вторник, 28 июля 2020 г.

ფროიდი და ისტორიული ნევროზი ,;გადარჩენის ტესტი ზომბების აპოკალიპსის შემთხვევაში

ფროიდი და ისტორიული ნევროზი
1.მსხვერპლი/რიტუალი
ტრავმა/ნევროზი
სურვილი/არაცნობიერი
ენა/მეტყველება
მეხსიერება/ისტორია
2. ფროიდი და ისტორიული ნევროზი

რელიგიური სიმპტომების გაგების ფროიდის მოდელი
ნევროზის წარმოქმნის აუცილებელი პირობა
ნევროზი - გადავადებული შედეგი…
მოსე იყო ებრაელებისთვის გიგანტური ....?
რომელმა აკრძალვამ განსაზღვრა ებრაული  სულიერების თავისებურებები?
რას წარმოადგენს ებრაული მონოთეიზმის ისტორიული ჭეშმარიტება ფროიდისთვის?
ფროიდის დამოკიდებულება „კოლექტიური არაცნობიერის“ მიმართ

3.  „რელიგიური მოვლენების გაგება მხოლოდ ნევროზული სიმპტომების მოდელის საფუძველზე შეიძლება - როგორც დიდი ხნის დავიწყებული და მნიშვნელოვანი მოვლენების დაბრუნება ადამიანის ოჯახის ადრეულ ისტორიაში; ეს მოვლენები თავისი აკვიატებული ხასიათით სწორედ ასეთ წარმოშობას უნდა უმადლოდნენ, ხოლო თავის საოცარ გავლენას კაცობრიობაზე იმ ისტორიული ჭეშმარიტებიდან იღებენ, რომელიც რეალურად გააჩნიათ“.

4.   „ინფანტილური ამნეზიის“ პერიოდი ემთხვევა ადრეულ სექსუალობას. შესაძლოა, ეს დამთხვევა აუცილებელი პირობაა ნევროზის წარმოქნისთვის, რომლის არსებობაც წარმოდგენილია როგორც ჰომო საპიენსის მხოლოდ ერთი სახეობის საკუთრება; ამ მხრივ, ნევროზი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც უძველესი პერიოდის რუდიმენტი - ჩვენი სხეულის გარკვეული ორგანოების მსგავსად“.

5.  „კაცობრიობის ისტორიაში ხდება რაღაც, რა ძალიან ჰგავს ყოველი ცალკე აღებული ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კაცობრიობა, როგორც მთლიანობა, ასევე გადის სექსუალურ-აგრესიული ხასიათის კონფლიქტების გზას, რომლებიც თავისთავად მოუშურებელ კვალს ტოვებს, მაგრამ უმეტესწილად ჩახშობილი და დავიწყებულია; მოგვიანებით, ხანგრძლივი ფარული პერიოდის შემდეგ, ისინი კვლავ აღორძინდებიან კოლექტიურ ფსიქიკაში და აცოცხლებენ ცხოვრებისეულ მოვლენებს, რომლებიც სტრუქტურის და ტენდენციების ინდივიდის ნევროზული სიმპტომების მსგავსია“.

6.  მაგრამ ამ ღმერთის დარიგებებს შორის არსებობს ერთი, რომლის მნიშვნელობა გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის აკრძალვა ღვთის მსგავსების შექმნის შესახებ, რაც, არსებითად, ნიშნავს უჩინარი ღმერთისთვის თაყვანისცემას. მე მიმაჩნია, რომ ამ პუნქტში მოსემ სიმკაცრეში ათონის რელიგიასაც აჯობა; მის ღმერთს არც სახელი უნდა ჰქონოდა და არც ფორმა. თავდაპირველად, ეს აკრძალვა, ალბათ, კიდევ ერთი გაფრთხილება იყო მაგიური ხრიკების წინააღმდეგ. მაგრამ, მისი მიღების შემდეგ, მას უდავოდ უნდა ჰქონოდა გავლენა ებრაელებზე. რადგან ის ნიშნავდა გრძნობადი შეგრძნებების დამორჩილებას აბსტრაქტული იდეისადმი; ეს იყო სულის გამარჯვება გრძნობებზე, ან, უფრო მკაცრად რომ ვთქვათ, ინსტინქტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა აქედან გამომდინარე ფსიქოლოგიური შედეგებით.
7.   მე მზად ვარ ვაღიარო, რომ მორწმუნე ადამიანის პასუხი განმარტავს მონოთეიზმის მიმზიდველობას, მაგრამ ერთი შესწორებით: ძველ ებრაელებს მონოთეიზმში იზიდავდა არა იმდენად რაღაც „მარადიული“, ანუ მეტაფიზიკური ჭეშმარიტება, არამედ ისტორიული ჭეშმარიტება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მე არ მჯერა ის, რასაც მონოთეიზმის რელიგიურ ჭეშმარიტებას უწოდებენ, ანუ ერთი და ყოვლისშემძლე ღმერთის არსებობის, მაგრამ მე მწამს იმ პრეისტორიული ფაქტის ჭეშმარიტება, რომელმაც შეახსენა ებრაელებს მონოთეიზმთან შეხვედრისას - იმ ფაქტის, რომ პირველყოფილი დროიდან ნამდვილად არსებობდა ერთიანი მამა, წინამძღვარი, მბრძანებელი, რომელიც ამაღლდა ღვთაების დონემდე. სხვა საქმეა, რომ ხალხთა კოლექტიურ მეხსიერებაში დასაბრუნებლად ეს ისტორიული ჭეშმარიტება უნდა გამოჩენილიყო შენიღბული, განსხვავებული საწყის სახესთან შედარებით, ანუ, სწორედ მოსეს „რელიგიური ჭეშმარიტების“ სახით.
8. ჩვენ არ ვიცით, რა ფსიქოლოგიური ფორმით ინახება ეს წარსული კოლექტიურ მეხსიერებაში, ჯერ იგი ბნელით არის მოცული. არც ისე ადვილია ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ცნებების თარგმნა მასების ფსიქოლოგიის ენაზე, და არ მგონია, რომ ამგვარი თარგმანის გაკეთება უფრო ადვილი იქნება, თუ ჩვენ შემოვიყვანთ „კოლექტიური არაცნობიერის“ კონცეფციას - ფაქტობრივად, ყველაფრის შინაარსი, რაც არაცნობიერია, ისედაც, ასე თუ ისე,  კოლექტიურია, ანუ, მთლიანად კაცობრიობას ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენთვის უკეთესი იქნება ანალოგების დახმარების გამოყენება. იმ ხალხთა ცხოვრებაში მიმდინარე პროცესები, რომლებსაც აქ გავაანალიზებთ, ნამდვილად ჰგავს იმ პროცესებს, რომლებიც ცნობილია ინდივიდუალური ფსიქოპათოლოგიიდან, მაგრამ მაინც ბოლომდე არაა იდენტური. უფრო ზუსტი იქნებოდა, თუ ვიფიქრებდით, რომ ამ პრიმიტიული ხანის მენტალური ნაშთები გარდაიქმნა ერთგვარ კოლექტიურ ფსიქიკურ მემკვიდრეობად, რომელსაც შეეძლო ადვილად გაღვიძება ნებისმიერ მომავალ თაობაში, თუნდაც შესაბამისი მოვლენების გამეორების გარეშე. ასეთი მენტალური ნაშტი მსგავსია, მაგალითად, მეტყველების უნარისთვის, რომელიც ყველა ბავშვს გააჩნია ყოველგვარი სპეციალური მომზადების გარეშე და, ალბათ, თანდაყოლილია, და იგივე ხდება ყველა ხალხში, მიუხედავად მათი ენების განსხვავებისა.
9. კოლექტიური ტრავმის რომელ დისკურს იძლევა ფროიდი?
რას წარმოადგენს ტრავმა თავის საფუძველში?
10. ეს არის არტიკულირებული წარსული, რომელიც აქტიურდება კრიზისულ პერიოდში და ხდება მომავლის პროექტი.
11. რენე ჟირარი და ძალადობის სტერეოტიპები
როგორია კრიზისული აღწერის „მარადიული“ საგანი ყველა ისტორიულ ნარატივში?
როგორია სტრუქტურის შემქმნელი სტერეოტიპები ამ აღწერებში?
რას ვერ პოულობენ ეთნოგრაფები და რა უნდა შეისწავლონ ამის დასადგენად?
რა ასუსტებს დევნის მექანიზმს და გამუდმებით აღადგენს მას?
12.  ეთნოგრაფიამ უკვე დიდი ხანია ამოიცნო ის, რასაც „მაგიურ აზროვნებას“, კაუზალური ტიპის ზებუნებრივ ახსნას უწოდებს. იუბერმა და მოსმა მაგიაში დაინახეს „გიგანტური ვარიაცია მიზეზობრიობის პრინციპის თემაზე“. კაუზალობის ეს ტიპი წინ უძღვის და, გარკვეულწილად, განჭვრეტს მეცნიერულ კაუზალობას.
13.  სოციალური წესრიგის რადიკალური დანაკარგი, ნორმების და „განსხვავებების“ დაღუპვა, რომლებიც განსაზღვრავს კულტურულ კატეგორიებს. კრიზისების ყველა აღწერილობა ერთმანეთს ჰგავს. მათი ავტორები შეიძლება იყვნენ უდიდესი მწერლები (მაგალითად, ჭირის დროს - ფუკიდიდე, სოფოკლე, ლუკრეციუსი, ბოკაჩო, შექსპირი, დეფო, ანტონენ არტო, თომას მანი და მრავალი სხვა), შეიძლება არსებობდნენ ადამიანები ლიტერატურული პრეტენზიების გარეშე, მაგრამ ეს ტექსტები მაინც ძალიან განსხვავებული არ იქნება. ეს გასაკვირი არ არის, რადგან აღწერილობის საგანი ყოველთვის არის არგნასხვავებულობის ფაქტი, ანუ კულტურული გულგრილობა და მისგან გამომდინარე ყველა შერევა.
14.
ხალხის განუსხვავებულობის კრიზისის სტერეოტიპი
მდევნელთა მხრიდან ბრალდების სტერეოტიპი დანაშაულში სტრუქტურირებული სხვაობის წინააღმდეგ
მსხვერპლის, როგორც სხვებისგან რჩეულის, სტერეოტიპი ვიქტიმური  ნიშნით
ძალადობის სტერეოტიპი

15.  „ვიქტიმური კატეგორიების წარმომადგენლები თითქოს მიდრეკილნი არიან განურჩეველი დანაშაულის ჩადენაში. რელიგიურ, ეთნიკურ, ეროვნულ უმცირესობებს არასოდეს ადანაშაულებენ მათ გამორჩეულობაში - მათ ბრალს სდებენ იმაში, რომ ისინი არ განსხვავდებიან ისე, როგორც მოსალოდნელი იყო და, უკიდურეს შემთხვევაში, იმაში, რომ ისინი საერთოდ არ განსხვავდებიან. უცხოელებს არ შეუძლიათ დაიცვან „ნამდვილი“ განსხვავებები; მათ არ აქვთ მორალი ან არ აქვთ გემოვნება; ისინი ცუდად აღიქვამენ განსხვავებულს, როგორც ასეთს. „ბარბაროსი“ ის კი არ არის, ვინც სხვა ენაზე ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც ერთმანეთში ურევს მნიშვნელოვან განსხვავებებს - ბერძნული ენის განსხვავებებს. ტომობრივი, ეროვნული და სხვა ცრურწმენების ლექსიკონი ყველგან გამოხატავს სიძულვილს არა განსხვავებისთვის, არამედ მისი არყოფნის გამო. მეორეში ისინი ხედავენ არა სხვა „ნომოსს“, არამედ ანომალიას; არა სხვა ნორმას, არამედ არანორმალობას; უძლური იქცევა მახინჯად; უცხოელი ხდება „აპატრიდი“. რუსეთში უმჯობესია არ გქონდეს „კოსმოპოლიტის“ რეპუტაცია. „მეტეკები“ მონურად კოპირებენ ყველა განსხვავებას, რადგან თავად არ გააჩნიათ არანაირი. და ეს პირველშობილი მექანიზმები არაცნობიერად წარმოებს თაობიდან თაობაში (თუმც უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ნაკლებად ლეტალურ დონეზე, ვიდრე წარსულში) - მაგალითად, ჩვენს დღეებში ანტიამერიკანიზმი თავს „განსხვავებულად“ მიიჩნევს ყველა წინა ცრურწმენისგან, რადგან ის იცავს ნებისმიერ განსხვავებას გულგრილი ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც თითქოს მხოლოდ ამერიკული წარმოშობისაა“.
16.   რა თქმა უნდა, რამდენიმე სამაგალითო-საჩვენებელი მითის, განსაკუთრებით ოიდიპოსის მითის გარდა, მითოლოგია არ შეიძლება პირდაპირ შევადაროთ გამშიფვრელ დევნილ  რეპრეზენტაციებს, სამაგიეროდ მათი ირიბად შედარებაა შესაძლებელი. თუ ისტორიულ მდევნელ რეპრეზენტაციებში მსხვერპლს აქვს გარკვეული საზარელი თვისებები, მაშინ მითებში ის მთლიანად საზარელია, ამიტომ რთულად ამოიცნობა, როგორც მსხვერპლი. მაგრამ ამ  განსხვავებიდან არ უნდა დავასკვნათ, რომ ამ ორი ტიპის ტექსტს არ შეუძლია საერთო გენეზისი ჰქონდეს. თუ ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ, ჩვენ შევიტყობთ, რომ რეპრეზენტირებულის დამახინჯების პრინციპი ისტორიასა და მითოლოგიაში ერთია - უბრალოდ მითოლოგიაში ეს ძრავა მუშაობს უფრო ინტენსიურ რეჟიმში, ვიდრე ისტორიაში.
17.  იდეა, რომ ბრბო ან თუნდაც მთელი საზოგადოება შეიძლება ტყვედ ჩაუვარდეს თავის საკუთარ ვიკტიმურ ილუზიებს, მიუწვდომელი რჩებოდა. თუ ჩვენ შევეცდებოდით ამ იდეის ახსნას შუა საუკუნეების ადამიანებისთვის, ისინი ამას ვერ გაიგებდნენ.
18. რიტუალი წარმოადგენს მიმეტიკური კრიზისების მიმეტიკურ რეპრიზას რელიგიური და სოციალური თანამშრომლობის სულისკვეთებით, რომელიც გვთავაზობს ვიქტიმური მექანიზმის განახლებას, არა იმდენად შესაწირი მსხვერპლისთვის ზიანის მისაყენებლად, რამდენადაც საზოგადოების სასარგებლოდ. სწორედ ამიტომ, რიტუალების დიაქრონიული ევოლუციის დროს, არეულობა, რომელიც წინ უსწრებს და ხელს უწყობს მსხვერპლშეწირვას, ყოველთვის სუსტდება, მაშინ როდესაც სადღესასწაულო და საბანკეტო ასპექტი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
19.  ჟირარის თანახმად, რა არის აღდგენილი კოლექტიური ტრავმის წყარო?
20.
•  კრიზისის გადალახვის დამკვიდრებული მექანიზმია დევნა და მსხვერპლშეწირვა, რაც ქრისტიანობაში უზარმაზარ მამხილებელ ეფექტს და პათოსს იძენს.
• ასეთი მხილების ნარატივი ავლენს (ქმნის?) კოლექტიურ ტრავმას.
21. ლაკანი და „აუტანელი ნარატივი“
• რა იწვევს ტრავმის გამომჟღავნებას? რამ გამოიწვია მისი აღმოჩენა?
• ლაკანის თანახმად, რა უდევს საფუძვლად ფსიქოანალიზს?
• რა არის არაცნობიერი?
• სურვილის, ენის და მეტყველების როლი არაცნობიერის და ტრავმის მიმართ
22.   «talking cure». უნდა აღინიშნოს, რომ ამ ავადმყოფური ისტერიით მკურნალობამ გამოიწვია პათოგენური მოვლენის აღმოჩენა, რომელსაც ტრავმული ეწოდება. ეს მოვლენა აღიარებულ იქნა სიმპტომის მიზეზად იმის საფუძველზე, რომ მოვლენის სიტყვიერმა ხსენებამ (პაციენტის მიერ მოთხრობილ stories-ში) გამოიწვია ამ სიმპტომის გაქრობა. ტერმინი „ცნობიერება“, რომელიც ნასესხებია ფსიქოლოგიური თეორიიდან და მოწოდებულია ახსნას ეს ფაქტი, ინარჩუნებს პრესტიჟს, მაგრამ, როგორც ნებისმიერი ნათელი ახსნა, ბადებს ჩვენს გამართლებულ ეჭვს. ეპოქის ფსიქოლოგიური ცრურწმენები არ იძლეობა ვერბალიზაციაში, როგორც ასეთში, სხვა რეალობის აღიარების საშუალებას, გარდა მისი flatus vocis. მიუხედავად ამისა ფაქტია, რომ ჰიპნოზურ მდგომარეობაში, ვერბალიზაცია განცალკევებულია გაცნობიერებისგან, ეს საკმარისია იმისთვის, რომ გვაიძულოს გადავხედოთ მისი შედეგების კონცეფციას.
23.   მან შეძლო ამ მოვლენის ვერბალიზება ან, ამ ტერმინს თუ განვმარტავთ, რომლის ფრანგული ჟღერადობა გვახსენებს პანდორის სხვა ფიგურას და რომელსაც არ აქვს შეხება ყუთთან, სადაც, ალბათ, საჭირო იქნებოდა ამ ტერმინის კარგად ჩაკეტვა, - და გადაიტანა ეს სიტყვაში, უფრო ზუსტად ეპოსში, რომელსაც ახლა უკავშირებს თავისი პიროვნების სათავეებს. ის ამ ეპოსს გადმოცემს ენაზე, რომელიც საშუალებას აძლევს მას გაგებული იყოს მისი თანამედროვეების მიერ, უფრო მეტიც, იგი ვარაუდობს მათი საკუთარი დისკურსის არსებობას. ამიტომ ეპოსის მოთხრობას, მიუხედავად იმისა, მოიცავს თუ არა იგი ყოფილ დისკურსს მისი არქაული ფორმით და უცხო ენაზე, ან ვითარდება დღევანდელ დროში მართლაც თეატრალური აღფრთოვანებით, ყოველთვის აქვს სხვათა სიტყვა, ყოველთვის წარმოითქმება როგორც მოთხრობის მსვლელობის პროცესში ჩართული და ბრჭყალებში ჩასმული ციტატის სახით; თუ ეს თამაშდება, მაშინ ეს ხდება სცენაზე, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ქორის, არამედ მაყურებლის არსებობას. ჰიპნოტიკური გახსენება არ არის მხოლოდ წარსულის რეპროდუქცია, არამედ, რაც მთავარია, მისი აქტუალიზებაა მეტყველებაში, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის „ყოფნას“.
24.  არაცნობიერი არის კონკრეტული ინდივიდუალური დისკურსის ის ნაწილი, რომელიც არ ჰყოფნის სუბიექტს საკუთარი ცნობიერი დისკურსის უწყვეტობის აღდგენისათვის.
25.  არაცნობიერი ჩემი ისტორიის ის თავია, რომელიც შეიცავს თეთრ ლაქას ან სიცრუეს: ეს არის თავი, რომელმაც გაიარა ცენზურა. მაგრამ ჭეშმარიტების დადგენა შეიძლება; ხშირად ის უკვე სხვა ადგილას არის ჩაწერილი. კერძოდ:
        - ძეგლებში: ასეთია ჩემი სხეული, ანუ ნევროზის ისტერიული ბირთვი, სადაც ისტორიული სიმპტომი გამოავლენს ენის სტრუქტურას და გაშიფრავს, როგორც წარწერას, რომელიც ერთხელ, წაკითხვის შემდეგ, შეიძლება განადგურდეს დიდი სინანულის გარეშე;
       - საარქივო დოკუმენტებში, რომელთა მნიშვნელობა გაურკვეველი რჩება მათი წარმოშობის გარკვეამდე: ასეთია ბავშვობის მოგონებები;
        - სემანტიკურ ევოლუციაში: ის შეესაბამება ჩემს ლექსიკურ მარაგს და მათი გამოყენების თავისებურებებს, ასევე ჩემს ცხოვრების სტილს და ხასიათს;
        - ტრადიციებში და თუნდაც ლეგენდებში, სადაც ჩემი ისტორია გმირული ფორმითაა შემოსილი;
        - დამახინჯების კვალში, რომლებიც წარმოიქმნება ფალსიფიცირებული თავის მეზობელ თავებთან შეთანხმებით და რომელთა მნიშვნელობა უნდა აღდგეს ჩვენივე ინტერპრეტაციით.
26.
• სუბიექტის არაცნობიერი სხვის დისკურსს წარმოადგენს
• ერთი სიტყვით, აქ ვლინდება ძალიან მკაფიოდ ის ფაქტი, რომ ადამიანის სურვილი თავის მნიშვნელობას იძენს სხვის სურვილში - იმდენად იმიტომ კი არა, რომ სხვა აქვს სასურველი ობიექტის გასაღები, არამედ იმის გამო, რომ მისი მთავარი ობიექტია სხვის მხრიდან აღიარება.
27.
რადგან ენის ფუნქციაა არა ინფორმირება, არამედ წარმოდგენის შექმნა.
რასაც მე ვეძებ სიტყვაში, სხვისი პასუხია. რაც ჩემს, როგორც სუბიექტის, კონსტატირებას ახდენს, ჩემი თემაა. სხვისგან აღიარების მისაღებად მე ვლაპარაკობ იმაზე, რაც იყო მოხდა, მხოლოდ იმის გათვალისწინებით, თუ  რა მოხდება.
 მის მოსაძებნად მის სახელს წარმოვთქვამ, რომელიც,  პასუხის გაცემის შემდეგ, მან ან უნდა მიიღოს ან უარყოს.
 ენაში მე საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვახდენ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ დავიკარგო მასში, როგორც ობიექტი. ჩემს ისტორიაში არა მხოლოდ წარსული დროა რეალიზებული, რომელიც გამოხატავს იმას, რაც იყო, რადგან ის აღარ არის, და არც პერფექტი, რომელიც გამოხატავს ყოფნას იმაში, რაც იყო, იმაში, რაც მე ვარ ახლა, არამედ იმას, რაც წინ უძღოდა მომავალს, იმას, თუ რა ვიქნები წარსული იმისთვის, რაც ახლა გავხდები.
28.
• რა არის, ლაკანის თანახმად, ტრავმის მთავარი კატალიზატორი? მისი პირობა, რომელიც მას შესაძლებელს გახდის?
29.
• დღეს ჩვენ არავითარი განმარტება არ გვაქვს, არავითარი მთლიანობა (პლატონის სიამენი). ჩვენ გაყოფილი ვართ. იყო არ ნიშნავს უშუალოდ გაკეთებას, არამედ ან თამაშს ან ყურებას, როგორ თამაშობენ. ჩვენ არ გვაქვს წვდომა პირდაპირ მოქმედებაზე, როგორც სიკეთეზე (თეატრი, როგორც ევროპული სეკულარიზაციის საფუძველი). ჩვენ იძულებულნი ვართ ვაწარმოოთ (მარქსი), იძულებულნი ვართ ვიაზროვნოთ სხვადასხვა ეპისტემებში (ფუკო), იძულებული ვართ ვილაპარაკოთ (ლაკანი).
30.
ლაკანის თქმით, პარადოქსი მატყუარა კრეტელთა შესახებ  ის საკითხია, რომლის გადმომისამართებაც ქვეცნობიერს შეუძლია, ლაპარაკი რომ შეეძლოს, რადგან ქვეცნობიერი არის ის, რაც ყოველთვის ცრუობს. ის ცრუობს იმიტომ, რომ მას ყოველთვის აქვს სურვილი, რომლის აღიარებაც მას არ სურს.
 თუ სესიაზი არაცნობიერი გულმოდგინეთ ადასტურებს ანალიტიკოსის ყველა ჰიპოთეზას, ის, რა თქმა უნდა, ცრუობს. ეს არის გამოხატული არაცნობიერის შინაარსი: მე ვტყუი და შენ ეს უნდა წაიკითხო.
ლაკანი: ნათქვამის „მე ვტყუი“ აქტის შინაარსი ერთია (მე შეიძლება ვცრუოდე), მაგრამ ნათქვამი, რომელიც აფრთხილებს ასეთი ტყუილის შესაძლებლობის შესახებ, სხვა საკითხია!
სოციალური კრიტიკოსის წინაშე დგება საჯარო დისკუსიის ინტერპრეტაციის ეს პრობლემა, რომელშიც ამოქმედებულია მეტყველება, როგორც ნათქვამის აქტი, ასევე ხდება აღნიშნულის გაორმაგება.
31.
• ნიცშე. ზეადამიანი ახლოვდება, რომელსაც სძულს ღირებულებები და, შესაბამისად, ღირებულებები გაქრა - ეს არის ნიცშეს განცხადების შინაარსი. ახლოვდება ახალი ღირებულება - ზეადამიანი - ეს არის ნათქვამის აქტი. ნათქვამის ინტონაციას, სიცხარესაც აქვს მნიშვნელობა, ავლენს უძლურების (პათეტიკა, პათოსი) პათოსს წარმოუდგენელის წარმოდგენამდე. ეს ნიშნავს ღირებულების გაზომვის უკანა მხრიდან (ჰაიდეგერი). მეტყველება გვიჩვენებს იმას, რის ჩვენებას მისი საშუალებით არ ვაპირებდით.
• ამრიგად, არაცნობიერი არ არის ის, რაც სიტყვისთვის შეუძლებელია, არამედ უფსკრულია იმ პარადოქსებს შორის, რომლებშიც მეტყველებას შევყავართ.
32. მოსი და იუბერი. რიტუალის ტოტალურობა
• როგორ იზომება მსხვერპლად შეწირვის უნივერსალურობა?
33.
• მსხვერპლად შეწირვა რელიგიური აქტია, რომელიც მსხვერპლის კურთხევის გზით იცვლის ამ აქტის ჩამდენი პირის სტატუსს ან გარკვეული ობიექტებისა, რომელიც მის საინტერესს იწვევს
34.
• როგორია მსხვერპლშეწირვის კურთხების განმასხვავებელი ნიშნები: მიძღვნილი ნივთი შუამავალია მსხვერპლის შემწირავის ან იმ ობიექტის შორის, რომელზეც უნდა იყოს მიმართული ძღვენის სასარგებლო ეფექტი, და იმ ღვთაებას შორის, რომლისთვისაც განკუთვნილია მსხვერპლი. ადამიანი და ღმერთი უშუალო კონტაქტში არ შედიან.
35.
• ორი მდგომარეობა: ერთი - აბსოლუტური სიწმინდის, მეორე კი - უწმინდურების, შეიძლება გახდეს ერთი და იგივე პროცედურების მიზეზი, რომელთა ელემენტები უბრალოდ ერთი და იგივე კი არ არის, არამედ განლაგებულია იმავე წესრიგში და აქვთ იგივე მიმართულება.
• მსხვერპლს თანაბრად შეუძლია წარმოაჩინოს სიკვდილი და სიცოცხლე, ავადმყოფობა და ჯანმრთელობა, ცოდვა და ღირსება, სიცრუე და სიმართლე. ის არის რელიგიური საწყისის კონცენტრაციის საშუალება; ის მას გამოხატავს, განასახიერებს, მისი მატარებელია. მსხვერპლზე ზემოქმედებით მოქმედებენ რელიგიურ საწყისზე, მართავენ მას: ან იზიდავენ და ისრუტავენ, ან განდევნიან. ამითვე აიხსნება შესაბამისი ხერხების დახმარებით თუ როგორ შეუძლია რელიგიურობის ამ ორ ფორმას ერთი მეორეში გადასვლა და რატომ არის რიტუალები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში საპირისპიროდ გამოიყურება, ზოგჯერ თითქმის განუსხვავებელი.
36.
• ამ ნაწარმოების ერთ-ერთი მიზანია იმის ჩვენება, რომ გარკვეული საკრალური თვისების აღმოფხვრა, წმინდას თუ უწმინდურის, მსხვერპლშეწირვის პრიმიტიული მექანიზმია, ისევე პრიმიტიული და შეუსაბამო სხვის მიმართ, როგორც ზიარება. და თუ მსხვერპლშეწირვის სისტემას ერთგვარი ერთობა გააჩნია, ის შეიძლება სხვა რამეში ვეძიოთ.
37. ეთნოგრაფიის მაგია
• რა როლი მიუძღვით ეთნოგრაფებს ტრავმის კონცეფტის კონსტრუირებაში?
38.
• შიში ინცესტის წინაშე უბრალოდ ემსახურებოდა ეგზოგამიის კანონის განმტკიცებას, რაც მამის ნებას ასახავდა და შენარჩუნდა მისი სიკვდილის შემდეგ. სწორედ აქედან მოდის მისი ემოციური გავლენის ძალა და რაციონალური მოტივაციის შეუძლებლობა, მოკლედ რომ ვთქვათ, მისი „საკრალურობა“. მე მზად ვარ ვიწინასწარმეტყველო, რომ სხვა საკრალური აკრძალვების შემდგომი გამოკვლევა იგივე შედეგს გამოიღებს: ყველაფერი „საკრალური“ თავდაპირველად იყო სხვა არაფერი, თუ არა პირველყოფილი მამის შენარჩუნებული ნება. ამგვარი ინტერპრეტაცია განმარტავს, სხვათაშორის, თავად სიტყვის „საკრალურის“  ორაზროვნებას. რადგან „საკერი“ ნიშნავს არამარტო „წმინდას“, „კურთხეულს“, არამედ იმასაც, რაც ითარგმნება, როგორც „შეურიგებელი“, „ხელშეუხებელი“.
39.
• მაგრამ ეთნოგრაფები არასოდეს ავლენენ მდევნელთა სქემას იმ საზოგადოებებში, რომლებითაც მათი მეცნიერება არის დაკავებული. უნდა დაისვას კითხვა თუ რატომ. ორი პასუხია შესაძლებელი. (1) „ეთნოგრაფიულ“ საზოგადოებებს საერთოდ არ ახასიათებთ დევნა - ან იმდენად ნაკლებად ახასიათებთ, რომ მათთან გამოუყენებელია ანალიზის ტიპი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ გიიომ დე მაშოს მიმართ. ამ გადაწყვეტილებისკენ იხრება თანამედროვე ნეოპრიმიტივიზმი. ჩვენი საზოგადოების არაადამიანურობას ის უპირისპირებს სხვა კულტურების ადამიანურობას. მართალია, ჯერ არავინ გაბედა პირდაპირი მტკიცება იმისა, რომ დევნა ნამდვილად არარსებობს არადასავლურ საზოგადოებებში. (2) დევნა არსებობს, მაგრამ მათ ვერ ვხედავთ - ან იმიტომ, რომ არ გვაქვს აუცილებელი მტკიცებულებები, ან იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ გავშიფროთ ისმტკიცებულებები, რომლებიც გაგვაჩნია.
40.
• ევანს-პრიტჩარდი. იგი აღიარებს, რომ მიუხედავად გარკვეული „კარგი სამეცნიერო დონის“ გარკვეული შედეგებისა, მაგია მთლიანობაში საკმაოდ უბადრუკად გამოიყურება  მეცნიერებასთან შედარებით, მაგრამ არა იმ მიზეზების გამო, რომლებიც „პრიმიტიული აზროვნების“ კონცეფციის მომხრეებს წარმოუდგენიათ. მაგია, წერს იგი, „მეცნიერებისგან განსხვავდება არა იმდენად უცოდინარობით ან  დეტერმინიზმის უგულებელყოფით, რამდენადაც დეტერმინიზმის უფრო მკაცრი და მტკიცე მოთხოვნით, რაც მეცნიერებამ შეიძლება ჩათვალოს, როგორც უგუნური ან ნაჩქარევი“.
41.
• ბუნებრივი ჯგუფების ცხოვრება, რომლებიც ქმნიან საზოგადოებას, ექვემდებარება ქორწინების წესებს, რომლებიც არეგულირებენ გაცვლის წესს ქალებით. ქორწინება განისაზღვრება უპირატესობის წესით, რომელთა წესები, რომლებშიც შედის ნათესაობის ხარისხი, ჯგუფისთვის, ისევე, როგორც ენა, იმპერატიულია ფორმით, მაგრამ არაცნობიერია თავისი სტრუქტურით. ამ სტრუქტურაში, რომლის შიგნით ჰარმონია და ჩიხები არეგულირებენ შეზღუდულ ან განზოგადებულ გაცვლას და რომელიც გამოირჩევა მასში ეთნოლოგიით, გაოცებული თეორეტიკოსი პოულობს მთელ კომბინატორულ ლოგიკას; რიცხვების, ე.ი. სიმბოლოს კანონები მისი სუფთა სახით, ამრიგად, აღმოჩნდება თავდაპირველი სიმბოლიზმისადმი იმანენტური. ყოველ შემთხვევაში, იმ ფორმების სიმდიდრით, რომელშიც ვითარდება ე.წ. ნათესაობის ელემენტარული სტრუქტურები, ეს კანონები ადვილად მოიძიება. ეს იწვევს ვარაუდს, რომ მხოლოდ მათი მუდმივობის გაუცნობიერება ინარჩუნებს ჩვენში არჩევანის თავისუფლების ილუზიას იმ,  სავარაუდოდ, რთულ საქორწინო სტრუქტურებში, რომელთა კანონის შესაბამისად ჩვენ ვარსებობთ.
42.
• ს. უშაკინი. „ჩვენ ამ ტკივილით უნდა ვიცხოვროთ“?
• ჯულიეტ მიტჩელი. ტრავმა, ენის აღიარება და ადგილი.
• ფრანსუაზა დავუანი, ჟან-მაქს გოდიიერი. ისტორია ტრავმის მეორე მხარეს
• ერიკ სანტნერი. ისტორია სიამოვნების პრინციპის მეორე მხარეს.
• (ტრავმა: პუნქტები. ს. უშაკინის და ე. ტრუბინას რედაქციით. მოსკოვი. ნლო (ახალი ლიტერატურული მიმოხილვა, 2009)

======================


გადარჩენის ტესტი ზომბების აპოკალიპსის შემთხვევაში
     ფილმების, წიგნების და თამაშების თანამედროვე კულტურა სულ უფრო ხშირად იყენებს ზომბების აპოკალიფსის იდეას, როგორც სიუჟეტის საფუძველს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ყოველ ჯერზე მოვლენების ასეთი შედეგი შეიძლება უფრო ჭეშმარიტად გამოიყურებოდეს თუნდაც ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისთვის. ახლა შეიძლება ტესტის გავლაც, გადარჩები თუ არა ზომბების აპოკალიპსის დროს, და ახალი რამის გაგება საკუთარი თავის შესახებ. რამდენად გაქვს გამომუშავებული გადარჩენის უნარი? შეგიძლია თუ არა პირველადი დახმარების გაწევა საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის? შეგიძლია თუ არა წინააღმდეგობა გაუწიო მტრულად განწყობილ ხალხს? ამ კითხვებზე პასუხებს მოგცემთ ეს ტესტი, ხოლო გადარჩებით თუ არა ზომბების აპოკალიპსისგან, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე და თქვენს შესაძლებლობებზე. გავიგოთ?
რამდენად კარგად იცნობთ ზომბების აპოკალიფსის იდეას?
ძალიან კარგად
კარგად
არც ისე
ოდესმე გინახავთ მიცვალებულთა ნაწამები და დაგლეჯილი სხეულები?
დიახ
არა
შეხვედრიხართ თუ არა ტყეში მტაცებელ ცხოველს?
დიახ
არა
შეძლებთ თუ არა აუცილებლობის შემთხვევაში დაბინძურებული წყლის დალევას? მაგალითად, უნიტახიდან, გუბედან. ან უმი საკვების ჭამას?
დიახ
არა
როგორი საკვების მომარაგებაა უკეთესი ზომბების აპოკალიპსის დროს?
კონსერვები
ხილი და ბოსტნეული
ცხარე პროდუქტები
შეძლებ ესროლო ახლობელ ადამიანს, რომელიც უკვე დაინფიცირდა?
დიახ
არა
გიჩხუბიათ მარტოს რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ ერთად?
დიახ
არა
გისვრიათ ცეცხლსასროლი იარაღიდან? იქნებ სწავლების დროს
დიახ
სწავლების დროს
არა
ყოფილხართ ერთხელ მაინც სანადიროდ? კარგად შეგიძლიათ ბუნებაში ორიენტირება და უცნობ ადგილას?
შემიძლია ნადირობა და ბუნებაში ორიენტირება
შემიძლია ბუნებაში ორიენტირება
არ შემიძლია არც ერთი და არც მეორე
შეგიძლიათ რაციით, რადიოსადგურით სარგებლობა?
დიახ
არა
შეგიძლიათ მანქანის ტარება?
დიახ
არა
რომელ ეკიპირებას შეარჩევთ ზომბისგან თავდასაცავად?
ტანსაცმელი დამატებითი დაცვით (ჩაფხუტი, მოტოციკლეტის ხელთათმანები, პლასტიკური ჰოკეის ჯავშანი)
კამუფლაჟი
რა იწვევს ზომბის ყურადღებას?
ძლიერი ხმაური, მოძრაობა
ძლიერი სუნი
იცით, როგორ უნდა მოკლათ ზომბი?
თავში ვესროლო
დავწვა
ვერხვის სარი გულში
სად შეიძლება უკეთესად დამალვა ზომბების აპოკალიპსის დროს?
ტრიალ მინდორში
ეკლესიაში
სიმაღლეებზე: ბორცვი, მთა, სახურავები
ფიზიკურად კარგად ხართ მომზადებული?
შესანიშნავად
გამოდგება
ცუდად
კარგად
ბევრჯერ დაგჭირდათ მუშაობა ქანცის გაცლამდე, უკანასკნელი ძალების მოკრებით?
ბევრჯერ
ზოგჯერ
არასდროს
სახლიდან გადიხართ და ხედავთ ზომბის. რას გააკეთებთ?
დავბრუნდები და მაცივარში დავიმალები
გავიქცევი
ერთ ადგილზე გავჩერდები და დაველოდები, სანამ არ წავლენ

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised