან მიიღო პასუხი: „ჩვენ უკვე გვყავს პაციენტი ამ ადგილზე, გაეწერეთ“, - ყვება პაველი.
მოროზოვის ოჯახს გაუმართლა. იმ დღეს საქველმოქმედო ფონდმა „სვოი“-მ მიიღო ჟანგბადის 20 კონცენტრატორი.
როდესაც პაველი იქ საღამოს მივიდა, ფონდის ოფისში კიდევ ოთხი აპარატი იყო, და მან მოახერხა დედისთვის ერთ-ერთი ბოლო კონცენტრატორის მოპოვება. მისი წყალობით ნადეჟდამ შეძლო 74 წლის იუბილე სახლში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად აღენიშნა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოდან უკრაინაში კოვიდ პაციენტებისთვის თავისუფალი საწოლების რაოდენობა 18 ათასი იყო. ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 380 ათასი პაციენტია და ჟანგბადთან მიერთებული თითქმის 16 ათასი საწოლი. ამასთან, სამინისტროს მონაცემებით, 6 დეკემბრის მდგომარეობით, ჟანგბადით აღჭურვილი 17 ათასზე მეტი საწოლი  თავისუფალი რჩება.
ასეთი ნათელი სტატისტიკით, პაციენტები, რომლებსაც აქვთ კოვიდზე ეჭვი ან დადებითი შედეგი, უპრობლემოდ უნდა იყვნენ ჰოსპიტალიზებული, უზრუნველყოფილი საწოლით ჟანგბადით და გამოწერონ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად სუნთქვა. თუმცა, ეს ხშირად ასე არ არის.

„აბსოლუტური დეჟა ვუ 2014  წელთან დაკავშირებით“
ნადეჟდა ერთ-ერთია იმ რამდენიმე ასეულ ადამიანში, რომელიც „სვოი“-მ უზრუნველყო ჟანგბადის კონცენტრატორებით  კორონაკრიზისის დაწყებიდან.
პანდემიამდე დიდი ხნით ადრე შექმნილი ფონდი პირველად სპეციალიზირებული იყო პალიატიურ დახმარებასა და მოზრდილთა ონკოლოგიაზე. მაგრამ 2020 წლის გაზაფხულზე, მისი თანამშრომლები აღმოჩნდნენ კოვიდური პაციენტებისთვის ჟანგბადის თერაპიის პრობლემის წინაშე და, მათივე სიტყვებით, დაიწყეს „სწრაფად შევსება იმ ადგილისა, რომელიც გარღვევას აპირებდა“.
საავადმყოფოების სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების პრობლემებს ისინი ადარებენ ჯარის უზრუნველყოფას 2014 წელს, როდესაც მოხალისეებმა უკრაინელი მებრძოლებისთვის ფაქტობრივად ყველაფერი იყიდეს - ჩექმებიდან დაწყებული და დრონებით დამთავრებული.
„აბსოლუტური დეჟა ვუ. ჩვენ შევუერთდით კოვიდთან დახმარებას გაზაფხულზე ექსკლუზიურად 2014 წლის რეფლექსზე“, - ამბობს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირინა კოშკინა და ითხოვს, რომ მოხალისეებს მაშველები არ უწოდონ.
„ადამიანებს ექიმები გადაარჩენენ, უბრალოდ, არ მისცეს ყველა საშუალება ხალხის გადასარჩენად, ამიტომ ან თავად პაციენტებმა ან ექიმებმა უნდა ეძებონ თანხების ნაწილი მოხალისეებთან. ეს იგივეა, რაც 2014 წელს ხდებოდა. ვოლონტიორებმა არ გადაარჩინეს ქვეყანა რუსული აგრესიისგან. ჯარისკაცებმა გადაარჩინეს და მოხალისეებმა. მაგრამ ვოლონტიორებმა უზრუნველყვეს ისინი გადარჩენის  საშუალებით“.
გავიდა ცხრა თვე და „სვოი“, როგორც ადრე, ყოველდღიურად ეძებს პაციენტებისთვის ჟანგბადს, აგროვებს შემოწირულობებს კონცენტრატორების შესაძენად.
ფონდის ბოლო სამეურვეოთა შორის არის 85 წლის მიროსლავა. მისი შვილიშვილი ანასტასია სმიხუნი ყვება, რომ ბებიას კოვიდი საავადმყოფოში შეეყარა,  სადაც სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებით  მოხვდა.
რამდენიმე კვირის განმავლობაში მიროსლავა საავადმყოფოში მკურნალობდა, შემდეგ კი ექიმებმა მის ოჯახს ურჩიეს, ბებიასთვის ჟანგბადის აპარატი ეშოვათ სახლში გამოყენების მიზნით. „ეძებეთ, ეძებეთ, ჟანგბადის კონცენტრატორი გჭირდებათ, ერთი-ორი დღე და გამოგწერთ“, - იხსენებს ანასტასია ექიმების სიტყვებს.
АВТОР ФОТО,UNIAN
ჟანგბადთან დაკავშირებით პრობლემა არ არის?
ისეთი სიტუაციების ახსნა, რომლებშიც ნადეჟდა და მიროსლავა აღმოჩნდნენ, გადაწყვიტა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა. თითქოს, უკრაინაში ჟანგბადთან დაკავშირებული პრობლემები არ არის, არამედ არის ლოგისტიკისა და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხები, რომლებიც განიხილება.
 „პატიოსნად და ობიექტურად რომ ვთქვა, ქვეყანაში ჟანგბადის წარმოებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ ვიცით ეს და ის, რომ დედამიწა მრგვალია“, - რეაგირებს  ამაზე ირინა კოშკინა.
„სინამდვილეში პრობლემა ის არის, რომ საავადმყოფოებს არ აქვთ ჟანგბადის სადგურები, სადაც შეგიძლიათ შეავსოთ ჟანგბადი, რომელიც საკმარისად იწარმოება, ან ჟანგბადის სადგური არის, მაგრამ ის არ არის გათვლილი საჭირო რაოდენობის შეერთებისთვის“.
კოშკინას თქმით, კოვიდ პაციენტებისთვის ჟანგბადთან დაკავშირებულ პრობლემას შეიძლება ეწოდოს ლოგისტიკისა და ტექნიკური მხარდაჭერის საკითხი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ დაამშვიდოთ ყველა და თქვათ, რომ სახელმწიფოში ჟანგბადი ბევრია და არსებობს რაღაც მცირე პრობლემები, მათი  გადაჭრა სწრაფად მოხდება. 
მაგრამ ლოგისტიკის და ტექნიკური უზრუნველყოფის პრობლემა სწრაფად ვერ გადაიჭრება, რადგან მარტო ჟანგბადის სადგურის პროექტს და მის შეთანხმებას მინიმუმ 30 დღე სჭირდება. და შემდეგ მინიმუმ იგივე დრო  მონტაჟისთვის.
და თუ არის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები, ტენდერების გამოცხადების შეფერხება ან მასალების მიწოდება, ან კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა, რომელმაც იცის როგორ მართოს ეს მთელი სისტემა - ყველაფერს გაცილებით მეტი დრო სჭირდება.
ვოლონტიორები ჩივიან, რომ ეს ყველაფერი მასობრივად უნდა მომხდარიყო მარტში და არა ნოემბერ-დეკემბერში, როცა ქვეყანას მეორე ტალღა დაატყდა თავს. მათ ასევე მხარს უჭერენ ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ულიანა სუპრუნის  გუნდიდან.
„ვისაც უნდოდა და შეეძლო გადაეწყვიტა, მან გადაწყვიტა. რვა თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლა უკრაინის სახელმწიფო საწარმოს „სამედიცინო შესყიდვებთან“, ეს თანხა უნდა გამოეყენებინა საავადმყოფოების ჟანგბადით უზრუნველყოფისთვის, და სასურველია ცენტრალიზებულად, და არა კონცენტრატორებით“, - ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო შესყიდვების დირექტორატის ყოფილი ხელმძღვანელი ოქსანა სუხორუკოვა და თავის მემკვიდრეებს პოპულიზმსა და წინდაუხედაობაში ადანაშაულებს.
„მაპატიეთ, გადაგდება და სერთიფიკატების წარმოდგენა - ამის გაკეთება რვა თვეში შეიძლებოდა. არც ისე რთული საქმეა. ვფიქრობ, რომ ყველა ქალაქში მოიძებნებოდა სამშენებლო კომპანია, მოიძებნებოდა კონტრაქტორი, რომელიც შეძლებდა ამის გაკეთებას“, - დასძენს იგი.
ივნისში ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სამსახურის კოვიდ-პაკეტიდან 3,9 მილიარდი მიაქვთ თავისი პოლიტიკური განცხადებების დასაფინანსებლად, აღშფოთებულია სუხორუკოვა.
„ანუ ეს გაკეთდა იმის ნაცვლად, რომ გაძლიერებულიყო კოვიდური პაკეტი, ენახათ პროგნოზები, მათ ასევე კიევის ეკონომიკური სკოლა აკეთებდა. ისინი არც თუ დამამშვიდებელი იყო, იმის ნაცვლად, რომ საავადმყოფოები გაეძლერებინათ. და ასე გრძელდება ოქტომბრამდე“. 
პაველ მოროზოვს, რომელიც ადრე ვახსენეთ, მანქანა ჰყავს. თუმცა, მას წარმოდგენაც არ აქვს, რატომ გადაირიცხა კოვიდ ფონდიდან თანხა გზებზე, თავად კი იძულებულია დამოუკიდებლად ეძებოს დედის სიცოცხლის გადამრჩენი ჟანგბადი.
 „გყავდეს მანქანა და იცოდე, რომ ამ ასფალტის ნაცვლად რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლეა, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ სახელმწიფოს ქმედებებში სისწორეს და მიზანშეწონილობას, როცა თანხის ნაწილი უბრალოდ გზის შეკეთებისთვის არის გამოყოფილი“.
ამასობაში „სვოი“-ს ფონდში ზარები არ წყდება. ერთი კვირის წინ მან კიდევ 20 ჟანგბადის კონცენტრატორი მიიღო, საიდანაც ცხრა სასწრაფოდ გადასცა ადამიანებს, რიგში კი 15 ადამიანი დარჩა.
უკრაინაში ჟანგბადთან დაკავშირებული პრობლემები რომ არ არსებობდეს, უარყოფითი PCR ტესტის მქონე პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებათ ჟანგბადი, არ გამოწერდნენ საავადმყოფოებიდან, არამედ გადაიყვანდნენ არაკოვიდურ განყოფილებებში ჟანგბადის მხარდაჭერაზე, ამბობს ირინა კოშკინა.
მაგრამ ახლა ყველა ექიმს არ შეუძლია დატოვოს ასეთი პაციენტები და არ მიიღოს ისინი, ვისაც სუნთქვა არ შეუძლია და აქვს კოვიდ ტესტის დადებითი შედეგი.




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised