სამი პრეპარატის კოქტეილმა დროზოფილებს სიცოცხლე 48 პროცენტით გაუხანგრძლივა
მეცნიერებმა გაუხანგრძლივეს სიცოცხლე დროზოფილის ხილის ბუზებს და ამისთვის სამი პრეპარატის ნაზავი გამოიყენეს: ლითიუმის, რაპამიცინის და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის ტრამეტინიბის. თითოეულმა ნივთიერებამ ცალკე გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 11 პროცენტით, წყვილად - 30 პროცენტით, ხოლო ყველამ ერთად - 48 პროცენტით. ამავდროულად ლითიუმმა ბუზები გადაარჩინა რაპამიცინის გვერდითი მოვლენებისგან. ნაშრომი დაიბეჭდა ჟურნალში „Proceedings of the National Academy of Science“ .
დროზოფილას ხილის ბუზის სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ დაახლოებით 3 თვეა, რაც მას მოსახერხებელ ობიექტად ხდის დაბერების კვლევისთვის. მეცნიერებმა უკვე არა ერთხელ მოახერხეს დროზოფილას სიცოცხლის გახანგრძლივება, თუმცა ყველაზე ეფექტური მეთოდები ყოველთვის იყო გენეტიკური. მუტანტ ცხოველებს შეუძლიათ გარეული ტიპის ბუზებზე რამდენჯერმე მეტხანს სიცოცხლე. არაგენეტიკური მეთოდებიდან კარგი შედეგი მოგვცა საკვების შეზღუდვამ - 50 პროცენტამდე. მაგრამ პრეპარატების საშუალებით ჯერჯერობით შესაძლებელი გახდა დროზოფილას სიცოცხლის გახანგრძლივება მხოლოდ 5-20 პროცენტით.
იორგე კასტილო-კუანმა (Jorge Castillo-Quan) და მისმა კოლეგებმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან გადაწყვიტეს გამოეყენებინათ ბუზებზე კომპლექსური მიდგომა: გაეხანგრძლივებინათ მათი სიცოცხლე არა მხოლოდ ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე პრეპარატით.
პირველი პრეპარატია რაპამიცინი. პირველად აღმოჩენილი, როგორც ანტიბიოტიკი, იგი შემდგომში გამოიყენებოდა როგორც იმუნოსუპრესორი, და დღემდე მისი ანალოგები კვლავ გამოიყენება როგორც კიბოს სამკურნალო საშუალება, მას ასევე ხშირად იყენებენ დაბერების კვლევების დროს. რაპამიცინი ბლოკავს TOR-ის ცილებს, რომელიც კოორდინაციას უწევს უჯრედულ რეაქციას საკვების მიღებაზე და აიძულებს უჯრედს ზრდას და რესურსების შენახვას. ითვლება, რომ სწორედ TOR-ის მუშაობა იწვევს უჯრედების ცვეთას და დაბერებას, ანუ ისინი წყვეტენ დაყოფას და ქსოვილებში თავისი ფუნქციების შესრულებას.
მეორე ნივთიერებაა ტრამეტინიბი. ის ბლოკავს MEK კინაზას - მარეგულირებელ პროტეინს, რომელიც მონაწილეობს უჯრედების დაყოფაში. ტრამეტინიბს იყენებენ მედიცინაში, როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატს.
მესამე ნივთიერება არის ლითიუმი. ის ბლოკავს კიდევ ერთ კინაზას - GSK-3.
პრეპარატის სამივე სამიზნე მონაწილეობს უჯრედის რეაქციაში საკვები ნივთიერებების მისაღებად. მათთან სიგნალი მოდის ინსულინის მსგავსი პეპტიდების უჯრედის ზედაპირიდან. ბუზები, რომლებსაც არ აქვთ ეს პეპტიდები, 25 პროცენტით უფრო მეტხანს ცოცხლობენ - დადგენილი 80-ის ნაცვლად დაახლოებით 100 დღე. მიუხედავად ამისა, პრეპარატების სამიზნეები მდებარეობს სასიგნალო გზების სხვადასხვა ნაწილში. ამიტომ მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ ერთი პრეპარატი საკმარისი არ იქნება, რომ უჯრედს მთლიანად აეკრძალოს საკვების თანდასწრებით გააქტიურება, და გადაწყვიტეს მოესინჯათ ჯერ ორი წამლის, ხოლო შემდეგ სამი წამლის სრულფასოვანი კოქტეილი.
მათ აღმოაჩინეს, რომ თითოეულმა ნივთიერებამ ცალ-ცალკე გაზარდა ბუზების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 11 პროცენტით. ორმა ნივთიერებამ - საშუალოდ 30 პროცენტით, ხოლო სამი ნივთიერებისს კოქტეილმა - 48 პროცენტით.
ამ მნიშვნელობათა თანაფარდობით თუ ვიმსჯელებთ, საქმე არ არის ეფექტების მარტივ შეკრებაში. ალბათ, პრეპარატები აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. კერძოდ, ცნობილია, რომ რაპამიცინი, როგორც გვერდითი მოვლენა, ზრდის ცხიმის რაოდენობას ადამიანის სისხლში და ბუზების ჰემოლიმფაში. მაგრამ ლითიუმთან კომბინაციაში მას ასეთი ეფექტი არ ჰქონია: მკვლევარებმა გაზომეს ცხიმების რაოდენობა, და ის არ განსხვავდებოდა საკონტროლო ჯგუფისგან, რომელსაც არავითარი პრეპარატები არ მიუღია.
სიცოცხლის ხანგრძლივობაში დაფიქსირებული ცვლილება შეიძლება დაუკავშირდეს კვების ქცევის ცვლილებას. მაგრამ ექსპერიმენტულმა მწერებმა იმდენივე საკვები მოიხმარეს, როგორც საკონტროლო. ამ ეფექტის ახსნა ასევე შეიძლება რესურსების გადანაწილებით: მაგალითად, ვივარაუდოთ, რომ მწერები იწყებდნენ ნაკლებად გამრავლებას და, შესაბამისად, მათ ჰყოფნიდათ საკმარისი ენერგია ხანგრძლივი ცხოვრებისთვის. მართლაც, ტრამეტინიბის პრეპარატმა ორჯერ შეამცირა ბუზების მიერ დადებული კვერცხების რაოდენობა, როგორც თავისით, ასევე სხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში. მაგრამ რაპამიცინმა და ლითიუმმა არ იმოქმედეს გამრავლების უნარზე.
ამრიგად, მეცნიერებმა შექმნეს კოქტეილი, რომლის თითოეული შემადგენელი ნაწილი მოქმედებს დამოუკიდებელ სამიზნეზე და, სავარაუდოდ, აძლიერებს სხვების მოქმედებას. მკვლევარებმა მიაღწიეს რეკორდულ მედიკამენტოზური ჩარევისთვის შედეგს სიცოცხლის ხანგრძლივების ზრდასთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ ამგვარი კოქტეილები ერთ დღეს შეიძლება გახდეს ადამიანებისთვის მსგავსი ეფექტის საშუალება.
არც თუ დიდი ხნის წინ მეცნიერებმა სცადეს ადამიანებზე კიდევ ერთი სამკომპონენტიანი ასაკსაწინააღმდეგო კოქტეილის გამოყენება. შემადგენლობით იგი სრულიად განსხვავებული იყო: იგი მოიცავდა ზრდის ჰორმონს, მეტფორმინს და დიჰიდროეპიანდროსტერონს, მაგრამ მისი დახმარებით შესაძლებელი გახდა პაციენტების ეპიგენეტიკური ასაკის უკან დაბრუნება.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised