მსოფლიოში ყველაზე დაუცველი სანაპირო ქალაქი: რა დაემართება მაიამის 2040 წლისთვის
მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, ზღვის დონის აწევა, შტორმის გაძლიერება და ძლიერი ქარი შეიძლება უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს ფლორიდის შტატისთვის, ვიდრე ნებისმიერი პერიოდი მის ისტორიაში, ის გაანადგურებს შტატის ეკონომიკას 1 ტრილიონ დოლარის ოდენობით, ნათქვამია ახალ მოხსენებაში, რომელსაც ციტირებს Scientific American. უმეტესად დაზიანდება სანაპირო ზოლი - მაიამი მსოფლიოში ყველაზე დაუცველ სანაპირო ქალაქად დასახელდა.
Resources for the Future (RFF) ეკონომიკური კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ „100-წლიანი წყალდიდობები“ შეიძლება მოხდეს ყოველ რამდენიმე წელიწადში, და არა საუკუნეში ერთხელ, ამერიკის შეერთებული შტატების ბევრ ადგილას, საფრთხის ქვეშ დააყენოს დამატებით 300 000 სახლი, 2,500 მილი საავტომობილო გზები, 30 სკოლა და 4 საავადმყოფო.
გარდა ამისა, მაიამის უწოდეს „მსოფლიოში ყველაზე დაუცველი მსხვილი სანაპირო ქალაქი“ საშიში ქარის, შტორმის, ზღვის სანაპირო რაიონების და ზღვის დონის ამაღლების რისკის გამო.
„უამრავი ადამიანი იგრძნობს პირდაპირ კლიმატურ ზემოქმედებას თავის ცხოვრებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მიუთითებს იმაზე, თუ რატომ უნდა დაიწყოს ახლავე სახელმწიფო პოლიტიკამ რისკების შემცირება“, - თქვა დანიელ რაიმმა, RFF–ის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა და ჯერალდ რ. ფორდის სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის სკოლის მასწავლებელმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.
შედეგები, რომლებიც 70–გვერდიან, გრაფიკებით მდიდარ ანგარიშშია წარმოდგენილი, ემყარება კლიმატზე ზემოქმედების ლაბორატორიის, მეცნიერთა, ეკონომისტთა და სხვა ექსპერტთა კონსორციუმის მუშაობას, რომლებიც დაკავებული არიან კლიმატის გლობალური ცვლილების რეალური ხარჯის გაზომვით. ზემოქმედების პროგნოზები დაფუძნებულია კლიმატის სამ განსხვავებულ სცენარზე - „ზომიერზე“, „უფრო მაღალზე“ და „ექსტრემალურზე“, რომლებიც დაკავშირებულია სათბურის გაზების მომავალ ამოფრქვევასთან.
მოხსენებაში ასევე განიხილება სხვადასხვა პოლიტიკური მითითება, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ რისკების შემცირებას, მათ შორის ნახშირბადის ფასების მექანიზმების დადგენას, რომლებიც დაეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების ნახშირბადის ტევადი ენერგიისა და სატრანსპორტო საწვავისგან სუფთა ალტერნატივებზე გადასვლაში.
„კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოითხოვს თავდაპირველ ხარჯს, - განაცხადეს რაიმმა და მოხსენების თანაავტორებმა, ამელია კიზმა და კორა კინგდონმა. - მაგრამ, თუ ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდნენ? მაშინ, სავარაუდოდ, ხარჯები გაცილებით დიდი და ხანგრძლივი იქნება“.
კლიმატის არაკონტროლირებადი ცვლილების შედეგები ფართოდ იქნება გავრცელებული ფლორიდაში, და მის დიდ ქალაქებს მოუწევთ უფრო დიდი ტვირთის ტარება მათი მოსახლეობის მაღალი რაოდენობის და სიმკვრივის გამო.
მაგალითად, მაიამი-დეიდის ოლქში და ტამპა-ბეის რეგიონში, ზღვის დონის აწევის გამო ყველაზე ძლიერი ეფექტი იგრძნობა, რომელიც, პროგნოზების თანახმად, 2040 წლისთვის 8-დან 12 დიუიმამდე (20-30-ზე მეტი) აიწევა. თითქმის ნახევარი მილიონი ფლორიდელი ცხოვრობს არანაკლებ 3 ფუტზე (91 სმ) ზემოთ. ექსპერტების თქმით, რეგიონში შესაძლებელია რეგულარული წყალდიდობები, რომელიც 145 მილიარდი დოლარის საფრთხეს უქმნის.
RFF-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ფლორიდა-კისის ზოგიერთი ნაწილი, რომლებიც უკვე განიცდიდნენ ქრონიკული წყალდიდობის და მცირე ქარიშხლების შედეგებს, შეიძლება მიტოვებული იქნას. ფლორიდა პანჰანდლი, ზონა, რომელიც დიდი ხანია განიხილებოდა, როგორც ნაკლებად დაუცველი კლიმატის დათბობის მიმართ, სინამდვილეში იგივე შედეგებს წააწყდება, როგორც სხვა რეგიონები, თქვა რაიმმა.
„რამდენიმე მსხვილი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, მათ შორის ევერგლეიდსი, ბისკეინის ეროვნული პარკი და მაიამი ბიჩი, ძირითადად მდებარეობს მიწაზე, რომელიც სამი ფუტის სიმაღლეზეა წყლის მაღალი ნიშნულიდან და საუკუნის ბოლოსთვის შეიძლება საბოლოოდ ჩაიძირონ წყალში“, - ნათქვამია RFF–ის განცხადებაში. .
ანალიზი ასევე შეისწავლის ფლორიდაში კლიმატის ცვლილების და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს. ზომიერი ამოფრქვევის სცენარის თანახმად, კლიმატის ცვლილების შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს ამ მაჩვენებლების ზრდა წელიწადში გარდაცვალების 3.8 შემთხვევაზე 100 000 ფლორიდის მოსახლეზე, ან 2035 წლისთვის გარდაცვალების დაახლოებით 1000 დამატებითი შემთხვევა.
რაიმმა თქვა, რომ ფლორიდამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გუბერნატორის რონ დე სანტისის ხელმძღვანელობით, რათა მოემზადებინა შტატი პირობების შეცვლისთვის, მაგრამ კლიმატის ცვლილების რისკების მასშტაბი მოითხოვს ეროვნულ და თუნდაც საერთაშორისო პოლიტიკას, რათა თავიდან აიცილოს ყველაზე ცუდი შედეგები.
მისი თქმით, სათბურის გაზების ამოფრქვევის შემცირების უმეტესი ნაწილი შტატში 2000 წლიდან მოხდა ბაზრის ძალისხმევის წყალობით, მათ შორის ელექტროენერგიის კომპანიების გადასვლა ნახშირიდან ბუნებრივ აირზე.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნახშირბადის ამოფრქვევა სწრაფად შემცირდება 2020 წლის შემდეგ, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ისეთი შტატები, როგორიცაა ფლორიდა, კვლავ განიცდიან ძლიერი ქარიშხლების, ზღვის დონის ამაღლების და სხვა ცვლილებების შედეგებს, რომლებიც უკავშირდება ატმოსფეროში სათბურის გაზების არსებულ მაღალ დონეს.
„კლიმატის ცვლილება არ არის შავ-თეთრი სიტუაცია. ეს არ არის ასტეროიდი, რომელიც დედამიწაზე ეცემა, - თქვა რაიმმა. - მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სერიოზული შედეგები გველის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ სად ვართ დაუცველი, რათა მივიღოთ დასაბუთებული გადაწყვეტილებები“.

Любовь или религия?
Любовь - это естественное чувство, а религия притворяется естественной, но это не так. если вы влюблены, ничто не может помешать вам достичь этого, но если у вас слепая вера в религию, вы делаете себя дураком, обманиваете себя одурачиваете, заставляйте себя удовлетворять других. насилуете себя
Если вы влюблены, вы можете пойти против своей религии, но не против своей любви, любовь - это внутренние чувства, которые позволяют вам иногда жертвовать ради его / ее счастья, но в религии вы вынуждены жертвовать своей любовью. это означает, что любовь - величайший из всех богов. Ранджит Чаудхари
https://www.labirint.ru/books/747059/
Фрейд, ЛеБон: Массовые психозы. "В страхе больше зла, чем в том, чего боятся
: https://www.labirint.ru/books/747059/
Почему совместная работа вызывает сопротивление?
Корпоративная культура убивает индивидуальность
https://inside-pr.ru/archives/1408

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised