ფიზიკოსებმა წარმოადგინეს მომავლის კვანტური ფული
მეცნიერებმა პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, იაპონიიდან და აშშ-დან წარმოადგინეს ოპტიკური კვანტური ფულის პროტოტიპი. კუპიურებს გაყალბებისგან დაცვის მაღალი სისტემა აქვს, მათი კოპირება ან კლონირება შეუძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე.
კვლევის პრეპრინტი გამოქვეყნებულია arXiv.org– ზე. მოკლედ მის შესახებ იუწყება რია „ნოვოსტი“. ამჟამად კვანტური ფულის მოდელირება მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში ხდება და არ არის ბრუნვაში. გაყალბებისგან მათი დაცვის სისტემა ემყარება კვანტური კრიპტოგრაფიის პრინციპებს.
სამოდელო კუპიურა კოდირებული იყო ცალკეული ფოტონების პოლარიზაციის მდგომარეობით. შეუძლებელია კვანტური მდგომარეობის შეცვლის შედეგად შექმნილი კუპიურის კოპირება ან კლონირება მფლობელის თანხმობის გარეშე. ექსპერიმენტის დროს ყველაზე დაცული ფულის შესაქმნელად მეცნიერებმა მოახდინეს კუპიურის მოდელირება ობიექტით, რომელიც მოიცავდა კუბიტების (კვანტური ბიტების) თანმიმდევრობას და რომლებიც კოდირებდნენ ბანკნოტის სერიულ ნომერს. კლასიკური ბიტებისგან განსხვავებით, რომელზედაც დაფუძნებულია ტრადიციული კომპიუტერები, კუბიტები (მეხსიერების კვანტური უჯრედები) შეიძლება განთავსდეს არა ორიდან ერთში, არამედ რამდენიმე მდგომარეობიდან ერთში.
ასეთი ფულის შექმნის იდეა შეიმუშავა კოლუმბიის უნივერსიტეტის ასპირანტმა სტივენ ვიზინერმა ჯერ კიდევ 1970 წელს, მაგრამ მისი რეალიზაცია მხოლოდ ახლა მოხერხდა. მისი თეორიის თანახმად, თითოეული ბანკნოტისთვის უნიკალური სერიული ნომერი შეიცავს ინფორმაციას პოლარიზებული ფილტრის მდგომარეობის შესახებ, ხოლო მკაცრად განსაზღვრულ მდგომარეობაში პოლარიზებული ფოტონები, სინათლის ხაფანგში იმყოფებიან. არასწორი ფილტრის გამოყენების შემთხვევაში, ფოტონების კომბინაცია უნდა წაიშალოს. ფოტონის პოლარიზაციის შესახებ ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ემიტენტ-ბანკში.
მაგრამ კვანტურ ფულს, რომლის ღირსებაა მაღალი დაცვა არასანქციონირებული გაყალბებისგან, აქვს თავისი ნაკლოვანებები. მთავარი მათგანი განსაკუთრებული მგრძნობელობაა. კოდი შეიძლება ოდნავ შეიცვალოს დროთა განმავლობაში, გარე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ.
ახლა მსოფლიოში არ არსებობს კუპიურები, რომლის გაყალბება არ შეიძლება. მაგრამ არის ფული, რომლის კოპირება ყველაზე რთულია. ბანკნოტების საერთაშორისო თანამეგობრობა (IBNS) რამდენიმე წელიწადში ერთხელ ადგენს გაყალბებისგან ყველაზე მეტად დაცული ვალუტის რეიტინგს. უახლესი რეიტინგის თანახმად, რომელიც შარშან შედგა, ყველაზე დაცულია ავსტრალიური დოლარი და ინგლისური ფუნტი სტერლინგი. 1996 წელს 100 დოლარის ნომინალის ბანკნოტების გამოშვებით ავსტრალია მთლიანად გადავიდა პოლიმერულ ფულზე. ინგლისური ფუნტის დამზადებისას გამოიყენება დაცვის ორიგინალური სისტემა, ე.წ. „საბოლოო ძაფი“, როდესაც თხელი ძაფი გადის ბანკნოტში და გარკვეული ინტერვალებით გამოდის ზედაპირზე. ძაფის ცვალებად სიპრიალეს ვერ დააკოპირებს ვერც ერთი აპარატი.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised