მცირე გამყინვარების პერიოდი უკვე 5 წელიწადში დაიწყება?
გლობალურ დათბობას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ… ჯერ აცივებას უნდა გავუძლოთ! სენსაციურ-პარადოქსული პროგნოზის ავტორები არიან დიდი ბრიტანეთის და რუსეთის მეცნიერები.
ისინი მამაცი ქალები არიან - ნორთუმბრიის ბრიტანული უნივერსიტეტის პროფესორი ვალენტინა ჟარკოვა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ელენა პოპოვა. ჩვეულებრივ, კლიმატოლოგები ასი წლის წინ ცდილობდნენ პროგნოზირებას. ვალენტინამ, ელენამ და მათმა თანაავტორებმა გააკეთეს პროგნოზი რამდენიმე წლით ადრე. ასე რომ, მათი სისწორის გადამოწმებას შეძლებენ კოლეგებიც და ჩვენ თქვენთან ერთად. გასაკვირი არ არის, რომ უელსეველში სამეფო ასტრონომიული საზოგადოების კონფერენციაზე წაკითხულმა მოხსენებამ უამრავი გამოძახილი გამოიწვია სამეცნიერო სამყაროსა და ინტერნეტში.
დედააზრი ასეთია: ახალი მზის ციკლი ძალიან წააგავს მაუნდერის მინიმუმს (იხ. „კომსომოლსკაია პრავდას“ „ცნობა“), როდესაც დედამიწაზე გადაიტანეს გამყინვარების მცირე პერიოდი. და ეს ძალიან მალე მოხდება, 2030-2040-იან წლებში.
მზე აჩვენებს კიდევ, ვინ არის აქ მთავარი
ვალენტინა ჟარკოვას ინგლისში ვურეკავ:
- ყველაფერი 5-6 წელიწადში დაიწყება, - პირველივე სიტყვებით გამაოგნა პროფესორმა. - მზის აქტივობა მცირდება ზედიზედ ხუთი ციკლის განმავლობაში, 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან. მინიმუმი მიიღებს სამ 11-წლიან ციკლს - დაახლოებით 2020 წლიდან. ხოლო 26-ე ციკლზე, 2030-დან 2040 წლამდე, აცივების პიკი დადგება. მზის აქტივობა მიმდინარე წელთან შედარებით 60 %-ით დაეცემა. მზის რადიაციის ინტენსივობა (ეს კი პლანეტაზე სითბოს მთავარი წყაროა) შემცირდება 3 ვატით კვადრატულ სანტიმეტრზე. ეს უფრო მეტია, ვიდრე სათბურის ეფექტის დათბობის ზემოქმედება - იქ საუბრობენ 2 ვატის შესახებ კვადრატულ სანტიმეტრზე. თუმცა დედამიწაზე კიდევ უფრო ძლიერი გავლენას მოხდენს მზის მაგნიტური ველის შეცვლა.
ვფიქრობ, რომ დროულად დავაყენეთ საკითხი. ადამიანებმა უნდა იფიქრონ, როგორ გათბენ და არა როგორ დააღწიონ დათბობას თავი. ერთმა მეცნიერმა საბერძნეთიდან მომწერა - ის ხეებში მომხდარ ცვლილებებს სწავლობს. წელს ხეები ყვავილობდნენ ერთი თვით გვიან! დედამიწა უკვე გრძნობს მოახლოებულ აცივებას. მზე ჩვენი ბოსია, მისი იგნორირება არ შეიძლება! ის ყველას შეახსენებს, ვინ არის აქ მთავარი. მათ, ვისაც არ სჯერა, ვეუბნები: მოდით დაველოდოთ - მხოლოდ 5-6 წელია დარჩენილი.
- არა მხოლოდ ჩვენ, მრავალი მეცნიერი თვლის, რომ მზე უფრო მეტ გავლენას ახდენს კლიმატურ ცვლილებებზე, ვიდრე ადამიანი, - დასძენს ელენა პოპოვა.
- ჩვენ მცირე გამყინვარების პერიოდი გველოდება, როგორც მე-17-18 საუკუნეებში?
- მაშინ მზის მინიმალური აქტიურობის პერიოდი 60 წელი გაგრძელდა, ახლა ორჯერ ნაკლები იქნება, - აცხადებს ელენა.
- ინგლისში საშუალო წლიური ტემპერატურა მაშინ 2 გრადუსით შემცირდა. ევროპამ დიდი ხანი ვერ ნახა ზაფხული - გაზაფხულის შემდეგ მაშინვე დადგა შემოდგომა, - გვახსენებს ვალენტინა ჟარკოვა ისტორიულ ფაქტებს. - მაგრამ არაფერია, ხალხი გადარჩა, ქვეყნები განვითარდა. შესაძლოა, რუსეთში მისი კონტინენტური კლიმატით, ტემპერატურა არა 2 გრადუსით, არამედ უფრო მეტით დაეცეს. მაგრამ, თუ მე-17 საუკუნეში ადამიანებმა აცივებას გაუძლეს, ჩვენ ენერგეტიკით და ცივილიზაციის სხვა მიღწევებით შესანიშნავად გავუმკლავდებით მას.
- ჩვენ მიმოწერა გვაქვს კლიმატოლოგებთან, რომ მათ ჩვენი მონაცემები შეიტანონ პროგნოზების მოდელებში, ნახონ, როგორ შეეხება ეს სხვადასხვა რეგიონებს, - განაგრძობს პოპოვა.
ლაქები? მთავარი ტალღებია !
11 წლის მზის ციკლის შესახებ მეცნიერებმა დიდი ხნის წინ იცოდნენ, ამ შემთხვევაში პოპოვას და ჟარკოვას ამერიკა არ აღმოუჩენიათ. მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვიცით, რომ ზაფხულის შემდეგ შემოდგომა მოდის, შემოდგომის შემდეგ ზამთარი, შემდეგ კი გაზაფხული. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამინდის პროგნოზს! „ამინდის“ მასშტაბით, კოსმოსური კვლევა კონკრეტულ პროგნოზს ჰგავს.
- ჩვენ მუშაობა დავიწყეთ 2010 წელს, - ამბობს პროფესორი ჟარკოვა. - ერთი წლით ადრე 24-ე მზის ციკლი დაიწყო. თითქმის ყველა ელოდებოდა მნათობისგან მაღალ აქტიურობას - 126 პროგნოზიდან მხოლოდ ორი წინასწარმეტყველებდა დაბალს, როგორიც რეალობაში აღმოჩნდა. სრული ფიასკო! და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ არის აუცილებელი პროგნოზირებისთვის მზის ლაქების გამოყენება, საჭიროა სხვა პარამეტრების მოძებნა. ასეთი გახდა მზის სრული დისკის მაგნიტური ველი. მას გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, ლაქები მხოლოდ მისი წარმოებულია. ისინი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იზომება. ჩვენ 1982 წელს ავიღეთ ბოლო სამი ციკლის მაგნიტოგრამები ვილკოვსკის მზის ობსერვატორიიდან სტენფორდში (აშშ).
ანალოგიისთვის ავიღოთ თეთრი სინათლე. იგი ცისარტყელას შვიდი ფერისაგან შედგება, არსებითად, - სხვადასხვა სიგრძის ტალღებისგან. მათი დანახვა შეიძლება სხივის პრიზმის გავლის გზით. მაგნიტური ველისთვის საჭირო იყო საკუთარი ფილტრის მოძებნა. ჩვენ გამოვიყენეთ პრინციპული კომპონენტების მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მონაცემების მასივიდან შევარჩიოთ მთავარი. და დავინახეთ, რომ მზეზე მაგნიტური ტალღები წყვილებად დადიან: არა ერთი, არამედ ორი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, შემდეგ უკან და ასე თითოეულ ციკლში, ამასთან ერთი „გარბის“ მეორის წინ. ჩვენ გამოვთვალეთ, თუ როგორ იცვლება ისინი მოძრაობისას, და თითოეული ტალღისთვის მივიღეთ საკუთარი კანონი ამპლიტუდაში, სიხშირესა და ფაზაში. შემდეგ, ელენა პოპოვასთან ერთად გამოითქვა მოსაზრება, რომ არსებობს ორი ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ გენერირება: ერთი ფენა ღრმად მზის შიგნით არის, მეორე კი ზედაპირთან უფრო ახლოს.
ახალი ფორმულები შემოწმდა ისტორიულ მონაცემებზე - 1200 წლიდან. ყველაფერი დაემთხვა. მიმდინარე ციკლის მიხედვით - 97 პროცენტით. შემდეგ გაანგარიშებული იქნა მომავლისთვის - 3200 წლამდე.
- აღმოჩნდა, რომ 25-ე ციკლში (დაახლოებით 2010 წლიდან) ტალღების ამპლიტუდა მცირდება, ხოლო მათ შორის ფაზა იზრდება - მათ აღარ შეუძლიათ ურთიერთქმედება და ლაქების წარმოება. 26-ე ციკლში (ანუ 2030-იან წლებში) ტალღები თითქმის შეუერთდება ეკვატორს, - განმარტავს ჟარკოვა.
ჩვენ დროს გვაძლევენ „კაპიტალური რემონტისთვის“
- ბოლო 400 ათასი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა 4 გამყინვარების და 5 დათბობის პერიოდს, - შეგვახსენებს პროფესორი. - კაცობრიობა 60 ათასი წლის წინ გაჩნდა. ვიღაც ათბობდა და აგრილებდა დედამიწას ადრე! დედამიწასთან ერთად გლობალური დათბობა მიმდინარეობს მარსზე, იქ მყინვარები დნება. გაჩნდა ტაიფუნები იუპიტერზე. იტყვით, რომ აქაც დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები არიან დამნაშავე?
მაგრამ ჟარკოვა არ მოითხოვს გლობალური დათბობის დავიწყებას:
- სამრეწველო საწარმოები და ავტომობილები აბინძურებენ ატმოსფეროს, ზრდიან სათბურის გაზების კონცენტრაციას. ბუნებრივი პროცესების სისტემაში დედამიწა-მზე ემატება ადამიანის „წვლილი“. მზე ცოტა ხნით „ჩაქრება“, შემდეგ კი დაიწყებს დათბობას განახლებული ძალით. ვფიქრობ, მზე ჩვენზე ბრძენი იყო. და შანსს გვაძლევს - სამ ათეულ წელიწადს, რათა გავერკვეთ ჩვენს გავლენაში კლიმატზე და ზიანი არ მივაყენოთ მომავალს.
ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, არ ამოვკემსოთ ხვრელები, არამედ საფუძვლიანად ჩავატაროთ კლიმატზე ჩვენი ზემოქმედების „კაპიტალური რემონტი“. არ დაგავიწყდეთ - დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს!
„კომსომოლსკაია პრავდას“ ცნობა
მაუნდერის მინიმუმი არის დრო, როდესაც მზეზე ძალიან ცოტა ლაქებია. წელიწადში მხოლოდ 40-50 ცალი, ჩვეულებრივ შეინიშნება 40-50 ათასი (!) ლაქა. ეს გაგრძელდა 1645 წლიდან 1715 წლამდე. ასეთი „ჩაქრობა“ ციკლურია, ხდება 300-400 წელიწადში ერთხელ. მეცნიერები აგრეთვე გამოყოფენ მზის აქტივობის 11 წლიან და 90-წლიან ციკლს.
რას შეიძლება ველოდოთ
თუ თქვენ უკვე წარმოგიდგენიათ მამონტების როლი, რომლებიც იყინებიან მკადთან მახლობლად მდებარე მარად გაყინულობაში, დამშვიდდით. მცირე გამყინვარების პერიოდი სულაც არ არის იგივე, რაც „ჩვეულებრივი“. „დიდი“ გამყინვარების პერიოდის დროს ყინულებმა მართლაც დაფარეს თანამედროვე მოსკოვის რეგიონი. მცირე გამყინვარების პერიოდი დედამიწაზე გაგრძელდა XIV-დან XIX საუკუნემდე; აცივების პიკი დაემთხვა მაუნდერის მინიმუმის წლებს. რა მოხდა მაშინ?
სიცივის, გვიანი სუსხის და ხანგრძლივი წვიმების გამო ნათესები დაიღუპა, ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში. ევროპულ ქრონიკებში XIV საუკუნის დასაწყისს უწოდებენ დიდ შიმშილს. მოუსავლიანობის სერიას რუსეთში მიიჩნევენ არეულობის ხანის ერთ-ერთ მიზეზად.
სამხრეთ ევროპაში თოვა არ იყო იშვიათი მოვლენა. ახლა საბერძნეთში ან ესპანეთში ეს აღიქმება, როგორც კლიმატური კატაკლიზმი.
მდინარე მოსკოვი ნახევარი წლის განმავლობაში დაფარული იყო სქელი ყინულით. გაიყინა თემზა, დუნაი, ამსტერდამის არხები - იქ ციგურებით დასრიალებდნენ. სწორედ მაშინ დაიწერა ფლამანდელი მხატვრების ცნობილი სიუჟეტები. მაუნდერის მინიმუმის დროს ბოსფორი და ადრიატიკის ზღვაც კი გაიყინა.
პირადი საქმე
ვალენტინა ჟარკოვა - ნორტუმბეიის (ნიუკასლი) უნივერსიტეტის პროფესორი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი, დაიცვა დისერტაცია მზის ფიზიკაში. 1992 წლიდან მუშაობს დიდ ბრიტანეთში.
ელენა პოპოვა - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ამავე უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის სამენიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. შეიმუშავა მზის მაგნიტური აქტიურობის ახალი ფიზიკა-მათემატიკური მოდელი.
კვლევის თანაავტორები ასევე იყვნენ სერგეი ჟარკოვი (ჰალის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) და საიმონ შეპერდი (ბრედფერდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი).
===
მზის აქტივობის კიდევ ერთმა მინიმუმმა შეიძლება გამოიწვიოს გლობალური აცივება
მზის აქტივობის შემდეგი მინიმუმი სავარაუდოდ 2030 წლიდან 2040 წლამდეა მოსალოდნელი. ამასთანავე აქტივობის მაჩვენებლები XVII საუკუნის ბოლოს მინიმუმის ანალოგიური იქნება, როდესაც მოხდა ახალი ეპოქის ყველაზე სერიოზული აცივება. ასეთია სამეცნიერო ჯგუფის გამოთვლების შედეგი, რომელშიც შევიდნენ ფიზიკოსები, მათემატიკოსები და ასტრონომები. კვლევის შედეგები მეცნიერებმა წარმოადგინეს კონფერენციაზე National Astronomy Meeting ლენდუდნოში, უელსში, დიდი ბრიტანეთი.
ავტორებმა შეიმუშავეს მზის დინამოს მოდელი ორი ფენით და მერიდიონალური ცირკულაციით. მიღებული ფორმულები გამოყენებული იყო წარსულში აქტივობის პროგნოზირებისთვის, 1200 წლიდან, და მომავალში - 3200 წლამდე. ნაშრომის ერთ-ერთი ავტორის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ელენა პოპოვას თქმით ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან, 24-ე მზის ციკლში მაგნიტური მოქმედების პროგნოზმა, რომელიც 2008 წელს დაიწყო და ახლაც გრძელდება, დაკვირვებებთან შედარებით 97 პროცენტიანი სიზუსტე მისცა.
ნაშრომის მთავარი შედეგია მტკიცება იმისა, რომ 26-ე მზის ციკლი, რომელიც დაიწყება დაახლოებით 2030 წელს, აღინიშნება მზის მინიმალური აქტივობით. ეს ციკლი შეიძლება გახდეს მაუნდერის მინიმუმის ანალოგი, რომელიც თარიღდება დაახლოებით 1645 წლიდან 1715 წლამდე. ასტრონომის ედუარდ უოლტერ მაუნდერის გამოთვლებით, ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 50 მზის ლაქა დაფიქსირდა 40-50 ათასის ნაცვლად. მაუნდერის მინიმუმი დროში ემთხვევა ბოლო 2000 წლის განმავლობაში ყველაზე ცივ ეპიზოდთან - ე.წ. მცირე გამყინვარების პერიოდთან.
მინიმალური მზის აქტივობის ახალი ციკლი, წარმოდგენილი ნამუშევრის მიხედვით, მაუნდერის მინიმუმზე გაცილებით მოკლე იქნება, რომელიც გაგრძელდა 55-60 წელს. მწვავე ფაზა დაემთხვევა 26-ე ციკლს, ხოლო ზოგადი ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 30 წლისა და დაფიქსირდება 25-27 ციკლებში. შემდეგ დაიწყება მზის აქტივობის ზრდა.

=======
გლობალურმა დათბობამ „გააუქმა“ 6.5 ათასწლიანი აგრილება
პალეოკლიმატოლოგებმა დაადგინეს, რომ გლობალურმა დათბობამ დედამიწა დააბრუნა კლიმატურ რეჟიმში, რომელიც დამახასიათებელი იყო ყველაზე თბილი პერიოდისთვის მას შემდეგ, რაც დამთავრდა ბოლო გამყინვარება. ამრიგად, მის მიერ ლიკვიდირებული იქნა ბოლო აციების შედეგები, რომელიც გაგრძელდა ბოლო 6.5 ათასი წლის განმავლობაში. მათი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა სამეცნიერო ჟურნალმა Scientific Data-მ, იუწყება „აზერტაჯი“ საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოზე დაყრდნობით.
„გლობალურ დათბობამდე დედამიწაზე ტემპერატურა დაბლა იწევდა. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ პლანეტის კლიმატი XIX საუკუნის შუა პერიოდამდე სულ უფრო ცივდებოდა სულ მცირე ათასი წლის განმავლობაში. ჩვენმა მონაცემებმა და წარსული პალეოკლიმატურმა კვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ ეს აცივება დაახლოებით 6.5 ათასი წლის წინ დაიწყო“, - თქვა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტის პროფესორმა დარელ კაუფმანმა.
ბოლო გამყინვარების პერიოდი დაახლოებით 2.6 მილიონი წლის წინ დაიწყო. მისი მთავარი თავისებურება ის არის, რომ გამყინვარების არეალი და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურა არ იყო მუდმივი. მყინვარები მიიწევდნენ და უკან იხევდნენ ყოველ რამდენიმე ათეულ ათასობით წლის განმავლობაში მკვეთრი აცივებისა და დათბობის გამო. ამ ტიპის ბოლო „დათბობა“ დაახლოებით 13 ათასი წლის წინ დაიწყო.
მაქსიმალურ მნიშვნელამდე ამ „დათბობის“ დროს, რომელიც დღესაც გრძელდება, ტემპერატურა გაიზარდა ე.წ. ჰოლოცენური „კლიმატურ ოპტიმუმამდე“. დროის ეს მონაკვეთი დაიწყო დაახლოებით 9 ათასი წლის წინ და დასრულდა დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინ. ჰოლოცენური კლიმატური ოპტიმუმის დროს, დედამიწის პოლარულამდელ რეგიონებში ტემპერატურა გაიზარდა 4-9 ° С-ით, ხოლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ განედებში - 2-3 ° С-ით მთელი გამყინვარების ეპოქის ტიპიურ მნიშვნელობებთან შედარებით. მოგვიანებით, ტემპერატურა დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროში სათბურის გაზების წილი იმ დროს იზრდებოდა.
მსგავსი წინააღმდეგობები გახდა პალეოკლიმატოლოგების შორის დისკუსიის მიზეზი. მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ იმ საკითხში, თუ როდის დასრულდა ჰოლოცენური „კლიმატური ოპტიმუმი“, რატომ დაიწყო აცივება და რამდენ ხანს გაგრძელდა იგი. კაუფმანმა და მისმა კოლეგებმა შეეცადნენ პასუხი მიეღოთ ყველა ამ კითხვაზე, და შეეცადნენ იმის რეკონსტრუირებას, თუ როგორ იცვლებოდა დედამიწის კლიმატი ბოლო 12 ათასი წლის განმავლობაში.
ამისათვის მეცნიერებმა გააერთიანეს 1.3 ათასზე მეტ მონაცემთა ნაკრები, რომლებიც შეგროვდა მსოფლიოს 679 კუთხეში. ისინი წარმოადგენდნენ ძველი ყვავილის მტვერის და ძველი ტბების ძირზე არსებული ნალექის ანალიზის შედეგებს, ინფორმაციას ზღვის ფორამინიფერული წყალმცენარეების ნიჟარებში სხვადასხვა იზოტოპებისა და ელემენტების თანაფარდობის შესახებ, ასევე ათობით სხვა კლიმატურ მაჩვენებლებს, რომლებიც აჩვენებდნენ, თუ რა ტემპერატურა ჭარბობდა დედამიწაზე წარსულში.
კლიმატის ანალიზის ხუთი განსხვავებული მეთოდის გამოყენებით კაუფმანმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ჰოლოცენური „კლიმატური ოპტიმუმი“ დასრულდა დაახლოებით 6.5 ათასი წლის წინ. ამ დროს დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდა შეჩერდა და შეუფერხებლად იკლებდა 0,1 ° C ყოველ ათას წელიწადში XIX საუკუნის შუა ხანებამდე.
ეს ვარდნა, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, უკავშირდებოდა დედამიწის ბრუნვის ღერძის დაქანების და ორბიტაზე მისი მოძრაობის ხასიათის პერიოდულ ცვლილებებს. ამის გამო, ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე ნაკლებად ეცემოდა მზის სინათლე, საშუალო წლიური ტემპერატურამ ვარდნა დაიწყო, მიუხედავად ატმოსფეროში СО2-ის კონცენტრაციის ზრდისა.
მეცნიერები თვლიან, რომ დაახლოებით 150 წლის წინ, როდესაც კაცობრიობის გამო ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი დაგროვდა, აგრილების ეს ტენდენცია შეწყდა და დაიწყო საპირისპირო პროცესი. თუ სიტუაცია გაგრძელდება იმავე გზით, მაშინ დედამიწა მომდევნო საუკუნეებში დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რომელშიც ის იმყოფებოდა დაახლოებით 125 ათასი წლის წინ, ე.წ. მიკულინსკის გამყინვარების დროს.
ამ ეპოქის დადგომასთან ერთად დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით 1–2 ° C უფრო მაღალი იყო, ვიდრე ინდუსტრიამდელი მნიშვნელობები, ხოლო ოკეანეში წყლის დონე 10 მეტრით მაღალი იყო, ვიდრე ამჟამად. იმ ეპოქის კლიმატის შესწავლა დაეხმარება მეცნიერებს გააცნობიერონ, რა ელოდება პლანეტას მომავალში, თუ კაცობრიობა წააგებს ომს გლობალური დათბობასთან, დაასკვნეს მეცნიერებმა.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised